Georgian (Georgia)English (United Kingdom)

იერუსალიმში, თქმული მოუმზადებლად, წიაღმყვანებელი ნათლისღებად მოსულთათვის და საკითხავი ესაიას წინასწარმეტყველებიდან: ”განიბანეთ, განიწმინდეთ, განიშორეთ ბოროტება თქვენი სულებისგან ჩემს თვალთა წინაშე” (ეს. 1.16) და შემდგომი.

1. ახალი აღთქმის მოწაფენო და ქრისტეს საიდუმლოთა ზიარნო! აწ მოხმობით, მცირედის შემდგომ კი – მადლით “შექმენით თქვენში ახალი გული და ახალი სული” (ეზეკ. 18.31), რომ მხიარულობდნენ ზეციერნი. რადგან, თუკი ”ერთ მონანიე ცოდვილზე სიხარულია”, თანახმად სახარებისა (ლუკ. 15.7), ესოდენ სულთა ხსნა რაოდენ მეტად აღძრავს სასიხარულოდ ზეცის ბინადართ? კეთილ და მშვენიერ გზას შედგომილებში ღვთისმოშიშებით ისრბოლეთ კეთილმსახურების ასპარეზზე, რადგან თქვენი გამოსყიდვისთვის ღვთის მხოლოდშობილი ძე დგას აქ1 და ამბობს: ”მოდით ყოველი მაშვრალი და ტვირთმძიმე და მე მოგასვენებთ თქვენ” (მათ. 11.28). მძიმე ცდომილებებით გარემოცულნო და საკუთარ ცოდვათა ჯაჭვებით შეკრულნო, ისმინეთ საწინასწარმეტყველო ხმისა, რომელიც ამბობს: ”განიბანეთ, განიწმინდეთ, განიშორეთ ბოროტებანი თქვენი სულებისგან ჩემს თვალთა წინაშე” (ეს. 1.16), რომ ანგელოზთა გუნდმა თქვას თქვენთვის: ”ნეტარნი არიან, რომელთაც მიეტევათ ურჯულოებანი და რომელთაც დაეფარათ ცოდვანი” (ფს. 31.1). აანთეთ რა ახლახან სარწმუნოების ლამპრები, დაუშრეტელად იპყარით ხელში ისინი, რათა, როგორც ავაზაკს მაშინ, სარწმუნოების მიერ, გაეღო სამოთხე ამ ყოვლადწმინდა გოლგოთაზე,2 თქვენც ღირსნი გახდეთ საქორწილო სიმღერის წარმოთქმისა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 15 JANUARY 2012 19:48)

დაწვრილებით...

 

A1

იერუსალიმში, თქმული მოუმზადებლად (σχεδιασθεῖσα), სინანულის, ცოდვათა მიტევებისა და წინააღმდგომისთვის, და საკითხავი ეზეკიელიდან: "სიმართლე მართლისა მასზე იქნება და ურჯულოება ურჯულოსი მასზე იქნება. და თუ ურჯულო მოიქცევა ყოველი თავისი ურჯულოებისგან..." (ეზეკ. 18.2) და შემდგომი

1. საშინელია ცოდვა და სულის უმძიმესი სნეულებაა ურჯულოება, არღვევს მის ძალებს და მიზეზია საუკუნო ცეცხლისა. უკეთური თვითხელმწიფება, არჩევანის ამონაყარი.2 და რომ საკუთრივი არჩევანით ვცოდავთ, ცხადად ამბობს სადღაც წინასწარმეტყველი: "მე შენ დაგნერგე ნაყოფიერ ვენახად ყოველი ჭეშმარიტებით, როგორ შეიცვალე მწარე უცხო ვენახად"? (იერ. 2.21). ნერგი კეთილია, ნაყოფი ბოროტი. არჩევანისმიერია ბოროტება, დამნერგველი უბრალოა, ვენახი კი ცეცხლით დაიწვება, რადგან კეთილად დაინერგა, მაგრამ ბოროტად ინაყოფიერა წინააღრჩევის მიერ. ეკლესიასტეს თანახმად, "ღმერთმა წრფელი (εὐθύν) შექმნა ადამიანი, მათ კი მოიძიეს მრავალი გულისთქმა" (ეკლ. 7.29). "რადგან მისი ქმნილებანი ვართ, შექმნილნი კეთილი საქმეებისთვის" (ეფეს. 2.10), ამბობს მოციქული. შემოქმედმა, არის რა კეთილი, კეთილი საქმეებისთვის შექმნა, ხოლო შექმნილი საკუთარი არჩევანით ბოროტისკენ მიიდრიკა. ამრიგად, საშინელი ბოროტებაა ცოდვა, როგორც ითქვა, მაგრამ არა უკურნებელი. საშინელია შემნარჩუნებლისთვის, ხოლო ადვილად კურნებადია სინანულით უკუმგდებლისთვის. რადგან წარმოიდგინე ვინმე, ვისაც ცეცხლი უპყრია ხელთ. სანამ მას ნაკვერჩხალი უჭირავს, იწვის, რა თქმა უნდა, ხოლო თუ განაგდებს ნაკვერჩხალს, მხურვალებასაც განაგდებს იმასთან ერთად. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ შემცოდე არ დაიწვება, მას ეუბნება წმინდა წერილი: "გამოიკრავს ვინმე ცეცხლს უბეში სამოსის დაუწველად" (იგავ. 6.27)? რადგან წვავს ცოდვა სულის ძალებს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 29 DECEMBER 2011 19:40)

დაწვრილებით...

 

იერუსალიმში, თქმული მოუმზადებლად (σχεδιασθεῖσα), ნათლისღების შესახებ

და საკითხავი რომაელთა მიმართ ეპისტოლიდან: "ნუთუ არ იცით, რომ რომელთაც ქრისტე იესოს მიმართ ნათელვიღეთ, მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ? თანადავეფლენით მას ნათლისღების მიერ სიკვდილში" (რომ. 6. 3-4) და შემდგომი.

1. "იხარეთ, ცანო, და იმხიარულე, მიწავ" (ეს. 49.13). იმათ გამო, რომელთაც მოელით უსუპით სხურება და სულიერი უსუპით განწმენდა ვნებისას უსუპითა და ლერწმით დარწყულებულის ძალით. ზეციურმა ძალებმა იხარონ, ხოლო სულიერ სიძესთან შეერთების მომლოდინე სულები განემზადონ, რადგან "ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, გაამზადეთ გზები უფლისა" (ეს. 40.3). რამეთუ არ არის უმნიშვნელო საქმე, არც სხეულებრივი ჩვეულებისა არის გამოუკვლეველი შეერთება, არამედ ყოველივეს გამომეძიებელი სულიწმინდის სარწმუნოებისამებრი რჩეულობა. ამქვეყნიური ქორწინებანი და შეერთებანი ყოველთვის არ ხდება შეთანხმებულად, არამედ სადაც სიმდიდრეა ან მშვენიერება, იქ მყის თანხმდება სიძე. აქ კი, არა სხეულთა მშვენიერება, არამედ სულის უმწიკვლო სინდისი, აქ არა დასჯილი მამონაა, არამედ სულის სიმდიდრე ღვთისმოშიშებაში.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 09 NOVEMBER 2011 11:52)

დაწვრილებით...

 

მოიყვანონ2, რომელსა ეგულებოდის ჴელთდასხმა და მუნ იყვნენ ყოველნი მონაზონნი, რომელთა გამოერჩიოს იგი, და თქუან კუერექსი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

და დასდვას3 პატრიაქმან ჴელი თავსა ზედა მისსა და დასწეროს ჯუარი და ილოცოს ესრეთ ლოცვაჲ ესე:4

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:47)

დაწვრილებით...

 

ესრეთ ჯერ არს:

ეკლესიისა სატფურსა მოიღონ და დადვან საკურთხეველსა ზედა და იტყოდიან ფსალმუნსა ამას:


საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა. უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროჲს ყოველთა საყოფელთა იაკობისთა. დიდებულ ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო. მოვიჴსენო მე რააბისი და ბაბილოვნისაჲ, რომელთა მიციან მე; და, აჰა, ესერა, უცხოთესლნი და ტჳროს და ერი ჰინდოთაჲ, - ესენი იშვნეს მუნ. დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან. უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისაჲთა და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა. ვითარ მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ შენდამი არს.2

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:48)

დაწვრილებით...

 

ჯერ-არს ახალი იგი საკურთხეველი წმიდასა მას ძუელსა საკურთხეველსა ზედა დადებად და ეკლესიისა სატფურსა, რომელ წართქუან2 ფსალმუნი, იტყოდიან პირველსა ფსალმუნსა:

"ვითარ3 საყუარელ არიან...<<4.

დასასრული:

"...ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ"5.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:48)

დაწვრილებით...

 
ახალი, შესწორებული გამოცემის მიხედვით

რაჟამს აღსდგე ძილისაგან, სამადლობელად ღმრთისა ბრძანე:

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ. ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა!

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო შეგჳწყალენ ჩუენ (3-ჯერ).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 07 APRIL 2019 21:25)

დაწვრილებით...

 
More Articles...