Georgian (Georgia)English (United Kingdom)
გიორგი მთაწმიდელისეული რედაქცია

ახალი, შესწორებული გამოცემის მიხედვით

კანონი 1

1

ფსალმუნი პირველი, ალელუაჲ

[3]1 ნეტარ არს კაცი რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა, 2 არამედ შჯულსა უფლისასა არს ნებაჲ მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე. 3 და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცეს ნაყოფი მისი ჟამსა თჳსსა და ფურცელნი მისნი არა დასცჳვენ, და ყოველივე რაჲცა ყოს, წარემართოს მას. 4 არა ესრე უღმრთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტუერი, რომელ აგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა. 5 ამისთჳს არა აღდგენ უღმრთონი საშჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა; 6 რამეთუ უწყის უფალმან  გზაჲ მართალთაჲ და გზაჲ უღმრთოთაჲ წარწყმდეს.

 

2

ფსალმუნი დავითისი, ზედაწარუწერელი ებრაელთა შორის


[4]1 რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? 2 შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს. 3 განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი. 4 რომელი დამკჳდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ყვნეს იგინი. 5 მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და გულისწყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი. 6 ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა 7 თხრობად ბრძანებასა უფლისასა. უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ. 8 ითხოვენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკჳდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი. 9 ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისაჲთა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი. 10 და აწ, მეფენო, გულისჴმა-ყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი. 11 ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით. 12 მიიღეთ სწავლაჲ, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა, რაჟამს აღატყდეს მყის გულისწყრომაჲ მისი. ნეტარ არიან ყოველნი, რომელნი ესვენ მას.


3

ფსალმუნი დავითისი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან აბესალომისა, ძისი თჳსისა


[5]2 უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღდგეს ჩემ ზედა. 3 მრავალთა ჰრქჳან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაჲ მისი ღმრთისა მიერ მისისა.

დიაფსალმაჲ1

4 ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა. 5 ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.

დიაფსალმაჲ

6 მე დავწევ და დავიძინე და განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე. 7 არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარე მომიცვეს მე. 8 აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ. 9 უფლისაჲ არს ცხორებაჲ და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაჲ შენი.

დიდებაჲ

------------------------------------------------------------------------------------------

1 - ეკლესიის მამები მრავალგვარად განმარტავენ ხსენებულ ტერმინს, კერძოდ როგორც რიტმის ან მელოდიის ცვალებადობას ან კიდევ ერთი სულიერი ჭვრეტიდან მეორე სულიერ ჭვრეტაზე გადასვლას ანდა სამოძღვრო გვარის, აზრის თუ სიტყვის მნიშვნელობის სახეცვლას და ა.შ., თუმცა განმარტებათა მრავალგვარობის მიუხედავად არსებითი ცხადია: დიაფსალმა გულისხმობს ერთი ლოცვითი მდგომარეობიდან მეორე ლოცვით მდგომარეობაზე გადასასვლელ ზღურბლს, პაუზას, შესვენებას ანუ იმას, რასაც კარგად გამოხატავს დიაფსალმის ძველი ქართული შესატყვისი ”განსუენებაჲ”.


4

დასასრულსა გალობათასა ფსალმუნი დავითისი


[6]2 ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე, მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისაჲ. 3 ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულფიცხელ ხართ? რად გიყუარს ამაოებაჲ და ეძიებთ სიცრუვესა? 4 და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ საკჳრველ ყო უფალმან წმიდაჲ თჳსი; უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ. 5 განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაჲ სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ. 6 შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისაჲ და ესევდით უფალსა. 7 მრავალთა თქჳან: ვინ გჳჩუენოს ჩუენ კეთილი? გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისაჲ, უფალო. 8 მოეც სიხარული გულსა ჩემსა, ნაყოფისაგან იფქლისა და ღჳნისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს. 9 მშჳდობით მას ზედა დავწვე და დავიძინო, რამეთუ შენ უფალმან მხოლოჲ სასოებით დამამკჳდრე მე.

 

5

დასასრულსა, მკჳდრისათჳს ფსალმუნი დავითისი


2 სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისჴმა-ყავ ღაღადებაჲ ჩემი, [7]3 მოხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო; რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო. 4 განთიად შეისმინო ჴმისა ჩემისაჲ, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ. 5 რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უშჯულოებაჲ; არა დაიმკჳდროს შენ თანა უკეთურმან,  6 არცა დადგენ უშჯულონი წინაშე თუალთა შენთა; მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი. 7 წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუვესა; კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა. 8 ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა. 9 უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათჳს წარჰმართე შენ წინაშე გზაჲ ჩემი. 10 რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაჲ, გული მათი ამაო, სამარე ზე-აღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს. 11 საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთაჲსა განიშორენ იგინი, რამეთუ განგამწარეს შენ, უფალო, 12 და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკჳდრო მათ შორის. და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი. 13 რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისაჲთა გჳრგჳნოსან მყვენ ჩუენ.


6

დასასრულსა გალობათა შინა, მერვისათჳს ფსალმუნი დავითისი


[8]2 უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. 3 მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი. 4 და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის? 5 მოიქეც, უფალო, იჴსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობისა შენისათჳს, 6 რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ. 7 დავშუერი მე სულთქუმითა ჩემითა, დავბანო მარადღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო. 8 განრისხდა გულისწყრომითა თუალი ჩემი, განვკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა. 9 განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი, რამეთუ შეესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისაჲ; 10 ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისაჲ, უფალმან ლოცვაჲ ჩემი შეიწყნარა. [9]11 ჰრცხუენოდენ და შეძრწუნდედ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლუკუნ იქცედ და ჰრცხუენოდენ ფრიად და მსთუად.

დიდებაჲ

 

7

ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი სიტყუათა მათთჳს ქუშისთა, ძისა იემენისთა


2 უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე. 3 ნუსადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მჴსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ. 4 უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვყავ ესე, ანუ არს უშჯულოებაჲ ჴელთა ჩემთა, 5 ანუთუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი; 6 დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყნად ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი მიწასა შინა დაამკჳდროს. 7 აღდეგ, უფალო, რისხვითა შენითა, ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა და განიღჳძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ ამცენ. 8 და კრებული ერთაჲ გარე მოგადგეს შენ და ამისთჳს მაღლად მოიქეც. 9 უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო. 10 აღესრულნედ ძჳრნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, [10]რომელი განიკითხავ გულსა და თირკუმელთა, ღმერთო მართალო. 11 შეწევნაჲ ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინნის წრფელნი გულითა. 12 ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელმან არა მოავლინის რისხვაჲ მისი მარადღე. 13 არათუ მოიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს, მშჳლდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი; 14 და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი მისნი შესაწუველთათჳს ქმნნა. 15 აჰა ესერა ელმოდა სიცრუვე, მუცლად-იღო სალმობაჲ და შვა უშჯულოებაჲ. 16 ჴნარცჳ თხარა და აღმოჰკუეთა იგი და შთავარ-დეს იგი მთხრებლსა მას, რომელ ქმნა. 17 მიექცეს სალმობაჲ მისი თავსა მისსა და სიცრუვე მისი თხემსა მისსა ზედა დაუჴდეს. 18 აღუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა.

 

8

დასასრულსა, საწნეხელთათჳს ფსალმუნი დავითისი


2 უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდადშუენიერებაჲ შენი ზესკნელს ცათა. 3 პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკი-ცე ქებაჲ მტერთა შენთათჳს, რაჲთამაცა დაიჴსნა მტერი იგი და შურის-მგებელი. [11]4 რამეთუ ვიხილნე მე ცანი, ქმნულნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ. 5 რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისაჲ, რამეთუ მოხედავ მას? 6 დააკლე იგი  მცირედ რაჲმე ანგელოზთა, დიღებითა და პატივითა გჳრგჳინოსან ჰყავ იგი. 7 და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ჴელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთა მისთა. 8 ცხოვარი და ზროხაჲ ყოველივე, მერმეცა და პირუტყუნი ველისანი, 9 მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი, რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღუათასა. 10 უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა.

დიდებაჲ


კანონი 2

9

დასასრულსა, საიდუმლოთათჳს ძისათა, ფსალმუნი დავითისი

[12]2 აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი, 3 ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა, მაღალო. 4 რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა. 5 რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დაშჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო. 6 შეჰრისხენ შენ წარმართთა და წარწყმდა უღმრთოჲ; სახელები მათი აჰჴოცე უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე. 7 მტერისა მახჳლნი მოაკლდეს სრულიად და ქალაქნი აღაოჴრენ; წარწყმდა საჴსენებელი მათი ღაღადებით; 8 და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თჳსი. [13]9 და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით და განიკითხნეს ერნი სიწრფოებით. 10 ეყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა. 11 და გესვიდენ შენდამი ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო. 12 უგალობდით უფალსა, რომელი დამკჳდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი. 13 რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიჴსენა და არა დაივიწყა ღაღადებაჲ დავრდომილთაჲ. 14 მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან, რომელმან აღმამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდილისათა, 15 რაჲთა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა; ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა. 16 დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერჴი მათი. 17 განცხადებულ არს უფალი ყოფად საშჯელისა, საქმითა ჴელთა თჳსთაჲთა შეიპყრა ცოდვილი.

დიაფსალმაჲ

18 მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაჲ. 19 რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი [14]და თმენაჲ დავრდომილთაჲ არა წარწყმდეს სრულიად. 20 აღდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ წარმართნი შენ წინაშე. 21 დაადგინე, უფალო, შჯულისმდებელ მათ ზედა; გულისჴმა-ყვედ წარმართთა, რამთუ კაცნი არიან.

დიაფსალმაჲ

22 რად-მე, უფალო, დასდეგ შორს და უგულებელსმყოფ ჩუენ ჟამსა ოდენ ჭირისასა? 23 ამპარტავანებასა უღმრთოჲსასა შეიწუვინ გლახაკი; შეპყრობილ იქმნენ იგინი ზრახვათა მათთაგან, რომელთაცა ზრახვენ. 24 რამეთუ იქებინ თავით თჳსით ცოდჳლი გულისთქუმათა შინა სულისა თჳსისათა და უღმრთოჲ იკურთხევინ. 25 განარისხა ცოდვილმან უფალი, მრავლითა გულისწყრომითა მისითა არა გამოიძიოს; არა არს ღმერთი წინაშე მისსა. 26 ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსავე ჟამსა, მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა და ყოველთა მტერთა მისთა ზედა იგი ეუფლებინ. 27 რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: არა შევიძრა მე თესლითი-თესლადმდე თჳნიერ ძჳრისა. 28 წყევითა და სიმწარითა და ზაკუვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე არს შრომაჲ და სალმობაჲ. 29 დაჯდეს იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად უბრალოჲსა; თუალნი მისნი გლახაკსა ხედვენ; 30 მზირინ ფარულად, ვითარცა ლომი საყოფელსა თჳსსა; მზირინ იგი მიტაცებად გლახაკისა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისსა; [15]31 მახითა თჳსითა დაამდაბლოს იგი; დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკსა. 32 რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არახილვად სრულიად. 33 აღდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად. 34 რად-მე განარისხა უღმრთომან ღმერთი? - რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: არა გამოიძიოს. 35 ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რაჲთამცა მოგეცა შენ იგი ჴელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე. 36 შემუსრე მკლავი ცოდვილისა და უკეთურისაჲ; იძიოს ცოდვაჲ მისი და არა იპოოს. 37 უფალი მეუფე არს უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე; წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით. 38 ნებაჲ გლახაკთაჲ ისმინე, უფალო; განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა ყური შენი 39 განკითხვად ობლისა და გლახაკისა, რაჲთა არა დაჰრთოს კაცმან კუალადცა მდიდრად სიტყუაჲ ქუეყანასა ზედა.


10

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი


1 უფალსა ვესავ; ვითარ ეტყჳთ სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა ვითარცა სირი? 2 რამეთუ აჰა ესერა ცოდვილთა გარდააცუეს მშჳლდსა მათსა და განჰმზადნეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რაჲთამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელთა. [16]3 რამეთუ რაჲ-იგი შენ აღაშენე, მათ დაარღჳეს; ხოლო მართალმან რაჲ ყო? 4 უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა. 5 უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთოჲ, ხოლო ვის უყუარს სიცრუვე, მას სძულს სული თჳსი. 6 წჳმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაჲ და სული გრიგალისაჲ - ნაწილი სასუმელისა მათისაჲ. 7 რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან.

დიდებაჲ

 

11

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი


2 მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაჲ, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან. 3 ამაოსა იტყოდა კაცად-კაცადი მოყუასისა მიმართ თჳსისა, ბაგითა ზაკულითა გულსა შინა და გულსა შინა იტყოდა ბოროტსა. 4 აღჴოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუვარნი და ენაჲ დიდადმეტყუელი, 5 რომელთა თქუეს: ენაჲ ჩუენი განვიდიდოთ, ბაგენი  ჩუენნი ჩუენ თანა არიან; და ვინ ჩუენდა უფალ არს? 6 ჭირისათჳს გლახაკთაჲსა და სულთქუმისათჳს დავრდომილთაჲსა აწ აღვდგე, იტყჳს უფალი, დავდვა ცხორებაჲ და განვცხადნე მას ზედა. [17]7 სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვეცხლ გამოჴურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შჳდწილად. 8 შენ, უფალო, მიცვნე ჩუენ და დამიმარხნე ჩუენ ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე. 9 გარემოჲს უღმრთონი ვლენან; სიმაღლითა შენითა დაიცვენ ძენი კაცთანი.


12

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი


2 ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან? 3 ვიდრე ვისთჳს დავისხნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემ ზედა? 4 მოიხილე, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო, განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ. 5 ნუსადა თქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას; მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა. 6 ხოლო მე წყალობასა შენსა ვესავ; იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა, უგალობდე უფალსა, კეთილის-მყოფელსა ჩემსა და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა.


13

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი


[18]1 თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და ბილწ იქმნნეს იგინი უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაჲ. 2 უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისჴმისმყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისა. 3 ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაჲ, არავინ არს მიერთადმდე. 4 არა გულისჴმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმლებრ პურებრ, უფალსა არა ხადეს. 5 მუნ შეეშინა შიში, სადა არა იყო შიში, რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა. 6 ზრახვასა გლახაკისასა არცხუენთ, ხოლო უფალი სასო მისსა არს. 7 ვინ მოსცეს სიონით ცხორებაჲ ისრაელსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუჱ ერისა თჳსისაჲ, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი.

დიდებაჲ

 

14

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

1 უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკჳდროს მთასა წმიდასა შენსა? [19]2 რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა და იტყოდის ჭეშმარიტსა გულსა შინა თჳსსა; 3 რომელმან არა ზაკუა ენითა თჳსითა და არცა უყო მოყუასსა თჳსსა ბოროტი და ყუედრებაჲ მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო. 4 შეურაცხ არს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს; რომელი ეფუცოს მოყუასსა თჳსსა და არა ეცრუოს; 5 ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო; რომელმან ყოს ესე, იგი არა იძრას უკუნისამდე.


15

ძეგლისწერაჲ დავითისი

1 მიცევ მე, უფალო, რამეთუ შენ გესავ. 2 ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ, რამეთუ კეთილთა ჩემთაგან არაჲ გიჴმს. 3 წმიდათაჲ რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკჳრველ ყო უფალმან ყოველივე ნებაჲ მისი მათ შორის. 4 განმრავლდეს უძლურებანი მათნი და ამისსა შემდგომად ისწრაფეს; არა შევკრიბო კრებულები მათი სისხლთაგან, არცა მოვიჴსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა. 5 უფალი ნაწილ არს მკჳდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა; შენ ხარ, რომელმან მომაგე მე მკჳდრობაჲ ჩემი ჩემდა. 6 საბელნი მხუდეს მე რჩეულთა ჩემთა თანა, [20]და რამეთუ სამკჳდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდა. 7 ვაკურთხო უფალი, რომელმან გუღისჴმა-მიყო მე, რამეთუ ღამემდე და უმეტესცა განმსწავლეს მე თირკუმელთა ჩემთა. 8 წინაჲსწარ ვხედევ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა. 9 ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაჲ ჩემი, უფროჲსღა და ჴორცთაცა ჩემთა დაიმკჳდრონ სასოებით. 10 რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა. 11 მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაჲთა; შუენიერებაჲ მარჯუენესა შინა შენსა სრულიად.


16

ლოცვაჲ დავითისი

1 ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისაო, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ღოცვისა ჩემისაჲ არა ბაგეთაგან ზაკულთა. 2 პირით შენით განმართლებაჲ ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაჲ; 3 გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომაჴურვე მე და არა იპოვა ჩემ თანა სიცრუვე. 4 რაჲთა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათჳს ბაგეთა შენთაჲსა [21]მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი.  5 დაამტკიცენ ფერჴნი ჩემნი ალაგთა შენთა, რაჲთა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი. 6 მე ღაღად-ვყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემდა ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთაჲ. 7 საკჳრველ ყავ წყალობაჲ შენი, რომელი იჴსნი მოსავთა შენთა მჴდომთაგან მარჯუენისა შენისათა. 8 დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგაჲ თუალისაჲ და საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო მე 9 პირისაგან უღმრთოთაჲსა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს 10 და ცმელი თჳსი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა. 11 განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, თუალნი მათნი ყვნეს დადრეკილ ქუეყანად. 12 შემრაცხეს მე ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკჳ ლომისაჲ, იყოფებინ რაჲ ფარულთა. 13 აღდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იჴსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახჳლი შენი 14 მტერთაგან ჴელისა შენისათა. უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაყვენ იგინი ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი, გoნძღეს შვილებითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა. 15 ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა.

დიდებაჲ


კანონი 3

17

დასასრულსა, მონისა უფლისა დავითისი, რომელნი ჰრქუნა უფალსა სიტყუანი ესე ამის გალობისანი დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ჴელთაგან ყოველთა მტერთა მისთაჲსა და ჴელთაგან საულისთა და თქუა

[22]2 შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, 3 უფალო, დამამტკიცებელო ჩემო, შესავედრებელო ჩემო და მჴსნელო ჩემო. ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაჲ ცხორებისა ჩემისაჲ და ჴელისაღმპყრობელი ჩემი. 4 ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე. 5 გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უშჯულოებისათა შემაძრწუნეს მე; 6 სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი. 7 ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ; [23]შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისაჲ და ღაღადებაჲ ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა. 8 და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი. 9 აჴდა კვამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნნეს მისგან. 10 და მოდრიკნა ცანი  და გარდამოჴდა და ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა. 11 და აჴდა ქერობინთა ზედა და აფრინდა, და აფრინდა იგი ფრთეთა ზედა ქართასა. 12 და დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოჲს მისსა საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა. 13 ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყუაჲ და ნაბერწყალი ცეცხლისაჲ. 14 და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი. 15 მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და შეაძრწუნნა იგინი. 16 და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა. 17 გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა. [24]18 მიჴსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროჲს. 19 მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა. 20 და გამომიყვანა მე ფართოდ; მიჴსნეს მე, რამეთუ მინება მე. 21 და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთაჲსა მომაგოს მე. 22 რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან; 23 რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან. 24 და ვიყო მე უბიწო მის თანა და დავიცვა მე უშჯულოებისა ჩემისაგან. 25 და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთაჲსა წინაშე თუალთა მისთა. 26 წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოჲსა თანა უბრალო იყო, 27 და რჩეულისა თანა რჩეულ იყო და დრკუჲსა მისგან განეშორო. 28 რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი დაამდაბლნე; 29 რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო; ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; 30 რამეთუ შენ მიერ ვიჴსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჰჴდე ზღუდესა. 31 ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი [25]და სიტყუანი უფლისანი გამოჴურვებულ; შესავედრებელ არს იგი ყოველთათჳს, რომელნი ესვენ მას. 32 რამეთუ ვინ არს ღმერთ უფლისა გარეშე, ანუ ვინ არს ღმერთ, გარნა ღმრთისა ჩუენისა? 33 ღმერთი, რომელმან გარეშემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ გზაჲ ჩემი; 34 განამტკიცნა ფერჴნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე. 35 განსწავლენ ჴელნი ჩემნი ღუაწლსა და ყვენ მშჳლდ რვალისა მკლავნი ჩემნი. 36 და მომეც მე შემწე მაცხოვარებისაჲ და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან შენმან ამან განმსწავლოს მე. 37 ფართო ჰყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს ალაგნი ჩემნი. 38 ვდევნნე მტერნი ჩემნი და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ. 39 ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად, დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა ჩემთა. 40 და შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე. 41 და მტერნი ჩემნი მომცენ მე მეოტად და მოძულენი ჩემნი მოსრენ. 42 ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ, უფლისა მიმართ, და არა ისმინა მათი. 43 და დავაწულილნე იგინი ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა [26]და ვითარცა თიჴაჲ უბნისაჲ. დავთრგუნნე იგინი. 44 მიჴსნე მე ჴდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად წარმართთა; ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე, 45 მორჩილებითა ყურისაჲთა ისმინა ჩემი; შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე, 46 შვილნი უცხოთანი განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან. 47 ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს ღმერთი და ამაღლდინ ღმერთი მაცხოვარებისა ჩემისაჲ. 48 ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე. 49 მჴსნელო ჩემო მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლო მე და კაცისა უკეთურისაგან მიჴსნე მე. 50 ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე. 51 განადიდე ცხორებაჲ მეუფისაჲ და ყოფად წყალობაჲ ცხებულისა მისისა თანა, დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე.

დიდებაჲ


18

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი


2 ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროჲ. 3 დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა. [27]4 არა არიან თქუმულ არცა სიტყუა, რომელთა-იგი არა ესმა ჴმაჲ მათი. 5 ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი. 6 მზესა აღდგა კარავი თჳსი; და თავადი, ვითარცა სიძე რაჲ გამოვალნ ეზოჲთ თჳსით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა. 7 ცის კიდითგან არს გამოსლვაჲ მისი და მიწევნაჲ მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა. 8 შჯული უფლისაჲ უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ ყვნიან ყრმანი. 9 სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულსა; მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა. 10 შიში უფლისაჲ წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი- უკუნისამდე; განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა. 11 გულისსათქუმელ არიან უფროჲს ოქროჲსა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროჲს თაფლისა და გოლეულისა. 12 და რამეთუ მონამანცა შენშან იცვნეს ესე, დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ. 13 შეცოდებანი ვინ-მე გულისჴმა-ყვნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე შე. 14 და უცხოთაგან იცევ მონაჲ შენი; არათუ მეუფლნენ, მაშინ უბიწო ვიყო მე და განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა. [28]15 და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მჴსნელო ჩემო.


19

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

2 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი. 3 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ჴელი აღგიპყარნ შენ; 4 მოიჴსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლადდასაწუეველნი შენნი განაპოხენ. 5 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაჲ შენი აღგისრულენ 6 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაჲ შენი. 7 აწ გულისჴმა-ვყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თჳსი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაჲ მარჯუენისა მისისაჲ. 8 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ჩუენ ვხადოდით. 9 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით. 10 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.

 

20

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი


[29]2 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად. 3 გულისთქუმაჲ გულისა მისისაჲ მიეც მას და ნებაჲ ბაგეთა მისთაჲ არა დააკლე მას. 4 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გჳრგჳნი ქვისა მისგან პატიოსნისა. 5 ცხორებაჲ გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაჲ დღეთაჲ უკუნითი-უკუნისამდე. 6 დიდ არს დიდებაჲ მისი მაცხოვარებითა შენითა, დიდებაჲ და დიდადშუენიერებაჲ დაადგ მას ზედა; 7 რამეთუ მისცე მას კურთხევაჲ უკუნითი-უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაჲთა. 8 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყაუობითა მაღლისაჲთა არა იძრას. 9 იპოვენ ჴელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან პოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი. 10 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა საჴუმილი ცეცხლისაჲ ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი. 11 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან. 12 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახნეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად. 13 რამეთე დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განჰმზადო პირი მათი. [30]14 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.

დიდებაჲ


21

დასასრულსა, შეწევნასათჳს საცისკროჲსა, ფსალმუნი დავითისი

2 ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაჲსათჳს დამიტევე მე? შორს არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი. 3 ღმერთო ჩემო, დღისი ჴმა-ვყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და - ღამე, და არა იღუაწე ჩემთჳს. 4 ხოლო შენ წმიდასა შინა დამკჳდრებულ ხარ, ქებული ეგე ისრაელისაჲ. 5 შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იჴსნენ იგინი; 6 შენდამი ღაღადებდეს და ცხოვნდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა. 7 ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა. 8 ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხევდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა. 9 ესვიდა უფალსა, იჴსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი. 10 რამეთუ შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოჲთ, სასოო ჩემო დედის ძუძუჲთ ჩემითგან. [31]11 შენდა შევვარდი მე საშოჲთგან, დედის მუცლით ჩემითგან. ღმერთი ჩემი ხარი შენ, ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე 12 და არავინ არს მწე ჩემდა. 13 გარემომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პოხილთა მომიცვეს მე; 14 აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყჳრალმან. 15 ხოლო მე ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალმი ჩემნი, იქმნა გული ჩემი ვითარცა ცჳლი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა. 16 განჴმა ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილისა შთამჴადე მე. 17 რამეთუ გარემომადგეს მე ძაღლებ მრავალ დაკრებულმან უკეთურთამან გარემომიცვა მე; განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი. 18 და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე, 19 განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. 20 ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ჴელისაპყრობად ჩემდა მომხედენ; 21 იჴსენ მახჳლისაგან სული ჩემი და ჴელთაგან ძაღლთაჲსა მჴლოდშობილებაჲ ჩემი; 22 მიჴსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისათა - სიმდაბლე ჩემი; 23 მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის ეკლესიისა გიგალობდე შენ. 24 მოშიშნი უფლისანი აქებდით მას [32]და ყოველი ნათესავი იაკობისი ადიდებდით მას; ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისრაელისასა. 25 რამეთუ არა შეურაცხ-ყო, არცა მოიწყინა ლოცვაჲ გლახაკისაჲ, არცა გარემიაქცია პირი მისი ჩემგან და ხადილსა ჩემსა მისა მიმართ ისმინა ჩემი. 26 შენ მიერ არს ქებაჲ ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა. 27 ჭამონ დავრდომილთა და განძღნენ და აქებდენ უფალსა მეძიებელნი მისნი, ცხონდენ გულნი მათნი უკუნითი-უკუნისამდე. 28 მოიჴსენონ და მოიქცენ უფლისა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და თაყუანი-სცენ წინაშე მისსა ყოველთა ტომთა თესლებისათა; 29 რამეთუ ეფლისაჲ არს სუფევაჲ და იგი მეუფებს ყოველთა ზედა წარმართთა. 30 ჭამეს და თაყუანის-სცეს ყოველთა პოხილთა ქუეყანისათა; მის წინაშე დაცჳოდიან ყოველნი, რომელნი შთავლენან მიწად; და სული ჩემი მისა ცხოველ არს. 31 და ნათესავმან ჩემმან ჰმონოს მას; ეუწყოს უფალსა ნათესავი მომავალი. 32 და უთხრობდენ სიმართლესა მისსა ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან.


22

ფსალმუნი დავითისი

1 უფალმან მმწყსოს მე და მე არაჲ მაკლდეს. 2 ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკჳდრა მე; [33]წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე. 3 მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათჳს. 4 ვიდოდი ღათე შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგინ, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე. 5 განჰმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაჲ წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან. 6 წყალობაჲ შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა განგრძობასა დღეთასა.


23

ფსალმუნი დავითისი ერთშაბათთაჲ

1 უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა. 2 რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განჰმზადა იგი. 3 ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? 4 უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა, რომელმან არა აღიღო ამაოებასა ზედა სული თჳსი და არცა ეფუცა ზაკუვით მოყუასსა თჳსსა. 5 ამან მოიღოს კურთხევაჲ უფლისაგან და წყალობაჲ ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა. [34]6 ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა. 7 აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისაჲ. 8 ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისაჲ? უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი ძლიერი ბრძოლასა შინა. 9 აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისაჲ. 10 ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისაჲ? უფალი ძალთაჲ თავადი არს მეუფჱ დიდებისაჲ.

 

დიდებაჲ

 

კანონი 4

24

ფსალმუნი დავითისი


[35]1 შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი. 2 ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე, ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი. 3 და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს. ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად. 4 გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე. 5 მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე. 6 მოიჴსენე მოწყალებათა შენთაჲ, უფალო, და წყალობანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან. 7 ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიჴსენებ; წყალობითა შენითა მომიჴსენე მე სიტკბოებისა შენისათჳს, უფალო. [36]8 რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთჳს შჯულიერ ყვნეს ცოდვილნი გზასა. 9 უძღუეს მშჳდთა საშჯელსა შინა, ასწავლნეს მშჳდთა გზანი მისნი. 10 ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობა და ჭეშმარიტება მათთჳს, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა. 11 სახელისა შენისათჳს, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს. 12 ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ ყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა; 13 სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკჳდროს ქუეყანაჲ. 14 ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თჳსი აუწყოს მათ. 15 თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერჴნი ჩემნი. 16 მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდშობილ და გლახაკ ვარი მე. 17 ჭირნი გულისა ჩემისანი განმრავლდეს, ურვათა ჩემთაგან გამომიყვანე მე. 18 იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაჲ ჩემი, და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი. 19 იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილით ამაოდ მომიძულეს მე. 20 იცევ სული ჩემი და მიჴსენ მე და ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გესავ შენ. 21 უმანკონი და წრფელნი შემომეყვნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ, უფალო. [37]22 იჴსენ, ღმერთო, ისრაჱლი ყოველთაგან ჭირთა მისთა.


25

ფსალმუნი დავითისი

1 მისაჯე მე, უფალო, რამეთუ მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე და უფალსა ვესევდ, რაჲთა არა მოუძლურდე. 2 გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე, გამოაჴურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი. 3 რამეთუ წყალობაჲ შენი წინაშე თუალთა ჩემთა არს და სათნო-ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა. 4 არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე. 5 მოვიძულ კრებული უკეთერთაჲ და უღმრთოთა თანა მე არა დავჯდე. 6 დავიბანნე უბრალოებით ჴელნი ჩემნი და გარემოვადგე საკურთხეველსა შენსა, უფალო; 7 სმენად ჩემდა ჴმაჲ ქებისა შენისაჲ და მითხრობად ყოველი საკჳრველებაჲ შენი. 8 უფალო, შევიყუარე შუენიერებაჲ სახლისა შენისაჲ და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისაჲ. 9 ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხორებასა ჩემსა; 10 რომელთა ჴელნი უშჯულოებით არიან, [38]მარჯუენე მათი აღივსო ქრთამითა. 11 ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე; მიჴსენ მე, უფალო, და მიწყალე მე. 12 ფერჴი ჩემი დადგა სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო.


26

ფსალმუნი დავითისი პირველ ცხებისაჲ


1 უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხორებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე? 2 მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ჴორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს. 3 გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაჲ, ამისთჳსცა მე შენ გესავ. 4 ერთი ვითხოვე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაჲ უფლისაჲ და მოხილვად ტაძარი მისი. 5 რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამიფარა მე დაფარულსა კარვისა მისისასა, კლდესა ზედა აღმამაღლა მე. 6 და იწ ესერა აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარემოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა [39]მსხვერპლი ქებისა და ღაღადებისაჲ, ვაქებდე და უგალობდე უფალსა. 7 ისმინე, უფალო, ჴმისა ჩემისაჲ, რომლითა ღაღად-ვყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი. 8 შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო. 9 ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონის შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუ დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო. 10 რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე. 11 შჯულიერ მყავ მე, უფალო, გზასა შენსა და მიძეღუ მე ალაგთა შენთა წრფელთა მტერთა ჩემთათჳს. 12 ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუვემან თავსა თჳსსა. 13 მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისაჲ ქუეყანასა მას ცხოველთასა. 14 დაუთმე უფალსა; მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.

დიდებაჲ


27

ფსალმუნი დავითისი


1 შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო; ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან, [40]ნუ სადამე დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. 2 ისმინე, უფალო, ჴმაჲ ვედრებისა ჩემისაჲ ვედრებასა ჩემსა შენდამი, აპყრობასა ჴელთა ჩემთასა ტაძრისა შენისა მიმართ წმიდისა. 3 ნუ მიმზიდავ მე ცოდვილთა თანა და მოქმედთა თანა სიცრუვისათა ნუ თანაწარმწყმედ მე, რომელნი იტყჳან მშჳდობასა მოყუსისა მათისა თანა, ხოლო უკეთურებასა - გულთა შინა მათთა. 4 მიეც მათ, უფალო, საქმეთა მათთაებრ და უკეთურებისაებრ საქმეთა მათთაჲსა; საქმეთაებრ ჴელთა მათთაჲსა მიეც მათ და მიაგე მისაგებელი მათი მათვე. 5 რამეთუ არა გულისჴმა-ყვნეს საქმენი უფლისანი, არცა ქმნულსა ჴელთა მისთასა მიხედნეს; დაამჴუნე იგინი და არა აღაშენნე. 6 კურთხეულ არს უფალი, რამეთუ ისმინა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისაჲ. 7 უფალი შემწე ჩემდა და მფარველ ჩემდა; მას ესვიდა გული ჩემი და შეწევნულ იქმნა, და მხიარულ იქმნნეს ჴორცნი ჩემნი და მე ნებითა ჩემითა აღუვარო მას. 8 უფალი ძალ არს ერისა თჳსისა და შესავედრებელ არს ცხორებად ცხებელისა თჳსისა. 9 აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი. და დამწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.


28

ფსალმუნი დავითისი გამოსლვასა კარვით

[41]1 შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა. 2 შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა, თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა. 3 ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისაჲ ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა. 4 ჴმაჲ უფლისაჲ ძლიერებით, ჴმაჲ უფლისაჲ დიდადშუენიერებით. 5 ჴმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შეშუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი. 6 და დაწულილნეს იგინი ვითარცა ჴბოჲ იგი ლიბანისაჲ, და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისაჲ 7 ჴმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისაჲ. 8 ჴმამან უფლისამან შეძრის უდაბნოჲ და შეაძრწუნის უფალმან უდაბნოჲ იგი კადისაჲ. 9 ჴმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ დიდებაჲ მისი. 10 უფალმან წყლითრღუნაჲ დაამკჳდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე. 11. უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თჳსი მშჳდობით.


29

ფსალმუნი, გალობაჲ განახლებისა სახლისა დავითისი


[42]2 აგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა. 3 უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვყავ შენდამი და განვიკურნო. 4 უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიჴსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა. 5 უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აღუვარებ-დით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა. 6 რამეთუ რისხვაჲ არს გულისწყრომასა მისსა და ცხორებაჲ არს ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან. 7 ხოლო მე ვთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე. 8 უფალო, ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი; გარემიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი. 9 მე შენდაში, უფალო, ჴმა-ვყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო. 10 რაჲ-მე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროსა შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაჲ შენი? 11 ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა. 12 მოაქციე გლოვაჲ ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძაჲ ჩემი და გარეშემარტყ მე სიხარული, [43]13 რაჲთა გიგალობდეს შენ დიდებაჲ ჩემი და არა შევინანო. უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ.

დიდებაჲ


30

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, განკჳრვებისაჲ


2 შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე. 3 მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა. 4 რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა შენისათჳს მიძღუე მე და გამომზარდო მე. 5 და გამომიყვანო მე საფრჴისა ამისგან, რომელ დამირწყუეს მე, რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო. 6 და ჴელთა შენთა შევჰვედრო სული ჩემი; მიჴსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო. 7 მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაიცვიან ამაოებაჲ ცუდად, ხოლო მე უფალსა ვესავ. 8 ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მოხედენ სიმდაბლესა ჩემსა და იჴსენ ჭირთაგან სული ჩემი; 9 და არა მიმეც მე ჴელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერჴნი ჩემნი. 10 მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულისწყრომითა თვალი ჩემი, [44]სული ჩემი და მუცელი ჩემი. 11 რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხორებაჲ ჩემი და წელიწადნი ჩემნი სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკობითა ძაღი ჩემი და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს. 12 ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა ჩემთაგან ფრიად და შიშ მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე, გარეგანივლტიედ ჩემგან. 13 დავივიწყე მე, ვითარცა მკვდარი, გულთაგან და ვიქმენი მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული. 14 რამეთუ მესმა მე ყუედრებაჲ მრავალთაჲ, რომელნი გარემოჲს იყვნეს ჩემსა; რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაჲ სულისა ჩემისაჲ იზრახეს. 15 ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი. 16 და ჴელთა შენთა შინა არს მკჳდრობაჲ ჩემი; მიჴსენ მე ჴელთაგან მტერთა ჩემთაჲსა და მდევართა ჩემთაჲსა. 17 გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა. 18 უფალო, ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად. 19 უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუვარნი, რომელნი იტყჳან მართლისა მის ზედა უშჯულოებასა ამპარტავანებითა და შეურაცხებითა. [45]20 ვითარ მრავალ არს წყალობაჲ სიტკბოებისა შენისაჲ, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათჳს წინაშე ძეთა კაცთასა. 21 დაჰფარნე იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთაჲსა; დაიცვნე იგინი კარავსა შენსა ჴდომისაგან ენათაჲსა. 22 კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკჳრველ-ყო წყალობაჲ მისი ზედა ქალაქსა მტკიცესა. 23 ხოლო მე ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარ მე პირისაგან თუალთა შენთაჲსა; ამისთჳს შეგესმა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისაჲ, რაჟამს ვღაღადებდი მე შენდამი. 24 შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავანებასა 25 მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი რომელნი ესავთ უფალსა.


31

ფსალმუნი დავითისი

1 ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. 2 ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ, არცა არს პირსა მისსა ზაკუვაჲ. 3 რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძუალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე; 4 რამეთუ დღე და ღამე დამიმძიმდა ჩემ ზედა ჴელი შენი; მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკაღლი. [46]5 ცოდვაჲ ჩემი გაუწყე შენ და უშჯულოებაჲ ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაჲ გულისა ჩემისაჲ. 6 ამისათჳს ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდაჲ ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღუნაჲ წყალთა მრავალთაჲ მას არა მიეახლოს. 7 შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი გარემომადგეს მე; სიხარულო ჩემო, მიჴსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე. 8 გონიერ გყო შენ და გულისჴმა-გიყო შენ გზასა მას, რომელსაცა ხჳდოდი; ვიგნე შენ ზედა თუალნი ჩემნი. 9 ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისჴმა; ჭიმითა და აღჳრითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მოგეახლნეს. 10 მრავალ გუემა არიან ცოდვილთათჳს, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, წყალობაჲ გარემოადგეს მათ. 11 იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნო, და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა.

დიდებაჲ

 

კანონი 5

32

ფსალმუნი დავითისი, ზედაწარუწერელი ებრაელთა შორის

[47]1 იხარებდით მართალნი უფლისა მიერ, და წრფელთა შუენის ქებაჲ. 2 აღუვარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისაჲთა უგალობდით მას. 3 აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა. 4 რამეთუ წრფელ არს სიტყუაჲ უფლისაჲ და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან; 5 უყუარს წყალობაჲ და მშჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაჲთა სავსე არს ქუეყანაჲ. 6 სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს დo სულითა პირისა მისისაჲთა - ყოველი ძალი მათი. 7 შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერსა, წყალთა ზღჳსათა და დასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა. [48]8 ეშინოდენ უფლისა ყოველსა ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკჳდრებულნი სოფლისანი. 9 რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს. 10 უფალმან განაქარვნის ზრახკანი წარმართთანი და შეურაცხ-ყვნის გულისსიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ყვნის ზრახვანი მთავართანი; 11 ხოლო ზრახვაჲ უფლისაჲ უკუნისამდე ჰგიეს და გულისსიტყუანი გულისა მისისანი - თესლითი-თესლადმდე. 12 ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი რომელ გამოირჩია სამკჳდრებელად თჳსა. 13 ზეცით მოხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი; 14 განმზადებულით სამკჳდრებელით თჳსით მოხედნა ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა, 15 რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისჴმა-ყვნის ყოველნი საქმენი მათნი. 16 არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თჳსითა და გმირი არა განერეს, სიმრავლითა ძალისა მისისაჲთა. 17 ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თჳსითა არა განერეს. 18 აჰა ესერა თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ წყალობასა მისსა, 19 ჴსნად სიკუდილისაგან სულთა მათთა და გამოზრდად მათა სიყმილსა. 20 ხოლო სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, [49]რამეთუ მწე და მფარველ არს იგი ჩუენდა; 21 რამეთუ მისა მიმართ იხარებდეს გული ჩუენი და სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდით. 22 იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ.


33

ფსალმუნი დავითისი, რაჟამს-იგი იცვალა პირი თჳსი წინაშე აბიმელექისსა და განუტევა იგი და წარვიდა


2 ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაჲ მისი პირსა ჩემსა. 3 უფლსა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშჳდთა და იხარებდენ. 4 განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა. 5 გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიჴსნა მე. 6 მოვედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს. 7 ამან გლახაკმან ჴმა-ყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იჴსნა იგი. 8 დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაჲ გარემოჲს მოშიშთა მისთა და იჴსნნეს იგინი. 9 განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას. 10 გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაჲ მოშიშთა მისთა. 11 მდიდარნი დაგლახაკნეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, [50]არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა. 12 მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაჲ გასწაო თქუენ. 13 ვინ არს კაც, რომელსა ჰნებავს ცხორებაჲ და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი? 14 დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყჳან ზაკუვასა; 15 მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას. 16 თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა; 17 პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა მოსპოლვად ქუეყანით საჴსენებელი მათი. 18 ჴშობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იჴსნნა იგინი. 19 მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს. 20 მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იჴსნნეს იგინი უფალმან. 21 დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს. 22 სიკუდილი ცოდვილთაჲ ბოროტ არს, ხოლო რომელთა სძულდეს მართალი, უშჯულოებენ. 23 იჴსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა ცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას.

 

დიდებაჲ


34

დავითის ფსალმუნი

1 საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა; [51]2 აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ ჩემდა. 3 განჰფინე მახჳლი შენი და შეკრიბე წინაკერძო მდევართა ჩემთაჲსა; არქუ სულსა ჩემსა: მჴსნელი შენი ვარი მე. 4 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნ იქცენ და სირცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩელთჳს ძჳრსა. 5 იქმნენ იგინი ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოზმან უფლისამან აჭირვენ მათ; 6 იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოზმან უფლისამან დევნნეს იგინი. 7 რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საფრჴისა მათისაჲ და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა. 8 ეწიენ მათ საფრჴე, რომელ არა უწყოდიან, და სანადიროჲ, რომელ დაარწყუეს, შეიპყრნედ იგინი და საფრჴესავე მათსა შეითხინედ. 9 ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს მაცხოვარებითა მისითა. 10 ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ? რამეთუ იჴსენ გლახაკი ჴელთაგან უძლიერესთა მისთაჲსა და გლახაკი და დავრდომილი - მიმოდამტაცებელთაგან მისთა. 11 რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და რაჲ-იგი არა უწყოდე, მკითხვიდეს მე. 12 მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკჳდროებაჲ სულისა ჩემისაჲ იზრახეს. 13 ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძაჲ და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვაჲ ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს. [52]14 ვითარცა ძმაჲ და მეგობარი ჩვენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ; ვითარცა მგლოვარე და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი. 15 და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვიგრძენ, განიყვნეს და არა შეინანეს. 16 განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17 უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძჳრისსაქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაჲ ჩემი. 18 აღგიარო შენ ეკლესიასა შინა დიდსა და კრებულსა შორის მრავალსა. გაქებდე შენ. 19 ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20 რამეთუ ჩემ თანა მშჳდობასა იტყოდეს და რისხკით ზაკუევასა განიზრახვიდეს. 21 განავრცეს ჩემ ზედა პირი მათი და თქუეს: ვაშა, ვაშა! იხილეს თუალთა ჩუენთა. 22 იხილე, უფალო, ნუ დასდუმნები, უფალო, ნუ განმეშორები ჩემგან. 23 განიღჳძე, უფალო, და მოჰხედენ განკითხვასა ჩემსა, ღმერთო ჩემო და უფალო ჩემო, შჯასა ჩემსა. 24 მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა, უფალო ღმერთო ჩემო და ნუმცა უხარის ჩემ ზედა. 25 ნუ იტყჳედ გულთა შინა მათთა: ვაშა, ვაშა სულსა ჩუენსა! ნუცა იტყჳედ, [53]ვითარმედ: შთავნთქათ იგი. 26 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელთა უხაროდა ბოროტთა ჩემთათჳს; შთაიცუედ სირცხჳლი და კდემაჲ, რომელნი მდიდრად იტყოდეს ჩემ ზედა. 27 იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელთა ენება სიმართლე ჩეში და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უნდა მშჳდობაჲ მონისა შენისაჲ. 28 და ენაჲ ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა და მარადღე ქებასა შენსა.


35

დასასრულსა მონისა უფლისა დავითისი

2 თქჳს უშჯულომან ცოდვასა შინა გულსა თჳსსა, არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მისთა. 3 რამეთუ ზაკუვიდა იგი წინაშე მისსა მოპოვნებად უშჯულოებისა თჳსისა და სიძულილისა. 4 სიტყუანი პირისა მისისანი - უშჯულოება და ზაკუვა, არა ინება მან გულისჴმისყოფაჲ კეთილისაჲ. 5 უშჯულოებაჲ იზრახა საწოლსა ზედა თჳსსა, დადგა იგი   გზასა არა-კეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინა. 6 უფალო, ზეცას არს წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი ვიდრე ღრუბელთამდე; 7 სიმართლენი შენნი ვითარცა მთანი ღმრთისანი და განკითხვანი შენნი უფსკრულ მრავალ. კაცთა და საცხოვარსა აცხოვნებ შენ, უფალო, [54]8 ვითარცა განამრავლე წყალობაჲ შენი, ღმერთო, ხოლო ძენი კაცთანი საფარველსა ფრთეთა შენთასა ესვიდენ. 9 დაითრვნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისაჲთა და ღუარი საშუებლისა შენისაჲ ასუა მათ. 10 რამეთუ შენგან არს წყაროჲ ცხორებისაჲ და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩუენ ნათელი. 11 მოჰფინე წყალობაჲ შენი, რომელთა გიციან შენ, და სიმართლე შენი წრფელთა გულითა. 12 ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფერჴი ამპარტავანებისაჲ და ჴელი ცოდვილისაჲ ნუ შემძრავნ მე. 13 მუნ დაეცნეს ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი; განვარდეს და ვერღარა უძლონ დადგომად.

დიდებაჲ


36

ფსალმუნი დავითისი

1 ნუ გშურნ უკეთურთაჲ, ნუცა გშურნ მათი, რთმელნი იქმან უშჯულოებასა. 2 რამეთუ ვითარცა თივაჲ მსთუად განჴმენ და ვითარცა მხალი მწუანვილისაჲ ადრე დამოცჳვენ. 3 ესევდ უფალსა და ყავ სიტკბოებაჲ, დაემკჳდრე ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა. 4 იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაჲ გულისა შენისაჲ. 5 განაცხადე უფლისა მიმართ გზაჲ შენი და ესევდ მას და მან ყოს; 6 და გამოაბრწყინვოს ვითარცა ნათელი სიმართლე შენი და განკითხვაჲ შენი - ვითარცა დღე შუაჲ.  [55]7 დაემორჩილე უფალსა და დაემონე მას და ნუ გშურნ მისი, რომელი წარმართებულ იყოს გზასა მისსა კაცისა თანა, რომელი იქმოდის უშჯულოებასა. 8 დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულისწყრომაჲ და ნუ ეშურები, რაჲთამცა უკეთურებდი. 9 რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ, ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ. 10 და წუთღა, და არა იყოს უღმრთოჲ და ეძიებდე ადგილსა მისსა და არა ჰპოვო; 11 ხოლო მშჳდთა დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ და იშუებდენ მრავლითა მშჳდობითა. 12 უმზირინ ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი მისნი; 13 ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინაჲსწარ ხედავს, რამეთუ მოახს დღე მისი. 14 მახჳლი იჴადეს ცოდვილთა და გარდააცუეს მშჳლდსა მათსა დაცემად გლახაკისა და დავრდომილისა და მოკლვად მათდა, რომელნი წრფელ არიან გულითა. 15 მახჳლი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშჳლდი მათი შეიმუსრენ. 16 შჯობს მცირედი მართლისაჲ, ვიდრეღა-არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა. 17 რამეთუ მკლავნი ცოდვილთანი შეიმუსრნენ, ხოლო განამტკიცნის მართალნი უფალმან. 18 იცნის უფალმან გზანი უბიწოთანი, და მკჳდრობაჲ მათი უკუნისამდე ეგოს; 19 არა სირცხჳლეულ იქმნენ იგინი ჟამსა ბოროტსა და დღეთა სიყმილისათა განძღენ. [56]20 რამეთუ ცოდვილნი წარწყმდენ, ხოლო მტერნი უფლისანი დიდებასა ოდენ მათსა და ამაღლებასა მოაკლდენ და ვითარცა კვამლი განქარდენ. 21 ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ და მისცის. 22 რამეთუ მაკურთხეველთა მისთა დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ, ხოლო მწყევარნი მისნი მოისრნენ. 23 უფლისა მიერ წარემართების სლვაჲ კაცისაჲ, და გზაჲ მისი ენებოს ფრიად. 24 რაჟამს დაეცეს, არა დაიმუსროს, რამეთუ უფალი განამტკიცებს ჴელსა მისსა. 25 ყრმა ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი - მთხოველ პურისა. 26 მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი, და ნათესავი მისი კურთხეულ იყოს. 27 მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი და დაემკჳდრე უკუნითი-უკუნისამდე. 28 რამეთუ უფალსა უყუარს მშჯავრი და არა დასთხინეს ღირსნი მისნი, უკუნისამდე დაიცვნენ იგინი; ხოლო უშჯულონი იდევნნენ და თესლი უღმრთოთაჲ მოისრას. 29 ხოლო მართალთა დაჲმკჳდრონ ქუეყანაჲ და დაემკჳდრნენ უკუნითი-უკუნისამდე მას ზედა. 30 პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენაჲ. მისი იტყოდის მშჯავრსა. 31 შჯული ღმრთისა მისისაჲ არს გულსა შინა მისსა და არა შეუბრკუმენ სლვანი მისნი. [57]32 ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებნ მას, რაჲთამცა მოკლა იგი; 33 ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ჴელთა მისთა, არცა დასაჯოს იგი, რაჟამს გoნიკითხვიდეს მას. 34 დაუთმე უფალსა და დაიცევ გზაჲ მისი, და აღგამაღლოს შენ დამკჳდრებად ქუეყანისა, და მოსრვაჲ ცოდვილთაჲ იხილო. 35 ვიხილე მე უღმრთოჲ უფროჲს ამაღლებული და აღმატებული ვიდრე ნაძუთამდე ლიბანისათა 36 და თანაწარვჰჴედ და აჰა არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი. 37 დაიცევ უმანკოებაჲ და იხილე სიწრფელე, რამეთუ არს ნეშტი კაცისა მამშჳდებელისაჲ. 38 ხოლო უშჯულონი მოისრნენ ერთბამად, და ნეშტი უღმრთოთაჲ წარწყმდეს. 39 ხოლო ცხორებაჲ მართალთაჲ უფლისა მიერ არს, და მფარველ მათდა არს ჟამსა ჭირისასა. 40 და შეეწიოს მათ უფალი და იჴსნნეს იგინი და განარინნეს იგინი ცოდვილთაგან და აცხოვნნეს იგინი, რამეთუ ესვიდეს მას.

დიდებაჲ

კანონი 6

37

ფსალმუნი დავითისი მოსაჴსენებელად შაბათისა


[58]2 უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. 3 რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ჴელი შენი. 4 არა არს კურნებაჲ ჴორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშჳდობაჲ ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაჲსა; 5 რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტჳრთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა. 6 შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა; 7 დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე; 8 რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაჲ ჴორცთა ჩემთა. [59]9 შევბოროტენ და დავმდაბლდი ვიდრე ფრიად, ვჴმობდ სულთქუმითა გულისა ჩემისაჲთა. 10 უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულისთქუმაჲ ჩემი, და სულთქუმაჲ ჩემი შენგან არა დაეფარა. 11 გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაჲ, - და იგიცა, - არა დაადგრა ჩემ თანა. 12 მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს, და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან. 13 და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს ძჳრსა ჩემსა, იტყოდეს ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს 14 ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა,და ვითარცა უტყუმან რაჲ არა აღაღის პირი თჳსი; 15 და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაჲ. 16 არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო. 17 რამეთუ ვთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერჴთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს. 18 რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის. 19 რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათჳს. [60]20 აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროჲს; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ; 21 და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა და განაგდეს საყუარელი იგი ვითარცა მკუდარი მოძაგებული. 22 ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. 23 მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.


38

დასასრულსა, იდითუმისთჳს ფსალმუნი დავითისი

2 ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა; დავსდევ საცოჲ პირსა ჩემსა, მიჴდებოდა რაჲ ცოდვილი წინაშე ჩემსა. 3 დავყრუვდი და დავმდაბლდი და დავდუმენ კეთილთაგან და სალმობაჲ ჩემი განმიახლდა. 4 განჴურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი. 5 ვიტყოდე მე ენითა ჩემითა: მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხჳ დღეთა ჩემთაჲ რაოდენ არს, რაჲთა უწყოდი, რაჲღა მაკლს მე. 6 ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი, და არსებაჲ ჩემი ვითარცა არარაჲ არს შენ წინაშე; რამეთუ ყოვლითავე ამაო არს ყოველი კაცი ჴორციელი. [61]7 დაღათუ მებრ ხატად ვალს კაცი, გარნა ამაოდ შფოთებს, რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი. 8 და აწ ვინ-მე არს თმენაჲ ჩემი, არათუ შენ, უფალი? და სიმტკიცე ჩემი შენ მიერ არს. 9 ყოველთა უშჯულოებათა ჩემთაგან მიჴსენ მე, საყუედრელად უგუნურსა მიმეც მე. 10 დავყრუვდი და არა აღვაღე პირი ჩემი, რამეთუ შენ ჰყავ. 11 განმაყენენ ჩემგან ტანჯვანი შენნი, რამეთუ ძალითა ჴელისა შენისაჲთა მე მოვაკლდი. 12 მხილებათა მიერ უშჯულოებისათჳს განსწავლე კაცი და დაადნვე, ვითარცა დედაზარდლისა ქსელი, სული მისი; გარნა ამაო არს ყოველი კაცი. 13 შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, უფალო, და ვედრებისა ჩემისაჲ ყურადიღე; ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ, რამეთუ მსხემ ვარ მე შენ წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი. 14 მილხინე მე, რაჲთა განვისუენო პირველ წარსლვად ჩემდამდე და მერმე ნუ არღარა ვიპოო.


39

დასასრულსა, დავითის ფსალმუნი

2 თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისაჲ. 3 და აღმომიყვანა მე მღჳმისაგან გლახაკობისა და თიჴისაგან უყისა და დაამტკიცნა კლდესა ზედა ფერჴნი ჩემნი და წარჰმართნა სლვანი ჩემნი. [62]4 და აღავსო პირი ჩემი ქებითა ახლითა გალობად ღმრთისა ჩუენისა; იხილონ მრავალთა და შეეშინოს და ესვიდენ უფალსა. 5 ნეტარ არს კაცი, რომლისა სახელი უფლისაჲ სასო მისა არს და არა მიხედნა ამაოებასა, არცა სიცბილსა ტყუილისასა. 6 მრავალ ჰყავ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, საკჳრველი შენი, და განზრახვათა შენთა არა არს, ვინ გემსგავსოს შენ; უთხარ და ვიტყოდე, და განმრავლდეს უფროჲს რიცხჳსა. 7 შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე; საკუერთხები და ცოდვისათჳს არა ითხოვე. 8 მაშინ ვთქუ: ესერა მოვალ; თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთჳს. 9 ყოფად ნებისა შენისა, ღმერთო ჩემო, ვინებე, და შჯული შენი შუა მუცელსა ჩემსა. 10 ვახარე სიმართლე ეკლესიასა შინა დიდსა; აჰა ესერა ბაგენი ჩემნი არა დავიპყრნე. უფალო, შენ უწყი: 11 სიმართლე შენი არა დავფარე, გულსა შინა ჩემსა ჭეშმარიტებაჲ შენი და მაცხოვარებაჲ შენი ვთქუ, არა დავფარე წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი კრებულსა შორის დიდძალსა. 12 ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ მოწყალებათა შენთა ჩემგან; წყალობამან შენმან და ჭეშმარიტებამან შენმან მარადის შემიწყნარენ მე. [63]13 რამეთუ მომიცვეს მე ბოროტთა, რომელთაჲ არა არს რიცხუ; მეწინეს მე უშჯულოებანი ჩემნი და მე ვერ უძლე ხილვად; განმიმრავლდეს მე უფროჲს თმათა თავისა ჩემისათა და გულმან ჩემმან დამიტევა მე. 14 გთნდინ, უფალო, ჴსნაჲ ჩემი; უფალო, შეწევნად ჩემდა მომხედენ. 15 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მიღებად მას; მართლუკუნ იქცენ და სირცხჳლეულ იქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი. 16 მიიღედ მეყსეულად სირცხჳლი მათი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა! 17 იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო, და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაჲ შენი. 18 ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი; უფალმან იღუაწოს ჩემთჳს; შემწე და მჴსნელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, ნუ ჰყოვნი.

დიდებაჲ


40

დასასრულსა ფსალმუნი დავითისი


2 ნეტარ არს, რომელმან გულისჴმა-ყოს გლახაკისა და დავრდომილისაჲ, დღესა ბოროტსა იჴსნეს იგი უფალმან. [64]3 უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი და სანატრელ ყოს იგი ქუყანასა ზედა, და არა მისცეს იგი ჴელთა მტერთა მისთასა. 4 უფალი შეეწიოს მას ცხედარსა ზედა სალმობისა მისისასა; ყოველი სარეცელი მისი გარემიაქციე არაძლებასა შინა მისსა. 5 მე ვთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთე ვცოდე შენდა. 6 მტერთა ჩემთა თქუეს ბოროტი ჩემთჳს: ოდესმე მოკუდეს და წარწყმდეს სახელი მისი. 7 და შემო-თუ-ვიდის ხილვად, ამაოსა იტყჳნ; გულმან მისმან შეიკრიბა უშჯულოებაჲ თავისა თჳსისაჲ; გარეგანვიდის გარე, და მასვე იტყჳნ. 8 ჩემთჳს ცუნდრუკებდეს ყოველნი მტერნი ჩემნი, ჩემთვის ზრახვიდეს ბოროტსა. 9 სიტყუაჲ უშჯულოებისაჲ დამდვეს ჩემ ზედა; ნუუკუე მძინარემან არღარა ნუ შესძინოსა აღდგომაჲ? 10 და რამეთუ ამანცა, კაცმან მშჳდობისა ჩემისამან, რომელსა-იგი მე ვესევდი, რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა წიხნაჲ. 11 არამედ შენ, უფალო, მიწყალე მე და აღმადგინე მე, და მე მივაგო მათ. 12 ამით ვცან, რამეთუ მინებე მე, რამეთუ არა უხაროდის მტერსა ჩემსა ჩემ ზედა. 13 ხოლო მე უბიწოებითა ჩემითა შემიწყნარე და დამამტკიცე მე შენ წინაშე უკუნისამდე. 14 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ ამიერითგან და უკუნისამდე! იყავნ, იყავნ!


41

დასასრულსა, გულისჴმისყოფისათჳს, ძეთა კორესთა ფსალმუნი


[65]2 ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართა წყაღთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო! 3 სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა. ოდეს-მე მიკიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა? 4 იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ მეტყჳედ მე მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი? 5 ხოლო მე ესე მოკიჴსენე და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკჳრველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა ჴმითა სიხარულისაჲთა და აღსარებისაჲთა, ჴმითა მედღესასწაულეთაჲთა. 6 რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აღუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა. 7 სული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა; ამისთჳს მოგიჴსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით. 8 უფსკრული უფსკრულსა ხადის ჴმითა ზეგარდამოსაქანელთა შენთაჲთა; ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედაგარდამჴდეს. [66]9 დღისი ამცნო უფალმან წყალობაჲ მისი და ღამე გალობაჲ მისი; ჩემ მიერ ლოცვაჲ ღმრთისა მიმართ ცხორებისა ჩემისა. 10 ვრქუა ღმერთსა: მწე ჩემდა ხარ, რად დამივიწყე მე, ანუ რად მწუხარედ ვრორინებ მე ჭირითა მტერისაჲთა? 11 შემუსრვასა ძუალთა ჩემთასა მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი, მეტყჳედ რაჲ იგინი მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი? 12 რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აღუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და დმერთსა ჩემსა.


42

ფსალმუნი დავითისი ზედაწარუწერელი ებრაელთა შორის


1 მისაჯე მე, ღმერთო, და საჯე შჯაჲ ჩემი თესლისაგან არაწმიდისა, კაცისა ცრუჲსა და მზაკუვარისაგან მიჴსენ მე. 2 რამეთუ შენ, ღმერთი, ძალ ჩემდა ხარ; რად განმიშორებ მე, და რად მწუხარე ვალ მე ჭირითა მტერისაჲთა? 3 გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი, ესენი მიმიძღუეს და მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა და საყოფელთა შენთა. 4 და შევიდე მე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, ღმრთისა მიმართ, რთმელმან ახარა სიჭაბუკესა ჩემსა; [67]აღგიარო შენ ბობღნითა, ღმერთო, ღმერთო ჩემო! 5 რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აღუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.

დიდებაჲ


43

დასასრულსა, ძეთა კორესთაჲ გულისჴმისყიფისათჳს


2 ღმერთო, ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ საქმე იგი, რომელ ჰქმენ დღეთა მათთა, დღეთა მათ შინა პირველთა. 3 ჴელმან შენმან მოსრნა წარმართნი და დაჰნერგენ იგინი, ბოროტ უყავ ერთა და განასხენ იგინი. 4 რამეთუ არა მახჳლითა მათითა დაიმკჳდრეს ქუეყანაჲ და არცა მკლავმან მათმან იჴსნნა იგინი, არამედ - მარჯუენემან შენმან და მკლავმან შენმან და ნათელმან პირისა შენისამან, რამეთუ სათნო-იყვენ შენ იგინი. 5 შენ თავადი ხარ მეუფე ჩემი და ღმერთი ჩემი, რომელმან ჰბრძანე ცხორებაჲ იაკობისი. 6 შენ გამო მტერნი ჩუენნი დავრქნეთ და სახელითა შენითა შეურაცხ-ვყვნეთ იგინი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა. 7 რამეთუ არა მშჳლდსა ჩემსა ვესავ და არცა მახჳლმან ჩემმან მაცხოვნოს მე. [68]8 რამეთუ შენ მაცხოვნენ ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან და მოძულეთა ჩუენთა არცხჳნე. 9 ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩუენ მარადღე და სახელსა შენსა აღუვარებდეთ უკუნისამდე. 10 ხოლო აწ განმიშორენ და მარცხჳნე ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა. 11 მართლუკუნ მიქციენ ჩუენ უფროჲს მტერთა ჩუენთასა და მოძულენი ჩუენნი მიმოდამიტაცებდეს ჩუენ. 12 მიმცენ ჩუენ ვითარცა ცხოვარნი შესაჭმელნი და წარმართთა შორის განმთესენ ჩუენ. 13 მიეც ერი შენი უსასყიდლოდ და არა იყო სიმრავლე სასყიდლისა ჩუენისაჲ. 14 მყვენ ჩუენ საყუედრელ მახლობელთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოჲსთა ჩუენთა. 15 მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავისსახრელად ერთა შორის. 16 მარადღე კდემულებაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს და სირცხჳლმან პირისა ჩემისამან დამფარა მე 17 ჴმისაგან მაყუედრებელისა და ძჳრის-მეტყუელისა, პირისაგან მტერისა და მდევარისა. 18 ესე ყოველი მოიწია ჩუენ ზედა და ჩუენ არა დაგივიწყეთ შენ და არა ვეცრუვენით ჩუენ აღთქუმასა შენსა; 19 და არცა განდგა მართლუკუნ გული ჩუენი; და მისდრიკენ ალაგნი ჩუენნი გზისაგან შენისა. 20 რამეთუ დამამდაბლენ ჩუენ ადგილსა ბოროტსა და დამფარნა ჩუენ აჩრდილმან სიკუდილისამან. [69]21 უკუეთუ დავივიწყეთ ჩუენ სახელი ღმრთისა ჩუენისაჲ და გან-თუ-ვიპყრენით ჴელნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, 22 არა ღმერთმან სამემცა იძია ესე? რამეთუ მან უწყის საიდუმლოჲ გულისაჲ. 23 რამეთუ შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე, შევირაცხენით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლვადნი. 24 განიღჳძე, რად გძინავს, უფალო? აღდეგ და ნუ განმაგდებ ჩუენ სრულიად. 25 რად გარემიიქცევ პირსა შენსა და დაივიწყებ გლახაკობასა ჩუენსა და ჭირსა ჩუენსა? 26 რამეთუ დამდაბლდა მიწამდე სული ჩუენი, და აღეკრა ქუეყანასა მუცელი ჩუენი. 27 აღდეგ, უფალო, შემეწიენ ჩუენ და მიჴსნენ ჩუენ სახელისა შენისათჳს.


44

დასასრულსა, ცვალებადთათჳს, ძეთა კორესთაჲ, გულისჴმისყოფისათჳს, გალობაჲ საყუარელისაჲ


2 აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა. 3 შუენიერ სიკეთითა უფროჲს ძეთა კაცთასა; განეფინა მადლი ბაგეთა შენთა; ამისთჳს გაკურთხა შენ ღმერთმან უკენისამდე. 4 შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო, შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა. [70]5 და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათჳს და სიმშჳდისა და სიმართლისა; და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი. 6 ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო; ერნი შენ ქუეშე დაეცნენ, გულითა მტერნი მეუფისანი. 7 საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი-უკუნისამდე, კუერთხი განგებისაჲ და კუერთხი სუფევისა შენისაჲ. 8 შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უშჯულოებაჲ; ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან, საცხებელი სიხარულისაჲ უმეტეს მოყუასთა შენთა. 9 მური და შტახსი და კასიაჲ სამოსელთაგან შენთა, ტაძართაგან პილოჲს ძუალისათა, რომელთა გახარეს შენ. 10 ასულნი მეუფისანი - პატივითა შენითა; დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად. 11 ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი; და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ; 12 და გულმან-უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისაჲ; რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი შენი. 13 და თაყუანის-სცე მას და ასულმანცა ტჳროსისმან ძღუნითა; პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი. 14 ყოველი დიდებაჲ - ასულისა მეუფისა შინაგან, ფესუედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად. 15 მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი შემდგომად მისსა, მოყუასნი მისნი მიგერთუნენ შენ. 16 მიგერთუნენ შენ გალობითა [71]და სიხარულითა და შეიყვანნენ იგინი ტაძარსა მეუფისასა. 17 მამათა შენთა წილ იქმნეს შვილნი შენნი და დაადგინნე იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა. 18 მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა; ამისთჳს ერთა აღგიარონ შენ უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე.

 

45

დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს დაფარულთათჳს ფსალმუნი


2 ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე პირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად. 3 ამისთჳს არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუყანისასა და ცვალებასა მთათასა, გულთა ზღუათასა. 4 ოხრიდეს და შეძრწუნდეს წყალნი მათნი, შეძრწუნდეს მთანი ძლიერებითა მისითა. 5 სლვაჲ მდინარეთაჲ ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; წმიდა-ყო საყოფელი თჳსი მაღალმან. 6 ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას; შეეწიოს მას ღმერთი დილითი-დილად. 7 შეძრწუნდეს წარმართნი, მიდრკეს მეფენი, მოსცა ჴმაჲ თჳსი მაღალმან და შეიძრა ქუეყანაჲ. 8 უფალი ძალთაჲ ჩუენ თანა, ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი. 9 მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, რომელ ქმნა ნიშები ქუეყანასა ზედა. 10 დააცადნის ბრძოლანი [72]კიდითგან კიდედმდე ქუეყანისა; მშჳლდები შემუსროს და შეფქვას საჭურველი და ფარები დაწუას ცეცხლითა. 11 მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდე წარმართთა შორის და ავმაღლდე ქუეყანასა შინა. 12 უფალი ძალთაჲ ჩუენ თანა, ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი.

დიდებაჲ


კანონი 7

46

დასასრულსა ძეთა კორესთათჳს ფსალმუნი

[73]2 ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ჴელნი თქუენნი, ღაღადებდით დმრთისა მიმართ ძჴმითა სიხარულისაჲთა. 3 რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა. 4 დაგუამორჩილნა ჩუენ ერნი და წარმართნი ქუეშე ფერჴთა ჩუენთა. 5 გამომირჩია ჩუენ სამკჳდრებელი თჳსი, შუენიერებაჲ იაკობისი, რომელ შეიყუარა. 6 ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ჴმითა საყჳრისაჲთა. 7 უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით; უგალობდით მეუფესა ჩუენსა, უგალობდით. 8 რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქუეყანისაჲ ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით. 9 სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, [74]ღმერთი ზის საყდარსა მისსა ზედა წმიდასა. 10 მთავარნი ერთანი შეკრბეს ღმრთისა თანა აბრაჰამისსა, რამეთუ ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად ამაღლდეს.

 

47

ფსალმუნი გალობისაჲ ძეთა კორესთაჲ, მეორისა შაბათისაჲ

2 დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა, მთასა წმიდასა მისსა. 3 ძირმტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისაჲთა მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოჲსანი, ქალაქი მეუფისა დიდისაჲ. 4 ღმერთი ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს შეეწეოდის მას, 5 რამეთუ ესერა მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს და მოვიდეს ერთბამად. 6 მათ იხილეს ესრეთ და დაუკჳრდა, შეშფოთნეს, შეირყინეს; 7 და ძრწოლამან შეიპყრნა იგინი; შენ სალმობაჲ, ვითარცა შობადისაჲ. 8 ქარითა სასტიკითა შეჰმუსრნე ნავნი თარშისანი. 9 ვითარცა გუესმა, ეგრეცა-და ვიხილეთ ქალაქსა უფლისა ძალთაჲსა, ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა; ღმერთმან დააფუძნა იგი უკუნისამდე. 10 შევიწყნარეთ წყალობაჲ შენი, ღმერთო, შორის ერსა შენსა. 11 ვითარცა არს სახელი შენი, ღმერთო, [75]ეგრეცა ქებაჲ შენი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა; სიმართლითა სავსე არს მარჯუენე შენი. 12 იხარებდინ მთაჲ სიონი და იშუებდედ ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათჳს, უფალო. 13 მოადეგით სიონსა და მოიცევით იგი და მიუთხრობდით გოდლებსა შორის მისსა. 14 დასხენით გულნი თქუენნი ძალსა შინა მისსა და განიყავთ ტაძრები მისი, რაჲთა მიუთხრათ ნათესავსა სხუასა. 15 რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე და ამან დამმწყსნეს ჩუენ უკუნისამდე.


48

დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი


2 ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკჳდრებულ ხართ სოფელსა. 3 ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი და გლახაკნი. 4 პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისჴმისყოფასა. 5 მივყო იგავსა ყური ჩემი და აღვაღო საგალობელითა იგავი ჩემი. 6 რაჲსათჳს მეშინის მე დღესა ბოროტსა, უკუეთუ უშჯულოებამან სლვათა ჩემთამან გარემომიცვას მე? 7 რომელნი ესვენ ძალსა თჳსსა და სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა თჳსისასა იქადიან, [76]8 ძმამან ვერ იჴსნეს, იჴსნესა კაცმან? არა მისცეს ღმერთსა საჴსარი თავისა თჳსისაჲ. 9 და სასყიდელი საჴსრად სულისა თჳსისა; და შურებოდა იგი უკუნისამდე, 10 და ცხოვნდეს სრულიად. არა იხილოს მან განსახრწნელი, 11 რაჟამს იხილნეს ბრძენნი სიკუდილად. ერთბამად უგუნური და უცნობოჲ წარწყმდენ და დაუტეონ უცხოთა სიმდიდრე მათი. 12 და სამარენი მათნი სახლ მათდა იყვნენ უკუნისამდე და საყოფელ მათდა თესლითი-თესლადმდე; სახელები მათი უწოდეს მიწასა მათსა. 13 კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. 14 ესე გზაჲ არს საცთურებისა მათისაჲ. მათდა მიმართ და ამისსა შემდგომად პირითა მათითა სათნო-იყონ. 15 ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნეს და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ; და ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად და შეწევნაჲ მათი განკფდეს ჯოჯოხეთს და დიდებისა მათისაგან განვარდენ. 16 ხოლო ღმერთმან იჴსნეს სული ჩემი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა, რაჟამს შემიწყნარებდეს მე. 17 ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისაჲ; 18 რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაჲ მისი მის თანა. [77]19 რამეთუ სული მისი ცხორებასა ოდენ მისსა იკურთხოს; აღგიარო შენ, რაჟამს კეთილი უყო მას. 20 შევიდეს იგი ვიდრე ნათესავამდე მამათა მისთა, ვიდრე უკუნისამდე ნათელი არა იხილოს. 21 კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა  და მიემსგავსა მათ.

დიდებაჲ


49

ფსალმუნი ასაფისი


1 ღმერთი ღმერთთაჲ უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისაჲთ ვიდრე დასავალადმდე. 2 სიონით გამო არს შუენიერებაჲ ჰაეროვნებისა მისისაჲ. 3 ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ჩუენი და არა დადუმნეს; ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოჲს მისსა გრიგალი ფრიად. 4 მოუწოდოს ზეცასა ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თჳსისა. 5 შემოკრიბენით მისა წმიდანი მისნი, აღმასრულებელნი აღთქუმისა მისისანი საკუერთხთა ზედა. 6 და უთხრობენ ცანი სიმართლესა მისსა, რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს. 7 ისმინე, ერო ჩემო, და გეტყოდი შენ; ისრაელო, და გიწამო შენ; ღმერთი, ღმერთი შენი ვარი მე. [78]8 არათუ მსხუერპლთა შენთათჳს გამხილო შენ, რამეთუ საკუერთხნი შენნი ჩემ წინაშე არიან მარადის. 9 არა შევიწირავ მე სახლისა შენისაგან ზუარაკთა, არცა არვისა შენისაგან ვაცთა; 10 რამეთუ ჩემი არს ყოველი მჴეცი ველისაჲ, ნადირი მთათაჲ და ყოველი პირუტყჳ; 11 ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შუენიერებაჲ ველთაჲ ჩემ თანა არს. 12 შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაჲ მისი. 13 ნუ ვჭამოა ჴორცი ზუარაკთაჲ ანუ სისხლი ვაცთაჲ ვსუაა? 14 შეწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისაჲ და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი. 15 და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიჴსნა შენ და შენ მადიდო მე. 16 ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაჲსათჳს-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და აღიღებ აღთქუმასა ჩემსა პირითა შენითა? 17 შენ ეგერა მოიძულე სწავლულებაჲ და განიშორენ და განსთხიენ სიტყუანი ჩემნი. 18 იხილი თუ მპარავი, თანაურბიოდეს მას და მეძავსა თანა დასდვი ნაწილი შენი. 19 პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაჲ და ენაჲ შენი თხზვიდა ზაკუვასა. [79]20 შჯდი რაჲ, ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს დედისა შენისა დასდვი საცთური. 21 ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე; ჰგონე უშჯულოებაჲ, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა. 22 გულისჴმა-ყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმერთი; ნუუკუე წარგიტაცნეს და არავინ იყოს მჴსნელ თქუენდა. 23 მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაჲ, სადა უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი.


50

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, რაჟამს მოვიდა მისა ნათან წინაჲსწარმეტყუელი, ოდეს-იგი შევიდა ბერსაბესა, ურიის ცოლისა


3 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. 4 უფროჲს ბანმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 5 რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 6 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაჲთა ბანჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 7 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშუა მე დედამან ჩემმან. [80]8 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 9 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. 10 მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 11 გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. 12 გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 13 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 14 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. 15 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 16 მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. 17 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 18 რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 19 მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. 20 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. [81]21 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლადდასაწუველი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

დიდებაჲ


51

დასასრულსა გულისჴმისყოფისათჳს დავითისა, რაჟამს მოვიდა დოიკ იდუმელი და უთხრა საულსა და ჰრქუა მას, ვითარმედ: მოვიდა დავით სახლსა აბიმელექისსა


3 რად-მე იქადინ უკეთურებითა ძლიერი უშჯულოებასა მარადღე? 4 სიცრუვესა ზრახავს ენაჲ შენი; ვითარცა მახჳლი, აღლესულ ჰყავ შენ ზაკუვაჲ. 5 შეიყუარე სიბოროტე უფროჲს სახიერებისა და სიცრუვე უფროჲს სიმართლისა სიტყჳსა. 6 შეიყუარე შენ ყოველი სიტყუაჲ დაქცევისაჲ და ენაჲ მზაკუვარი. 7 ამისთჳს დაგამჴუას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხურას და განგჴადოს შენ საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქუეყანით ცხოველთაჲთ. 8 იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან: 9 აჰა ესერა კაცი, რომელმან არა ყო ღმერთი მწე მისა, არამედ ესვიდა იგი სიმრავლესა სიმდიდრისა მისისასა და განძლიერდა იგი ამაოებითა თჳსითა. 10 ხოლო მე ვითარცა ზეთისხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა, ვესავ მე წყალობასა ღმრთისასა [82]უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე. 11 აღგიარო შენ უკუნისამდე, რამეთუ ჰყავ, და დაუთმო სახელსა შენსა, რამეთუ ტკბილ არს წინაშე წშიდათა შენთა.


52

დასასრულსა, მაელეთისთჳს, გულისჴმისყოფისათჳს ფსალმუნი


2 თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და შეიგინნეს უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა კეთილი. 3 ღმერთმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, არს თუ ვინმე გულისჴმისმყოფელ ანუ გამომეძიებელ ღმრთისა. 4 ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა კეთილი, არავინ არს მიერთადმდე. 5 არა გულისჴმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა ვითარცა ჭამადსა პურისასა; ღმერთსა არა ხადეს. 6 მუნ შეეშინა მათ შიში, სადა-იგი არა იყო შიში; რამეთუ ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთმოთნეთანი. ჰრცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ყვნა იგინი. 7 ვინ მოსცეს სიონით ცხორებაჲ ისრაელსა?რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუჱ ერისა თჳსისაჲ, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი.


53

დასასრულსა, გალობათა შინა, გულისჴმისყოფისათჳს დავითისა, რაჟამს მოვიდეს ზეფელნი და ჰრქუეს საულს: აჰა, დავით დამალულ არს ჩუენ შორის


[83]3 ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა მისაჯე მე. 4 ღმერთო, ისმინე ღოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი. 5 რამეთუ უცხონი აღდგეს ჩემ ზედა და ძლიერთა იძიეს სული ჩემი და არა შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მათსა. 6 აჰა ესერა ღმერთი შემწე ჩემდა არს და უფალი შენწყნარებელ სულისა ჩემისა. 7 მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა; ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი. 8 და მე ნებითა ჩემითა მსხურპლი შევწირო შენდა;

დიაფსალმაჲ

აღუვარო სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ; 9 რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან მიჴსენ მე და მტერთა ჩემთაჲ იხილა თუალმან ჩემმან.


54

დასასრულსა, გალობათა შინა, გულისჴმისყოფისათჳს დავითისა


2 ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისაჲ და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა. 3 მომხედენ მე და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა ჩემსა და შევძრწუნდი [84]4 ჴმითა მტერისაჲთა და ჭირითა ცოდვილისაჲთა; რამეთუ მოაქციეს ჩემ ზედა უშჯულოებითა და რისხვით მითქუმიდეს მე. 5 გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისაჲ დამეცა ჩემ ზედა. 6 შიში და ძრწოლაჲ მომიჴდა მე და დამფარა მე ბნელმან. 7 და ვთქუ: ვინმცა მცნა მე ფრთენი ვითარცა ტრედისანი, და ავფრინდე მე და განვისუენო. 8 ესერა განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა. 9 მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულმოკლებისაგან და გრიგალისა. 10 დაანთქენ, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ ვიხილე მე უშჯულოებაჲ და ჴდომაჲ ქალაქსა შინა. 11 დღე და ღამე გარემოადგეს მას და ზღუდეთა მისთა, და უშჯულოებაჲ და სიცრუვე და შრომაჲ შორის მათსა. 12 და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკუვაჲ. 13 რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა, მო-მცა-ვითმინე მისი და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვემალე მისგან. 14 ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინამძღუარო ჩემო და მეცნიერო ჩემო, 15 რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი, რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთგულებით სახლსა ღმრთისასა. [85]16 მოვედინ სიკუდილი მათ ზედა და ცოცხლივ შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაჲ იყო სამკჳდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა. 17 მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვყავ და უფალმან ისმინა ჩემი; 18 მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდი და ესმეს ჴმისა ჩემისაჲ. 19 იჴსნეს სული ჩემი მშჳდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყვნეს იგინი ჩემ თანა. 20 ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა. 21 მიყო ჴელი მისი, რაჲთამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს შჯული მისი. 22 განიყვნეს იგინი რისხვითა პირისა მისისაჲთა და მიეახლნეს გულნი მათნი. ლბილ იქმნეს სიტყუანი მათნი უფროჲს ზეთისა და იგინი იყვნეს ვითარცა ისრისპირნი. 23 მიუტევე უფალსა ზრუნვაჲ შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა სცეს შერყევაჲ უკუნისამდე მართალსა. 24 ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰჴადნე იგინი მღჳმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკუვართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი? ხოლო მე, უფალო, შენ გესავ.

დიდებაჲ

 

კანონი 8

55

დასასრულსა, ერისათჳს განშორებულისა წმიდათაგან, დავითის ძეგლისწერაჲ რაჟამს-იგი შეიპყრეს უცხოთესლთა გეთს შინა

[86]2 მიწყალე მე, ღმერთო, რამეთუ დამთრგუნა მე კაცმან, მარადღე ბრძოლითა მაჭირვა მე. 3 დამთრგუნეს მე მტერთა ჩემთა მარადღე, რამეათუ მრავალ არიან, რომელნი მბრძვანან მე მაღლით. 4 დღისი არა მეშინოდის მე, რამეთუ მე შენ გესავ. 5 ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი; ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე ჴორციელმან? 6 მარადღე სიტყუანი ჩემნი მოიძაგნეს, ჩემთჳს იყვნეს ყოველნი ზრახვანი მათნი ბოროტებით. 7 მწირ იქმნენ და დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭყალსა ჩემსა უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა. 8 ამისთჳს არარაჲთა დასცნე იგინი [87]და რისხვით ერნი მოსრნე. 9 ღმერთო, ცხორებაჲ ჩემი შენ გითხარ, დასხენ ცრემლნი ჩემნი შენ წინაშე, ვითარცა აღმითქუ მე. 10 მიიქცენ მტერნი ჩემნი მართლუკუნ, რომელსა დღესა გხადოდი შენ; აჰა ესერა მიცნობიეს მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარი შენ. 11 ღმრთისა მიმართ ვაქნე სიტყუანი ჩემნი და უფლისა მიმართ ვაქნე თქუმულნი ჩემნი. 12 ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან? 13 შეიწირე აღნათქუემი ჩემი, ღმერთო, რომელ მიგცე შენ ქებისაჲ. 14 რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბრკოლისაგან; სათნო-ვეყო მე წინაშე უფლისა ნათელსა შინა ცხოველთასა.


56

დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლისწერისათჳს, რაჟამს-იგი ივლტოდა პირისაგან საულისა და შევიდა ქუაბსა მას


2 მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე, რამეთუ შენ გესავს სული ჩემი; და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვესვიდე, ვიდრემდის წარჴდეს უშჯულოებაჲ. 3 ჴმა-ვყო ღმრთისა მიმართ მაღლისა, ღმრთისა ქველისმოქმედისა ჩემისა.

დიაფსალმაჲ

4 გამოავლინა ზეცით და მაცხოვნა მე და მისცნა საყუედრელად დამთრგუნველნი ჩემნი;

დიაფსალმაჲ


[88]გამოავლინა ღმერთმან წყალობაჲ მისი და ჭეშმარიტებაჲ მისი. 5 და იჴსნა სული ჩემი შორის მჴეცთაგან, რამეთუ მეძინა მე ზრუნვით; ძენი კაცთანი, კბილნი მათნი ჭურ და ისარ, და ენანი მათნი ვითარცა ჴრმალნი ლესულნი. 6 ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი. 7 მახე განჰშზადეს ფერჴთა ჩემთათჳს და დაამდაბლეს სული ჩემი; თხარეს წინაშე პირსა ჩემსა მთხრებლი და იგინივე შთაითხინეს. 8 განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, დმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა. 9 განიღჳძე, დიდებაო ჩემო, განიღჳძე საფსალმუნითა და ებნითა. მე განვიღჳძო განთიად. 10 აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ წარმართთა შორის. 11 რამეთუ განდიდნა ცამდე წყალობაჲ შენი და ღრუბელთამდე ჭეშმარიტებაჲ შენი. 12 ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი.


57

დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლისწერისათჳს


2 ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყჳთ? სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო? [89]3 და რამეთუ გულსა შინა უშჯულოებასა იქმთ ქუეყანასა ზედა, სიცრუვესა ჴელნი თქუენნი ნივთებენ. 4 უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოჲთგან, შესცთეს მუცლითაგან და იტყოდეს სიცრუვესა. 5 გულისწყრომაჲ მათი მსგავს არს გუელისასა, ვითარცა ასპიტისა ყრუჲსა, რომელსა დაეყვნიან ყურნი მისნი, 6 რომელმან არა ისმინის ჴმაჲ მსახრვალისაჲ და წამლისაჲ მწამლველისაგან ბრძნისა. 7 ღმერთმან შემუსრნეს კბილნი მათნი პირსა შინა მათსა, და შუანი ლომთანი შეფქვნა უფალმან. 8 შეურაცხ-იქმნენ იგინი ვითარცა წყალი-დათხეული, გარდააცუას მშჳლდსა მისსა, ვიდრემდის მოუძლურდენ. 9 ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის, ეგრე მოესრულნენ; დაეცა მათ ზედა ცეცხლი და არა იხილეს მზე. 10 ვიდრე არა თანაიყოს ეკალთა თქუენთა ძეძჳ, ვითარცა ცხოველნი, ვითარცა რისხვით შთანთქნეს იგინი. 11 იხარებდეს მართალი, რაჟამს იხილოს შურისგებაჲ, ჴელნი მისნი დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისაჲთა. 12 და თქუას კაცმან, რამეთუ: არს სამე ნაყოფი მართლისაჲ; და არს სამე ღმერთი, რომელმან საჯნეს იგინი ქუეყანასა ზედა.

დიდებაჲ

 

58

დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლისწერაჲ, ოდეს-იგი მიავლინა საულ და შეიცვა სახლი მისი მოკლვად მისა


[90]2 მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო, და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, განმარინე მე. 3 მიჴსენ მე მოქმედთაგან უშჯულოებისათა და კაცთა მისისხლეთაგან მაცხოვნე მე. 4 რამეთუ ესერა მოინადირეს სული ჩემი, და დამესხნეს ჩემ ზედა ძლიერნი; არცა უშჯულოებაჲ ჩემი, არცა ცოდვაჲ ჩემი, უფალო; 5 უცოდველად ვრბიოდე და წარვჰმართე, განიღჳძე შემთხუევად ჩემდა და იხილე. 6 და შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, ღმერთო ისრაელისაო, მოიხილე მოხედვად ყოველთა წარმართთა და ნუ შეიწყალებ ყოველთა მოქმედთა უშჯულოებისათა. 7 მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლი და მოადგენ ქალაქსა. 8 ესერა იგინი იტყოდიან პირითა მათითა, და მახჳლი ბაგეთა შინა მათთა, ვითარმედ ვის ესმა? 9 და შენ, უფალი, ეცინოდი მათ და შეურაცხ-ჰყვნე ყოველნი წარმართნი. 10 ძალი ჩემი შენდამი ვიმარხო, რამეთუ შენ, ღმერთი, მწე ჩემდა ხარ, 11 ღმერთი ჩემი, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო; [91]ღმერთმან ჩემმან მიჩუენოს მე მტერთა ჩემთაჲ. 12 და ნუ მოსწყუედ მათ, ნუუკუე დაივიწყონ შჯული შენი; განაბნინენ იგინი ძალითა შენითა და დაამჴუენ იგინი, მფარველო ჩემო უფალო. 13 ცოდვაჲ პირისა მათისაჲ სიტყუაჲ ბაგეთა მათთაჲ, და შეიპყრნედ იგინი ამპარტავანებითა მათითა და წყევასა და სიცრუვესა უთხრობდენ.   14 აღსასრულსა რისხვით მოასრულნე და ნუღარა იპოვნენ; და გულისჴმა-ყონ, რამეთუ ღმერთი უფლებს იაკობსა ზედა და კიდეთა ქუეყანისათა. 15 მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლი და მოადგენ ქალაქსა. 16 იგინი განიბნინენ ჭამად და უკუეთუ ვერ განძღენ, დრტჳნვიდენცა. 17 ხოლო მე ვაქებდე ძალსა შენსა და ვიხარებდე მე განთიად წყალობითა შენითა; რამეთუ მეყაე მე მფარველ და შესავედრებელ ჩემდა დღესა ჭირისა ჩემისასა. 18 მწე ჩემი ხარი შენ, შენ გიგალობდე, რამეთუ ღმერთი ჴელისაღმპყრობელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, წყალობაო ჩემო.


59

დასასრულსა, ცვალებადთათჳს მერმეცა; ძეგლისწერაჲ დავითისი სამოძღურებელად, რაჟამს-იგი მოწუა შუადინარე ასურეთისაჲ და ასურეთი საბაკოჲ და მოაქცია იოაბ, და დასცა ედომი ჴევსა მას მარილთასა ათორმეტი ათასი


3 ღმერთო, განმთხიენ ჩუენ და დამამჴუენ ჩუენ, შემრისხენ და შემიწყალენ ჩუენ. [92]4 შეარყიე ქუეყანაჲ და შეაძრწუნე იგი; განკურნე შემუსრვილებაჲ მისი, რამეთუ შეიძრა. 5 უჩუენე ერსა შენსა სიფიცხლე, მასუ ჩუენ ღჳნოჲ ლმობიერებისაჲ. 6 მოეც მოშიშთა შენთა სასწაული განრომად პირისაგან მშჳლდისა, 7 რაჲთა იჴსნნენ საყუარელნი შენნი; მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი. 8 ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით: განვიხარო და განვყო სიკიმაჲ და ღელე იგი საყოფელთაჲ განვზომო. 9 ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე, და ეფრემ, დამამტკიცებელი თავისა ჩემისაჲ, იუდა, მეუფჱ ჩემი, 10 მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისაჲ; იდუმიამდე წარვიმართო სლვაჲ ჩემი, მე უცხოთესლნი დამემორჩილნეს. 11 ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას შეცვულსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიამდე, 12 არათუ შენ, ღმერთმან, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა? 13 მომეც ჩუენ შეწევნაჲ ჭირსა; რამეთუ ცუდ არს ცხორებაჲ კაცისაჲ. 14 ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი და მან შეურაცხ-ყვნეს მაჭირვებელნი ჩუენნი.


60

დასასრულსა, ქებათა შინა დავითისი


2 შეისმინე, ღმერთო, ვედრებისა ჩემისაჲ, მოხედენ ჩემსა ლოცვასა. [93]3 კიდითგან ქუეყანისაჲთ შენდა ღაღად-ვყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლე მე, მიძღოდე მე. 4 და იყავ ჩემდა სასო, გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა. 5 დავიმკჳდრო საყოფელთა შენთა უკუნისამდე, დავეფარო მე საფარველსა ფრთეთა შენთასა. 6 რამეთუ შენ, ღმერთმან, ისმინე ლოცვათა ჩემთაჲ და ეც მკჳდრობაჲ მოშიშთა სახელისა შენისათა. 7 დღითი-დღე შესძინნე მეუფესა წელიწადნი მისნი მიდღედმდე ნათესავითი-ნათესავად. 8 დაადგრების უკუნისამდე წინაშე ღმრთისა; წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ მისი, ვინ გამოიძიოს იგი? 9 ესრეთ უგალობდე სახელსა შენსა უკუნისამდე და მიგცნე მე ლოცვანი ჩემნი დღითი-დღე.

დიდებაჲ


61

დასასრულსა, იდითუმისთჳს, ფსალმუნი დავითისი

2 ანუ არა ღმერთსავე დაემორჩილოსა სული ჩემი? რამეთუ მის მიერ არს ცხორებაჲ ჩემი. 3 და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი და მე არა შევირყიო უფროჲს. 4 ვიდრემდის დაესხმით კაცთა ზედა და მოჰკლავთ თქუენ ყოველნი, ვითარცა კედელსა მიდრეკილსა და ღობესა დაჭენებულსა? 5 ხოლო პატივისა ჩემისაჲ იზრახეს განშორებაჲ [94]და რბიოდეს წყურვილითა; პირითა მათითა აკურთხევდეს და გულითა მათითა სწყევდეს. 6 გარნა ღმერთსა დაემორჩილე, სულო ჩემო, რამეთუ მის მიერ არს თმენაჲ ჩემი, 7 და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი, და მე არა შევირყიო. 8 ღმრთისა მიმართ არს ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი; ღმერთი შეწევნისა ჩემისაჲ და სასოებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ. 9 ესევდით მას ყოველი კრებული ერისაჲ, განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს. 10 ხოლო ამაო არიან ძენი კაცთანი, ცრუ არიან ძენი კაცთანი სასწორთა მათ ზედა სიცრუვისათა და იგინივე ამაოებით არიან ურთიერთას. 11 ნუ ესავთ სიცრუვესა და ტაცებად ნუ გსურის; სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუეენთა. 12 ერთჯერ თქუა ღმერთმან და ორი ესე მესმა, რამეთუ ღმრთისა არს სიმტკიცე. 13 და შენი არს, უფალო, წყალობაჲ, რამეთუ შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ.


62

ფსალმუნი დავითისი, რაჟამს იყო იგი უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა


2 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ; სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა; [95]რაოდენჯერმე არს ჴორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა? 3 ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაჲთა ვიხილო მე ძალი და დიდებაჲ შენი. 4 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაჲ შენი უფროჲს საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ. 5 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ჴელნი ჩემნი. 6 ვითარცა ცმელითა და სიპობითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაჲთა გაქებდეს შენ პირი ჩემი. 7 უკუეთუმცა მოგიჴსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ; 8 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე. 9 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენე შენი. 10 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი, შთაჴდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა. 11 მიეცნენ იგინი ჴელთა მახჳლისათა, ნაწილად მელთა იყვნენ იგინი. 12 ხოლო მეუფჱ იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.


63

დასასრულსა ფსალმუნი დავითისი


2 შეისმინე, დმერთო, ჴმისა ჩემისაჲ, გევედრებოდი რაჲ მე შენდაში, [96]შიშისაგან მტერისა იჴსენ სული ჩემი. 3 დამიფარე მე ამბოხისაგან უკეთურთაჲსა და სიმრავლისაგან მოქმედთა სიცრუვისათა. 4 რომელთა აღილესნეს ვითარცა მახჳლნი ენანი მათნი, გარდააცუეს მშჳლდსა მათსა საქმე სიმწარისაჲ, 5 რაჲთამცა განგუმირეს დაფარულსა შინა უბიწოჲ; მყის სისრა-უყონ მას და არა შეიშინონ. 6 განიმტკიცეს თავისა თჳსისა სიტყუაჲ უკეთური, მიუთხრეს დარწყუმაჲ მახისაჲ; და თქუეს: ვინ იხილნეს იგინი? 7 გამოიძიეს უშჯულოებაჲ, განილინეს გამოძიებასა გამოსაძიებელისასა; წარდგეს კაცი სიღრმითა გულისაჲთა, 8 და ამაღლდეს ღმერთი. ისარ ჩჩჳლთა იქმნნეს წყლულებანი მათნი, 9 და მოუძლურდეს მათ ზედა ენანი მათნი. შეძრწუნდეს ყოველნი, რომელნი ხედვიდეს მათ. 10 და შეეშინა ყოველსა კაცსა და უთხრნეს მათ საქმენი ღმრთისანი და დაბადებულნი მისნი გულისჴმა-ყვნეს. 11 იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას და იქნენ ყოველნი წრფელნი გულითა.

დიდებაჲ


კანონი 9

64

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, გალობაჲ იერემიაჲსი და ეზეკიელისი ერისა მის მსხემობისაჲ


[97]2 შენ გშუენის გალობაჲ, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვაჲ იერუსალემს. 3 შეგესემინ ლოცვისა ჩემისაჲ, შენდა ყოველი ჴორციელი მოვიდეს. 4 სიტყუანი უშჯულოთანი გoნძლიერდეს ჩუენ ზედა, და უღმრთოებათა ჩუენთაგან შენ მილხინო. 5 ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, დაიმკჳდროს ეზოთა შინა შენთა, აღვივსნეთ ჩუენ კეთილითა სახლისა შენისაჲთა; წმიდა არს ტაძარი შენი, 6 საკჳრველ არს სიმართლითა. შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო [98]და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს. 7 განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თჳსითა, გარეშერტყმულმან ძლიერებითა, 8 რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღჳსასა, ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმოს? შეძრწუნდენ წარმართნი, 9 და ეშინოდის მკჳდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან; გამოსლვასა ცისკრისასა და მწუხრისასა მხიარულებაჲ. 10 მოხედე ქუეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე განმდიდრებაჲ მისი; მდინარე ღმრთისაჲ აღივსო წყლითა; განუმზადე საზრდელი მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაჲ. 11 ურნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა მისითა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი. 12 აკურთხო გჳრგჳნი წელიწადისაჲ სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა. 13 განპოხნეს შუენიერებაჲ უდაბნოჲსაჲ, და სიხარული ბორცუთა შეიმოსონ. 14 შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი და ღელეთა განამრავლონ იფქლი; ღაღადებდენ და გალობდენ.


65

დასასრულსა გალობაჲ ფსალმუნისაჲ აღდგომისათჳს


1 ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაჲ. 2 უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდებაჲ ქებულებასა მისსა. [99]3 არქუთ ღმერთსა: რაბამად საშინელ არიან საქმენი შენნი; მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი შენნი. 4 ყოველი ქუეყანაჲ თაყუანის-გცემდენ შენ და გიგალობდენ და უგალობდე სახელსა შენსა, მაღალო. 5 მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვითარ საშინელ არს განზრახვათა შინა უფროჲს ძეთა კაცთასა, 6 რომელი გარდააქცევს ზღუასა ხმელად, მდინარესა წიაღ-ჴდენ ფრჴივ; მუნ ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ, 7 რომელი-იგი უფლებს ძალითა თჳსითა საუკენეთა. თუალნი მისნი წარმართთა ხედვენ; რომელთა განამწარეს იგი, ნუ ამაღლდებიედ თავით თჳსით. 8 აკურთხევდით წარმართნი ღმერთსა ჩუენსა და სასმენელ ყავთ ჴმაჲ ქებისა მისისაჲ, 9 რომელმან დადვა სული ჩემი ცხორებად და არა სცა ძრვაჲ ფერჴთა ჩემთა. 10 რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომაჴურვენ ჩუენ, ვითარცა გამოიჴურვების ვეცხლი. 11 შემიყვანენ ჩუენ საფრჴესა, დაჰკრიბე ჭირი ბეჭთა ჩუენთა. 12 ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებელად. 13 შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი, [100]14 რომელ აღთქუეს ბაგეთა ჩემთა, და იტყოდა პირი ჩემი ჭირსა შინა ჩემსა. 15 საკუერთხები ტჳნოანი შენდა შევწირო ვერძებითა და საკუმეველითა, შევწირო შენდა ზუარაკები და ვაცები.

დიაფსალმაჲ

16 მოვედით, ისმინეთ ჩემი, და გითხრა თქუენ ყოველთა მოშიშთა ღმრთისათა, რაოდენი უყო სულსა ჩემსა. 17 მისა მიმართ პირითა ჩემითა ღაღად-ვყავ და აღვამაღლე იგი ენითა ჩემითა. 18 სიცრუვესა თუ ვხედევდ გულსა შინა ჩემსა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი. 19 ამისთჳს შეისმინა ჩემი ღმერთმან და მოხედნა ჴმასა ვედრებისა ჩემისასა. 20 კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა განიშორა ლოცვაჲ ჩემი და არცა წყალობაჲ მისი ჩემგან.


66

ფსალმუნი ქებისაჲ, დავითისი


2 ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და მიწყალენ ჩუენ.

დიაფსალმაჲ


3 ცნობად ქუეყანასა ზედა გზაჲ შენი და ყოველსა თესლებსა შორის მაცხოვარებაჲ შენი. 4 აღგიარებდენ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდენ შენ ერნი ყოველნი. [101]5 მხიარულ იყვნედ და იხარებდენ თესლნი, რამეთუ განსაჯნე ერნი სიწრფოებით და თესლებსა ქუეყანასა ზედა უძღოდი. 6 აღგიარებდენ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდენ შენ ერნი ყოველნი. 7 ქუეყანამან გამოსცა ნაყოფი თჳსი; მაკურთხენ ჩუენ, ღმერთო, ღმერთმან ჩუენმან; 8 მაკურთხენინ ჩუენ ღმერთმან და ეშინოდენ მისგან ყოველთა კიდეთა ქუეყინისათა.

დიდებაჲ


67

დასასრულსა, დავითის ფსალმუნი, შესხმისაჲ


2 აღდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან. 3 ვითარცა მოაკლდის კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა. 4 და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყვნენ წინაშე ღმრთისა და განსცხრებოდიან სიხარულითა.

დიაფსალმაჲ

5 აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე. 6 შეძრწუნდედ პირისა მისისაგან, რომელი-იგი მამა არს ობოლთაჲ და მსაჯული ქურივთაჲ; [102]ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა. 7 ღმერთმან დაამკჳდრნის ერთსახენი სახლსა, გამოიყვანნის კრულნი სიმჴნითა თჳსითა; ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან სამარებსა. 8 ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისა და წიაღსლვასა შენსა უდაბნოდ

დიაფსალმაჲ

9 ქუეყანაჲ შეიძრა და ცანიცა წუთოდეს პირისაგან ღმრთისა სინაჲსა, პირისაგან ღმრთისა ისრაელისა. 10 წჳმაჲ ნებსითი განუმზადო, ღმერთო, სამკჳდრებელსა შენსა; მო-ღათუ-უძლურდა, ხოლო შენ და-ვე-ამტკიცო იგი. 11 და ცხოველნიცა შენნი მკჳდრ არიან მას შინა; განუმზადე სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, ღმერთო. 12 უფალმან სცეს სიტყუაჲ, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა. 13 მეუფჱ ძალთაჲ საყუარელისაჲ, შუენიერებითა სახლისაჲთა განყოფად ნატყუენავისა. 14 უკუეთუ დაიძინოთ შორის ნაწილებსა, ფრთენი ტრედისანი ვეცხლითმოსილ, და ბეჭთსაშუვალი მისი ფერითა ოქროჲსაჲთა. 15 რაჟამს განაჩინებდა ცათა მყოფი იგი მეუფებსა მას ზედა, განთოვლდენ იგინი სელმონს. 16 მთაჲ ღმრთისაჲ - მთაჲ პოხილი; მთაჲ შეყოფილი და მთაჲ პოხილი. 17 რასა-მე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო? მთაჲ ესე, რომელ სთნდა ღმერთსა დამკჳდრებად მას ზედა, [103]და რამეთუ უფალმანცა  დაამკჳდროს იგი სრულიად.   18 ეტლნი ღმრთისანი ბევრწილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას; უფალი მათ შორის სინასა, მთასა წმიდასა მისსა. 19 აღჰჴედ მაღალსა, წარმოსტყუენე ტყუჱ და მოიღე ნიჭები კაცთა შორის, რაჲთა ურჩნიცა სამკჳდრებელად იყვნენ. 20 უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგჳმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან; 21 ღმერთი ჩუენი ღმერთ მაცხოვარ, და უფლისა უფლისაგან არიან გამოსავალნი სიკუდილისანი. 22 ხოლო ღმერთმან შემუსროს თავები მტერთა მისთაჲ, თხემი თმითურთ, რომელნი ვლენან უშჯულოებითა მათითა. 23 თქუა უფალმან: ბასანით მოვაქციო, მოვაქციო სიღრმეთა შინა ზღჳსათა; 24 რაჲთა შეიღებოს ფერჴი შენი სისხლითა და ენანი ძაღლთა შენთანი - მტერთაგან მის მიერ. 25 გამოჩნდეს სლვანი შენნი, ღმერთო, სლვანი ღმრთისა ჩემისა და მეუფისანი წმიდასა შინა. 26 იმსთუეს მთავართა მახლობელად მგალობელთა, შორის ქალწულთა მეებნეთასა. 27 ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისთა. 28 მუნ ბენიამენ ჭაბუკი განკჳრვებასა; მთავარნი იუდაჲსნი წინამძღუარნი მათნი; მთავარნი ზაბულონისნი, მთავარნი ნეფთალემისნი. 29 ბრძანე, ღმერთო, ძალითა შენითა; [104]განაძლიერე, ღმერთო, ესე, რომელ ჰქმენ ჩუენ შორის. 30 ტაძრით შენით იერუსალემით შენდა შეწირონ მეფეთა ძღუენი. 31 შეჰრისხენ შენ მჴეცთა ლერწმისათა; კრებული ზუარაკთაჲ დიაკეულთა შორის ერისათა მიდრეკად გამოცდილთა ვეცხლითა. განაბნიენ წარმართნი, რომელთა ჰნებავს ბრძოლაჲ. 32 მოვიდენ მოციქულნი ეგჳპტით, ჰინდოეთმან უსწროს ჴელისა მიცემად ღმრთისა. 33 მეფენი ქუეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა. 34 რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით, ესერა მოსცეს ჴმაჲ თჳსი, ჴმაჲ ძლიერებისაჲ. 35 მიეცით დიდებაჲ ღმერთსა; ისრაელსა ზედა დიდადშუენიერებაჲ მისი და ძალი მისი ღრუბელთა შინა. 36 საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა; ღმერთი ისრაელისაჲ, მას მოსცეს ძალი და სიმტკიცე ერსა თჳსსა. კურთხეულ არს ღმერთი.

დიდებაჲ


68

დასასრულსა, ცვალებადთათჳს, ფსალმუნი დავითისი


2 მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდადმდე. [105]3 დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა, და არა არს დათმენაჲ; მოვედ მე სიღრმესა ზღჳსასა და მოქცევამან დამნთქა მე. 4 დავშუერი მე ღადადებითა, და დამჴდა ჴმაჲ ჩემი, მოაკლდა თუალთა ჩემთა სასოებითა ღმრთისა მიმართ ჩემისა. 5 განმრავლდეს უფროჲს თმათა თავისა ჩემისათა მოძულენი ჩემნი ცუდად; განძლიერდეს მდევარნი ჩემნი, მტერნი ჩემნი სიცრუვით; და რაჲ-იგი არა მეტაცა, მაშინ მიუზღევდ. 6 ღმერთო, შენ უწყი უგუნურებაჲ ჩემი და შეცოდებანი ჩემნი შენგან არა დაეფარნეს. 7 ნუ ჰრცხუენებინ ჩემდამო, რომელთა დაგითმონ შენ, უფალო, უფალო ძალთაო; ნუცა ჰკდემებინ ჩემ ძლით, რომელნი გეძიებენ შენ, ღმერთო ისრაელისაო. 8 რამეთუ შენთჳს დავითმინე ყუედრებაჲ, და დაფარა სირცხჳლმან პირი ჩემი. 9 უცხო ვექმენ მე ძმათა ჩემთა და სტუმარ - ძეთა დედისა ჩემისათა. 10 რამეთუ შურმან სისხლისა შენისამან შემჭამა მე და ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა. 11 და დავიფარე მარხვითა სული ჩემი, და იქმნა იგი ჩემდა საყუედრელ. 12 ვყავ სამოსლად ჩემდა ძაძაჲ და ვექმენი მათ იგავ. 13 ჩემთჳს ზრახვიდეს, რომელნი სხდეს ბჭეთა, და ჩემდამო გალობდეს, რომელნი სუმიდეს ღჳნოსა. [106]14 ხოლო მე ვილოცევდ შენდამი, უფალო; ჟამსა შეწყნარებისასა, ღმერთო, სიმრავლითა მოწყალებისა შენისაჲთა შეისმინე ჩემი ჭეშმარიტებითა მაცხოვარებითა შენისაჲთა. 15 მიჴსენ მე თიჴისაგან, რაჲთა არა დავინთქა; განვერი მე მოძულეთა ჩემთაგან და სიღრმეთაგან წყალთაჲსა. 16 ნუ დამნთქამნ მე მორევი წყალთაჲ, ნეცა შთამნთქამნ მე უფსკრული, ნუცა შეიყოფნ ჩემ ზედა ჯურღმული პირსა მისსა. 17 ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი; მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა. 18 ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე, მსთუად შეგესემინ ჩემი. 19 მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი და მტერთა ჩემთაგან მიჴსენ მე. 20 რამეთუ შენ უწყი ყუედრებაჲ ჩემი და სირცხჳლი ჩემი და კდემაჲ ჩემი; შენ წინაშე არიან ყოველნი მაჭირვებელნი ჩემნი. 21 ყუედრებაჲ დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკობაჲ; და ველოდე მე თანამჭუვარსა, და არა იყო; და ნუგეშინისმცემელსა, და არა ვპოვე. 22 და მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი. 23 იქმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე სხფრჴე და მისაგებელ და საცთურ. 24 დაუბნელდენ თუალნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე. [107]25 მიჰფინე მათ ზედა რისხვაჲ შენი და გულისწყრომაჲ რისხვისა შენისაჲ ეწიენ მათ. 26 იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკჳდრი, 27 რამეთუ რომელი შენ დაეც, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა შესძინეს. 28 შესძინე უშჯულოებაჲ უშჯულოებასა მათსა ზედა, და ნუ შევლენედ იგინი სიმართლესა შენსა; 29 აიჴოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთაჲსა და მართალთა თანა ნუ დაიწერებიედ. 30 გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, მაცხოვარებაჲ შენი შემეწიენ მე. 31 ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; 32 და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოჲსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი. 33 იხილონ გლახაკთა და იხარებდენ; გამოიძიეთ ღმერთი და ცხოვნდეს სული თქუენი. 34 რამეთუ ესმა დავრდომილთაჲ უფალსა და პყრობილნი მისნი არა შეურაცხ-ყვნა. 35 აქებდით მას ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ ვალს მას შინა. 36 რამეთუ ღმერთმან იჴსნეს სიონი, და აღეშენნენ ქალაქნი ჰურიასტანისანი, და დაეშენნენ მუნ და დაიმკჳდრონ იგი; 37 და ნათესავმან მონათა შენთამან დაიპყრას იგი; და რომელთა უყუარს სახელი შენი, დაიმკჳდრონ მას შინა.


69

დასასრულსა, დავითისი; ჴსენებად, რამეთუ მაცხოვნა მე უფალმან


[108]2 ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. 3 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნ იქცენ და სირცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა. 4 მიიქცენ მუნთქუესვე სირცხჳლეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა! 5 გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო; და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი, რომელთა უყუარს მაცხოვარებაჲ შენი. 6 ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მჴსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი.

დიდებაჲ

 

კანონი 10

70

ფსალმუნი დავითისი, ძეთა იონადაბისთაჲ და პირველწარტყუენულთაჲ მათ, წარუწერელი ებრაელთა შორის


[109]1 შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე. 2 სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე. 3 მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა; რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ. 4 ღმერთო ჩემო, მიჴსენ მე ჴელთაგან ცოდვილისათა ჴელთაგან უშჯულოჲსათა და ცრუჲსათა; 5 რამეთუ შენ ხარ თმენაჲ ჩემი, უფალო, უფალო, სასოჲ ჩემი სიყრმით ჩემითგან. 6 შენდამი განვმტკიცენ საშოჲთგან, დედის მუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობაჲ ჩემი მარადის. 7 ვითარცა სასწაულ ვექმენ მრავალთა, [110]და შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ. 8 აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რაჲთა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდადშუენიერებასა შენსა. 9 ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა, და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე. 10 რამეთუ მრქუეს მე მტერთა ჩემთა და რომელთა მოეცვა სული ჩემი, ზრახვა-ყვეს ერთბამად. 11 და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი; დევნეთ და ეწიენით მას, რამეთუ არავინ არს მჴსნელ მისა. 12 ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ. 13 ჰრცხუენოდენ და მოაკლდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩემსა; შეიმოსედ სირცხჳლი და კდემაჲ, რომელნი ეძიებდეს ძჳრსა ჩემთჳს. 14 ხოლო მე მარადის გესვიდე შენ და შეკსძინო ყოველსა ზედა ქებასა შენსა. 15 პირი ჩემი უთხრობდეს სიმართლესა შენსა, ყოველსა დღესა მაცხოვარებასა შენსა, რამეთუ არა ვიცოდე მწიგნობრებისაჲ. 16 შევიდე მე ძლიერებითა უფლისაჲთა; უფალო, მოვიჴსენო სიმართლე შენი მხოლოჲსაჲ. 17 ღმერთო ჩემო, რაოდენი მასწავე მე სიყრმით ჩემითაგან, და მოაქამდე მიუთხრობდე საკჳრველებათა შენთა. 18 და მიმჴცოვანებადმდე და სიბერედმდე, ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, [111]ვიდრემდის მიუთხრა მკლავი შენი ყოველსა ნათესავსა მომავალსა; ძლიერებაჲ შენი 19 და სიმართლე შენი, ღმერთო ჩემო, მიმაღლადმდე; რაოდენი მიყავ მე დიდძალი, ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? 20 რაოდენნი შიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძჳრნი, და მომაქციე და მაცხოვნე მე, და უფსკრულთაგან ქუეყანისათა აღმომიყვანე მე. 21 განამრავლე ჩემ ზედა დიდებულებაჲ შენი და მომაქციე და ნუგეშინის-მეც მე და უფსკრულთაგან ქუეყანისათა კუალად აღმომიყვანე მე. 22 და რამეთუ მეცა აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, ჭურებითა საფსალმუნისაჲთა ჭეშმარიტებაჲ შენი, ღმერთო, გიგალობდე შენ ებნითა, წმიდაო ისრაელისაო. 23 იხარებდენ ბაგენი ჩემნი, რაჟამს გიგალობდე შენ და სულიცა ჩემი, რომელი იჴსენ. 24 უფროჲს-და ენაჲცა ჩემი მარადღე იტყოდის სიმართლესა შენსა, რაჟამს ჰრცხუენოდის და კდემულ იყვნენ, რომელნი ეძიებენ ძჳრსა ჩემსა.


71

სოლომონისთჳს ფსალმუნი


1 ღმერთო, საშჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი - ძესა მეუფისასა 2 განშჯად ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით. [112]3 მიიღედ მთათა მშჳდობაჲ ერისაჲ და ბორცუთა სიმართლე. 4 განიკითხნეს გლახაკნი ერისანი და აცხოვნნეს ნაშობნი დავრდომილთანი და დაამდაბლოს ცილისმწამებელი 5 და თანაეგოს მზისა და წინა მთოვარისა ნათესავითი-ნათესავამდე. 6 გარდამოჴდეს ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რაჲ ცურინ ქუეყანასა ზედა. 7 გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ, ვიდრემდის განკფდეს მთოვარე. 8 და უფლებდეს იგი ზღჳთი-ზღუადმდე და მდინარითგან კიდედმდე სოფლისა. 9 მის წინაშე პირველად ჰინდონი შეუვრდენ, და მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ; 10 მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიაჲსთა და საბაჲსთა ძღუენი მიართუან მას. 11 და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, და ყოველნი წარმართნი ჰმონებდენ მას; 12 რამეთუ იჴსნა გლახაკი ძლიერისაგან, და - დავრდომილი, რომლისა არა იყო მწე. 13 ჰრიდოს გლახაკსა და დავრდომილსა და სულნი გლახაკთანი აცხოვნნეს. 14 აღნადგინებისაგან და სიცრუვისა იჴსნნეს სულნი მათნი, და პატიოსან იყოს სახელი მისი მათ წინაშე. 15 და ცხოვნდეს და მოეცეს მას ოქროჲსა მისგან არაბიაჲსა, და ილოცვიდენ მისთჳს სამარადისოდ, [113]ყოველსა დღესა აკერთხევდენ მას. 16 იყოს სიმტკიცე ქუეყანასა შინა თავსა ზედა მთათასა, ზეშთა ამაღლდეს უფროჲს ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან ქალაქით გამო, ვითარცა თივაჲ ქუეყანისაჲ. 17 იყოს სახელი მისი კერთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი და პირველ მთოვარისა - საყდარი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას, 18 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ, რომელმან ყვის საკჳრველი მხოლომან. 19 და კურთხეუელ არს სახელი წმიდაჲ დიდებისა მისისაჲ უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანაჲ. იყავნ, იყავნ.

დიდებაჲ

 

72

მოაკლდეს გალობანი დავითისნი, ძისა იესესნი. ფსალმუნი ასაფისი, გალობაჲ ასურასტანელისა მიმართ


1 ვითარ კეთილ არს ისრაელისა ღმერთი გულითა წრფელთათჳს. 2 ხოლო ჩემი კნინღა-და შემიძრწუნდეს ფერჴნი, მცირედღა-და შემიცთეს სლვანი ჩემნი. 3 რამეთუ ვეშურე უშჯულოთა, მშჳდობასა რაჲ ცოდვილთასა ვხედევდ. 4 რამეთუ არა არს ახილვაჲ სიკუდილსა შინა მათსა და სიმტკიცე გუემათა შინა მათთა. [114]5 შრომასა კაცთა თანა არა შურებიან და კაცთა თანა იგინი არა იტანჯნენ. 6 ამისთჳს შეიპყრნა იგინი ამპარტავანებამან სრულიად, შეიმოსეს უღმრთოებაჲ და სიცრუვე თჳსი. 7 და გამოჴდეს, ვითარცა ცმელისაგან, სიცრუვე მათი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისაჲთა. 8 განიზრახეს და იტყოდეს უკუეთურებით და სიცრუვესა მაღლად ზრახვიდეს. 9 დადვეს ცათა შინა პირი მათი და ენაჲ მათი ეთრია ქუეყანასა ზედა. 10 ამისთჳს მოიქცეს ერი ჩემი აქავე, და დღენი სრულნი იპოვნენ მათ თანა. 11 და თქუეს: ვითარ-მე აგრძნა ღმერთმან, და ანუ არს-მეა მეცნიერებაჲ მაღლისა თანა? 12 აჰა ესერა ესე ცოდვილნი წარმართებულ არიან და უპყრიეს სიმდიდრე მათი უკუნისამდე. 13 და ვთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ უბრალოდ ჴელნი ჩემნი. 14 და ვიყავ მე ტანჯულ ყოველსა დღესა და მხილებაჲ ჩემი განთიად. 15 და ვთქუ, ვითარმედ: უთხრა ესრეთ: აჰა ესერა ნათესავსა შვილთა შენთასა აღუთქუ. 16 და გულსა მომიჴდა ცნობად, ესე არს შრომა ჩემ წინაშე, 17 ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა ღმრთისასა და გულისჴმა-ვყო აღსასრული მათი. 18 ხოლო ზაკუვისა მათისათჳს დასდევ მათთჳს ბოროტი და დაამჴუენ იგინი ამპარტავანებასა ოდენ მათსა. 19 ვითარღა იქმნეს მოსაოჴრებელ მყისსა შინა, მოაკლდეს და წარწყმდეს უშჯულოებისა მათისათჳს?  [115]20 ვითარცა სიზმარი განღჳძებულისაჲ, უფალო, ქალაქსა შენსა ხატი მათი შეურაცხ-ჰყო. 21 რამეთუ აღეტყინა გული ჩემი, და თირკუმელნი ჩემნი იცვალნეს. 22 და მე შეურაცხ ვიქმენ და არა გულისჴმა-ვყავ; ვითარცა პირუტყჳ შევირაცხე შენ წინაშე. 23 და მე მარადის შენ თანა ვარ, მიპყარ ჴელი მარჯუენე ჩემი. 24 და ზრახვითა შენითა მიძღოდე მე და დიდებითა შემიწყნარე მე. 25 რამეთუ რაჲ ძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რაჲ ვინებე ქუეყანასა ზედა? 26 მოაკლდა გულსა ჩემსა და ჴორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა ჩემისაჲ. და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე. 27 რამეთუ აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდენ; და მოსრენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს შენგან. 28 ხოლო ჩემი მიახლებაჲ ღმრთისა კეთილ არს; და დადებად უფლისა მიმართ სასოებაჲ ჩემი, მითხრობად ჩემდა ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა.


73

გულისჴმისყოფისათჳს ასაფისა


1 რად განგჳშორენ ჩუენ, ღმერთო, სრულიად? განრისხდა გულისწყრომაჲ შენი ცხოვართა ზედა სამწყოჲსა შენისათა. 2 მოიჴსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან; იჴსენ კუერთხითა მკჳდრობისა შენისაჲთა [116]მთაჲ სიონი ესე, რომელსა დაემკჳდრე მას შინა. 3 აღიხუენ ჴელნი შენნი ამპარტავანებასა მათსა ზედა სრულიად; რაოდენ-მე ეუკეთურა მტერი სიწმიდესა შენსა? 4 და იქადეს მოძულეთა შენთა შორის დღესასწაულსა შენსა, დასხნეს სასწაულნი მათნი სასწაულად, და არა ცნეს, 5 ვითარცა გამოსავალსა ზესკნელსა. 6 ვითარცა მაღნარსა შინა ხე, ცულითა დაკოდნეს ბჭენი მათნი, რაჲთურთით ცულითა და წერაქჳთა დაამჴუეს იგი. 7 დაწუეს ცეცხლითა სიწმიდე შენი, ქუეყანასა ზედა შეაგინეს კარავი სახელისა შენისაჲ. 8 თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა მათთა ერთად: მოვედით და დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი ქუეყანით. 9 რამეთუ სასწაული მათი ჩვენ არა ვიხილეთ; არღარავინ არს წინაჲსწარმეტყუელ, 10 ვიდრემდის, ღმერთო, გაყუედრებდეს მტერი, განარისხებდეს მჴდომი სახელსა შენსა სრულიად? 11 რად გარემიიქცევ ჴელსა შენსა და მარჯუენესა შენსა წიაღადვე შენდა სრულიად? 12 ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინასაუკუნეთამან, შექმნა ცხორებაჲ შორის ქუეყანასა. 13 შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაჲ, შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთაჲ წყალთა ზედა; 14 შენ შეჰშუსრე თავი ვეშაპისაჲ მის და მიეც იგი საჭმლად ერსა მას ჰინდოეთისასა. [117]15 შენ გამოადინენ წყარონი და მდინარენი, შენ განაჴმენ მდინარენი ითამისანი. 16 შენი არს დღე და შენი არს ღამე; შენ დაამტკიცე ნათელი და მზე. 17 შენ შეჰქმნენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე. 18 ესე მოიჴსენე: მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგუნურმან განარისხა სახელი შენი. 19 ნუ მისცემ მჴეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა გლახაკთა შენთასა ნუ დაივიწყებ სრულიად. 20 მოხედენ აღთქუმასა შენსა, რამეთუ აღივსნეს სიბნელითა ქუეყანისაჲთა სახლნი უშჯულოთანი. 21 ნუ მიიქცევინ დამდაბლებული სირცხჳლეული; გლახაკი და დავრდომილი აქებდენ სახელსა შენსა. 22 აღდეგ, ღმერთო, საჯე შჯაჲ შენი; მოიჴსენე ყუედრებაჲ შენი, რომელ არს უგუნურთაგან მარადღე. 23 ნუ დაივიწყებ ჴმასა მონათა შენთასა; ამპარტავანებაჲ მოძულეთა შენთაჲ ამაღლდა მარადის.

დიდებაჲ


74

დასასრულსა, ნუ განხრწნი, ფსალმუნი ასაფისი


2 აღგიაროთ შენ, ღმერთსა, აღგიაროთ შენ და ვხადოთ სახელსა შენსა; მიუთხრობდე ყოველთა საკჳრველებათა შენთა; 3 რაჟამს მოვიღო ჟამი, მე სიწრფოებასა ვშჯიდე. 4 განკფდა ქუეყანაჲ და ყოველნი მკჳდრნი მისნი, [118]მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი. 5 ვარქუ უშჯულთა: ნუ უშჯულოებთ და მცოდველთა: ნუ აღიმაღლებთ რქასა; 6 ნუ აღიღებთ მაღლად რქასა თქუენსა და ნუცა იტყჳთ ღმრთისათჳს სიცრუვესა. 7 რამეთუ არცა აღმოსავალით, არცა დასავალით, არცა უდაბნოთაგან მთათაჲსა, 8 რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს: ესე დაამდაბლის და ესე აღამაღლის. 9 რამეთუ სასუმელი ჴელთა შინა უფლისათა ღჳნისა ურწყოჲსა სავსე არს სხმულითა; და მიდრკა ამიერ მუნ, ხოლო თხლე მისი არა წარმოიცალიერა; სუან იგი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა. 10 ხოლო მე ვიხარებდე უკუნისამდე და უგალობდე ღმერთსა იაკობისსა. 11 და ყოველნი რქანი ცოდვილთანი შევმუსრნე, და ამაღლდეს რქაჲ მართლისაჲ.


75

დასასრულსა გალობათასა, ფსალმუნი ასაფისი, გალობაჲ ასურასტანელისა მიმართ


2 განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი. 3 იქმნა მშჳდობით ადგილი მისი და სამკჳდრებელი მისი სიონს; 4 რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშჳლდთანი, საჭურველი და მახჳლი და ბრძოლაჲ. 5 განანათლებ შენ საკჳრველად მთათაგან საუკუნეთა. 6 შეძრწუნდეს ყოველნი უგუნურნი გულითა; [119]დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არარაჲ ყოველთა კაცთა სიმდიდრისაჲ ჴელითა მათითა. 7 მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისო, ჰრულოოდა მათ, რომელნი ზე სხდეს ჰუნებსა. 8 შენ საშინელ ხარ, და ვინ წინაადგიდგეს შენ? მიერითგან არს რისხვაჲ შენი. 9 რაჟამს ზეცით სასმელ ჰყავ მშჯავრი, ქუეყანასა შეეშინა და დაყუდნა, 10 რაჟამს აღდგებოდა ღმერთი შჯად, განრინებად ყოველთა მშჳდთა ქუეყანისათა. 11 რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულისზრახვისაჲ დღესასწაულობდეს შენდა. 12 ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი რომელნი არიან გარემოჲს მისა, შეწირონ ძღუენი 13 საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი, უსაშინელესისა უფროჲს მეფეთა ქუეყანისათა.


76

დასასრულსა, იდითუმისთჳს, ფსალმუნი ასაფისი


2 ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ, და მომხედნა მე. 3 დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიე, ჴელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინისცემაჲ სულსა ჩემსა. 4 მოვიჴსენე ღმრთისაჲ და ვიხარე; ვზრუნევდ და სულმოკლე იქმნა სული ჩემი. [120]5 მიეწიფნეს საჴუმილავთა თუალნი ჩემნი; შევმრწუნდი და არა ვიტყოდე. 6 ეიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი 7 მოვიძჴსენენ. და ვიწურთიდ ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ და შეზრუნვებულ იყო სული ჩემი. 8 ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს სათნოებად მერმე, 9 ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაჲ მისი, აღასრულა სიტყუაჲ მისი თესლითი-თესლადმდე? 10 ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყალებაჲ მისი ღმერთმან, ანუ დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა? 11 და ვთქუ: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაჲ მარჯუენისა მაღლისაჲ. 12 მოვიჴსენე საქმეთა უფლისათაჲ, რამეთუ მოვიჴსენო მე დასაბამითგან საკჳრველებათა შენთაჲ. 13 და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე. 14 ღმერთო, წმიდასა შინა არს გზაჲ შენი; ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი? 15 შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვი საკჳრველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი; 16 და იჴსენ მკლავითა შენითა ერი შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი. 17 გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი 18 დიდძალითა ოხრითა წყალთაჲთა. ჴმაჲ მოსცეს ღრუბელთა, [121]და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან. 19 ჴმაჲ ქუხილისა შენისაჲ ურმისთუალსა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაჲ. 20 ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ. 21 უძეღუ ვითარცა ცხოვარსა ერსა შენსა ჴელითა მოსესითა და აჰრონისითა.

დიდებაჲ


კანონი 11

77

ფსალმენი ასაფისი, გულისჴმისყოფისათჳს


[122]1 ეკრძალეთ ერი ჩემი შჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა. 2 აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდი მე იგავთა დასაბამისათა. 3 რაოდენი გუესმა და ვცანთ იგი, და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ. 4 არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკჳრველებასა მისსა, რომელ ქმნა. 5 და აღდგა საწამებელი იაკობსა შორის და შჯული დაღვა ისრაელსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა,. 6 რაჲთა ცნას თესლმან სხუამან, შვილთა, რომელ იშვებოდიან, და აღდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა; [123]7 რაჲთა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაჲ მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათაჲ და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ. 8 რაჲთა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან რომელმან არა წარიმართა გული თჳსი და არცა სარწმუნო ყო დმრთისა თანა ხედი თვსი. 9 ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშჳლდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა. 10 არა იმარხეს მათ აღთქუმაჲ ღმრთისაჲ და შჯულსა მისსა არა ინებეს სლვაჲ. 11 და დაივიწყეს მათ კეთილისყოფათა მისთაჲ და საკჳრველებათა მისთაჲ, რომელ უჩუენნა მათ 12 წინაშე მამათა მათთა, რომელ ქმნნა საკჳრველებანი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ველსა მას ტანეოსსა. 13 განაპო ზღუაჲ და წიაღ-იყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი, ვითარცა თხიერთა. 14 და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისაჲთა. 15 განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა. 16 გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი. 17 და შე-ღა-ვე-სძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს მაღაღი ურწყულსა. 18 და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათჳს. 19 და იდრტჳნეს ღმრთისა და თქუეს: [124]ნუ უძლოს-მეა ღმერთმან განმზადებად ტაბლაჲ უდაბნოსა შინა? 20 ვინაჲთგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარჰრღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსაა, ანუ განმზადებად ტაბლაჲ ერსა თჳსსა? 21 ამისთჳს ესმა უფალსა და განრისხნა, და ცეცხლი აღატყდა იაკობსა შორის და რისხვაჲ აჴდა ისრაელსა ზედა; 22 რამეთუ არა ჰრწმენა მათ ღმრთისაჲ, არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა. 23 და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდამო და ბჭენი ცათანი განახუნა. 24 და უწჳმა მათ მანანაჲ საჭმლად და პური ცათაჲ მოსცა მათ; 25 და პური ანგელთზთაჲ ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად. 26 აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა ძალითა თჳსითა ჩრდილოჲ. 27 და აწჳმა მათ ზედა ვითარცა მიწაჲ ჴორცი და ვითარცა ქჳშაჲ ზღუათაჲ - მფრინველი ფრთოვანი. 28 და დაცჳოდა შორის ბანაკისა მათისა, გარემოჲს კარვებსა მათსა. 29 და ჭამეს და განძღეს ფრიად და გულისთქუმაჲ მათი მოსცა მათ; 30 და არა ჴუებულ იქმნნეს გულისთქუმისა მათისაგან; იყოღა საჭმელი პირსა მათსა, 31 და რისხვაჲ ღმრთისაჲ აჴდა მათ ზედა; და მოსწყჳდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაელისანი დაამჴუნა. 32 ამას ყოველსა ზედა ცოდვსვეღა [125]და არა ჰრწმენა საკჳრველებათა მისთაჲ. 33 და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით. 34 რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობიედ ღმრთისა მიმართ. 35 და მოიჴსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი მაღალი მჴსნელ მათდა არს. 36 და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას. 37 ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ, არცა ერწმუნნეს აღთქუმასა მისსა. 38 არამედ იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა და არა განხრწნნეს; განამრავლა გარემიქცევად გულისწყრომაჲ მისი და არა აღაგზებდა ყოველსა რისხვასა მისსა. 39 და მოიჴსენა, რამეთუ ჴორციელ არიან, სულ წარმავალ და არღარა მომქცეველ. 40 რაოდენგზის განამწარეს იგი უდაბნოსა ზედა და განარისხეს იგი ქუეყანასა ურწყულსა! 41 და მოაქციეს და განცადეს ღმერთი და წმიდაჲ იგი ისრაელისაჲ განარისხეს. 42 არა მოიჴსენეს ჴელისა მისისაჲ დღესა მას, რომელსაცა იჴსნნა იგინი ჴელისაგან მაჭირვებელთა მათთაჲსა; 43 ვითარ-იგი დასხნა ეგჳპტეს შინა სასწაულნი მისნი და ნიშნი მისნი - ველსა მას ტანეოსსა. 44 და გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და წჳმანი მათნი, რაჲთა არა სუან; 45 მიავლინა მათდა ძაღლისმწერი, [126]და შეჭამნა იგინი, და მყუარი, და განხრწნნა იგინი. 46 და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა; 47 მოსრა სეტყჳთა ვენაჴები მათი და ლეღუსულელნი მათნი თრთჳლითა; 48 მისცა სეტყუასა საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა; 49 მიავლინა მათდა რისხვაჲ გულისწყრომისა მისისაჲ, გულისწყრომაჲ და რისხვაჲ და ჭირი მივლინებითა ანგელოზთა მიერ ბოროტთა. 50 გზა-უყო ალაგსა რისხვითა მისითა, არა ჰრიდა სიკუდილისაგან სულთა მათთაჲსა და საცხოვარი მათი სიკუდილსა შეაყენა. 51 და დასცა ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა დასაბამად ყოვლისა სალმობისა მათისა საყოფელთა შინა ქამისთა; 52 და წარმოუმართა, ვითარცა ცხოვარსა, ერსა თჳსსა და აღიყვანა იგი ვითარცა სამწყსოჲ უდაბნოდ. 53 და უძღოდა მათ სასოებითა, და არა შეეშინა, და მტერნი მათნი დაფარნა ზღუამან. 54 და შეიყვანნა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან; 55 და განასხნა პირისა მათისაგან წარმართნი და განუწილა მათ საზომითა დამკჳდრებისაჲთა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები ისრაელისაჲ. 56 და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი მისნი არა დაიცვნეს; 57 და მიაქციეს და შეურაცხ-ყვეს, [127]ვითარცა-იგი მამათა მათთა, და გარდაიქცეს მშჳლდად ელამად; 58 განარისხეს იგი ბორცუებსა ზედა მათსა და კერპებითა მათითა აშურებდეს მას. 59 ესმა ღმერთსა და უგულებელს-ყო და შეურაცხ-ყო ფრიად ისრაელი. 60 და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკჳდრებულ იყო შორის კაცთა; 61 და მისცა ტყუედ ძალი მათი და სიკეთე მათი ჴელთა მტერისათა; 62 და შეაყენა მახჳლსა ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი უგულებელს-ყო; 63 ჭაბუკნი მათნი შეჭამნა ცეცხლმან, და ქალწულნი მათნი არა იგლოვნეს. 64 მღდელნი მათნი მახჳლითა დაეცნეს, და ქურივნი მათნი არა იტირნეს. 65 და განიღჳძა, ვითარცა მძინარემან, უფალმან, ვითარცა ძლიერმან, რომელი იქარვებნ ღჳნოსა. 66 და დასცნა მტერნი მისნი მართლუკუნ და საყუედრელად საუკუნოდ მისცნა იგინი. 67 განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი არა გამოირჩია მან; 68 არამედ გამოირჩია მან თესლი იუდაჲსი და მთაჲ სიონი, რომელ შეიყუარა. 69 და აღაშენა, ვითარცა მარტორქისა, სიწმიდე მისი, ქუეყანასა ზედა დააფუძნა იგი უკუნისამდე. 70 და გამოირჩია მან დავით, მონაჲ თჳსი, და შეიწყნარა იგი სამწყსოჲსაგან ცხოვართაჲსა; 71 და ცხოვართა მუცელქუმულთაგან გამოიყვანა იგი მწყსად იაკობ, მონისა თჳსისა, და - ისრაელ, სამკჳდრებელისა თჳსისა. [128]72 და მწყსიდა მათ უმანკოებითა გულისა მისისაჲთა და გონიერებითა ჴელთა მისთაჲთა უძღოდა მათ.

დიდებაჲ


78

ფსალმუნი ასაფისი


1 ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკჳდრებელსა შენსა და შეაგინეს ტაძარი წმიდაჲ შენი;  დადვეს იერუსალემი ვითარცა ხილისსაცავი; 2 დაასხეს მძორები მონათა შენთაჲ საჭმლად მფრინველთა ცისათა და ჴორცნი წმიდათა შენთანი - მჴეცთა ქუეყანისათა. 3 დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოჲს იერუსალემსა, და არავინ იყო მფლველ მათდა. 4 ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოჲსთა ჩუენთა. 5 ვიდრემდის, უფალო, განრისხნე სრულიად და აღატყდეს ვითარცა ცეცხლი შური შენი? 6 მიჰფინე რისხვაჲ შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიციან შენ, და მეფეთა ზედა, რომელთა სახელსა შენსა არა ხადეს; 7 რამეთუ შეჭამეს იაკობ და ადგილი მისი მოაოჴრეს. 8 ნუ მოიჴსენებ უშჯულოებითა ჩუენთა პირველთა; მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად. 9 შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათჳს სახელისა შენისა; უფალო, მიჴსნენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან [129]სახელისა შენისათჳს. 10 ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? და განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თუალთა ჩუენთა შურისგებაჲ სისხლისა მის მონათა შენთაჲსა, რომელ დაითხია. 11 შევედინ შენ წინაშე სულთქუმაჲ შებორკილებულთაჲ, სიმდიდრითა მკლავისა შენისაჲთა შეეწიე შვილთა მოკლულთასა. 12 მიაგე გარემოჲსთა ჩუენთა შჳდწილად წიაღთა მათთა ყუედრებაჲ მათი, რომელ გაყუედრეს შენ, უფალო. 13 ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვართ და ცხოვარნი სამწყსოჲსა შენისანი, აღგიარებდეთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე და თესლითი-თესლადმდე მიუთხრობდეთ ქებულებასა შენსა.


79

ცვალებადთათჳს, წამებაჲ ასაფისი, ფსალმუნი ასურისათჳს


2 რომელი ჰმწყსი ისრაელსა, მოიხილე, რომელი უძღჳ ვითარცა ცხოვარსა იოსებსა; რომელი ჰზი ზედა ქერობინთა, განცხადენ. 3 წინაშე ეფრემ და ბენიამენ და მანასესსა აღადგინე ძლიერებაჲ შენი და მოვედ ცხორებად ჩუენდა. 4 ღმერთო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ. 5 უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განრისხნე ლოცვასა ზედა მონათა შენთასა? 6 მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა [130]და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა; 7 მყვენ ჩუენ საჴდომელ გარემოჲსთა ჩუენთა, და მტერნი ჩუენნი მეკიცხევდეს ჩუენ. 8 უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხოვნდეთ. 9 ვენაჴი ეგჳპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხ იგი. 10 გზა-უყავ წინაშე მისსა და დაჰნერგენ ძირნი მისნი, და აღავსო ქუეყანაჲ, 11 დაფარნა მთანი ჩრდილმან მისმან და ბაბილოთა მისთა - ნაძუნი ღმრთისანი. 12 მისწუადნა რქანი მისნი ზღუამდე და მდინარედმდე - მწუერვალნი მისნი. 13 აწ რად მოჰჴადე ზღუდე მისი, და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი? 14 განრყუნა იგი ეშუმან მაღნარისამან, და ბრანგუმან მძჳნვარემან მოძოა იგი. 15 ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენაჴსა ამას; 16 და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა, 17 მომწუარი ცეცხლითა და მოოჴრებული; რისხვითა პირისა შენისაჲთა წარწყმდენ. 18 იყავნ ჴელი შენი კაცსა ზედა, მარჯუენე შენი, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა. 19 და არა განგეშორნეთ ჩუენ შენგან და დიდებისაგან წყალობისა შენისა; მაცხოვნნე ჩუენ, და სახელსა შენსა ვხადოდით. [131]20 უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა, და ვცხოვნდეთ.


80

დასასრულსა, საწნეხელთათჳს ასაფისი


2 უგალობდით ღმერთსა, მწესა ჩუენსა, ღაღადებდით ღმრთისა იაკობისა. 3 აღიღეთ ფსალმუნი და ეცით ბობღანსა, საგალობელი სახარულევანი ებნითა. 4 დაჰბერეთ ახლისთჳს თავთა ნესტჳთა, ბრწყინვალესა დღესა დღესასწაულისა ჩუენისასა. 5 რამეთუ ბრძანებაჲ არს ესე ისრაელისაჲ. და სამართალი არს ღმრთისა იაკობისი. 6 წამებად იოსების თანა დადვა ესე, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგჳპტით; ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა; 7 განაშორნა ტჳრთსა ბეჭნი მისნი და ჴელნი მისნი გოდრითა მონებასა. 8 ჭირსა მხადე მე, და გიჴსენ შენ; მესმა შენი დაფარულთა შინა გრიგალისათა, გამოგცადე შენ წყალთა მათ ზედა ცილობისათა. 9 ისმინე, ერო ჩემო, და გიწამო შენ, და ისრაელო, ისმინო თუ ჩემი, 10 არა იყოს შენ შორის ღმერთი საწუთოჲ, არცა თაყუანის-სცე შენ ღმერთსა უცხოსა. 11 რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, [132]რომელმან აღმოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით; განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგე. 12 და ერმან ჩემმან არა ისმინა ჴმისა ჩემისაჲ და ისრაელი მე არა მერჩდა. 13 და განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულთა მათთაჲსა, რაჲთა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა. 14 უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაელი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო, 15 ვითარცა არარაჲთამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა მათთა ზედა და-მცა-მედგა ჴელი ჩემი. 16 მტერნი უფლისანი ეცრუვნეს მას და იყოს ჟამი მათი საუკუნოდ. 17 და აჭამა მათ სიპოხისაგან იფქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი.

დიდებაჲ


81

ფსალმუნი ასაფისი

1 ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს. 2 ვიდრემდის შჯიდეთ სიცრუვესა და თუალთა-აღებდეთ ცოდვილთა? 3 უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ 4 განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ჴელთაგან ცოდვილისათა იჴსენით იგი. [133]5 არა ცნეს, არცა გულისჴმა-ყვეს და ბნელსა შინა ვლენან; შეიძრნედ ყოველნი საფუძველნი ქუეყანისანი. 6 მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი შაღლისანი თქუენ ყოველნი, 7 ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით. 8 აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანაჲ, რამეთუ შენ დაემკჳდრო ყოველთა შორის წარმართთა.


82

გალობაჲ, ფსალმუნი ასაფისი


2 ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? ნუ დასდუმნები, ნუცა დამშჳდნები, ღმერთო. 3 რამეთუ ესერა მტერთა შენთა იზახეს, და მოძულეთა შენთა აღიღეს თავი. 4 ერსა შენსა ზედა ძმაცუვიდეს ზაკუვით და განიზრახეს წმიდათა შენთათჳს; 5 და თქუეს: მოვედით და მოვსრნეთ იგინი თესლთაგან, და არღარა მოიჴსენოს სახელი ისრაელისაჲ. 6 რამეთუ ზრახეს შეთქუმით ურთიერთას და შენთჳს აღთქუმა ყვეს 7 ბანაკმან იდუმიელთამან და ისმაჲტელთამან, მოაბ და აგარიანთა, 8 გებალ, ამონ და ამალეკ და უცხოთესლთა, დამკჳდრებულთა თანა ტჳროსისათა. 9 და რამეთუ ასურცა მოსრულ იყო მათ თანავე და ექმნეს თანაშემწე ძეთა მათ ლოთისთა. [134]10 ყვენ იგინი ვითარცა მადიამი და სისარა და ვითარცა იაბი ჴევსა მას კიშონისასა. 11 მოისრნეს იგინი აენდორს შინა და იქმნნეს იგინი ვითარცა სკორე ქუეყანისაჲ. 12 დასხენ მთავარნი მათნი ვითარცა ორებ და ზიბ და ზებეე და სალმანა, ყოველნი მთავარნი მათნი, 13 რომელთა თქუეს: დავიმკჳდროთ თჳსად სიწმიდე ღმრთისაჲ. 14 ღმერთო ჩემო, ყვენ იგინი ვითარცა ურმისთუალი და ვითარცა ლერწამი წინაშე პირსა ქარისასა. 15 ვითარცა ცეცხლმან რაჲ მოწუნის მაღნარნი და ვითარცა ალმან, რომელმან შეწუნის მთანი, 16 ეგრეთ სდევნნე იგინი გრიგალითა შენითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნნე იგინი. 17 აღავსე პირი მათი გინებითა,  და მოიძიონ სახელი შენი, უფალო. 18 ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ უკუნითი-უკუნისამდე და სირცხჳლეულ იქმნედ და წარწყმდედ. 19 და ცნედ, რამეთუ სახელი შენი უფალ არს და შენ მხოლოჲ მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა.


83

დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ძეთა კორესთა ფსალმუნი


2 ვითარ საყუარელ - საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო! 3 ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა [135]ეზოთა მიმართ უფლისათა; გული ჩემი და ჴორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა. 4 და რამეთუ სირმანცა პოვა თავისა თჳსისა სახლი და გურიტმან ბუდე თჳსი (სადა დაისხნეს მართუენი თჳსნი), - საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო. 5 ნეტარ არიან, რომელნი დამკჳდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი-უკუნისამდე გაქებდენ შენ. 6 ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნაჲ მისი შენგან არს; აღსლვაჲ გულსა თჳსსა დაიდვა 7 ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქუა, და რამეთუ კურთხევაჲ მოსცეს, რომელმანცა შჯული დადვა. 8 ვიდოდიან იგინი ძალითი-ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაჲ სიონს. 9 უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისო. 10 მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა. 11 რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროჲს ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომაჲ სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროჲს ვიდრეღა-არა დამკჳდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.  [136]12 რამეთუ წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ უყუარს უფალსა; მადლი და დიდებაჲ მოსცეს ღმერთმან; უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ. 13 უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.


84

დასასრულსა, ძეთა კორესთა, ფსალმუნი


2 გთნდა, უფალო, ქუეყანაჲ შენი, მოაქციე ტყუჱ იაკობისი. 3 მიუტევენ უშჯულოებანი ერსა შენსა, დაფარენ ყოველნი ცოდვანი მათნი. 4 დააცხრვე ყოველი გელისწყრომაჲ შენი, მოაქციე რისხვისაგან გულისწყრომისა შენისა. 5 მომაქციენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, და გარეწარაქციე რისხვაჲ შენი ჩუენგან. 6 ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩუენ, ნუცა განაგრძობ რისხვასა შენსა თესლითი-თესლადმდე. 7 ღმერთო, შენ მომაქცინე და მაცხოვნნე ჩუენ, და ერი შენი იხარებდეს შენდამი. 8 მიჩუენე ჩუენ, უფალო, წყალობაჲ შენი და მაცხოვარებაჲ შენი მომეც ჩუენ. 9 ვისმინო მე, რასაცა მეტყოდის უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ იტყოდის იგი მშჳდობასა ერისა თჳსისა ზედა და წმიდათა მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ. [137]10 რამეთუ ახს მოშიშთა მისთა მაცხოვარებაჲ მისი დამკჳდრებად დიდებაჲ მისი ქუეყანასა ჩუენსა. 11 წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ შეიმთხჳნეს,   სიმართლემან და მშჳდობამან ამბორს-უყვეს. 12 ჭეშმარიტებაჲ ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა. 13 და რამეთუ უფალმან მოსცეს სიტკბოებაჲ, და ქუეყანამან ჩუენმან გამოსცეს ნაყოფი თჳსი. 14 სიმართლე მის წინაშე ვიდოდის, და დადვას გზად სლვაჲ თჳსი.

დიდებაჲ

 

 

კანონი 12

85

ლოცვაჲ დავითისი


[138]1 მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარ მე. 2 იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონაჲ შენი, ღმერთო ჩემო, რომელი გესავს შენ. 3 მიწყალე მე, უფალო, რამეთუ შენდამი ღაღად-ვყავ მარადღე. 4 ახარე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 5 რამეთუ შენ, უფალო, ტკბილ და მართალ ხარ [139]და დიდადმოწყალე ყოველთათჳს, რომელნი გხადიან შენ. 6 ყურად-იღე, უფალო, ლოცვაჲ ჩემი და მოხედენ ჴმასა ვედრებისა ჩემისასა. 7 დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღად-ვყავ შენდამი, რამეთუ ისმინე ჩემი. 8 არა არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, და არა არს საქმეთა შენთაებრ. 9 ყოველი თესლები, რაოდენი ჰქმენ, მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, უფალო, და ადიდებდენ სახელსა შენსა. 10 რამეთუ დიდ ხარ შენ და მოქმედი საკჳრველებათაჲ შენ ხარ, ღმერთი მხოლოჲ 11 მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა, და ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა; იხარებდეს გული ჩემი შიშითა სახელისა შენისაჲთა. 12 აღგიარო შენ, უფალო ღმერთო ჩემო,  და ვადიდო სახელი შენი უკუნისამდე; 13 რამეთუ დიდ არს წყალობაჲ შენი ჩემ ზედა, და იჴსენ სული ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა. 14 ღმერთო, უშჯულონი აღდგეს ჩემ ზედა, და კრებულმან ძლიერთამან იძიეს სული ჩემი და არა შეგრაცხეს შენ წინაშე მათსა. 15 და შენ, უფალო ღმერთო ჩემო, შემწყნარებელ ხარ და მოწყალე, სულგრძელ და დიდადმოწყალე და ჭეშმარიტ. 16 მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, [140]მოეც ძალი მონასა შენსა და აცხოვნე ძე მჴევლისა შენისაჲ. 17 ყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შეშეწიე მე და ნუგეშინის-მეც მე.


86

ძეთა კორესთა ფსალმუნი გალობისაჲ

1 საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა. 2 უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროჲს ყოველთა საყოფელთა იაკობისთა. 3 დიდებული ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო. 4 მოვიჴსენო მე რააბისი და ბაბილოვნისაჲ, რომელთა მიციან მე; და აჰა ესერა უცხოთესლნი და ტჳროს და ერი ჰინდოთაჲ ესენი იშვნეს მუნ. 5 დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან. 6 უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისაჲთა და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა. 7 ვითარ მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ შენდამი არს.


87

დასასრულსა, მაელეთისთჳს მიგებად, სიტყუაჲ გონიერებისაჲ ეთამ ისრაიტელისა, გალობაჲ ფსალმუნისაჲ ძეთა კორესთა

2 უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, [141]დღისი ჴმა-ვყავ და ღამე წინაშე შენსა; 3 შევედინ შენ წინაშე ღოცვაჲ ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა. 4 რამეთუ აღივსო ძჳრთაგან სული ჩემი, და ცხორებაჲ ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა. 5 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღჳმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი, 6 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაჲ არღა მოიჴსენე, და ესენი ჴელისა შენისაგან განეშორნეს. 7 დამდვეს მე მღჳმესა ქუესკნელსა,  ბნელთა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა. 8 ჩეშ ზედა განმტკიცნა გულისწყრომაჲ შენი და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა. 9 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე. 10 და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი. 11 მკუდართათჳს ნუ ჰყოა საკჳრველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ, და აღგიარონ შენ? 12 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა? 13 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა [142]საკჳრველებაჲ შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა? 14 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაჲ ჩემი მიგეწიფოს შენ. 15 რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან? 16 გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაჲ, დავმდაბლდი და შევსულბი. 17 ჩემ ზედა გარდაჴდეს რისხვანი შენნი, და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე. 18 გარემომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად. 19 განმაშორენ ჩემგან მეგობარი და მახლობელი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.

დიდებაჲ


88

გულისჴმისყოფისათჳს, ეთამ ისრაიტელისა


2 წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე; თესლითი-თესლადმდე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა. 3 რამეთუ სთქუ: უკუნისამდე წყალობაჲ აღეშენოს და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტებაჲ შენი. 4 ვყავ აღთქუმაჲ რჩეულთა ჩემთა თანა და ვეფუცე დავითს, მონასა ჩემსა; 5 უკუნისამდე განვჰმზადო ნათესავი შენი და აღვაშენო თესლითი-თესლადმდე საყდარი შენი. [143]6 აღიარებდენ ცანი საკჳრველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა. 7 რამეთუ ვინ ღრუბელთა შორის ესწოროს უფალსა და ემსგავსოს უფალსა ძეთა შორის ღმრთისათა? 8 ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოჲს მისა. 9 უფალო ღმერთო ძალთაო, ვინ გემსგავსოს შენ? ძლიერ ხარ შენ, უფალო, და ჭეშმარიტებაჲ შენი გარემო არს შენსა. 10 შენ უფლებ ძალსა ზედა ზღუათასა და აღძრვასა ღელვათა მისთასა შენ დაამშჳდებ. 1l შენ დაამდაბლე ვითარცა წყლული ამპარტავანი და მკლავითა ძლიერებისა შენისაჲთა განაბნიენ მტერნი შენნი. 12 შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანაჲ, სოფელი და სავსებაჲ მისი შენ დააფუძნე. 13 ჩრდილოჲ და ბღუარი შენ შეჰქმენ, თაბორი და ერმონი სახელითა შენითა იხარებდენ. 14 შენი მკლავი - ძლიერებით, განძლიერდინ ჴელი შენი და ამაღლდინ მარჯუენე შენი. 15 სიმართლე და განკითხვაჲ არს განმზადებაჲ საყდრისა შენისაჲ, წყალობაჲ და ჭეშმარიტებააჲ ვიდოდიან წინაშე პირსა შენსა. 16 ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაჲ შენი; უფალო, ნათლითა პირისა შენისაჲთა ვიდოდიან, 17 და სახელითა შენითა იხარებდენ მარადღე და სიმართლითა შენითა ამაღლდენ. [144]18 რამეთუ სიქადული ძალისა მათისაჲ შენ ხარ, და ნებითა შენითა ამაღლდეს რქაჲ ჩუენი. 19 რამეთუ უფლისაჲ არს შეწევნაჲ და წმიდისა ისრაელ, მეუფისა ჩუენისაჲ. 20 მაშინ ეტყოდე ჩუნებით ნაშობთა შენთა და სთქუ: დავდევ შეწევნაჲ ძლიერსა ზედა და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა. 21 ვპოვე დავით, მონაჲ ჩემი, და საცხებელი წმიდაჲ ჩემი ვსცხე მას. 22 რამეთუ ჴელი ჩემი შეეწიოს მას, და მკლავმან ჩემმან განაძლიეროს იგი. 23 არა ირგოს მტერმან მისგან და შვილმან უშჯულოებისამან ვერ შესძინოს ვნებად მისა. 24 და მოვსრნე პირისაგან მისისა მტერნი მისნი და მოძულენი მისნი დავამჴუნე. 25 და წყალობაჲ ჩემი და ჭეშმარიტებაჲ ჩემი მის თანა, და სახელითა ჩემითა ამაღლდეს რქაჲ მისი; 26 და დავდვა ზღუასა ზედა ველი მისი და მდინარეთა ზედა - მარჯუენე მისი. 27 მან მხადოს მე: მამაჲ ჩემი ხარი შენ, ღმერთი ჩემი და შემწყნარებელი ცხორებისა ჩემისაჲ. 28 და მე პირმშოდ დავადგინო იგი უმაღლეს უფროჲს მეფეთა ქუეყანისათა. 29 უკუნისამდე დაუმარხო მას წყალობაჲ ჩემი და აღთქუმაჲ ჩემი ერწმუნოს მას. 30 და ეგოს უკუნითი-უკუნისამდე თესლი მისი და საყდარი მისი, ვითარცა დღენი ცისანი. 31 და-თუ-უტეონ შვილთა მისთა შჯული ჩემი და სამართალთა ჩემთა არა ვიდოდიან, [145]32 სიმართლენი ჩემნი თუ შეაბილწნენ და მნებანი ჩემნი არა დაიმარხნენ, 33 განვიხილნე კუერთხითა უშჯულოებანი მათნი და გუემითა - უსამართლოებინი მათნი; 34 ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვეცრუო ჭეშმარიტებასა ჩემსა, 35 არცა შევაგინო აღთქუმაჲ ჩემი და რაჲ-იგი აღმოჴდა ბაგეთა ჩემთა, არა შეურაცხ-ვყო. 36 ერთ გზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს და მე არა ვეცრუო მას. 37 ნათესავი მისი უკუნისამდე ეგოს და საყდარი მისი ვითარცა მზე წინაშე ჩემსა, 38 და ვითარცა მთოვარე, განმტკიცებული უკუნისამდე, და მოწამე სარწშუნოჲ ცათა შინა. 39 ხოლო შენ განიშორე და შეურაცხ-ჰყავ და განაგდე ცხებული შენი; 40 და აქციე აღთქუმაჲ მონისა შენისაჲ, შეაგინე ქუეყანასა ზედა სიწმიდე მისი. 41 დაარღჳენ ყოველნი ზღუდენი მისნი და ჰყვენ სიმტკიცენი მისნი შეძრწუნებულ; 42 და მიმოდაიტაცებდეს მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი, და იქმნა იგი საყუედრელ გარემოჲსთა მისთა. 43 აღამაღლე   მაჭირვებელთა მისთაჲ და ახარე ყთველთა მტერთა მისთა; 44 გარემიაქციე შეწევნაჲ მახძჳლისა მისისაჲ და არა შეეწიე ბრძოლასა შინა. 45 დაჰჴსენ სიწმიდე მისი და საყდარი მისი ქუეყანასა ზედა დაამჴუ; [146]46 შეამცირენ დღენი ჟამთა მისთანი და მიჰფინე მის ზედა სირცხჳლი. 47 ვიდრემდის, უფალო, გარემიიქცევი სრულიად, და აღატყდების ვითარცა ცეცხლი რისხვაჲ შენი? 48 მოიჴსენე შენ, რაჲ არს არსებაჲ ჩემი. ანუ ამაოდ ნუ შეჰქმნენა ყოველნი ძენი კაცთანი? 49 ვინ არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა იხილოს სიკუდილი და იჴსნეს ხელი თჳსი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა? 50 სად არიან წყალობანი შენნი პირველნი, უფალო, რომელ ეფუცე დავითს ჭეშმარიტებითა შენითა? 51 მოიჴსენე, უფალო, ყუედრებაჲ მონათა შენთაჲ, რომელ დავიკრიბე წიაღთა ჩემთა მრავალთა თესლთაჲ; 52 რომელ აყუედრეს მტერთა შენთა, უფალო, რომელ აყუედრეს ნაცვალსა ცხებულისა შენისასა. 53 კურთხეულ არს უფალი უეკუნისამდე. იყავნ, იყავნ.

დიდებაჲ


89

გალობაჲ მოსესი, კაცისა ღმრთისაჲ

1 უფალო, შესავედრებელ მეყავ ჩუენ ნათესავითი-ნათესავამდე. 2 პირველ მთათა დაბადებადმდე და შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ. 3 ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: [147]მოიქეცით, ძენო კაცთანო. 4 რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომელ წარჴდა და ვითარცა საჴუმილავი ერთი ღამესა შინა. 5 წელნი მათნი შეურაცხებით იყვნენ, განთიად ვითარცა მწვანე წირჴდეს, 6 განთიად აღყუავდეს და წარჴდეს, მწუხრი დაჭნეს, განჴმეს და დაცჳვეს. 7 რამეთუ მოვაკლდით ჩუენ რისხვითა შენითა და გულისწყრომითა შენითა შევძრწუნდით. 8 დასხენ უშჯულოებანი ჩუნნი წინაშე შენსა და ცხორებაჲ ჩუენი - ნათელსა პირისა შენისასა. 9 რამეთუ ყოველნი დღენი ჩუენნი მოაკლდეს, და რისხვითა შენითა მოვაკლდით ჩუენ; წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზარდლი იწურთიდეს. 10 დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ,  ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომაჲ და სალმობაჲ; რამეთუ მოვიდა ჩუენ ზედა სიმშჳდე, და ჩუენ განვისწავლენით. 11 ვინ-მე უწყის სიმტკიცე რისხვისა შენისაჲ და შიშითა შენითა გულისწყრომისა შენისა აღრაცხვაჲ? 12 მარჯუენე შენი ესრეთ მაუწყე მე და გულითა სწავლულთა - სიბრძნე შენი. 13 მოიქეც, უფალო! ვიდრემდის? და ნუგეშინისცემულ იქმენ მონათა შენთა ზედა. 14 აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ [148]15 მათ დღეთა წილ, რონელთა დამამდაბლენ ჩუენ, და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძჳრი. 16 და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა. 17 და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ ჩუენ ზედა და საქმენი ჴელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა და ქმნული ჴელთა ჩუენთაჲ წარგჳმართე.


90

ქებაჲ გალობით დავითისი ზედაწარუწერელი ებრაელთა შორის


1 რომელი დამკჳდრებულ არს შეწევნითა მაღლისაჲთა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაჲსა განისუენოს. 2 ჰრქუას უფალსა: ჴელისაღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. 3 რამეთუ მან გიჴსნეს შენ საფრჴისა მისგან მონადირეთაჲსა და სიტყჳსა მისგან განსაკრთომელისა. 4 ბეჭთსაშუვალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტებაჲ მისი. 5 არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; 6 ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუვადღისა. 7 დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი [149]და - ბევრეულნი მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ. 8 ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაჲ იხილო. 9 რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. 10 არა შევიდეს შენდა ძჳრი და გუემაჲ არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. 11 რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა; 12 ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი; 13 ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხჳდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. 14 რამეთუ მე მესვიდა, და ვიჴსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. 15 ჴმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო პირსა შინა; ვიჴსნა იგი და ვადიდო იგი. 16 დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი.

დიდებაჲ

 

კანონი 13

91

ფსალმუნი, გალობაჲ დავითისი, დღისა შაბათისაჲ

[150]2 კეთილ არს აღსარებაჲ უფლისაჲ და გალობად სახელსა შენსა, მაღალო; 3 მითხრობად ცისკარს წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი ღამედ-ღამედ 4 ათძალითა საფსალმუნისაჲთა და ჴმითა ებნისაჲთა; 5 რამეთუ მახარე მე, უფალო, დაბადებულითა შენითა და ქმნულითა ჴელთა შენთაჲთა ვიხარებდე. 6 ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო! ფრიად ღრმა იქმნნეს ზრახვანი შენნი. 7 კაცმან სულელმან არა ცნას და უგუნურმან არა გულისჴმა-ყოს ესე. 8 აღმოცენებასა ცოდვილთასა ვითარცა თივაჲ, და გამოჩნდეს ყოველნი, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რაჲთა მოისრნენ უკუნითი-უკუნისამდე. 9 ხოლო შენ მაღალ ხარ უკუნისამდე, უფალო. 10 რამეთუ ესერა მტერნი შენნი, უფალო, [151]რამეთუ ესერა მტერნი შენნი წარწყმდენ, და განიბნინენ ყოველნი, რომელნი იქმან უშჯულოებასა. 11 და ამაღლდეს, ვითარცა მარტორქისა, რქაჲ ჩემი და სიბერე ჩემი - ზეთითა პოხილითა; 12 და იხილა თუალმან ჩემმან მტერთა ჩემთაჲ და მათთჳს, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა ბოროტებით, ესმას ყურსა ჩემსა. 13 მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძჳ ლიბანისაჲ განმრავლდეს. 14 დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან. 15 უფროჲსად განმრავლდენ სიბერესა სიპოხისასა და ფუფუნეულ იყვნენ თხრობასა, 16 რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩუენი, და არა არს სიცრუვე მის თანა.


92

ფსალმუნი დავითისი, დღესა შაბათსა, რაჟამს დაემტკიცა ქუეყანაჲ, გალობაჲ

1 უფალი სუფევს, შუენიერებაჲ შეიმოსა; შეიმოსა უფალმან ძალი და გარეშეირტყა; და რამეთუ დაამყარა სოფელი, რაჲთა არა შეიძრას. 2 განმზადებულ არს საყდარი შენი მიერითგან, და საუკუნითგან შენ ხარ. 3 აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ჴმანი მათნი, აღდგენ მდინარენი სლვასა თჳსსა. [152]4 ჴმითა წყალთა მრავალთაჲთა საკჳრველ არიან განცხრომანი ზღჳსანი; საკჳრველ არს მაღალთა შინა უფალი. 5 წამებანი შენნი, უფალო, სარწმუნო იქმნნეს ფრიად; სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა დღეთასა.


93

ფსალმუნი დავითისი, მეოთხისა შაბათისაჲ


1 ღმერთი შურისძიებათაჲ, უფალი ღმერთი შურისძიებათაჲ განცხადნა. 2 ამაღლდი, რომელი შჯი ქუეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა. 3 ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო, ვიდრემდის ცოდვილნი იქადოდიან? 4 აღმოთქუან და იტყოდიან სიცრუვესა, იტყოდიან ყოველნი, რომელნი იქმან უშჯულოებასა. 5 ერი შენი, უფალო, დაამდაბლე და სამკჳდრებელი შენი განაბოროტეს; 6 ქურივი და მწირი მოკლეს და ობოლი მოსწყჳდეს 7 და თქუეს: არა იხილოს უფალმან, არცა გულისჴმა-ყოს ღმერთმან იაკობისმან. 8 გულისჴმა-ყავთ აწ, უგუნურნო ერისანო და ცოფნო, ოდესმე გელისჴმა-ჰყოთ. 9 რომელმან დაჰნერგა ყური, არა ნუ ესმისა? ანე რომელმან შექმნა თუალი, არა ნუ ხედავსა? 10 რომელი სწავლის თესლებსა, [153]არა ნუ ამხილოსა, რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაჲ? 11 უფალმან უწყნის ზრახვანი კაცთანი, რამეთუ არიან ამაო. 12 ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და შჯულისა შენისაგან ასწაო მას 13 დამშჳდებად მისა დღეთა ბოროტთა, ვიდრემდის ეთხაროს ჴნარცჳ ცოდვილსა. 14 რამეთუ არა განიშოროს უფალმან ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი არა უგულებელს-ყოს, 15 ვიდრემდის მოიქცეს სიმართლე განკითხვად, და მიეახლნენ მას ყოველნი,  რომელნი წრფელ არიან გულითა. 16 ვინ წინააღმიდგეს მე უკუეთურთაგანი? ანუ ვინ თანაწარმომიდგეს მე მათგანი, რომელნი იქმან უშჯულოებასა? 17 არათუმცა უფალი შემეწია მე, კნინ-ერთღა და-მცა-ემკჳდრა ჯოჯოხეთს სული ჩემი. 18 უკუეთუმცა ვიტყოდე: შემიძრწუნდა ფერჴი ჩემი, წყალობაჲ შენი, უფალო, შემწევდა მე. 19 მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა - გულსა შინა ჩემსა ნუგეშინისცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა. 20 ნუ დადგებინ შენ წინაშე საყდარი უშჯულოებისაჲ, რომელი იქმნ შრომასა ბრძანებულსა ზედა. [154]21 მოინადირონ სული მართლისაჲ და სისხლსა უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფდენ. 22 და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი შემწე სასოებისა ჩემისა. 23 და მიაგოს მათ უფალმან უშჯულოებაჲ მათი და უკუეთურებისა მათისაებრ უჩინო-ყვნეს იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან.

დიდებაჲ


94

ქებაჲ გალობისაჲ, დავითისი, წარუწერელი ებრაელთა შორის


1 მოვედით, უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ მაცხოვარისა ჩუენისა; 2 აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა, და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას. 3 რამეთუ ღმერთი დიდ არს უფალი და მეუფე დიდ არს ყოველსა ქუეყანასა ზედა; 4 რამეთუ ჴელსა შინა მისსა არიან კიდენი ქუეყანისანი და სიმაღლენი მთათანი მისნი არიან; 5 რამეთუ მისი არს ზღუაჲ და მან შექმნა იგი, და ჴმელი ჴელთა მისთა დაჰბადეს. 6 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ მას და ვტიროდით წინაშე უფლისა შემოქმედისა ჩუენისა. [155]7 რამეთუ იგი არს ღმერთი ჩუენი და ჩუენ ერი სამწყსოჲსა მისისაჲ და ცხოვარნი ჴელისა მისისანი. 8 დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი განმწარებასა მას დღისა მისებრ განცდისა უდაბნოსა ზედა, 9 სადა-იგი განმცადეს მე მამათა თქუენთა; გამომცადეს მე და იხილნეს საქმენი ჩემნი. 10 ორმეოც წელ მოვიწყინე ნათესავი იგი და ვთქუ: მარადის სცთებიან იგინი გულითა მათითა და მათ არა იცნნეს გზანი ჩემნი, 11 ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, უკუეთუ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა.


95

გალობაჲ დავითისი, აღშენებისათჳს ტაძრისა შემდგომად ტყუეობისა


1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაჲ; 2 უგალობდით უფალსა, აკურთხევდით სახელსა მისსა, ახარებდით დღითი-დღე მაცხოვარებასა მისსა. 3 მიუთხართ წარმართთა შორის დიდებაჲ მისი და ყოველსა ერსა შორის - საკჳრველებაჲ მისი. 4 რამეთუ დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და საშინელ არს იგი უფროჲს ყოველთა ღმერთთა; 5 რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან, ხოლო უფალმან ცანი შექმნნა. [156]6 აღსაარებაჲ და ჰაეროვნებაჲ არს წინაშე მისსა, სიწმიდე და დიდადშუენიერებაჲ არს სიწმიდესა მისსა. 7 შესწირევდით უფლისა ტომები თესლებისაჲ, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა; 8 შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; აღიღეთ მსხუერპლები, შევიდოდეთ ეზოთა მისთა; 9 თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა; შეძრწუნდინ პირისა მისისაგან ყოველი ქუეყანაჲ! 10 თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, და რამეთუ წარჰმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას; განიკითხნეს ერნი სიწრფოებით. 11 იხარებდინ ცანი და გალობდინ ქუეყანაჲ, აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი. 12 იხარებდინ ველნი და ყოველი, რაჲ არს მათ შინა; მაშინ იხარებდენ ყოველნი ხენი მაღნარისანი 13 პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს იგი განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი ჭეშმარიტებითა თჳსითა.


96

დავითისი, ოდეს ქუეყანაჲ მისი დაემკჳდრებოდა, წარუწერელი ებრაელთა შორის


1 უფალი სუფევს, იხარებდინ ქუეყანაჲ, და იშუებდედ ჭალაკნი მრავალნი. 2 ღრუბელი და ნისლი გარემო არს მისსა, სიმართლე და განკითხვაჲ - წარმართებაჲ საყდრისა მისისაჲ. [157]3 ცეცხლი მის წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოჲს მტერნი მისნი. 4 გამოჩნდეს ელვანი მისნი სოფელსა, იხილა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ. 5 მთანი ვითარცა ცჳლი დადნეს პირისაგან უფლისა, პირისაგან უფლისა ყოვლისა ქუეყანისა. 6 უთხრეს ცათა სიმართლე მისი, და იხილონ ყოველთა ერთა დიდებაჲ მისი. 7 ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ ჴელითქმნულთა და რომელნი იქადიან კერპებითა მათითა. თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა. 8 ესმა და იხარებდა სიონი და იშუებდეს ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათჳს, უფალო. 9 რამეთუ შენ, უფალი, მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა, ფრიად აჰმაღლდი შენ უფროჲს ყოველთა ღმერთთა. 10 რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი; დაიცვნეს უფალმან სულნი წმიდათა მისთანი და ჴელთაგან ცოდვილისათა იჴსნნეს იგინი. 11 ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა - სიხარული. 12 იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აღუვარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა.

დიდებაჲ


97

ფსალმუნი დავითისი


[158]1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკჳრველი ქმნა უფალმან; აცხოვნა იგი მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან. 2 აჩუენა უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი, წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე მისი. 3 მოიჴსენა მოწყალებაჲ მისი იაკობის თანა და ჭეშმარიტებაჲ მისი - სახლსა ზედა ისრაელისასა; იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ. 4 ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაჲ, უგალობდით და იხარებდით და აქებდით. 5 უგალობდით უფალსა ებნითა, ებნითა და ჴმითა ფსალმუნისაჲთა; 6 ნესტჳთა ჭედილითა და ჴმითა ნესტჳსა რქისაჲთა ღაღადებდით წინაშე მეუფისა უფლისა. 7 აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა. 8 მდინარეთა აღიტყუელონ ჴელითა თანად; მთანი იხარებდენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, 9 რამეთუ მოვიდეს განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი - სიწრფოებით.


98

ფსალმუნი დავითისი, ზედაწარუწერელი ებრაელთა შორის


1 უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი; რომელი ზის ზედა ქერობინთა; შეიძარნ ქუეყანაჲ. [159]2 უფალი სიონს დიდ არს და მაღალ არს ყოველთა ზედა ერთა. 3 აღუვარებდენ სახელსა შენსა დიდსა, რამეთე საშინელ და წმიდა არს. 4 და პატივსა მეუფისასა სამართალი უყუარს; შენ განჰმზადე სიწრფოებაჲ, განკითხვაჲ და სიმართლე იაკობის თანა შენ ჰყავ.  5 აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-სცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს. 6 მოსე და აჰრონ მღდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა; ხადოდეს უფალსა და მას ესმა მათი, 7 და სუეტითა ღრუბლისაჲთა ეტყოდა მათ; რამეთუ იმარხვიდეს წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა, რომელ მოსცნა მათ. 8 უფალო ღმერთო ჩუენო, შენ ისმინე მათი; ღმერთო, შენ მომტევებელ ექმენ მათ და შურისმეძიებელ ყოველთა ზედა საქმეთა მათთა. 9 აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ეცით მთასა წმიდასა მისსა, რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.


99

ფსალმუნი აღსაარებისათჳს


1 ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაჲ, 2 ჰმონებდით უფალსა სიხარულით, შევიდოდეთ მის წინაშე მხიარულებით, 3 და უწყოდით, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი; [160]მან შემქმნნა ჩუენ, და არა ჩუენ; ხოლო ჩუენ ვართ ერი მისი და ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი. 4 შევიდოდეთ ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა; აღუვარებდით მას და აქებდით სახელსა მისსა, 5 რამეთუ ტკბილ არს უფალი და უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი, და თესლითი-თესლადმდე არს ჭეშმარიტებაჲ მისი.


100

დავითის ფსალმუნი


1 წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო. 2 გიგალობდე და გულისჴმა-ვყო გზასა უბიწოსა; ოდეს მოხჳდე ჩემდა? ვიდოდე მე უმანკოებითა გულისა ჩემისაჲთა შორის სახლისა ჩემისა. 3 არა დავიდევ წინაშე თუალთა ჩემთა საქმე უშჯულოჲ და მყოფელნი გარდასლვისანი მოვიძულენ; არა შემომეყო მე დრკუჲ გული, 4 გარემიქცევაჲ ბოროტისაჲ ჩემგან მე არა უწყოდე. 5 რომელი იტყჳნ იდუმალ მოყუსისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვდევნი; რომელი ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამი. 6 თუალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქუეყანისათა, რაჲთა დასხდენ იგინი ჩემ თანა; რომელი ვიდოდა გზასა უბიწოსა, ესე მმსახურებდა მე. 7 არა დაიმკჳდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ყვის ამპარტავანებაჲ რომელი იტყჳნ სიცრუვესა, არა წარემართა წინაშე თუალთა ჩემთა. [161]8 ცისკარსა მოვსწუედდი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა, მოსპოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა უშჯულოებისათა.

დიდებაჲ

 

კანონი 14

101

ლოცვაჲ გლახაკისაჲ, ოდეს მოეწყინოს და განჰფინოს წინაშე უფლისა თხოვაჲ თჳსი

[162]2 უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისაჲ და ღაღადებაჲ ჩემი შენდა შევედინ. 3 ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; რომელსა დღესა მჭირდეს მე, მოყავ ჩემდა ყური შენი; და რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი. 4 რამეთუ მოაკლდა ვითარცა   დღეთა ჩემთა, და ძუალნი ჩემნი ვითარცა ქარქუტი განჴმეს. 5 იწყლა ვითარცა თივაჲ და განჴმა გული ჩემი, რამეთუ დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი. 6 ჴმითა სულთქუმისა ჩემისაჲითა [163]შეჰჴმეს ჴორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა. 7 ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოჲსასა და ვიქმენ მე, ვითარცა ბუჲ ნატამალსა.  8 უძილ ვიქმენ და ვიყავ ვითარცა სირი მხოლოჲ სართულსა ზედა. 9 მარადღე მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი და მაქებელნი ჩემნი ჩემდამო ფუცვიდეს. 10 რამეთუ ნაცარი ვითარცა პური ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი 11 პირისაგან რისხვისა და გულისწყრომისა შენისა, რამეთუ აღმიღე და დამაკუეთე მე. 12 და დღენი ჩემნი ვითარცა აჩრდილი წარჴდეს, და მე ვითარცა თივაჲ განეჴემ. 13 ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ჰგიე, და საჴსენებელი შენი თესლითი-თესლადმდე. 14 შენ აღსდგე და შეიწყალო სიონი, რამეთუ ჟამი წყალობისა მისისაჲ, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი. 15 რამეთუ სთნდეს მონათა შენთა ქვანი მისნი, და მიწასა მისსა სწყალობდენ. 16 და ეშინოდის წარმართთა სახელისაგან უფლისა და ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა - დიდებისაგან მისისა. 17 რამეთუ აღაშენოს უფალმან სიონი და გამოუჩნდეს მას დიდებითა მისითა. 18 მოჰხედნა ლოცვასა ზედა მდაბალთასა და არა შეურაცხ-ყო ვედრებაჲ მათი. 19 დაიწერენ ესე ნათესავად სხუად, და ერი დაბადებადი აქებდეს უფალსა; 20 რამეთუ მოიხილა მაღლით წმიდით მისით, [164]უფალმან ზეცით ქუეყანად გარდამოიხილა, 21 რაჲთა შეისმინოს სულთქუმაჲ შებორკილებულთაჲ და განჰჴსნნეს ნაშობნი მოკლულთანი, 22 თხრობად სიონს სახელი უფლისაჲ და ქებულებაჲ მისი - იერუსალემს, 23 შეკრებად ერისა ერთად და მეფენი მონებად უფლისა. 24 მიუგო მას გზასა შინა ძლიერებისა მისისასა: სიმცირე დღეთა ჩემთაჲ მითხარ მე. 25 და ნუ განმიყვანებ მე კერძოთაგან დღეთა ჩემთაჲსა; თესლითი-თესლადმდე არიან წელიწადნი შენნი. 26 დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანაჲ დააფუძნე, და ქმნულნი ჴელთა შენთანი ცანი არიან. 27 იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ. 28 ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადნი შენნი არა მოაკლდენ. 29 ძენი მონათა შენთანი დაემკჳდრნენ, და ნათესავი მათი უკუნისამდე წარემართოს.


102

ფსალმუნი დავითისი


1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაჲ ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა. 2 აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა, [165]3 რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნნა ყოველნი სნეულებანი შენნი; 4 რომელმან იჴსნა განხრწნისაგან ცხორებაჲ შენი და გჳრგჳნოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა; 5 რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულისთქუმაჲ შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი. 6 ყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათჳს დაწუნებულთა. 7 აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი. 8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდადმოწყალე. 9 არა სრულიად განრისხნეს, არცა უკენისამდე ძჳრი იჴსენოს; 10 არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ 11 რამეთუ რაოდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა; 12 რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უშჯულოებანი ჩუენნი. 13 ვითარცა სწყალობს მამაჲ შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი. 14 რამეთუ მან უწყის დაბადებაჲ ჩუენი; მოიჴსენა, რამეთე მიწანი ვართ. 15 კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი; ვითარცა ყუავილი ველისაჲ ეგრე აღყუავდეს;  [166]16 რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი. 17 ხოლო წყალობაჲ უფლისაჲ საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა, და სიმართლე მისი შვილითი-შვილადმდე, 18 რომელთა დაიმარხიან აღთქუმაჲ მისი და მოიჴსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი. 19 უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი და სუფევაჲ მისი ყოველთა ზედა ეუფლების. 20 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა სმენად ჴმაი სიტყუათა მისთაჲ. 21 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა. 22 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

დიდებაჲ


103

ფსალმუნი დავითისი, სოფლისა შესაქმისათჳს


1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსაარებაჲ და დიდადშუენიერებაჲ შთაიცუ, 2 შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი, [167]გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი. 3 რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თჳსა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა; 4 რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა; 5 რომელმან დააფუძნა ქუეყანაჲ სიმტკიცესა ზედა თჳსსა, არა შეიძრას იგი უკუნითი-უკენისამდე. 6 უფსკრული ვითარცა სამოსელი გარემოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი. 7 შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ჴმითა ქუხილისა შენისაჲთა შეძრწუნდიან. 8 აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი. 9 საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდაჰჴდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა. 10 რომელმან გამოადინნა წყარონი ჴევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი; 11 სუან იგი ყოველთა მჴეცთა ველისათა, განძღენ კანჯარნი წყურილსა მათსა. 12 მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკჳდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ჴმაჲ მათი. 13 დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთაჲთა განძღეს ქუეყანაჲ. 14 რომელმან აღმოუცენა თივაჲ პირუტყუთა, და მწვანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით. 15 და ღვინოჲ ახარებს გულსა კაცისასა, [168]საცხებელითა მხიარულყოფად პირი,   და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს. 16 განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ. 17 მუნ მფრინველთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთაჲ შერაცხილ მათდა1. 18 მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებელად ყურდგელთა. 19 შექმნა მთოვარე ჟამთათჳს, მზემან ცნა ჟამი დასლვისა თჳსისაჲ. 20 დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მჴეცნი მაღნარისანი, 21 ლეკუნი ლომთანი მყჳრალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა. 22 აღმობრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თჳსთა დაადგრიან. 23 გამოვიდეს კაცი საქმესა თჳსსა და შრომასა თჳსსა მიმწუხრამდე. 24 ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაჲ დაბადებულითა შენითა. 25 ესე ზღუაჲ დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი, რომელთაჲ არა არს რიცხჳ, მჴეცნი წურილნი დიდთა თანა; მას ზედა ნავნი ვლენან; 26 ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა. 27 ყოველნიკე შენგან ელიან მოცემად საზრდელი თჳსი ჟამსა; [169]28 მოსცი მათ და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაჲ ჴელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა. 29 ხოლო გარე-თუ-მიიქციი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი ხელი მათი და მოაკლდიან და მიწადვე თჳსად მიიქციან. 30 გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაჲ. 31 იყავნ დიდებაჲ უფლისაჲ უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თჳსთა. 32 რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებელ, რომელი შეახებს მთათა, და კუმოდიან. 33 ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე. 34 ტკბილ ეყავნ მას გალობაჲ ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ. 35 მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უშჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

დიდებაჲ

-----------------------------------------------------------------------------------

1 - ორ ნუსხაში (GH) ასეთი ტექსტი გვაქვს: ”მუნ სირთა ბუდე-იდგან, და ჰეროდიაჲს სამკჳდრებელი შერაცხილ მათდა”.


104

ალელუაჲ


1 აღუვარებდით უფალსა და ხადოდეთ სახელსა მისსა, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი. 2 აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა საკჳრველებათა მისთა. 3 იქებოდეთ სახელითა მისითა წმიდითა; იხარებდინ გული მეძიებელთა უფლისათაჲ. [170]4 მოიძიეთ უფალი და განძლიერდით და ეძიებდით პირსა მისსა მარადის; 5 მოიჴსენეთ საკჳრველებათა მისთაჲ, რომელ ქმნა სასწაულნი და სამართალნი პირისა მისისანი. 6 ნათესავნი აბრაჰამისნი მონანი მისნი, შვილნი იაკობისნი რჩეულნი მისნი. 7 თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი. 8 მოიჴსენა უკუნისამდე აღთქუმისა თჳსისაჲ და სიტყუაჲ, რომელ ამცნო ათასამდე ნათესავად, 9 რომელ-იგი დადვა აბრაჰამის თანა და ფიცი მისი ისაკის თანა. 10 და დაამტკიცა იგი იაკობის თანა ბრძანებად და ისრაელისა აღთქუმად საუკუნოდ. 11 ჰრქუა მას: შენ მიგცე ქუეყანაჲ იგი ქანანისაჲ ნაწილად მკჳდრობისა თქუენისა; 12 რამეთუ იყვნეს იგინი რიცხჳთ მცირე-მცირე და მსხემ მას შინა. 13 და ვიდოდეს იგინი თესლითი-თესლად და მეფეთაგან ერად სხუად. 14 არა აუფლა კაცსა ვნებად მათდა და ამხილა მათთჳს მეფეთა: 15 ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინაჲსწარმეტყუელთა ჩემთა შორის ნუ უკუეთურობთ. 16 და მოუწოდა სიყმილსა ქუეყანად და ყოველი ძალი პურისაჲ შემუსრა. 17 წარავლინა წინაჲსწარ მათსა კაცი, და მონად განისყიდა იოსები. [171]18 დაამდაბლნეს ბორკილითა ფერჴნი მისნი, რკინასა განვლო სულმან მისმან. 19 ვიდრე მოწევნადმდე სიტყჳსა მისისა სიტყუამან უფლისამან გამოაჴურვა იგი. 20 მიავლინა მეფემან და განჰჴსნა იგი მთავრად ერისა და განუტევა იგი. 21 და დაადგინა იგი უფლად სახლისა თჳსისა და მთავრად ყოვლისა მონებისა მისისა; 22 სწავლად მთავართა მისთა ვითარცა თავი თჳსი და მოხუცებულთა მისთა განბრძნობად. 23 და შევიდა ისრაელი ეგვპტედ და იაკობ დაემკჳდრა ქუეყანასა მას ქამისსა. 24 და აღაორძინა ერი მისი ფრიად და განაძლიერა იგი უფროჲს მტერთა მისთა. 25 გარდააქცია გული მისი მოძულებად ერისა მისისა და ზაკუვად მონათა შორის მისთა. 26 წარავლინა მოსე, მონაჲ მისი, და აჰრონ, რომელი გამოირჩია თავისა თჳსისა; 27 დასხნა მათ შორის სიტყუანი სასწაულთა მისთანი და ნიშთა მისთანი ქუეყანასა მას ქამისსა. 28 მიავლინა მათდა ბნელი და დააბნელნა, რამეთუ განამწარნეს სიტყუანი მისნი. 29 გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და მოსწყჳდნა თევზნი მათნი; 30 განამრავლა ქუეყანამან მათმან მყუარი საუნჯეთა შორის მეფეთა მათთაჲსა. 31 თქუა, და მოჴდა ძაღლისმწერი და მუმლი ყოველთა საზღვართა მათთა. [172]32 დასხნა წჳმანი მათნი სეტყუად და ცეცხლი აღატყდებოდა ქუეყანასა მათსა. 33 და დასცა ვენაჴები მათი და ლეღუოვანი მათი და შემუსრა ყოველი ხე საზღვარისა მათისაჲ. 34 თქუა, და მოჴდა მკალი და ბუზი, რომლისა არა იყო რიცხჳ; 35 შეჭამა ყოველი თივაჲ ქუეყანასა შინა მათსა და მოჭამა ყოველი ნაყოფი ქუეყანისა მათისაჲ. 36 და დასცა ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა შინა მათსა, დასაბამი ყოვლისა ტკივილისა მათისაჲ. 37 და გამოიყვანნა იგინი ოქროჲთა და ვეცხლითა, და არა იყო ნათესავსა მათსა სნეულ. 38 იხარა ეგჳპტემან გამოსლვასა მათსა, რამეთუ დაეცა შიში მათი მათ ზედა. 39 განჰმარტა ღრუბელი საგრილად მათდა და ცეცხლი მნათობად მათდა ღამე. 40 ითხოვეს, და მოჴდა მწყერმარჴილი, და პურითა ზეცისაჲთა განაძღნა იგინი; 41 სცა კლდესა, და გამოეცნეს წყალნი, და ვიდოდეს ურწყულსა მდინარენი. 42 რამეთუ მოიჴსენა სიტყჳსი წმიდისა თჳსისა, რომელ ყო აბრაჰამის მიმართ მონისა თჳსისა. 43 და გამოიყვანა ერი თჳსი სიხარულით და რჩეულნი მისნი - შუებით. 44 და მისცა მათ სოფლები წარმართთაჲ, და ნაშრომი ერთაჲ დაიმკჳდრეს, 45 რაჲთა დაიცვნენ სამართალნი მისნი და შჯული მისი მოიძიონ.

დიდებაჲ

 

კანონი 15

105

ალელუაჲ


[173]1 აღუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. 2 ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი? 3 ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა. 4 მომიჴსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებითა ერისა შენისაჲთა და მომხედენ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა, 5 რაჲთა ვიხილოთ ჩუენ სიტკბოებაჲ რჩეულთა შენთაჲ და ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა ნათესავისა შენისაჲთა, რაჲთა ვიქებოდით ჩუენ სამკჳდრებელთა შენთა თანა. 6 ვცოდეთ მამათა ჩუენთა თანა, უშჯულო ვიქმნენით და გეცრუვენით შენ. [174]7 მამათა ჩუენთა ეგჳპტეს შინა არა გულისჴმა-ყვნეს საკჳრველებანი შენნი, არცა მოიჴსენნეს მრავალნი წყალობანი შენნი და განგამწარეს წიაღსლვასა ზღჳსა მის მეწამულისასა. 8 და იჴსნნა იგინი სახელისა მისისათჳს, რაჲთამცა გულისჴმა-ყვეს ძლიერებაჲ მისი; 9 და შეჰრისხნა ზღუასა მეწამულსა, და განჴმა, და უძღოდა მათ უფსკრულსა შინა, ვითარცა უდაბნოსა ზედა; 10 და განარინნა იგინი ჴელისაგან მოძულეთაჲსა და იჴსნნა იგინი ჴელისაგან მტერთა მათთაჲსა; 11 და დაფარნა წყალმან მაჭირვებელნი მათნი, და ერთიცა მათგანი არა განერა. 12 და ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისაჲ და აქებდეს ქებულებასა მისსა. 13 ისწრაფეს და დაივიწყნეს მათ საქმენი მისნი და არა დაუთმეს ზრახვასა მისსა. 14 და გულმან-უთქუა გულისთქუმაჲ უდაბნოსა შინა, და განცადეს ღმერთი ურწყულსა შინა. 15 და მოსცა მათ თხოვაჲ მათი და მოუვლინა სავსებაჲ სულსა მათსა. 16 და განარისხეს მოსე ბანაკსა შინა და აჰრონ, წმიდაჲ უფლისაჲ. 17 განეღო ქუეყანაჲ და დანთქა დათან და დაფარა ბანაკი აბირონისი; 18 და ცეცხლი აღატყდა კრებულსა შორის მათსა, და ალმან შეწუნა ცოდვილნი. 19 და ქმნეს ჴბოჲ ქორებს და თაყუანის-სცეს კერპსა მას; [175]20 და ცვალეს დიდებაჲ მათი მსგავსად ჴბოჲსა მის თივისმჭამელისა. 21 და დაივიწყეს ღმრთისა მაცხოვარისა მათისაჲ, რომელმან ქმნნა დიდდიდნი ეგჳპტეს შინა, 22 საკჳრველებანი მისნი ქუეყანასა მას ქამისსა და საშინელებანი მისნი ზღუასა მას ზედა მეწამულსა. 23 და თქუა მოსრვაჲ მათი, არათუმცა მოსე, რჩეული მისი, დადგა სრვასა მას წინაშე მისსა გარემიქცევად გულისწყრომაჲ მისი, რაჲთამცა არა მოსრნა იგინი. 24 და შეურაცხ-ყვეს ქუეყანაჲ იგი გულისსათქუმელი და არა ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისაჲ; 25 დრტჳნვიდეს იგინი კარვებსა მათსა და არა ისმინეს ჴმაჲ უფლისაჲ. 26 და აღიღო ჴელი მისი მათ ზედა დაცემად მათდა უდაბნოსა ზედა 27 და დაცემად თესლისა მათისა წარმართთა შორის. და განბნევად მათდა სოფლებსა შორის. 28 და შეიბილწნეს იგინი ბელფეგორს და ჭამეს ნაგები მკუდართაჲ. 29 და განარისხეს იგი საქმითა მათითა, და განმრავლდა მათ ზედა დაცემაჲ. 50 და დადგა ფინეზ და ლხინება-ყო, და დაეყენა სრვაჲ; 31 და შეერაცხა მას სიმართლედ თესლითი-თესლადმდე მიუკუნისამდე. 32 და განარისხეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა, და განბოროტნა მოსე მათთჳს, 33 რამეთე მათ განამწარეს სული მისი; და განუჩინა მათ ბაგითა თჳსითა. [176]34 და არა მოსრნეს ნათესავნი იგი, რომელთაჲ ჰრქუა მათ უფალმან. 35 და აღერინეს წარმართთა და ისწავლნეს საქმენი მათნი; 36 და ჰმონეს კერპთა მათთა,და ექმნა მათ იგი საცთურ; 37და დაუკლნეს ძენი მათნი და ასულნი მათნი ეშმაკთა. 38 და დასთხიეს სისხლი უბრალოჲ, სისხლი ძეთა და ასულთა მათთაჲ, რომელ-იგი უზორეს კერპსა მას ქანანისასა, დაკლვით მოისრა ქუეყანაჲ სისხლითა 39 და შეიგინა საქმითა მათითა, რამეთუ ისიძვიდეს იგინი საქმეთა შინა მათთა. 40 და განრისხნა გულისწყრომით უფალი ერსა თჳსსა ზედა და მოიძაგა სამკჳდრებელი თჳსი; 41 და მისცნა იგინი ჴელთა მტერთასა, და ეუფლნეს მათ მოძულენი მათნი; 42 და აჭირვებდეს მათ მტერნი მათნი, და დამდაბლდეს იგინი ქუეშე ჴელსა მათსა. 43 მრავალგზის იჴსნნა იგინი, ხოლო მათ გან-ვე-ამწარეს იგი ზრახვითა მათითა და დამდაბლდეს უშჯულოებითა მათითა. 44 და მოხედნა უფალმან პირსა მათსა, რაჟამს შეისმინა მან ვედრებისა მათისაჲ; 45 და მოიჴსენა აღთქუმისა თჳსისაჲ და შეინანა მრავლითა წყალობითა თჳსითა; 46 და მისცნა იგინი საწყალობელად წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა მათთა. 47 მაცხოვნენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და შემკრიბენ ჩუენ წარმართთაგან, რაჲთა აღუვაროთ სახელსა შენსა წმიდასა და ვიქადოდით ჩუენ ქებულებითა შენითა. [177]48 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ ამიერითგან და უკუნისამდე, და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ.

დიდებაჲ


106

ალელუაჲ

1 აღუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი, 2 თქუედ ჴსნილთა უფლისათა, რომელნი იჴსნნა ჴელისაგან მტერთაჲსა, 3 და ყოველთაგან სოფლებთა შეკრიბნა იგინი აღმოსავალით და დასავალით და ჩრდილოჲთ და ზღჳთ. 4 შესცთეს იგინი უდაბნოსა ურწყულსა, გზაჲ ქალაქისა სამკჳდრებელისაჲ არა პოეს; 5 ჰშიოდა და სწყუროდა, და სული მათი მათგან მოაკლდა. 6 ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან იჴსნნა იგინი 7 და უძღოდა მათ გზასა წრფელსა, რაჲთა შევიდენ იგინი ქალაქსა მკჳდრობისა მათისასა. 8 აღუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა, 9 რამეთუ განაძრო სული ჴუებული და სული მშიერი აღავსო კეთილითა, 10 მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინითა, 11 რამეთუ განამწარნეს სიტყუანი ღმრთისანი და ზრახვაჲ მაღლისაჲ განარისხეს; [178]12 და დამდაბლდა შრომითა გული მათი, მოუძლურდეს და არავინ იყო მწე მათდა. 13 ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ პირსა მათსა, და ურვათა მათთაგან განარინნა იგინი 14 და გამოიყვანნა იგინი ბნელისაგან და აჩრდილთა სიკუდილისათა და საკრველნი მათნი განხეთქნა. 15 აღუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა, 16 რამეთუ შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეფქვნა. 17შეეწია მათ გზისა მისგან უშჯულოებისა მათისა, რამეთე ცოდვითა მათითა დამდაბლდეს; 18 ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან, და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა. 19 ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან აცხოვნნა იგინი. 20 მოუვლინა სიტყუაჲ მისი და განკურნნა იგინი და იჴსნნა იგინი განმხრწნელთაგან მათთა. 21 აღუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა, 22 და შეწირედ მისა მსხუერპლი ქებისაჲ და უთხრობდედ საქმეთა მისთა სიხარულით. 23 რომელნი შთავლენან ზღუასა ნავებითა და იქმან საქმესა წყალთა შინა მრავალთა, 24 მათ იხილნეს საქმენი უფლისანი და საკჳრველებანი მისნი ღრმათა შინა. 25 თქუა, და აღდგა ქარი გრიგალისაჲ, და ამაღლდეს ღელვანი მისნი; 26 აღვლენან ცამდე, შთავლენან უფსკრულამდე; [179]და სული მათი ძჳრთა შინა დადნებოდა, 27 შეშფოთნეს და შეძრწუნდეს ვითარცა მთრვალნი, და ყოველი სიბრძნე მათი დაინთქა. 28 ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან გამოიყვანნა იგინი. 29 და უბრძანა გრიგალსა, და იქცა ნიავად, და დასცხრეს ღელვანი მისნი; 30 და იხარეს, რამეთუ დაყუდნეს, და მიუძღუა მათ ნავთსაყუდელსა ნებისა მისისასა. 31 აღუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა. 32 აღაღმამაღლონ იგი კრებულსა შორის ერისასა და საყდრებსა შორის მოხუცებულთასა აქებდენ მას. 33 დასხნა მდინარენი ოჴრად და გამოსავალნი წყალთანი - წყურიელად, 34 ქუეყანაჲ ნაყოფიერი - ბიცად უკუეთურებისათჳს მკჳდრთა მისთაჲსა. 35 დადვა უდაბნოჲ ტბად წყალთა და ქუეყანაჲ ურწყული - გამოსადინელად წყალთა; 36 და დაამკჳდრნა მუნ მშიერნი, და იშენეს ქალაქები საყოფელად მათდა, 37 და ითესეს ყანები და დაასხეს ვენაჴები და ყვეს ნაყოფი იფქლისაჲ. 38 და აკურთხნა იგინი, და განმრავლდეს ფრიად, და საცხოვარი მათი არა შეამცირა. 39 და მოაკლდეს და განბოროტნეს ჭირისაგან ძჳრთაჲსა და სალმობისა. 40 მიეფინა შეურაცხებაჲ მთავართა ზედა მათთა, და შეაცთუნნა იგინი უვალსა და არა-გზასა. [180]41 და შეეწია გლახაკსა უპოვარებასა შინა მისსა და უძღოდა ვითარცა ცხოვარსა ტომებსა მათსა. 42 იხილონ წრფელთა და იხარებდენ, და ყოველმან უშჯულოებამან დაიყოს პირი თჳსი. 43 ვინ არს ბრძენ და დაიცვას ესე და გულისჴმა-ყვნეს წყალობანი უფლისანი?


დიდებაჲ


107

გალობაჲ, ფსალმუნი დავითისი


2 განმზადებულ არს გული ჩემი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი; გაქებდე და გიგალობდე დიდებითა ჩემითა. 3 განიღჳძე, დიდებაო ჩემო, განიღჳიძე ფსალმუნითა და ებნითა; მე განვიღჳძო განთიად. 4 აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ თესლებსა შორის, 5 რამეთუ დიდ არს ზეშთა ცათა წყალობაჲ შენი და ღრუბელთამდე არს ჭეშმარიტებაჲ შენი. 6 აჰმაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი. 7 რაჲთა იჴსნნენ საყუარელნი შენნი, მაცხოვნე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი. 8 ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით: ავმაღლდე და განვყო სიკიმაჲ და ღელე იგი საყოფელთაჲ განვზომო. 9 ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე და ეფრემ, განმამტკიცებელი თავისა ჩემისაჲ, იუდა, მეუფე ჩემი, [181]10 მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისაჲ; იდუმიადმდე აღვიკუართნე ჴამლნი ჩემნი, მე უცხოთესლნი დამემორჩილნეს. 11 ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას შეცვულსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე, 12 არათუ შენ, ღმერთი, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა? 13 მომეც ჩუენ შეწევნაჲ ჭირსა, რამეთჲ ამაო არს ცხორებაჲ კაცისაჲ. 14 ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი, და მან შეურაცხ-ყვნეს მტერნი ჩუენნი.

 

108

დასასრულსა, დავითის ფსალმუნი

1 ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ; 2 რამეთუ პირი ცოდვილისაჲ და პირი მზაკუვარისაჲ ჩემ ზედა აღეღო, იტყოდეს ჩემთჳს ენითა ზაკულითა; 3 და სიტყჳთა სიძულილისაჲთა მომიცვეს მე და მბრძოდეს მე ცუდად. 4 სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ. 5 და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი - სიყუარულისა წილ ჩემისა. 6 დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა; 7 საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვაჲ მისი ცოდვად შეერაცხენ მას. 8 იქმნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ. [182]9 იყვნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი - ქურივ. 10 შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოვედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა. 11 აღიხილენ მოსესხემან ყოველივე, რაჲცა ედვას მას, და აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი. 12 ნუ ეპოებიან მას შემწე, ნუცა იყოფინ შემწყნარებელი ობოლთა მისთაჲ; 13 იყვნედ ნაშობნი მისნი მოსასრველად, ნათესავსა შინა ერთსა აღიჴოცენ სახლი მისი. 14 აღიჴსენედ უშჯულოებაჲ მამათა მისთაჲ წინაშე უფლისა, და ცოდვაჲ დედისა მისისაჲ ნუ აღიჴოცებინ. 15 იყვნედ წინაშე უფლისა მარადის, და მოისპედ ქუეყანით საჴსენებელი მათი 16 ამის წილ, რამეთუ არა მოიჴსენა მან ყოფაჲ წყალობისაჲ და დევნა მან კაცი დავრდომილი და გლახაკი და შეწუხებული გულითა მოკლვად. 17 და შეიყუარა წყევაჲ, და მივედინ მისა; და არა ინება კურთხევაჲ, და განეშორენ მისგან. 18 და შეიმოსა წყევაჲ ვითარცა სამოსელი, და შთაჴდა ვითარცა წყალი ნაწლევთა მისთა და ვითარცა ზეთი ძუალთა მისთა; 19 ეყავნ მას ვითარცა სამოსელი, რომელსა შთაიცუამს, და ვითარცა სარტყელი, რომელსა მარადის გარეშეირტყამს. 20 ესე არს საქმე მათი უფლისა მიერ, რომელნი მასმენდეს მე და რომელნი იტყოდეს ძჳრსა სულისა ჩემისასა. 21 და შენ, უფალო, უფალო, ყავ ჩემ თანა სახელისა შენისათჳს, [183]რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი. 22 მიჴსენ მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ შორის. 23 და ვითარცა აჩრდილი, მიდრეკასა მისსა მოვაკლდი, განვიყარე ვითარცა მკალთა. 24 მუჴლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან და ჴორცნი ჩემნი იცვალნეს ზეთისა მიერ. 25 და ვქმენ მე საყუედრელ მათდა; მიხილეს მე და შეხარნეს თავნი მათნი. 26 შემეწიე მე, უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა. 27 და ცნედ, რამეთუ ჴელი შენი ესე არს, და შენ, უფალო, ჰყავ ესე. 28 იგინი სწყევდენ, და შენ აკურთხო; რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჰრცხუენოდის, ხოლო მონაჲ შენი იხარებდეს. 29 შთაიცუედ კდემაჲ, რომელნი მასმენდეს მე, და გარეშეიმოსედ ვითარცა ორკეცი სირცხჳლი მათი. 30 აღუვარო უფალსა ფრიად პირითა ჩემითა და შორის მრავალთასა ვაქებდე მას, 31 რამეთუ დაუდგა მარჯუენით გლახაკსა, რაჲთა იჴსნეს მდევართაგან სული ჩემი.


დიდებაჲ

 

კანონი 16

109

დავითის ფსალმუნი


[184]1 ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. 2 კუერთხი ძლიერებისაჲ გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა. 3 შენ თანა არს მთავრობაჲ დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა; საშოჲთ მთიებისა წინა გშევ შენ. 4 ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა. 5 უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისასა მეფენი; 6 საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნეს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა. [185]7 ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას; ამისათჳს აღამაღლოს თავი.


110

ალელუაჲ

1 აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა და შესაკრებელსა. 2 დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი; 3 აღსაარებულ და დიდადშუენიერ არიან საქმენი მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი-უკუნისამდე. 4 საჴსენებელი-ყო საკჳრველებითა მისთაჲ, მოწყალე და შემწყნარებელ - უფალი. 5 საზრდელი მოსცა მოშიშთა მისთა, მოიჴსენოს უკუნისამდე აღთქუმისა თჳსისაჲ. 6 და ძალი საქმეთა თჳსთაჲ უთხრა ერსა თჳსსა მიცემად მათდა სამკჳდრებელი წარმართთაჲ. 7 საქმენი ჴელთა მისთანი ჭეშმარიტებაჲ და განკითხვაჲ; სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი, 8 განმტკიცებულ არიან უკუნითი-უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით. 9 ჴსნაჲ მოუვლინა ერსა თჳსსა, ამცნო უკუნისამდე აღთქუმაჲ თჳსი; წმიდა არს და საშინელ სახელი მისი. 10 დასაბამი სიბრძნისაჲ - შიში უფლისაჲ, ხოლო გულისჴმისყოფაჲ კეთილი - ყოველთა, რომელთა ყონ იგი, და ქებაჲ მისი ეგოს უკუნითი-უკენისამდე.

 

111

ალელუაჲ წარწერისათჳს ანგეაჲსა და ზაქარიაჲსა


[186]1 ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად; 2 ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი და თესლი წრფელთაჲ იკურთხოს; 3 დიდებაჲ და სიმდიდრე - სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს უკუნითი-უკუნისამდე. 4 გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა, - მოწყალე, შემწყნარებელ და მართალ. 5 ტკბილსა კაცსა ეწყალინ და ავასხის და განაგნეს სიტყუანი მისნი საშჯელსა შინა; 6 რამეთუ უკუნისამდე არა შეირყიოს, საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. 7 ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის; განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა. 8 განმტკიცებულ არს გული მისი და არა შეეშინოს, ვიდრემდის იხილოს მტერთა მისთაჲ. 9 განაბნია და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი-უკუნისამდე, რქაჲ მისი ამაღლდეს დიდებითა. 10 ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თჳსთა იღრჭენდეს და დადნეს, და გულისთქუმაჲ ცოდვილისაჲ წარწყმდეს. 

დიდებაჲ


112

ალელუაჲ

[187]1 აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა. 2 იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე; 3 მზის აღმოსავალითგან ვიდრე დასავალამდე ქებულ არს სახელი უფლისაჲ. 4 მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა უფალი, და ცათა შინა არს დიდებაჲ მისი. 5 ვინ არს ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ არს 6 და მდაბალთა ხედავს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა? 7 რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, 8 რაჲთა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა; 9 რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად.


113

ალელუაჲ

1 გამოსლვასა ისრაელისასა ეგჳპტით, სახლისა იაკობისა - ერისაგან ბარბაროზთაჲსა, 2 იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაელი საბრძანებელ მისა. 3 ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ. [188]4 მთანი იმღერდეს ვითარცა ვერძნი და ბორცუნი - ვითარცა კრავნი ცხოვართანი. 5 რაჲ არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ? 6 მთანი, რამეთუ იმღერდით ვითარცა ვერძნი და ბორცუნი - ვითარცა კრავნი ცხოვართანი? 7 პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანაჲ, პირისაგან ღმრთისა იაკობისა, 8 რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი, - წყაროებად წყალთა. 9 ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. 10 ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? 11 ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაჲცა უნდა, ქმნა. 12 კერპნი წარმართთანი ოქროჲსანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ჴელთა კაცთანი; 13 პირ ათქს და არა იტყჳან, თუალ ასხენ და არა ხედვენ, 14 ყურ ასხენ და არა ესმის, ცხჳრ ასხენ და არა იყნოსენ, 15 ჴელ ასხენ და არა განიხილვენ, ფერჴ ასხენ და არა ვლენან, არცაღა ჴმობენ ჴორჴითა მათითა. 16 ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ. 17 სახლი ისრაელისაჲ ესვიდი უფალსა; შემწე და შემწყნარებელ არს მათდა. [189]18 სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა; შემწე და შესავედრებელ არს მათდა. 19 მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა; შემწე და მფარველ არს მათდა. 20 უფალმან მომიჴსენნა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაელისაჲ, აკურთხა სახლი აჰრონისი, 21 აკურთხნა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირენი დიდთა თანა. 22 შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა; 23 კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ. 24 ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანაჲ მოსცა ძეთა კაცთასა. 25 არათუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი, 26 არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხევდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.

 

114

ალელუაჲ

1 შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ჴშაჲ ვედრებისა ჩემისაჲ. 2 რამეთუ მოყო ყური მისი ჩემდა და მე დღეთა ჩემთა ვხადოდი მას. 3 გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოეს მე; ჭირი და სალმობაჲ ვპოე. 4 და სახელსა უფლისასა ვხადე: [190]ჵ უფალო, იჴსენ სული ჩემი. 5 მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩუენი მწყალობელ. 6 დაიცავს ჩჩჳლთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე. 7 მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ, 8 რამეთუ იჴსნა სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბრკოლისაგან. 9 სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა.


დიდებაჲ


115

ალელუაჲ

1 მრწმენა მე, რომელისათჳსცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად. 2 და ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს. 3 რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე? 4 სასუმელი ცხორებისაჲ მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო. 5 ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. 6 პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ. 7 ჵ უფალო, მე მონაჲ შენი, მე მონაჲ შენი [191]და ძე მჴევლისა შენისაჲ; განხეთქენ საკრველნი ჩემნი, 8 შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისაჲ და სახელსა უფლისასა ვხადო. 9 ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა 10 ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა; იერუსალემ!


116

ალელუაჲ

1 უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი; 2 რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაჲ მისი, და ჭეშმარიტებაჲ უფლისაჲ ჰგიეს უკუნისამდე.


117

ალელუაჲ


1 აღუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 2 თქუნ სახლმან ისრაელისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 3 თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 4 თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ; რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. 5 ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, და ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ. [192]6 უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან? 7 უფალი არს მწე ჩემდა, და მე ვიხილნე მტერნი ჩემნი. 8 კეთილ არს მოსავყოფაჲ უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავყოფაჲ კაცისა მიმართ; 9 კეთილ არს სასოებაჲ უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაჲ მთავართა მიმართ. 10 ყოველი თესლები გარემომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ. 11 გარემომადგეს და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ; 12 მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ; 13 მივდერკ ჭენებით დაცემად და უფალმან ჴელი აღმიპყრა მე.    14 ძალი ჩემი და გალობაჲ ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ. 15 ჴმაჲ სიხარულისაჲ და ცხორებისაჲ საყოფელსა მართალთასა: მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი, 16 მარჯუენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი. 17 არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვთქუნე მე საქმენი უფლისინი. 18 სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე. 19 განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აღუვარო უფალსა. 20 ესე არს ბჭე უფლისაჲ, და მართალნი შევლენან მას შინა. [193]21 აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. 22 ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; 23 უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. 24 ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა. 25 ჵ უფალი, მაცხოვნე მე, ჵ უფალო, წარმიმართე მე. 26 კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა; გაკურთხენით თქუენ სახლით უფლისაჲთ. 27 ღმერთი - უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ; განჰმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყუავილთასა ვიდრე რქათამდე საკურთხეველისათა. 28 ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ; ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგამაღლო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. 29 აღუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

დიდებაჲ

 

კანონი 17

118

ალელუაჲ


[194]1 ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა. 2 ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგი. 3 რამეთუ არა მოქმედნი უშჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს. 4 შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად. 5 წარ-თუმცა-მართებელ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა, 6 მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა. 7 აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისაჲთა, რაჟამს ვისწავლნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი. 8 სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად. 9 რაჲთა-მე წარიმართოს ჭაბუკმან გზაჲ თჳსი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი. [195]10 ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა. 11 გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი, რაჲთა არა შეგცოდო შენ. 12 კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. 13 ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი. 14 გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა. 15 მცნებათა შენთა გულს-ვეტყოდე და განვიცადნე მე გზანი შენნი. 16 სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყო მე სიტყუაჲ შენი. 17 მომაგე მონასა შენსა, ვცხოვნდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი. 18 განანათლენ თუალნი ჩემნი და განვიცადნე საკჳრველებანი შჯულისა შენისანი. 19 მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა. 20 სურვიელ იქმნა სული ჩემი გულისთქუმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა. 21 შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა. 22 მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ და შეურაცხებაჲ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ. 23 და რამეთუ დასხდეს მთავარნი, ჩემთჳს ძჳრსა იტყოდეს, ხოლო მონაჲ შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა. [196]24 და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი. 25 მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა. 26 გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი; მასწავენ მე სიმართლენი შენნი. 27 გზაჲ სიმართლეთა შენთაჲ გულისჴმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკჳრველებათა შენთა. 28 მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყჳთა შენითა. 29 გზაჲ სიცრუვისაჲ განმაშორე ჩემგან და შჯულითა შენითა შემიწყალე მე. 30 გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. 31 შევეყავ წამებათა შენთა; უფალო, ნუ მარცხუენ მე. 32 გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი. 33 შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა, და გამოვიძიო იგი მარადის. 34 გულისჴმა-მიყავ მე, და გამოვიძიო შჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა. 35 მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა, რამეთუ იგი მთნდა მე. 36 მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგაჰრებასა. 37 მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაჲთა არა იხილონ ამაოებაჲ, და გზასა შენსა მაცხოვნე მე. 38 დაამტკიცე მონისა შენისა თანი სიტყუაჲ შენი, რაჲთა მეშინოდის მე შენგან. [197]39 მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ იგი, რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან. 40 ესერა გულმან-მითქუა მცნებათა შენთაჲ; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე. 41 და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაჲ შენი, უფალო, და მაცხოვარებაჲ შენი სიტყჳსაებრ შენისა. 42 და მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაჲ, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ. 43 და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე სამართალთა შენთა ვესავ. 44 და დავიცვა შჯული შენი მარადის, უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე. 45 და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ. 46 და ვიტყოდე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენოდა. 47 და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყუარენ ფრიად. 48 და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყუარენ, და ვზრახევდ სიმართლეთა შენთა. 49 მომაჴსენე სიტყუაჲ შენი მონასა შენსა,  რომლისა მოსავ-მყავ მე. 50 ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა მე. 51 ამპარტავანნი უშჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე შჯულისა შენისაგან არა გარდავაქციე. 52 მოვიჴსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე. [198]53 ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს შჯული შენი. 54 საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა. 55 მოვიჴსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ შჯული შენი. 56 ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე. 57 ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვთქუ, რაჲთა ვიმარხო შჯული შენი. 58 ვჰლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყჳსაებრ შენისა. 59 განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერჴნი ჩემნი წამებათა შენთა. 60 განვემზადე და არა შევძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი. 61 საბელნი ცოდვილთანი მომეხჳნეს მე, და შჯული შენი მე არა დავივიწყე. 62 შუაღამე აღვდგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა. 63 შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი. 64 წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს ქუეყანაჲ; სიმართლენი შენნი მასწავენ მე. 65 სიტკბოებაჲ ჰყავ მონისა შენისა თანა, უფალო, სიტყჳსაებრ შენისა. 66 სიტკბოებაჲ და სწავლულებაჲ და მეცნიერებაჲ მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე. 67 პირველ დამდაბლებად ჩემდამდე მე ვცოდე, ამისთჳს სიტყუაჲ შენი ვიმარხე. [199]68 ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მისწავენ მე სიმართლენი შენნი. 69 განმრავლდა ჩემ ზედა სიცრუვე ამპარტავანთაჲ, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა გამოვიძინე მცნებანი შენნი. 70 შეიყო ვითარცა სძე გული მათი, ხოლო მე შჯულსა შენსა ვიტყოდე. 71 კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე, რაჲთა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი. 72 კეთილ არს ჩემდა შჯული პირისა შენისაჲ უფროჲს ათასეულისა ოქროჲსა და ვეცხლისა.


დიდებაჲ

73 ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისჴმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი. 74 მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ 75 გულისჴმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და ჭეშმარიტად დამამდაბლე მე. 76 იყავნ წყალობაჲ შენი ნუგეშინისმცემელ ჩემდა სიტყჳსაებრ შენისა მონისა შენისა [მიმართ]. 77 მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხოვნდე, რამეთუ შჯული შენი არს ზრახვა ჩემდა. 78 ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ სიცრუვით უშჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულს-ვეტყოდი მცნებათა შენთა. 79 მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი. 80 იყავნ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რაჲთა არა მრცხუენეს მე. 81 მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ [200]სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ. 82 მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა, მეტყჳედ რაჲ: ოდეს-მე ნუგეშინის-მცე მე? 83 რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი ნეფხვასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. 84 რაოდენ-მე არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდეს-მე ჰყო საშჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან? 85 მითხრეს მე უშჯულოთა ზრახვაჲ, არამედ არა იყო ვითარ შჯული შენი, უფალო. 86 ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ მდევნიდეს, შემეწიე მე. 87 წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი. 88 წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი. 89 უკუნისამდე, უფალო, სიტყუაჲ შენი დაადგრების ცათა შინა. 90 და ნათესავითი-ნათესავამდე ჭეშმარიტებაჲ შენი; დააფუძნე ქუეყანაჲ და ჰგიეს. 91 ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ ყოვლითურთ გმონებს შენ. 92 არათუმცა შჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა. 93 უკუნისამდე არა დავივიწყნე მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე. 94 შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე. 95 მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად რამეთუ წამებანი შენნი გულისჴმა-ვყვენ. 96 ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; [201]ფართო არს მცნებაჲ შენი ფრიად. 97 რაბამად შევიყუარე შჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა. 98 უფროჲს მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან. 99 უფროჲს ყოველთა მასწავლელთა ჩემთაჲსა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა. 100 უფროჲს მოხუცებულთასა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ. 101 ყოვლისაგან გზისა უკუეთურისა დავაყენენ ფერჴნი ჩემნი, რაჲთა ვიმარხნე მე სიტყუანი შენნი. 102 სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციე, რამეთუ შენ შჯულიერ მყავ მე. 103 რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა! 104 მცნებათა შენთაგან გულისჴმა-ვყავ; ამისთჳს მოვიძულე ყოველი გზაჲ სიცრუვისაჲ. 105 სანთელ არს ფერჴთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ - ალაგთა ჩემთა. 106 ვფუცე და დავამტკიცე, რაჲთა დავიცვნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი. 107 დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა. 108 ნებსითი პირისა ჩემისაჲ სათნო-იყავ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავენ მე. 109 სული ჩემი ჴელთა შენთა შინა არს მარადის და შჯული შენი მე არა დავივიწყე. 110 დამირწყეს მე ცოდვილთა მახე [202]და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ. 111 დავიმკჳდრენ წამებანი შენნი უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა. 112 მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე, მერმისა მისთჳს მოსაგებელისა. 113 უშჯულონი მოვიძულენ, ხოლო შჯული შენი შევიყუარე. 114 შემწე და ჴელისაღმპყრობელი ჩემი ხარი შენ, მე სიტყუათა შენთა ვესავ. 115 მისდერკით ჩემგან, უკუეთურნო, და გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი. 116 შემეწიე მე სიტყჳსაებრ შენისა და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან ჩემისა. 117 შემეწიე მე, და ვცხოვნდე და ვიწურთიდე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა. 118 შეურაცხ-ყვენ ყოველნი, რომელნი განდგეს სამართალთაგან შენთა, რამეთუ სიცრუვით იყვნეს ზრახვანი მათნი. 119 გარდამავალად შევჰრაცხენ ყოველნი ცოდვილნი ქუეყანისანი, ამისთჳს შევიყუარენ წამებანი შენნი. 120 განმშჭუალენ შიშითა შენითა ჴორცნი ჩემნი, რამეთუ საშჯელთა შენთაგან შემეშინა. 121 ვყავ განკითხვაჲ და სიმართლე; ნუ მიმცემ მე მავნებელთა ჩემთა. 122 შემიწყნარე მონაჲ შენი კეთილსა შინა და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი. 123 მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა მიმართ შენისა და სიტყუათა მათ სიმართლისა შენისათა. 124 ყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა [203]და სიმართლენი შენნი მასწავენ მე. 125 მონაჲ შენი ვარ; მეცნიერ-მყავ მე და გულისჴმა-ვყვნე წამებანი შენნი. 126 ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს შჯული შენი. 127 ამისთჳს შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროჲს ოქროჲსა და ანთრაკისა; 128 ამისთჳს ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაჲ სიცრუვისაჲ მოვიძულე. 129 საკჳრველ არიან წამებანი შენნი, ამისთჳს გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან. 130 განცხადებაჲ სიტყუათა მათ შენთაჲ განანათლებს და გონიერ-ჰყოფს ჩჩჳლთა. 131 პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა.


დიდებაჲ


132 მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე სამართალთათჳს მოყუარეთა სახელისა შენისათა. 133 სლვანი ჩემნი წარჰმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უშჯულოებაჲ. 134 მიჴსენ მე ცილისწამებისაგან კაცთაჲსა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნი. 135 გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი. 136 ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ შჯული შენი. 137 მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი. 138 ამცენ სიმართლე წამებათა შენთაჲ, და ჭეშმარიტ არს ფრიად. [204]139 განმკაფა მე შურმან შენმან, რამეთუ დაივიწყეს სიტყუაჲ შენი მტერთა ჩემთა. 140 გაშოჴურვებულ არს სიტყუაჲ შენი ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყუარა იგი. 141 ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. 142 სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და შჯული შენი - ჭეშმარიტ. 143 ჭირთა და ღუაწლთა მპოვეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა. 144 სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისჴმა-მიყავ და ვცხოვნდე. 145 ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა; ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი შენნი მოვიძინე. 146 ჴმა-ვყავ შენდამი, მიჴსენ მე, და დავიცვნე წამებანი შენნი. 147 აღვიმსთუე უჟამოსა და ჴმა-ვყავ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ. 148 აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად ზრახვად სიტყუათა მათ შენთა. 149 ჴმისა ჩემისაჲ ისმინე, უფალო, წყალობითა შენითა და სამართალითა შენითა მაცხოვნე მე. 150 მიეახლნეს მდევარნი ჩემნი უშჯულოებასა, ხოლო შჯულსა შენსა განეშორნეს. 151 ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებით არიან. 152 დასაბამითგან ვცან წამებათაგან შენთა, რამეთუ უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი. 153 იხილე სიმდაბლე ჩემი და მიჴსენ მე, რამეთუ შჯული შენი მე არა დავივიწყე. [205]154 საჯე შჯაჲ ჩემი და მიჴსენ მე და სიტყჳთა შენითა მაცხოვნე მე. 155 შორს არს ცოდვილთაგან ცხორებაჲ, რამეთუ სამართალნი შენნი არა გამოიძინეს. 156 წყალობანი შენნი მრავალ არიან, უფალო; სამართალითა შენითა მაცხოვნე მე. 157 მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე. 158 ვიხილენ უგულისჴმონი და დავდნებოდე, რამეთუ სიტყუანი შენნი არა დაიმარხნეს. 159 იხილე, რამეთუ მცნებანი შენნი შევიყუარენ; უფალო, წყალობითა შენითა მაცხოვნე მე. 160 დასაბამი სიტყუათა მათ შენთაჲ ჭეშმარიტება არს, და უკუნისამდე - ყოველნი განკითხვანი სიმართლისა შენისანი. 161 მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა. 162 ვიხარებდე მე სიტყუათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ პოვის ტყუჱ დიდძალი. 163 ცოდვაჲ მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო შჯული შენი შევიყუარე. 164 შჳდგზის დღესა შინა გაქებდე შენ განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა. 165 მშჳდობაჲ მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ. 166 ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა, უფალო, და მცნებანი შენნი შევიყუარენ. 167 დაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი შენნი და შეიყუარნა იგინი ფრიად. [206]168 დავიმარხენ მცნებანი შენნი და წამებანი შენნი, რამეთუ ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე შენსა არიან, უფალო. 169 მიეახლენ ლოცვაჲ ჩემი წინაშე შენსა, უფალო, და სიტყჳთა შენითა გულისჴმა-მიყავ მე. 170 შევედინ შენ წინაშე ვედრებაჲ ჩემი, უფალო, და სიტყჳთა შენითა მიჴსენ მე. 171 აღმოთქუან ბაგეთა ჩემთა გალობაჲ შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი შენნი. 172 თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან. 173 იყავნ ჴელი შენი მაცხოვრად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ. 174 მსუროდა მაცხოვარებაჲ შენი, უფალო, და შჯული შენი არს ზრახვა ჩემდა 175 ცხოვნდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწინენ მე. 176 შევსცეთი მე ვითარცა ცხოვარი წყმედული; მომიძიე მონაჲ შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ.

დიდებაჲ

 

კანონი 18

119

გალობაჲ აღსავალთაჲ

[207]1 ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, და ისმინა ჩემი. 2 უფალო, იჴსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკუვარისაგან. 3 რაჲ მოგეცეს შენ, ანუ რაჲ შეგეძინოს შენ ენისათჳს მზაკუვარისა? 4 ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოჴრებისათა. 5 ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაჲ ჩემი, და დავემკჳდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა. 6 მრავალ ჟამ დაიმკჳდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშჳდობისათა. 7 და მე ვიყავ მამშჳდებელ; რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად.

 

120

გალობაჲ აღსავალთაჲ


[208]1 აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინაჲ მოვიდეს შეწევნაჲ ჩემი? 2 შეწევნაჲ ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ. 3 ნუ მისცეშ შეძვრად ფერჴსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა. 4 აჰა არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაელისამან. 5 უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ჴელსა ზედა მარჯუენესა შენსა. 6 მზემან დღისა შენ არა შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე. 7 უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან. 8 უფალმან იცევინ შესლვაჲ შენი და გამოსლვაჲ შენი ამიერითგან და უკუნისამდე.

 

121

გალობაჲ აღსავალთაჲ

1 ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ. 2 დადგრომილ იყვნეს ფერჴნი ჩუენნი ეზოთა შენთა, იერუსალემ. 3 იერუსალემი შენებულ არს ვითარცა ქალაქი, რომლისა საყოფელნი მისნი მის თანა. [209]4 რამეთუ მუნ აღჴდეს ტომნი, ტომნი უფლისანი საწამებელად ისრაელისა და აღსარებად სახელისა უფლისა; 5 რამეთუ მუნ დაიდგნეს საყდარნი საშჯელისანი, საყდარნი სახლსა მას შინა დავითისსა. 6 იკითხეთ მშჳდობაჲ იერუსალემისა და განგებულებაჲ მოყუარეთა შენთაჲ. 7 იყავნ მშჳდობაჲ ძალითა შენითა და იეფობაჲ გოდოლ-ტაძრებსა შენსა. 8 ძმათა ჩემთათჳს და მეგობართა ჩემთათჳს ვიტყოდე მშჳდობასა შენთჳს. 9 სახლისათჳს უფლისა ღმრთისა ჩუენისა გამოგითხოვე კეთილი შენ.


122

გალობაჲ აღსავალთაჲ

1 შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკჳდრებულ ხარ ცათა შინა. 2 აჰა ესერა, ვითარცა თუალნი მონათანი ჴელთა მიმართ უფალთა მათთაჲსა და ვითარცა თუალნი მჴევლისანი ჴელთა მიმართ დედოფლისა თჳსისათა, ეგრეცა თუალნი ჩუენნი უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, ვიდრემდის შემიწყალნეს ჩუენ. 3 მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ,  რამეთუ მრავლითა აღვივსენით ჩუენ შეურაცხებითა. 4 უფროჲსად აღივსო სული ჩუენი ყუედრებითა მდიდართაჲთა და შეურაცხებითა ამპარტავანთაჲთა.


123

გალობაჲ აღსავალთაჲ

[210]1 არათუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, თქუნ ისრაელმან, 2 არათუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, რაჟამს კაცნი აღდგებოდეს ჩუენ ზედა, 3 ცხოველნიმცა ვიდრემე შთამნთქნეს ჩუენ, რაჟამს განრისხნა გულისწყრომაჲ მათი ჩუენ ზედა; 4 წყალთამცა ვიდრემე დამნთქეს ჩუენ, ღუარსა განჴდა სული ჩუენი. 5 განჴდა-მეა სული ჩუენი წყალსა მას წინადაუდგრომელსა? 6 კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა მიმცნა ჩუენ ნადირად კბილთა მათთა. 7 სული ჩუენი ვითარცა სირი განერა მახისა მისგან მონადირეთაჲსა; საფრჴე შეიმუსრა, და ჩუენ განვერენით. 8 შეწევნაჲ ჩუენი სახელითა უფლისაჲთა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ.


დიდებაჲ


124

გალობაჲ აღსავალთაჲ

1 რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთაჲ სიონი; არა შეირყიოს უკუნისამდე, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალემს. [211]2 მთანი გარემოჲს მისსა, და უფალი გარემოჲს ერისა თჳსისა ამიერითგან და უკუნისამდე. 3 რამეთუ არა დაუტეოს უფალმან კუერთხი ცოდვილთაჲ ნაწილსა ზედა მართალთასა, რაჲთა არა მიყვნენ მართალთა უშჯულოებად ჴელნი მათნი. 4 კეთილი უყავ, უფალო, სახიერთა და გულითა წრფელთა. 5 ხოლო რომელთა გარდააქციონ გულარძნილებად, მიიყვანნეს იგინი უფალმან მოქმედთა თანა უშჯულოებისათა. მშჳდობაჲ ისრაელსა ზედა.

 

125

გალობაჲ აღსავალთაჲ


1 რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუჱ სიონისაჲ, ვიქმნენით ჩუენ ნუგეშინისცემულ. 2 მაშინ აღივსო სიხარულითა პირი ჩუენი და ენაჲ ჩუენი - გალობითა; მაშინ თქუან წარმართთა შორის: განადიდა უფალმან ყოფაჲ მათ თანა. 3 განადიდა უფალმან ყოფაჲ ჩუენ თანა, და ვიქმნენით ჩუენ სახარულევან. 4 მოაქციე, უფალო, ტყუჱ ჩუენი ვითარცა ღუარნი ბღუარითა. 5 რომელნი სთესვიდენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ. 6 მისლვით მივიდოდეს და ტიროდეს, რომელნი სთესვიდეს თესლსა მათსა; მოსლვით მოვიდოდეს და უხაროდა, რომელთა მოაქუნდა მჭელეულები მათი.

 

126

გალობაჲ აღსავალთაჲ

[212]1 არათუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არათუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი. 2 ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაჲ, აღდეგით შემდგომად დასხდომისა, რომელნი შჭამთ პურსა სალმობისასა, რაჟამს სცეს ძილი მოყუარეთა მისთა. 3 აჰა სამკჳდრებელნი უფლისანი არიან შვილნი, და სასყიდელი მათი - ნაყოფი მუცლისაჲ. 4 ვითარცა ისარი ჴელთა შინა ძლიერისათა, ეგრეთ იყვნენ ძენი განყრილთანი. 5 ნეტარ არს, რომელმან აღავსოს ნებაჲ თჳსი მათგან, არა ჰრცხუენოდის, რაჟამს ეტყოდიან მტერთა მათთა ბჭეთა შინა.


127

გალობაჲ აღსავალთაჲ

1 ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა. 2 ნაშროში ნაყოფთა შენთაჲ შჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ. 3 ცოლი შენი ვითარცა ვენაჴი მსხმოჲ კიდეთა სახლისა შენისათა; შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი გარემოჲს ტაბლისა შენისა. 4 აჰა ესერა ესრეთ იკურთხოს კაცი, [213]რომელსა ეშინოდის უფლისა. 5 გაკურთხოს შენ უფალმან სიონით და იხილო შენ კეთილი იერუსალემისაჲ. ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. 6 და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი. მშჳდობაჲ ისრაელსა ზედა.

 

128

გალობაჲ აღსავალთაჲ

1 მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან, თქუნ ისრაელმან, 2 მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან და მე ვერა მერეოდეს. 3 ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძვეს უშჯულოებაჲ მათი. 4 უფალმან მართალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი. 5 ჰრცხუენოდენ და მართლუკუნ იქცენ ყოველნი მოძულენი სიონისანი. 6 იქმნედ იგინი ვითარცა თივაჲ ერდოთაჲ, რომელი-იგი ვიდრე მოფხურამდე განჴმა, 7 რომლისაგან არა აღივსო ჴელი თჳსი მომკალმან და არცა წიაღი, რომელი შეჰკრებნ მჭელეულებსა მისსა. 8 და არა ჰრქუეს, რომელნი-იგი თანაწარჰვიდოდეს, ვითარმედ: კურთხევაჲ უფლისაჲ თქუენ თანა, გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაჲთა.


დიდებაჲ

 

129

გალობაჲ აღსავალთაჲ

[214]1 ღრმითაღმო ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო; 2 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ; იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ჴმასა ვედრებისა ჩემისასა. 3 უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინ-მე დაუთმოს? 4 რამეთუ შენ მიერ არს ლხინებაჲ. 5 სახელისა შენისათჳს დაგითმე შენ, უფალო, დაუთმოს სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა. 6 ესავს სული ჩემი უფალსა საჴუმილავითგან განთიადისა მიმწუხრამდე, საჴუმილავითგან განთიადისა ესევდინ ისრაელი უფალსა. 7 რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაჲ, და მრავალ არს მის მიერ გამოჴსნაჲ. 8 და თავადმან იჴსნეს ისრაელი ყოველთაგან უშჯულოებათა მისთა.


130

გალობაჲ აღსავალთაჲ

1 უფალო, არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თუალნი ჩემნი; არა ვიდოდე მე მდიდართა თანა, არცა უსაკჳრველესთა ჩემთა თანა, 2 არამედ დავიმდაბლე თავი ჩემი, ხოლო აღვიმაღლე სული ჩემი; ვიქმენ მე, ვითარცა ყრმაჲ, განყენებული სძისაგან დედისა თჳსისა, [215]რაჲთამცა მოაგე ესე სულსა ჩემსა. 3 ესევდინ ისრაელი უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.


131

გალობაჲ აღსავალთაჲ

1 მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდე მისი, 2 ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა: 3 უკუეთუ შევიდე მე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, ანუთუ აღვჴდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა, 4 ანუთუ ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და განსუენებაჲ ჴორცთა ჩემთა, 5 ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაჲ და საყოფელი ღმრთისა იაკობისი. 6 ესერა გუესმა ესე ევფრათას, და ვპოეთ იგი ველსა მას მაღნართასა. 7 შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერჴნი მისნი. 8 აღდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაჲ; 9 მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი იხარებდენ. 10 დავითისთჳს, მონისა შენისა, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაბან შენისა. 11 ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ყოს იგი: ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა. [216]12 და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა შჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ, და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა. 13 რამეთუ გამოირჩია უფალმან სიონი და სათნო-იყო იგი სამკჳდრებელად თჳსა: 14 ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი-უეუნისამდე, ამას დავემკჳდრო, რამეთუ მთნავს ესე. 15 ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა. 16 მღდელთა მისთა შევჰმოსო ცხორებაჲ, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ. 17 მუნ აღმოუცენო რქაჲ დავითს და განუმზადე სანთელი ცხებულსა ჩემსა. 18 მტერთა მისთა შევჰმოსო სირცხჳლი, ხოლო მის ზედა აღყუავნეს სიწმიდე ჩემი.


132

გალობაჲ აღსავალთაჲ


1 აჰა ესერა რაჲ-მე კეთილ, ანუ რაჲ-მე შუენიერ, არამედ დამკჳდრებაჲ ძმათაჲ ერთად? 2 ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა ზედა აჰრონისთა, რომელი გარდამოვალნ სამჴართა ზედა სამოსლისა მისისათა; 3 ვითარცა ცუარი გარდამომავალი აერმონით მთასა ზედა სიონსა, რამეთუ მუნ ამცნო უფალმან კურთხევაჲ და ცხორებაჲ უკუნისამდე.


133

გალობაჲ აღსავალთაჲ


[217]1 აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. 2 ღამესა აღიპყრენით ჴელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით უფალსა. 3 გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ.

დიდებაჲ


კანონი ით

134

ალელუაჲ

[218]1 აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა, 2 რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. 3 აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ; 4 რამეთუ იაკობ თჳსად გამოირჩია უფალმან და ისრაელი - საბრძანებელად თჳსად. 5 რამეთუ მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროჲს ყოველთა ღმერთთა; 6 ყოველივე, რაოდენი ინება უფალმან, ქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა; 7 აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ და ელვანი წჳმად გარდააქცინა, [219]რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა; 8 რომელმან დასცნა პირმშონი ეგჳპტისანი კაცითგან მიპირუტყუთამდე; 9 გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგჳპტე, ფარაოჲს ზედა და ყოველთა მონათა მისთა; 10 რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი: 11 სეონ, მეფე ამორეველთაჲ და ოგ, მეფე ბასანისაჲ და ყოველნი მეფენი ქანანისანი; 12 და მისცა ქუეყანაჲ მათი სამკჳდრებელად, სამკჳდრებელად ისრაელსა, ერსა თჳსსა. 13 უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და საჴსენებელი შენი თესლითი-თესლადმდე. 14 რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი და მონათა თჳსთა ზედა ნუგეშინისცემულ იქმნეს. 15 კერპნი წარმართთანი ოქროჲსანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ჴელთა კაცთანი. 16 პირ ათქს, და არა იტყჳან; თუალ ასხენ და არა ხედვენ, 17 ყურ ასხენ და არა ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა. 18 ემსგავსნენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვიდენ მათ. 19 სახლი ისრაელისაჲ აკურთხევდით უფალსა, სახლი აჰრონისი აკურთხევდით უფალსა, 20 სახლი ღევისი აკურთხევდით უფალსა, მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა. 21 კურთხეულ არს უფალი სიონით გამო, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალემს.


135

ალელუაჲ


[220]1 აღუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 2 აღუვარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 3 აღუვარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 4 რომელმან ქმნნა საკჳრველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 5 რომელმან ქმნნა ცანი გულისჴმისყოფით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 6 რომელმან დაამტკიცა ქუეყანაჲ წყალთა ზედა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 7 რომელმან ქმნნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 8 მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი, 9 მთოვარე და ვარსკულავები ჴელმწიფებად ღამისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 10 რომელმან დასცა ეგჳპტე პირმშოჲთურთ თჳსით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი, 11 და გამოიყვანა ისრაელი შორის მათსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი, 12 ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 13 რომელმან განაპო ზღუაჲ მეწამული ორად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი, [221]14 და განიყვანა ისრაელი შორის მისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 15 და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 16 რომელმან განიყვანა ერი თჳსი უდაბნოდ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 17 რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი, 18 და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი: 19 სეონ, მეფე ამორეველთაჲ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 20 და ოგ, მეფე ბასანისაჲ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 21 და მისცა ქუეყანაჲ მათი სამკჳდრებელად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი, 22 სამკჳდრებელად ისრაელსა, მონასა თჳსსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 23 რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიჴსენნა ჩუენ უფალმან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი, 24 და მიჴსნნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი, 25 რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ჴორციელსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. 26 აღუვარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

 

136

ფსალმუნი დავითისი იერემიაჲსგან

[222]1 მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდეთ, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი. 2 ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი; 3 რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყვანებელნი ჩუენნი გალობასა: გჳგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა! 4 ვითარ-მე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა? 5 უკუეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯუენეცა ჩემი 6 აღექუნ ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა, არათუ მოგიჴსენო შენ და არათუ პირველ განგებულ ვყო იერუსალემი, ვითარცა-იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა! 7 მოიჴსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალემისაჲ, რომელნი იტყოდეს: დაარღჳეთ, დაარღჳეთ მისაფუძვლადმდე მისა! 8 ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ! 9 ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩჳლნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!

დიდებაჲ

 

137

ფსალმუნი დავითისი, ზაქარიაჲსგან

[223]1 აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და წინაშე ანგელოზთასა გიგალობდე შენ, რამეთუ ისმინენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი. 2 და თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა და აღუვარო სახელსა შენსა წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა, რამეთუ განადიდე ყოველითავე სახელი წმიდაჲ შენი. 3 რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსთუად შეგესემინ ჩემი, რამეთუ განაძლიერე სული ჩემი ძალითა შენითა. 4 აღგიარებედ შენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, რამეთუ ესმნეს ყოველნი სიტყუანი პირისა შენისანი, 5 და გიგალობდენ გზათა შენთა, უფალო, რამეთუ დიდ არს დიდებაჲ უფლისაჲ. 6 რამეთუ მაღალ არს უფალი და მდაბალთა ხედავს და მაღალნი იგი შორით იცნის. 7 ვიდოდი ღათუ შორის ჭირსა, მაცხოვნო მე, რისხვასა მტერისა ჩემისასა მოყავ ჩემდა ჴელი შენი, და მაცხოვნა მე მარჯუენემან შენმან. 8 უფალმან მიაგოს ჩემ წილ; უფალო, წყალობაჲ შენი უკუნისამდე; ქმნულსა ჴელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ.

 

138

დასასრულსა, დავითის ფსალმუნი ზაქარიაჲსგან, განთესვასა

 

[224]1 უფალო, გამომცადე მე და მიცან მე; 2 შენ სცან დაჯდომაჲ ჩემი და აღდგომაჲ ჩემი, შენ გულისჴმა-ყვენ ზრახვანი ჩემნი შორით; 3 ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ და ყოველნი გზანი ჩემნი წინაჲსწარ იხილენ; 4 რამეთუ არა არს ზაკუვაჲ ენასა ჩემსა; 5 აჰა, უფალო, შენ სცან ყოველი უკუანაჲსკნელი და დასაბამისაჲ, შენ შემქმენ 6 საკჳრველ იქმნა ცნობაჲ შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ შეუძლო მას. 7 ვიდრე-მე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრე-მე ვივლტოდი? 8 აღ-თუ-ვჴდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჴდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ; 9 აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკჳდრო მე დასასრულსა ზღჳსასა, 10 და რამეთუ მუნცა ჴელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე. 11 და ვთქუ: ბნელმან სამე დამთრგუნოს მე და ღამე განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა. 12 რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს და ღამე ვითარცა დღე განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი. [225]13 რამეთუ შენ დაჰბადენ თირკუმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან. 14 აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკჳრველ იქმენ; საკჳრველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად. 15 არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა შინა ქუეყანისათა. 16 რომელ-იგი არა შექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნენ; დღისი დაიბადნენ, და არღარა იყოს ნაკლულევანებაჲ მათ შორის. 17 ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს მეგობარნი შენნი, ღმერთო, ფრიად განძლიერდეს მთავარნი მათნი. 18 აღვრაცხნე იგინი, და უფროჲს ქჳშისა განმრავლდენ; განვიღჳძე, და მერმეცა მე შენთანა ვარ. 19 უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი განმეშორენით ჩემგან. 20 რამეთუ მჴდომ ხართ გულისზრახვითა თქუენითა; დაიპყრნენ ამაოებითა ქალაქნი შენნი. 21 ანუ არა მოძულენი შენნი, უფალო, მოვიძულენა და მტერთა შენთა ზედა განვკფდი? 22 სიძულილითა სრულითა მოვიძულენ, და იგინი მტერად შემექმნნეს მე. 23 განმცადე მე, ღმერთო, და ცან გული ჩემი; განმიკითხე და გულისჴმა-ყვენ ალაგნი ჩემნი. 24 და იხილე, არს თუ გზაჲ უშჟულოებისაჲ ჩემ თანა, და მიძღოდე მე გზასა მას საუკუნესა.

 

139

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი


[226]2 განმარინე მე, უფალო, კაცისაგან უკუეთურისა და კაცისა ცრუჲსაგან მიჴსენ მე, 3 რომელთა ზრახეს უშჯულოებაჲ გულსა შინა მათსა, ყოველსა დღესა განაწყობენ ბრძოლათა; 4 აღილესენ ენაჲ მათი ვითარცა გუელისაჲ, და გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა. 5 მიცევ მე, უფალო, ჴელისაგან ცოდვილისა და კაცთა უსამართლოთაგან მიჴსენ მე, რომელთა ზრახეს დაბრკოლებაჲ სლვათა ჩემთაჲ; 6 დამირწყეს მე ამპარტავანთა მახე და საბლითა განართხეს მახე ფერჴთა ჩემთათჳს და გარემოჲს ალაგთა საცთური დამიდგეს მე. 7 ვარქუ უფალსა: ღმერთი ჩემი ხარი შენ, ისმინე, უფალო, ჴმაჲ ლოცვისა ჩემისაჲ. 8 უფალო, უფალო, ძალო ცხორებისა ჩემისაო, მფარველ ეყავ თავსა ჩემსა დღესა ბრძოლისასა. 9 ნუ მიმცემ მე, უფალო, გულისთქუმისა ჩემისაგან ცოდვილსა; განიზრახეს ჩემთჳს, ნუ დამაგდებ მე, ნუუკუე ამაღლდენ. 10 თავმან შესაკრებელისა მათისამან და შრომამან ბაგეთა მათთამან დაფარნეს იგინი. 11 დაეცემოდინ მათ ზედა ნაკუერცხალნი ცეცხლისანი, დაამჴუნე იგინი გლახაკობითა, და ვერ დაუთმონ. 12 კაცსა ენოვანსა არა წარემართოს ქუეყანასა ზედა. კაცი ცრუჲ ძჳრმან მოინადიროს განსახრწნელად. 13 უწყი, რამეთუ ყოს უფალმან საშჯელი გლახაკთაჲ [227]და სამართალი დავრდომილთაჲ. 14 ხოლო მართალთა აღუვარონ სახელსა შენსა და წრფელთა დაიმკჳდრონ წინაშე პირსა შენსა.

დიდებაჲ

 

140

ფსალმუნი დავითისი


1 უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი; ისმინე ჩემი, მოხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი. 2 წარემართენ ლოცვაჲ ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაჲ ჴელთა ჩემთაჲ მსხუერპლ სამწუხროდ. 3 დასდევ, უფალო, საცოჲ პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა. 4 ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკუეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა. 5 მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისაჲ ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვაჲ ჩემი ნებასა მათსა. 6 დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმნენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან. 7 ვითარცა სისქე მიწისაჲ განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთს შინა. [228]8 რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიმიღებ სულსა ჩემსა. 9 მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე, და საცთურისაგან, რომელნი იქმან უშჯულოებასა. 10 შეითხინენ სათხეველთა მისთა ცოდვილნი; მხოლოჲ ვარი მე, ვიდრემდის თანაწარვჰჴდე?


141

ფსალმუნი დავითისი


2 ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე. 3 განვჰფინო მის წინაშე ვედრებაჲ ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა. 4 მო-რაჲ-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე. 5 ვხედევდ მარჯულ ჩემსა,  განვიცდიდ და არავინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლაჲ ჩემგან და არავინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა. 6 ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და ვთქუ: შენ ხარ სასოჲ ჩემი, ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა. 7 მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად; მიჴსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროჲს. 8 გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რაჲთა აღუვარო სახელსა შენსა. მე მელიან მართალნი, ვიდრემდის მომაგო მე.



142

ფსალმუნი დავითისი


[229]1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 2 და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. 4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 5 მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. 6 განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. 7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. 8 მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 9 მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. [230]10 მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 11 სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო პირისაგან სული ჩემი. 12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ

კანონი 20

143

ფსალმუნი დავითისი, გოლიათისთჳს


[231]1 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლაჲ. 2 წყალობაო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და მჴსნელო ჩემო; შესავედრებელი ჩემი, და მე ვესავ მას, რომელმან დაამორჩილა ერი მისი ჩემ ქუეშე. 3 უფალო, რაჲ არს კაცი, რამეთჲ ეცნობე მას, ანუ ძე კაცისაჲ, რამეთუ შეჰრაცხე იგი? 4 კაცი ამაოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილნი წარვლენ. 5 უფალო, მოდრიკენ ცანი და გარდამოჴედ; შეახე მთათა და კუმოდიან. [232]6 გამოაბრწყინვენ ელვანი და განაბნინე იგინი, გამოავლინენ ისარნი შენნი და შეაძრწუნნე იგინი. 7 გამოავლინე ჴელი შენი მაღლით, მიჴსენ და განმარინე მე წყალთაგან მრავალთა, ჴელთაგან შვილთა უცხოთესლთაჲსა, 8 რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუვისა. 9 ღმერთო, გალობითა ახლითა გაქებდე შენ და ათძალითა საფსალმუნისაჲთა გიგალობდე შენ, 10 რომელმან მისცა ცხორებაჲ მეფეთა, რომელმან იჴსნა დავით, მონაჲ თჳსი, მახჳლისაგან ბოროტისა. 11 მიჴსენ და განმარინე მე ჴელთაგან შვილთა უცხოთესლთაჲსა, რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუვისა. 12 რომელთანი ძენი მათნი ვითარცა ახალნერგნი განმტკიცებულ არიან სიჭაბუკესა შინა მათსა, ასულნი მათნი განშუენებულ არიან და აღმკულ, ვითარცა მსგავსებაჲ ტაძრისაჲ, საუნჯენი მათნი სავსე არიან და გარდაეცემიან ურთიერთას, 13 ცხოვარნი მათნი მრავლისმშობელ არიან, განმრავლებულ გამოსავალსა მათსა, 14 და ზროხანი მათნი ზრქელ არიან, არა არს დაცემაჲ ზღუდისაჲ, არცა განსავალ, არცა ღაღადებაჲ უბნებსა მათსა. 15 ჰნატრეს ერსა მას, რომლისა-ესე ესრეთ არს; ნეტარ არს ერისა მის, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი.

 

144

ქებისათჳს დავითისა


[233]1 აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე. 2 ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე. 3 დიდ ხარ უფალი და ქებულ ფრიად, და სიდიდისა მისისაჲ არა არს დასასრულ. 4 ნათესავი და ნათესავი აქებდინ საქმეთა შენთა და ძალსა შენსა უთხრობდენ. 5 დიდადშუენიერებასა დიდებისა სიწმიდისა შენისასა იტყოდიან და საკჳრველებათა შენთა მიუთხრობდენ. 6 და ძალი საშინელებათა შენთაჲ თქუან და სიმდიდრესა შენსა მიუთხრობდენ. 7 ჴსენებაჲ მრავალი სიტკბოებისა შენისაჲ აღმოთქუან და სიმართლითა შენითა იხარებდენ. 8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდადმოწყალე. 9 ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა. 10 აღგიარებდედ შენ, უფალო, ყოველნი საქმენი შენნი, და წმიდანი შენნი გაკურთხევდედ შენ. 11 დიდებაჲ სუფევისა შენისაჲ წართქუან და ძლიერებასა შენსა იტყოდიან 12 უწყებად ძეთა კაცთა ძლიერებაჲ შენი და დიდებაჲ დიდადშუენიერებისა სუფევისა შენისაჲ. 13 სუფევაჲ შენი სუფევაჲ არს ყოველთა საუკუნეთაჲ, და მეუფებაჲ შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა. [234]14 სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღჰმართნის ყოველნი დაცემულნი. 15 თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა. 16 აღაღებ შენ ჴელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ. 17 მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. 18 ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით. 19 ნებაჲ მოშიშთა მისთაჲ ყოს და ვედრებისა მათისაჲ შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი. 20 დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს. 21 ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი ჴორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე.

დიდებაჲ

 

145

ალელუაჲ, ანგეაჲსი და ზაქარიაჲსი


1 აქებს სული ჩემი უფალსა. 2 ვაქებდე უფალსა, ცხორებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე. [235]3 ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხორებაჲ. 4 გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი. 5 ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაჲ მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა, 6 რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა; რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; 7 ყვის სამართალი ვნებულთაჲ და სცის საზრდელი მშიერთა. 8 უფალმან განჰჴსნნის კრულნი, უფალმან განაბრძვნის ბრმანი, უფალმან აღჰმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი; 9 უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს და გზაჲ ცოდვილთაჲ წარწყმიდოს. 10 სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი-თესლადმდე.


146

ალელეაჲ, ანგეაჲსი და ზაქარიაჲსი


1 აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ; ღმერთსა ჩუენსა, ტკბილ-ეყავნ მას ქებაჲ. 2 აღაშენოს იერუსალემი უფალმან და განბნეულნი ისრაელისანი შეკრიბნეს, [236]3 რომელმან განკურნნის შემუსრვილნი გულითა და შეუხჳნის წყლულებანი მათნი; 4 რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთაჲ. და ყოველთავე მათ სახელით უწესნ. 5 დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისჴმისა მისისა არა არს რიცხჳ. 6 შეიწყნარნის მშჳდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწამდე. 7 აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და უგალობდით ღმერთსა ჩუენსა ებნითა, 8 რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წჳმაჲ ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივაჲ მთათა და მწუანე სამსახურებელად კაცთა; 9 რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას. 10 არათუ ძლიერებაჲ ცხენისაჲ უნდა, არცა სხჳლბარკალნი მამაკაცისანი სთნდეს; 11 არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა.


147

ალელუაჲ, ანგეაჲსი და ზაქარიაჲსი


1 აქებდ, იერუსალემ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ; 2 რამეთუ ბანაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა, 3 რომელმან დასხნა საზღვარნი შენნი მშჳდობით და სიპოხითა იფქლისაჲთა განგაძღო შენ; [237]4 რომელმან მოავლინის სიტყუაჲ მისი ქუეყანად, და სწრაფით რბინ ბრძანებაჲ მისი; 5 დადვის თოვლი ვითარცა მატყლი და ნისლი ვითარცა ნაცარი მიჰფინის; 6 რომელმან დასხნა მყინვარნი მისნი ნებეულად; წინაშე ყინელსა მისსა ვინ-მე დაუდგეს? 7 მოავლინის სიტყუაჲ მისი და დაადნვის იგი; ქროდის სული მისი და დიოდიან წყალნი; 8 რომელი უთხრობს სიტყუათა მისთა იაკობსა, სიმართლეთა და განკითხვათა მისთა - ისრაელსა. 9 არა უყო ესრეთ ყოველსა ნათესავსა და სამართალნი მისნი არა გამოუცხადნა მათ.

დიდებაჲ


148

ალელუაჲ, ანგყაჲსი და ზაქარიაჲსი


1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. 2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი; 3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და ნათელნი; 4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი. 5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს. 6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე; ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს. [238]7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი; 8 ცეცხლი, სეტყუაჲ, თოვლი, მყინვარი, სული გრიგალისაჲ, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა; 9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი; 10 მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი; 11 მეფენი ქუეყანისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი; 12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; 13 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მის მხოლოჲსაი; და აღსარებაჲ მისი ზეცასა და ქუეყანასა. 14 და აღამაღლოს რქაჲ ერისა თჳსისაჲ გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.


149

ალელუაჲ


1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. 2 იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თჳსისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა. 3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას. 4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თჳსი [239]და აღამაღლნეს მშჳდნი ცხორებითა. 5 იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა. 6 ამაღლებაჲ ღმრთისაჲ პირსა შინა მათსა, და მახჳლნი ორპირნი ჴელთა შინა მათთა 7 ყოფად შურისგებაჲ წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა, 8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი - ჴელბორკილითა რკინისაჲთა, 9 ყოფად მათ შორის საშჯეღი დაწერიღი; დიდებაჲ ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.


150

ალელუაჲ

1 აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროჲთა ძალისა მისისაჲთა; 2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა; აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა; 3 აქებდით მას ჴმითა ნესტჳსაჲთა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა; 4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოჲთა; 5 აქებდით მას წინწილითა კეთილჴმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაჲთა. 6 ყოველი სული აქებდით უფალსა.

დიდებაჲ


151

ესე ფსალმუნი თჳსაგან აღიწერა დავითის მიერ და გარეშე ასორმეოცდაათთა ფსალმუნთაჲსა, რაჟამს ეწყო გოლიათსა

[240]1 უმცირეს ვიყავ მე ძმათა შორის ჩემთა და უმრწემეს სახლსა შინა მამისა ჩემისასა და ვმწყსიდი საცხოვართა მამისა ჩემისათა. 2 ჴელთა ჩემთა ქმნეს საგალობელი, და თითთა ჩემთა განაგეს საქებელი. 3 და ვინ-მე მიუთხრას ესე უფალსა ჩემსა? თავადმან უფალმან, თავადმან შეისმინა. 4 და თავადმან გამოავლინა ანგელოზი მისი და აღმიღო მე ცხოვართაგან მამისა ჩემისათა და მცხო მე ზეთითა ცხებულებისა მისისაჲთა. 5 ძმანი ჩემნი იყვნეს კეთილ და დიდ, და არა სთნდეს იგინი უფალსა. 6 განვედი მე შემთხუევად უცხოთესლისა მის, და მწყევდა მე კერპთა მიმართ თჳსთა; 7 ხოლო მე ვიჴადე მახვილი მისი და წარვჰკუეთე თავი მისი და აღვჴოცე ყუედრებაჲ ძეთაგან ისრაელისათა.

 

გალობანი

1

გალობაჲ მოსესი "გამოსლვათაგან"


[241]გ1 უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს; ცხენები და მჴედრები შთასთხია ზღუასა.

გ2 შემწე და მფარველ მეყო მე მჴსნელად; ესე არს ღმერთი ჩემი და ვადიდო ესე, ღმერთი მამისა ჩემისაჲ, და აღვამაღლო ესე.

გ3 უფალმან შემუსრნა ბრძოლანი, უფალ არს სახელი მისი.

გ4 ეტლები ფარაოჲსი და ყოველი ძალი მისი შთასთხია ზღუასა, რჩეული მჴედრები სამმდგომთაჲ მათ დაანთქა ზღუასა მას მეწამულსა;

გ5 ზღუამან დაფარნა იგინი, და დაჴდეს სიღრმესა მას ვითარცა ლოდნი.

გ6 მარჯუენე შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა; მარჯუენემან ჴელმან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი.

გ7 და სიმრავლითა მით დიდებისა შენისაჲთა შეჰმუსრენ მჴდომნი იგი; [242]მიავლინე რისხვაჲ შენი, და შეჭამნა იგინი ვითარცა ლერწამი.

გ8 და სულისაგან გულისწყრომისა შენისა განიპნეს წყალნი, შეჰყინდეს ვითარცა ზღუდენი წყალნი, შეჰყინდეს და ღელვანიცა იგი შუა ზღუასა.

გ9 თქუა მტერმან: ვდევნო, ვეწიო, განვიყო ნატყუენავი და გავიძღო სული ჩემი, მოვსრა მახჳლითა ჩემითა და უფლებდეს მის ზედა ჴელი ჩემი.

გ10 მიავლინე სული შენი და დაფარნა იგინი ზღუამან და დაჴდეს იგინი ვითარცა ბრპენი წყალთა მათ შინა ფრიადთა.

გ11 ვინ-მე არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, ანუ ვინ გემსგავსოს შენ დიდებული წმიდათა შორის, საკჳრველი დიდებითა და მოქმედი ნიშებისაჲ?

გ12 მიჰყავ მარჯუენე შენი და დანთქნა იგინი ქუეყანამან.

გ13 უძეღუ სიმართლითა შენითა ერსა შენსა ამას, რომელი იჴსენ, ნუგეშინის-ეც ძალითა შენითა ბანაკსა ამას წმიდასა შენსა.

გ14 ესმა წარმართთა, განრისხნეს და სალმობამან შეიპყრნა მკჳდრნი იგი ფილისტიმისანი.

გ15 მაშინ ისწრაფეს ერისთავთა მათ ედომისათა და მთავართა მოაბელთა, ძრწოლამან შეიპყრნა იგინი, და განკფდეს ყოველნი მკჳდრნი ქანანისანი.

გ16 დაეცინ მათ ზედა შიში და ძრწოლაჲ, სიდიდითა მკლავისა შენისაჲთა ქვა იქმნედ იგინი, ვიდრემდის განჴდეს ერი შენი, უფალო,

გ17 შეიყვანენ და დაჰნერგენ იგინი მთასა მას მკჳდრობისა შენისასა, განმზადებულსა მას [243]სამკჳდრებელსა შენსა, რომელ ჰქმენ სიწმიდე, უფალო, რომელ განმზადეს ჴელთა შენთა, უფალო.

გ18 უფალი მეუფე არს უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე და მერმეცა.

გ19 რამეთუ შევიდა ჰუნე ფარაოჲსი ეტლებითურთ და მჴედრებით შუა ზღუასა, და მოაქცია უფალმან მათ ზედა წყალი იგი ზღჳსაჲ მის, ხოლო ძენი ისრაელისანი ვიდოდეს ჴმელსა შუა ზღუასა მას.

 

2

გალობაჲ მოსესი,
"მეორისა შჯულისაგან".

გ1 მოიხილე, ცაო, და ვიტყოდი, და ისმენდინ ქუეყანაჲ სიტყუათა პირისა ჩემისათა.

გ2 მოელოდენ ვითარცა წჳმასა თქუმასა ჩემსა, და გარდამოვედინ ვითარცა ცუარნი სიტყუანი ჩემნი, ვითარცა წჳმაჲ მწუანვილსა ზედა და თოვლი თივასა ზედა.

გ3 რამეთუ სახელსა უფლისასა ვხადე; მიეცით დიდებაჲ ღმერთსა ჩუენსა.

გ4 ღმერთი ჩუენი, ჭეშმარიტებით არიან საქმენი მისნი, და ყოველნი გზანი მისნი სიმართლით არიან; ღმერთი სარწმუნო არს, და არა არს სიცრუვე მის თანა, მართალ და წმიდა არს უფალი.

გ5 შესცოდეს მას ნაშობთა მათ ბილწებისათა, ნათესავმან დრკუმან და გულარძნილმან.

[244]გ6 ესე მოსაგებელი მოაგეს უფალსა ამან ერმან ცოფმან და არაბრძენმან; ანუ არა ამან თავადმან მამამან შენმან მოგიპოვა შენ, შეგქმნა შენ და დაგბადა შენ?

გ7 მოიჴსენენით დღენი იგი საუკუნენი და გულისჴმა-ყვენით წელიწადნი იგი თესლითი-თესლადმდე. ჰკითხე მამასა შენსა, გითხრას შენ, და მოხუცებულთა შენთა გაუწყონ შენ.

გ8 რაჟამს მიმოგანყვნა მაღალმან ნათესავნი, ვითარ-იგი მიმოდასთესნა ძენი ადამისნი, დაამტკიცნა საზღვარნი იგი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა.

გ9 და იყო ნაწილად უფლისა ერი მისი იაკობი და საზომად სამკჳდრებელისა მისისა - ისრაელი.

გ10 უნაკლულო ყვნა იგინი უდაბნოსა მას შინა, წყურილსა, სიცხესა და ურწყულსა; გარემოადგა მას და განსწავლა იგი და დაიცვა იგი, ვითარცა გუგაჲ თუალისაჲ.

გ11 ვითარცა ორბმან რაჲ დაიფარნის ბუდენი თჳსნი და მართუეთა თჳსთათჳს სუროდა, განყვნა ფრთენი თჳსნი და შეიწყნარნა იგინი და აღიხუნა იგინი ბეჭთა ზედა თჳსთა.

გ12 უფალი მხოლოჲ უძღოდა მათ, და არა იყო მათ თანა ღმერთი უცხოჲ.

გ13 აღმოიყვანნა იგინი ძალსა მას ზედა ქუეყანისასა და აჭამა მათ ნაყოფი იგი ველთაჲ; წოვდეს იგინი თაფლსა კლდისაგან და ზეთსა - კლდისა მისგან ძლიერისა;

[245]გ14 ერბოსა ზროხათასა და სძესა ცხოვართასა ცმელითა კრავთა და ვერძთაჲთა, ნაშობსა კუროთასა და კაცთასა, თირკუმელთა ცმელითა, იფქლსა, სისხლსა ყურძნისასა სუმიდეს ღჳნოსა.

გ15 და ჭამა იაკობ და განძღა და განწიხა საყუარელმან მან, განსუქნა, განსხუა, განვრცნა, დაუტევა ღმერთი შემოქმედი თჳსი და განუდგა ღმერთსა მაცხოვარსა თჳსსა.

გ16 განმარისხეს მე უცხოთა მათ ზედა და საძაგელებითა მათითა განმამწარეს მე;

გ17 შესწირვიდეს ეშმაკთა მიმართ., - და არა ღმრთისა, - ღმერთთა მათ, რომელ-იგი არა იცოდეს, ცუდთა და საწუთოდ და ახლად მოხუმულთა, რომელ-იგი არა იცოდეს მამათა მათთა.

გ18 ღმერთი, რომელმან გშვა შენ, დაუტევე და დაივიწყე ღმერთი გამომზრდელი შენი.

გ19 და იხილა ესე უფალმან, და აღიშურვა, და განრისხნა გულისწყრომითა ძეთა და ასულთა მათთაჲთა.

გ20 და თქუა: გარემივაქციო პირი ჩემი მათგან და უჩუენო, რაჲ იყოს მათდა უკუანაჲსკნელ; რამეთუ ნათესავი განდრეკილი არს და ნაშობნი, რომელთა თანა არა არს სარწმუნოებაჲ.

გ21 მათ მაშურეს მე არაღმერთითა, და კერპებითა მათითა განმარისხეს მე, და მეცა ვაშურვო არანათესავსა მას ზედა, და ნათესავითა მით უგუღისჴმოჲთა განვარისხნე იგინი.

გ22 რამეთუ ცეცხლი აღატყდა გულისწყრომისაგან ჩემისა, [246]დასწუვიდეს ჯოჯოხეთამდე ქუესკნელად, შეჭამოს ქუეყანაჲ და ნაყოფი მისი და შეწუნეს საფუძველნი მთათანი.

გ23 დავკრიბო მათ ზედა ძჳრი და ისარნი ჩემნი დავასრულნე მათ ზედა.

გ24 განკფდენ იგინი სიყმილითა და ჭამითა მფრინველთაჲთა და განმამრუდებელითა მათ უკურნებელითა; კბილნი მჴეცთანი მივავლინე მათ ზედა, რომელნი გულისწყრომით ითრევდენ ქუეყანასა ზედა.

გ25 გარეშე უმკვიდრო-ყვნეს იგინი მახჳლმან და საუნჯით მათითგან - შიშმან; ჭაბუკი ქალწულისა თანა, ძუძუჲსმწოვარი მოხუცებულისა თანა დღითა.

გ26 ვთქუ: განვაბნინე იგინი და დავადუმო კაცთაგან საჴსენებელი მათი,

გ27 არათუმცა გულისწყრომითა მტერთაჲთა, რაჲთა არა მყოვარჟამ იყვნენ, და რაჲთა არა განმრავლდენ მჴდომნი იგი მათნი და რაჲთა არა თქუან: იყოვე ჴელი ჩუენი უმაღლეს მათ ზედა, და არათუ უფალმან ყო ესე ყოველი.

გ28 რამეთუ ნათესავი ესე წარწყმედისა მზრახვალი არს, და არა არს მათ თანა მეცნიერებაჲ.

გ29 არა ცნეს გულისჴმისყოფაჲ თჳსი; დვან ესე მომავალთა ჟამთა.

გ30 ვითარ-მე იოტოს ერთმან ათასები და ორმან წარიქციოს ბევრები, არათუმცა ღმერთმან განნიჭნა იგინი და უფალმანცა მისცნა იგინი?

[247]გ31 რამეთუ არა არიან ღმერთნი მათნი ვითარ ღმერთი ჩუენი, ხოლო მტერნი ჩუეენნი უგუნურ იყვნეს.

გ32 რამეთუ საყურძნისა მისგან სოდომელთაჲსა იყო საყურძნე მათი და ვენაჴი მათი - გომორელთაგან; ყურძენი მათი ყურძენი ნავღლისაჲ და ტევანი სიმწარისა მათისაჲ.

გ33 გულისწყრომაჲ ვეშაპთაჲ იყო ღჳნოჲ და რისხვაჲ ასპიტთაჲ განუკურნებელი.

გ34 ანუ არა აჰა ესერა ესე ყოველი შეკრებილ არსა ჩემ თანა და დაბეჭდულ საუნჯეთა შინა ჩემთა?

გ35 დღესა მას შურისგებისასა მივაგო, ჟამსა მას, რომელსა შეუცთეს ფერჴი მათი; რამეთუ ახლოს არს დღე იგი წარწყმედისა მათისაჲ და მოწევნულ არს განმზადებული თქუენთჳს.

გ36 რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი და მონათა თჳსთათჳს ნუგეშინისცემულ იქმნეს; რამეთუ იხილნა იგინი ნაკლულევანნი, ჴუებულნი, ბოროტთა მიცემულნი და განკაფულნი.

გ37 და თქუა უფალმან: სადა არიან ღმერთნი იგი მათნი, რომელთა-იგი მიმართ ესვიდეს?

გ38 რომელთა-იგი ცმელსა ნაზორევთა მათთასა შჭამდით და სუემდით ღჳნოსა ნაგებთა მათთასა; აღდეგ და შეგეწინედ თქუენ და გეყვნედ თქუენ იგინი მფარველ.

გ39 იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ, და არა არს სხუაჲ ღმერთი ჩემსა გარეშე; [248]მე მოვაკუდინო და ვაცხოვნო და ვსცე და მე განვკურნო, და არა არს, რომელმან განარინოს ჴელთაგან ჩემთა.

გ40 რამეთუ აღვიღო ცად ჴელი ჩემი და ვფუცო მარჯუენესა ჩემსა და ვთქუა: ცხოველ ვარ მე უკუნისამდე.

გ41 რამეთუ აღვლესო ვითარცა ელვაჲ ჴრმალი ჩემი და განვმზადო შჯად ჴელი ჩემი და მივაგო საშჯელი მტერთა და მოძულეთა ჩემთა მივაგო;

გ42 დავათრვნე ისარნი ჩემნი სიხლითა და ჴრმალი ჩემი ჭამდეს ჴორცსა სისხლთაგან წყლულებისათა, ნატყუენავისაგან, თავებისაგან მთავართა წარმართთაჲსა.

გ43 იხარებდით ცანი მის თანა და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისანი; იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა და განაძლიერებდენ მას ყოველნი ძენი ღმრთისანი; რამეთუ სისხლი ძეთა მისთაჲ იძიოს და შური იძიოს და მიაგოს საშჯელი მტერთა, და მოძულეთა მისთა მიაგოს, და განწმიდოს უფალმან ქუეყანაჲ ერისა თჳსისაჲ.

 

3

ლოცვაჲ ანნაჲსი, დედისა სამოელისი


გ1 განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიერ, და ამაღლდა რქაჲ ჩემი ღმრთისა მიერ ჩემისა; განვრცნა პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა, განვიხარე მე მაცხოვარებითა შენითა.

გ2 რამეთუ არავინ არს წმიდა ვითარ უფალი [249]და არავინ არს წმიდა შენსა გარეშე; და არავინ არს მართალ ღმრთისა ჩუენისაებრ.

გ3 ნუ იქადით, ნუცა იტყჳთ მაღალსა გარდარეულად, ნუცა აღმოვალნ მდიდრად სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა, რამეთუ ღმერთი არს მეცნიერებათაჲ უფალი და ღმერთმან განჰმზადნა საქმენი თჳსნი.

გ4 მშჳლდი ძლიერთაჲ მოუძლურდა და უძლურთა გარეშეირტყეს ძალი;

გ5 სავსენი პურითა ნაკლულევან იქმნნეს, და მშიერთა დაიპყრეს ქუეყანაჲ, რამეთუ ბერწსა მას ესხნეს შჳდ შვილ და შვილმრავალი იგი მოუძლურდა.

გ6 უფალი მოაკუდინებს და აცხოვნებს, შთაიყვანებს ჯოჯოხეთად და აღმოიყვანებს;

გ7 უფალი დააგლახაკობს და განამდიდრებს, დაამდაბლებს და აღამაღლებს;

გ8 აღადგენს ქუეყანისაგან გლახაკსა და სკორეთაგან აღადგინებს დავრდომილსა, რაჲთა დასუას იგი ძლიერთა თანა ერისათა და საყდარნი დიდებისანი დაუმკჳდრნეს მას. მოსცის ლოცვაჲ მლოცველსა და აკურთხნა წელიწადნი მართლისანი;

გ9 რამეთუ ვერ უძლოს ძლიერმან კაცმან ძლიერებითა თჳსითა.

გ10 უფალმან უძლურ-ყოს მჴდომი თჳსი; უფალი წმიდა არს. ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნითა თჳსითა და ნუ იქადინ ძლიერი ძალითა თჳსითა და ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრითა თჳსითა. [250]არამედ ამას ზედა იქადოდენ, რომელი-იგი იქადოდის გულისჴმისყოფასა და ცნობასა უფლისასა და ყოფად საშჯელსა და სამართალსა შორის ქუეყანისა. უფალი ამაღლდა ცათა შინა და იქუხნა; თავადმან განსაჯნეს კიდენი ქუეყანისანი სიმართლითა თჳსითა და მოსცეს ძალი მეფეთა ჩუენთა და აღამაღლოს რქაჲ ცხებულთა თჳსთაჲ.


4

გალობაჲ ამბაკუმ წინაჲსწარმეტყუელისაჲ

გ2 უფალო, მესმა სმენაჲ შენი და შემეშინა,  უფალო, განვიცადენ საქმენი შენნი და დამიკჳრდა. შორის ორთა მათ ცხოველთასა იცნობე შენ, მოახლებასა წელთა შენთასა გამოსცხადენ შენ, მოწევნასა ჟამთასა საცნაურ იყო შენ, შეძრწუნებასა სულისა ჩემისასა რისხვასა შინა წყალობაჲ მოიჳსენი შენ.

გ3 ღმერთი სამხრით მოვიდეს და წმიდაჲ იგი - მთით ჩრდილოჲთ მაღნართაჲთ. დაფარნა ცანი შუენიერებამან მისმან და ქებითა მისითა აღივსო ქუეყანაჲ.

გ4 და ბრწყინვალებაჲ მისი ვითარცა ნათელი იყოს, და რქანი - ჴელთა შინა მისთა; დადვა სიყუარული მტკიცე ძლიერებისა მისისაჲ.

გ5 წინაშე პირსა მისსა ვიდოდის სიტყუაჲ და განვლოს ველი შემდგომად კუალთა მისთა.

[251]გ6 დადგა, და შეიძრა ქუეყანაჲ; მიხედნა წარმართთა, და დადნეს; შეიმუსრნეს მთანი სასტიკებითა, და დადნეს ბორცუნი საუკუნენი, და გზანი საუკუნენი მათნი შრომით იხილნეს.

გ7 შეძრწუნდეს საყოფელნი ეთიოპელთანი და კარვები ქუეყანისა მადიამისაჲ.

გ8 მდინარეთა ზედა ნუ განრისხნეა, უფალო, ანუ გულისწყრომაჲ შენი მდინარეთა ზედა, გინათუ ზძუასა ზედა სლვაჲ შენი? რამეთუ აჰჴდე შენ ეტლთა შენთა ზედა, და მჴედრობაჲ შენი ცხორება არს.

გ9 გარდაცუმით გარდააცუა მშჳლდსა შენსა თესლთა ზედა, იტყჳს უფალი. მდინარეთაჲ განიპოს ქუეყანაჲ.

გ10 გიხილონ შენ და ელმოდის ერთა განბნევად სლვასა წყალთასა; უფსკრულმან მოსცა ჴმაჲ თჳსი სიმაღლითა საოცრებათა მისთაჲთა.

გ11 ამაღლდა მზე, და მთოვარე დადგა წესსა ზედა თჳსსა; ისარნი შენნი ნათლად ვიდოდიან და ბრწყინვალებად ელვისა საჭურველი შენი.

გ12 თქუმით შეამცირო ქუეყანჲ და გულისწყრომით შეჰმუსრნე წარმართნი.

გ13 გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ჴსნად ცხებულთა შენთა; მიავლინე თავსა ზედა უშჯულოთასა სიკუდილი, აღდგენ საკრველნი ვიდრე ქედადმდე სრულიად.

გ14 შეჰმუსრენ განკჳრვებითა თავნი ძლიერთანი, შეიძრნენ მას შინა, განახუენ აღჳრნი მათნი, [252]ვითარცა ჭამნ რაჲ გლახაკი იდუმალ.

გ15 და ივლინენ ზღუასა ზედა ჰუნენი შენნი ადძრვად წყალთა მრავალთა.

გ16 დავიცევ და შემიძრწუნდა გული ჩემი ჴმისაგან ლოცვისა ბაგეთა ჩემთაჲსა, შეედვა ძრწოლაჲ ძუალთა ჩემთა, და ძალი ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა. განვისუენო მე დღესა პირისა ჩემისასა აღსლვასა მას ჩემსა ერისა მის მწირობისა ჩემისასა.

გ17 რამეთუ ლეღუმან არა გამოიღოს ნაყოფი თჳსი და ვენაჴისა გამონაღები არა იპოოს; ეცრუოს საქმე ზეთისხილისაჲ და ველმან არა აღმოაცენოს საჭმელი. მოაკლდენ საჭმელთაგან ცხოვარნი და ჴარნი არა იპოვნენ ბაგასა.

გ18 ხოლო მე უფლისა მიმართ ვიხარებდე და მხიარულ ვიყო მე ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა.

გ19 უფალი ღმერთი ძალ ჩემდა, დაამტკიცნა ფერჴნი ჩემნი სრულიად, მაღალთა ზედა დამადგინა მე ძლევად გალობითა თჳსითა

 

5

გალობაჲ ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ


გ1 (9) ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა; ისწავეთ სიმართლე მკჳდრთა ქუეყანისათა.

გ2 (10) რამეთუ დადუმნა უღმრთოჲ; [253]ყოველმან, რომელმან არა ისწავოს სიმართლე ქუეყანასა ზედა, ჭეშმარიტებაჲ არა ყოს; მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს დიდებაჲ იგი უფლისაჲ.

გ3 (11) უფალო, მკლავი შენი მაღალ არს, და არა უწყოდეს, ხოლო იცნან და ჰრცხუენოდის; შურმან შეიპყრას ერი უსწავლელი, და ცეცხლმან შეჭამნეს წინააღმდგომნი იგი.

გ4 (12) უფალო ღმერთო ჩუენო, მომეც ჩუენ მშჳდობაჲ, რამეთუ ყოველივე მომაგე ჩუენ.

გ5 (13) უფალო ღმერთო ჩუენო, მომიგენ ჩუენ; რამეთუ შენსა გარეშე, უფალო, სხუაჲ არავინ ვიცით და სახელსა შენსა სახელ-ვსდებთ.

გ6 (14) ხოლო მკუდართა ცხორებაჲ არა იხილონ, არცა მკურნალთა აღადგინონ; ამისთჳს მოჰჴადე და აღიღე და წარსწყმიდე ყოველი წელი მათი.

გ7 (15) შესძინე მათ ზედა ძჳრი, უფალო, შესძინე ძჳრი დიდებულთა მათ ქუეყანისათა.

გ8 (16) უფალო, ჭირსა მოგიჴსენეთ შენ, რამეთუ მცირედ ჭირ არს სწავლაჲ შენი ჩუენ ზედა.

გ9 (17) ვითარცა მიდგომილი რაჲ მიეახლის შობად და სალმობასა მას მისსა ზედა ღაღადებნ, ეგრე ვიქმნენით ჩუენ საყუარელსა მას შენსა.

გ10 (18) უფალო, შიშითა შენითა გუელმოდა და ვშევით, სული მაცხოვარებისაჲ, რომელი ვყავთ ქუეყანასა ზედა; არა დავეცნეთ, არამედ დაეცნენ მკჳდრნი ქუეყანისანი.

გ11 (19) აღდგენ მკუდარნი და აღემართნენ საფლავთაგან და იხარებდენ ქუეყანასა ზედა. [254]რამეთუ ცვარი შენმიერი საკურნებელ არს მათდა,   ხოლო ქუეყანაჲ იგი უღმრთოთაჲ დაეცეს.

 

6

ლოცვაჲ იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ

გ1 (3) ღაღად-ვყავ ჭირსა ჩემსა   უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა და ისმინა ჩემი,   მუცლით გამო ჯოჯოხეთისა ღაღადებისა ჩემისა გესმა ჴმაჲ ჩემი.

გ2 (4) შთამაგდე მე სიღრმესა გულსა ზღჳსასა, და მდინარენი გარემომადგეს მე, ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედაგარდამჴდეს.

გ3 (5) და ვთქუ: გან-მე-გდებულ ვარ თუალთა შენთაგან ანუ შე-და-მე-ვსძინოა მიხედვად ტაძარსა წმიდასა შენსა?

გ4 (6) გარდამეცნეს წყალნი ვიდრე სულად ჩემდამდე, და უფსკრულმან მომიცვა მე უკუანაჲსკნელმან, შთაჴდა თავი ჩემი ნაპრალსა მთათასა.

გ5 (7) შთავჴედი მე ქუეყანად,  რომლისა მოქლონნი - ვითარცა კლიტენი საუკუნენი; და აღმოვედინ განხრწნისაგან ცხორებაჲ ჩემი შენდამი, უფალო ღმერთო ჩემო.

გ6 (8) მოკლებასა ჩემგან სულისა ჩემისასა უფალი მოვიჴსენე, და შევედინ შენ წინაშე ლოცვაჲ ჩემი   ტაძრად წმიდად შენდა.

გ7 (9) მცველთა მათ ამაოთა და ცრუთა წყალობაჲ მათი დაუტევეს.

[255]გ8 (10) ხოლო მე ჴმითა ქებისაჲთა და აღსაარებისაჲთა მსხუერპლი შევწირო შენდა; რაოდენი ვილოცე, მიგცე შენ საცხორებელად ჩემდა უფალსა.

 

7

ლოცვაჲ წმიდათა სამთა ყრმათაჲ

გ1 (26) კურთხეულ ხარ შენ,  უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო,  და ქებით და დიდებით არს სახელი შენი უკუნისამდე,

გ2 (27) რამეთუ მართალ ხარ შენ ყოვლისავეთჳს, რომელი-ესე მიყავ ჩუენ, და ყოველნი საქმენი შენნი ჭეშმარიტებით არიან, და გზანი შენნი წრფელ არიან, და ყოველი მშჯავრი შენი მართალ არს.

გ3 (28) და მშჯავრითა ჭეშმარიტებისაჲთა ჰყავ ყოვლისა მისებრ, რაჲ-იგი მოაწიე ჩუენ ზედა და ზედა ქალაქსა ამას წმიდასა მამათა ჩუენთასა იერუსალემსა, რამეთუ ჭეშმარიტად და სიმართლით მოავლინე ესე ყოველი ჩუენ ზედა ცოდვათა ჩუენთათჳს.

გ4 (29) რამეთუ შეგცოდეთ ჩუენ და უშჯულო-ვიქმნენით განდგომად შენგან; და ვცოდეთ ყოვლითურთ და მცნებათა შენთაჲ არა ვისმინეთ, არცა დავიმარხეთ,

გ5 (30) არცა ვყავთ, ვითარ-იგი შენ მამცენ ჩუენ, რაჲთამცა კეთილი მეყო ჩუენ.

გ6 (31) და ყოველი, რაოდენი მოავლინე ჩუენ ზედა, და ყოველი, რაოდენი მიყავ ჩუენ, სიმართლისა საშჯელითა ჰყავ.

[256]გ7 (32) და მიმცენ ჩუენ ჴელთა მტერთა უშჯულოთა, ფიცხელთა, განდგომილთა და მეფისა ცრუჲსათა და უძჳრესისა უფროჲს ყოვლისა ქუეყანისა.

გ8 (33) და აწ არა არს ჟამი აღებად პირისა ჩუენისა; სირცხჳლი და ყუედრებაჲ შეიქმნა მონათა შენთა ზედა და მსახურთა შენთა ზედა.

გ9 (34) ნუ მიმცემ ჩუენ სრულიად სახელისა შენისათჳს და ნუ განაქარვებ აღთქუმასა შენსა

გ10 (35) და ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან აბრაჰამისთჳს, საყუარელისა შენისა, და ისაკ, მონისა შენისა, და ისრაელ, წმიდისა შენისა,

გ11(36) რომელთა ეტყოდე განმრავლებად ნათესავისა მათისა ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳს კიდისაჲ.

გ12 (37) რამეთუ შევმცირდით ჩუენ, მეუფეო, უფროჲს ყოველთა წარმართთა და დაგლახაკობულ ვართ ყოველსა ქუეყანასა ზედა დღეს ცოდვათა ჩუენთათჳს,

გ13 (38) და არა არს ჟამსა ამას მთავარ და წინაჲსწარმეტყუელ და წინამძღუარ, არცა საკუერთხნი, არცა მსხუერპლი, არცა შესაწირავი, არცა საკუმეველი, არცა ადგილი შეწირვად შენ წინაშე და პოვნად წყალობისა.

გ14 (39) არამედ თავითა დამდაბლებულითა და სულითა გლახაკობისაჲთი შე-მცა-წირულ ვართ ჩუენ ვითარცა საკუერთხნი ვერძთანი, ზუარაკთანი [257]და ვითარცა ბევრეულნი კრავთა პოხიერთანი.

გ15 (40) ეგრეთ შეწირულ-იყავნ მსხუერპლი ესე ჩუენი დღეს შენ წინაშე, რაჲთა სრულ-ვიყვნეთ ჩუენ შემდგომად შენსა, რამეთუ არა არს სირცხჳლი მოსავთა შენთაჲ.

გ16 (41) და აწ შეგიდგთ შენ ყოვლითა გულითა და მეშინის ჩუენ შენგან და ვეძიებთ პირსა შენსა. ნუ მარცხუენ ჩუენ,

გ17 (42) არამედ ყავ ჩუენ თანა სიტკბოებითა შენითა და მრავლითა წყალობითა შენითა.

გ18 (43) განმარინენ ჩუენ საკჳრველებითა შენითა და დიდებულ ყავ სახელი შენი, უფალო.

გ19 (44) და ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი შეაჩუენებენ მონათა შენთა ძჳრსა, და სირცხჳლეულ იქმნედ ყოველნი მძლავრებანი მათნი, და ყოველი ძლიერებაჲ მათი შეიმუსრენ.

გ20 (45) და გულისჴმა-ყვედ, რამეთუ შენ უფალი ღმერთი მხოლოჲ მაღალ და დიდებულ ხარ ყოველსა ზედა სოფელსა.

გ21 (46) და არა დასცხრებოდეს მსახურნი იგი მეფისანი, რომელთა შესთხინეს იგინი; აგზებდეს იგინი საჴუმილსა მას შინა ნავთსა, ფისსა, ნაძეძსა და ნასხლევსა.

გ22 (47) და აღატყდებოდა ალი იგი ზედა საჴუმილსა მას ორმეოც და ცხრა წყრთა,

გ23 (48) და მიმოვლო და შეწუნა, რაოდენნი პოვნა ქალდეველთაგანნი გარემოჲს საჴუმილსა მას.

გ24 (49) ხოლო ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა შორის აზარიაეთსა საჴუმილად და მიმოდაყარა ალი იგი ცეცხლისაჲ საჴუმილისა მისგან.

[258]გ25 (50) და ყო შორის საჴუმილისა მას, ვითარცა ქარი ცუარისაჲ რაჲ ნიავინ; და არა შეეხო მათ რაჲთურთით ცეცხლი იგი, არცა შეაწუხნა, არცა შეაურვა მათ.

გ26 (51) მაშინ სამნივე იგი ვითარცა ერთითა პირითა უგალობდეს და აკურთხევდეს და ადიდებდეს ღმერთსა შორის საჴუმილსა მას და იტყოდეს:



გალობაჲ წმიდათა სამთა ყრმათაჲ

გ27 (52) კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, და უფროჲსად ქებულ და უფროჲსად ამაღლებულ უკუნისამდე, და კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ დიდებისა შენისაჲ და უფროჲსად ქებულ და უფროჲსად ამაღლებულ უკუნისამდე.

გ28 (53) კურთხეულ ხარ შენ ტაძარსა წმიდასა დიდებისა შენისასა და უფროჲსად ქებულ და უფროჲსად ამაღლებულ უკუნისამდე.

გ29 (54) კურთხეულ ხარ შენ, რომელი ჰზი ქერობინთა ზედა და ხედავ უფსკრულთა, და უფროჲსად ქებულ და უფროჲსად ამაღლებულ უკუნისამდე.

გ30 (55) კურთხეულ ხარ შენ საყდართა ზედა დიდებისა სუფევისა შენისათა და უფროჲსად ქებულ და უფროჲსად ამაღლებულ უკუნისამდე.

გ31 (56) კურთხეულ ხარ შენ სამყაროსა ზედა ცათასა და უფროჲსად ქებულ და უფროჲსად ამაღლებულ უკუნისამდე.


8

გალობაჲ წმიდათა სამთა ყრმათაჲ


[259]გ1 (57) აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე;

გ2 (59/58) აკურთხევდით ცანი და ანგელოზნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე;

გ3 (60/61) აკურთხევდით წყალნი ყოველნი ზესკნელს ცათანი, ყოველნი ძალნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე;

გ4 (62/63) აკურთხევდით მზე და მთოვარე, ვარსკულავნი ცისანი უფალსა, უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე;

გ5 (64/65) აკურთხევდით ყოველი წჳმაჲ და ცუარი, ყოველნი ქარნი უფალა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე;

გ6 (66/71) აკურთხევდით ცეცხლი და სიცხე, ღამენი და დღენი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე;

ბ7 (72/67) აკურთხევდით ნათელი და ბნელი, ყინელი და ტფილი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე;

გ8 (70/73) აკურთხევდით თრთჳლი და თოვლი, ელვანი და ღრუბელნი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე;

გ9 (74/75) აკურთხევდით ქუეყანაჲ, მთანი და ბორცუნი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას  უკუნისამდე;

[260]გ10 (76/78) აკურთხევდით ყოველი მცენარე ქუეყანისაჲ, ზღუაჲ და მდინარენი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე;

გ11 (77/79) აკურთხევდით წყაროები, ვეშაპნი და ყოველინი იძრვისნი წყალთა შინა უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე;

გ12 (80/81) აკურთხევდით ყოველნი მფრინველნი ცისანი, მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე;

ბ13 (82/83) აკურთხევდით ძენი კაცთანი, ისრაელი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე;

გ14 (84/85) აკურთხევდით მღდელნი უფლისანი, მონანი უფლისანი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე;

გ15 (86/87) აკურთხევდით სულები და სულნი მართალთანი, ღირსნი და მდაბალნი გულითა უფალსა; უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე;

გ16 (88) აკურთხევდით ანანია, აზარია, მისაელ უფალსა. აკურთხევდით მოციქულნი, წინაჲსწარმეტყუელნი და მოწამენი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

9

გალობაჲ წმიდისა ღმრთისმშობლისაჲ


გ9-ა,1 (46) ადიდებს სული ჩემი უფალსა.

[261]გ9-ა,2 (47) და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა,

გ9-ა,3 (48) რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;

გ9-ა,4 (49) რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი,

გ9-ა,5 (50) და წყალობაჲ მისი ნათესავითი-ნათესავამდე მოშიშთა მისთა ზედა.

გ9-ა,6 (51) ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;

გ9-ა,7 (52) დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა მდაბალნი;

გ9-ა,8 (53) მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;

გ9-ა,9 (54) შეეწია ისრაელსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა;

გ9-აწ10 (55) ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.

 

წინაჲსწარმეტყუელებაჲ ზაქარიაჲსი, წინამორბედისა მამისაჲ

გ9-ბ,1 (68) კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ, რამეთუ მოხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ.

გ9-ბ,2 (69) და აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხორებისაჲ შორის სახლსა მას დავითის, მონისა თჳსისასა;

გ9-ბ,3 (70) ვითარცა იტყოდა პირითა წმიდათაჲთა საუკუნითგან წინაჲსწარმეტყუელთა მისთაჲთა

[262]გ9-ბ,4 (71) ცხორებასა მტერთა ჩუენთაგან და ჴელისაგან ყოველთა მოძულეთა ჩუენთაჲსა;

გ9-ბ,5 (72) ყოფად წყალობისა მამათა ჩუენთა თანა და მოჴსენებად აღთქუმისა წმიდისა მისისა

გ9-ბ,6 (73) ფიცით, რომელ ეფუცა აბრაჰამსა, მამასა ჩუენსა, მოცემად ჩუენდა

გ9-ბ,7 (74) უშიშად ჴსნად ჴელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა,

გ9-ბ,8 (75) მსახურებად მისა ღირსებით და სიმართლით წინაშე მისსა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

გ9-ბ,9 (76) და შენ, ყრმაო, წინაჲსწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა,

გ9-ბ,10 (77) მოცემად მეცნიერებაჲ ცხორებისაჲ ერსა თჳსსა მოტევებითა ცოდვათა მათთაჲთა,

გ9-ბ,11 (78) მოწყალებითა წყალობისა ღმრთისა ჩუენისაჲთა, რომელთა მიერ მომხედნა ჩუენ აღმოსავალმან მაღლით

გ9-ბ,12 (79) გამოჩინებად მათ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, და წარმართებად ფერჴთა ჩუენთა გზასა მშჳდობისასა.

 

ახალი შესწორებული გამოცემა მოამზადა ედიშერ ჭელიძემ

გამომცემლობა "ახალი ივირონი", საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. IV, 2006 წ.

კავებში ([])ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Tuesday, 27 August 2013 16:13)