თავი I
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1932-1952 წლებში
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1932 წელს ახალი ცვლილებების წინაშე დადგა. სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი ქრისტეფორე III ჯერ კიდევ 1931 წელს ერთ კერძო წერილში აღნიშნავდა, რომ იგი სერიოზულად იყო ავად, (ჰქონდა ავთვისებიანი სიმსივნე) მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. 1932 წლის 10 იანვარს იგი გარდაიცვალა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა. კათალიკოზ-პატრიარქ ქრისტეფორე III მომხრეებს ბუნებრივია, არ სურდათ მანგლელი მიტროპოლიტის კალისტრატეს გაპატრიარქება, მაგრამ იმდენად აშკარა იყო მიტროპოლიტ კალისტრატეს უპირატესობა საკათალიკოზო სინოდის დანარჩენ მღვდელმთავრებთან, რომ საბოლოოდ არჩევანი მაინც მასზე გაკეთდა.
ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:16)
დაწვრილებით...
1. სასულიერო ცხოვრების პირველი ნაბიჯები
XX საუკუნეში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის საჭეთმპყრობელთა შორის უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე ერთ-ერთი რჩეულთაგანია. მისი მამადმთავრობა დაემთხვა საქართველოს ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ ხანას, როცა ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლებისათვის ქრისტიანული სარწმუნოება, ეკლესია სრულიად მიუღებელი იყო ამ დროს სასულიერო პირობა გმირობის ტოლფასი გამხდარიყო. უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე იყო სახე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისა, მას პატივს სცემდნენ როგორც მოწმუნე მრევლი, ასევე ათეისტებიც. ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია მას სამუდამოდ დაამახსოვრდათ ბიბლიური მწყემსმთავრის ჭკვიანი თვალები, რომელიც ნათელს ჰფენდა გარშემომყოფთ. გასული საუკუნის 50-იან წლებში ჭაბუკი ირაკლი შიოლაშვილი ვლადიკავკაზიდან მცხეთაში, სვეტიცხოვლობაზე ჩამოიყვანა თავისმა ნათლიამ ზოილე დვალიშვილმა და ლოცვა-კურთხევის ასაღებად მიიყვანა უწმიდეს კალისტრატესთან, მაშინ არცერთმა არ ვიცოდით, რომ ეს იყო ორი პატრიარქის შეხვედრაო - დასძენს უწმიდესი და უნეტარესი ილია II.
ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:17)
დაწვრილებით...
1. ბიოგრაფიული მატიანე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III, ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი დაიბადა 1873 წლის 15 მარტს შორაპნის მაზრის სოფელ ვერტყვიჭალაში, მის მიერ შედგენილ ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: "ჩემი გენიალოგია პაპა ჩემის მამის, მოსე მღვდლის იქით ჩემთვის უცნობია. მოსე მღვდელი იყო ნიქოზელის ნაკურთხი (რადგან ჩვენი სოფელი რუსეთთან შეერთებამდე ეკუთვნოდა ქართლის, ხოლო ეკლესიურად XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ქართლს ეპარქიას) დადიოდა ჩოხა-ახალოხით და, თუ ვინმე მისცემდა წესების ასრულებაში სიმინდს, პურს ან ღვინოს, მოიდებდა ზურგზე და გაუყენებდა სახლისაკენ. ჰყავდა ოთხი ვაჟი, რომელთაგანაც მესამე, ხოსია (ქაიხოსრო) იყო პაპაჩემი ერისკაცი, და მეოთხე - დავით მღვდელი, საქართველოს ეგზარქოს ისიდორესაგან ნაკურთხი.
ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:18)
დაწვრილებით...
XX-XXI საუკუნეების საქართველო
სრულდებოდა XIX საუკუნე, როდესაც ილია ჭავჭავაძემ ქართველ ერს მოუწოდა, ფხიზლად იყავით, ის, რაც ხმლით მოსულმა მტერმა ვერ წაგვართვა საუკუნეთა მანძილზე, ახლა ჭკუა-გონებით და მოხერხებით მოსული წაგვართმევს, თუ მას ჭკუა-გონება, სიფრთხილე არ დავუპირისპირეთ. ილია ჭავჭავაძემ, როგორც "ღმერთთან მოლაპარაკე" ერის ჭირისუფალმა ზუსტად დაინახა XX საუკუნის რთული მომავალი.
ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:19)
დაწვრილებით...
მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე)
მიტროპოლიტი მელქისედეკი, ერისკაცობასი მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე, დაიბადა 1872 წლის 2 ნოემებრს, სიღნაღის მაზრის სოფელ ზემო ყანდაურაში, მედავითნის ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. ამ დროს მას დაეღუპა მშობლები, გაუჭირდა როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად, მაგრამ ფარხმალი არ დაყარა, წარჩინებით დაამთავრა სასწავლებელი და 1890 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ დროს სემინარიაში სწავლობდნენ სილიბისტრო ჯიბლაძე, ლადო კეცხოველი და სხვა მომავალი რევოლუციონერები. ხშირი იყო დაპირისპირება სემინარიის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს შორის. ახალგაზრდა მიხეილი არ ერთვება ამ პროცესში. გულმოდგინედ მეცადინეობს და სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ყაზანის სასულიერო აკადემიაში, მეგობრობს ქართველ სტუდენტებთან: ბესარიონ ხელაიასთან, სერგი გორგაძესთან, იპოლიტე ვართაგავასთან.
ბოლოს განახლდა (TUESDAY, 15 NOVEMBER 2011 13:06)
დაწვრილებით...
მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი)
მიტროპოლიტი რომანოზი, ერისკაცობაში რომან გრიგოლის ძე პეტრიაშვილი, დაიბადა 1887 წლის 1 ოქტომბერს მღვდლის ოჯახში. მისი წინაპრები სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურნი იყვნენ. ოჯახი განათლებული და ინტელექტუალური იყო. ბიძა - ვასილ პეტრიაშვილი - ცნობილი ბუნებისმეტყველი, ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი. რომან პეტრიაშვილი 1895-1908 წლებში სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1909-1910 წლებში სამხედრო სამსახურშია. 1910 წელს ჩაირიცხა ქ. დორპტის უნივერსიტეტის ვეტერინარულ ფაკულტეტზე, მაგრამ ოჯახური პირობების გამო იძულებული გახდა სწავლისათვის თავი დაენებებინა. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1918-1921 წლებში მუშაობდა ლტოლვილთა კომიტეტის განყოფილებაში.
ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:20)
დაწვრილებით...
|
|