Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ძველ ქართულად
რომელი იგი მიიწერა  იერუსალჱმდ ისტჳნიანჱს მიერ, მეფისა მართლმორწუნისა, ხარებისათჳს და შობისა, მიგებებისათჳს და ნათლისღებისა

I. ყოველნი, რომელნი ხართ ქრისტეანენი და აღიარებთ სარწმუნეობასა კათოლიკე ეკლესიისასა, რომელი იგი, წმიდათაგან წიგნთა დაწერილი, წმიდათა მამათა (და) მოძღუართა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთჳს გუასწავეს, კრძალულად აღვასრულო და გულისჴმავყოთ, რავდენი რაჲარს მისი იგი ჩუენდა მომართ სახიერებაჲ და კაცთმოყუარებაჲ. დასაბამად ესე, რამეთუ კაცი შექმნა თავისა თჳსისა ჴელმწიფედ და დაადგინა იგი სამოთხესა და მისცა მცნებაჲ. და უკუეთუმცა დაემარხა იგი, იყომცა უცოდველ და სამოთხისა მისგან არამცა გამოძებულ იყო; დაღათუ გარდაჴდა იგი, ესრჱთცა არავე უგულებელსყო იგი სახიერმან კაცთაჲ ნათესავი. და მოსჱს მიერ მოსცა ცხორებისა შჯული, და მასცა გარდავეჰჴედეს. და მისა სემდგომად წინაჲსწარმეტყუელნი მოავლინნა, და მათიცა არავე ჰრწმენა. და სხჳთა ვერვინ რაჲ შესაძლებელ იყო, რაჲთამცა ცხოვნდა ნათესავი კაცთაჲ, არათუმცა თჳთ იგი თავადი მოსრულ იყო. და მოავლინა გაბრიელ ანგელოზი, ვითარცა იგი გუასწავებს ჩუენ ლუკა მახარებელი, ზაქარიაჲსა, ქმრისა ელისაბედისსა, და ახარა მას ძისა მისისა იოვანჱსთჳს, რაჲთამცაწინამორბედ და მოწამე იპოვა მაცხოვრისა მოსლვასა. და ოდეს შევიდა ზაქარია ტაძარსა უფლისასა ჟამსა მას კუმევისასა, და ურწმუნოებისა მისისათჳს იყო იგი დადუმებულ, ვიდრემდის შვა ელისაბედ ძჱ იგი მისი, წმიდაჲ იოვანე, ვითარცა იგი ითქუა მისა მიმართ ანგელოზისა მიერ. და ელისაბედის მიდგომითგან მოივლინა იგივე გაბრიელ ანგელოზი მეექუსესა თთუესა ღმრთისა მიერ ქალწულისა მარიამისა ხარებად, რაჲთამცა მუცლად იღო თავადი უფალი და შვა ჴორციელად.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 03 FEBRUARY 2012 22:31)

დაწვრილებით...

 

წმ. რომანოზ მელოდოსი ანუ ტკბილადმგალობელი (VI ს.) ერთერთი მწვერვალია საეკლესიო ჰიმნოგრაფიისა. მას კონტტაკიონები აქვს მიძღვნილი ძველი და ახალი აღთქმის უმნიშვნელოვანესი მოვლენებისადმი. საკუთრივ ქრისტეშობის შესახებ წმ. რომანოზს დაუწერია ცამეტი საგალობელი რომელთაგან პრველი, ოცდახუთი მცირე გალობისგან შემდგარი, სრული ღარგმანის სახით იბეჭდება ქვემოთ. საგალობელი ორიგინალში ატარებს აკროსტიქს: „მდაბალი რომანოზის საგალობელი“. იგი იკითხებოდა 25 დეკემბერს (ხმა 3). წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ორიგინალთან მაქსიმალური ტექსტობრივ-ტერმინოლოგიური და სახისმეტყველებითი  თანხვედნილობის პრინციპით. გამოყენებულია ორიგინალის უახლესი მეცნიერული გამოცემა: Romanos Le melode, Hymnes, intr., texte crit., trad., et notes oar. I. Grosdidier De Matons, t. II, Paris, 1965, p. 48-77.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 20 JANUARY 2012 21:30)

დაწვრილებით...

 

წიგნი I

ხილვები

ხილვა პირველი

1.

1. ჩემმა აღმზრდელმა მიმყიდა რომში ვინმე როდის. მრავალი წლის შემდეგ ვიცანი იგი, მივედი და შევიყვარე როგორც და1. 2. რაღაც დროის შემდეგ ტიბრზე ბანაობისას დავინახე, ხელი გავუწოდე და ამოვიყვანე მდინარიდან. მისი სილამაზის მხილველი ჩემს გულში განვსჯიდი და ვამბობდი: „ბედნიერი ვიქნებოდი, ამგვარი სილამაზისა და ზნის ცოლი მყოლოდა“. მხოლოდ ეს მოვისურვე, სხვა არაფერი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 07 NOVEMBER 2012 11:24)

დაწვრილებით...

 

წინასიტყვაობა

წინამდებარე წიგნი არის პირველი ქართული გამოცემა მართლმადიდებელი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი თხზულებისა "მწირის გულახდილი საუბრები მის სულიერ მოძღვართან". იგი XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწერა და ვრცელდებოდა როგორც ხელნაწერის, ისე ბეჭდვითი სახით. თხზულება ყაზანის ეპარქიის ჩერემისის მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა პაისიმ გადაწერა ათონის მთაზე და 1881 წელს მანვე გამოსცა პირველად ამავე მონასტრის ფულადი სახსრებით. წიგნმა იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ 1884 წლისთვის უკვე მეოთხედ გამოიცა მოსკოვში. ასევე, გამომცემლობა YMCA-PRESS-მა ორჯერ დაბეჭდა პარიზში.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:14)

დაწვრილებით...

 

პირველი წიგნის პირველი ნაწილი

წმ. ანტონი დიდი

შეგონებანი ადამიანთა ზნეობისა და სასიკეთო მოღვაწეობის შესახებ

1. ადამიანები “მოაზროვნეებად” არამართლმნიშვნელოვნად იწოდებიან, რადგან არ არიან მოაზროვნეები ძველ ბერძენთა სიტყვებისა და წიგნების შემსწავლელნი; მხოლოდღა ის ადამიანები უნდა ითქვან ჭეშმარიტად მოაზროვნეებად, რომლებსაც მოაზროვნე სული აქვთ და შეუძლიათ განარჩიონ, ერთი მხრივ, რა არის კარგი, მეორე მხრივ კი - როგორია ცუდი; ისინი, განელტვიან უკეთურსა და სულისმავნებელს და ღვაწლის მიერ წადიერად განიკუთვნებენ კეთილსა და სულისმარგებელს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:14)

დაწვრილებით...

 

პირველი წიგნის პირველი ნაწილი

წმ. მარკოზ განშორებული

ორასი თავი სულიერი რჯულის შესახებ

1. რადგან არაერთგზის მოისურვეთ იმის გაგება, რჯული როგორ არის სულიერი, თანახმად მოციქულისა (რომ. 7.14), ანთუ რა არის მისი დაცვის მოსურნეთა ცოდნა და საქმე, ამის შესახებ ძალისამებრ ვიტყვით:

2. უპირველესად - იმას, რომ ღმერთი ვუწყით ყოველი სიკეთის დასაბამად, შუალედად და დასასრულად. ამასთან, შეუძლებელია სიკეთის აღსრულება ანდა მისი რწმენა, თუ არა - ქრისტეს იესოს და სულიწმინდის მიერ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:15)

დაწვრილებით...

 

საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

წმიდა გრიგოლ დიდი, დიოლოღოსი

წმიდა გრიგოლ დიდი, დიოლოღოსი წმიდა გრიგოლი, რომის ეპისკოპოსი, დიოლოღოსად წოდებული, VI ს-ის II ნახევარში ცხოვრობდა. ის წარჩინებულ რომაელთა ჩამომავალი იყო, შინაგანად ასკეტურ ცხოვრებას ესწრაფოდა, უკვე ადრეულ ასაკში დატოვა ქონება და ამქვეყნიური პატივი, მონაზვნად შედგა და მალე დაიმკვიდრა მკაცრი მოღვაწის სახელი. მონაზვნური ცხოვრების თითქმის ოცი წლის მანძილზე წმიდა გრიგოლი სხვადასხვა მონასტერს წინამძღვრობდა და რომის სამღვდელო დასში სხვა დიდი საეკლესიო თანამდებობებიც ეკავა. ბოლოს, 590 წელს, მრევლისა და სამღვდელო კრებულის დაჟინებული და ერთსულოვანი თხოვნით, აღყვანილ იქნა რომის საეპისკოპოსო კათედრაზე.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:16)

დაწვრილებით...

 
More Articles...