Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წიგ­ნი VIII

 

სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ის მერ­ვე წიგ­ნი შე­ი­ცავს შემ­დეგს:

 

I.     ჩვე­ნი დრო­ის დევ­ნუ­ლე­ბის წინმსწრე­ბი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

II.    ეკ­ლე­სი­ა­თა გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ.

III.   დევ­ნუ­ლე­ბის დროს ბრძო­ლა­თა ხა­სი­ა­თის შე­სა­ხებ.

IV.   ღვთის მი­ერ გან­დი­დე­ბულ მო­წა­მე­თა შე­სა­ხებ, თუ რო­გორ აღავ­სეს ყვე­ლა ად­გი­ლი თა­ვი­ან­თი ხსოვ­ნით, რომ­ლებ­მაც ღვთის­მო­სა­ო­ბის გა­მო სხვა­დას­ხვა გვირ­გვი­ნე­ბი და­იდ­გეს.

V.     ნი­კო­მი­დი­ა­ში მყოფ­თა შე­სა­ხებ.

VI.    სა­მე­ფო სახ­ლებ­ში მყოფ­თა შე­სა­ხებ.

VII.   ფი­ნი­კი­ა­ში მყო­ფი ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბის შე­სა­ხებ.

VIII.  ეგ­ვიპ­ტე­ში მცხოვ­რებ­თა შე­სა­ხებ.

IX.    თე­ბა­ი­და­ში მცხოვ­რებ­თა შე­სა­ხებ.

X.     მო­წა­მე ფი­ლე­ო­სის მი­ერ ჩა­წე­რი­ლი ცნო­ბე­ბი ალექ­სან­დრი­ა­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

თმუ­ი­ტე­ლე­ბის მი­მართ ფი­ლე­ა­სის წე­რი­ლე­ბი­დან

XI.    ფრი­გი­ა­ში მცხოვ­რებ­თა შე­სა­ხებ.

XII.   მრა­ვა­ლი სხვა სხვა­დას­ხვა სა­ხით მებ­რძო­ლი კა­ცე­ბი­სა და ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

XIII.  ეკ­ლე­სი­ის თავმჯდო­მა­რე­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი სის­ხლით წარ­მოაჩი­ნეს იმ ღვთის­მო­სა­ო­ბის სიწ­რფე­ლე, რა­საც შუ­ამ­დგომ­ლობ­დნენ.

XIV.  ღვთის­მო­სა­ო­ბის მტრე­ბის საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ.

XV.   იმ მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, რაც შე­ემთხვათ [ეკ­ლე­სი­ის] გა­რეთ მყოფთ.

XVI.  საქ­მე­ე­ბის უკე­თე­სო­ბი­სა­კენ ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

XVII. მმარ­თველ­თა მი­ერ უა­რის თქმის შე­სა­ხებ.

 

მთელ შვიდ წიგ­ნში გარ­შე­მოვ­წე­რეთ მო­ცი­ქულ­თა მო­ნაც­ვლე­ობა. ვფიქ­რობთ, ამ მერ­ვე წიგ­ნის მეშ­ვე­ო­ბით მო­მა­ვალ თა­ო­ბებს ერ­თი რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და გა­და­ე­ცეს, რომ იცოდ­ნენ, _ ჩვე­ნი დრო­ის ამ­ბე­ბი, რაც არ იმ­სა­ხუ­რებს არა­თან­მიმ­დევ­რულ ჩა­წე­რას. და ჩვე­ნი სიტ­ყვაც აქე­დან და­იწ­ყე­ბა.

 

I

ჩვენს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა ღირ­სე­უ­ლად თხრო­ბა იმი­სა, თუ რამ­დე­ნი და რო­გო­რი დი­დე­ბი­სა და კად­ნი­ე­რე­ბის მა­უწ­ყე­ბე­ლი იყო ამ ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის ქრის­ტეს მეშ­ვე­ო­ბით ყოვ­ლი­ე­რე­ბის ღმერ­თის მი­მართ ღვთის­მო­სა­ო­ბის სიტ­ყვა ყვე­ლა ადა­მი­ან­თან, ბერ­ძნებ­თან და ბარ­ბა­რო­სებ­თან, პა­ტივ­დე­ბუ­ლი. ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუ­ფალ­თა კარ­გი მოპ­ყრო­ბა ჩვე­ნი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც პრო­ვინ­ცი­ე­ბის მმარ­თვე­ლო­ბაც კი ჩა­ა­ბა­რეს და გა­ან­თა­ვი­სუფ­ლეს მსხვერპლშე­წირ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აგო­ნი­ი­სა­გან მოძღვრე­ბის მი­მართ და­ცუ­ლი დი­დი მე­გობ­რო­ბის გა­მო. რა უნ­და ით­ქვას სა­მე­ფო სახ­ლებ­ში მყოფ­თა და უზე­ნა­ეს ხე­ლი­სუ­ფალ­თა შე­სა­ხებ? რომ­ლე­ბიც გა­კად­ნი­ე­რე­ბულ ში­ნა­უ­რებს, ცო­ლებს, შვი­ლებს და მსა­ხუ­რებს[1], ნე­ბას რთავ­დნენ მათ თვალ­წინ ღვთის სიტ­ყვის და ცხოვ­რე­ბის წარ­მარ­თვას და არა მხო­ლოდ ამას, არა­მედ რწმე­ნის მი­მართ კად­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის მო­ქა­დუ­ლო­ბა­საც. მათ მათ­თან ერ­თად მყოფ [სხვა] მსა­ხუ­რებ­ზე უფ­რო კე­თილ­გან­წყო­ბი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვით ეპ­ყრო­ბოდ­ნენ. ასე­თი იყო დო­რო­თე[2], მათ­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად ერ­თგუ­ლი და სან­დო, და ამი­ტომ მმარ­თვე­ლო­ბა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფებ­ზე უფ­რო გა­მორჩე­უ­ლად პა­ტივ­დე­ბუ­ლი. მას­თან ერ­თად კი იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ხელ­განთქმუ­ლი გორ­გო­ნი­ო­სი[3], და რამ­დე­ნი ვინ­მე გახ­და მათ მსგავ­სად ღვთის სიტ­ყვის გა­მო იმა­ვე პა­ტი­ვის ღირ­სი. ვხე­დავ­დით, თუ რო­გორ ღირ­სე­უ­ლად ეპ­ყრო­ბო­და ყვე­ლა პრო­კუ­რა­ტო­რი და ხე­ლი­სუ­ფა­ლი თი­თოე­უ­ლი ეკ­ლე­სი­ის მმარ­თველს. რო­გორ შეძ­ლებს ვინ­მე აღ­წე­როს ეს მრა­ვა­ლა­თა­სი­ა­ნი შეკ­რე­ბე­ბი, ყვე­ლა ქა­ლაქ­ში შეკ­რე­ბილ­თა სიმ­რავ­ლე და სამ­ლოც­ვე­ლო­ებ­ში სა­ხელ­განთქმუ­ლი თავ­ყრი­ლო­ბე­ბი. ამი­ტომ, რაც ჯერ კი­დევ ძველ დროს იყო აშე­ნე­ბუ­ლი, ის აღარ კმა­რო­დათ, და ყვე­ლა ქა­ლაქ­ში დი­დი ფარ­თო­ბის მქო­ნე ეკ­ლე­სი­ებს სა­ძირკვლი­დან აგებ­დნენ. ჟამ­თა სვლი­სას, რო­ცა მოვ­ლე­ნე­ბი ამ­გვა­რად ვი­თარ­დე­ბო­და, დღი­თი-დღე იზ­რდე­ბო­და და ძლი­ერ­დე­ბო­და, ვერც შუ­რი აბ­რკო­ლებ­და, ვერც დე­მო­ნე­ბის უკე­თუ­რე­ბა, რო­გო­რიც იყო ცი­ლის­წა­მე­ბა, რამ­დე­ნა­დაც საღ­ვთო და ცი­უ­რი ხე­ლი იფა­რავ­და და იცავ­და თა­ვის ხალხს, რო­გორც ღირ­სე­ულს.

მაგ­რამ რო­გორც კი ზედ­მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­გან ჩვე­ნი საქ­მე­ე­ბი მზვა­ობ­რო­ბი­სა და მცო­ნა­რე­ბი­სა­კენ შე­იც­ვა­ლა, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ შუ­რი აღ­გვეძ­რა და და­ვიწ­ყეთ ერ­თმა­ნე­თის ძა­გე­ბა. ჩვენ თვი­თონ ვე­ო­მე­ბო­დით ჩვენ­სა­ვე თავს, თუ შემთხვე­ვა მი­ე­ცე­მო­დათ, [ეკ­ლე­სის] მე­თა­უ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს აძ­გე­რებ­დნენ სიტ­ყვი­ერ სა­ჭურ­ველ­სა და შუბს, ერი ერ­ზე აღ­დგე­ბო­და, ენი­თუთ­ქმე­ლი პირ­მოთ­ნე­ო­ბა და თვალ­თმაქ­ცო­ბა წინ მი­ე­რე­კე­ბო­და ურიცხვ ბო­რო­ტე­ბას. საღ­ვთო გან­კით­ხვა გვინ­დობ­და (კრე­ბე­ბი ჯერ კი­დევ იმარ­თე­ბო­და), რო­გორც მას ეს სჩვე­ვია. მან მშვი­დად და ზო­მი­ე­რად აღ­ძრა თა­ვი­სი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, რო­დე­საც ჯარ­ში [მსა­ხუ­რი] ძმე­ბის­გან და­იწ­ყო დევ­ნუ­ლე­ბა. მაგ­რამ რო­დე­საც უგრძნობ­ლად მყოფ­ნი არ ვზრუ­ნავ­დით, რომ ჩვენ­და­მი კე­თი­ლად გან­გვეწ­ყო ღმერ­თი და მის­თვის გუ­ლი მოგ­ველ­ბო, და რო­გორც ვი­ღაც უღ­მერ­თო­ე­ბი ვფიქ­რობ­დით, რომ ჩვე­ნი საქ­მე­ე­ბი მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გა­რე­შე წა­რი­მარ­თე­ბო­და, ბო­რო­ტე­ბას ბო­რო­ტე­ბა შეს­ძი­ნეს მათ, რომ­ლე­ბიც ჩვენს მწყემ­სე­ბად ით­ვლე­ბოდ­ნენ, ღვთის­მო­სა­ო­ბის მცნე­ბას უგუ­ლე­ბელ­ყოფ­დნენ და ერ­თმა­ნე­თი­სად­მი პა­ექ­რო­ბას აღაგ­ზნებ­დნენ; ზრდიდ­ნენ მხო­ლოდ ამას: გან­ხეთ­ქი­ლე­ბას, მუ­ქა­რას, შურს, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ მტრო­ბა­სა და სი­ძულ­ვილს; რო­გორც ტი­რა­ნე­ბი მთავ­რო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გა­მო გულ­მოდ­გი­ნედ შურს იძი­ებ­დნენ. მა­შინ, სწო­რედ მა­შინ იე­რე­მი­ას სიტ­ყვი­სა­მებრ უფალ­მა თა­ვის მრის­ხა­ნე­ბა­ში და­აბ­ნე­ლა სი­ო­ნის ასუ­ლი და ცი­დან ჩა­მო­აგ­დო ის­რა­ე­ლის დი­დე­ბა, და არ იქ­ნა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი მი­სი ფე­ხე­ბის ფეხ­თსად­გა­მი მი­სი რის­ხვის დღეს, არა­მედ გა­და­რეც­ხა უფალ­მა ის­რა­ე­ლის ყვე­ლა მშვე­ნე­ბა და მო­არ­ღვია მი­სი ყვე­ლა ღო­ბე (იე­რემ. გოდ. 2,1‑2. ვა­რი­ა­ცი­ე­ბით სეპ­ტუ­ა­გინ­ტა­დან - მთარგ.). "ფსალ­მუნ­თა" წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის მი­ხედ­ვით მან გა­ა­ნად­გუ­რა მი­სი მო­ნის აღთქმა, მი­წა­ზე დას­ცა ეკ­ლე­სი­ა­თა დან­გრე­ვის მეშ­ვე­ო­ბით მი­სი სიწ­მინ­დე და მო­არ­ღვია მი­სი ყვე­ლა ზღუ­დე, მი­სი სი­მაგ­რე­ე­ბი ჯა­ბა­ნი გა­ხა­და. ყვე­ლა გზა­ზე მა­ვა­ლი იტა­ცებ­და ერის სიმ­რავ­ლეს, და მათ­თვის გა­კიც­ხვად იქ­ცე­ო­და მი­სი მე­ზობ­ლე­ბი. რად­გან მი­სი მტრე­ბის მარ­ჯვე­ნა ამაღ­ლდა და მი­სი მახ­ვი­ლის შე­წევ­ნა უკუ­იქ­ცა და თა­ვი­სი წი­ლი არ გა­ი­ღო ომ­ში. არა­მედ სიწ­მინ­დი­სა­გან გა­ნა­შო­რა იგი და მი­სი ტახ­ტი მი­წა­ზე დას­ცა, შე­ამ­ცი­რა მი­სი ჟა­მის დღე­ნი, და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად სირცხვი­ლით და­ფა­რა იგი (ფსალ. 88,40‑46. მცი­რე­დი განსხვა­ვე­ბა).

 

II

მარ­თლაც, ჩვენს დრო­ში აღ­სრულ­და ყვე­ლა­ფე­რი, რო­დე­საც ჩვე­ნი თვა­ლით ვხე­დავ­დით სამ­ლოც­ვე­ლო სახ­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბი­დან ძი­რამ­დე თა­ვი­სი სა­ძირკვლი­თურთ ნგრე­ვას, შუა აგო­რა­ზე საღ­ვთო და წმინ­და წე­რილ­თა ცეცხლში ჩაგ­დე­ბას და თუ რო­გორ სა­მარცხვი­ნოდ იმა­ლე­ბო­და ხან სად, ხან სად ეკ­ლე­სი­ის ზო­გი­ერ­თი მწყემ­სი, ზოგს კი მტრე­ბი უწე­სოდ შე­იპ­ყრობ­დნენ ხოლ­მე და დას­ცი­ნოდ­ნენ. რო­დე­საც სხვა წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლუ­რი სიტ­ყვის მი­ხედ­ვით მთავ­რებ­ზე გად­მოღ­ვრი­და ზიზღს, შე­აც­დი­ნა ისი­ნი უვა­ლი და უგ­ზო ალა­გით (ფს. 107, 40).

მაგ­რამ მა­თი სა­ბო­ლოო მწუ­ხა­რე­ბი­სა და უბე­დუ­რე­ბის აღ­წე­რა არ არის ჩვე­ნი საქ­მე, რად­გან ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია დევ­ნუ­ლე­ბის წინ ერ­თმა­ნეთ­თან მა­თი უთან­ხმო­ე­ბე­ბი­სა და უმ­სგავ­სო საქ­ცი­ე­ლე­ბის ხსოვ­ნი­სათ­ვის გა­და­ცე­მა. ამი­ტომ გა­დავწყვი­ტეთ, რომ მათ შე­სა­ხებ მე­ტი აღა­რა­ფე­რი მო­გით­ხროთ, გარ­და იმი­სა, რა­საც გა­ა­მარ­თლებს ღვთის მსჯავ­რი. ამი­ტომ სრუ­ლე­ბით არ გვი­ტა­ცებს დევ­ნუ­ლე­ბის­გან გან­ცდი­ლე­ბის მოხ­სე­ნი­ება, ანუ მა­თი, რომ­ლებ­მაც ცხო­ნე­ბის მარ­ცხი იგე­მეს და თა­ვი­ან­თი ნე­ბით დი­ნე­ბის სიღ­რმე­ებ­ში და­ინთქნენ, ძი­რი­თად თხრო­ბას მხო­ლოდ იმ ამ­ბებს და­ვურ­თავთ, რაც პირ­ველ რიგ­ში ჩვენ თვი­თონ, შემ­დეგ კი მო­მა­ვალ თა­ო­ბებს მო­უ­ტანს სარ­გე­ბელს. აქე­დან და­ვიწ­ყოთ ღვთის სიტ­ყვის მო­წა­მე­თა წმინ­და ბრძო­ლე­ბის შე­ჯა­მე­ბუ­ლი სა­ხით აღ­წე­რა.

დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს მმარ­თვე­ლო­ბის მეც­ხრა­მე­ტე წე­ლი იყო, დის­ტრო­სის თვე, რო­მა­ელ­თა მი­ხედ­ვით მას ეწო­დე­ბა მარ­ტი, რო­დე­საც ახ­ლოვ­დე­ბო­და მაც­ხოვ­რის ვნე­ბის დღე­სას­წა­ული, ყველ­გან გავ­რცელ­და სა­იმ­პე­რიო წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ბრძა­ნებ­და ეკ­ლე­სი­ე­ბის სა­ძირკვლამ­დე დან­გრე­ვას და წმინ­და წე­რი­ლე­ბის დაწ­ვას, და პა­ტი­ვის მიმ­ღე­ბებს აც­ხა­დებ­და პა­ტი­ვაყ­რი­ლად, მსა­ხუ­რებს კი, თუ ქრის­ტი­ა­ნე­ბად დარჩე­ბოდ­ნენ, წა­ერ­თმე­ო­დათ თა­ვი­სუფ­ლე­ბა[4]. და ასე­თი იყო პირ­ვე­ლი წე­რი­ლი ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ. მცი­რე ხნის შემ­დეგ მო­სუ­ლი სხვა წე­რი­ლე­ბით კი ნაბ­რძა­ნე­ბი იყო, რომ ყვე­ლა ად­გი­ლას ეკ­ლე­სი­ის ყვე­ლა თავმჯდო­მა­რე პირ­ველ რიგ­ში გა­და­ე­ცათ საპ­ყრო­ბი­ლე­ში, შემ­დეგ ყვე­ლა ხერ­ხით იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ე­ხა­დათ, რომ მსხვერ­პლი შე­ე­წი­რა.

 

III

მა­შინ, სწო­რედ მა­შინ იბ­რძო­და ახოვ­ნად მრა­ვა­ლი ეკ­ლე­სი­ის მმარ­თვე­ლი სა­ში­ნე­ლი ტან­ჯვა-წა­მე­ბით და წარ­მოაჩენ­და დი­დი ბრძო­ლე­ბის ის­ტო­რი­ას, ათა­სო­ბით სხვას კი სუ­ლი სი­ლაჩრი­სა­გან უხევ­დე­ბო­და და ასე იო­ლად უძ­ლურ­დე­ბო­და პირ­ვე­ლი­ვე შე­მო­ტე­ვი­სა­გან. და­ნარჩენ­თა­გან თი­თოე­ულ­მა კი სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ტან­ჯვე­ლე­ბი გან­ვლო: ზოგს მათ­რა­ხით სცემ­დნენ სხე­ულ­ზე, ზოგს კი ძე­ლით და სხე­უ­ლის გა­უ­საძ­ლი­სი ჩა­მოფ­ხეკ­ვით სჯიდ­ნენ, რი­თაც ზო­გი­ერ­თი სი­ცოც­ხლის უბე­დურ აღ­სას­რულს ეგე­ბე­ბო­და. ზო­გი კი კვლავ სხვაგ­ვარ ბრძო­ლას იტან­და: რად­გან ზო­გი­ერთ მათ­განს ძა­ლით შე­აგ­დებ­დნენ და მი­ყავ­დათ ბინ­ძურ და უწ­მინ­დურ მსხვერპლთან, შემ­დეგ უშ­ვებ­დნენ რო­გორც მსხვერ­პლის შემ­წირ­ველს, თუნ­დაც არ შე­ე­წი­რა მსხვერ­პლი; სხვა კი, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ მი­ახ­ლო­ე­ბია, არც შე­ხე­ბია რა­ი­მე უწ­მინ­დურს, რო­დე­საც სხვე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ შე­წი­რა მსხვერ­პლი, მას დუ­მი­ლით ეტ­ვირ­თა ცი­ლის­წა­მე­ბა და ასე გა­დი­ოდა. სხვას კი აი­ღებ­დნენ ნა­ხევ­რად მკვდარს და რო­გორც უკ­ვე მიც­ვა­ლე­ბულ გვამს აგ­დებ­დნენ. და კვლავ ზოგს ძირს მწო­ლა­რეს დიდ მან­ძილ­ზე მი­ათ­რევ­დნენ ფე­ხე­ბით და მათ შო­რის ირიც­ხე­ბო­და, რომ­ლებ­მაც თვი­თონ შე­წი­რეს მსხერ­პლი. ვი­ღა­ცა გაჰ­ყვი­რის და დი­დი ხმით და­ა­მოწ­მებს მსხვერ­პლის შე­წირ­ვის უარ­ყო­ფას, და სხვაც გა­ი­ძა­ხის, რომ ქრის­ტი­ა­ნი არის, მაც­ხოვ­ნე­ბე­ლი სა­ხე­ლის აღ­სა­რე­ბით გაბრწყი­ნე­ბუ­ლი; სხვა კი და­ჟი­ნე­ბით ამ­ტკი­ცებს, რომ მსხვერ­პლი არ შე­უ­წი­რავს და არც არა­სო­დეს შე­წი­რავს. თუმ­ცა, მათ ამ მიზ­ნით გან­წე­სე­ბუ­ლი რაზ­მის მრა­ვა­ლი ჯა­რის­კა­ცი პირ­ზე სცემს და აჩუ­მებს, სა­ხე­ზე და ყვრი­მა­ლებ­ზეც სცემს, და ძა­ლით აგ­დებს გა­რეთ. ასე ყვე­ლა ხერ­ხით [მსხვერპლშე­წირ­ვის] მოჩვე­ნე­ბით აღ­სრუ­ლე­ბას დიდ რა­მედ მიიჩნევ­დნენ ღვთი­მო­სა­ო­ბის მტრე­ბი[5].

მაგ­რამ წმინ­და მო­წა­მე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ესეც არ გა­მოს­დი­ო­დათ. რო­მე­ლი ჩვე­ნი სიტ­ყვა იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი მა­თი [ღვაწ­ლის] ზედ­მი­წევ­ნით აღ­წე­რი­სათ­ვის?

 

IV

რად­გან ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვით­ხროს ყოვ­ლი­ე­რე­ბის ღმერ­თის ღვთის­მო­სა­ო­ბის გა­მო ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის მი­ერ გა­მოჩე­ნი­ლი საკ­ვირ­ვე­ლი მო­შურ­ნე­ობა; არა მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ აღიძ­რა დევ­ნუ­ლე­ბა, არა­მედ დი­დი ხნით ად­რე, რო­ცა მშვი­დო­ბა ჯერ კი­დევ მტკი­ცე იყო. პირ­ვე­ლად ახ­ლა­ხანს, რო­დე­საც თით­ქოს ღრმა ძი­ლი­დან გა­მოღ­ვი­ძე­ბულ­მა მი­ი­ღო ძა­ლა­უფ­ლე­ბა[6], და ფა­რუ­ლად და უჩინ­რად დე­კი­უ­სი­სა და ვა­ლე­რი­ა­ნეს შემ­დეგ შე­უ­ტია ეკ­ლე­სი­ებს, ერ­თბა­შად არ აღ­ჭურ­ვი­ლა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად, არა­მედ ჯერ მხო­ლოდ ჯარ­ში მყო­ფებ­ზე სცა­და [შე­ტე­ვა] (რად­გან ამით ფიქ­რობ­და, რომ და­ნარჩე­ნე­ბის შეპ­ყრო­ბა იო­ლი იქ­ნე­ბო­და, თუ მათ­თან ბრძო­ლა­ში გა­ი­მარ­ჯვებ­და)[7]: ჩან­და, რომ მრა­ვა­ლი ჯარ­ში მყო­ფი დი­დი სი­ხა­რუ­ლით მი­ე­სალ­მე­ბო­და სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბას, რა­თა არ გამ­ხდა­რიყ­ვნენ ყოვ­ლი­ე­რე­ბის შე­მოქ­მე­დის ღვთის­მო­სა­ო­ბის უარ­მყო­ფე­ლი. რად­გან რო­დე­საც მხე­დართმთა­ვარს, ვინც იყო მა­შინ, ჯერ ახა­ლი დაწ­ყე­ბუ­ლი ჰქონ­და ჯა­რის­კა­ცე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დევ­ნუ­ლე­ბა, მან ჯგუ­ფე­ბად და­ყო ისი­ნი, ჯარ­ში გულ­მოდ­გი­ნედ ჩა­ა­ტა­რა წმენ­და და შეს­თა­ვა­ზა მათ ან და­მორჩი­ლე­ბოდ­ნენ და მა­თი პა­ტი­ვით დამტკბა­რიყ­ვნენ, ან, პი­რი­ქით, მოკ­ლე­ბო­დათ ის, თუ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ ბრძა­ნე­ბას. ქრის­ტეს სა­მე­ფოს უამ­რავ­მა ჯა­რის­კაც­მა უყოყ­მა­ნოდ და უცი­ლობ­ლად ამ­ჯო­ბი­ნა მი­სი აღ­სა­რე­ბა იმ მოჩვე­ნე­ბით დი­დე­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბას, რაც ჰქონ­და. იშ­ვი­ა­თად, მათ­გან ერ­თი თუ ორი არა მხო­ლოდ ღირ­სე­ბი­სა­გან გან­ვარ­და, არა­მედ ღვთის­მო­სა­ო­ბა­ში დგო­მის სა­ნაც­ვლოდ სიკ­ვდი­ლი მი­იღო, მა­შინ შეთ­ქმუ­ლე­ბის მოქ­მე­დი ზოგ­ჯერ ბე­დავ­და, ზო­გი­ერ­თის სის­ხლამ­დე მი­ეყ­ვა­ნა საქ­მე; რო­დე­საც რო­გორც სა­ვა­რა­უ­დო იყო, მორ­წმუ­ნე­თა სიმ­რავ­ლის ეში­ნო­და და ჯერ კი­დევ თავს იკა­ვებ­და, რომ ერ­თი­ა­ნად წა­რე­მარ­თა ომი. რო­გორც კი უფ­რო შიშ­ვლად აღი­ჭურ­ვა საბ­რძოლ­ვე­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლია, სიტ­ყვით მო­გით­ხროთ, თუ რამ­დე­ნი და რო­გო­რი მო­წა­მე­ე­ბი ღვთი­სა იხილ­ვე­ბო­და ყვე­ლა ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში მცხოვ­რებ­თა წი­ნა­შე.

 

V

მყის­ვე, ნი­კო­მი­დი­ა­ში ეკ­ლე­სი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დეკ­რე­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, ერ­თი, არა­თუ უც­ნო­ბი, არა­მედ ამ ცხოვ­რე­ბა­ში დი­დე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ყვე­ლა­ზე სა­ხელ­განთქმულ­თა შო­რის დიდ­გვა­რო­ვა­ნი, მო­შურ­ნე­ო­ბი­თა და ღვთის მი­მართ ცეც­ხლო­ვა­ნი რწმე­ნით აღ­ძრუ­ლი, რო­დე­საც იგი ღი­ად და ხალ­ხის თვალ­წინ და­ა­ყე­ნეს, დაგ­ლი­ჯეს რო­გორც უწ­მინ­დუ­რი და ყვე­ლა­ზე უღ­მერ­თო. რო­დე­საც ეს ხდე­ბო­და, იმა­ვე ქა­ლაქ­ში იმო­ფე­ბო­და ორი იმ­პე­რა­ტო­რი, ერ­თი სხვებ­ზე უფ­რო­სი და მე­ო­რე ის, რო­მელ­საც მის­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­ოთ­ხე სა­ფე­ხუ­რი ეპ­ყრა[8]. მაგ­რამ ეს კა­ცი იყო პირ­ვე­ლი იმ დროს, რო­მელ­მაც ასე­თი საქ­ცი­ე­ლით გა­მოიჩი­ნა თა­ვი და ამას­თან ისე­თი რამ და­ით­მი­ნა, რაც ბუ­ნებ­რი­ვად მოყ­ვე­ბო­და ასეთ კად­ნი­ე­რე­ბას, თვით უკა­ნას­კნელ ამო­სუნთქვამ­დე შე­ი­ნარჩუ­ნა შე­უ­წუ­ხე­ბე­ლი და უშ­ფოთ­ვე­ლი გან­წყო­ბა[9].

 

VI

ბერ­ძნებ­თან თუ ბარ­ბა­რო­სებ­თან [მცხოვ­რებ] ყვე­ლა იმ საკ­ვირ­ველ და სი­მა­მა­ცით სა­ხელ­განთქმულ კა­ცებს შო­რის, რომ­ლებ­საც ოდეს­მე უმ­ღე­როდ­ნენ, დრომ მო­იყ­ვა­ნა საღ­ვთო და გა­მოჩე­ნი­ლი მო­წა­მე­ე­ბი დო­რო­თე და მას­თან ერ­თად სა­იმ­პე­რა­ტო­რო კა­რის მსა­ხუ­რე­ბი. ისი­ნი უმაღ­ლე­სი პა­ტი­ვის ღირ­სი გახ­დნენ მე­უ­ფე­ებ­თან, რომ­ლებ­საც ისი­ნი თა­ვი­ანთ კა­ნო­ნი­ერ შვი­ლებ­ზე არა ნაკ­ლებ უყ­ვარ­დათ; მაგ­რამ მათ ამ­ქვეყ­ნი­ურ დი­დე­ბა­სა და ფუ­ფუ­ნე­ბა­ზე ჭეშ­მა­რი­ტად უფ­რო დიდ სიმ­დიდ­რედ მიიჩნი­ეს ღვთის­მო­სა­ო­ბის გა­მო ძა­გე­ბა, ვნე­ბა და მათ­თვის ახ­ლად გა­მო­გო­ნი­ლი მრა­ვა­ლი სა­ხის სიკ­ვდი­ლი. მათ­გან რო­მე­ლი­მე ერ­თის სი­ცოც­ხლის აღ­სას­რულს მო­ვიხ­სე­ნი­ებთ და მას სხვებ­ზე მო­წევ­ნულ [ტან­ჯვებ­ზე] წარ­მოდ­გე­ნის შე­საქ­მნე­ლად და­ვუ­ტო­ვებთ მკით­ხვე­ლებს.

გა­მოყ­ვა­ნილ იქ­ნა ერ­თი კა­ცი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის შუ­ა­ში ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­შე. უბ­რძა­ნეს მსხვერ­პლის შე­წირ­ვა და რო­დე­საც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, ბრძა­ნეს, მაღ­ლა აე­წი­ათ შიშ­ვე­ლი და მათ­რა­ხე­ბით და­ე­სე­რათ მთე­ლი სხე­ული, ვიდ­რე არ და­ნებ­დე­ბო­და და თუნ­დაც თა­ვი­სი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არ შე­ას­რუ­ლებ­და ნაბ­რძა­ნებს. მაგ­რამ რო­დე­საც ვნე­ბუ­ლი უდ­რე­კი დარჩა, შემ­დეგ უკ­ვე ძვლე­ბიც გა­მოუჩნდა მას და მა­რი­ლით გან­ზა­ვე­ბუ­ლი ძმა­რი და­ას­ხეს სხე­უ­ლის მომ­პალ ასო­ებ­ზე. რო­დე­საც მან ეს ტკი­ვი­ლე­ბიც უგუ­ლე­ბელ­ყო, შუ­ა­ში გა­მო­ი­ტა­ნეს მა­ყა­ლი და ცეც­ხლი, და საჭ­მე­ლი ხორ­ცის მსგავ­სად მი­სი სხე­უ­ლის დარჩე­ნილ ნა­წილს ცეც­ხლით არა ერ­თბა­შად, სწრა­ფად რომ არ გარ­დაც­ვლი­ლი­ყო, არა­მედ ნელ-ნე­ლა წვავ­დნენ; მის ცეცხლზე დამ­დებთ მა­ნამ­დე არ აძ­ლევ­დნენ ახ­სნის ნე­ბას, სა­ნამ ასე­თი ვნე­ბე­ბის შემ­დეგ ნაბ­რძა­ნებ­ზე თან­ხმო­ბას არ ანიშ­ნებ­და. იგი მტკი­ცედ იდ­გა გან­ზრახ­ვა­ზე და გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ამ ტან­ჯვა­ში ამო­უშ­ვა სუ­ლი. ასე­თი იყო სა­იმ­პე­რიო კა­რის ერთ-ერ­თი მსა­ხუ­რის მო­წა­მე­ობა, ნამ­დვი­ლად ღირ­სი მი­სი სა­ხე­ლი­სა. რად­გან პეტ­რე ეწო­დე­ბო­და[10].

და­ნარჩენ­თა მო­წა­მე­ო­ბაც არა ნაკ­ლე­ბი იყო, მაგ­რამ ვუფრთხილ­დე­ბით წიგ­ნის სი­მეტ­რი­ულ გა­ნა­წი­ლე­ბას და ამი­ტომ მათ გა­მოვ­ტო­ვებთ. მხო­ლოდ იმას მო­გით­ხრობთ, თუ რო­გორ გარ­და­იც­ვალ­ნენ ჩა­მოხრჩო­ბით და ღვთივ­ბო­ძე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის ჯილ­დო მო­ი­პო­ვეს დო­რო­თემ და გორ­გო­ნი­ოს­მა სა­იმ­პე­რა­ტო­რო კა­რის სხვა მრა­ვალ მსა­ხურ­თან ერ­თად მრა­ვა­ლი სა­ხის ბრძო­ლის შემ­დეგ.

ამ დროს ნი­კო­მი­დი­ა­ში ეკ­ლე­სი­ის იმ­დრო­ინ­დელ წი­ნამ­დგო­მელს, ან­თი­მოზს[11] ქრის­ტე­სად­მი მოწ­მო­ბის გა­მო თა­ვი მოკ­ვე­თეს. მას და­ე­მა­ტა ერ­თობ­ლი­ვად წა­მე­ბულ­თა სიმ­რავ­ლე. არ ვი­ცი რო­გორ, მაგ­რამ ნი­კო­მი­დი­ა­ში სა­იმ­პე­რა­ტო­რო სა­სახ­ლე­ში გაჩნდა ცეც­ხლი, და ცრუ ეჭ­ვით ჩვე­ნი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხმა გა­ვარ­და და იმ­პე­რა­ტო­რის ბრძა­ნე­ბით ერ­თი­ა­ნად, მთე­ლი ოჯა­ხე­ბით ად­გი­ლობ­რივ ღვთის­მო­შიშ­თა­გან ზო­გი მახ­ვი­ლით მო­იკ­ლა, ზო­გი ცეც­ხლით აღეს­რუ­ლა, რო­დე­საც გად­მო­ცე­მით საღ­ვთო რამ და გა­მო­უთ­ქმე­ლი მო­შურ­ნე­ო­ბით მა­მა­კა­ცე­ბი ქა­ლებ­თან ერ­თად ცეცხლში ვარ­დე­ბოდ­ნენ. ჯა­ლა­თე­ბი მრა­ვალ სხვას დაბ­მულს სვამ­დნენ ნა­ვებ­ში და ზღვის წი­აღ­ში გა­და­უ­ძა­ხებ­დნენ. სა­იმ­პე­რა­ტო­რო კა­რის მსა­ხუ­რე­ბი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, მი­წა­ში სა­თა­ნა­დოდ და­ა­საფ­ლა­ვეს. მაგ­რამ მათ მე­უ­ფე­ე­ბად მიჩნე­ულ­მა პი­როვ­ნე­ბებ­მა ჩათ­ვა­ლეს, რომ კვლავ თა­ვი­დან უნ­და ამო­ეთ­ხა­რათ და გა­და­ეგ­დოთ ზღვა­ში, რა­თა საფ­ლა­ვებ­ში მდე­ბა­რე­თათ­ვის ზო­გი­ერ­თებს თაყ­ვა­ნი არ ეცათ, რო­გორც ფიქ­რობ­დნენ, ისი­ნი მათ თვით ღმერ­თე­ბად მიიჩნევ­დნენ.

ასე­თი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და ნი­კო­მი­დი­ა­ში დევ­ნუ­ლე­ბის დაწ­ყე­ბი­სას. რო­დე­საც მცი­რე ხნის შემ­დეგ ზო­გი­ერ­თებ­მა მე­ლე­ტი­ნედ წო­დე­ბულ მხა­რე­ში და კა­ლავ სხვებ­მა სი­რი­ა­ში სა­იმ­პე­რიო ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა სცა­დეს, იმ­პე­რა­ტო­რის ბრძა­ნე­ბა გა­მო­ვი­და, რომ ყველ­გან ეკ­ლე­სი­ა­თა წი­ნამ­დგო­მე­ლე­ბი საპ­ყრო­ბი­ლე­ებ­ში ჩა­ეგ­დოთ და ბორ­კი­ლე­ბი და­ე­დოთ. და სა­ნა­ხა­ობა, რაც ამას მოყ­ვა, იყო ყო­ველ­გვარ თხრო­ბა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი, რო­დე­საც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა ად­გი­ლას იქ­ნა და­ტუ­სა­ღე­ბუ­ლი, და ყვე­ლა საპ­ყრო­ბი­ლე, ძვე­ლად პირ­ველ რიგ­ში კა­ცისმკვლელ­თათ­ვის და საფ­ლა­ვე­ბის მძარ­ცველ­თათ­ვის გამ­ზა­დე­ბუ­ლი, მა­შინ ეპის­კო­პო­სე­ბით, ხუ­ცე­სე­ბით და დი­აკ­ვნე­ბით, წიგ­ნის მკით­ხვე­ლე­ბით და შემ­ფუ­ცებ­ლე­ბით ივ­სე­ბო­და, ისე რომ ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის გა­მო მსჯავ­რდე­ბულ­თათ­ვის ად­გი­ლი აღარ რჩე­ბო­და.

უფ­რო მე­ტიც, პირ­ველ წე­რილს მოყ­ვა სხვე­ბიც, რომ­ლებ­შიც ნაბ­რძა­ნე­ბი იყო, რომ თუ საპ­ყრო­ბი­ლე­ში მყო­ფი მსხვერპლს შე­წი­რავ­და, გა­ენ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ათ, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამ­წე­ვი კი ათა­სო­ბით სა­ტან­ჯვე­ლით ეწა­მე­ბი­ათ. რო­გორ შეძ­ლებს ვინ­მე, აღ­რიც­ხოს თი­თოე­ულ პრო­ვინ­ცი­ა­ში მო­წა­მე­ები, გან­სა­კუთ­რე­ბით აფ­რი­კა­ში, მავ­რე­ბის პრო­ვინ­ცი­აში, თე­ბა­ი­და­სა და ეგ­ვიპ­ტე­ში? ამ ქვეყ­ნი­დან ზო­გი სხვა ქა­ლა­ქებ­სა და პრო­ვინ­ცი­ებ­ში წა­ვი­და და [იქ] თა­ვი გა­მოიჩი­ნა მო­წა­მე­ო­ბით.

VII

ვი­ცით მათ­გან, ვინ გაბრწყინ­და პა­ლეს­ტი­ნა­ში, ვი­ცით ფი­ნი­კი­ის ტვი­როს­ში მყოფ­ნიც. ვინ არ შეძ­რწუნ­დე­ბა, რო­დე­საც იხი­ლავს უთ­ვა­ლავ­ჯერ მათ­რა­ხით ცე­მას და ამ დროს ღვთის­მო­სა­ო­ბის ჭეშ­მა­რი­ტად სას­წა­უ­ლებ­რივ მებ­რძოლ­თა შე­უ­პოვ­რო­ბას, და მათ­რა­ხით ცე­მის შემ­დეგ მყის­ვე კა­ცი­ჭა­მია მხე­ცებ­თან ბრძო­ლას, და ამ დროს ლე­ო­პარ­დე­ბის, სხვა­დას­ხვა სა­ხის დათ­ვე­ბის, ვე­ლუ­რი ტა­ხე­ბი­სა და გა­ხუ­რე­ბუ­ლი რკი­ნით და­შან­თუ­ლი ხა­რე­ბის თავ­დას­ხმას, და თი­თოე­უ­ლი მხე­ცის მი­მართ კე­თილ­შო­ბილ კაც­თა გა­სა­ო­ცარ მოთ­მი­ნე­ბას? რო­დე­საც ეს ხდე­ბო­და, ჩვენ თვი­თო­ნაც ვეს­წრე­ბო­დით, რო­დე­საც მა­თი მოწ­მო­ბის საგ­ნის, ჩვე­ნი მაც­ხოვ­რის, თვით იე­სო ქრის­ტეს საღ­ვთო ძა­ლა იქ იმ­ყო­ფე­ბო­და და იგი­ვე ძა­ლა მო­წა­მე­ე­ბი­სათ­ვის წარ­მოჩნდე­ბო­და. ხანგრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ცი­ჭა­მია მხე­ცე­ბი ვერ ბე­დავ­დნენ ღვთის­სათ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბის სხე­უ­ლებ­თან შე­ხე­ბას და მი­ახ­ლო­ე­ბას, არა­მედ სხვებს ეს­ხმოდ­ნენ თავს, რომ­ლე­ბიც გა­რე­დან აღი­ზი­ა­ნებ­დნენ. წმინ­და მებ­რძო­ლე­ბი მარ­ტო, შიშ­ვე­ლი იდ­გნენ და ხე­ლებს უქ­ნევ­დნენ, თა­ვი­ანთ თავ­ზე იწ­ვევ­დნენ მათ (რად­გან ეს ჰქონ­დათ ნაბ­რძა­ნე­ბი), მხე­ცე­ბი სა­ერ­თოდ არ ეკა­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ რო­დე­საც მათ­ზე წა­მო­ვი­დოდ­ნენ, რო­გორც რამ საღ­ვთო ძა­ლის­გან ნა­ცე­მე­ბი კვლავ უკან იხევ­დნენ. ეს გრძელ­დე­ბო­და დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და მა­ყუ­რებ­ლებ­ში არა ნაკ­ლებ გა­ო­ცე­ბას იწ­ვევ­და, ისე რომ პირ­ვე­ლის უმოქ­მე­დო­ბის გა­მო მე­ო­რე და მე­სა­მე მხეცს მო­უშ­ვებ­დნენ ხოლ­მე ერ­თსა და იმა­ვე მო­წა­მე­ზე.

შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი იყო ამ [გან­საც­დე­ლის] წი­ნა­შე ამ წმინ­და­ნე­ბის წარ­ბშე­უხ­რე­ლი დგო­მა და ახალ­გაზ­რდა სხე­უ­ლებ­ში სიმ­ტკი­ცე და ურ­ყე­ვი შე­უ­პოვ­რო­ბა. ნა­ხავ­დით იმა­საც, რომ ყმაწ­ვილს ჯერ არ შეს­რუ­ლე­ბო­და ოცი წე­ლი და ბორ­კი­ლე­ბის გა­რე­შე იდ­გა, ხე­ლე­ბი ჯვრის სა­ხედ ჰქონ­და გაწ­ვდი­ლი, და შე­ურ­ყე­ვე­ლი და მშვი­დი გო­ნე­ბით ღვთის მი­მართ ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუფ­ლად აღავ­ლენ­და ლოც­ვებს; სრუ­ლი­ად არ იც­ვლი­და ფეხს, არც იხ­რე­ბო­და იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც იდ­გა, რო­დე­საც რის­ხვი­თა და სიკ­ვდი­ლით მქში­ნა­ვი ლე­ო­პარ­დე­ბი და დათ­ვე­ბი თით­ქმის ეხე­ბოდ­ნენ მის სხე­ულს. მაგ­რამ არ ვი­ცი, თუ რო­გორ ხდე­ბო­და, რომ საღ­ვთო და გა­მო­უთ­ქმე­ლი ძა­ლით მა­თი პი­რი დახ­შუ­ლი იყო და კვლავ უკან მირ­ბოდ­ნენ. და ასე­თი კა­ცი იყო იგი. კვლავ ნა­ხავ­დით სხვებს (ყვე­ლა­ნი სულ ხუ­თი იყ­ვნენ) ვე­ლუ­რი ხარ­თან მიგ­დე­ბულს, რო­მელ­მაც სხვე­ბი, გა­რე­დან მი­ახ­ლო­ე­ბულ­ნი ჰა­ერ­ში რქე­ბით ააგ­დო, დაგ­ლი­ჯა, და ნა­ხევ­რად მკვდა­რი და­ტო­ვა. მხო­ლოდ წმინ­და მო­წა­მე­ებ­ზე რის­ხვი­თა და მუ­ქა­რით წა­მო­სუ­ლი ვერ უახ­ლოვ­დე­ბო­და მათ, რომ­ლე­ბიც იდ­გნენ შე­უ­ჭურ­ვე­ლად, ჩლი­ქე­ბით და რქე­ბით სცემ­და აქეთ-იქით; რო­დე­საც გა­ხუ­რე­ბუ­ლი რკი­ნით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის გა­მო რის­ხვი­თა და მუ­ქა­რით ქში­ნავ­და, საღ­ვთო წი­ნა­გან­გე­ბით უკუ იქ­ცე­ოდა, ისე რომ რო­დე­საც მან ვე­რა­ფე­რი და­უ­შა­ვა, სხვა მხე­ცე­ბი მი­უშ­ვეს მათ­ზე. ბო­ლოს, ამ მხეც­თა მრა­ვალ­ნა­ი­რი სა­ში­ნე­ლი თავ­დას­ხმე­ბის შემ­დეგ მახ­ვი­ლით მოკ­ლეს ყვე­ლა და და­სა­მარ­ხად მი­წის ნაც­ვლად ზღვის ტალ­ღებს მის­ცეს.

 

VIII

ასე­თი შერ­კი­ნე­ბა იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი ტვი­როს­ში ღვთის­მო­სა­ო­ბის გა­მო ეგ­ვიპ­ტე­ლი მებ­რძო­ლე­ბის მი­ერ.

მაგ­რამ კა­ცი აღ­ტა­ცე­ბა­ში მო­ვა მათ­გან, რომ­ლე­ბიც მშობ­ლი­ურ მი­წა­ზე ეწა­მენ, სა­დაც ათა­სო­ბით კაც­მა ქალ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად ჩვე­ნი მაც­ხოვ­რის მოძღვრე­ბის გა­მო, უგუ­ლე­ბელ­ყვეს ეს დრო­ე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა და მრა­ვა­ლი სა­ხის სიკ­ვდი­ლი და­ით­მი­ნეს: ზო­გი მათ­გა­ნი სხე­უ­ლის ჩა­მოფ­ხეკ­ვი­სა და ძელ­ზე გას­მის, და ყვე­ლა­ზე მძი­მე გა­მათ­რა­ხე­ბის და ათა­სი სხვა მრა­ვა­ლი სა­ხის მო­სას­მე­ნად შემ­ზა­რა­ვი სა­ტან­ჯვე­ლე­ბის შემ­დეგ ცეცხლს გა­დას­ცეს, ზო­გი კი ზღვა­ში და­ახრჩვეს, სხვე­ბი ვაჟ­კა­ცუ­რად უშ­ვერ­დნენ თავს მო­საკ­ვე­თად, ზო­გი ტან­ჯვით კვდე­ბო­და, მე­ო­რე­ნი შიმ­ში­ლით იღუ­პე­ბოდ­ნენ, და სხვებს კვლავ ჯვარს აც­მევ­დნენ, ზოგს რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ ბო­როტ­მოქ­მე­დებს, ზოგს კი უფ­რო მძი­მედ, თავ­დაღ­მა აჭე­დებ­დნენ და ცოც­ხალს იცავ­დნენ, ვიდ­რე ზედ ხე­ზე შიმ­ში­ლით არ მოკ­ვდე­ბო­და.

 

IX

ყო­ველ­გვარ სიტ­ყვას აღე­მა­ტე­ბა ის, რა ტან­ჯვა­ცა და ტკი­ვი­ლიც და­ით­მი­ნეს მო­წა­მე­ებ­მა თე­ბა­ი­და­ში. მთე­ლი სხე­უ­ლი ფრჩხი­ლე­ბის მა­გივ­რად თი­ხის ნა­ტე­ხე­ბის და­უგ­ლი­ჯეს ვიდ­რე არ და­ი­ხოც­ნენ, ქა­ლე­ბი კი ფე­ხე­ბით ერ­თად შეკ­რუ­ლი ჰა­ერ­ში ზე­მოთ რა­ღაც მან­ქა­ნე­ბით თავ­და­ყი­რა აწი­ეს, სრუ­ლი­ად შიშ­ვლე­ბი და და­უ­ფა­რა­ვი სხე­უ­ლით, და ეს სა­სირცხვი­ლო, ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი და ყვე­ლა­ზე არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი სა­ნა­ხა­ო­ბა მი­ა­ნი­ჭეს ყვე­ლა მა­ყუ­რე­ბელს. სხვე­ბი კი ხე­ებ­სა და ხის ტო­ტებ­ზე მიბ­მუ­ლი იხო­ცე­ბოდ­ნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­გარ ტო­ტებს რა­ღაც ხრი­კე­ბით ერ­თმა­ნეთ­თან აერ­თებ­დნენ, თი­თოე­ულ­ზე ამ მო­წა­მე­თა ფე­ხებს გა­და­ჭი­მავ­დნენ, შემ­დეგ ტო­ტებს თა­ვი­ანთ ბუ­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად აუშ­ვებ­დნენ: მყის­ვე გლეჯ­და ასო­ებს მათ, რო­მელ­თა წი­ნა­აღ­მდე­გაც ამას აკე­თებ­დნენ მი­სი მომ­გონ­ნი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბო­და არა რამ­დე­ნი­მე დღის ან მოკ­ლე დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­მედ ხანგრძლი­ვად მთე­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე, ზოგ­ჯერ დღე­ში ათ­ზე მეტს კლავ­დნენ, ზოგ­ჯერ - ოც­ზე მეტს, სხვა დროს - არა ნაკ­ლებ ოც­და­ა­თი­სა, და კვლავ ზოგ­ჯერ - ასს; კა­ცებს სრუ­ლი­ად ჩვი­ლებ­თან და ქა­ლებ­თან ერ­თად, ერ­თი­მე­ო­რის მო­ნაც­ვლე­ო­ბით სხვა­დას­ხვა სას­ჯე­ლე­ბით სჯიდ­ნენ.

ჩვენ თვი­თონ იქ ვიმ­ყო­ფე­ბო­დით, რო­ცა ერთ დღე­ში ამ ად­გი­ლებ­ზე ერ­თბა­შად უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა და­ით­მი­ნა თა­ვის მოკ­ვე­თა, სხვებ­მა კი - ცეც­ხლით სას­ჯე­ლი; ისე რომ მკვლე­ლი მახ­ვი­ლი ბლაგ­ვდე­ბო­და, სუს­ტდე­ბო­და და ტყდე­ბო­და, ან თვი­თონ ჯა­ლა­თე­ბი ძა­ლი­ან იღ­ლე­ბოდ­ნენ და ერ­თმა­ნეთს ცვლიდ­ნენ. მა­შინ ვუ­ყუ­რებ­დით ღვთის ქრის­ტეს მი­მართ მორ­წმუ­ნე­ე­ბის უსაკ­ვირ­ვე­ლეს აღძვრას, ჭეშ­მა­რი­ტად საღ­ვთო ძა­ლა­სა და მო­შურ­ნე­ო­ბას. პირ­ველ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ბრძა­ნე­ბის გა­მო­ცე­მას­თან ერ­თად სხვა ად­გი­ლე­ბი­დან სხვე­ბი მირ­ბოდ­ნენ მსა­ჯუ­ლის სა­ვარ­ძელ­თან და მის წი­ნა­შე აღი­ა­რებ­დნენ, რომ ქრის­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. სა­ში­ნე­ლი და მრა­ვალ­გვა­რი სა­ტან­ჯვე­ლე­ბის მი­მართ ყოვ­ლი­ე­რე­ბის ღმერ­თის ღვთის­მო­სა­ო­ბის გა­მო სი­ხა­რუ­ლით, უზ­რუნ­ვე­ლად იდ­გნენ უშიშ­რად გა­კად­ნი­ე­რე­ბუ­ლე­ბი, ისე რომ ფსალ­მუ­ნებ­დნენ, სა­გა­ლობ­ლებ­სა და მად­ლი­ე­რე­ბას აღავ­ლენ­დნენ ყოვ­ლი­ე­რე­ბის ღმერ­თი­სად­მი მათ უკა­ნას­კნელ ამო­სუნთქვამ­დე. ესე­ნი სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით უფ­რო საკ­ვირ­ვე­ლი იყ­ვნენ ისი­ნი, რომ­ლე­ბიც სიმ­დიდ­რით, გვა­რიშ­ვი­ლო­ბით, დი­დი სა­ხე­ლით და ფი­ლო­სო­ფი­ით გა­მო­ირჩე­ოდ­ნენ, და ყვე­ლა­ფერს მე­ო­რე ად­გილ­ზე აყე­ნებ­დნენ ჭეშ­მა­რი­ტი ღვთის­მო­სა­ო­ბი­სა და ჩვე­ნი უფ­ლი­სა და მაც­ხოვ­რის იე­სო ქრის­ტე­სად­მი რწმე­ნის გუ­ლის­თვის. ასე­თი იყო ფი­ლო­რო­მო­სი, ვი­საც ება­რა ალექ­სან­დრი­ა­ში სა­იმ­პე­რიო გამ­გებ­ლო­ბის არც თუ ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბის რამ ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც რო­მა­ელ­თა ღირ­სე­ბი­თა და პა­ტი­ვით შემ­კუ­ლი, შუ­ბო­სან ჯა­რის­კაც­თა თან­ხლე­ბით, ყო­ველ დღე ას­რუ­ლებ­და მსა­ჯუ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბას. ასე­თი იყო ფი­ლე­ა­სი თმუ­ი­ტელ­თა ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სი, სამ­შობ­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო მდგო­მა­რე­ო­ბი­თა და მსა­ხუ­რე­ბით, და ფი­ლო­სო­ფი­ა­ში გან­სწავ­ლუ­ლო­ბით გა­მორჩე­უ­ლი კა­ცი. მათ ათა­სო­ბით ადა­მი­ანი, სის­ხლით ნა­თე­სა­ვე­ბი და სხვა მე­გობ­რე­ბი თხოვ­დნენ, მე­ტიც, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბიც, გარ­და ამი­სა თვი­თონ მსა­ჯუ­ლი მო­უ­წო­დებ­და, რა­თა თა­ვი­ან­თი თა­ვი შეს­ცო­დე­ბო­დათ, მოფრთხი­ლე­ბოდ­ნენ შვი­ლებ­სა და ცო­ლებს, ასეთ­მა თხოვ­ნებ­მა ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მი­იყ­ვა­ნეს ისი­ნი იქამ­დე, რომ სი­ცოც­ხლის სიყ­ვა­რუ­ლი აერჩი­ათ და ჩვე­ნი მაც­ხოვ­რის მცნე­ბე­ბი აღ­სა­რე­ბი­სა და უარ­ყო­ფის შე­სა­ხებ უგუ­ლე­ბე­ლე­ყოთ; მა­მა­ცი და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბით, უფ­რო კი ღვთის­მო­სა­ო­ბი­თა და ღვთის­სათ­ნო სუ­ლით მსა­ჯუ­ლის არა­ნა­ი­რი მუ­ქა­რას და შე­უ­რაც­ხყო­ფას არ შე­ე­პუ­ენ. და ორი­ვეს თა­ვი მოკ­ვე­თეს[12].

 

X

მას შემ­დეგ, რაც გა­რე­შე გან­სწავ­ლუ­ლო­ბის გა­მო, რო­გორც ვთქვით, მრა­ვა­ლი სიტ­ყვის ღირ­სი გახ­და ფი­ლე­ასი, დე, თვი­თონ მოგ­ვევ­ლი­ნოს სა­კუ­თა­რი თა­ვის მოწ­მედ, წარ­მოგ­ვიჩი­ნოს თა­ვი­სი თა­ვი, თუ ვინ იყო; ამას­თან მის დროს ალექ­სან­დრი­ა­ში მომ­ხდა­რი მო­წა­მე­ო­ბა­ნი ჩვენ­ზე უფ­რო მე­ტი ზედ­მი­წევ­ნი­თო­ბით მოგ­ვით­ხროს შემ­დე­გი სიტ­ყვე­ბით:

თმუ­ი­ტე­ლე­ბის მი­მართ ფი­ლე­ა­სის წე­რი­ლე­ბი­დან

"მა­შინ რო­ცა ყვე­ლა ეს მა­გა­ლი­თი, ნი­მუ­ში და მშვე­ნი­ე­რი ნი­შა­ნი ჩვენს წი­ნა­შე დევს საღ­ვთო და წმინ­და წე­რი­ლებ­ში, ნე­ტა­რი მო­წა­მე­ნი ჩვენ­თან ერ­თად არა­ნა­ი­რად არ ყოყ­მა­ნობ­დნენ, და სუ­ლის თვა­ლებს ყო­ვე­ლი­ვე­ზე მაღ­ლა მდგომ ღმერთს უმ­წიკ­ვლოდ მი­აპ­ყრობ­დნენ და ღვთის­მო­სა­ო­ბის გუ­ლის­თვის სიკ­ვდილს გო­ნე­ბა­ში შე­იწ­ყნა­რებ­დნენ, მტკი­ცედ ეპ­ყრათ მო­წო­დე­ბა, აღ­მოაჩენ­დნენ რა ჩვენს უფალს იე­სო ქრის­ტეს ჩვენს გა­მო გან­კა­ცე­ბულს, რა­თა ყვე­ლა ცოდ­ვა ამო­ე­ძირ­კვა, და სა­უ­კუ­ნო ცხოვ­რე­ბა­ში შე­სას­ვლე­ლი უზ­რუნ­ვე­ლე­ყო ჩვენ­თვის. რად­გან ნა­ტა­ცე­ბად არ მიიჩნია ღვთის სწო­რად ყოფ­ნა, არა­მედ წარ­მო­ი­ცა­რი­ე­ლა თა­ვი­სი თა­ვი და მო­ნის ხა­ტი მი­იღო, და გა­რეგ­ნო­ბით წარ­მოჩნდა რო­გორც ადა­მი­ა­ნი და თა­ვი და­იმ­დაბ­ლა სიკ­ვდი­ლამ­დე, ჯვრის სიკ­ვდი­ლამ­დე (ფილ. 2, 6‑8). ამი­ტომ ეშუ­რე­ბოდ­ნენ უფ­რო მეტ მადლს ქრის­ტე­შე­მო­სი­ლი მო­წა­მე­ე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რი ვნე­ბი­თა და ყვე­ლა სა­ხის ხრი­კე­ბით და­ტან­ჯულ­ნი, არა ერ­თი­ა­ნად, არა­მედ ზოგ­ჯერ გან­მე­ო­რე­ბით [ტან­ჯვის] დათ­მე­ნი­თაც, შუ­ბოს­ნე­ბი მათ არა მხო­ლოდ ყვე­ლა სა­ხის სიტ­ყვი­ე­რი მუ­ქა­რით, არა­მედ საქ­მე­ე­ბი­თაც შე­უ­რაც­ხყოფ­დნენ, ისი­ნი თა­ვი­ანთ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა­ზე უარს არ ამ­ბობ­დნენ, რად­გან "სრუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გა­ნაგ­დებს შიშს" (1 იოან. 4, 18). მა­თი სათ­ნო­ე­ბი­სა და თი­თოე­ულ ტან­ჯვა­ზე მათ მი­ერ გა­მოჩე­ნი­ლი სი­მა­მა­ცის ჩა­მო­სათ­ვლე­ლად ვის ეყო­ფა სიტ­ყვა? რო­დე­საც შე­უ­რაც­ხყო­ფის მი­ყე­ნე­ბის ყვე­ლა მსურ­ველს ნე­ბა ეძ­ლე­ოდა, ზო­გი ჯო­ხით სცემ­და, ზო­გი წკეპ­ლით, სხვე­ბი კი მათ­რა­ხით, ზო­გიც კვლავ ღვე­დით, ან თო­კით. და იყო ტან­ჯვა-წა­მე­ბის სა­ნა­ხა­ო­ბა ცვა­ლე­ბა­დი და მრა­ვა­ლი ბო­რო­ტე­ბის მომ­ცვე­ლი. რად­გან ზოგს უკან ხელ­შეკ­რულს კი­დებ­დნენ ძელ­ზე და რა­ღაც ხრი­კე­ბით უჭი­მავ­დნენ ყვე­ლა კი­დურს, შემ­დეგ მტარ­ვა­ლებს ებ­რძა­ნე­ბო­დათ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფე­ბი­სათ­ვის მთელ სხე­ულ­ზე გა­და­ევ­ლოთ, წა­მე­ბის ია­რა­ღე­ბით ეგ­ვე­მათ არა მხო­ლოდ გვერ­დე­ბი რო­გორც ეს ხდე­ბა მკვლე­ლებ­ზე, არა­მედ მუ­ცე­ლი, წვი­ვე­ბი და ყვრი­მა­ლე­ბი. სხვებს კი ცა­ლი ხე­ლით სვეტ­ზე კი­დებ­დნენ და მაღ­ლა წევ­დნენ, კი­დუ­რე­ბის და ასო­ე­ბის და­ჭი­მუ­ლო­ბა ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ ტკი­ვილს აყე­ნებ­და მათ. ზოგს სვეტ­ზე პირ­შექ­ცე­ვით აბამ­დნენ ისე, რომ ფე­ხე­ბით მი­წას არ ეხე­ბოდ­ნენ, სხე­უ­ლის სიმ­ძი­მის და­წო­ლით ბორ­კი­ლე­ბი და­ძა­ბუ­ლო­ბის ძა­ლით ზე­მოთ ქაჩავ­და. და ამას ით­მენ­დნენ, არა იმ დრო­ის განმვლო­ბა­ში, რო­დე­საც მმარ­თვე­ლი ესა­უბ­რე­ბო­და მათ და მა­თი საქ­მით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, არა­მედ თით­ქმის მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. რად­გან რო­დე­საც სხვებ­ზე გა­და­დი­ოდა, პირ­ველ­თა დაკ­ვირ­ვე­ბი­სათ­ვის უტო­ვებ­და თა­ვი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბით აღ­ჭურ­ვილ მსა­ხურთ; თუ მათ შემთხვე­ვით მოეჩვე­ნე­ბო­დათ, რომ ვინ­მე იძ­ლია ტან­ჯვე­ბის­გან და და­ნებ­და, ულ­მობ­ლად ბრძა­ნებ­და ბორ­კი­ლე­ბი­თაც მი­ახ­ლო­ე­ბოდ­ნენ, ამის შემ­დეგ სულ­თმობ­რძა­ვებს ძირს აგ­დებ­დნენ და მი­წა­ზე მი­ათ­რევ­დნენ. მათ ჩვენს მი­მართ ზრუნ­ვის ნა­ტა­მა­ლიც არ მო­ე­პო­ვე­ბო­დათ, არა­მედ ისე მსჯე­ლობ­დნენ და მოქ­მე­დებ­დნენ, თით­ქოს ჩვენ მე­ტად აღარ ვარ­სე­ბობ­დით. ეს მე­ო­რე სა­ტან­ჯვე­ლი მო­ი­ფიქ­რეს ჩვენ­მა მტრებ­მა ამ გვე­მა­ზე და­მა­ტე­ბით. ზო­გი­ერთს ამ ტან­ჯვე­ბის შემ­დეგ აწ­ვენ­დნენ ფი­ცარ­ზე და ფე­ხებს უჭი­მავ­დნენ მე­ოთ­ხე ნახ­ვრე­ტამ­დე, ისე რომ იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ ფი­ცარ­ზე გუ­ლაღ­მა და­წო­ლი­ლიყ­ვნენ, რად­გან [წა­მოჯ­დო­მა] არ შე­ეძ­ლოთ გვე­მის­გან მთელ სხე­ულ­ზე ახ­ლად­მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის გა­მო. სხვე­ბი პირ­ქვე დამ­ხო­ბი­ლი იწ­ვნენ სა­ტან­ჯვე­ლე­ბის ერ­თბა­შად გა­მო­ყე­ნე­ბის გა­მო; მა­ყუ­რე­ბელ­თათ­ვის მოქ­მე­დე­ბა­ზე უფ­რო სა­ში­ნელ სა­ნა­ხა­ო­ბას წარ­მო­ად­გენ­დნენ, მრა­ვალ­ნა­ი­რი და სხვა­დას­ხვა სა­ხის ტან­ჯვა-წა­მე­ბის კვალს ატა­რებ­დნენ სხე­უ­ლებ­ზე. საქ­მის ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ზო­გი ტან­ჯვით კვდე­ბო­და, მტერს მოთ­მი­ნე­ბით არცხვენ­და, ზო­გი კი ნა­ხე­ვარ­დამკვდა­რი საპ­ყრო­ბი­ლე­ში ჩამწყვდე­უ­ლი არ­ცთუ მრა­ვა­ლი დღის შემ­დეგ ტკი­ვი­ლე­ბი­სა­გან აღეს­რუ­ლე­ბო­და; და­ნარჩე­ნე­ბი მკურ­ნა­ლო­ბით გა­მომ­ჯო­ბინ­დე­ბოდ­ნენ და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში საპ­ყრო­ბი­ლე­ში ცხოვ­რე­ბის­გან კი­დევ უფ­რო მა­მა­ცი ხდე­ბოდ­ნენ. ასე რომ, რო­დე­საც ებ­რძა­ნე­ბო­დათ არჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა: ან შე­ხე­ბოდ­ნენ უწ­მინ­დურ მსხვერპლს და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი ყო­ფი­ლიყ­ვნენ, და მათ­გან მი­ე­ღოთ დაწ­ყევ­ლი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ან არ შე­ე­წი­რათ და სიკ­ვდი­ლის სას­ჯე­ლი მი­ე­ღოთ; ისი­ნი უყოყ­მა­ნოდ, სი­ხა­რუ­ლით მი­დი­ოდ­ნენ სიკ­ვდილ­ზე, რად­გან წმინ­და წე­რი­ლი­დან იცოდ­ნენ, რაც იყო ჩვენ­თვის წი­ნა­გან­საზღვრუ­ლი. რად­გან ამ­ბობს: "სხვა ღმერ­თე­ბის­თვის მსხვერ­პლის შემ­წირ­ვე­ლი და­ი­ღუ­პე­ბა" (გა­მოს. 22, 20), და რომ "არ იყოს შენ­თვის სხვა ღმერ­თე­ბი ჩემს გარ­და" (იქ­ვე 20, 3).

ასე­თი არის ჭეშ­მა­რი­ტად ფი­ლო­სო­ფო­სის და ამას­თან ღვთი­მოყ­ვა­რე მო­წა­მის სიტ­ყვე­ბი, წარ­მოთ­ქმუ­ლი მი­სი აღ­სას­რუ­ლის წინ, რო­დე­საც ჯერ კი­დევ პა­ტიმ­რო­ბის წე­სის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლე­ბიც მი­წე­რა მის სამ­რევ­ლო­ში მყოფ ძმებს. ერ­თი მხრივ, წარ­მოაჩენს იმ მდგო­მა­რე­ო­ბას, რა­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­ო­რე მხრივ, მათ ამ­ხნე­ვებს, რა­თა მტკი­ცედ ეპ­ყრათ ქრის­ტე­ში ღვთის­მო­სა­ო­ბა მი­სი მო­სა­ლოდ­ნე­ლი აღ­სას­რუ­ლის შემ­დეგ. მაგ­რამ რა სა­ჭი­როა ბევ­რი ლა­პა­რა­კი და მთელ მსოფ­ლი­ო­ში ღვთივ­შვე­ნი­ერ მო­წა­მე­თა ბრძო­ლე­ბის ახალ მა­გა­ლი­თებ­ზე ახ­ლის დარ­თვა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­თი, რომ­ლებ­საც არა სა­ზო­გა­დო კა­ნო­ნით, არა­მედ მტრის მსგავ­სად თავს ეს­ხმოდ­ნენ?

 

XI

ფრი­გი­ა­ში მთლი­ა­ნად ქრის­ტი­ა­ნე­ბით და­სახ­ლე­ბულ მცი­რე ქა­ლაქს[13] წრედ შე­მო­ერტყნენ შეი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი, ცეც­ხლი წა­უ­კი­დეს და ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ყოვ­ლი­ე­რე­ბის ღმერთს მო­უხ­მობ­დნენ, ჩვილ ბავ­შვებ­თან და ქა­ლებ­თან ერ­თად დაწ­ვეს; რად­გან ქა­ლა­ქის მთე­ლი მო­სახ­ლე­ობა, თვი­თონ ქა­ლა­ქის თა­ვი და სარ­დლე­ბი სხვა მა­გის­ტრებ­თან, ერ­თად და მთე­ლი ხალ­ხი თა­ვის თავს ქრის­ტი­ა­ნე­ბად აღი­ა­რებ­დნენ და არ ემორჩი­ლე­ბოდ­ნენ მათ, ვინც უბ­რძა­ნებ­და კერპთმსა­ხუ­რე­ბას.

და იყო ერ­თი სხვა კა­ციც, რო­მა­ე­ლებ­თან მა­ღა­ლი წო­დე­ბის მქო­ნე, სა­ხე­ლად ადავ­ქტი­უსი, წარ­მო­მავ­ლო­ბით იტა­ლი­ე­ლებს შო­რის გა­მოჩე­ნი­ლი ოჯა­ხი­დან. იგი იყო კა­ცი, რო­მელ­მაც იმ­პე­რა­ტო­რებ­თან ყვე­ლა სა­ხის პა­ტი­ვი მო­ი­პო­ვა, ისე რომ მთა­ვა­რი გან­მგებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა, რა­საც მათ­თან ხა­ზი­ნის მა­გის­ტრი და გან­მგე­ბე­ლი ეწო­დე­ბა, უმ­წიკ­ვლოდ გაი­არა, ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად თა­ვი გა­მოიჩი­ნა ღვთის­მო­სა­ო­ბა­ში კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი­თა და ღვთის ქრის­ტე­სად­მი აღ­სა­რე­ბე­ბით, და მო­წა­მე­ო­ბის გვირ­გვი­ნით შემ­კულ იქ­ნა; რო­დე­საც თვით ხა­ზი­ნის გამ­გებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, ღვთის­მო­სა­ო­ბის გა­მო ბრძო­ლა და­ით­მი­ნა.

 

XII

რა სა­ჭი­როა ახ­ლა და­ნარჩენ­თა სა­ხე­ლე­ბით მოხ­სე­ნი­ება, ან მა­მა­კაც­თა სიმ­რავ­ლის აღ­რიც­ხვა, ან საკ­ვირ­ველ მო­წა­მე­თა მრა­ვა­ლი სა­ხის ტან­ჯვე­ბის აღ­წე­რა, რომ­ლებ­საც ზოგ­ჯერ ნა­ჯა­ხე­ბით ჩე­ხავ­დნენ, რო­გორც არა­ბეთ­ში მოხ­და, ზოგ­ჯერ წვი­ვებს უმტვრევ­დნენ, რო­გორც ეს მოხ­და კა­ბა­დო­კი­აში, და ზოგ­ჯერ ფე­ხე­ბით თავ­და­ყი­რა კი­დებ­დნენ და, ვიდ­რე ნელ ცეცხლზე იწ­ვოდ­ნენ, დამ­წვა­რი ხის გა­მოშ­ვე­ბუ­ლი კვამ­ლით იხრჩო­ბოდ­ნენ, რო­გორც შე­ემთხვათ მე­სო­პო­ტა­მი­ა­ში მცხოვ­რებთ, ზოგ­ჯერ ცხვირს, ყუ­რებ­სა და ხე­ლებს აჭ­რიდ­ნენ, და სხე­უ­ლის და­ნარჩენ ასო­ებ­სა და ნა­წი­ლებს, რო­გორც ეს ალექ­სან­დრი­ა­ში მოხ­და?

რა­ტომ უნ­და აღ­ვად­გი­ნოთ ხსოვ­ნა ან­ტი­ო­ქი­ე­ლი მო­წა­მე­ე­ბი­სა, რომ­ლებ­საც გა­ხუ­რე­ბუ­ლი შან­თით არა სა­სიკ­ვდი­ლოდ, არა­მედ ხანგრძლი­ვი ტან­ჯვის მიზ­ნით წვავ­დნენ; და სხვა­თა, რომ­ლე­ბიც უმალ სა­კუ­თარ მარ­ჯვე­ნას მის­ცემ­დნენ ცეცხლს, ვიდ­რე უწ­მინ­დურ მსხვერპლს[14], და სა­ნამ შე­იპ­ყრობ­დნენ და შეთ­ქმულ­თა ხელ­ში ჩა­ვარ­დე­ბოდ­ნენ, მა­ღა­ლი სახ­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვი­დან იგ­დებ­დნენ თავს, და სიკ­ვდილს უღ­მერ­თო­თა ბო­რო­ტე­ბა­თა­გან გა­მო­ტა­ცე­ბულ ჯილ­დოდ მიიჩნევ­დნენ[15]?

და ერ­თმა წმინ­და ადა­მი­ან­მა, სუ­ლის სათ­ნო­ე­ბით საკ­ვირ­ველ­მა, სხე­უ­ლით კი ქალ­მა და ან­ტი­ო­ქი­ა­ში მცხოვ­რებ­თა­გან სიმ­დიდ­რით, წარ­მო­მავ­ლო­ბი­თა და პა­ტი­ვით ყვე­ლას­თან სა­ხელ­განთქმულ­მა ღვთის­მო­სა­ო­ბის მცნე­ბე­ბით გა­მო­ზარ­და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი სხე­უ­ლის სი­ლა­მა­ზით გა­მორჩე­უ­ლი და სრუ­ლად გა­ფურჩქნუ­ლი. მრა­ვა­ლი მათ მი­მართ შუ­რით აღ­ძრუ­ლი ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით ეძებ­და მათ კვალს, რომ­ლე­ბიც და­მა­ლუ­ლი იყ­ვნენ; შემ­დეგ გა­ი­გეს, რომ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ, მზაკ­ვრუ­ლად მო­ი­ფიქ­რეს და ან­ტი­ო­ქი­ა­ში მო­უხ­მეს, და ჯა­რის­კა­ცე­ბის მი­ერ გაბ­მულ ბა­დე­ში გა­ეხ­ვივ­ნენ. რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, რომ თვი­თო­ნაც და შვი­ლე­ბიც გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ, ქა­ლიშ­ვი­ლებს და­უწ­ყო სა­უ­ბა­რი ამ ადა­მი­ან­თა­გან მო­სა­ლოდ­ნელ სა­ში­ნელ საქ­მე­ებ­ზე და ყვე­ლა სა­ში­ნე­ლე­ბა­ზე უფ­რო აუ­ტა­ნელ­ზე, გარყვნის მუ­ქა­რა­ზე. იგი მო­უ­წო­დებ­და თა­ვის თავს და მათ, რომ ყუ­რის კი­დი­თაც არ აე­ტა­ნათ ამის მოს­მე­ნა, არა­მედ ეუბ­ნე­ბო­და, რომ სუ­ლის მი­ცე­მა დე­მონ­თა მო­ნო­ბი­სათ­ვის ყვე­ლა სა­ხის სიკ­ვდილ­ზე და ყვე­ლა­ნა­ირ და­ღუპ­ვა­ზე უა­რე­სი იყო. ყო­ვე­ლი­ვე ამის­გან ხსნის ერთ გზას სთა­ვა­ზობ­და, უფალ­თან გაქ­ცე­ვას. და რო­დე­საც აზ­რით და­ე­თანხმნენ და სხე­უ­ლი ტა­ნი­სა­მო­სით სა­თა­ნა­დოდ შე­ი­მო­სეს, შუა გზა­ზე მცვე­ლებს სთხო­ვეს მცი­რე ხნით შეს­ვე­ნე­ბის ნე­ბა და­ერ­თოთ, და მდი­ნა­რე­ში გა­დახ­ტნენ[16].

ასე და­სა­ჯეს მათ სა­კუ­თა­რი თა­ვი. იმა­ვე ან­ტი­ო­ქი­ა­ში ცხოვ­რობ­და სხვა ორი ქალ­წუ­ლი ყვე­ლა საქ­ცი­ე­ლით ღვთივ­შვე­ნი­ერი, ჭეშ­მა­რი­ტი, გვა­რით - სა­ხე­ლო­ვა­ნი, ცხოვ­რე­ბით - ბრწყინ­ვა­ლე, ასა­კით - ახალ­გაზ­რდა, სხე­უ­ლით - ლა­მა­ზი, სუ­ლით - მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, საქ­ცი­ე­ლით - ღვთის­მო­სა­ვი, მო­შურ­ნე­ო­ბით - გა­სა­ო­ცა­რი. დე­მონ­თა მსა­ხუ­რებ­მა ბრძა­ნეს მა­თი ზღვა­ში ჩაგ­დე­ბა, თით­ქოს მი­წა ვერ ზი­დავ­და ასეთ [სრულ­ყო­ფი­ლე­ბას].

ეს ამ­ბე­ბი მოხ­და მათ­თან. სხვე­ბი პონ­ტო­ში ევ­ნენ იმ სა­ხით, რომ მო­სას­მე­ნა­დაც კი შემ­ზა­რა­ვია. ლერ­წმის ღე­რო­ებს ხე­ლის თი­თებ­ში ფრჩხი­ლებ­ქვეშ უყ­რიდ­ნენ. სხვე­ბის შემთხვე­ვა­ში, ტყვი­ას ად­ნობ­დნენ, მდუ­ღა­რე და ცეც­ხლო­ვან ნი­ვი­თე­რე­ბას ზურ­გზე ას­ხამ­დნენ და სხე­უ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ცოც­ხლო ნა­წი­ლებს უწ­ვავ­დნენ. სხვე­ბი კი ენი­თუთ­ქმე­ლი ასო­ე­ბი­სა და შიგ­ნე­უ­ლო­ბის სა­სირცხვი­ლო, ულ­მო­ბე­ლი და სიტ­ყვით აუ­წე­რე­ლი ვნე­ბე­ბი და­ით­მი­ნეს, რომ­ლე­ბიც კე­თილ­შო­ბილ­მა და კა­ნონ­მორჩილ­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მე­ტი გულ­მოდ­გი­ნე­ბით მო­ი­ფიქ­რეს და თა­ვი­ან­თი სი­სას­ტი­კე წარ­მოაჩი­ნეს, რო­გორც რამ სიბრძნის სათ­ნო­ება; მუ­დამ უფ­რო ახა­ლი სა­ტან­ჯვე­ლე­ბით, რო­გორც რამ შე­ჯიბ­რე­ბა­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ჯილ­დო­ე­ბით, ერ­თმა­ნეთს აღე­მა­ტე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთ­თან მო­პა­ექ­რე­ნი.

მაგ­რამ დად­გა ამ უბე­დუ­რე­ბე­ბის და­სას­რუ­ლი, ამი­ე­რი­დან უა­რი თქვეს ბო­რო­ტე­ბა­თა ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა­ზე და მკვლე­ლო­ბე­ბით და­ი­ღალ­ნენ და სის­ხლის ღვრის­გან აივ­სნენ და გაძ­ღნენ, მო­უბ­რუნ­დნენ იმას, რა­საც ისი­ნი სი­კე­თედ და კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბად მიიჩნე­ვენ, ისე რომ მე­ტად აღარ ფიქ­რობ­დნენ ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჩა­დე­ნას. ამ­ბობ­დნენ, რომ თა­ნა­ტო­მელ­თა სის­ხლით არ უნ­და და­ეს­ვა­რათ ქა­ლა­ქე­ბი, არც სი­სას­ტი­კე­ში ბრა­ლე­უ­ლი გა­ე­ხა­დათ უზე­ნა­ეს მმარ­თველ­თა ძა­ლა­უფ­ლე­ბა; არა­მედ ყვე­ლას მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და მშვი­დი უნ­და ყო­ფი­ლიყ­ვნენ, და ყვე­ლას უნ­და მიწ­ვდო­მო­და კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და სა­იმ­პე­რიო ხელ­მწი­ფე­ბის უფ­რო აღ­მა­ტე­ბუ­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბა, და სიკ­ვდი­ლით მე­ტად აღარ უნ­და და­ე­სა­ჯათ. რად­გან ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ მა­თი ეს სას­ჯე­ლი გა­უქ­მდა მმარ­თველ­თა კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბის გა­მო. მა­შინ ნაბ­რძა­ნე­ბი იქ­ნა თვა­ლე­ბის ამოთ­ხრა და ერ­თი წვი­ვის და­სა­ხიჩრე­ბა. რად­გან ეს იყო მათ­თვის კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა და ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ სას­ჯე­ლე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა. ასე რომ, უღ­მერ­თო­თა ამ კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბის გა­მო შე­უძ­ლე­ბე­ლია, აღი­წე­როს ყო­ველ­გვარ სიტ­ყვა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი სიმ­რავ­ლე მა­თი, რომ­ლებ­საც ჯერ მარ­ჯვე­ნა თვა­ლი ამოთ­ხა­რეს მახ­ვი­ლით, შემ­დეგ ცეც­ხლით მო­უწ­ვეს, მარ­ცხე­ნა ფე­ხი სახ­სრებ­ში შან­თი­სა­გან გა­მო­უ­სა­დე­გა­რი გა­უ­ხა­დეს და ამის შემ­დეგ პრო­ვინ­ცი­ებ­ში სპი­ლენ­ძის მა­ღა­რო­ებ­ში გაგ­ზავ­ნეს, არა იმ­დე­ნად მსა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის რამ­დე­ნა­დაც ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბი­სა და ტან­ჯვა-წა­მე­ბი­სათ­ვის მი­უ­სა­ჯეს. ყვე­ლა მათ­თან ერ­თად იყ­ვნენ სხვე­ბიც, სხვა ბრძო­ლებ­ში ჩაბ­მუ­ლე­ბი, რი­სი ჩა­მოთ­ვლაც შე­უძ­ლე­ბე­ლია; რად­გან მა­თი სი­მა­მა­ცე სძლევს ყვე­ლა სიტ­ყვას.

ამ დროს მთელ მსოფ­ლი­ო­ში გაბრწყინ­დნენ ქრის­ტეს დი­დად სა­ხე­ლო­ვა­ნი მო­წა­მე­ები, რომ­ლებ­მაც მა­თი სი­მა­მა­ცის თვით­მხილ­ვე­ლე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, ყველ­გან გა­ნაც­ვიფ­რეს, და ჩვე­ნი მაც­ხოვ­რის ჭეშ­მა­რი­ტად საღ­ვთო და გა­მო­უთ­ქმე­ლი ძა­ლის ცხა­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა თა­ვი­ან­თი თა­ვის მეშ­ვე­ო­ბით წარ­მო­ად­გი­ნეს. თი­თოე­უ­ლი სა­ხე­ლის მოხ­სე­ნი­ე­ბას დი­დი დრო დას­ჭირ­დე­ბა, რომ არა ვთქვათ, - ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი რამ არის.

 

XIII

ცნო­ბილ ქა­ლა­ქებ­ში წა­მე­ბულ სა­ეკ­ლე­სიო მმარ­თველ­თა­გან ქრის­ტეს სა­მე­ფოს მო­წა­მედ ღვთის­მო­სავ­თა სვე­ტებ­ზე ჩვენს მი­ერ პირ­ველ რიგ­ში უნ­და ჩა­ი­წე­როს ნი­კო­მი­დი­ელ­თა ქა­ლა­ქის ეპის­კო­პო­სი ან­თი­მო­ზი, რო­მელ­საც თა­ვი მოკ­ვე­თეს; ან­ტი­ო­ქი­ა­ში მო­წა­მე­თა­გან მთე­ლი ცხოვ­რე­ბით ეკ­ლე­სი­უ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­რევ­ლოს სა­უ­კე­თე­სო პრეს­ვი­ტე­რი იყო ლუ­კი­ანე; მან­ვე იქა­და­გა ნი­კო­მი­დი­ა­ში იმ­პე­რა­ტო­რის ყოფ­ნი­სას ქრის­ტეს ზე­ცი­უ­რი სა­მე­ფო ჯერ სიტ­ყვით აპო­ლო­გი­ის მეშ­ვე­ო­ბით, შემ­დეგ კი საქ­მე­ე­ბი­თაც. ფი­ნი­კი­ა­ში მო­წა­მე­თა­გან ყვე­ლა­ზე გა­მოჩე­ნი­ლი იქ­ნე­ბი­ან ყვე­ლაფ­რით ღვთის სათ­ნო­ნი, ქრის­ტეს მო­აზ­როვ­ნე ცხვრე­ბის მწყემ­სნი: ტი­რა­ნი­ონი, ტვი­რო­სის ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სი, სი­დო­ნის ეკ­ლე­სი­ის პრეს­ვი­ტე­რი ზე­ნო­ბი­ო­სი და მათ გარ­და სილ­ბა­ნო­სი, ემე­სის შე­მო­გა­რენ­ში მყო­ფი ეკ­ლე­სი­ე­ბის ეპის­კო­პო­სი. მაგ­რამ იგი იმა­ვე ემე­სა­ში სხვებ­თან ერ­თად გახ­და მხე­ცე­ბის საჭ­მე­ლი და მო­წა­მე­თა დას­ში იქ­ნა შე­რაც­ხი­ლი; სხვა ორ­მა ან­ტი­ო­ქი­ა­ში სიკ­ვდი­ლამ­დე დათ­მე­ნით გა­ნა­დი­და ღვთის სიტ­ყვა, ერ­თი ზღვის სიღ­რმე­ებს მი­ეცა, ეპის­კო­პო­სი, მე­ო­რე კი მკურ­ნალ­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო ზე­ნო­ბი­ო­სი გვერ­დებ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტან­ჯვე­ბი ახოვ­ნად და­ით­მი­ნა და მოკ­ვდა. პა­ლეს­ტი­ნის მო­წა­მე­თა­გან სილ­ბა­ნოსს, [ქა­ლაქ] გა­ზას ირგვლივ მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ე­ბის ეპის­კო­პოსს, ფა­ე­ნო­ში[17] სპი­ლენ­ძის მა­ღა­რო­ებ­ში თა­ვი მოკ­ვე­თეს სხვებ­თან, რიც­ხვით ორ­მოც­ზე ერ­თით ნაკ­ლებ­თან ერ­თად; ად­გი­ლობ­რივ­მა ეგ­ვიპ­ტელ­მა ეპის­კო­პო­სებ­მა პე­ლევ­სმა და ნი­ლოს­მა[18] სხვებ­თან ერ­თად და­ით­მი­ნეს ცეც­ხლით აღ­სას­რუ­ლი. და მათ შო­რის ჩვენს მი­ერ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი უნ­და იქ­ნას კე­სა­რი­ის სამ­რევ­ლოს დი­დე­ბა, პრეს­ვი­ტე­რი პამ­ფი­ლი, ჩვე­ნი დრო­ის ყვე­ლა­ზე საკ­ვირ­ვე­ლი კა­ცი, რომ­ლის ახო­ვა­ნე­ბის სიქ­ვე­ლეს თა­ვის დრო­ზე აღ­ვწერთ. ალექ­სან­დრი­აში, მთელს ეგ­ვიპ­ტე­სა და თე­ბა­ი­და­ში გა­მორჩე­უ­ლად აღ­სრუ­ლე­ბულ­თა­გან პირ­ველ რიგ­ში უნ­და აღი­ნიშ­ნოს პეტ­რე, ამა­ვე ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი, ქრის­ტე­ში ღვთის­მო­სა­ო­ბის მოძ­ღვარ­თა საღ­ვთო რამ ნი­მუ­ში, მას­თან ერ­თად ხუ­ცეს­თა­გან ფა­უს­ტუ­სი, დი­ო­სი და ამო­ნი­ოსი, - ქრის­ტეს სრუ­ლი მო­წა­მე­ები; ფი­ლე­ასი, ჰე­სი­ქი­ასი, პა­ხუ­მი და თე­ო­დო­რო­სი, - ეგ­ვიპ­ტე­ში ეკ­ლე­სი­ა­თა ეპის­კო­პო­სე­ბი, მათ გარ­და ათა­სო­ბით სხვა გა­მოჩე­ნი­ლი კა­ცი, რო­მელ­თაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ მათ ქვეყ­ნებ­სა და ად­გი­ლებ­ზე არ­სე­ბულ საკ­რე­ბუ­ლო­ები. მთელ მსოფ­ლი­ო­ში ღვთის მი­მართ მსა­ხუ­რე­ბის გა­მო მებ­რძოლ­თა შე­ტა­კე­ბე­ბის წე­რი­ლო­ბით გად­მო­ცე­მა და მათ თავ­ზე გარ­დამ­ხდა­რი ამ­ბე­ბის ზედ­მი­წევ­ნით და დაწ­ვრი­ლე­ბით თხრო­ბა ჩვე­ნი საქ­მე არ არის. ეს არის ალ­ბათ ამ მოვ­ლე­ნე­ბის მხილ­ველ­თა კერ­ძო საქ­მე. ხო­ლო ვის­თან ერ­თა­დაც თვი­თონ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, ამას სხვა თხზუ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­გაც­ნობთ. ამ წიგ­ნში ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­დე­ნილ საქ­მე­თა აღ­წე­რას და­ვურ­თავ დევ­ნუ­ლე­ბის და­საწ­ყი­სი­დან მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის უარ­ყო­ფას, რაც დი­დი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნია მკით­ხველ­თათ­ვის.

რაც შე­ე­ხე­ბა რო­მა­ელ­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ომის წინ ესო­დენ ხანგრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მმარ­თვე­ლებს ჩვენს მი­მართ ჰქონ­დათ კე­თილ­გან­წყო­ბა და მშვი­დო­ბა. და თუ რო­გო­რი ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­თა და სი­უხ­ვით იყო ამ დროს ღირსქმნი­ლი მა­თი კე­თი­ლი საქ­მე­ები, ამის მო­სა­ყო­ლად რა სიტ­ყვა იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი? რო­დე­საც მსოფ­ლიო იმ­პე­რი­ის გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მპყრო­ბელ­ნი აღას­რუ­ლებ­დნენ დე­კე­ნა­ლი­ებ­სა და ვი­კე­ნა­ლი­ებს*, დროს ატა­რებ­დნენ დღე­სას­წა­უ­ლებ­სა და სა­ხალ­ხო ზე­ი­მებ­ზე, და ყვე­ლა­ზე მხი­ა­რულ ნა­დი­მებ­ზე, ამას­თან სრულ­ყოფ­დნენ მყარ მშვი­დო­ბას.

მაგ­რამ რო­დე­საც ასე შე­უ­ფერ­ხებ­ლად იზ­რდე­ბო­და და დღი­თი დღე უფ­რო მე­ტად წინ მი­ი­წევ­და მა­თი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ერ­თბა­შად შეც­ვა­ლეს ჩვენს მი­მართ მშვი­დო­ბი­ა­ნი [და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა] და შე­უ­რი­გე­ბე­ლი ომი გაგ­ვი­მარ­თეს. მათ­თვის ამ­გვა­რი მოქ­მე­დე­ბის მე­ო­რე წე­ლი ჯერ არ იყო მი­წუ­რუ­ლი, რომ მთელ პრინ­ცი­პატ­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ახ­ლე რამ მოხ­და** და ყვე­ლა საქ­მე აი­რია. რად­გან რო­დე­საც უბე­დუ­რი სნე­უ­ლე­ბა თავს და­ატ­ყდა ზე­მოხ­სე­ნე­ბულ­თა შო­რის უპირ­ვე­ლესს***, რისგა­ნაც იგი ჭკუ­ი­დან გა­და­ვი­და, მას­თან ერ­თად მე­ო­რე ად­გი­ლით პა­ტივ­დე­ბულ­მა მო­ქა­ლა­ქის უბ­რა­ლო ცხოვ­რე­ბის წე­სი მი­ი­ღო[19], მაგ­რამ მას ეს ჯერ არ ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ მთე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა ორად გა­იყო, - საქ­მე, რაც არ შე­მო­ნა­ხუ­ლა ხსოვ­ნა­ში, რომ ძვე­ლად ოდეს­მე მომ­ხდა­რი­ყო.

დი­დი ხა­ნი არ გა­სუ­ლა, რაც იმ­პე­რა­ტო­რი კოს­ტან­ტი­უსი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბით მშვი­დი და ქვე­შევ­რდომ­თა მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, და ღვთის სიტ­ყვი­სად­მიც მე­გობ­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ბუ­ნე­ბის სა­ყო­ველ­თაო კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით აღეს­რუ­ლა[20], და მის ნაც­ვლად იმ­პე­რა­ტო­რად და ავ­გუს­ტუ­სად კა­ნო­ნი­ე­რი შვი­ლი კონ­სტან­ტი­ნე და­ტო­ვა. იგი პირ­ვე­ლი იყო, ვინც მათ­თან ღმერ­თებს შო­რის შე­რაც­ხი­ლად იქ­ნა გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი, სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ყვე­ლა იმ პა­ტი­ვის ღირ­სი გახ­და, რაც ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭოს იმ­პე­რა­ტორს, იმ­პე­რა­ტორ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე კე­თილ­სა და მოწ­ყა­ლეს. ჩვენს თა­ნა­მედ­რო­ვე­თა­გან მხო­ლოდ მან გან­ვლო მმარ­თვე­ლო­ბის მთე­ლი ხა­ნა მე­უ­ფე­ბის შე­სა­ფე­რი­სად და სხვა მხრი­ვაც ყვე­ლას ყვე­ლა­ზე შემწყნა­რებ­ლუ­რად და ქველ­მოქ­მე­დე­ბით უძღვნი­და თა­ვის თავს, ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ომს არა­სო­დეს ეზი­ა­რე­ბო­და, არა­მედ მის ხელ­ქვე­ით ღვთის­მო­შიშთ და­უ­ზი­ა­ნებ­ლად და და­უ­სა­ხიჩრებ­ლად იცავ­და, არც ეკ­ლე­სი­ის სახ­ლებს ან­გრევ­და, არც ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ იგო­ნებ­და რა­ი­მე სი­ახ­ლეს; და ბედ­ნი­ე­რი და სამ­გზის ნე­ტა­რი ცხოვ­რე­ბის აღ­სას­რუ­ლი მი­იღო. მხო­ლოდ იგი აღეს­რუ­ლა მშვი­დად და დი­დე­ბით თა­ვი­სი ზე­ო­ბის დროს მი­სი მო­ნაც­ვლის, კა­ნო­ნი­ე­რი შვი­ლის, ყვე­ლა­ფერ­ში ყვე­ლა­ზე გო­ნი­ე­რი­სა და ღვთის­მო­სა­ვის წი­ნა­შე.

მი­სი შვი­ლი, კონ­სტან­ტი­ნე თა­ვი­დან­ვე ყვე­ლა­ზე სრულ იმ­პე­რა­ტო­რად და ავ­გუს­ტუ­სად იქ­ნა გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მი­ერ და მათ­ზე დი­დი ხნის წი­ნათ თვით ყო­ველ­თა მე­უ­ფის, ღვთის მი­ერ; მან თა­ვი­სი თა­ვი და­ად­გი­ნა ჩვე­ნი სიტ­ყვი­სად­მი თა­ვი­სი მა­მის ღვთის­მო­სა­ო­ბის მო­შურ­ნედ.

და ასე­თი იყო იგი. ლი­კი­ნი­უ­სი კი მა­ლე­ვე წარ­მოჩნდა იმ­პე­რა­ტო­რად და ავ­გუს­ტუ­სად მმარ­თველ­თა სა­ერ­თო არჩე­ვა­ნით. ამან მაქ­სი­მი­ნე სა­შინ­ლად და­ამ­წუხ­რა, რად­გან მა­შინ ყვე­ლა მხო­ლოდ მას უწო­დებ­და კე­ი­სარს. მას ჰქონ­და გან­სა­კუთ­რე­ბით ტი­რა­ნუ­ლი ხა­სი­ათი, მან მი­ი­ტა­ცა ღირ­სე­ბა და გახ­და ავ­გუს­ტუ­სი, თვი­თონ თა­ვი­სი თა­ვის მი­ერ და­ნიშ­ნუ­ლი. ამ დროს შეპ­ყრო­ბილ იქ­ნა კონ­სტან­ტი­ნეს­თვის სიკ­ვდი­ლის მზაკ­ვრუ­ლად მხლარ­თვე­ლი, - ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც გან­დგო­მის შემ­დეგ კვლავ მო­ი­პო­ვა ძა­ლა­უფ­ლე­ბა და და­ი­ღუ­პა სა­მარცხვი­ნო სიკ­ვდი­ლით. ეს [იმ­პე­რა­ტო­რი] იყო პირ­ვე­ლი, ვი­სი სა­პა­ტიო წე­რი­ლე­ბი, ქან­და­კე­ბე­ბი და რამ­დე­ნი რამ, რი­სი მიძღვნის ჩვე­უ­ლე­ბაც იყო, რო­გორც უწ­მინ­დუ­რის და ყვე­ლა­ზე უღ­მერ­თოს კუთ­ვნი­ლი, გა­ა­ნად­გუ­რეს.

----------------------------------------------------------------------------------

* ზეიმები მათი ზეობის მეათე და მეოცე წლის დასაწყისში - მთარგ.

** ე.ი. მთავრობაში გადატრიალება - მთარგ.

*** დიოკლეტიანეს - მთარგ.

 

XIV

მის­მა შვილ­მა მაქ­სენ­ტი­უს­მა, რო­მელ­მაც რომ­ში ტი­რა­ნია და­ამ­ყა­რა, თა­ვი­დან რო­მა­ე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე პირ­მოთ­ნე­ო­ბი­თა და მლიქ­ვნე­ლო­ბით ჩვე­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბის სა­ხე მი­ი­ღო და ამის­თვის ხელ­ქვე­ი­თებს უბ­რძა­ნა, შე­ეწ­ყვი­ტათ ქრის­ტი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დევ­ნუ­ლე­ბა, ღვთის­მო­სა­ვის სა­ხეს იღებ­და და წი­ნა იმ­პე­რა­ტო­რებ­ზე უფ­რო კე­თილ­გან­წყო­ბი­ლად და მე­ტად მშვი­დად აჩვე­ნებ­და თავს. საქ­მე­ე­ბით ისე­თი არ ჩან­და, რო­გორ იმედ­საც იძ­ლე­ოდა, რომ იქ­ნე­ბო­და. იგი ყვე­ლა სა­ხის მან­კი­ე­რე­ბა­ში ჩა­ი­ძი­რა, არ­ცერ­თი ბინ­ძუ­რი საქ­მე და აღ­ვი­რახ­სნი­ლი საქ­ცი­ე­ლი არ გა­მო­ტო­ვა, მრუ­შო­ბა და ყვე­ლა სა­ხის გარყვნი­ლე­ბა აღას­რუ­ლა. მა­მა­კა­ცებს გა­ნა­შო­რებ­და კა­ნო­ნი­ერ ცო­ლებს, და მათ უდი­დე­სი უპა­ტი­ო­ბით შე­უ­რაც­ხყოფ­და, შემ­დეგ კი კვლავ ქმრებ­თან აგ­ზავ­ნი­და. და ასე ეპ­ყრო­ბო­და არა უმ­ნიშ­ვნე­ლო და ნაკ­ლე­ბად გა­მოჩე­ნილ პი­როვ­ნე­ბებს მა­თი შე­უ­რაც­ხყო­ფი­სათ­ვის, არა­მედ რო­მა­ელ­თა სე­ნა­ტის უპირ­ვე­ლეს ად­გილ­ზე აღ­ზე­ვე­ბულ პი­როვ­ნე­ბებს შო­რის ყვე­ლა­ზე წარჩი­ნე­ბულ­თაც. ყვე­ლას ეში­ნო­და მი­სი, ხალ­ხსაც და მმარ­თვე­ლებ­საც, სა­ხე­ლო­ვან­თაც და მდა­ბი­ო­თაც, სა­ში­ნე­ლი ტი­რა­ნი­ით გა­წა­მე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, და ხმას არ იღებ­დნენ; მწა­რე მო­ნო­ბას ით­მენ­დნენ, ამ მკვლე­ლი ტი­რა­ნის სი­სას­ტი­კის­გან ხსნა კი არ­სა­ი­დან ჩან­და. ერ­თხელ უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­ბა­ბით ხალ­ხზე მო­საკ­ლა­ვად მი­უშ­ვა მის გარ­შე­მო მყო­ფი შუ­ბოს­ნე­ბი, და ათა­სო­ბით რო­მა­ე­ლის - არა სკვი­თე­ბის ან ბარ­ბა­რო­სე­ბის, არა­მედ თვი­თონ მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის - სიმ­რავ­ლე შუ­ბე­ბი­თა და სა­ჭურ­ვე­ლით გა­ა­ნად­გუ­რა შუა ქა­ლაქ­ში. შე­უძ­ლე­ბე­ლია, აღი­რიც­ხოს თუ სე­ნა­ტორ­თა­გან რამ­დე­ნი მოკ­ლა ქო­ნე­ბის­თვის შეთ­ქმუ­ლე­ბის გა­მო, სხვა დროს სხვა შეთ­ხზუ­ლი მი­ზე­ზე­ბით ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ღუ­პა. მაგ­რამ ტი­რა­ნის­თვის ბო­რო­ტე­ბა­თა და­სას­რუ­ლი დად­გა მა­შინ, რო­დე­საც გრძნე­უ­ლე­ბას მი­ყო ხე­ლი, მა­გი­უ­რი რამ გან­ზრახ­ვით ორ­სულ ქა­ლებს ფატ­რავ­და, ზოგ­ჯერ ახალ­შო­ბი­ლი ჩვი­ლე­ბის შიგ­ნე­უ­ლო­ბას იკ­ვლევ­და და ლო­მებს აჭ­მევ­და, და სხვა ენი­თუთ­ქმელ სი­სა­ძაგ­ლე­ებს ჩა­დი­ო­და დე­მო­ნე­ბის მო­სახ­მო­ბად და მსხვერპლს სწი­რავ­და ომის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. რად­გან გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბის მთელ იმე­დებს ამ ქმე­დე­ბებ­ზე ამ­ყა­რებ­და.

შე­უძ­ლე­ბე­ლია ით­ქვას, თუ რო­გორ იქ­ცე­ო­და ეს ტი­რა­ნი რომ­ში ქვე­შევ­რდო­მე­ბის და­სა­მო­ნებ­ლად, აუ­ცი­ლე­ბე­ლი საკ­ვე­ბის რო­გორ უკი­დუ­რე­სი უკ­მა­რი­სო­ბი­სა და გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებ­და, რა­საც ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი ვერ იხ­სე­ნე­ბენ, რომ რომ­ში ოდეს­მე ყო­ფი­ლი­ყო.

აღ­მო­სავ­ლეთ­ში ტი­რან­მა მაქ­სი­მინ­მა, რო­გორც ბო­რო­ტე­ბა­ში თა­ვის ძმას­თან, რომ­ში მყოფ­თან ფა­რუ­ლი მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რი შეკ­რა და ხანგრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და ამის და­მალ­ვას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მხი­ლე­ბულ იქ­ნა და ღირ­სე­უ­ლი სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­და. საკ­ვირ­ვე­ლი იყო, თუ რო­გორ მი­აღ­წია რომ­ში მყოფ ტი­რან­თან და­ნა­თე­სა­ვე­ბა­სა და დაძ­მო­ბი­ლე­ბას, უფ­რო კი ბო­რო­ტე­ბა­ში პირ­ვე­ლო­ბას და ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბას. რად­გან მან უმაღ­ლე­სი პა­ტი­ვის ღირ­სი გა­ხა­და გრძნე­ულ­თა­გან და მოგ­ვთა­გან უპირ­ვე­ლეს­ნი; ყვე­ლა­ნა­ი­რი ხმა­უ­რი­სა­გან შე­ში­ნე­ბუ­ლი და ცრუ­მორ­წმუ­ნე გახ­და, და კერ­პე­ბი­სა და დე­მო­ნე­ბის მი­მართ ცთო­მი­ლე­ბას დიდ პა­ტივს მი­ა­გებ­და. მჩხი­ბა­ო­ბი­სა და მის­ნო­ბის გა­რე­შე, რო­გორც იტ­ყვი­ან, თი­თის გან­ძრე­ვა­საც ვერ ბე­დავ­და. ამის გა­მო ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ უფ­რო ძლი­ე­რი და მძი­მე დევ­ნუ­ლე­ბა აღ­ძრა, ვიდ­რე ამას მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი იქ­მოდ­ნენ. ბრძა­ნა ყვე­ლა ქა­ლაქ­ში ტაძ­რე­ბის აღ­მარ­თვა და დი­დი ხნის წინ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი წმინ­და ად­გი­ლე­ბის სწრა­ფად გა­ნახ­ლე­ბა. ბრძა­ნებ­და, ყვე­ლა ად­გილ­სა და ქა­ლაქ­ში და­ე­ნიშ­ნათ კერ­პე­ბის ქუ­რუ­მე­ბი და მათ­ზე თი­თოე­უ­ლი პრო­ვინ­ცი­ის მღვდელ­მთავ­რად სამ­ხედ­რო რაზ­მი­სა და შუ­ბოს­ნე­ბის თან­ხლე­ბით და­ე­ყე­ნე­ბი­ათ მო­ქა­ლა­ქე­თა შო­რის ერ­თი ვინ­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მოჩე­ნი­ლი და ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მსა­ხუ­რე­ბა­ში გა­მორჩე­ული; და ყვე­ლა მოგვს, რო­გორც ღვთის­მო­სავ­სა და ღმერ­თე­ბის სათ­ნო პი­როვ­ნე­ბას, ძა­ლა­უფ­ლე­ბა­სა და უდი­დეს უპი­რა­ტე­სო­ბებს ღი­ად უბო­ძებ­და. მათ­გან აღ­ძრუ­ლი არა ერთ ქა­ლაქ­ზე ან მხა­რე­ზე, არა­მედ სრუ­ლი­ად მთელ მას­ზე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ პრო­ვინ­ცი­ებ­ზე ოქ­როს, ვერცხლი­სა და ენი­თუთ­ქმე­ლი ქო­ნე­ბის ამო­ღე­ბით, უმ­ძი­მე­სი თავ­დას­ხმე­ბი­თა და სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა უსა­მარ­თლო­ბე­ბით ახ­დენ­და ზე­წო­ლას და აწუ­ხებ­და მათ. მდიდ­რებს არ­თმევ­და წი­ნა­პარ­თა­გან დაგ­რო­ვე­ბულ ქო­ნე­ბას, მის გარ­შე­მო მყოფ მლიქ­ვნე­ლებს ქო­ნე­ბის სიმ­დიდ­რი­თა და სიმ­რავ­ლით ასაჩუქ­რებ­და. სიმთვრა­ლე­ში მი­სი აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბის შე­ტე­ვას იქამ­დე მი­ყავ­და, რომ თა­ვის სას­მი­სებ­ში გიჟ­დე­ბო­და და ჭკუ­ი­დან გა­და­დი­ო­და და ასე დამთვრა­ლი ბრძა­ნებ­და იმას, რა­საც მე­ო­რე დღეს გა­მოფ­ხიზ­ლე­ბუ­ლი სი­ნა­ნუ­ლამ­დე მი­ყავ­და. სიმთვრა­ლე­სა და აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბა­ში ვე­რა­ვინ ჯობ­ნი­და, მის გარ­შე­მო მყო­ფი მმარ­თველ­თა და მარ­თვის ქვეშ მყოფ­თათ­ვის თა­ვი­სი თა­ვი ბო­რო­ტე­ბის მოძღვრად და­ად­გი­ნა, ჯა­რი გარყვნა და ყვე­ლა­ნა­ი­რი ფუ­ფუ­ნე­ბი­სა და აღ­ვი­რახ­სნი­ლი საქ­ცი­ე­ლე­ბის გზით მი­უძ­ღვო­და, მმარ­თვე­ლებ­სა და მხე­დართმთავ­რებს, რო­გორც მის თა­ნა­ტი­რა­ნებს, მო­უ­წო­დებ­და, ქვე­შევ­რდო­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მტა­ცებ­ლო­ბი­სა და მომ­ხვე­ჭე­ლო­ბის გზით ევ­ლოთ. რა გა­სახ­სე­ნე­ბე­ლია ამ კა­ცის ვნე­ბის სა­სირცხვი­ლო საქ­მე­ები, ან რა­ტომ უნ­და აღ­ვრიც­ხოთ მა­თი სიმ­რავ­ლე, ვის­თა­ნაც იმ­რუ­შა? ქა­ლაქს ისე არ გა­ივ­ლი­და, ყვე­ლა­ნა­ი­რად რომ არ გა­ერყვნა ქა­ლე­ბი და ქალ­წუ­ლე­ბი მო­ე­ტა­ცა. ყვე­ლას­თან გას­დი­ო­და მას ეს, მხო­ლოდ არა ქრის­ტი­ა­ნებ­თან. ისი­ნი სიკ­ვდილს უგუ­ლე­ბელ­ყოფ­დნენ და არაფ­რად აგ­დებ­დნენ მის ასეთ ტი­რა­ნი­ას. რად­გან მა­მა­კა­ცე­ბი უძ­ლებ­დნენ ცეცხლს, მახ­ვილს და მი­ლურსმნას, ვე­ლურ მხე­ცებს და ზღვის სიღ­რმეს, ასო­ე­ბის მოკ­ვე­თას და მოწ­ვას, თვა­ლე­ბის დაჩხვლე­ტას და დათ­ხრას, და მთე­ლი სხე­უ­ლის და­სა­ხიჩრე­ბას; ამას გარ­და შიმ­შილს, მა­ღა­რო­ებ­სა და ბორ­კი­ლებს. ყვე­ლა შემთხვე­ვა­ში უმალ მოთ­მი­ნე­ბას გა­მოიჩენ­დნენ ღვთის­მო­სა­ო­ბის გა­მო, ვიდ­რე ღვთის მი­მართ მათ მსა­ხუ­რე­ბას კერ­პებ­ზე გაც­ვლიდ­ნენ. ღვთის სიტ­ყვის მოძღვრე­ბის მი­ერ კა­ცებ­ზე არა­ნაკ­ლებ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი იყ­ვნენ: ზო­გი იმა­ვე ბრძო­ლებს იტან­და, რა­საც მა­მა­კა­ცე­ბი და სათ­ნო­ე­ბის თა­ნას­წორ ჯილ­დოს იღებ­დნენ; ზო­გი გა­სარყვნე­ლად წაყ­ვა­ნი­ლი უმალ სულს მის­ცემ­და სიკ­ვდილს, ვიდ­რე სხე­ულს გარყვნი­ლე­ბას. მხო­ლოდ ერ­თმა ქრის­ტი­ან­მა*, ვის­თა­ნაც ტი­რან­მა იმ­რუ­შა, ალექ­სან­დრი­ა­ში ყვე­ლა­ზე სა­ხე­ლო­ვან­მა და გა­მოჩე­ნილ­მა ქალ­მა მაქ­სი­მი­ნეს ვნე­ბი­ა­ნი და აღ­ვი­რახ­სნი­ლი სუ­ლი უმა­მა­ცე­სი სიმ­ტკი­ცის მეშ­ვე­ო­ბით და­ა­მარ­ცხა. თუმ­ცა გან­დი­დე­ბუ­ლი იყო სიმ­დიდ­რით, წარ­მო­მავ­ლო­ბი­თა და გა­ნათ­ლე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი სიწ­მინ­დის შემ­დეგ მე­ო­რე ად­გილ­ზე და­ა­ყე­ნა. მას დიდ­ხანს სთხოვ­და, მზად იყო მო­ეკ­ლა, მაგ­რამ არ შე­ეძ­ლო, რად­გან გუ­ლისთქმა მრის­ხა­ნე­ბა­ზე მე­ტად ეუფლებო­და მას. და­სა­ჯა გან­დევ­ნით და ჩა­მო­არ­თვა მთე­ლი ქო­ნე­ბა. ათა­სო­ბით სხვა, რომ­ლებ­საც გარყვნის მუ­ქა­რის მოს­მე­ნაც არ შე­ეძ­ლო, პრო­ვინ­ცი­ე­ბის მმარ­თვე­ლე­ბის­გან ტან­ჯვის, წა­მე­ბი­სა და სა­სიკ­ვდი­ლო სას­ჯე­ლე­ბის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბას იტან­დნენ.

საკ­ვირ­ველ­ნი იყ­ვნენ ისი­ნი, მაგ­რამ ყვე­ლა მათ­გან­ზე, რო­მელ­თა შე­უ­რაც­ხყო­ფას მაქ­სი­მი­ნის მსგავ­სად იქ ცდი­ლობ­და მაქ­სენ­ტუ­სი, ზე­ბუ­ნებ­რი­ვად ყვე­ლა­ზე საკ­ვირ­ვე­ლი და რომ­ში ნამ­დვი­ლად ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბი­ლი და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი ქა­ლი** იყო რომ­ში. რად­გან რო­გორც კი გა­იგო, რომ მის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ტი­რა­ნის­თვის ამ სა­ხით მსა­ხურ­ნი და თვი­თონ კი ქრის­ტი­ა­ნი იყო, და მი­სი ქმა­რიც, რო­მა­ელ­თა პრე­ფექ­ტი ში­შის გა­მო თა­ნახ­მა იყო წა­ეყ­ვა­ნათ იგი; ით­ხო­ვა, მცი­რე­დით ედ­რო­ვათ, რა­თა სხე­უ­ლი მო­ე­კაზ­მა. შე­ვი­და ოთახ­ში და მარ­ტოდ დარჩე­ნილ­მა მახ­ვი­ლით გა­ნიგ­მი­რა თა­ვი. მყის­ვე მოკ­ვდა და გვა­მი გამრყვნე­ლებს და­უ­ტო­ვა, თვით საქ­მე­ე­ბით ყვე­ლა ხმა­ზე უფ­რო ხმა­მაღ­ლა ძა­ხი­ლით ყვე­ლა ადა­მი­ანს აწ­მყო­ში მცხოვ­რებთ და შემ­დეგ მო­მა­ვალთ გა­ნუც­ხა­და, რომ ერ­თა­დერ­თი ქო­ნე­ბა და­უპ­ყრო­ბე­ლი და გა­უ­ნად­გუ­რე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნებ­თან აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ეს არის სათ­ნო­ება. ესო­დე­ნი ბო­რო­ტე­ბა იქ­ნა ჩა­დე­ნი­ლი ერ­თსა და იმა­ვე ჟამს ორი ტი­რა­ნის­გან აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და და­სავ­ლე­თის გამ­ყოფ­თა­გან. მაგ­რამ ბო­რო­ტე­ბა­თა მი­ზე­ზის რო­მე­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი შე­ეჭ­ვდე­ბა, რომ მას ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ დევ­ნუ­ლე­ბა­ში არ აღ­მოაჩენს? გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ნამ­დე არ შეწ­ყდა ეს არე­უ­ლო­ბე­ბი, ვიდ­რე ქრის­ტი­ა­ნებ­მა არ მი­ი­ღეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

--------------------------------------------------------------

* რუფინუსი გვაუწყებს, რომ მისი სახელი იყო დოროთეა - მთარგ.

** რუფინუსის მიხედვით სოფრონია - მთარგ.

XV

დევ­ნუ­ლე­ბის დროს მთე­ლი ათ­წლი­ა­ნი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბი­სა და ომი­სა­გან მოს­ვე­ნე­ბა არ ჰქონ­დათ. ზღვა გე­მე­ბის­თვის უვა­ლი იყო, სა­ი­თაც არ უნ­და ეცუ­რათ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რომ არ გა­ევ­ლოთ ყვე­ლა­ნა­ი­რი ტან­ჯვა: აწა­მებ­დნენ და გვერ­დებს უსე­რავ­დნენ, ყვე­ლა სა­ხის ტან­ჯვას გა­ნიც­დიდ­ნენ, იმ მი­ზე­ზით, რომ შემთხვე­ვით მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის მტრე­ბი­სა­გან არ ყოფ­ლიყ­ვნენ მოგ­ზავ­ნი­ლი; ბო­ლოს ჯვარ­ცმით ან ცეც­ხლით სჯიდ­ნენ. ყვე­ლა ად­გი­ლი სავ­სე იყო ფა­რე­ბის, აბ­ჯრის, ჰო­რო­ლე­ბი­სა და ხელ­შუ­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბით, სხვა სა­ო­მა­რი ია­რა­ღის, ტრი­ე­რე­ბის და საზ­ღვაო საბ­რძო­ლო სა­ჭურ­ვე­ლის მზად­ყოფ­ნა­ში მოყ­ვა­ნით. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მტრის თავ­დას­ხმის გარ­და სხვას არა­ფერს ელოდ­ნენ. ამას­თან ერ­თად მათ თავს და­ატ­ყდათ შიმ­ში­ლო­ბა და ჭი­რი, რის შე­სა­ხე­ბაც თა­ვის დრო­ზე, მო­გით­ხრობთ იმას, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

 

XVI

ასე­თი ვი­თა­რე­ბა იყო მთე­ლი დევ­ნუ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მე­ა­თე წელს ღვთის მად­ლით სრუ­ლე­ბით შეწ­ყდა, თუმ­ცა, დაც­ხრო­მა და­იწ­ყო მერ­ვე წელს[21]. რად­გან რო­დე­საც საღ­ვთო და ცი­ურ­მა მად­ლმა ჩვენს მი­მართ კე­თილ­მო­სურ­ნე და მოწ­ყა­ლე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა გა­მოიჩინა, მა­შინ ჩვენ­მა მმარ­თვე­ლებ­მაც, თვით მათ, რომ­ლე­ბიც ძვე­ლად ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ომს აჩა­ღებ­დნენ, ყვე­ლა­ზე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად შე­იც­ვა­ლეს აზ­რი, გა­ნაც­ხა­დეს უარ­ყო­ფა, ჩვენს მი­მართ გა­მო­ცე­მუ­ლი წყა­ლო­ბის ედიქ­ტე­ბით და ყვე­ლა­ზე შემწყნა­რებ­ლუ­რი ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბე­ბით ჩა­აქ­რეს დევ­ნუ­ლე­ბის ძლი­ერ აღგზნე­ბუ­ლი ალი. მაგ­რამ ამის მი­ზე­ზი არ გამ­ხდა­რა ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა, არც თა­ნაგრძნო­ბა, რო­გორც ვინ­მე იტ­ყო­და, ან კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა მთა­ვარ­თა. სრუ­ლი­ა­დაც არა. რად­გან დაწ­ყე­ბის დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ამ ჟა­მამ­დე ყო­ველ­დღე უფ­რო მეტ და უფ­რო მძი­მე [სა­ტან­ჯვე­ლებს] გა­ნიზ­რა­ხავ­დნენ ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ, სხვა­დას­ხვა დროს უფ­რო მრა­ვალ­გვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ახ­ლე­ბუ­რად ამოქ­მე­დებ­დნენ სა­ტან­ჯვე­ლებს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ. მაგ­რამ ასე­თი იყო ცხა­დი მი­თი­თე­ბა თვით საღ­ვთო წი­ნა­გან­გე­ბი­სა, რო­დე­საც იგი შე­იც­ვა­ლა ხალ­ხის მი­მართ, და­სა­ჯა ბო­რო­ტე­ბე­ბის უშუ­ა­ლო დამ­ნა­შა­ვე[22] და მთე­ლი დევ­ნუ­ლე­ბის ბო­რო­ტე­ბის წი­ნამ­ძღოლ­ზე გან­რის­ხდა; რად­გან თუ ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მო­სახ­დე­ნი იყო, ეს ხდე­ბო­და საღ­ვთო მსჯავ­რის მი­ხედ­ვით. მაგ­რამ სიტ­ყვა ამ­ბობს: "ვაი მას, ვი­სი მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­მო­ვა საც­თუ­რი" (ლუკ. 17, 1 - არა­ზუს­ტი ცი­ტა­ტა). მას მო­ევ­ლი­ნა ღვთის ნე­ბით დად­გე­ნი­ლი სას­ჯე­ლი, რა­მაც მი­სი სხე­უ­ლი­დან დაწ­ყე­ბულ­მა სუ­ლამ­დე მი­აღ­წია. რად­გან ერ­თბა­შად სხე­უ­ლის უთ­ქმე­ლი ნა­წი­ლე­ბის შუ­ა­ში მას გაუჩნდა ჩირქგრო­ვა, შემ­დეგ ღრმა მი­ლი­სებ­რი წყლუ­ლი და აქე­დან უში­ნა­გა­ნეს ორ­გა­ნო­ებ­ზე გა­და­ვი­და უკურ­ნე­ბე­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა. [ეს ნა­წი­ლე­ბი] მატ­ლე­ბის ურიც­ხვი სიმ­რავ­ლით იყო და­ფა­რუ­ლი და სა­სიკ­ვდი­ლო სიმ­ყრა­ლე ას­დი­ოდა, რო­დე­საც ბევ­რი ჭა­მი­სა­გან სხე­უ­ლის ყვე­ლა ნა­წი­ლი ჯერ კი­დევ სნე­უ­ლე­ბამ­დე ქო­ნის ზე­ჭარბ გრო­ვად იყო გა­დაქ­ცე­ული, რაც მა­შინ ლპე­ბო­და და მახ­ლო­ბელ­თათ­ვის სა­ზა­რე­ლი სა­ნა­ხა­ვი იყო. მკურ­ნა­ლებს, რომ­ლე­ბიც ვერ უძ­ლებ­დნენ ამ ზე­აღ­მა­ტე­ბულ არა­ამ­ქვეყ­ნი­ურ სიმ­ყრა­ლეს, ხო­ცავ­დნენ, ასე­ვე მა­თაც უმოწ­ყა­ლოდ ხო­ცავ­დნენ, რომ­ლებ­საც შვე­ლა არ შე­ეძ­ლოთ, რო­დე­საც მთე­ლი სხე­უ­ლი გა­უ­სივ­და და გა­დარჩე­ნის უსა­სო­ო­ბამ­დე და­ეცა.

 

XVII

და ასეთ უბე­დუ­რე­ბებ­თან მებ­რძოლ­მა იგრძნო ღვთის­მო­სავ­თა წი­ნა­აღ­მდეგ მის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი, მო­იკ­რი­ბა გო­ნე­ბა და მან პირ­ველ­მა აღი­ა­რა ყოვ­ლი­ე­რე­ბის ღმერ­თი, შემ­დეგ მო­უხ­მო მას­თან მყოფთ და უბ­რძა­ნა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ეწ­ყვი­ტათ ქრის­ტი­ან­თა წი­ნა­აღ­მდეგ დევ­ნუ­ლე­ბა და სა­იმ­პე­რიო კა­ნო­ნით და დეკ­რე­ტით უბ­რძა­ნა, გა­ემ­ხნე­ვე­ბი­ათ ისი­ნი, რა­თა ეკ­ლე­სი­ე­ბი აე­შე­ნე­ბი­ათ, თა­ვი­ან­თი ჩვე­უ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ემოქ­მე­დათ და იმ­პე­რა­ტო­რის გა­მო ლოც­ვე­ბი აღევ­ლი­ნათ. სიტ­ყვას მყის­ვე მოყ­ვა საქ­მე, ქა­ლა­ქებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა იმ­პე­რა­ტო­რის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცავ­და ჩვე­ნი დრო­ის [დევ­ნუ­ლე­ბი­თა ედიქ­ტე­ბის] უარ­ყო­ფას, შემ­დე­გი სა­ხით:

"იმ­პე­რა­ტო­რი კე­ი­სა­რი გა­ლე­რი­უს ვა­ლე­რი­უს მაქ­სი­მი­ანე, უძ­ლე­ვე­ლი ავ­გუს­ტუ­სი, უზე­ნა­ე­სი მღვდელთმთა­ვა­რი, გერ­მა­ნი­კუს მაქ­სი­მუ­სი, ეგ­ვიპ­ტი­კუს მაქ­სი­მუ­სი, თე­ბა­ი­კუს მაქ­სი­მუ­სი, სარ­მა­ტი­კუს მაქ­სი­მუ­სი ხუთ­გზის, პერ­სი­კუს მაქ­სი­მუ­სი ორ­გზის, კარ­პი­კუს მაქ­სი­მუ­სი ექვსგზის, არ­მე­ნი­ა­კუს მაქ­სი­მუ­სი, მე­დი­კუს მაქ­სი­მუ­სი, ადი­ა­ბე­ნი­კუს მაქ­სი­მუ­სი, ოც­გზის ტრი­ბუ­ნის ძა­ლა­უფ­ლე­ბის მპყრო­ბე­ლი, ცხრა­მეტ­გზის იმ­პე­რა­ტო­რი*, რვაგ­ზის კონ­სუ­ლი, სამ­შობ­ლოს მა­მა, პრო­კონ­სუ­ლი**... და იმ­პე­რა­ტო­რი კე­ი­სა­რი ფლა­ვი­უს ვა­ლე­რი­უს კონ­სტან­ტი­ნე, ღვთის­მო­სა­ვი, სვი­ანი, უძ­ლე­ვე­ლი, ავ­გუს­ტუ­სი, უზე­ნა­ე­სი მღვდელთმთა­ვა­რი, ტრი­ბუ­ნის ძა­ლა­უფ­ლე­ბის მპყრო­ბე­ლი, ხუთ­გზის იმ­პე­რა­ტო­რი, კონ­სუ­ლი, სამ­შობ­ლოს მა­მა, პრო­კონ­სუ­ლი. [და იმ­პე­რა­ტო­რი კე­ი­სა­რი ვა­ლე­რი­უს ლი­კი­ნი­ა­ნუს ლი­კი­ნი­უსი, ღვთის­მო­სა­ვი, სვი­ანი, უძ­ლე­ვე­ლი ავ­გუს­ტუ­სი, უზე­ნა­ე­სი მღვდელ­მთა­ვა­რი, ოთხგზის ტრი­ბუ­ნის ძა­ლა­უფ­ლე­ბის მპყრო­ბე­ლი, სამ­გზის იმ­პე­რა­ტო­რი, კონ­სუ­ლი, სამ­შობ­ლოს მა­მა, პრო­კონ­სუ­ლი - მო­კით­ხვა თა­ვი­ანთ პრო­ვინ­ცი­ებ­ში მცხოვ­რებთ].

"და­ნარჩენ ღო­ნის­ძი­ე­ბებს შო­რის, რაც კი რეს­პუბ­ლი­კის სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და სარ­გებ­ლი­სათ­ვის ჩა­ვატ­რეთ, ჩვენ გვსურ­და პირ­ველ რიგ­ში, რომ ყვე­ლა­ფე­რი რო­მა­ელ­თა ძვე­ლი კა­ნო­ნე­ბი­სა და სა­ხალ­ხო წე­სის მი­ხედ­ვით აღ­გვედ­გი­ნა; იმის წი­ნა­გან­გე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად, რა­თა ქრის­ტი­ა­ნებ­მაც, რომ­ლებ­საც მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ წი­ნა­პარ­თა სარ­წმუ­ნო­ება, საღ აზ­რზე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ; რა­ღაც მო­საზ­რე­ბით მათ ისე­თი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და უგუ­ნუ­რე­ბა აქვთ, რომ არ მის­დე­ვენ ძვე­ლე­ბის მი­ერ გა­მოც­ხა­დე­ბულ წე­სებს, რაც შე­საძ­ლოა, მათ­მა წი­ნაპ­რებ­მა და­ად­გი­ნეს, არა­მედ მა­თი გან­წყო­ბის მი­ხედ­ვით და რო­გორც თი­თოე­ულს სურს, ისე ქმნი­ან კა­ნო­ნებს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და მათ იცა­ვენ, და სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე სხვა­დას­ხვა ხალ­ხე­ბის სიმ­რავ­ლეს კრე­ბენ. ამი­ტომ, რო­დე­საც ამას ჩვენ­გან მოყ­ვა ასე­თი ბრძა­ნე­ბა, რომ ძვე­ლე­ბის მი­ერ დად­გე­ნილ [წე­სებ­ზე] გა­და­სუ­ლიყ­ვნენ, მრა­ვა­ლი საფრთხე­ში ჩა­ვარ­და, მრა­ვა­ლი კი შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იქ­ნა და სხვა­დას­ხვა სა­ხის სიკ­ვდი­ლი და­ით­მი­ნა. და მას შემ­დეგ, რაც მრა­ვა­ლი დარჩა ამ უგუ­ნუ­რე­ბა­ზე, ვხე­დავ­დით, რომ არც ზე­ცი­ურ ღმერ­თებს მი­ა­გებ­დნენ სა­თა­ნა­დო თაყ­ვა­ნის­ცე­მას, არც ქრის­ტი­ან­თა ღმერთს უძღვნიდ­ნენ თავს, მზე­რა მი­ვაპ­ყა­რით ჩვენს კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა­სა და უც­ვლელ ჩვე­უ­ლე­ბას, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც გვჩვე­ვია ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის მი­ტე­ვე­ბის მი­ნი­ჭე­ბა, ამ შემთხვე­ვა­შიც სა­ჭი­როდ მი­ვიჩნი­ეთ, ჩვე­ნი შეწ­ყა­ლე­ბა ყვე­ლა­ზე გულ­მოდ­გი­ნედ გან­გვევ­რცო, რა­თა ქრის­ტი­ა­ნებს კვლავ ეარ­სე­ბათ და სახ­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, აე­შე­ნე­ბი­ათ, ისე რომ წეს­რი­გის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მო­ე­მოქ­მე­დე­ბი­ათ. სხვა ეპის­ტო­ლის მეშ­ვე­ო­ბით მსა­ჯუ­ლებს გან­ვუ­მარ­ტავთ, რა უნ­და და­იც­ვან მათ. ამი­ტომ, ამ ჩვე­ნი შეწ­ყა­ლე­ბის მი­ხედ­ვით ქრის­ტი­ა­ნე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან, ილო­ცონ თა­ვი­ან­თი ღმერ­თე­ბის მი­მართ ჩვე­ნი, რეს­პუბ­ლი­კი­სა და თა­ვი­ან­თი თა­ვის კე­თილ­დღე­ო­ბის გა­მო, რა­თა ყვე­ლა გზით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­დეთ სიმ­რთე­ლე და შეძ­ლონ უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბა თა­ვი­ანთ კე­რი­ას­თან"[23].

ასე­თი სა­ხე აქვს რო­მა­ელ­თა ენა­ზე ამ ედიქტს, რო­მე­ლიც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ბერ­ძნულ ენა­ზე იქ­ნა გად­მო­თარგმნი­ლი. ახ­ლა დროა ვნა­ხოთ, რა მოხ­და ამის შემ­დეგ.

-----------------------------------------------------------------------

* რომელიმე ღირშესანიშნავი გამარჯვების შემდეგ ჯარი ესალმებოდა როგორც იმპერატორს - მთარგ.

** ლაქტანციუსის (III საუკუნის საეკლესიო მწერალი) ცნობით ამ ედიქტს ოთხმა იმპერატორმა მოაწერა ხელი. ევსებიმ გამოტოვა მაქსიმინე, ზოგ ხელნაწერში არ გვხვდება ლიკინიუსიც - მთარგ.

 

მერ­ვე წიგ­ნის და­ნარ­თი

ამ ედიქ­ტის ავ­ტო­რი ასე­თი აღ­სა­რე­ბის შემ­დეგ არ­ცთუ დი­დი ხნის შემ­დეგ, მა­ლე­ვე გან­თა­ვი­სუფ­ლდა ტკი­ვი­ლე­ბი­სა­გან და გარ­და­იც­ვა­ლა. გად­მო­ცე­მით იგი იყო დევ­ნუ­ლე­ბის უბე­დუ­რე­ბა­თა პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი: ჯერ კი­დევ ად­რე სხვა იმ­პე­რა­ტო­რე­ბის აღძვრამ­დე ჯარ­ში მყოფ ქრის­ტი­ა­ნებს და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა სა­კუ­თარ სახ­ლში მყო­ფებს აი­ძუ­ლებ­და [სარ­წმუ­ნო­ე­ბის­გან] მოქ­ცე­ვას და ზო­გი­ერთს სამ­ხედ­რო ღირ­სე­ბი­დან გა­ნაგ­დებ­და, ზოგს კი უპა­ტი­ოდ შე­უ­რაც­ხყოფ­და, სხვებს სიკ­ვდი­ლით ემუქ­რე­ბო­და, და ბო­ლოს, იმ­პე­რა­ტო­რო­ბის მო­ზი­ა­რე­ნი აღ­ძრა სა­ყო­ველ­თაო დევ­ნუ­ლე­ბი­სათ­ვის. თვით მა­თი ცხოვ­რე­ბის აღ­სას­რუ­ლი ღირ­სი არ არის დუ­მილს გა­და­ე­ცეს. მთე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა გა­ი­ყო ოთ­ხმა. ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ასა­კი­თაც და პა­ტი­ვი­თაც წი­ნამძღვრობ­დნენ, დევ­ნუ­ლე­ბის დაწ­ყე­ბი­დან სრუ­ლი ორი წე­ლი არ იყო გა­სუ­ლი, რომ ჩა­მო­შორ­დნენ იმ­პე­რა­ტო­რო­ბას, რაც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, და ცხოვ­რე­ბის დარჩე­ნი­ლი დრო უბ­რა­ლო რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის მსგავ­სად გა­ა­ტა­რეს. მა­თი ცხოვ­რე­ბის აღ­სას­რუ­ლი ასე­თი იყო. ერ­თი პა­ტი­ვი­თა და ასა­კით პირ­ვე­ლო­ბის ღირ­სად გამ­ხდა­რი (დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნე - მთარგ.) ხანგრძლი­ვი და ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი სხე­უ­ლის უძ­ლუ­რე­ბით და­ი­ღუ­პა, მე­ო­რემ კი მის­გან მე­ო­რე ად­გილ­ზე მდგომ­მა ჩა­მოხრჩო­ბით შეწ­ყვი­ტა ცხოვ­რე­ბა[24]; დე­მო­ნუ­რი რამ წი­ნა­მოს­წა­ვე­ბით ეს ევ­ნო მის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი უამ­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო. მათ შემ­დეგ ის, რო­მე­ლიც მათ შო­რის უკა­ნას­კნელ ად­გილ­ზე იდ­გა (რო­მელ­ზეც ვთქვით, რომ ყვე­ლა დევ­ნუ­ლე­ბის წა­მომ­წყე­ბი იყო), ევ­ნო ისე, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ. მაგ­რამ მის წინ მდგომ­მა ყვე­ლა­ზე კე­თილ­მა და რბილ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა კონ­სტან­ტი­უს­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთე­ლი პე­რი­ო­დი მმარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ფე­რი­სად გა­ა­ტა­რა, და სხვა მხრი­ვაც ყვე­ლას შემწყნა­რებ­ლუ­რად და ქველ­მოქ­მე­დე­ბით უძღვნი­და თა­ვის თავს; ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ომ­ში არ ერე­ო­და და მის ხელ­ქვე­ით ღვთის­მო­შიშთ და­უ­ზი­ა­ნებ­ლად და და­უ­სა­ხიჩრებ­ლად იცავ­და, არც ეკ­ლე­სი­ა­თა სახ­ლებს ან­გრევ­და, არც სხვა რა­მეს იგო­ნებ­და ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ; და ბედ­ნი­ე­რი და სამ­გზის ნე­ტა­რი ცხოვ­რე­ბის აღ­სას­რუ­ლი მი­იღო. მხო­ლოდ იგი აღეს­რუ­ლა მშვი­დად და სა­ხე­ლოვ­ნად თა­ვი­სი მე­ფო­ბის დროს მი­სი მო­ნაც­ვლის, ყვე­ლა­ფერ­ში ყვე­ლა­ზე გო­ნი­ე­რი­სა და ღვთის­მო­სა­ვის, კა­ნო­ნი­ე­რი შვი­ლის წი­ნა­შე. იგი (მი­სი შვი­ლი - მთარგ.) თა­ვი­დან­ვე სრულ იმ­პე­რა­ტო­რად და ავ­გუს­ტუ­სად იქ­ნა გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მი­ერ; მან თა­ვის თა­ვი ჩვე­ნი მოძღვრე­ბი­სად­მი მა­მის ღვთის­მო­სა­ო­ბის მო­შურ­ნედ და­ად­გი­ნა.

ამ­გვა­რი იყო ზე­მო­აღ­წე­რი­ლი ოთ­ხი კა­ცის ამ ცხოვ­რე­ბი­დან გას­ვლა, რაც სხვა­დას­ხვა დროს მოხ­და. მათ­გან მხო­ლოდ ერ­თი ჯერ კი­დევ იყო დარჩე­ნი­ლი, ვის შე­სა­ხე­ბაც ცო­ტა ზე­მოთ ვი­სა­უბ­რეთ, რო­მელ­მაც მა­ლე­ვე ხე­ლის­ფლე­ბა­ში მო­სუ­ლებ­თან ერ­თად ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი აღ­სა­რე­ბა ზე­მოთ მო­თავ­სე­ბუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი სიტ­ყვის მეშ­ვე­ო­ბით ყვე­ლა­სათ­ვის ცხა­დად და­ად­გი­ნა.

---------------------------------------------------------------------------------------------

კომენტარები


[1] - იმ­პე­რა­ტორ დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნეს მე­უღ­ლე პრის­კა და მა­თი ქა­ლიშ­ვი­ლი ვა­ლე­რია ქრის­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. დევ­ნუ­ლე­ბის დროს ისი­ნი აი­ძუ­ლეს, რომ მსხვერ­პლი შე­ე­წი­რათ.

[2] - მო­წა­მე დო­რო­თე­ო­სი იყო პრე­პო­ზი­ტი, ე. ი. დი­დი მო­ხე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა სა­იმ­პე­რა­ტო­რო კარ­ზე. მოკ­ლულ იქ­ნა იმ­პე­რა­ტორ დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნეს ბრძა­ნე­ბით 302 წ. მი­სი ხსე­ნე­ბის დღეა 3 სექ­ტემ­ბე­რი.

[3] - მო­წა­მე გორ­გო­ნი­ო­სი მოკ­ლულ იქ­ნა დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნეს ბრძა­ნე­ბით 302 წ. მი­სი ხსე­ნე­ბის დღეა 3 სექ­ტემ­ბე­რი. მი­სი წმინ­და ნა­წი­ლე­ბი გა­დას­ვე­ნე­ბულ იქ­ნა რომ­ში.

[4] - 303 წ. 29 თე­ბერ­ვალს სა­ძირკვლამ­დე იქ­ნა დან­გრე­უ­ლი ნი­კო­მი­დი­ის ეკ­ლე­სია. მომ­დევ­ნო დღეს გა­მოქ­ვეყ­ნდა ედიქ­ტი დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნე­სა და გა­ლე­რი­უ­სის ხელ­მო­წე­რით, რომ­ლი­თაც გა­მოც­ხად­და ქრის­ტი­ან­თა დევ­ნა. იმა­ვე წელს გა­მო­ი­ცა კი­დევ ორი ედიქ­ტი ქრის­ტი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ: პირ­ვე­ლი ბრძა­ნებ­და ყვე­ლა ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რის (ეპის­კო­პო­სი, პრეს­ვი­ტე­რი, დი­ა­კო­ნი და მე­და­ვით­ნე) საპ­ყრო­ბი­ლე­ში ჩაგ­დე­ბას, მე­ო­რე აი­ძუ­ლებ­და ყვე­ლა სა­სუ­ლი­ე­რო პირს მსხვერპლშე­წირ­ვას, ამის შემ­სრუ­ლე­ბელს კი უშ­ვებ­და, ხო­ლო უარ­მყო­ფე­ლი უნ­და ეწა­მე­ბი­ნათ და სიკ­ვდი­ლით და­ე­სა­ჯათ.

[5] - ვ. ვ. ბო­ლო­ტო­ვი ასე ახა­სი­ა­თებს ქრის­ტი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი დევ­ნუ­ლე­ბის მი­მართ ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას: "აქა-იქ თავს იჩენს ისე­თი ნიშ­ნე­ბი, სა­ი­და­ნაც ჩანს, რომ წარ­მარ­თე­ბი გულ­გრი­ლი იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ ზო­მე­ბის მი­მართ. რო­გორც კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შეწ­ყვი­ტავ­და ქრის­ტი­ა­ნე­ბის დევ­ნა­ზე ზრუნ­ვას, დგე­ბო­და სიმ­შვი­დე" (Лекции по истории древ­ней Цер­кви. ტ. 2. с. 157, 160).

[6] - სა­უ­ბა­რია დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს თა­ნამ­მარ­თვე­ლის გა­ლე­რი­უ­სის შე­სა­ხებ: "დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს დროს ქრის­ტან­თა დევ­ნუ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მთა­ვარ დამ­ნა­შა­ვედ გა­ლე­რი­უ­სიც უნ­და ჩა­ით­ვა­ლოს. ეს იყო ადა­მი­ანი, რო­მე­ლიც დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს მსგავ­სად წარ­მო­შო­ბით იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­დაბ­ლე­სი ფე­ნი­დან. იგი დე­დის, თავ­გა­მო­დე­ბუ­ლი წარ­მარ­თის, უძ­ლი­ე­რე­სი გავ­ლე­ნის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით იგი დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნე­ზე უფ­რო ბრიყ­ვი და ნაკ­ლე­ბად გამ­ჭრი­ა­ხი იყო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მის მხა­რე­ზე იყო ენერ­გია და სამ­ხედ­რო სი­მა­მა­ცე" (იქ­ვე, 145 გვ.).

[7] - ქრის­ტი­ან­თა დევ­ნის შემთხვე­ვე­ბი ჯარ­ში უკ­ვე ცნო­ბი­ლი იყო 302 წ.

[8] - დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს დროს ძა­ლა­უფ­ლე­ბა შემ­დე­გი ოთ­ხი მმარ­თვე­ლის ხელ­ში იყო: გაი­უს ავ­რე­ლი­უს ვა­ლე­რი­უს დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნე (დი­ოკ­ლე­ტი­ანე) - იმ­პე­რა­ტო­რი ავ­გუს­ტუ­სის ტი­ტუ­ლით; მარ­კუს ავ­რე­ლი­უს ვა­ლე­რი­უს მაქ­სი­მი­ა­ნე (მაქ­სი­მი­ანე) - იმ­პე­რა­ტო­რი ავ­გუს­ტუ­სის ტი­ტუ­ლით; მარ­კუს კე­ის­რის ტი­ტუ­ლით; გაი­უს გა­ლე­რი­უს ვა­ლე­რი­უს მაქ­სი­მი­ა­ნე (გა­ლე­რი­უსი) - იმ­პე­რა­ტო­რი კე­ის­რის ტი­ტუ­ლით. მო­ცე­მულ შემთხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნე­სა და გა­ლე­რი­უ­სის შე­სა­ხებ. ზოგ­ჯერ გა­ლე­რი­უ­სი იწო­დე­ბა მაქ­სი­მი­ა­ნედ, ერთ-ერ­თი მი­სი სა­ხე­ლით.

[9] - ლაქ­ტან­ცი­უ­სის ცნო­ბით იგი დაწ­ვეს. შე­საძ­ლოა, მას ერ­ქვა ევე­ტუ­სი - ეს სა­ხე­ლი მო­იხ­სე­ნე­ბუ­ლია სი­რი­ულ მარ­ტვი­რო­ლო­გი­ა­ში 24 თე­ბერ­ვალს ნი­კო­მი­დი­ელ სა­ხე­ლებს შო­რის (იხ. Delehaye H. Les origins du culte des martyrs. Bruxelles, 1912).

[10] - პეტ­რე მარ­ტვი­ლი იყო მო­ხე­ლე იმ­პე­რა­ტო­რის კარ­ზე. მო­წა­მე­ობ­რი­ვად აღეს­რუ­ლა 302/303 წ. მი­სი ხსე­ნე­ბის დღეა 3 სექ­ტემ­ბერს.

[11] - წმინ­და მო­წა­მე ან­თი­მო­ზი - ნი­კო­მი­დი­ის ეპის­კო­პო­სი. მო­წა­მე­ო­ბრი­ვად აღეს­რუ­ლა 302/303 წ. მი­სი ხსე­ნე­ბის დღე - 3 სექ­ტემ­ბე­რი.

[12] - ფი­ლე­ა­სი - თმუ­ი­ტის ეპის­კო­პო­სი. იგი მის თა­ნა­მოღ­ვა­წე ფი­ლო­რო­მოს­თან ერ­თად მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა 307 წ.

[13] - შე­საძ­ლოა, სა­უ­ბა­რია ქ. ევ­მე­ნე­ას შე­სა­ხებ. იხ. Ramsay. Cities and Bishopries of Phrygie, 1897.

[14] - ბარ­ლა­ამ მარ­ტვი­ლის ცხოვ­რე­ბა მოწ­მობს ასე­თი ღვაწ­ლის შე­სა­ხებ. მო­წა­მე ბარ­ლა­ა­მი აღეს­რუ­ლა და­ახ. 304 წ. ამ მო­წა­მეს ხოტ­ბას შე­ას­ხამ­დნენ ბა­სი­ლი დი­დი და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი. მი­სი ხსე­ნე­ბაა 19 ნო­ემ­ბერს.

[15] - პე­ლა­გია მარ­ტვი­ლი, ან­ტი­ო­ქი­ის პრეს­ვი­ტე­რის, ლუ­კი­ა­ნე მარ­ტვი­ლის მო­წა­ფე, აღეს­რუ­ლა 303 წ. 15 წლის ასაკ­ში. იგი სა­კუ­თა­რი სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მოხ­ტა სი­ქალ­წუ­ლი­სა და სიწ­მინ­დის დაც­ვის მიზ­ნით. მის შე­სა­ხებ წერ­დნენ წმ. ამ­ბრო­სი მე­დი­ო­ლა­ნე­ლი და წმ. იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი. მი­სი ხსე­ნე­ბაა 8 ოქ­ტომ­ბერს.

[16] - ევ­სე­ბი მოგ­ვით­ხრობს მო­წა­მე­ე­ბის დომ­ნი­ნას, ბე­რე­ნი­კეს და პროს­დო­კი­ას შე­სა­ხებ. ნე­ტა­რი იე­რო­ნი­მეს მარ­ტვი­ლო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით მა­თი ხსე­ნე­ბა არის 4 მა­ისს.

[17] - მო­წა­მე სილ­ბა­ნო­სი და მი­სი მო­წა­ფე­ე­ბი აღეს­რულ­ნენ 304 წ. მი­სი ხსე­ნე­ბაა 4 მა­ისს.

[18] - მო­წა­მე­ე­ბი პე­ლევ­სი და ნი­ლო­სი და მათ­თან ერ­თად 156 მარ­ტვი­ლი აღეს­რულ­ნენ 310 წ. ხსე­ნე­ბა _ 17 სექ­ტემ­ბერს.

[19] - 305 წლის 1 მა­ისს იმ­პე­რა­ტო­რე­ბი, დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნე და მაქ­სი­მი­ანე, გა­დად­გნენ. ავ­გუს­ტუ­სე­ბად გა­მოც­ხა­დე­ბულ იქ­ნენ კონ­სტან­ცი­უს ქლო­რა და გა­ლე­რი­უსი.

[20] - იმ­პე­რა­ტო­რი კონ­სტან­ცი­უს ქლო­რა გარ­და­იც­ვა­ლა 306 წლის 25 ივ­ლისს. ამ დრო­ი­დან მის­მა ვაჟ­მა კონ­სტან­ტი­ნე დიდ­მა (306‑337 წწ.) მი­ი­ღო კე­ის­რის ტი­ტუ­ლი.

[21] - დევ­ნუ­ლე­ბა შეწ­ყდა 310‑311 წლებ­ში.

[22] - სა­უ­ბა­რია იმ­პე­რა­ტორ გა­ლე­რი­უს­ზე, რო­მე­ლიც სი­ცოც­ხლის ბო­ლომ­დე შეპ­ყრო­ბი­ლი იყო უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნით. გარ­და­იც­ვა­ლა 311 წლის მა­ის­ში.

[23] - ეს რეს­კრიპ­ტი გა­მოკ­რულ იქ­ნა 311 წლის 30 აპ­რილს.

[24] - სა­უ­ბა­რია იმ­პე­რა­ტორ მაქ­სი­მი­ა­ნეს შე­სა­ხებ.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა

საეკლესიო ბიბლიოთეკა, VII ტ. 2007 თბილისი

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:41)