Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ამონარიდი წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრების ტექსტიდან

[51]შეკითხვა: "ნუთუ მხოლოდ შენ ცხონდები, სხვები კი წარწყმდებიან?" (Σύ μόνος σώζη καὶ πάντες ἀπόλλυνται).

წმ. მაქსიმეს პასუხი: "არავინ დაუგმია (κατέκριναν) იმ სამ ყრმას, რომლებმაც არ სცეს თაყვანი ხატს, რასაც თაყვანს სცემდა ყველა ადამიანი, რადგან ეს ყრმები სხვებისას კი არ უკვირდებოდნენ, არამედ იმას უკვირდებოდნენ, რომ თვით ისინი არ დასცილებოდნენ ჭეშმარიტ კეთილმსახურებას. ასევე დანიელმაც, ჩაგდებულმა ლომების ხაროში, არათუ ვინმე დაგმო იმათგან, რომლებსაც, დარიოსის ბრძანების შესაბამისად, არ ულოციათ ღვთისადმი, არამედ თავისას უკვირდებოდა იგი და ირჩია მან სიკვდილი, ვიდრე ღვთისგან განდგომა, რომ ბუნებითად რჯულიერთა დარღვევის გამო არ გაემათრახებინა იგი საკუთარ სინდისს. ასევე, მეც ნუ მომასწრებს ღმერთი იმას, რომ ვინმე დავგმო1, ანდა ის ვთქვა, რომ მხოლოდ მე ვცხონდები, თუმცა კი სიკვდილს ვირჩევ, ვიდრე იმას, რომ შიში მქონდეს სინდისისა, როგორც ღვთისადმი რწმენისგან რაიმეთი გადაცდომილს" (PG. 90, col. 120-120).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 18:29)

დაწვრილებით...

 
თუ როგორ მოვიპოვებთ მას და რომ ცრემლთა გარეშე შეუძლებელია სიწმიდისა და აუმღვრევლობის მიღწევა (I ნაწილი)

როდესაც ამოიკითხავთ თქვენ, მამანო და ძმანო, ღვთივსულიერ ნაწერებს ჩვენი წმიდა მამის სვიმეონ სტუდიელისა, ნაწერებს მის მაღალ საქმეთა შესახებ, რომლებიც მანვე, სულიწმიდის მიერ აღძრულმა, დაგვიტოვა ჩვენდა სარგებლად, ჰპოვებთ, რომ ბევრ სხვა “ზებუნებრივ საქმესთან ერთად ამასაც გარკვევით გვიწერს და გვასწავლის იგი, რასაც თვითვე უცვლელად იცავდა მთელი ცხოვრება: “ძმაო, ნურასოდეს ეზიარები ცრემლთა გარეშე”. როდესაც ამგვარი რამ ესმათ მისგან, - ხოლო მსმენელთა შორის მრავლად იყვნენ არა მხოლოდ საერონი, არამედ, აგრეთვე, მონაზონნი, სათნოებით სახელგანთქმულნი და დიდებულნი, - გაიკვირვეს მათ წმიდა მამის ეს სიტყვები, ერთურთს მიაპყრეს მზერა და, ცალკერძ ღიმილით, ერთსულოვნად და ერთხმად თქვეს: “ამიერიდან ვერასოდეს ვეზიარებით და დავრჩებით ყველა უზიარებლად!” ამის გამგონემ, მე, გლახაკმა და უბადრუკმა, განმარტოებით ყოფნის ჟამს გავიხსენე ზემორე სიტყვათა მთქმელნი, აგრეთვე, ის სიტყვები, რაც მათგან ითქვა, დავნაღვლიანდი, ავტირდი მწარედ და გულდამძიმებულმა ასე ვთქვი ჩემთვის: ნუთუ მართლაც ამგვარად ჭვრეტენ ამ საქმეს, ნუთუ მართლაც შეუძლებელი ჰგონიათ იგი და რაც თქვეს, გულით თქვეს? იქნებ, პირიქით, უმნიშვნელო ღვაწლად შერაცხეს მათ მარტოდენ ცრემლთაღვრა ზიარების ჟამს და უფრო ამიტომ გაიცინეს მოძღვრის ნათქვამზე, რადგანაც, ჭეშმარიტად, ვისაც ყოველი დღე-ღამის საქმედ არ გაუხდია ტირილი ქრისტეს, ღვთის წინაშე, ვერანაირად ვერ შეძლებს იგი მოთქმა-გოდებასა და ცრემლთა ნაკადის დენას ვერც მაშინ, როდესაც საღვთო საიდუმლოთა მიღებას დაეშურება. ვერავინ შეძლებს ამას, თუ, რა თქმა უნდა, ფარული რამ განგება ანდა იშვიათი რამ მიზეზის შემთხვევითობა არ მოქმედებს მასზე, ეს კი გასაკვირი არ გვეჩვენება, რადგანაც ბევრი ვინმე სულის ამოსვლის დროსაც ტირის და ცრემლს ადენს (თუმცა არათუ მართლა ბევრი, პირიქით, მეტად ცოტა და თითზე ჩამოსათვლელი).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 02 APRIL 2012 23:51)

დაწვრილებით...

 

"ა. განა არ ვამბობ, რომ ამქვეყნად ადამიანი შეიქმნა ხატად ღვთისა?

ბ. როგორ არა!

ა. ჩვენში საღვთო ხატის შთამხატველი და ბეჭდის გვარად შთამტვიფრველი ზექვეყნიური მშვენიერბისა განა სულიწმინდა არ არის?

ბ. მაგრამ, ამბობენ, არა როგორც ღმერთიო, არამედ როგორც საღვთო მადლის მსახურიო.

ა. მაშ, თვით ის კი არ უნდა შთაინიშნებოდეს ჩვენში, არამედ მისმიერი მადლი.

ბ. როგორც ჩანს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 05 DECEMBER 2011 12:25)

დაწვრილებით...

 

ადამიანის ცხოვრებაში ნებისმიერი დრო და ჟამი შეიძლება მივიჩნიოთ ახალი, სულის მხსნელი ცხოვრების დასაწყისად. სწორედ ამას გულისხმობდა წმინდა პავლე მოციქული, როდესაც ამბობდა: “აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.  და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა, არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ.” (რომ. 13. 11-14).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 16 NOVEMBER 2011 18:34)

დაწვრილებით...

 

ღმერთმა გონების თვალი აგვიხილა, უხვად დაგვაბერტყა უსაზღვროდ მადლიანი კალთა, უამრავი სიკეთით დაგვამწყალობა, მაგრამ ძე ხორციელთაგან ჯერ არავინ დაბადებულა დედამიწის ზურგზე, რომელიც შეძლებდა უფლისთვის ღირსეული მისაგებელი მიეგო ამის სანაცვლოდ. დავით მეფე-წინასწარმეტყველი ფსალმუნებში ამბობს: “რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე?” (ფს. 115.3). რაკიღა წინასწარმეტყველი იმათ მიმართავს, ვისთვისაც ადვილი მისახვედია ამ სიტყვებში ნაგულისხმევი, დაწვრილებით აღარ ჩამოვთვლი იმ წყალობებს, ადამიანის გაჩენამდე რომ არსებობდა. იგი მხოლოდ ისეთ წყალობაზე ჩერდება, რომლებიც ადამიანს ღვთისგან ებოძა გაჩენის შემდგ. რანი იყვნენ ეს წყალობანი ადამიანის დაბადებამდე, ანუ ვიდრე ადამიანი ხორცს შეისხამდა ღმერთს რაგვარი წყალობანი ჰქონდა მისთვის განმზადებული?

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 11 NOVEMBER 2011 19:21)

დაწვრილებით...

 

“რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისჴმა-ყუნის ყოველნი საქმენი მათნი” (ფს. 32.15), რომელმან ხორცნი შეისხნა და განკაცნა, დაგვმოძღვრა, ჯვარს ეცვა და აღსდგა მკვდრეთით, ჩვენში ეძებს მხოლოდ იმას, რაც ჩვენი შექმნისთანავე ჩადო ჩვენივე სულებში. მან ღირსგვქმნა თავის მოწაფეებად, განგვწმინდა და განგვასპეტაკა ცოდვებისაგან, მშვენიერებით შემოსა მთელი ქვეყნირება. ყოველივე ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს დღევანდელი ლუკას საკითხავიდან: “და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ” (ლუკა, 6.31). ბრწყინვალედ ბრძანებს ესაია წინასწარმეტყველი: “რამეთუ სიტყვაჲ თანშეკუეთებული ყოს უფალმან ძალთამან მკჳდროანსა შინა სრულსა” (ესაია, 10.23), რადგან ამ ერთადერთ და მოკლე გამონათქვამში უფალმა იესო ქრისტემ წარმოაჩინა მთელი თავისი სათნოება, მცნებანი, კეთილმორწმუნეობა და სიმშვიდე.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 04 NOVEMBER 2011 21:37)

დაწვრილებით...

 

იესო ქრისტეს ერთ-ერთი პირველწოდებული მოციქულის იოანე ქალწულ-მახარებლის ხსენებას ვდღესასწაულობთ დღეს და ვადიდებთ ქრისტეს როგორც მოციქულთა მამას, უკეთ რომ ვთქვათ, იმათ პატრიარქს, “რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს.”(იოანე, 1.13). ვითარცა იაკობის სხეულიდან იშვა თორმეტი პატრიარქი, მშობელნი ისრაელიანთა თორმეტი შტოსი, ასევე სულიერად შვა ქრისტემ თორმეტი მესაიდუმლე. მან ცოდვით დაცემულ იუდა ისკარიოტელის ნაცვლად ციდან პატივი მიაგო დიდ პავლეს და მოციქულად შერაცხა. ამიტომ პატრიარქთაგან ნაშობნი თუ რაოდენობრივად აშკარად არ უთანაბრდებიან მოციქულებს, ამაში არც არაფერია გასაკვირი. რამეთუ სულიერი მადლი განუყოფლად განიყოფება.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 01 NOVEMBER 2011 18:13)

დაწვრილებით...

 
More Articles...