Georgian (Georgia)English (United Kingdom)
გაზეთი "ივერია", 1878 წ. 23 თებერვალი, №8

ქართული გალობის ნოტებზე გადაღება

[2]ქართული გალობის ნოტებზე გადაღება ფრიად სასიამოვნოა და თითქმის ეპოქად  ჩაითვლება ჩვენში. მით უფრო სასიამოვნოა, რომ ამ ჟამად მხოლოდ 10-15 გვამი თუ მოიპოვება ჩვენს სამშობლოში, რომ "ნამდვილი" გალობა იცოდეს. ჩვენდა სამწუხაროდ აქამომდე არავინ გამოჩნდა ჯერ, რომ ეს კეთილი საქმე შეესრულებინა. მე ძალიან გამიხარდა, რომ წავიკითხე ერთს "დროების" ნომერში, რომ "გადაიღესო და სიონშიც იგალობესო და კარგადაც გამოვიდაო". ღმერთმა ინებოს, რომ ეს მართალი იყოს! მაგრამ, დალახვრა ღმერთმა, როგორღაც ეჭვი მაქვს ამ ამბის სიმართლეში.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 11 JULY 2013 15:11)

დაწვრილებით...

 

გასული საუკუნის მეორე ნახევრამდე ქართული საეკლესიო საგალობლების სამუსიკო ნიშნებით ჩაწერის ტრადიცია ჯერ კიდევ განაგრძობდა არსებობას. სხვა მგალობელთა შორის ამ ტრადიციის მცოდნენი იყვნენ XX საუკუნის უკანასკნელი სამგალობლო ოჯახების წარმომადგენლები არტემ და ანანია ერქომაიშვილები, დიმიტრი პატარავა.

1949 წლის ზაფხულში, ქალაქ ოზურგეთში (მაშინდელ მახარაძეს) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან ეწვია ხუთკაციანი საექსპედიციო ჯგუფი ვლადიმერ ახობაძის ხელმძღვანელობით, რომლის მიზანი მივიწყებული ქართული (გურული) საეკელსიო საგალობლების მოძიება და ჩაწერა იყო. ამ ხანისათვის არა თუ გურიაში, არამედ მთელ საქართველოში მხოლოდ სამი პიროვნება იყო დარჩენილი, ვისაც საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდა ამ მივიწყებული საგნისა. ესენი იყვნენ შემოქმედის სკოლის სამგალობლო ტრადიციებზე აღზრდილი დიდოსტატი მგალობელ-მომღერლები: არტემ ერქომაიშვილი, დიმიტრი პატარავა და ვარლამ სიმონიშვილი. ეს უკანასკნელი გალობის საუნჯეს უშუალოდ სახელგანთქმული მგალობლის, ანტონ დუმბაძისაგან დაეუფლა, ხოლო არტემსა და დიმიტრის გალობა ანტონ დუმბაძის მოწაფის მელქისედეკ ნაკაშიძისაგან ჰქონდათ ნასწავლი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 23 FEBRUARY 2012 22:25)

დაწვრილებით...

 

საქართველოს მუსიკალურად მდიდარ და მრავალფეროვან კუთხეთა შორის, გურიის მხარეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მგალობელ-მომღერლობა ისევე, როგორც სხვა კუთხეებში, აქაც დიდ პატივად და ღირსებად ითვლებოდა. XX საუკუნის 20-იან წლებამდე აქ ჯერ კიდევ არსებობდა სამგალობლო სკოლა, კერძოდ, შემოქმედის მონასტერში. შემოქმედის მონასტრის სულიერ მნიშვნელობასა და სიძლიერეზე, XVIII საუკუნის გადანაწერი ძეგლი, შემოქმედის გულანი მეტყველებს, რომელშიც ძველი სამუსიკო დამწერლობისათვის მნიშვნელოვანი - ჭრელთა ნუსხებია დაცული (რომელიც მუსიკალური ჰანგის ვერბალურ განმარტებას წარმოადგენს).

საქართველოს სიმღერა-საგალობლების შესწავლა ოდითგანვე საგვარეულო, ოჯახური ტრადიცია იყო, სწორედ ასეთ ოჯახთა რიგს ეკუთვნის ერქომაიშვილთა გვარი, რომელსაც სამ საუკუნოვანი მუსიკალური ტრადიცია გააჩნია.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 23 FEBRUARY 2012 18:32)

დაწვრილებით...

 

პროფესიული სასულიერო სამუსიკო ხელოვნება საქართველოში ძველთაგანვე დაწინაურებული იყო. სამუსიკო განათლება წარმოადგენდა ორგანიზებულ სისტემას, რომლის განვითარება-სრულყოფა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მიმდინარეობდა. IX-X საუკუნეებში სამგალობო ხელოვნების სწავლებას “ხმითა სასწავლელი სწავლაჲ” ან “სულიერი შესხმის მოძღვრება” ეწოდებოდა. გიორგი მერჩულე წერს, რომ წმ. გრიგოლ ხანძთელმა ყმაწვილობაშივე “მსწრაფლ... დაისწავლა დავითნი და ხმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ”, გიორგი საბაწმიდელ-სინელი (X ს.) კი “საგალობელნი იადგარნის” ანდერძში შემდეგი სიტყვებით მიმართავს გალობის შემსწავლელთ: “იხარებდით მოძღურებითა სულიერად შესხმისაჲთა, ჵ კრებულო მსწავლელთაო.”

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 20 FEBRUARY 2012 20:10)

დაწვრილებით...

 

წმიდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) მღვდლის ოჯახში აღიზარდა. მან სემინარიის დამთავრებისთანავე დაიწყო სასულიერო მოღვაწეობა. ყაზანის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მღვდელ-მონაზონი ალექსანდრე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალმხრივად მოღვაწეობდა, ჯერ არქიმანდრიტის, მოგვიანებით კი ეპისკოპოსის ხარისხში.

XIX საუკუნე – წმინდა მღვდელთმთვარის მსახურების ხანა – საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის ისტორიაში უმძიმესი გარემოებებით იყო აღსავსე, რამაც მძიმე ვითარებაში ჩააყენა ქართული საეკლესიო გალობაც. წირვა-ლოცვაში გამოუყენებლობის გამო მისი ფუნქცია და სწავლების აუცილებლობა თანდათან იკარგებოდა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 20 FEBRUARY 2012 17:59)

დაწვრილებით...

 
More Articles...