Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წიგნი V

თავი X

 

[9]მართებულად ამბობს საღვთო მოციქული: “გამოცხადებით არის ნაუწყები ჩემდამი საიდუმლო, როგორც ადრეც მოგწერეთ მოკლედ, რის მიხედვითაც, წაიკითხავთ რა, შეძლებთ შეიცნოთ ჩემი წვდომა ქრისტეს საიდუმლოში, რაც არ გამჟღავნებია ადამიანის ძეთა სხვა თაობებს, როგორც აწ გაეცხადათ მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს” (ეფეს. 3, 3-5)1.

ამგვარად, არსებობს სრულთა რამ სწავლებაც, რის შესახებ კოლასელთა მიმართ მიწერილში ამბობს იგი: “არ ვცხრებით თქვენთვის მლოცველნი და მთხოვნელნი, რომ მისი ნების შემეცნებით სავსე იყოთ თქვენ ყოველგვარ სიბრძნეში და სულიერ წვდომაში, მიმოდიოდეთ ღირსად უფლისა ყოველნაირი სათნოყოფით, ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფისგამომღებლები და აღორძინებულები ღვთის შემეცნებაში, მთელი ძალით გაძლიერებულები მისი დიდების ძალმოსილებისამებრ” (კოლ. 1, 9-11)2. და კიდევ: “ღვთის განგებულებისა[10]მებრ, რაც თქვენდამი მომეცა მე, რომ აღვასრულო სიტყვა ღვთისა, - საიდუმლო, დაფარული საუკუნეთაგან და თაობათაგან, ამჟამად რომ გაეცხადათ მის წმინდანებს, რომელთათვისაც ინება ღმერთმა, ეუწყებინა, რა არის სიმდიდრე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართთა შორის” (კოლ. 1, 25-27)3.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 19 MARCH 2013 22:41)

დაწვრილებით...

 

[70]მამაპაპეული რამ ჩვეულების მიხედვით რომაელები დღესასწაულს მართავენ ზამთრის პერიოდში, როდესაც მზე ზევითა მხარეს ადის და მატებას იწყებს დღისეული ზომა. ითვლება, რომ წმინდაა თვის დასაწყისი და იბედებენ რა ისინი ამ დღის მიერ მთელ წელს, ბედნიერ შეხვედრებს, გასართობებსა და ნადიმებს აწყობემ.

რა მსურს, როდესაც ამით ვიწყებ წერილს?

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 22 MARCH 2013 20:33)

დაწვრილებით...

 

[67]როდესაც მატებას (πλεονάζειν) იწყებს დღისეული ზომა ზამთრის სეზონში, კვლავ მიუბრუნდება რა ზენა სარბიელს მზე, ჭეშმარიტი სინათლის ღმერთმჩენეობას (“თეოფანიას”), ხორცის წიაღ ადამიანურ ცხოვრებაზე ზედმინათებულს, ვდღესასწაულობთ. ახლა კი, როდესაც წრეზე უკვე ცის შუაგულშია მნათობი, ისე, რომ ღამე და დღე თანაბარი ხანგრძლივობით თანაშეეზომება ურთიერთს, ადამიანური ბუნების სიკვდილიდან სიცოცხლისაკენ ზეასვლა საფუძველი ხდება ჩვენთვის ამ დიადი და საყოველთაო (καθολικῆς) დღესასწაულისა, რასაც ერთნაირად (κατὰ ταὐτὸν) დღესასწაულობს ადამიანთა მთელი სიცოცხლე, რომლებმაც კი ითვისეს აღდგომის საიდუმლო.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 22 MARCH 2013 20:29)

დაწვრილებით...

 
მოწამეთა მიმართ და არიანელთა წინააღმდეგ

[58]1. განა შესაძლებელია იმის გადმოცემა, რაც სახილველია თვალთათვის? რაგვარი სიტყვა იქნება ჩვენთვის საჩინო სიკეთეთა სწორი? აი, რა დაუჯერებელი სანახაობა იშლება ჩვენს თვალწინ! მართალია, ხშირად მოწადინე ვიყავით მისი ხილვისა, მაგრამ იგი ჩვენთვის საწადელსა და სასურველზე ბევრად აღმატებულია.

და კვლავ აქაური პატივის მიგება მოწამეთათვის, რომლებიც აქამდე მრავალი ხნის განმავლობაში უპატიოდ იყვნენ დატოვებულნი; კვლავ ღვთისმსახურთა შეყრა, კვლავ ქოროთა შემოკრება და სულიერი დღესასწაული: ხალხმრავალი თავშეყრა მედღესასწაულეთა და არა ბრძოლის მოსურნეთა. ჰოი, საკვირველებავ! განხდილია ხელთაგან იარაღი, დახსნილია წინააღდგომა, დავიწყებულია მტრობა, აღარ ისმის საბრძოლო ყიჟინა. ნაცვლად ამისა დღესასწაულნი, მხიარულებანი და გულის მშვიდი სიხარული ავსებენ მთელ ქალაქს, რომელიც წმინდანთა დედა იყო ოდესღაც, ხოლო შემდგომ მრავალი ხნის განმავლობაში აღარ მონაწილეობდა თავისი შვილებისადმი პატივის მიგებაში. აწ კი “მაქუს მე ყოველი და გარდამრევიეს”, როგორც ამბობს მოციქული (ფილლიპ. 4,18).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 22 MARCH 2013 20:21)

დაწვრილებით...

 

[19]პოლიკარპე და მასთან ერთად ხუცესები1 ღვთის ეკლესიას, რომელიც მკვიდრობს2 ფილიპიაში. წყალობა და მშვიდობა გამრავლდეს თქვენთვის, ყოვლისპყრობელი ღვთისაგან და ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტესაგან.

თავი I

დიდად გავიხარე თქვენთან ერთად ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ შეწყნარებული გაქვთ ჭეშმარიტი სიყვარულის მბაძველობანი და როგორც თქვენ შეგფეროდათ წარმოავლინეთ სიწმინდის შესაფერისი ჯაჭვებით შეკრულნი, რომლებიც არის ღვთისა და ჩვენი უფლის ჭეშმარიტად რჩეულთა დიადემები. და რომ თქვენი რწმენის მტკიცე ძირი, პირველი დროიდანვე გაცხადებული, ვიდრე ამ ჟამამდე მყოფობს და ნაყოფიერებს ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის ითმენ[20]და ვიდრე სიკვდილის მოწევნამდე. რომელიც აღადგინა ღმერთმა, დაარღვია რა სალმობანი ჯოჯოხეთისანი (საქმე 2, 24).

და რომელიც არ გიხილავთ, გწამთ გამოუთქმელი და დიდებული სიხარულით (I პეტრე 1, 8), რომელშიც მრავალს სურს შეღწევა, იციან რა რომ მადლით ხართ გამოხსნილნი. არა საქმეთაგან (ეფეს. 2, 5,8,9), არამედ ღვთის ნებით იესო ქრისტეს მიერ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 15:27)

დაწვრილებით...

 

სად არის ამაღლებული მჭერმეტყველება? – ჰაერში გაიფანტა.

სად არის ელფერი სიჭაბუკისა? – დაიღუპა.

სად არის დიდება? – განქარდა.

სად არის სიჯანსაღე სხეულისა? – ავადმყოფობამ შემუსრა იგი.

სად არის სიმდიდრე და ქონება? – ნაწილი ღმრთისადმია შეწირული, ხოლო ნაწილი – ადამიანურმა შურმა მიიტაცა ბოროტმოქმედთა ხელით.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:31)

დაწვრილებით...

 

საყვარელო ძმებო, უნდა ვუფრთხილდეთ არა მხოლოდ აშკარა და თვალსაჩინო ტყუილს, არამედ ისეთსაც, დახვეწილი ცბიერებითა და მზაკვრობით რომაა შენიღბული. მას მერე, რაც მტერი იძლია ქრისტეს მოსვლით, და მოვიდა ნათელი, განმანათლებელი წარმართთა, აღმობრწყინდა მნათობი მაცხოვნებელი, ბედნიერების მომტანი კაცთათვის, მას მერე, რაც ბოროტმა იხილა კერპები – მიტოვებული, თავისი სახლები და საკერპოები – დაცარიელებული, განა შეიძლება უფრო დახვეწილი მზაკვრობისა და ცბიერების წარმოდგენა, ვიდრე ის ახალი ტყუილია, მტერმა რომ მოიფიქრა – თვით ქრისტეანის სახელით აცთუნოს გაუფრთხილებელნი? მან გამოიგონა წვალებანი და განხეთქილებანი, რათა დაამხოს სარწმუნოება, დაამახინჯოს ჭეშმარიტება, დაარღვიოს ერთიანობა. ვის დაბრმავებას და ძველ გზაზე დაყენებასაც ვერ ახერხებს, ის ახალი გზით შეჰყავს შეცდომაში. თვით ეკლესიიდან იტაცებს ადამიანებს და სწორედ მაშინ, როდესაც ისინი უკვე უახლოვდებოდნენ ნათელს, როცა თავს აღწევდნენ ამა ქვეყნის უკუნითს, მათთვის შეუცნობლად ახალ ბნელეთში ხვევს. ასე რომ, ისინი სახარების სწავლებით არ ცხოვრობენ და ღამის წყვდიადში დაეხეტებიან, თანაც ჰგონიათ, თითქოს ნათელში ვლენან. ასეთია მზაკვრული მანქანება მტრისა, რომელიც მოციქულის თქმით, გარდაისახება “ანგელოზად ნათლისა” (II კორ. 11,14) და თავის მსახურებს სიმართლის მსახურებად წარმოგვიდგენს, ისინი კი დღეს ღამედ აცხადებენ, წარწყმედას – ცხონებად, სასოების საფარველ ქვეშ სასოწარკვეთილებას მალავენ, სიმუხთლეს რწმენას უწოდებენ, ანტიქრისტეს ქრისტედ სახელდებენ, ტყუილს სიმართლედ ასაღებენ და დახვეწილი მზაკვრობით განაქარვებენ ჭეშმარიტებას. ეს იმიტომ ხდება, საყვარელო ძმებო, რომ არ მიმართავენ ჭეშმარიტების საწყისს, არ ეძიებენ მის სათავეს, არ იმარხავენ ზეციური მოძღვრების სწავლებას. განა შეუძლია მას, ვინც არ იცავს ეკლესიის ერთიანობას, ჩათვალოს, რომ სარწმუნოებას იცავს?

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:31)

დაწვრილებით...

 
More Articles...