Georgian (Georgia)English (United Kingdom)
202

არიანელთა მიერ დიონისე ალექსანდრიელის გამონათქვამის არგუმენტად მოტანა და ათანასე ალექსანდრიელის მიერ მისი განმარტება

ჩვენს წინა საუბარში უკვე განვიხილეთ დიონისე ალექსანდრიელის შრომის, სათაურით “აღთქმათა შესახებ”, პირველი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი, რაც უშუალოდ ქილიასტი ნეპოტის და მისი ნაშრომის (“ალეგორისტების მხილება”) წინააღმდეგაა მიმართული. მეთოდოლოგიაც, ჩამოყალიბებული დიონისესგან განვიხილეთ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით შეიძლება დასნეულებული, მაგრამ ჯერ კიდევ გადარჩენის შესაძლებლობის მქონე ეკლესიის სულიერი ნაწილის შველა და შემორიგება დედა ეკლესიასთან.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
203

ჩვენი წინა სამი საუბარი ეხებოდა წმინდა დიონისე ალექსანდრიელს და ამ საუბარსაც მის შესახებ წარვმართავთ. საუბრების ამგვარი სიმრავლე გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგანაც დიონისე ალექსანდრიელის პიროვნება მრავალმხრივ გახლავთ ღირსეული. ჩვენ ვნახეთ წინა საუბრებში მისი, როგორც მოძღვრის, პოლემისტის, საღვთო წერილის ერთ-ერთი წიგნის “აპოკალიფსის” რაობის, შემფასებლის, აგრეთვე როგორც არიანელთაგან ცილისწამებულის სახე. ამჯერად შევეხებით მის პიროვნებასთან და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, ეს გახლავთ სქოლიასტობა, კომენტირებანი, განმარტებითი, ძველ ქართულად თარგმანებითი, მოღვაწეობის ნიმუშებს. ანდა, რამდენადაც ამჯერად ერთ კონკრეტულ ნიმუშს ვეხებით, ნიმუშს დაკავშირებულს დიონისე ალექსანდრიელის სახელთან.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
204

ცხოვრება და მოღვაწეობა

ჩვენს წინა საუბარში ვეხებოდით წმ. დიონისე ალექსანდრიელს და აღვნიშნავდით, რომ ორიგენეს მოწაფეთაგან, დიონისე ალექსანდრიელთან ერთად, უმნიშვნელოვანესი ავტორიტეტი და მოღვაწე გახლავთ წმ. გრიგოლი ნეოკესარიელი, რომელსაც საეკლესიო ტრადიციაში ეწოდა “თავმატურგოსი”, რაც ქართულად ითარგმნება როგორც საკვირველთმოქმედი. თვით ეს ეპითეტიც, რაც იმგვარადვე ეწოდა გრიგოლს, როგორც ვთქვათ ბასილი კესარიელს ეწოდა დიდი, მაქსიმეს ეწოდა აღმსარებელი, გრიგოლ ნაზიანზელს ეწოდა ღვთისმეტყველი, წმ. სვიმეონს ეწოდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, ეგნატი ანტიოქიელს ღმერთშემოსილი  და სხვა, [1]თავისთავად ცხადია, რომ მის დიდ ღირსებას და სულიერ სიმაღლეს, ღვთიურ მადლმოსილებას უსვამს ხაზს.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
205

ჩვენ ვეხებოდით წმ. გრიგოლ ნეოკესარიელს. ზოგადი შტრიხები, ზოგადი მინიშნებანი ამ პიროვნების შესახებ ჩვენ უკვე წინა საუბარში გამოვკვეთეთ და ამჯერად შედარებით დეტალურად შევეცდებით ვისაუბროთ ხსენებულ მოღვაწეზე, როგორც ერთ-ერთ განსაკუთრებულ მოვლენაზე III საუკუნეში.

გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრება, როგორც აღვნიშნავდით, მჭიდროდ გადაება ორიგენეს კატეხიზმურ სკოლას პალესტინის კესარიაში, საიდანაც, როგორც თვითონ თვლის, მან შეიძინა უმნიშვნელოვანესი, უაღრესად არსებითი ცოდნა ჭეშმარიტების შესახებ, ზოგადად განათლება, სულიერება და ეს ყველაფერი, როგორც ჭეშმარიტად საღვთო საგზალი მან წაიმძღვარა ხსენებული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, თავის უაღრესად რთულ სამოღვაწეო გზაზე, რაც უკვე კაბადოკიის მხარეში, ქალაქ ნეოკესარიაში, [1]როგორც მისმა ეპისკოპოსმა, მან აღასრულა. ჩვენთვი, რა თქმა უნდა, არსებითი გახლავთ გრიგოლ ნეოკესარიელის წერილობითი მემკვიდრეობა და ამ კუთხით მისგან დატოვებული შრომები.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 14 JULY 2016 15:54)

დაწვრილებით...

 
206–207

წმ. გრიგოლ ნეოკესარიელის შრომა “გამოსათხოვარი სიტყვა”

პიროვნებისა თუ მოძღვრების შეფასების მართლმადიდებლური პოზიცია

ჩვენ კვლავ წმ. გრიგოლ ნეოკესარიელის შესახებ გვექნება საუბარი. წინა შეხვედრაზე ზოგადი შთაბეჭდილება, ზოგადი შტრიხები, ხსენებული, უაღრესად ავტორიტეტული, მოღვაწის ცხოვრებაზე და მის საღვთისმეტყველო შრომებზე უკვე წარმოვადგინეთ. ამჯერად კი შედარებით უფრო მეტი კონკრეტულობით შევეხებით წმ. გრიგოლის შრომებს და ზოგიერთ მხარეს, რაც სწავლებითი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და არსებითია, განვიხილავთ შეძლებისდაგვარად უფრო ვრცლად.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
208–209

ცნობები მინუციუს ფელიქსის შესახებ

ჩვენი ბოლო შეხვედრა ეძღვნებოდა ერთ-ერთ უაღრესად რჩეულ მოღვაწეს, წმ. გრიგოლ ნეოკესარიელს, რომელიც დიონისე დიდთან ერთად III საუკუნის შუა წლების ალბათ ყველაზე გამოჩენილი ღვთისმეტყველია. ვფიქრობთ, რომ ამჯერად უმჯობესი იქნება ჩვენ დროებით განხილვის ეს ქრონოლოგიური გზა, გეზი შევაჩეროთ აღნიშნულ მოღვაწეებზე, შევაჩეროთ აღნიშნულ ეპოქაზე და თუნდაც ყველაზე უფრო შემოკლებული ფორმით, მაგრამ მაინც და აუცილებლად შევეხოთ ლათინურენოვან პატრისტიკასაც, ვიდრე ამ პერიოდამდე.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
210–216

ცხოვრება და მოღვაწეობა

ჩვენ წინა შეხვედრაზე შევუდექით, ძალიან ზოგადად, მაგრამ მაინც, ლათინურენოვანი ქრისტიანული მწერლობის პირველ სათავეების განხილვას. შევეხეთ დღეისათვის ცნობილ ყველაზე ადრინდელ ლათინურენოვან ქრისტიან ავტორს მინუციუს ფელიქსს და განვიხილეთ მისი შრომა “ოქტავიუსი”.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
More Articles...