ეკლესიის ისტორია
წმ. მარკიანე იმპერატორის ეპისტოლე მაკარი იერუსალიმელისა და სხვა პალესტინელი მონაზვნებისადმი (453 წ.)"საღვთო მიწერილობათა ასლი, გაგზავნილი მის მიერ (მარკიანე იმპერატორისგან 453 წ-ს) მაკარი ეპისკოპოსისა და არქიმანდრიტის და დანარჩენ კეთილმოშიშ მონაზონთა მიმართ, რომლებიც სინაის წმინდა მთაზე იმყოფებიან რაოდენი სიახლენიც კადნიერად იმოქმედა თეოდოსიმ (პეტრე იბერის ეპისკოპოსად ხელდამსხმელი) შეურყვნელი რჯულ-წესისა და რომაული მოქალაქეობის წინააღმდეგ (რომლის საქმეთა შესაფერის სასჯელს, ალბათ ვერავინ იპოვის), გამოააშკარავებულია და არც ყოფილა დაფარული არავისთვის, მოაღწევდა რა უთუოდ თქვენს კეთილმოშიშებამდეც სიდიდე მისეული ცთომილებებისა, ვინაიდან წინ უსწრო რა მან, როგორც წმინდა წერილები გვაუწყებენ, ანტიქრისტეს მოსალოდნელ მოსვლას, ხოლო თუ უფრო ჭეშმარიტად ვიტყვით, მოვლინებულ იქნა რა მისგან [ანტიქრისტესგან, ე.ჭ.] წმინდა და მართლმადიდებელი სარწმუნოების წინააღმდეგ საბრძოლველად, ასე ისაზრა, რომ არაფერს ცუდს არ იმოქმედებდა, თუ მიჰბაძავდა ბოროტმსახურებას ევტიქისას, ვინც აუმხედრდა მართლმადიდებელთა კეთილმსახურ რჯულ წესს და აღიშურვა რა ჭეშმარიტებისგან გაუცხოებული ფოტინოსისადმი1, მბაძველი გაუხდა აპოლინარის, ვალენტინოსისა და ნესტორის ღვთისმბრძოლ განზრახულებას, აშკარად გამომჟღავნებულ იქნა რა როგორც ცილისმწამებელი ქალკედონის ქალაქში გამართული იმ უწმინდესი კრებისა, სარწმუნოებრივი მგზნებარების გამო რომ გაიმართა სულ ახლახანს ჩვენეული ნიშანცემით, რომელმაც, ერთი მხრივ, დაამტკიცა 318 წმინდა მამის მრწამსი, შემამყარებელი სარწმუნოებისა, არაფერი შეუცვლია რა ამ წმინდა მამათა მოძღვრებაში არც შემატებითად, არცთუ შემცირებითად, მეორე მხრივ კი, მართლგანაჩინა, რომ ევტიქი როგორც ჭეშმარიტების წინააღმდეგ ამხედრებული და სარწმუნოების შერყევის მოწადინე, უცხოქმნილია მართლმადიდებელთა სახელისაგან. სწორედ მის (ევტიქის) უკეთურ და უგუნურ კადნიერებას შეუდგა თეოდოსი, რომელმაც პალესტინის მხარემდე მიაღწია, შეიყვანა კი შეცდომაში უმეცარნი, შეთხზა რა, რომ წმინდა კრების მიერ თითქოს სხვათა ნაცვლად სხვანი იყო ნარჯულმდებლები, ვინაიდან თქვა, რომ ამავე უწმინდეს კრებას თითქოსდა ორი ძის, ორი ქრისტესა და ორი პირის თაყვანისცემა დაედგინოს და რომ თითქოსდა წმინდა მამათა მრწამსის საწინააღმდეგოდ განემარტოს მას სარწმუნოება. ბოლოს განახლდა (SATURDAY, 25 AUGUST 2018 19:25) |
|
|
- ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია - მეცხრე წიგნი
- ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია - მერვე წიგნი
- ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია - მეშვიდე წიგნი
- ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია - მეექვსე წიგნი
- ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია - მეხუთე წიგნი
- ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია - მეოთხე წიგნი