Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ერთ-ერთი სქოლიო (96-ე) დართული წმ. იოანე დამასკელის სიტყვებზე :ნების განღმრთობასაც ვამბობთ, მაგრამ არა ისე, რომ თითქოს შეიცვალა ბუნებითი მოძრაობა, არამედ იმგვარად, რომ შეუერთდა იგი სიტყვის საღვთო და ყოვლადძლიერ ნებას და გახდა განკაცებული ღვთის ნება. ამიტომ, როდესაც ქრისტემ, ერთი მხრივ, ინება დაფარულიყო, ვერ შეძლო ეს, სათნოიჩინა რა ღმერთმა-სიტყვამ, რომ თავისი თავის მიერ გაეცხადებინა მასში ჭეშმარიტად მყოფი უძლურება ადამიანური ნებისა. მეორე მხრივ, ინება მან და იმოქმედა კეთროვნის განწმენდა საღვთო ნებასთან ერთობის შედეგად" ("მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", თავი 61).

აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს ხსენებული ნაშრომის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს, სადაც დამასკელი ზედმიწევნით განმარტავს მაცხოვართან დაკავშირებულ ცნობილ სახარებისეულ უწყებას იმის შესახებ, თუ როგორ ვერ შეძლო უფალმა დაფარულიყო, ნებავდა რა ეს. სწორედ აღნიშნული უწყება მოიხმობოდა და მოიხმობა ნესტორიანელთა მხრიდან იმის საჩვენებლად, თუ როგორ იყო თითქოსდა რეალურად უძლური მაცხოვარი კაცობრივად, არ უკვირდებიან რა, რომ იქვე იმავე წმინდა უწყებაში უცხადესადაა ნამცნები კაცობრივი ნებისთვის აბსოლუტურად შეუძლებლის აღსრულება უფლისგან სწორედ იმავე კაცობრივი ნებით. კერძოდ, ვგულისხმობთ კეთროვნის განკურნებას, რასაც ქალკედონური ღვთისმეტყველება და თვით იოანე დამასკელიც სწორედ მაცხოვრის კაცობრივ ნებას განუკუთვნებს. შესაბამისად რა დასკვნას ვაკეთებთ ზემოთქმულიდან? ნუთუ წმინდა სწავლება თავის თავს ეწინააღმდეგება, როდესაც, ერთი მხრივ, მიგვითითებს იმაზე, რომ მაცხოვრის კაცობრივი ნება მოქმედებს მისთვის ბუნებითად აბსოლუტურად შეუძლებელს, მეორე მხრივ კი იგივე ნება თითქოსდა ბუნებითი უძლურების ქვეშაა დაკირთებული და მოკლებულია ძალმოსილებას ანუ რეალურად მარად-უძლურია.

ამ საკითხზე დაწვრილებითი განმარტება სხვა შრომაში გვექნება წარმოდგენილი, ამჯერად კი ყურადღებას მივაქცევთ იმ გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტს, რაც მკვეთრადაა ხაზგასმული დამასკელის მიერ. ვგულისხმობთ დოგმატს იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო მაცხოვრის კაცობრივმა ნებამ, თავისთავად უძლურებითმა, შეუძლებლის აღსრულება და კეთროვნის საკვირველებითი განკურნება. დავუკვირდეთ ზემორე მონაკვეთის დამაბოლოებელ სიტყვებს: „ინება მან და იმოქმედა კეთროვნის განწმენდა საღვთო ნებასთან ერთობის შედეგად“. როგორც ვხედავთ, უცხადესადაა განმარტებული, რომ მაცხოვრის კაცობრივმა ნებამ შეუძლებელი შეძლო არა თავისთავად, არა როგორც ლიტონმა (განუღმრთობელმა) კაცობრივმა ნებამ, არამედ - მხოლოდდამხოლოდ იმ განღმრთობილობის ძალით, რაც მას (კაცობრივ ნებას) შესძინა საღვთო ნებასთან უმწვერვალესმა ერთჰიპოსტასურმა შეერთებამ. ამრიგად, ყოვლისშემძლე საღვთო ნებასთან შეერთებულობით მაცხოვრის კაცობრივი ნებაც შეუძლებლის შემძლეა. ახლა იმ კითხვას ვუპასუხოთ, თუ რას ნიშნავს საღვთო ნებასთან შეერთებულობა. ამ საკითხს დამასკელი არაერთგზის განიხილავს და არაერთგზის სცემს აბსოლუტურად გარკვეულ და ერთმნიშვნელოვან პასუხს: მაცხოვრის კაცობრივი ნება ნებსით აბსოლუტურად ემორჩილება საღვთო ბუნების ყოვლისშემძლე ნებას და მხოლოდ ის ნებავს მას (კაცობრივ ნებას), რაც საღვთო ნებას ნებავს, რომ ინებოს მან (კაცობრივმა ნებამ). მოვისმინოთ:

„ნებავდა უფლის სულს, თვითუფლებრივად აღძრულს, მაგრამ ის ნებავდა მას თვითუფლებრივად, რაც მის საღვთო ნებას ნებავდა, რომ ენება მას“ (შდრ. ბერძნ. ἤθελε μὲν αὐτεξουσίως κινουμένη ἡ τοῦ Κυρίου ψυχή, ἀλλ᾿ ἐκεῖνα αὐτεξουσίως ἤθελεν, ἃ ἡ θεία αὐτοῦ θέλησις ἤθελε θέλειν αὐτήν•, ინგლ. the soul of the Lord being moved of its own free-will willed, but willed of its free-will those things which His divine will willed it to will, რუს. хотя душа Господа желала, свободно движимая, однако она свободно желала того, чего Божественная Его воля желала, чтобы она [душа] хотела, ეფრემი: „თჳთმფლობელობითა აღძვრითა ინებებდა სული იგი საუფლოთა მათ ჴორცთაჲ, არამედ მას ინებებდა თჳთმფლობელობით, რაოდენი-რაჲ ენების საღმრთოსა მას ნებასა მისსა“, არსენი: „ინებებდა უკუე სული უფლისაჲ თჳთმფლობელითა მოძრავობითა, არამედ მათ ინებებდა თჳთმფლობელობით, რაომელთაჲ ენების ნებებაჲ მისი საღმრთოსა ნებასა მისსა“).

ამრიგად, მაცხოვრის კაცობრივი ნება ყოვლითურთ იმას ნებელობდა, რაც მის საღვთო ნებას ნებავდა, რომ ენება მას. შესაბამისად, ისიც, თუ თავისთავად როგორი უძლურებითია კაცობრივი ნება, მაცხოვრის კაცობრივ ნებას შეეძლო წარმოეჩინა სწორედ საღვთო ნების დაშვებით და არა საღვთო ნებისგან დამოუკიდებლად, ხოლო წარმოჩენა იმის, რომ კაცობრივი ნება თავისთავად უძლურებითია, აუცილებელი იყო, რომ მტკიცედ გვერწმუნა ძე-ღმერთისგან სრული კაცების მიღება, - იმ კაცებისა, რაც, ცალკე აღებული, უძლურებითია და მონური, მაგრამ მაცხოვრის ყოვლისშემძლე ჰიპოსტასთან შეერთებულობაში ეგევე მონური კაცება აბსოლუტურად განიქარვებს მონურ მდგომარეობას, აღივსება რა იგი (კაცება) ოდენ საღვთო ბუნების მეუფებითი ღირსებით და ხდება რა ყოვლითურთ და აბსოლუტურად ერთმეუფებითი ღმრთეებასთან პირდაპირი გაგებით. მართლაც, მაცხოვრის კაცებაში რომ მონურობის თუნდაც მისხალი დარჩენილიყო საღვთო მეუფებასთან უმწვერვალესი შეერთების შემდეგ, აუცილებელი იქნებოდა, რომ მაცხოვარს, როგორც კაცობრივად თუნდაც უმცირესად მონურს, თაყვანი ეცა თავისივე თავისთვის, როგორც საღვთოდ (საღვთო ბუნების მიხედვით) ყოვლისშემძლე მეუფისთვის, და ეს იმიტომ, რომ მონა აუცილებლად ბატონის მონაა ანუ მონა მხოლოდ ისაა, ვისაც ჰყავს ბატონი, რომელსაც მან თაყვანი უნდა სცეს, თუმცა მონა და ბატონი გარდაუვალად ორი ჰიპოსტასია, როგორც ბრძანებს წმინდა იოანე დამასკელი:

„მეუფე და მონა ერთი ძე ვერ იქნება, ... ვინაიდან არ არის ერთი ღირსება მეუფება და მონობა“ (შდრ.Ὁ δεσπότης γὰρ καὶδοῦλος εἷς υἱὸς οὐκ ἂν γένοιντο... οὐ γὰρ μία ἀξία δεσποτεία καὶ δουλεία1. შდრ. არსენის თარგმ. "მეუფე და მონაჲ ერთ ძე ვერ იქმნებიან, ... რამეთუ არა ერთ პატივ არიან მეუფებაჲ და მონება2, რუს. თარგმ. господин и раб не могли бы стать одним сыном... ведь не одно достоинство господство и рабство3.

სწორედ ამიტომაა, რომ როგორც ზემოთ ვნახეთ, VII მსოფლიო კრების ანათემატური დანართი ანუ „მართლმადიდებლობის სინოდიკონი“ სამგზის ანათემით სამარადაჟამოდ გმობს და უკუნისამდე დაწყევლილობას განუკუთვნებს ყველა იმ პირს, ვინც, ნესტორისებრ, მაცხოვრის კაცებაში მონურობის, მონური მდგომარეობის თუნდაც ნიშანწყალს ხედავს და, შესაბამისაად, ორ ჰიპოსტასად განკვეთს ერთ ქრისტეს. ამიტომ, ყველასთვის აშკარა უნდა იყოს, რომ მაცხოვრის კაცობრივ ბუნებაში მონურობის ნებისმიერი აზრით მაღიარებელი სამგზის წყეულია, ეშმაკეულია და ამგვარი პირის არათუ მღვდლობა, არამედ ზოგადად ქრისტიანთა კრებულში რაიმე სახით მოაზრება ანთუ, მთლად უარესი, ზიარებაზე დაშვება აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ვინაიდან მსგავსი ცრუქრისტიანები, რომლებიც ნესტორზე ადრეც, ნესტორის დროსაც, ნესტორის შემდეგაც მრავალნი იყვნენ და სადღეისოდაც საკმაო რაოდენობით არიან შვენს გვერდით, პირდაპირ, გაცხადებულად უჯანყდებიან მართლმადიდებელ ეკლესიას, მსოფლიო კრებებს და უდიდეს საკრებო განჩინებას, - სწორედ იმ განჩინებას, რომლის მიხედვითაც სამარადისო ანათემას შეეყენებიან. გავიხსენოთ აღნიშნული ანათემა:

"იმათ, რომლებსაც რაღაც სიახლეები შემოაქვთ ჩვენი უფლის, ღმერთის და მაცხოვრის იესო ქრისტეს ხორციელ განგებულებასთან [=განკაცებასთან, ე.ჭ.] დაკავშირებით და ამბობენ ან ფიქრობენ, რომ ქრისტეს კაცება თაყვანს სცემს მიუახლებელ ღმრთეებას მონურად, და რომ აქვს მას [ქრისტეს კაცებას] მარადიული მონურობა როგორც არსობრივი და განუშორებელი, ანათემა სამგზის!“.

ბერძნ.

Τοῖς εἰσάγουσιν ἐπὶ τῆς ἀρρήτου ἐνσάρκου οἰκονομίας τοῦ Κυρίου καὶ Θεοῦ καὶ σωτῆρος ἡμῶν Ἰησοῦ Χριστοῦ καινοφωνίας τινάς, καὶ λέγουσιν ἢ φρονοῦσι προσκυνεῖν τὸ ἀνθρώπινον τοῦ Χριστοῦ τῇ ἀπροσίτῳ θεότητι δουλικῶς, καὶ τὴν δουλείαν ἀίδιον κεκτῆσθαι ὡς οὐσιώδη καὶ ἀνα­πό­βλητον, ἀνάθεμα (γ΄)4.

რუს. თარგმ. Успенский-ის გამოცემის მიხედვით5:

Вводящихъ о неизреченномъ плотскомъ смотренiи Господа Бога и Спаса нашего Iисуса Христа суесловiя нѣкая - и глаголющихъ или мудрствующихъ покланятися человѣчеству Христову неприступному Божеству рабски и работное пребыть, но имѣти яко существенно и неотложно анафема!

რუს. თარგმ. რედაქტირებული6:

Вводящих о неизреченном плотском смотрении Господа Бога и Спаса нашего Иисуса Христа суесловия некие, и глаголющим, или мудрствующим покланятися человечеству Христову неприступному божеству рабски и работу присносущную стяжати якоже существеннню и неотемлемую анафема.

ფრანგ. თარგმ.

Ceux qui introduisent, à propos de l'Incarnation de Notre Seigneur Dieu et Sauveur Jésus-Christ, des propositions vaines, et disent ou pensent que l'humanité du Christ rend un culte d'esclave à la Déité inaccessible et possède la condition éternelle d'esclave comme une propriété essentielle et inséparable, anathème7.

ინგლ. თარგმ.

To them who introduce a heretical, new understanding concerning the ineffable Economy of the Incarnation of our Lord and God and Saviour Jesus Christ, and say or think that Christ's human nature, like a servant, worships the unapproachable Divinity and everlastingly retains servitude as an essential and inseparable mark, Anathema (3)8.

აღნიშნულ ანათემას დოგმატური საფუძველი შეუმზადა სწორედ წმ. იოანე დამასკელმა, რომელმაც უდიდესი სიმკვეთრით განაჩინა:

„ხოლო რომლებიც მონად ამბობენ მას, ისინი ორად განყოფენ ერთ ქრისტეს, მსგავსაად ნესტორისა, მაგრამ ჩვენ მეუფედ ვამბობთ მას და უფლად მთელი შესაქმისა, ერთ ქრისტედ, რომელიც თანამყისიერად არის ღმერთიც და ადამიანიც, და რომელმაც იცის ყოველივე, „რადგან მასშია სიბრძნისა და ცოდნის ყველა დაფარული საუნჯე“ (კოლას. 2.3) (შდრ. ბერძნ. Οἱ δὲ λέγοντες αὐτὸν δοῦλον διιστῶσι τὸν ἕνα Χριστὸν εἰς δύο καθάπερ Νεστόριος. Ἡμεῖς δὲ Δεσπότην αὐτόν φαμεν καὶ Κύριον πάσης τῆς κτίσεως, τὸν ἕνα Χριστόν, τὸν αὐτὸν Θεόν τε ὁμοῦ καὶ ἄνθρωπον, καὶ πάντα εἰδέναι· «ἐν αὐτῷ γάρ εἰσι πάντες οἱ θησαυροὶ τῆς σοφίας καὶ τῆς γνώσεως ἀπόκρυφοι». რუს. А те, которые говорят, что Он - раб, разделяют единого Христа на два, совершенно так, как Несторий. Мы же говорим, что Он - Владыка и Господь всякой твари, единый Христос, Один и Тот же вместе и Бог, и человек, и все знает: в Нем же суть вся сокровища премудрости и разума сокровенна, ეფრემი: „ხოლო რომელნი იტყჳან მას მონად, განჰყოფენ ერთსა ქრისტესა ორად მსგავსად ნესტორისსა, არამედ ჩუენ მეუფედ ვიტყჳთ მას და უფლად ყოვლისა დაბადებულისა, ერთსა ქრისტესა, მასვე ერთბამად ღმერთსა და კაცსა და მეცნიერად ყოვლისა ვქადაგებთ მას, რამეთუ „მის შორის არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და დაფარულნი მეცნიერებისანი“, არსენი: „ხოლო მეტყუელნი მისნი მონად, განჰკუეთენ ერთსა ქრისტესა ორად, ნესტორისებრ, ხოლო ჩუენ მეუფედ ვიტყჳთ და უფლად ყოვლისა აგებულისად ერთსა მას ქრისტესა, მასვე ერთბამად ღმერთად და კაცად და ყოველთა მეცნიერად, რამეთუ „მის შორის არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისა დაფარულნი“).

ამრიგად, მაცხოვრის კაცობრივი ნება, - თავისთავად, ცხადია, არაყოვლისშემძლე და უძლურებითი, - საღვთო ნებასთან შეერთებულობაში შეუძლებლის შემძლეა. მაგრამ არსებობს კი თუნდაც უწამიერესი ჟამი როდესაც მაცხოვრის კაცობრივი ნება არ იყოს შეერთებული საღვთო ნებასთან და არ იყოს მისდამი აბსოლუტურ ნებაყოფლობით მორჩილებაში? ასეთი ჟამი არ არსებობს. ამიტომ, ვინაიდან ყოვლისშემძლე საღვთო ნებასთან შეერთებულობაში მაცხოვრის კაცობრივი ნებაც შეუძლებლის შემძლეა, ხოლო აღნიშნული შეერთებულობა მარადიულია და აბსოლუტურად შეუძრავი, დასკვნა ერთია: მაცხოვრის კაცობრივი ნება, თავისთავად უძლურებითი და უძალო, ყოვლადძლიერ საღვთო ნებასთან შეერთებულობაში თვითონაც საღვთო ნების ყოვლისშემძლეობას ავლენს, ხოლო ის უძლურება, რაც კაცობრივ ნებას თავისთავად ახასიათებს, მაცხოვრის კაცობრივი ნებისგან ვლინდება მხოლოდდამხოლოდ განგებულებითად, დაშვებითად ანუ საჭიროებისამებრ (კერძოდ, იმის საჩვენებლად, რომ მაცხოვრის კაცება ბუნებითად ანუ თავისთავად ყოვლითურთ ჩვენეულია). აი, დამასკელის სიტყვები:

„ამგვარად, ქრისტეს ბუნებითად ჰქონდა ნებება როგორც ღმერთს და, აგრეთვე, როგორც ადამიანს, თუმცა მისდევდა და ემორჩილებოდა მის [საღვთო] ნებას ადამიანური [ნება], რადგან ეს უკანასკნელი არ აღიძვროდა საკუთარი განზრახულებით, არამედ ის ნებავდა, რაც ნებავდა მის საღვთო ნებას. მართლაც, როდესაც საღვთო ნება დაუშვებდა, მაშინ განიცდიდა იგი (კაცობრივი ნება) მისთვის ბუნებითად თვისობრივს“ (შდრ. ბერძნ. Εἶχε μὲν οὖν φυσικῶς καὶ ὡς Θεὸς καὶ ὡς ἄνθρωπος τὸ θέλειν, εἵπετο δὲ καὶ ὑπετάσσετο τῷ αὐτοῦ θελήματι τό ἀνθρώπινον μὴ κινούμενον γνώμῃ ἰδίᾳ, ἀλλὰ ταῦτα θέλον, ἃ τὸ θεῖον αὐτοῦ ἤθελε θέλημα. Παραχωρούσης γὰρ τῆς θείας θελήσεως ἔπασχε τὰ ἴδια φυσικῶς. რუს. Он имел волю природно, и как Бог, и как человек; но человеческая следовала и подчинялась Его воле, не движимая собственным намерением, но желая того, чего желала божеская Его воля. Ибо когда позволяла божеская воля, она терпела свойственное ей естественным образом, ეფრემი: „და აქუნდა ბუნებითი ნებებაჲ, ვითარცა ღმერთსა და ვითარცა კაცსა, ხოლო შეუდგებოდა და მორჩილ ექმნებოდა ნებასა ღმრთეებისა მისისასა ნებაჲ კაცობრივი, რამეთუ არა თავით თჳსით აღიძვროდა, არამედ მას ინებებდა, რაჲცა იგი ენების საღმრთოსა მას ნებასა მისსა. და რაჟამს მიუშჳს საღმრთომან ნებამან, მაშინ ევნებოდის მას ბუნებითად“, არსენი: „ვინაჲცა აქუნდა ბუნებითად, ვითარცა ღმერთსა და ვითარცა კაცსა, ნებებაჲ. ხოლო შეუდგებოდა და ემორჩილებოდა საღმრთოსა ნებასა მისსა არა აღძრვითა თჳსაგან ჯერჩინებისა თჳსისაჲთა, არამედ მათითა ნებებითა, რომელნი ჰნებვიდიან საღმრთოსა ნებასა მისსა, რამეთუ მიუშჳს რაჲ საღმრთომან ნებამან, ბუნებითად შეემთხუეოდიან ბუნებითნი თჳსნი“).

ამასთან, უძლურების გამოვლენა ზოგჯერ ნიშანია არა უძლურებისა, არამედ განგებულებითი მიზანდასახულობისა, ისევე როგორც უფლის მიერ მონის ხატის მიღება და კაცობრივი ბუნების უღირსებამდე დადაბლება უძლურების გამოხატულება კი არ იყო, არამედ - ყოვლისშემძლეობითი განგებულების (ამიტომაა, რომ „განკაცება“ სწორედ „განგებულებად“ ანუ „ოიკონომიად“ იწოდება დოგმატურ სწავლებაში). მართლაც, განგებულებითი ანუ საჭიროებითი მიზანდასახულობა რომ არ ყოფილიყო, უფლის კაცობრივი ნება, რომელიც, როგორც ვნახეთ, საღვთო ნებასთან შეერთებულობის შედეგად შეუძლებლის შემძლეა, როგორ ვერ შეძლებდა თუნდაც იმას, რომ სხვათაგან დაფარულიყო ანუ ემოქმედა ის, რაც ჩვეულებრივი წმინდანისთვისაც კი არ არის შეუძლებელი? გავიხსენოთ, მაგალითად, რომ წმ. ლუკიანე ანტიოქიელმა, საღვთო მოღვაწეობის შედეგად სწორედ ამგვარი მოქმედების (სრული გაუჩინარების) მადლი მიიღო ღვთისგან, ნებისმიერ დროს შეეძლო რა, ნებისამებრ, საკვირველად მიფარულიყო სხვების თვალთაგან (შდრ.  „ესევითარსა საზომსა მიიწია სიმაღლითა მოქალაქობისა და მოღუაწებისა თჳსისაჲთა, ვიდრემდის ვალნ რაჲ ქალაქსა შინა, რომელთაჲ ჰნებავნ, ეჩუენის და რომელთაჲ არა ჰნებავს, უხილავ არნ მათ მიერ ყოვლადვე“, დიდი სვინაქსარი, მ. დოლაქიძისა და დ. ჩიტუნაშვილის გამოც. თბ. 2017, გვ. 43). ამრიგად, ის, რისი გაკეთებაც წმ. ლუკიანეს (რომელიც დიდმოწამის რანგშიც კი არ არის) ყოველწამს შეეძლო, - კერძოდ, სურვილისამებრ სრული გაუჩინარება, - როგორღა არ შეეძლო უფალს თავისი უმწვერვალესად განღმრთობილი კაცობრივი ნებით? ამრიგად, ნათელია, რომ უფლის კაცობრივი ნება მისთვის თავისთავად თვისობრივს ოდენ საღვთო ნების დაშვებით ანუ განგებულებითად (დაშვება ყოველთვის განგებულებითია) მოქმედებდა და არა დამოუკიდებლად. შესაბამისად, დასკვნა ერთადერთია:

მაცხოვრის კაცობრივი ნება თავისთავად, ცხადია, ჩვენებრ უძლურებითია (და საჭიროების შემთხვევაში იგი, საღვთო ნების დაშვებით, ავლენს კიდეც ამას), მაგრამ იგივე უძლურებითი კაცობრივი ნება ყოვლისშემძლე საღვთო ნებასთან შეერთებულობაში თვითონაც ყოვლისშემძლე ხდება, სწორედ ესაა უცილობელი და აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი დასკვნა წმ. იოანე დამასკელისა, რაც ყოვლითურთ მკაფიოდ, სრულიად ნათლად და აშკარად არის ნამცნები მისგან შემდეგ სიტყვებში:

„ერთი მხრივ, მისი საღვთო ნებელობა დაუსაბამო იყო, ყოვლისმოქმედი (ჰქონდა რა შესაბამისი ძალაც) და უვნებო, ხოლო მისი ადამიანური ნებელობა დროში იწყებოდა, ამასთან, დაითმენდა იგი ბუნებისეულ, უყვედრელ განცდებს და ბუნებითად ყოვლისშემძლე არ იყო, თუმცა კი იყო ყოვლისშემძლე, როგორც ჭეშმარიტად და ბუნებითად ღმერთ-სიტყვის [კუთვნილებად] ქმნილი“ (გარდ. თ. 62).

ბერძნ. Ἡ μὲν γὰρ θεία αὐτοῦ θέλησις ἄναρχός τε ἦν καὶ παντουργός, ἑπομένην ἔχουσα τὴν δύναμιν καὶ ἀπαθής, δὲ ἀνθρωπίνη αὐτοῦ θέλησις ἀπὸ χρόνου τε ἤρξατο καὶ αὐτὴ τὰ φυσικὰ καὶ ἀδιάβλητα πάθη ὑπέμεινε καὶ φυσικῶς οὐ παντοδύναμος ἦν, ὡς δὲ τοῦ Θεοῦ Λόγου ἀληθῶς καὶ κατὰ φύσιν γενομένη καὶ παντοδύναμος. PG. 94, col. 1076 B – 1077 A.

ეფრემის თარგმ. „საღმრთოჲ იგი ნებაჲ მისი დაუსაბამო იყო და დამბადებელ ყოვლისა და შედგომილად თჳსად აქუნდა ძალი და უვნებელობაჲ, ხოლო კაცობრივი იგი ნებაჲ მისი ჟამიერად დაწყებულ იყო, ამისთჳსცა თავს-იდებდა ბუნებითთა და თანაწარუვალთა ვნებათა და ბუნებით არა ყოვლის-შემძლებელ იყო, ხოლო ვითარცა ჭეშმარიტებით სიტყვსა ღმრთისა შეერთებული და ბუნებით მისდა მიახლებული, ყოვლისა-შემძლებელცა ქმნილ იყო“, წმ. იოანე დამასკელი, გარდამოცემა, 2000, გვ. 201-211.

არსენის თარგმ. „საღმრთოჲ ვიდრემე ნებაი მისი დაუსაბამო იყო და ყოველთა-მოქმედ, მიმდგომად ნებისა მქონებელი ძალისაჲ, და უვნებელ იყო, ხოლო კაცობრივი ნებაჲ მისი ჟამიერად დაწყებულ იყო და ბუნებითთა და უგიობელთა ვნებათა მიითუალვიდა და ბუნებით არა ყოვლის-შემძლებელ იყო, ხოლო ვითარცა ბუნებით და ჭეშმარიტებით სიტყჳსა ღმრთისად ქმნილი, ყოვლისა-შემძლებელცა იყო“, წმ. იოანე დამასკელი, გარდამოცემა, 2000, გვ. 201-211.

რუს. 2002 თარგ. божественная Его воля была и безначальна, и способна сделать все, имея следовавшее за нею могущество, и бесстрастна, человеческая же Его воля началась во времени, и сама перенесла те страсти, которые были природны и непредосудительны, и по природе не была всемогуща, но как поистине и по природе ставшая волей Бога Слова, она была и всемогуща. ТОЧНОЕ ИЗЛОЖЕНИЕ ПРАВОСЛАВНОЙ ВЕРЫ, перевод А. А. Бронзова გვ. 268-271. რუს. 1894: человеческая же Его воля началась с [известного] времени, и сама перенесла те страсти, которые были естественны и беспорочны, и по природе, конечно, не была всемогуща, но, как сделавшаяся принадлежностью Бога Слова поистине и по естеству, она была и всемогуща9, რუს. 1913: Человеческая же Его воля и начало свое получила с (известного) времени, и сама претерпела естественные и непорочные страсти и естественно не была всемогуща, но, как сделавшаяся истинно и по природе волею Бога Слова, стала и всемогуща10.

ინგლ. Chase 1958: his human will had a beginning in time and was itself subject to natural and irreprehensible passions. Although by its own nature it was not omnipotent, it was so in so far as it had been made to belong truly and naturally to God the Word11. ინგლ. Salmond 1908: His human will had a beginning in time, and itself endured the natural and innocent passions, and was not naturally omnipotent. But yet it was omnipotent because it truly and naturally had its origin in the God-Word12.

ფრანგ. თარგ. sa volonté divine était sans commencement, tout puissante avec la puissance correspondante, et impassible, et sa volonté humaine commença dans le temps, elle supporta les passions irréprochables de sa nature; elle n'était pas par nature tout puissante bien que, devenue véritablement par nature celle du Verbe de Dieu, elle fut aussi tout puissante13.

გერმ. Steinhofer, 1923: Sein menschlicher Wille aber begann in der Zeit und erfuhr die natürlichen und tadellosen Affekte. Er war zwar von Natur nicht allmächtig, aber da er in Wahrheit und der Natur nach [Wille] des Gott-Logos wurde, war er doch allmächtig.

ზემორე ციტატა სავსებით ნათელს ხდის, რომ მაცხოვრის კაცობრივი ნება თვითუფლებრივად ანუ ნებაყოფლობითად აბსოლუტურად დაქვემდებარებულია საღვთო ნებისადმი და პირველშექმნითვე მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ საღვთო ნების შესაბამისად ანუ ნებავს მას [კაცობრივ ნებას] მხოლოდ ის, რაც საღვთო ნებას ნებავს, რომ ნებავდეს მას [კაცობრივ ნებას].

მაცხოვრის კაცობრივ და საღვთო ნებათა ეგზომ უმწვერვალესი განუყოფელ-შეურევნელი ჰიპოსტასური შეერთება იმ უზესთაეს შედეგს იძლევა, რომ, როგორც აღვნიშნავდით, მაცხოვრის კაცობრივი ნება, თავისთავადი მდგომარეობითა და მოცემულობით ყოვლითურთ არა-ყოვლისშემძლე ანუ უძლურებითი, თავისი პირველწარმოქმნითვე ანუ ღმრთეებასთან ჰიპოსტასური შეერთებისთანავე დაუყოვნებლივ და მარადიულად მდიდრდება საღვთო ნების ყოვლისშემძლეობითი ღირსებით.

ეს ნიშნავს იმას, რომ საღვთო ნების ბუნებითი ყოვლისშემძლეობის კვალობაზე, მაცხოვრის კაცობრივი ნებაც გამდიდრებითად ანუ ღირსეულობითად (და არანაირად - ბუნებითად) ყოვლისშემძლე ხდება, რაც არის სწორედ უფლის კაცობრივი ნებისა და კაცობრივი მოქმედების სრული განღმრთობილობა და განკაცებული ღმერთის კაცობრივ ნებად და მოქმედებად მათი [მაცხოვრის კაცობრივი ნებისა და კაცობრივი მოქმედების] მყისიერი და მარადისი ქმნილობა.

ახლა მოვუსმინოთ წმ. მაქსიმე აღმსარებელს:

“სახელი “ქრისტე” ცხადმყოფელია არა ბუნებისა, არამედ - შედგენილი ჰიპოსტასისა. ეს ნიშნავს, რომ მთელი ქრისტე არის უფალიც, ღმერთიც და ყოვლადძლიერიც, აქვს რა თავის თავში, აგრეთვე, ისიც, რაც ჩვენს გამო და ჩვენი ცხონებისთვის განუყოფლად და შეურევლად შეიმოსა - ხორცი ვნებადი და არა-ყოვლისშემძლე, ქმნილი, ხილული, გარეშეწერილი, რომელსაც [ქრისტეს ხორცს ანუ კაცებას,] ჰქონდა ნება, ბუნებითად არაყოვლისშემძლე, მაგრამ ქრისტეში ყოვლისშემძლე” (შდრ.Τὸ Χριστὸς ὄνομα, οὐ φύσεως ἐστί δηλωτικὸν, ἀλλὰ συνθέτου ὑποστάσεως Τουτἐστιν, ὅλος ὁ Χριστός, καὶ Κύριός ἐστι καὶ Θεός, καὶ παντοδύναμος, ἔχων ἐν ἑαυτῷ καὶ ἥν δι’ ἡμᾶς, καὶ διὰ τὴν ἡμετέραν σωτηρίαν ἀδιαιρέτως καὶ ἀσυγχύτως ἐφόρεσε σάρκα παθητήν καὶ οὐ παντοδύναμον, κτιστήν, ὀρατήν, περιγραπτήν, τήν μή παντοδύναμον φυσικῶς, ἀλλ’ ἐν τῷ Χριστῷ παντοδύναμον θέλημα ἔχουσαν. ლათ. Christi nomen non naturam significat, sed hypostasim seu personam compositam. Hoc est, totus Christus et Dominus et Deus est, et omnipotens, habens in seipso etiam quam pro nobis ac propter nostram salutem indivise et inconfuse carnem gestavit passibilem, non omnipotentem; creatam, oculis subjectam, circumscriptam; non natura omnipolentem, sed in Christo omnipotentem nactam voluntatem, Ibid, col. 267 A-B; შდრ. რუს. თარგ.  «Имя Христа обозначает не естество, а сложную Ипостась (συνϑέτου ὑποστάσεως). То есть весь Христос есть и Господь, и Бог, и всемогущий, имея в Себе и плоть, которую ради нас и ради нашего спасения нераз­дельно и неслиянно носил, плоть, подверженную стра­данию и невсесильную, сотворенную, видимую, ограни­ченную; плоть, не всемогущую по естеству, но через христа имеющую всесильную волюю»14.

ამრიგად, როგორც უაშკარესად არის განწესებული, მაცხოვრის ხორცს ანუ მაცხოვრის კაცებას ჰქონდა ნება, ბუნებითად ანუ თავისთავად არაყოვლისშემძლე, მაგრამ ქრისტეში (ე.ი. ქრისტეს ჰიპოსტასთან შეერთებულობაში) - ყოვლისშემძლე.

ამავეს სწამებს XI-XII სს-ის ცნობილი საეკლესიო ეგზეგეტი და ღვთისმეტყველი ექვთიმე ზიგაბენი (ზიგადენი, ზიღაბენი) თავის სახელგანთქმულ ანტიერეტიკულ ნაშრომში სახელწოდებით „მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატური ყოვლადსაჭურველი“ (Πανοπλία δογματική, Orthodoxae Fidei Dogmatica Panoplia, Догматическое всеоружие православной веры), რაც წარმოადგენს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების უაღრესად სრულ კომპენდიუმს. ამ ნაშრომის მეშვიდე ტიტლოსში ლაკონური ფორმით წარმოდგენილია უცხადესი ფორმულირება შეერთებიდანვე განღმრთობილი მაცხოვრის კაცობრივი ბუნების ცხოველმყოფელობის, ყოვლისშემძლეობისა და ყოვლისმცოდნეობის შესახებ. მოვისმინოთ:

მინაღები [=კაცება], რომელიც ჰიპოსტასური ერთობის და ჰიპოსტასის იგივეობის გამო განიღმრთო თვით შეერთებიდანვე და ზიარებიდანვე15, დაუყოვნებლივ თანაეზიარა საღვთო აღმატებულებებსა და დიდმშვენიერებებს, და თუმცა არ განდგომია კაცობრივი ბუნების საზღვრებს, გახდა ცხოველმყოფელი და ყოვლისშემძლე და ყოვლის მცოდნე, ხოლო ითქმის იგი მონად, უმეცრად და სხვა ამგვარად, თუკი ვინმე ხილულს გამიჯნავს უხილავისგან (ე.ი. კაცებას გამიჯნავს ღმრთეებისგან, ე.ჭ.), ცხადია, მარტივი აზრით, როგორც ამბობს გრიგოლ ღვთისმეტყველი. ხოლო ექვემდებარებოდა იგი ბუნებისეულ და უყვედრელ ვნებულებებს, როგორც გაუმიჯნავი საკუთარი ბუნებისგან, რომ განკაცებაც სარწმუნო ყოფილიყო და რომ ჩვენი ვნებებიც განეკურნა მას თავისი ვნებულებებით" (Τὸ πρόσλημμα διὰ τήν καθ ̓ ὑπόστασιν ἕνωσιν, καὶ τὴν ταυτότητα τὴς ὑποστάσεως, ἐξ αὐτὴς ἑνώσεως καὶ κοινωνίας θεωθέν, μετέσχεν αὐτίκα τῶν θείων πλεονεκτημάτων καὶ μεγαλοπρεπείων. Καὶ τῶν μὲν ὅρων τῆς ἀνθρωπίνης φύσεως οὐχ ἐξεστη, γέγονε δὲ ζωοποιὸν καὶ παντοδύναμον, καὶ πάντα εἰδός. λέγεται δὲ δοῦλον, καὶ ἀγνοοῦν, καὶ τὰ τοιαῦτα, ἄν τις τὸ φαινόμενον χωρήσῃ τοῦ νοουμένου, καθά φησιν ὁ θεολόγος Γρηγόριος, ἐπινοίᾳ δηλονότι ψιλῇ. Ὑπέκειτο δὲ τοῖς φυσικοῖς καὶ ἀδιαβλήτοις πάθεσιν, ὡς μὴ ἐκστὰν τῆς οἰκείας φύσεως, καὶ ἵνα ἡ ἐνανθρώπησις πιστωθῇ, καὶ ἵνα τοῖς ἑαυτοῦ πᾶθεσιν ἰάσηται τὰ ἡμέτερα πάθη. PG. 130, col. 248 A-B).


---------------------------------------------

1 - Τοῦ ἐν ἁγίοις πατρὸς ἡμῶν Ἰωάννου τοῦ αμασκηνοῦ λόγος περὶ πίστεως κατὰ Νεστοριανῶν, Die Schriften des Johannes von Damaskos, IV, p. 249.

2 - წმ. იოანე დამასკელი, დასამჴობელად ნესტორიანთა, S 1463, 107.1.

3 - https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Damaskin/slovo-o-vere-protiv-nestorian/

4 -

5 - Успенский, синодик, с. 21.2ю

6 - синодик, http://evharistia.com/SINODIK TORZESTVA PRAVOSLAVIYA NACHALO.pdf.

7 – Gouillard, Le Synodikon, p. 68.

8 – http://www.johnsanidopoulos.com/2010 01 22 archive.html. იხ. ე. ჭელიძე, საეკლესიო დოგმატიკა და ერესები, I, თბ. 2017, გვ. 1441-1442.

9 - Преп. Иоанн Дамаскин, ТОЧНОЕ ИЗЛОЖЕН... დასახ. გამოც. 1894, с. 118.

10 – Полное собрание творений св. Иоанна Дамаскина... 1913, с. 284.

11
– St. John of Damascus, Writings… დასახ. გამოც. 1958, p. 321-322.

12 – John of Damascus, Exposition of the Orthodox Faith, Translated by S. D. F. Salmond, A Select Library of Nicene and Post-Nicene Fathers of the Chirsian Church, Second Series, Volume IX, St. Hilary of Poitiers, John of Damascus, New York, 1908, p. 67.

13 - LA FOI ORTHODOXE Suivie de DÉFENSE DES ICÔNES , Préface de Mgr Jean KOVALEVSKY Traduction, introduction et notes du Docteur Emmanuel PONSOYE, Editions "Cahiers Saint-Irénée", 1966.

14 - Собрание творений преподобного Иустина (Поповича), Том 2, Догматика Православной Церкви, Москва, 2006, c. 447.

15 - იგულისხმება კაცობრივი ბუნების ზიარება ანუ განუყრელი დაკავშირება საღვთო ბუნებასთან მაცხოვრის განკაცებულ ჰიპოსტასში.

 

წიგნიდან - წმ. იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა; ძველი ბერძნულიდან თარგმნა, ორიგინალი და ინგლისურ-რუსული თარგმანები დაურთო, წინათქმა წაუმძღვარა და სქოლიოებით აღჭურვა ედიშერ ჭელიძემ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 07 OCTOBER 2020 12:56)