Georgian (Georgia)English (United Kingdom)

(შემოკლებით)

"შეგაგონებთ იღვწიდეთ რწმენისათვის, რომელიც ერთხელ წმიდანებს გადაეცა" (იუდა 1:3).

"თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგნია, ანდა, რომ მიიღოთ სხვა, სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან სხვა სახარება, რომელიც არ მიგიღიათ, მაშინ თქვენ მეტისმეტად შემწყნარებელნი იქნებოდით" (II კორ. 11:4).

"სიტყუა იგი ქრისტესი დამკვიდრებულ-იყავნ თქუენ თანა, მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა" (კოლ. 3:16).

"გამზადებულ-იყუენით მარადის სიტყუვის მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა, თქუენ შორის სასოებისა მისთვის, სიმშვიდითა და შიშით" (I პეტ. 3:15).

"ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათ, ვინაიდან მაშინ მოგეცემეთ როგორ ვთქვათ" (მათ. 10:19,20||ლუკ. 21:14,15).

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 16 November 2012 14:32)

Read more...

 

რამდენადაც ჩვენ გვევალება, რომ ჩვენი მართლმადიდებლობისა და მამათაგან გარდამოცემული დოგმატების დაცვით, გიპასუხოთ თქვენს მიერ წარმოდგენილზე, წერილობით წარმოდგენილს წინასწარ მოვიყვანთ, როგორც ზოგად წესს, რათა შემდეგ მოკლედ და ნათლად მოვაყოლოთ თითოეულ მათგანზე პასუხი და ახსნა.

1. მაშ ასე, თქვენი მოხსენების დასაწყისში თქვენ წერთ: "თუკი ჭეშმარიტად მონანულნი, ამ ცხოვრებიდან (ღმრთისადმი) სიყვარულით გავიდნენ მანამ, სანამ თავისი ცოდვების გამო დაკმაყოფილებას (ღმრთის მართლმსაჯულებისა - რედ.) მოასწრებდნენ, მათი სულები სიკვდილის შემდეგ განმწმენდელი ცეცხლით იწმინდებიან; მაგრამ ამ ტანჯვათაგან მათს შემსუბუქებას (ან "განთავისუფლებას") ხელს უწყობს ის შემწეობა, რასაც მათ მიმართ ცოცხალი მორწმუნენი იჩენენ, როგორც მაგალითად: ლოცვები, ლიტურგია, მოწყალება და კეთილმსახურების სხვა საქმეები".

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 07 December 2016 12:41)

Read more...

 

3. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ არც მართლებს არ მიუღიათ სრულიად თავისი ხვედრი (სავანე) და სხვა ნეტარი მდგომარეობა, რომლისთვისაც მათ თავი განიმზადეს აქაური საქმეებით და არც ცოდვილნი, სიკვდილის შემდეგ, არ წასულან საუკუნო სასჯელში, სადაც საუკუნოდ დაიტანჯებიან; არამედ, პირველიც და მეორეც აუცილებლად იქნება სამსჯავროს უკანასკნელი დღისა და მკვდართა საყოველთაო აღდგომის შემდეგ; ახლა კი – ერთნიც და მეორენიც თავის დამახასიათებელ ადგილას არიან;

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 12 January 2022 10:23)

Read more...

 

1. ნუ იფიქრებთ კაცნო ელინნო, თითქოს უგუნურად და განუსჯელად განვეშორე თქვენს ადათ-წესებს. ვერარა ვპოვე მათში წმიდა და ღვთისათვის სათნო, რადგანაც იმ თქვენს პოეტთა თხზულებები სიცოფესა და სიბილწეს იმარხავს. თუნდაც რომ თქვენს შორის უმეტესად წარჩინებულსა და განსწავლულს მიმართოს ვინმემ, კაცთა შორის უსაცოდავესი აღმოჩნდება იგი. ამბობენ, რომ უპირველესად აგამემნონმა გაწირა მსხვერპლად თავისი ასული, ხოლო შეეწეოდა მას ძმის მეტისმეტი გარყვნილება, ცოფი და აულაგმავი გულისთქმა. იმავე აგამემნონმა მთელი ელადა შეძრა, რომ გამოეხსნა კეთროვანი მწყემსის მიერ მოტაცებული ელენე. როდესაც ომი შეწყდა და ტყვეები წაასხეს, აგამემნონმა ჯერ დაატყვევა ქრიზეიდა, შემდეგ კი ბრიზეიდას გამო მტრად მოეკიდა იგი თეტიდას ძეს. თვით პელიდმა ნახტომით წიაღვლო მდინარე, ტროა დაამხო და სძლია ჰექტორს, ხოლო პოლიქსენე, თქვენი გმირი, რომელიც მონა იყო, მკვდარი ამაზონის მიერ იძლია, შემდეგ კი ღვთივშემზადებულ საჭურველთაგან განძარცვული და საქორწინო სამოსით მორთული სასიყვარულო მსხვერპლად შეიწირა აპოლონის ტაძარში. ითაკელი ლაერტის ძემ ბოროტებით მოიხვეჭა სახელი. არ იყო მასში კეთილი ზრახვა. ეს გაცხადდა სწორედ მაშინ, როდესაც გემით ჩაუარა ძან სირენების კუნძულს და ყურები დაიცო, რადგანაც აღარ ძალუძდა მათი სმენა. თელამონიდი აიანტი, რომელიც შვიდტყავიან საკს ატარებდა, და რომელიც დამარცხდა ოდისევსის საჭუირველთათვის ამტყდარ ჩხუბში, ამის გამო ცოფმა შეიპყრო.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 17:35)

Read more...

 

1

(1) ყველა შეხედულებასა და მოძღვრებასთან ერთად, რომლებიც სინამდვილეში ჭეშმარიტი არიან, რაღაც ტყუილიც აღმოცენდება; აღმოცენდება არა ბუნებრივად, [მათი] ქვემდებარე საფუძვლიდან ან იმ მიზეზიდან, რომელიც ცალკეულ [საკითხს განსაზღვრავს], არამედ როგორც იმათი მოღვაწეობის ნაყოფი, ვისაც ჭეშმარიტების მოსაშთობად ბოროტი თესლის თესვა ეამაყება. (2) ეს, უპირველეს ყოვლისა, შესამჩნევია იმათთან, ვინც წარსულში ფიქრი ამ [საკითხებს] მიუძღვნა, აგრეთვე იმ უთანხმოებაში, რომელიც მათსა და მათ წინამორბედებსა თუ თანამედროვეთა შორის გაჩენილა, და არანაკლებ საკითხის იმ გაურკვევლობაში, რომლის მოწმენი ჩვენც ვართ.1 ჭეშმარიტებიდან [ამ ხალხს] ცილისწამების გარეშე არაფერი დაუტოვებია, არც ღვთის არსება, არც [მისი] ცოდნა და მოქმედება, ან სხვა აქედან გამომდინარე რამ, რაც ჩვენი ღვთისმოსაობის საფუძველია. ზოგს ამ [საკითხებში] ჭეშმარიტების [მიღწევის] იმედი სულ დაუკარგავს, სხვა საკუთარ თვალსაზრისს დასჯერებია, ზოგი კი ცხადი რაც არის, იმაშიც დაეჭვებას ცდილობს.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 01 February 2019 11:54)

Read more...

 

1. როცა ვიგონებ ჩემს საუკეთესო მეგობარს, ოქტავიუსს, და მეხსიერებაში აღვადგენ ყველაფერს, რაც ამ ადამიანის მომხიბვლელობასა და ღირსებას შეეხება, რაღაცნაირად მგონია, რომ იმას კი არ ვიგონებ, რაც მოხდა და დასრულდა, არამედ თავად ვბრუნდები წარსულში. მისი სახე ღრმად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში და ყველაზე უსათუთეს გრძნობებს შეერია.

ტყუილად არ დაგვიტოვა ამ საოცარმა და წმინდა ადამიანმა განუზომელი სევდა. მასაც მეტისმეტად ვუყვარდით. ჩემი აზრები - დადებითიც და უარყოფითიც - ყოველთვის მისას ემთხვეოდა, წვრილმანი იქნებოდა თუ რაიმე სერიოზული საკითხი. ისე, რომ იფიქრებდი, ამ ორ ადამიანში ერთი და იგივე სულია განაწილებულიო. იგი ყოველთვის თანამიგრძნობდა, სიყვარულშიც და მიუტევებელ შეცდომებშიც. როცა ბნელით მოცული წყვდიადის გარღვევით მე გადავლახე უფსკრული და სიბრძნისა და ჭეშმარიტების გზას დავადექი, არა მარტო ჩემი თანამოაზრე გახდა, მისდა სასახელოდ, მაჯობა კიდეც.

ახლა, როცა ჩვენს გულთბილ ურთიერთობებს ვიხსენებ, უპირველეს ყოვლისა, მახსენდება მისი საუბარი ცეცილიუსთან, რომელიც მაშინ ცრუმორწმუნეობამ გაიტაცა. თავისი საფუძვლიანი მსჯელობებით ოქტავიუსმა იგი ჭეშმარიტებისაკენ მოაბრუნა.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 17:39)

Read more...

 

ვხედავ, რომ მეტად მოსურნე ხარ, რჩეულო დიოგნეტე, შეისწავლო ქრისტიანთა ღვთისმსახურება. გულმოდგინედ ეძიებ, რომ მთელი სისრულით გაიგო მათ შესახებ ყოველივე, თუ რომელ ღმერთს ერწმუნენ ისინი, ანდა როგორ მსახურებენ მას, რამეთუ ქრისტიანები ამ სამყაროს განეკრძალვიან, ხოლო სიკვდილს არარად რაცხენ. არც ელინთა ცრუ ღმერთებს თვლიან ისინი ღმერთებად, არც იუდეველთა ღვთისმოშიშებას[1] იწყნარებენ. გინდა გაიგო იმ წრფელი სიყვარულის[2] შესახებ, მათ შორის რომ სუფევს. იმასაც ეძიებ, თუ რა არის ეს ახალი ტომი ანდა ახალი წესი ცხოვრებისა, რომელიც ადრე არ იყო და ამჟამად გაჩნდა.

ვიწყნარებ შენს ამ სურვილს და ვითხოვ ღვთისაგან, რომელიც გვანიჭებს ყველას მეტყველებას და სმენის უნარს, მოგვმადლოს ორივეს, - მე ნიჭი იმგვარად თქმისა, რომ უმეტესად გარგოს ჩემს მსმენელს, ხოლო შენ იმგვარი გულისყური, რომ ცუდად არ დაშვრეს ჩემი ენა.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 17:37)

Read more...

 
More Articles...