სხვადასხვა
ედიშერ ჭელიძე - დაცემულ ძალთა ბუნების შესახებმონაზონ გიორგის (ასკურავას) თეოლოგიური კითხვები თეოლოგიის დოქტორ ედიშერ ჭელიძესთან
კითხვა: მოგესალმებით, ბ-ნო ედიშერ. მე, საზოგადოდ, ლიტურგიკულ საკითხებზე მოგმართავთ თქვენ, თუმცა ამჯერად საკუთრივ საღვთისმეტყველო-დოგმატური კუთხით მაქვს შეკითხვები, გამომდინარე იმ გაურკვევლობიდან, რაც ბოლო ხანებში შეიქმნა დაცემულ ძალთა ბუნებასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ რამდენიმე პუბლიკაციას, აგრეთვე, ინტერნეტ-რესურსებით გავრცელებულ მასალას, საეთერო გამოსვლებს, ზოგიერთ ქადაგებას და პირად საუბრებსაც კი, რომლებშიც არაიშვიათად ზემომითითებული თემა განიხილება ბევრი ჩვენგანისთვის მეტად პრობლემურად. პასუხი: მე, სამწუხაროდ, არ ვიცნობ თქვენს მიერ ნაგულისხმევ მასალებს და მხოლოდ თქვენგან ვიგებ პირველად, რომ ამ საკითხზე რაღაც გაურკვევლობაა, ვინაიდან დაცემულ ძალთა შესახებ საბოლოო დოგმატური პასუხი წმინდა ეკლესიას, რათქმაუნდა, გაცემული აქვს და არ ვიცი ამ მხრივ რა ბუნდოვანება უნდა არსებობდეს, თუმცა თუ უფრო დამიკონკრეტებთ იმ გაურკვევლობებს, რაც მხედველობაში გაქვთ, შევეცდები უფრო ნათლად გიპასუხოთ. კითხვა: დავიწყოთ მთავარი გაურკვევლობით: ქვეყნდება წმინდა მოძღვართა გამონათქვამები, რომელთა საგანგებო დოგმატური განმარტება თქვენი მხრიდან, ვფიქრობთ, აუცილებელია, ვინაიდან ჩვენს მიერ მოხსენებულ მასალებში წარმოდგენილი განმარტების მიღება მეტად გვიძნელდება. ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 17 APRIL 2024 20:12) |
|
|