Georgian (Georgia)English (United Kingdom)

კონსტანტინეპოლის წმინდა ეპისკოპოსის გენადისა და მასთან ერთად წმინდა კრებისა - ღირსი მიტროპილიტებისა და რომის პაპის მიმართ

 

ყოვლად ღმრთისმოყვარე და ჩვენს ღირსეულ თანამწირველს... მიმართავს გენადი და მასთან ერთად ქრისტესმოყვარე სატახტო ქალაქ კონსტანტინოპოლში, ახალ რომში, შეკრებილი კრება.

ჩვენმა მეუფემ, ღმერთმა და მაცხოვარმა იესუმ, მიანიჭა რა თავის წმინდა მოწაფეებს სახარების ქადაგების უფლება და მსოფლიოს ყველა ადამიანის მოძღვრად წარავლინა ისინი, ცხადად უბრძანა მათ, რომ, რაც უსასყიდლოდ მიიღეს მისგან, მათაც უსასყიდლოდ უნდა მისცენ იგი ადამიანებს და ამ გზით ნუ მოიხვეჭენ მათგან ნურც სპილენძს, ნურც ვერცხლს, ნურც ოქროს და ნურც სხვა ნივთიერ და ამქვეყნიურ ქონებას, რადგან ზეციური და სულიერი მადლის სანაცვლო არ არის მიწიერი და გახრწნილი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 21:57)

დაწვრილებით...

 

წმინდა დღესასწაულის ერთ-ერთი შემავსებელი ნაწილი ისიც არის, რომ ვიცოდეთ ცოდვილთა სჯულიერი და კანონებრივი განგება, რითაც განვკურნავთ მათ ყოველ სულიერ სნეულებას, რა ცოდვითაც არ უნდა იყოს ის გამოწვეული. ყველა დაბადებულისათვის საერთოა აღდგომის დღესასწაული, რომელიც წელიწადის თითოეული დაწესებული მოქცევის დროს სრულდება ყოველ წელს დაცემული ბუნების აღდგომის გამო. დაცემა არის ცოდვა, ხოლო აღდგომა - ცოდვილის აღდგენა. ასე რომ, კარგია ამ დღეს საბანელის მადლით არა მხოლოდ მეორედ შობის მიერ განახლებულთა გაცოცხლება, არამედ სიანულით და მკვდარი საქმეებისთვის ზურგის შექცევით მობრუნებულების ცხოვნების გზაზე წარმართვა საცხოვენებლი იმედისაკენ, რომლისაგანაც ცოდვის გამო იყვნენ გაუცხოებულნი. პატარა საქმე არ არის მონანულთა შესახებ მოხმობილი სიტყვების სამართლიანად, გამოცდილი მსჯავრითა და დაკვირვებით განგება წინასწარმეტყველის მცნებისამებრ, რომელიც ლაპარაკობს სასამართლოზე მართლის სიტყვების სიმტკიცის შესახებ და ამბობს: ”მართლის სიტყვა არ შეირყევა უკუნისამდე და საუკუნო სახსენებლად იყოს მართალი” (ფსალმ. 111, 5-6).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:02)

დაწვრილებით...

 

ნამდვილად საჭიროა და სათანადო, ვიზრუნოთ იმაზე, რაც სასარგებლოა ერის დარიგებისა და ეკლესიის განმტკიცებისათვის, რადგან წერია, რომ ”განკრძალულ ჰყოფდით ძეთა ისრაელისათა” (ლევიტ. 15,31). თითოეული სამთავროს მონასტრის მამები, განკრძალული კაცები და საკვირველი, მოღვაწენი მოვიდნენ რა ალექსანდრიაში, ვკითხე, თუ როგორი მდგომარეობა აქვთ იქაურ მონასტრებს. მითხრეს, რომ მრავალნი დაბრკოლებასა და ცდუნებაში ვარდებიან შემდეგი მიზეზები გამო:

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:02)

დაწვრილებით...

 

კირილე დომნოს

1. როდესაც ჩვენი საქმეები სწორად მიდის, კანონიერი კეთილწესიერებისამებრ, შფოთის არავითარი მიზეზი არ წარმოიშობა ჩვენში, არამედ ისინი გვიხსნიან ზოგიერთების გაკიცხვისაგან, უფრო მეტიც, კეთილგონიერი ადამიანების ქებას მოგვანიჭებენ. ვინ არ მიიღებს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას, თუკი ის სამართლიანია? ან როგორ არ იქნება უნაკლოდ შერაცხილი, უფრო მეტიც, ყოველგვარი ქების ღირსი კანონიერი და მართალი სასამართლო? ამას ვწერ შენს ღმრთისმსახურებას, რომელიც ახლა, ჩემდამი და ყოვლად ღირსი და უფრო მეტად ღმრთისმოყვარე ჩვენი ძმისა და თანაეპისკოპოსის პროკლესადმი გამოგზავნილ წერილებში ეპისკოპოსს უწოდებს ძალზე მოკრძალებულ და ყოვლად ღმრთისმსახურ პეტრეს, ის კი მწარედ ტირის და თავისი საკუთარი ეკლესიისაგან ჩამოშორებას უსამართლოდ მიიჩნევს.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:03)

დაწვრილებით...

 

სიტყვა, წარმოთქმული იმის შესახებ, როდესაც ღმრთის გამოცხადება დაემთხვევა კვირა დღეს

ჩვეულებაცაა და სამართალიც თხოულობს ჩვენგან ყოველი კვირა დღის პატივისცემასა და მის დღესასწაულობას, ვინაიდან ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ ამ დღეს მოგვმადლა ჩვენ მკვდრეთით აღდგომა. ამის გამო საღმრთო წერილში ამ დღეს ეწოდება პირველი, როგორც ჩვენი ცხოვრების დასაწყისს, და მერვე, როგორც ურიების (იუდეველების) შაბათობაზე ზეაღსრულს. რადგანაც წმინდა ღმრთისგამოცხადების დღე მარხვის დღედ არის დაწესებული, ჩვენ მართებულად უნდა განვაგოთ და ბრძნულად უნდა მივუჩინოთ თითოეულ ამ დღეს მისთვის შესაფერისი პატივი. მცირეოდენი ფინიკის მიღებით ჩვენ თავს ავარიდებთ მწვალებლობებს, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს აღდგომის დღეს, და მის შესაფერის თავშეკავებას მივუძღვნით მარხვის დღეს. დაველოდებით სამწუხრო შეკრებას, რომელიც სრულდება ღმრთის ნებით, ხოლო შევიკრიბებით მეცხრე საათიდან (ჟამიდან).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:03)

დაწვრილებით...

 

(იგი იყო ერთი კონსტანტინოპოლში შეკრებილ ასორმოცდაათ წმინდა მამათაგანი)

ზოგიერთი ეპისკოპოსისა და მღვდელმსახურის მიერ მისთვის მიცემულ კითხვებზე

1. კითხვა: თუ შვიდი წლის კათაკმეველი ყრმა ან სრულწლოვანი მამაკაცი მოხვდება სადმე ჟამისწირვაზე და უცოდინრობით ეზიარება, როგორც უნდა მოექცნენ მას?

პასუხი: საჭიროა მისი ნათლისცემა, რადგან ღმრთისაგან არის მოწოდებული.

2. კითხვა: თუ კათაკმეველი ეშმაკისაგანაა შეპყრობილი და ის ან მისი ახლობელი მოისურვებენ, რომ მიიღოს წმინდა ნათლისღება, უნდა მიიღოს თუ არა? და განსაკუთრებით, თუ სიკვდილს არის მიახლოებული?

პასუხი: თუ ეშმაკისგან შეპყრობილი არ განიწმინდება არაწმინდა სულისაგან, არ შეიძლება წმინდა ნათლისცემის მიღება, ხოლო სიკვდილის დროს კი მიიღებს ნათლისცემას.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:03)

დაწვრილებით...

 

შენთვის უფრო საჭიროა იმის ცოდნა, რომ ყველა წიგნი არ არის უცთომელი, რომელსაც შერქმეული აქვს საქებელი სახელი საღმრთო წერილისა, რადგან არის ფსევდოწიგნებიც, ზოგჯერ ნამდვილის მსგავსი და ახლოს მდგომი, როგორც ნათქვამია ჭეშმარიტების მეტყველთაგან, და ზოგჯერ ყალბად დართული და ყოვლად ნატყუარი, ისევე, როგორც ყალბი ფული, რომელსაც სახე მეფისა ახატია, მაგრამ ნივთიერად უნდოა სრულიად. ამიტომ საღმრთო წიგნებს აღვრიცხავ სრულად, რომ იცოდე: პირველად ვახსენებ ძველი აღთქმის ხუთწიგნეულს: დაბადება, გამოსვლათა და ლევიტელთა შუა წიგნია, შემდეგ რიცხვთა და მერმე მეორე სჯულისა. ამათ ისუც (ნავეს ძე) მიუმატე და მსაჯულთა წიგნი, მერმე რუთისა და ოთხივე მეფეთანი. წიგნნი ნეშტთა - ორ წიგნად რომ აღირიცხვის, ეზრა მათთანავე - პირველი და მეორე. შემდეგ ჩამოგითვლი მუხლედ (ლექსად გაწყობილ) ხუთ წიგნს: ღვაწლმრავალი და გვირგვინმრავალი იობი, სულის დამატკბობელი ფსალმუნთა წიგნი. შემდეგ სამი წიგნი ბრძენი სოლომონისა: იგავნი, ეკლესიასტე და ქება-ქებათა.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:04)

დაწვრილებით...

 
More Articles...