Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ანოტაცია

სადოქტორო ნაშრომში წარმოდგენილია პატრისტიკულ მემკვიდრეობაში დაცული ჰექსემერონული კომენტარების თეოლოგიური ანალიზი. გამოკვლევა ორ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილის სათაურია ქრისტიანული კოსმოლოგია, ხოლო მეორისა - ქრისტიანული ანთროპოლოგია. პირველი ნაწილი ცხრა თავისაგან შედგება და წმინდა წერილში აღწერილი თანმიმდევრობის შესაბამისად არის განხილული თითოეული მუხლი; კერძოდ, თუ როგორ განიმარტება საეკლესიო ტრადიციაში მოსე წინასწარმეტყველისთვის გაცხადებული უწყება დასაბამად ქმნილი ცისა და ქვეყნის შესახებ (შდრ. დაბ. 1. 1-2). ცალკე თავი ეძღვნება ჰექსემერონის პირველ დღეს («დღე ერთისას») არარსებობიდან მყოფობაში შემოყვანილი სინათლის ეგზეგეზისს (შდრ. დაბ. 1.3). მორიგი საკვლევი საკითხია მყართან და მყარსზედა წყლებთან დაკავშირებული თემატიკა (შდრ. დაბ. 1.6). გაანალიზებულია საეკლესიო სწავლება მესამე დღეს აღსრულებული დედამიწის დამფარავი წყლების შემოკრებას, ხმელეთის გამოჩენასა და მცენარეების აღმოცენებასთან დაკავშირებით (შდრ. დაბ. 1. 9-11). ახალი თავი ეთმობა უაღრესად საყურადღებო თემატიკას, თუ როგორ ხდებოდა დღე-ღამის მიმოქცევა პირველი სამი დღის განმავლობაში, მზის შექმნის უწინარეს. ვრცლად არის განხილული ჰექსემერონის მეოთხე დღეს ციური სხეულების ქმნადობის შესახებ საეკლესიო ეგზეგეტიკურ წყაროებში დაცული ცნობები (შდრ. დაბ. 1.14); ასევე შეჯერებულია ეკლესიის მამათა შესაბამისი განმარტებანი სტიქიონთა ურთიერთმიმართების თაობაზე. შემდეგ თავში წარმოდგენილია ვრცელი წყაროთმცოდნეობითი ანალიზი შესაქმის დღეების საათობრივ ხანგრძლივობასთან მიმართებით, თუ როგორ განიმარტება უაღრესად საყურადღებო ხსენებული მოვლენა საეკლესიო თვალთახედვით. ვინაიდან სამყაროს შექმნის ხანგრძლივობა წმინდა წერილში ექვსი დღით განისაზღვრება, ახალი განსახილავი თემაა რიცხვი ექვსის სრულყოფილებასთან დაკავშირებით მამათა შრომებში დაცული ცნობები.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 17 OCTOBER 2018 12:13)

დაწვრილებით...

 

დავიმოწმებთ მეექვსე მსოფლიო კრების სინოდალურ განჩინებას:

"ამრიგად, სამარადჟამო ანათემასა და შეჩვენებაში იყოს წმინდა და თანაარსი და თაყვანსაცემი სამების, - მამის, და ძის, და სულიწმინდის, - მიერ: პირველად სიმონ მოგვი, ... მის შემდეგ, აგრეთვე, კლეობიოსი, მენანდრე, ... ევტიქი, დიოსკორე - ევტიქის დამცველი და თანამოსაჯული, ბარსუმა, ზოორა, ტიმოთე, "კატად" წოდებული, პეტრე მონგოსი და აკაკი, რომლებმაც ზენონის "კენოტიკონი"1 იხელოვნეს, ... პეტრე მკაწვრელი, რომელმაც სამწმიდაობის ლოცვისადმი ჯვრის დართვა გაბედა, სხვა პეტრე, იბერიელი და გონება-ველური წყლული (Πέτρος ἕτερος τὸ Ἰβηρικὸν καὶ φρενοβάρβαρον2 μίασμα3)".

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 07 SEPTEMBER 2018 13:32)

დაწვრილებით...

 

იხ. გაზეთი: "საპატრიარქოს უწყებანი", 28 აგვისტო, 2008 წ.

 

მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოს I-ის წერილი უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს

12 აგვისტო

უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ქრისტეს მიერ საყვარელ ძმას და თანამწირველ ილია II-ს

ძმური და უფლსმიერი ამბორით გაუწყებთ:

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 23 მაისი 2018 09:25)

დაწვრილებით...

 

მონაკვეთი წიგნიდან  "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"


ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით, წყაროზე მითითებით და დამატებითი სქოლიოებით) მოთავსებულია ხსენებული წიგნის 352-359, 523-528 გვერდებზე

 

იყო ჟამი, როდესაც თეოდორიტე კვირელი (მონანიების შემდეგ ჭეშარიტად სახელოვანი ღვთისმეტყველი) დიდად თანაუგრძნობდა ნესტორს, თუმცა ამას აშკარად არ განაცხადებდა (ვინაიდან გარეგნულად ერთჰიპოსტასობის აღსარებას ინარჩუნებდა) და როგორც ნამდვილი ფარულ-ნესტორიანელი, თავისი ცთომილების წრფელი აღიარების სანაცვლოდ, იქით ადანაშაულებდა წმ. კირლეს ერესში. მოვუსმნოთ, თუ რას სწერს თეოდორტე კვრელი იოანე ანტიოქიელს წმ. კირილე ალექსანდრიელის სახელგანთქმული „ანათემატიზმების“ შესახებ:

„დიდად დავმწუხრდი, რაჟამს წავიკითე ანათემატიზმები, რომლებიც გამოგვიგზავნე, გვიბრძანე რა ჩვენ, რომ წერილობით დაგვემხო ისინი და მათი ერეტიკული აზრი ყველასთვის შიშვლად წარმოგვეჩინა, ხოლო დავმწუხრდი იმიტომ, რომ კაცი, ვისაც მწყემსობა ხვდა წილად და ვისაც ესოდენი სამწყსო ერწმუნა, რათა განეკურნა მას უძლურებანი ცხვრებისა [იგულისხმება წმ. კირილეს მღვდელთმთავრობა ალექსანდრიელთა მიმართ, ე.ჭ.], ერთი მხრივ, თვით არის სნეული და - ძალიან მძიმედ, მეორე მხრივ კი იმას ცდილობს, რომ ამ ავადმყოფობით დაასნებოვნოს ფარა, ველურ მხეცებზე უბოროტესად წარმართავს რა მისგან დამწყსილებს“ (PG. 76, col. 389 A).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 17 JANUARY 2018 19:51)

დაწვრილებით...

 
More Articles...