Georgian (Georgia)English (United Kingdom)

"საღვთო მიწერილობათა ასლი, გაგზავნილი მის მიერ (მარკიანე იმპერატორისგან 453 წ-ს) მაკარი ეპისკოპოსისა და არქიმანდრიტის და დანარჩენ კეთილმოშიშ მონაზონთა მიმართ, რომლებიც სინაის წმინდა მთაზე იმყოფებიან

რაოდენი სიახლენიც კადნიერად იმოქმედა თეოდოსიმ (პეტრე იბერის ეპისკოპოსად ხელდამსხმელი) შეურყვნელი რჯულ-წესისა და რომაული მოქალაქეობის წინააღმდეგ (რომლის საქმეთა შესაფერის სასჯელს, ალბათ ვერავინ იპოვის), გამოააშკარავებულია და არც ყოფილა დაფარული არავისთვის, მოაღწევდა რა უთუოდ თქვენს კეთილმოშიშებამდეც სიდიდე მისეული ცთომილებებისა, ვინაიდან წინ უსწრო რა მან, როგორც წმინდა წერილები გვაუწყებენ, ანტიქრისტეს მოსალოდნელ მოსვლას, ხოლო თუ უფრო ჭეშმარიტად ვიტყვით, მოვლინებულ იქნა რა მისგან [ანტიქრისტესგან, ე.ჭ.] წმინდა და მართლმადიდებელი სარწმუნოების წინააღმდეგ საბრძოლველად, ასე ისაზრა, რომ არაფერს ცუდს არ იმოქმედებდა, თუ მიჰბაძავდა ბოროტმსახურებას ევტიქისას, ვინც აუმხედრდა მართლმადიდებელთა კეთილმსახურ რჯულ წესს და აღიშურვა რა ჭეშმარიტებისგან გაუცხოებული ფოტინოსისადმი1, მბაძველი გაუხდა აპოლინარის, ვალენტინოსისა და ნესტორის ღვთისმბრძოლ განზრახულებას, აშკარად გამომჟღავნებულ იქნა რა როგორც ცილისმწამებელი ქალკედონის ქალაქში გამართული იმ უწმინდესი კრებისა, სარწმუნოებრივი მგზნებარების გამო რომ გაიმართა სულ ახლახანს ჩვენეული ნიშანცემით, რომელმაც, ერთი მხრივ, დაამტკიცა 318 წმინდა მამის მრწამსი, შემამყარებელი სარწმუნოებისა, არაფერი შეუცვლია რა ამ წმინდა მამათა მოძღვრებაში არც შემატებითად, არცთუ შემცირებითად, მეორე მხრივ კი, მართლგანაჩინა, რომ ევტიქი როგორც ჭეშმარიტების წინააღმდეგ ამხედრებული და სარწმუნოების შერყევის მოწადინე, უცხოქმნილია მართლმადიდებელთა სახელისაგან. სწორედ მის (ევტიქის) უკეთურ და უგუნურ კადნიერებას შეუდგა თეოდოსი, რომელმაც პალესტინის მხარემდე მიაღწია, შეიყვანა კი შეცდომაში უმეცარნი, შეთხზა რა, რომ წმინდა კრების მიერ თითქოს სხვათა ნაცვლად სხვანი იყო ნარჯულმდებლები, ვინაიდან თქვა, რომ ამავე უწმინდეს კრებას თითქოსდა ორი ძის, ორი ქრისტესა და ორი პირის თაყვანისცემა დაედგინოს და რომ თითქოსდა წმინდა მამათა მრწამსის საწინააღმდეგოდ განემარტოს მას სარწმუნოება.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 25 August 2018 19:25)

Read more...

 

წიგნი პირველი

წინასიტყვაობა

ისტორიის მიზანი

[8]მხატვრები დაფებსა და კედლებზე გამოსახავენ ძველ ამბებს, მაყურებლებს სიამოვნებას ანიჭებენ და წარსულის ხსოვნას დიდი ხნით ცოცხლად ინახავენ. ისტორიკოსები კი დაფების ნაცვლად იყენებენ წიგნებს, ფერების ნაცვლად - სიტყვათა ყვავილოვნებას, და გარდასულ საქმეთა ხსოვნას უფრო ხანგრძლივსა და მყარს ხდიან, რამეთუ მხატვართა ხელოვნებას ჟამი აზიანებს. ამიტომ, მეც ვცდი საეკლესიო ისტორიის დარჩენილი ნაწილის აღწერას, რადგან მართებულად არ მიმაჩნია, რომ უბრწყინვალეს საქმეთა და სასარგებლო ამბავთა დიდება უგულებელყოფილ იქნას, დავიწყებისგან იავარქმნილი. ამიტომ, ზოგიერთი მეგობარი ხშირად მაქეზებდა, რომ თავს მედო ეს ღვაწლი. მაგრამ როცა ეს საქმე ჩემი შესაძლებლობებით გავზომე, მისთვის ხელის მოკიდების შემეშინდა. თუმცა, თამამად მივენდე სიკეთეთა უხვად მომნიჭებელს და შევუდექი ჩემს ძალებზე აღმატებულ საქმეს. ევსები პალესტინელმა ეკლესიებში მომხდარი მოვლენები აღწერა წმინდა მოციქულთა ისტორიიდან მოყოლებული ღვთისსათნო კონსტანტინეს ზეობამდე, მე კი ამ აღწერის დასასრულს [ჩემი] ისტორიის დასაწყისად გავხდი.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 02 June 2013 18:08)

Read more...

 

წიგნი მეორე


თავი I

წმინდა ათანასეს დაბრუნების შესახებ


[85]საღვთო ათანასემ ორი წელი და ოთხი თქვე გაატარა ტრევერში134 და დაბრუნდა ალექსანდრიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ, კონსტანტინე დიდის ვაჟებიდან უხუცესმა (მისი საიმპერიო ძალაუფლება ვრცელდებოდა დასავლეთ გალიამდე), ალექსანდრიელთა ეკლესიას მიწერა ეს წერილი.


კონსტანტინეს ძის, კონსტანტინეს ეპისტოლე ალექსანდრიელთა მიმართ

"კონსტანტინე კეისარი ქალაქ ალექსანდრიის კათოლიკე ეკლესიის ერს.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 01 June 2013 21:00)

Read more...

 

წიგნი მესამე


თ ა ვ ი I

იმპერატორ იულიანეს244 შესახებ, თუ როგორ ყრმობიდანვე კეთილმსახურებით იზრდებოდა და უღმერთობაში გადავარდა, და თუ პირველად როგორ ფარავდა უღმერთობას, შემდეგ კი ის გამოააშკარავა


[152]კონსტანციუსი შეწუხებული და მგლოვიარე გავიდა ამ ცხოვრებიდან, რადგან ზურგი შეაქცია მამისეულ რწმენას. როდესაც იულიანე ევროპიდან ასიაში გადადიოდა, მან შეიტყო კონსტანციუსის გარდაცვალება, და რადგან მოწინააღმდეგე არავინ ყავდა, ძალა მოეცა და მიიღო საიმპერიო ძალაუფლება.

იგი ყმაწვილკაცობის ასაკში, ჯერ კიდევ უწვერული, მის ძმასთან გალუსთან ერთად წოვდა კეთილმსახურების მოძღვრების ძუძუს.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 31 May 2013 17:01)

Read more...

 

წიგნი მეოთხე

 

თ ა ვ ი I

იოვიანუსის280 ზეობისა და კეთილმსახურების შესახებ


[181]იულიანეს სიკვდილის შემდეგ სარდლებთან ერთად პრეფექტებიც შეიკრიბნენ და ითათბირეს, თუ ვის უნდა მიეღო იმპერია, ომში ჯარი გადაერჩინა და რომაელთა საქმეები გაეძლიერებია, მაშინ როცა ისინი სულით დაცემის გამო, როგორც იტყვიან, სამართებლის პირზე იყვნენ. როდესაც ისინი ამის შესახებ თათბირობდნენ, ჯარი ერთად იყო შეკრებილი და იმპერატორად ითხოვდნენ იოვიანუსს, რომელიც არც სარდალი იყო, არც მათი მომდევნო წოდების მქონე, მაგრამ პატივცემული კაცი იყო,  წარჩინებული და მრავალი საქმეებითაც სახელგანთქმული. აღნაგობით ძალიან დიდი იყო, სულით - ამაყი, ომებსა და დიდ ბრძოლებში პირველობა სჩვეოდა. უღმერთობის წინააღმდეგ კადნიერი იყო და ტირანის ძალაუფლების არ ეშინოდა, არამედ გულმოდგინების მიხედვით ქრისტეს მოწამეებთან ერთად იყო განწესებული. მაშინ სარდლებმა ჯარის ერთსულოვნება ღვთის გადაწევეტილებად ჩათვალეს, ეს ყველაფრით საუკეთესო კაცი შუაში გამოიყვანეს, სახელდახელოდ მოამზადეს ამაღლებული ადგილი და მასზე დააყენეს.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 31 May 2013 13:28)

Read more...

 

წიგნი მეხუთე

 

თ ა ვ ი I

იმპერატორ გრაციანეს კეთილმსახურების შესახებ


[238]თუ როგორ დიდ ხანს ითმენს მეუფე მის წინააღმდეგ გაშლეგებულთ, და როგორ სჯის მათ, რომლებიც მის სულგრძელებას სათანადოდ არ იყენებენ, ეს ზედმიწევნით გვასწავლა ვალენტმა ასეთი საქმეებითა და ვნებებით. კაცთმოყვარე როგორც რამ სასწორის საპირწონეს და უღელს ისე იყენებდა წყალობას და სამართალს, რათა უწმინდურობის სიდიდით ზეაღმატებულს სცოდნოდა მისი კაცთმოყვარეობის ზომა და სამართლიანი სასჯელით აბრკოლებდა წინსვლას.

რომაელთა მთელი ძალაუფლება მიიღო გრაციანემ, ვალენტინიანეს ძემ და ვალენტის ძმიშვილმა. მან ჯერ კიდევ მამის აღსასრულის შემდეგ მიიღო ევროპის სკიპტრა, მის სიცოცხლეშივე იყო იმპერიის მოწილე. ამრიგად, როდესაც ვალენტი უშვილოდ გადაეგო, მიიღო ასია და დანარჩენი ლიბია367.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 31 May 2013 13:02)

Read more...

 

წიგ­ნი X

 

სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ის მე­ა­თე წიგ­ნი შე­ი­ცავს შემ­დეგს:

 

I.   ღვთის­გან ჩვენ­თვის ბო­ძე­ბუ­ლი მშვი­დო­ბის შე­სა­ხებ.

II.  ეკ­ლე­სი­ა­თა აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ.

III. ყვე­ლა ად­გილ­ზე [წარ­მო­ე­ბულ] გა­ნახ­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 18:40)

Read more...

 
More Articles...