Georgian (Georgia)English (United Kingdom)

1

დღეიდან ჩვენ ვიწყებთ სალექციო კურსს ქრისტიანული  ლიტერატურის ისტორიაში რადიო ეთერის გზით. მართალია ეს კურსი უკავშირდება მრავალ პრაქტიკულ მხარეს, სიღრმისეული შესწავლის ჟამს, კერძოდ წყაროების გაცნობას, ტექსტებზე მუშობას და სხვა, რაც ხორციელდება კიდეც სასულიერო აკადემიის კედლებში, სადაც აღნიშნული კურსი სრული მოცულობით იკითხება, მაგრამ რამდენადაც დიდია დაინტერესება და ჩვენ ამის შესახებ ხშირად გვსმენია, მორწმუნე მრევლისგან, რომ მათაც მიიღონ ინფორმაცია ამ უმნიშვნელოვანესი დისციპლინის, შეგვიძლია ასეც ვთქვათ, უმნიშვნელოვანესი მეცნიერების შესახებ, თუნდაც შედარებით უფრო ზოგადი, აი ამგვარი დაინტერესებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ეთერში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება ცალკეული საუბრების სახით (დაახლოებით ოცწუთიანი საუბრების სახით) ყველაზე უფრო არსებითი ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან, დაინტერესებულ მსმენელებს მივაწოდოთ.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 

2-5

ტერმინ “დოგმატიკის” განსაზღვრება (პირველი ნაწილი)

ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიის შესახებ. ეს გახლავთ რიგით მეორე საუბარი და ვინც პირველს ბოლომდე უსმენდა, ალბათ ახსოვს, რომ ჩვენი განხილვა შევწყვიტეთ ორი უმნიშვნელოვანესი ტერმინის “დოგმატისა” და “დოქსას” განმარტებაზე. ვაგრძელებთ პირდაპირ აქედან და უბრალოდ ერთი ფრაზით მსმენელს შევახსენებთ, რომ ქრისტიანული ლიტერატურის შესწავლა ცალკეული ტერმინოლოგიური განმარტებების გარეშე შეუძლებელია და ამ შემთხვევაში ამის ნიმუშად სწორედ ეს ორი ტერმინიც გამოდგება, რომელთა სრულყოფილი წვდომა საკუთრივ საეკლესიო მართლმადიდებლური ლიტერატურის რაობის წვდომას გულისხმობს. თანდათანობით ამაში მსმენელი, რა თქმა უნდა, დარწმუნდება.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 

6-9

ბიბლია, როგორც ღვთის სიტყვის სულიერი სამოსელი

წინა საუბრის დასასრულს ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მიუხედავად ცალკეული განმარტებებისა და წინასწარი მინიშნებებისა, ქრისტიანული ლიტერატურის რაობა სიღრმისეულად კვლავ გამოსაკვლევი გვაქვს. რა თქმა უნდა, ესეც წინასწარი განხილვაა, მაგრამ უკვე ჩვენის აზრით გზის მიცემა საეკლესიო მოძღვრების წერილობითი სახის დანიშნულების გასარკვევად.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 

10-11

ჩვენ განვაგრძობთ საუბარს საეკლესიო ლიტერატირის რაობის შესახებ. ცალკეული ასპექტები უკვე წარმოვაჩინეთ. წინა ორ საუბარში შევეცადეთ წარმოგვეჩინა და განგვემარტა საკითხი იმის შესახებ, რომ არათუ უცხოა საეკლესიო მოძღვრებისთვის მრავალფეროვნება და აზროვნებითი თავისუფლება, არამედ პირიქით ბუნებითად არის ნიშანდობლივი მისთვის, ოღონდ ეს აზროვნებითი თავისუფლება და სამოძღვრო მრავალფეროვნება, რაც ჩვენ საეკლესიო ლიტერატურაში გვხვდება, ესაა მრავალფეროვნება და აზროვნებითი თავისუფლება ჭეშმიარტების წიაღში, ღვთიურობაში, განღმრთობილობაში.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 18 DECEMBER 2017 11:58)

დაწვრილებით...

 

12-16

ტერმინ “ეზოტერიზმის” მართლმადიდებლური და ერეტიკული გაგება

ამჯერად შევეხებით ერთ ჟანრს, რომლისადმი ცნობისმოყვარეობა, თუნდაც თანამედროვე, ამ ჟანრისადმი კვლავაც ცხოველია. ეს გახლავთ აპოკრიფული ჟანრი, აპოკრიფები, რომლებიც აუცილებელ შესწავლას და წვდომას საჭიროებენ. მათი რაობის გაგება სრულიად აუცილებელია, რამდენადაც ყველაზე უფრო მეტად, განსხვავებით სხვა ჟანრებისაგან, აპოკრიფებთან დაკავშირებით ჭირს გარკვეულობის შემუშავება, თუ რა გამოყენება შეიძლება მათ ქონდეთ, თუ რა ადგილი შეიძლება მათ მიეჩინოთ ეკლესიის ისტორიაში და ამა თუ იმ ქრისტიანის ცხოვრებაში. ჩვენ ამას ხაზს ვუსვამთ იმის გამო, რომ აპოკრიფები ერთსახოვანი არ გახლავთ და შესაბამისად ერთი შეფასება მათზე ვერ გავრცელდება და არც არასოდეს გამოთქმულა ეკლესიის მამათაგან ერთი ზოგადი დებულება აპოკრიფების შესახებ.

ისტორია ამ ჟანრისა, რასაც ამჯერადაც ჰაგიოგრაფიის ჟანრის განხილვის მსგავსად უაღრესად ზედაპირულად შევეხებით, ჩვენს წინაშე გამოკვეთს იმ აუცილებლობას, რომ ეკლესიის მიერ საუკუნეების წინ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება აპოკრიფებისადმი დღესაც უნდა შევინარჩუნოთ და დღესაც იმგვარივე მიმართება უნდა გვქონდეს ამ ხასიათის ძეგლებისადმი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 15 DECEMBER 2017 19:47)

დაწვრილებით...

 

17

ჩვენ ვეხებოდით ქრისტიანული ლიტერატურის ჟანრობრივ ნაირსახეობებს, ვიდრე დავიწყებდეთ ქრონოლოგიურ განხილვას. ეს ყველაფერი შესავალი სახით ამგვარ განხილვას აუცილებლად უნდა უძღოდეს. ორ ჟანრს ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, მხოლოდ შთაბეჭდილების დონეზე, ჩვენ შევეხეთ. ეს გახლავთ ჰაგიოგრაფიისა და აპოკრიფების ჟანრი. ამ ჟანრებთან დაკავშირებითაც და სხვა ჟანრების მხრივაც უფრო ამომწურავი იქნება საუბრები როცა ქრონოლოგიურ განხილვებს მივმართავთ. ამავე პრინციპით ასევე ზოგადი სახით ამჟამად შევეხებით მესამე ჟანრს, გამორჩეულს მოცულობითაც, ამოუწურავს და მნიშვნელობითაც მართლაც განსაკუთრებულს, ეს გახლავთ ეგზეგეტიკა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 14 DECEMBER 2017 17:24)

დაწვრილებით...

 

18

ჩვენს წინა საუბრებში განვიხილეთ საეკლესიო ლიტერატურის ჟანრები – ჰაგიოგრაფია, აპოკრიფები, ეგზეგეტიკა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს იყო უაღრესად ზოგადი სახით. მაგრამ ასეთი საუბრების ჟამს სხვა წესით არ მოხერხდება და ვიმედოვნებთ ქრონოლოგიური განხილვის ჟამს თითოეული ჟანრის მხრივ უფრო სრულყოფილ ცნობებს მივაწვდით ჩვენს მსმენელს.

ეგზეგეტიკის შემდეგ ჩვენ გვინდა შევეხოთ რამდენიმე სიტყვით დოგმატიკის ჟანრს. დოგმატის თაობაზე ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ, რამდენადაც შეიძლებოდა ფართო მოცულობის განხილვის წარმოდგენა. ამ კუთხით ჩვენ მსჯელობას არ გავაგრძელებთ, ე.ი. იმის შესახებ თუ რას ნიშნავს დოგმატი, რას ნიშნავს დოქსა, მათი მთლიანობა როგორ ქმნის ზოგადად საეკლესიო ლიტერატურას. ჩვენ საუბარი გვექნება საკუთრივ დოგმატური ჟანრის მხრივ. დოგმატიკა თანადროულია საეკლესიო ისტორიისა, ეკლესიის დაფუძნებისა. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, დოგმატიკა უწინარესიცაა ყოფითი თვალსაზრისით, ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებაზე, ეკლესიის დამკვიდრებაზე, იმიტომ, რომ ყოველი დოგმატური დებულება არის საღვთო წერილიდან მომდინარე, ანუ ნაგულისხმევია ძველ აღთქმაში, განცხადებულია ახალ აღთქმაში. და ყოველივე ამის ტერმინოლოგიური ფორმით წარმოდგენა, ე.ი. საღვთო წერილის უცთომელ და მაცხოვნებელ სწავლებათა ტერმინოლოგიური ფორმით წარმოდგენა გახლავთ დოგმატიკა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 14 DECEMBER 2017 12:53)

დაწვრილებით...

 
More Articles...