სხვადასხვა
ედიშერ ჭელიძე - ტერმინ "გნოსტიკოსის" მართლმადიდებლური გაგებაერთ-ერთი სქოლიო, დართული "მშვენიერებათმოყვარეობის" ქართულ თარგმანზე აღვნიშნავთ, რომ ტერმინი „გნოსტიკოსი“ ანუ „მცოდნე“, საღვთო შინაარსით, მართლმადიდებელ მამებთან გულისხმობს სულიწმინდისეული გამოცხადებითი ცოდნით სრულქმნილ მოძღვარს, რომელიც მთელ თავის სამორკინალო მოღვაწეობას წარმართავს ცრუგნოსტიკოსთა ანუ სექტანტ გნოსტიკოსთა წინააღმდეგ (ასეთები იყვნენ, მაგალითად, სიმონ მოგვი, კერინთოსი, კარპოკრატე, ბასილიდე, მარკიონი, ვალენტინოსი და მრავალი სხვა), რომლებიც დამღუპველ ხიბლში მყოფნი, ამპარტავნულად თავმომწონეობდნენ ვითომცდა უაღმატებული რამ „საიდუმლოებითი ცოდნის“ ფლობით. მაგალითად, ვალენტინელთა შესახებ II-III სს-ის დიდი მოძღვარი კლიმენტი ალექსანდრიელი მიუთითებდა: “ვალენტინელები, ერთი მხრივ, რწმენას განგვიკუთვნებენ ჩვენ, მარტივთ, ხოლო, მეორე მხრივ, თავიანთ თავში, როგორც რჩეული თესლის სიუხვისამებრ ბუნებითად გამოხსნილებში “ცოდნის” (“გნოზისის”) არსებობას მოსურნეობენ და ამ ცოდნას რწმენისაგან ისე დიდად დაშორებულს ამბობენ, როგორც დაშორებულია მშვინვიერისგან სულიერი (“პნევმატიკოს”) (შდრ. οἱ δὲ ἀπὸ Οὐαλεντίνου τὴν μὲν πίστιν τοῖς ἁπλοῖς ἀπονείμαντες ἡμῖν, αὑτοῖς δὲ τὴν γνῶσιν τοῖς φύσει σῳζομένοις κατὰ τὴν τοῦ διαφέροντος πλεονεξίαν σπέρματος ἐνυπάρχειν βούλονται, μακρῷ δὴ κεχωρισμένην πίστεως, ᾗ τὸ πνευματικὸν τοῦ ψυχικοῦ, λέγοντες, Str. III, 10, 2; Pg. VIII, col. 941 B). ბოლოს განახლდა (SUNDAY, 04 AUGUST 2019 16:07) |
|
|