Georgian (Georgia)English (United Kingdom)

თავი I

სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 1932-1952 წლებ­ში

 

სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 1932 წელს ახა­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე დად­გა. სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი ქრის­ტე­ფო­რე III ჯერ კი­დევ 1931 წელს ერთ კერ­ძო წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავ­და, რომ იგი სე­რიო­ზუ­ლად იყო ავად, (ჰქონდა ავთვისებიანი სიმსივნე) მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ტენ­სიუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დიო­და, მი­სი ჯანმრ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რეო­ბა დღი­თიდ­ღე უა­რეს­დე­ბო­და. 1932 წლის 10 იან­ვარს იგი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია­ში ახა­ლი პატ­რი­არ­ქის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით აზრ­თა სხვა­დას­ხ­ვაო­ბა წარ­მო­იშ­ვა. კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არქ ქრის­ტე­ფო­რე III მომხ­რე­ებს ბუ­ნებ­რი­ვია, არ სურ­დათ მანგ­ლე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტის კა­ლისტ­რა­ტეს გა­პატ­რი­არ­ქე­ბა, მაგ­რამ იმ­დე­ნად აშ­კა­რა იყო მიტ­რო­პო­ლიტ კა­ლისტ­რა­ტეს უპი­რა­ტე­სო­ბა სა­კა­თა­ლი­კო­ზო სი­ნო­დის და­ნარ­ჩენ მღვდელმ­თავ­რებ­თან, რომ სა­ბო­ლო­ოდ არ­ჩე­ვა­ნი მა­ინც მას­ზე გა­კეთ­და.

11 იან­ვარს სა­გან­გე­ბოდ შე­იკ­რი­ბა სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­კა­თა­ლი­კო­ზო სი­ნო­დის სხდო­მა, რო­მელ­მაც მ­იი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქის მო­საყდ­რედ არ­ჩე­ულ ყო­ფი­ლი­ყო მანგ­ლე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლისტ­რა­ტე. სა­კა­თა­ლი­კო­ზო სი­ნოდ­მა სა­ქართ­ვე­ლოს სსრ სა­ხალ­ხო კო­მი­სარ­თა საბ­ჭოს აც­ნო­ბა: "სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­ზო სი­ნო­დის მი­ერ კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქის მო­საყდ­რედ და­ნიშ­ნუ­ლია მანგ­ლე­ლი  მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლისტ­რა­ტე"[1], რო­მე­ლიც 1932 წლის 21 ივ­ნისს საქართველოს მე-6 საეკლესიო კრების მიერ არ­ჩე­ულ იქ­ნა სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქად. იმავე თვის 24 სვეტიცხოველში მოხდა მისი აღსაყდრება, საკათალიკოზო სინოდის 25 ივნისის განჩინებით მის განკარგულებაში დარჩა მანგლისის ეპარქია.

კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძემ ცხოვ­რე­ბის დი­დი და სა­ინ­ტე­რე­სო გზა განვ­ლო იგი და­ი­ბა­და 1866 წლის ქუ­თაი­სის მაზ­რის სოფ. ტო­ბა­ნი­ერ­ში 1875-1882 წლებ­ში სწავ­ლობ­და ქუ­თაი­სის სა­სუ­ლიე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში, შემ­დეგ თბი­ლის­ში. 1888-1892 წ.წ. კ­იე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში, რო­მე­ლიც და­ამ­თავ­რა ღვ­თის­მეტყ­ვე­ლე­ბის კან­დი­და­ტის ხა­რის­ხით. 1893 წლი­დან 1903 წლამ­დე იყო თბი­ლი­სის დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღ­ვა­რი. პა­რა­ლე­ლუ­არდ იგი ე­წეო­და პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წეო­ბას თბი­ლი­სის ქარ­თულ გიმ­ნა­ზია­ში, ლე­ვან­დოვს­კის კერ­ძო გიმ­ნა­ზია­ში. 1903 წლი­დან სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქად არ­ჩე­ვამ­დე იგი მოღ­ვა­წე­ობ­და ქაშ­უე­თის წმ.გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის წინამძღვ­რად. 1895 წლი­დან იყო სა­სუ­ლიე­რო უწ­ყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თბი­ლი­სის ქა­ლა­ქის საბ­ჭო­ში, ქარ­თულ ენა­ზედ "და­ბა­დე­ბის" შემს­წო­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის წევ­რი. კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლეო­ბას იღებ­და სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღდ­გე­ნისთ­ვის წარ­მოე­ბულ ბრძო­ლა­ში. სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის ის­ტო­რიუ­ლი და სა­მართ­ლებ­რივ სა­კით­ხებს ეძღვ­ნე­ბო­და მი­სი მეც­ნიე­რუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი, რო­მელ­ნიც იბეჭ­დე­ბო­და ქარ­თულ და რუ­სულ პრე­სა­ში. 1917 წლის 12 (25) მარ­ტს მცხე­თა­ში გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის და­მოუ­კი­დებ­ლო­ბის აქ­ტის შემ­დეგ კ.ცინ­ცა­ძე იყო სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის დრო­ე­ბი­თი მართ­ვა-გამ­გეო­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი. იგი მიტ­რო­პო­ლიტ ან­ტონ გი­ორ­გა­ძეს­თან და არ­ქი­მანდ­რიტ ამბ­რო­სი ხე­ლა­ი­ას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა­თა რ­აუნდ­ში პეტ­როგ­რა­დის დრო­ე­ბით მთავ­რო­ბას­თან, რო­მე­ლიც სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ტე­რი­ტო­რიუ­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღიარების სა­კით­ხებს ეხე­ბო­და. 1917 წლის სექ­ტემბ­რი­დან დე­კა­ნო­ზი კა­ლისტ­რა­ტე იყო სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბ­ჭოს წევ­რი. 1921 წლის 25 თე­ბერვ­ლი­დან 12 აპ­რი­ლამ­დე (სა­ქართ­ვე­ლოს საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მი­ერ ანექ­სი­ის პირ­ველ თვე­ებ­ში), რო­ცა კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი ლე­ო­ნი­დი ქუ­თა­ის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე თავმჯ­დო­მა­რე­ობ­და სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბ­ჭოს და თა­ვის თავ­ზე აი­ღო სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი დარტყ­მე­ბი სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მი­მართ. კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძის მი­ერ იყო შედ­გე­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი რუ­სე­თის პატ­რი­არქ ტი­ხო­ნის, მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს პატრიარქ ბასილ III-ის მი­მართ, რომ­ლებ­შიც იცავ­და სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ულ ავ­ტო­კე­ფა­ლი­ას. სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბ­ჭო­ში დე­კა­ნოზ კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძის სიტყ­ვა ყო­ველთ­ვის იყო ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და წო­ნია­ნი, სა­ჭი­როე­ბის შემთხ­ვე­ვა­ში შე­უ­ვა­ლი. მაგ. 1926 წლის 25 დე­კემ­ბერს, რო­ცა სა­ქართ­ვე­ლოს ეწ­ვია ბა­ქოს მიტ­რო­პო­ლი­ტი პეტ­რე და გა­მარ­თა მო­ლა­პა­რა­კე­ბა სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არქ უწ­მი­დეს ამბ­რო­სის­თან სა­ქართ­ვე­ლო­სა და რუ­სე­თის ეკ­ლე­სიე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძემ ბა­ქოს მიტ­რო­პო­ლიტს და­უ­ფა­რა­ვად გა­ნუც­ხა­და: - ასეთ შეხ­ვედ­რებ­ზე მე­გობ­რო­ბას გვთა­ვა­ზობთ, ისე კი ჩვენ მორ­ჩი­ლე­ბას მო­ით­ხოვთ და "რას­კოლ­ნი­კებს" გვი­წო­დებთ, ავრ­ცე­ლებთ ხმებს თით­ქოს ჩვენ ვა­ვიწ­რო­ებთ რუ­სებს ერ­თი ფაქ­ტი მა­ინც და­ა­სა­ხე­ლეთ"[2] პა­სუ­ხად მიტ­რო­პო­ლიტ­მა პეტ­რემ გა­ნაც­ხა­და, რომ იყო გა­უ­გებ­რო­ბა­ნი, რო­მელ­ნიც უნ­და გა­მოს­წორ­დე­სო.

1923 წლის იანვ­რი­დან 1925 წლის მარ­ტამ­დე კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბ­ჭოს წევ­რებ­თან და კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არქ ამბ­რო­სის­თან ერ­თად იყო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და იხ­დი­და სას­ჯელს მე­ტე­ხის ცი­ხე­ში. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ მა­თი ვა­და­ზე ად­რე გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქის ამბ­რო­სის ლოც­ვა-კურთ­ხე­ვით და სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბ­ჭოს თანხ­მო­ბით დე­კა­ნო­ზი კა­ლისტ­რა­ტე გა­მორ­ჩეუ­ლი იქ­ნა რო­გორც სა­ე­პის­კო­პო­ზო კან­დი­და­ტად. მი­სი ნი­ნოწ­მი­დე­ლ ეპის­კო­პო­სად კურთ­ხე­ვა მოხ­და 1925 წლის 1 ნო­ემ­ბერს ს­იო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში. სა­ყუ­რად­ღე­ბო წინასწარმეტყველური სიტყ­ვით მი­მარ­თა მას უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ამბ­რო­სიმ: "შე­ნი მოღ­ვა­წეო­ბა და­იწ­ყო ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ას მო­ნო­ბის დროს, მა­შინ, რო­დე­საც იმის ბედ-იღ­ბალს გა­ნა­გებდ­ნენ სი­ნო­დი და მის­გან და­ყე­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ენის არმ­ცოდ­ნე ეგ­ზარ­ქო­სე­ბი. შენ იმ მო­ნო­ბის ჟამს ემ­სა­ხუ­რე­ბო­დი ეკ­ლე­სიუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ­იდე­ას... ბო­ლო ხა­ნებ­ში, რო­დე­საც ჩე­მი ჯანმრ­თე­ლო­ბა შე­ირ­ყა იმ­დე­ნად, რომ ინ­ტენ­სიუ­რი მუ­შაო­ბა არ შე­მეძ­ლო იძუ­ლე­ბე­ლი შე­ვი­ქენ მო­მე­ძებ­ნა სა­ი­მე­დო თა­ნამ­შემ­წე. ჩე­მი ყუ­რად­ღე­ბა შენ მი­იპ­ყა­რ, რო­გორც ეკ­ლე­სი­ის ერთ­გულ­მა და მისთ­ვის თავ­და­დე­ბულ­მა მუ­შაკ­მა... დი­დია დღეს შენ­გან მი­ღე­ბუ­ლი ღირ­სე­ბა და პა­ტი­ვი, მაგ­რამ კი­დევ უფ­რო დი­დია ის იწ­როე­ბა, შრო­მა, ვ­აე­ბა და წყე­ნა, რო­მე­ლიც შენ მო­გე­ლის. აქ სა­ჭი­როა მოთ­მი­ნე­ბით ატა­ნა ყვე­ლა იმი­სა, რაც ეკ­ლე­სი­ის კე­თილ­დ­ღეო­ბი­სათ­ვის შეგხვ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში"[3].

ეპის­კო­პოს კა­ლისტ­რა­ტეს იმა­ვე დღეს მი­უ­ბო­ძეს მიტ­რო­პო­ლი­ტო­ბა. ყვე­ლა­სათ­ვის ცხა­დი გახ­და კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძეს უწ­მი­დესი ამბ­რო­სი მემკ­ვიდ­რედ ამ­ზა­დებ­და. კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძის გამღვ­დელმ­თავ­რე­ბა სი­ხა­რუ­ლით მიი­ღო ყვე­ლამ, ვისთ­ვი­საც ძვირ­ფა­სი იყო სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მო­მა­ვა­ლი. სა­ზო­გა­დოე­ბის სუ­ლისკ­ვე­თე­ბა კარ­გად გა­მო­ხა­ტა ნეს­ტორ შავ­დი­ამ, რო­მელ­მაც მიტ­რო­პო­ლიტ კა­ლისტ­რა­ტეს ამ სიტყ­ვე­ბით მი­მარ­თა: "ვი­სურ­ვებ რომ ჩვენს ეკ­ლე­სი­ას და სამ­შობ­ლოს მრავ­ლად მოვ­ლე­ნოდ­ნენ თქვე­ნის­თა­ნა ღვთივ-გა­მობ­რძ­მე­დილ­ნი და მადლ­მო­სილ­ი მღვდელმ­თა­ვარ­ნი"[4]. ახალ­მა მღვდელმ­თა­ვარ­მა, რო­მელ­მაც მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სამ­სა­ხურს მიუძღვ­ნა ეპის­კო­პო­სად კურთ­ხე­ვის დღეს გა­ნაც­ხა­და: "გა­ნა, ეს კი­დევ არ ნიშ­ნავს, რომ ჩემს თავს ვთვლი­დე სავ­სე­ბით განმ­ზა­დე­ბუ­ლად მღვდელმ­თავ­რო­ბი­სათ­ვის: მე კი­დევ ვსა­ჭი­რო­ებ თქვენს ბრძნულ რჩე­ვა­სა და და­რი­გე­ბას, ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბა­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით ლოც­ვა-ვედ­რე­ბა­ს. ამი­სათ­ვის კად­ნიე­რე­ბით გთხოვთ აწ და მა­რა­დის ევედ­რე­ნით მას, რო­მე­ლი უძ­ლურ­თა ჰკურ­ნებს და ნაკ­ლუ­ლო­ვან­თა აღავ­სებს გარდ­მო­ავ­ლი­ნოს ჩემ­ზე­და მად­ლი სუ­ლი­სა წმი­დი­სა და მო­მა­ნი­ჭოს ძა­ლი და სიმხ­ნე წი­ნამ­დე­ბა­რი­სა მსა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის"[5]. მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლისტ­რა­ტე და­ი­ნიშ­ნა მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქიი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი ნი­ნოწ­მინ­დის ეპარ­ქი­ის მმართ­ვე­ლად. 1925 წლის 11 ნ­ოემბ­რი­დან მიტ­რო­პო­ლიტ კა­ლისტ­რა­ტე და­ი­ნიშ­ნა სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქის უწ­მი­დე­სი ამბ­რო­სის მუდ­მივ მო­საყდ­რედ, მას­ვე მ­იე­ცა ბარტ­ყუ­ლა­ზე ჯვრის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა და მღვდელმ­თა­ვარ­თა შო­რის უპი­რა­ტე­სად გა­მოც­ხად­და. კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ასე­თი აღ­ზე­ვე­ბა არ აწ­ყობ­დათ სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­ში იმ ჯგუ­ფის წევ­რებს, რო­მელ­ნიც ურბ­ნე­ლი მიტროპოლიტის ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვი­ლის გარ­შე­მო იყვ­ნენ შე­მოკ­რე­ბულ­ნი. ე.წ. "გა­ნახ­ლე­ბი­სა და რე­ფორ­მე­ბის" მიმ­დე­ვარ­ნი ასე ად­ვი­ლად ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხებდ­ნენ სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბ­ჭოს და­მარც­ხე­ბას, ზე­მოქ­მე­დე­ბას ვერ მო­ახ­დენდ­ნენ კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არქ ამბ­რო­სი­ზე. თბი­ლი­სის ოლ­ქის სამღვ­დე­ლოე­ბამ სა­გან­გე­ბო სხდო­მა­ზე ასე­თი დად­გე­ნი­ლე­ბა მ­იი­ღო: "თბი­ლი­სის სამღვ­დე­ლოე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბით ეგე­ბე­ბა ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას და თა­ვის მხრივ გა­მოს­თქ­ვამს კმა­ყო­ფი­ლე­ბას და ულო­ცავს თა­ვის ღირ­სეუ­ლის თა­ნა­მოძ­მეს ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის მი­ღე­ბას. და გა­მოს­თქ­ვამს სურ­ვილს მას­თან თავ­და­დე­ბუ­ლი თა­ნამშ­რომ­ლო­ბი­სას"[6]. მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლისტ­რა­ტე ჩვე­უ­ლი ენერ­გი­ით შე­უდ­გა საქ­მია­ნო­ბას. მან წე­რი­ლით მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­სა­რი­ატს, რა­თა ეპარ­ქი­ის სა­ჭი­როე­ბი­სათ­ვის და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ "ყო­ფი­ლი რ­ეა­ლურ და წმ. ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის სას­წავ­ლე­ბელ­თა ეკ­ლე­სიე­ბის კონ­და­კე­ბი, ხა­ტე­ბი, შანდ­ლე­ბი, წიგ­ნე­ბი, ღვთისმ­სა­ხუ­რე­ბის საგ­ნე­ბი, რო­მელ­თაც არ აქვთ სა­მეც­ნიე­რო მნიშვ­ნე­ლო­ბა"[7]. სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქის ამბ­რო­სის მო­საყ­დ­რეო­ბა იმ დროს, რო­ცა პატ­რი­არ­ქის ჯანმრ­თე­ლო­ბა ფრი­ად შერ­ყეუ­ლი იყო მიტ­რო­პო­ლიტ კა­ლისტ­რა­ტეს პატ­რი­არ­ქის მო­ვა­ლეო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­საც ავა­ლებ­და, ერ­თის მხრივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მ­ეო­რეს მხრივ ე.წ. "რე­ფორ­მა­ტორ­თა" ჯგუფ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა მას მძი­მე მდგო­მა­რეო­ბა­ში აყე­ნებ­და. ქუ­თაი­სის სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბის შემ­დეგ, რო­ცა მიტ­რო­პო­ლიტ ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვი­ლის ჯგუფ­მა ფაქ­ტიუ­რად ხელ­ში ჩა­იგ­დო სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მართ­ვა-გამ­გეო­ბა მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლისტ­რა­ტე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და 1926 წლის 30 დე­კემბ­რი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო მო­საყდ­რის მო­ვა­ლეო­ბი­დან. ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რომ მიტ­რო­პო­ლიტ კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძი­სათ­ვის იყო უმ­ძი­მე­სი ხა­ნა, აღარც ეპარ­ქია, აღარც სა­კა­თა­ლი­კო­ზო სი­ნო­დი, იგი რი­გი­თი სა­სუ­ლიე­რო პი­რის რანგ­ში და­ტო­ვეს ქა­შუე­თის ეკ­ლე­სია­ში, მაგ­რამ მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლისტ­რა­ტე სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­ში მოქ­მედ მღვდელმ­თა­ვარ­თა შო­რის მა­ინც ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ პი­როვ­ნე­ბად რჩე­ბო­და. მისთ­ვის შექმ­ნი­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ერ­თი წუ­თი­თაც არ შ­ეუწყ­ვე­ტია სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის პრობ­ლე­მებ­ზე ფიქ­რი. მის პი­რად ფონდ­ში ­არა­ერ­თი სა­გუ­ლისხ­მო ჩა­ნა­წე­რი ინა­ხე­ბა. მას გან­სა­კუთ­რე­ბით აში­ნებ­და 1923-24 წლებ­ში ან­ტი­რე­ლი­გიუ­რი პრო­პა­გან­დის პი­რო­ბებ­ში სა­სუ­ლიე­რო პი­რო­ბა­ზე უარისმთქ­მელ­თა კვლავ უკან ეკლესიაში მობ­რუ­ნე­ბის პერს­პექ­ტი­ვა. მიტ­რო­პო­ლიტ კა­ლისტ­რა­ტეს სავ­სე­ბით სა­მარ­თ­ლია­ნად მ­იაჩნ­და, რომ სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი, რო­მელ­თაც სა­ჯა­როდ გა­ნაც­ხა­დეს, რომ ქრის­ტია­ნუ­ლი სარწ­მუ­ნოე­ბა "ცრურწ­მე­ნაა" და და­იწ­ყეს სა­მო­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რე­ბი, თუ კვლავ ეკ­ლე­სი­ებ­ში შე­ი­პა­რე­ბი­ან დიდ ზი­ანს მო­უ­ტა­ნენ სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­სო. სამ­წუ­ხა­როდ, მი­სი ში­ში გა­მარ­თლ­და, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სწო­რედ ასე­თი ადა­მია­ნე­ბი სჭირ­დე­ბო­და სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­ში და ხელს უწყობდა მათ.

1932 წელს, რო­დე­საც მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლისტ­რა­ტე სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი გახ­და სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ასე გა­მოი­ყუ­რე­ბო­და _ სა­ქართ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი 15 ეპარ­ქიი­დან მოქ­მე­დი იყო 6-7 ეპარ­ქია, ეკ­ლე­სია-მო­ნასტ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ად­მი­ნისტ­რა­ციუ­ლი წე­სით იყო და­ხუ­რუ­ლი. ემიგ­რა­ცია­ში მყოფ­მა ქართ­ვე­ლო­ბამ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბისადმი სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ლო­ი­ა­ლო­ბი­სა და თა­ნამშ­რომ­ლო­ბის კურ­სის გა­მო გაწყ­ვი­ტა ევ­ქა­რის­ტუ­ლი კავ­ში­რი სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას­თან. სა­სუ­ლიე­რო პირ­თა შო­რის იყო დი­დი და­პი­რის­პი­რე­ბა, სხ­ვა­დასხ­ვა ჯუ­რის ავა­ზა­კე­ბი სარ­გებ­ლობდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წაყ­რუე­ბით და ძ­არ­ც­ვავდ­ნენ ეკ­ლე­სია-მო­ნასტ­რებს, სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო. ქართ­ვე­ლი სა­ზო­გა­დოე­ბის სი­ხა­რუ­ლი, მო­მავ­ლის იმე­დი, რომ უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოი­სა კა­ლისტ­რა­ტე იქ­ნე­ბო­და სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ამა­ღორ­ძი­ნე­ბე­ლი კარ­გად გა­მო­ხა­ტა მა­რი­ამ- ჯამ­ბა­კურ-ორ­ბე­ლი­ან­მა თავის მოვალეობაში:

"თქვე­ნო უწ­მი­დე­სო­ბავ! სი­ა­მოვ­ნე­ბით ვ­უერთ­დე­ბი და ვი­ზია­რებ სა­ქართ­ვე­ლოს შვილ­თა სა­ერ­თო სი­ხა­რულს. ბედ­ნიე­რი ვარ, რომ ჩვენ­მა ეკ­ლე­სი­ამ თქვე­ნებ­რი ღვაწლ­მა­ვა­ლი და ღირ­სეუ­ლი საჭეთმპყ­რო­ბე­ლი მო­ი­პო­ვა"[8]. სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არქ უწ­მი­დეს­სა და უნე­ტა­რეს კა­ლისტ­რა­ტეს შექმ­ნი­ლ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის შერ­ყეუ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტის აღ­სად­გე­ნად სჭირ­დე­ბო­და რო­გორც მრევ­ლის, სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბის, ასე­ვე ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის თა­ნად­გო­მა. მის პი­როვ­ნულ ღირ­სე­ბებს ერთხ­მად ­აღი­ა­რებდ­ნენ ივ.ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, კ.კე­კე­ლი­ძე, აკ.შა­ნი­ძე, გ.ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლი, კ.გამ­სა­ხურ­დია, გ.ლე­ო­ნი­ძე, ი.გრი­შაშ­ვი­ლი, პ.ინ­გო­როყ­ვა, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ­ათე­ის­ტი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც კი. სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ ფაქ­ტია ქუ­თა­თე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი და­ვით კა­ჭა­ხი­ძე, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბ­ჭოს, უწ­მი­დეს­სა და უნე­ტა­რესს ამბ­რო­სის საყ­ვე­დუ­რობ­და დე­კა­ნოზ კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძის ~უეც­რად~ გა­მიტ­რო­პო­ლი­ტე­ბას, თავ­დაუ­ზო­გა­ვად ებრ­ძო­და მას, უკ­ვე 1934 წელს ს­იო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში წარ­მოთქ­მულ სიტყ­ვა­ში უწ­მი­დესს კა­ლისტ­რა­ტე­ზე ბრძა­ნებ­და: "ვინ იყო ის, რო­მე­ლიც წერ­და სა­ქართ­ვე­ლოს უზე­ნა­ეს ს­აე­რო და სა­სუ­ლიე­რო მთავ­რო­ბი­სად­მი სა­ბუ­თი­ან მოხ­სე­ნე­ბებს სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სიი­სა და სამღვ­დე­ლოე­ბის ამა თუ იმ სა­ჭი­როე­ბა­თა შე­სა­ხებ;? ვინ არის ის, რო­მელ­საც ავ­ტო­რი­ტეტ­ნი კა­თა­ლი­კოზ­ნიც კი რო­გო­რე­ბიც იყვ­ნენ კი­რიო­ნი და ლე­ო­ნი­დი ან­გა­რიშს უ­წევდ­ნენ, ვინ არის, ის რო­მელ­საც სა­ქართ­ვე­ლოს ინ­ტე­ლი­გენ­ცია თა­ვი­დან­ვე არ­ჩევ­და და დღე­საც მაღ­ლა აყე­ნებს ქართ­ველ სამღვ­დე­ლოე­ბა­ში;? ეს არის კა­ლისტ­რა­ტე, ინ­ტე­ლექ­ტუა­ლი და მოქ­მე­დე­ბი­თაც უპი­რა­ტე­სი, შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი ჩვენ­თა­გა­ნი ყვე­ლა­ფერს მი­სი მსოფლმ­ხედ­ვე­ლო­ბი­სას არ ი­ზია­რებ­დეს, მაგ­რამ ცხად­ზე უც­ხა­დე­სია, რომ იგი ჩვენს შო­რის პირ­ვე­ლია თა­ვი­სი ჭკუ­ით, ცოდ­ნით, გან­ვი­თა­რე­ბით, საქ­მია­ნო­ბით, გა­მოც­დი­ლე­ბით"[9].

უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კა­ლისტ­რა­ტემ პატ­რი­არ­ქო­ბის პირ­ველ წლებ­ში­ვე თა­ვი­სი საქ­მია­ნო­ბა ოთ­ხი მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თა: 1. ეკ­ლე­სია-მო­ნასტ­რე­ბის და­ხურ­ვის, ნგრე­ვის და ძარც­ვა-რბე­ვის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა, 2. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ლო­ი­ა­ლუ­რი კურ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, 3. სა­ქართ­ვე­ლოს საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­კა­ნონმ­დებ­ლო ორ­გა­ნოე­ბის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო პი­რე­ბის სუ­ლის­შე­ხუთ­ვე­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო კა­ნონმ­დებ­ლო­ბის ლი­ბე­რი­ზა­ციი­სათ­ვის ბრძო­ლა, 4. სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის მსოფ­ლიო მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია­თა მი­ერ ა­ღია­რე­ბის მიღ­წე­ვა. ამ ამო­ცა­ნე­ბის გან­ხორ­ციე­ლე­ბა იმ დროს ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. საბ­ჭო­თა სა­ქარ­თე­ლოს ი­დეო­ლო­გიუ­რი ფრონ­ტის მუ­შა­კე­ბი­სად­მი მი­მართ­ვა­ში მ.ცხაკაია პირ­და­პირ მი­უ­თი­თებ­და ~მთე­ლი ძალ­ღო­ნით სის­ტე­მა­ტუ­რად და მეც­ნიე­რუ­ლად უნ­და ვებრ­ძო­ლოთ რე­ლი­გი­ას[10]. მებრ­ძო­ლი უღ­მერ­თო­თა კავ­ში­რის ცენტ­რა­ლუ­რი, სა­ოლ­ქო და რა­ი­ო­ნუ­ლი უჯ­რე­დე­ბი კვლავ აგრ­ძე­ლებდ­ნენ ფარ­თო ხა­სია­თის სა­ა­გი­ტა­ციო მუ­შაო­ბას მო­სახ­ლეო­ბა­ში რე­ლი­გიუ­რი შეგ­ნე­ბის და­საძ­ლე­ვად. "მებრ­ძოლ უღ­მერ­თო­თა" კავ­ში­რის ინი­ცია­ტი­ვით შექმ­ნი­ლი ან­ტი­რე­ლი­გი­ურ მუ­შა­თა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (შ­ეიქმ­ნა 1930 წ.) რა­ი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მოჰ­ყავ­დათ მსმე­ნე­ლე­ბი და გაძ­ლიე­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბით  აი­ა­რა­ღებდ­ნენ მარქ­სის­ტულ-ლე­ნი­ნუ­რი მსოფლმ­ხედ­ვე­ლო­ბით. მებრ­ძოლ უღ­მერ­თო­თა კავ­ში­რის თავმჯ­დო­მა­რე იყო ცნო­ბი­ლი რე­ვო­ლუ­ციო­ნე­რი ერ­მი­ლე ბე­დია, რო­მე­ლიც სა­სუ­ლიე­რო პი­რებს - სო­ცია­ლის­ტუ­რი მე­ურ­ნეო­ბის ძი­რის გა­მომ­თხ­რე­ლებს უწო­დებ­და. სა­ქართ­ვე­ლოს კ.პ.(ბ) ცენტ­რა­ლურ კო­მი­ტეტ­ში ან­ტი­რე­ლი­გიუ­რი პრო­პა­გა­ნდის სა­კით­ხებ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად იმარ­თე­ბო­და თათ­ბი­რე­ბი. თბი­ლის­ში დ­აარს­და ან­ტი­რე­ლი­გიუ­რი მუ­ზეუ­მი. პარ­ტი­ის ცენტ­რა­ლურ­მა კო­მი­ტეტ­მა წა­ა­ხა­ლი­სა ჟურნ. "უღ­მერ­თოს", "მებრ­ძო­ლი უღ­მერ­თოს" და "მებრ­ძო­ლი ­ათე­ის­ტის" საქ­მია­ნო­ბა, რო­მე­ლიც მა­თი აზ­რით ენერ­გიუ­ლად იბრ­ძო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის, ამ­ხელ­და რე­ლი­გი­ურ "ცრურწ­მე­ნებს". ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ზო­გა­დოე­ბის ბნე­ლი ძა­ლე­ბის ერთგ­ვარ წაქეზებად იქცა ხელისუფლების მოწოდება აელაგმათ სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბის საქ­მია­ნო­ბა. გახ­შირ­და ეკ­ლე­სია-მო­ნასტ­რებ­ზე თავ­დასხ­მა, ძარც­ვა-რბე­ვა. 1932 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში წილკ­ნე­ლი ეპის­კო­პო­სი ალექ­სი (გერ­სა­მია) უწ­მი­დეს­სა და უნე­ტა­რესს კა­ლისტ­რა­ტეს ატ­ყო­ბი­ნებ­და შ­იომღ­ვი­მის მო­ნას­ტერ­ზე ბო­როტ­მოქ­მედ­თა თავ­დასხ­მი­სა და ბერ ილა­რიო­ნის მოკვ­ლის შე­სა­ხებ, დე­კემ­ბერ­ში თავ­დასხ­მა კვლავ გან­მე­ორ­და და მოკ­ლეს ბერმო­ნა­ზო­ნი კვიპ­რია­ნე. კვლავ გრძელ­დე­ბო­და უმი­ზე­ზოდ სა­სუ­ლიე­რო პირ­თა და­პა­ტიმ­რე­ბა­ნი. 1937 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე) ურბნისის ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე). ასეთ პი­რო­ბებ­ში პრო­ვინ­ცი­ებ­ში მყო­ფი სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი­სათ­ვის სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი ერ­თა­დერთ მფარ­ვე­ლად მი­იჩ­ნეო­და და მას სთხოვდ­ნენ დახ­მა­რე­ბას. თა­ვის მხრივ უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ ტო­ვებ­და პრო­ვინ­ცი­ის სამღვ­დე­ლოე­ბის გა­სა­ჭირს.

1936 წლის 17 ნო­ემ­ბერს მან მკაც­რი წე­რი­ლით მი­მარ­თა სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს ცენტ­რა­ლურ აღ­მას­რუ­ლე­ბელ კო­მი­ტეტს. წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო სიღ­ნა­ღის რ­ა­იო­ნის სოფ. ანა­გის ეკ­ლე­სიის მძი­მე მდგო­მა­რეო­ბის შე­სა­ხებ "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­წე­რილ გა­და­სა­ხადს ეკ­ლე­სია უკ­ლებ­ლივ ის­ტუმ­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნოე­ბი ყო­ველგ­ვარ დაბრ­კო­ლე­ბას უქმ­ნი­ან მლოც­ვე­ლებს: ასე მოხ­და მიმ­დი­ნა­რე წლის აღდ­გო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე, რო­ცა მლოც­ველ­ნი გან­დევ­ნეს ეკ­ლე­სიი­დან. გთხოვთ მ­იი­ღოთ ზო­მე­ბი"[11] ხელისუფლებამ ანტირელიგიურ მოძრაობაში ჩართო ექიმები, მასწავლებლები, ინტელიგენციის სხვა სფეროს წარმომადგენლები. 1937-1939 წლებში საქართველოს “მებრძოლ უღმერთოთა კავშირის” ორგანიზაციის მიერ ქალაქად და სოფლად ჩატარდა 25624 ანტირელიგიური ლექცია საუბარი. “მუკის” წევრები შედიოდნენ მოქმედ ეკლესიებში და ფარულ თვალთვალს აწარმოებდნენ ღვთისმსახურებაზე, ცდილობდნენ დაედგინათ ეკლესიის შემოსავალი და ოპერატიულად ეცნობებინათ ფინსახკომის წარმომადგენლებისათვის გადასახადის რა რაოდენობა უნდა გადაეხდევინებინათ მოქმედი ეკლესიისათვის.  ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თა­ვი ი­მართ­ლეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ მორწ­მუ­ნე­თა დევ­ნის შე­სა­ხებ თით­ქოს­და არა­ფე­რი იცოდ­ნენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვლი­და, რომ "ამ დროს ან­ტი­რე­ლი­გიუ­რი მუ­შაო­ბის ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა იყო ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა მშრო­მელ­თა ფარ­თო მა­სე­ბი­სათ­ვის რე­ლი­გიი­სა და ეკ­ლე­სი­ის რე­აქ­ციუ­ლი ხა­სია­თი. ეკ­ლე­სი­ის მსა­ხურ­თა  "ან­ტი­სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი  და ან­ტი­საბ­ჭო­თა" საქ­მია­ნო­ბა" მშრო­მე­ლი მა­სე­ბის რე­ლი­გი­ის ტყვე­ო­ბი­სა­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა, რო­მელ­საც ე­წეო­და ბოლ­შე­ვი­კუ­რი პარ­ტია, იყო ბრძო­ლა სო­ცია­ლის­ტუ­რი სა­ხელმ­წი­ფო­სათ­ვის"[11ა] სა­ქართ­ვე­ლოს საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი იყვ­ნენ ს­იო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რის შე­ვიწ­როე­ბით. ჯერ იყო და 1932 წელს კა­მოს სახ. "ფაბ­ზაო­ჩის" დი­რექ­ცი­ას ნე­ბა დარ­თეს ს­იო­ნის ტაძ­რის ეზო­ში სა­ერ­თო საც­ხოვ­რებ­ლის აშე­ნე­ბი­სა, რა­საც კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არქ კა­ლისტ­რა­ტეს მძაფ­რი პრო­ტეს­ტი მოჰყ­ვა. სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს სსრ ცა­კის თავმჯ­დო­მა­რის ფ.მა­ხა­რა­ძი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში იგი აღ­ნიშ­ნავ­და: ნუ­თუ და­საშ­ვე­ბია ს­იო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რი­სათ­ვის ძლივ-ძლი­ვო­ბით შე­ძე­ნი­ლი მცი­რე მო­ე­დან­ზე უსა­ხუ­რი შე­ნო­ბის აგე­ბა, რო­მე­ლიც "შე­ა­ვიწ­რო­ებს და უჩი­ნარ­ყოფს თბი­ლი­სის სა­ა­მა­ყო ძეგლს, მთლია­ნად მო­ა­შო­რებს მას მზის სხი­ვებს და გახ­დის სი­ნეს­ტის მსხვერპ­ლად"[12]. სა­ბედ­ნიე­როდ იმ­ხა­ნად მო­ხერხ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვე­რა­გუ­ლი განზ­რახ­ვის ჩაშ­ლა, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ს­იო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რის შე­ვიწ­როე­ბის სხვა ბერ­კე­ტე­ბიც ჰქონ­და, სა­ქართ­ვე­ლოს სსრ ფი­ნანს­თა კო­მი­სა­რია­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით დი­დი გა­და­სა­ხა­დით და­ი­ბეგ­რა ს­იო­ნის ეკ­ლე­სია. დი­დი გა­და­სა­ხა­დე­ბი დ­აე­დო იქ მოსამსახურე სა­სუ­ლიე­რო პი­რებ­საც. ფინ­სახ­კო­მის მო­ხე­ლეე­ბი იმუქ­რე­ბოდ­ნენ რომ გა­და­სა­ხა­დის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემთხ­ვე­ვა­ში ს­იო­ნის ეკ­ლე­სი­ას და­ხუ­რავდ­ნენ, კი­რო­ვის რ­ა­იო­ნის ინს­პექ­ტო­რი ულ­ტი­მა­ტუ­მის  ენით  აც­ნო­ბებ­და  სრუ­ლი­ად  სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატრიარქს, "თუ და­წე­სე­ბუ­ლი გა­და­სა­ხადს არ გა­და­იხ­დით სა­კით­ხი გა­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე ტაძ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბი­სა და და­ხურ­ვის შე­სა­ხებ"[13]. უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კა­ლისტ­რა­ტემ 1940 წელს დე­პე­შა გაგ­ზავ­ნა მოს­კოვ­ში მ.კა­ლი­ნი­ნის სა­ხელ­ზე და ით­ხო­ვა დახ­მა­რე­ბა. ამა­ვე დროს სა­ქართ­ვე­ლოს სსრ ფი­ნანს­თა სახ­კომს კ.ცი­მა­კუ­რი­ძეს აც­ნო­ბებ­და: "პა­ტი­ვის­ცე­მით გთხოვთ ინე­ბოთ გან­კარ­გუ­ლე­ბა, რა­თა პა­სუ­ხის­ მოსვ­ლამ­დე არ იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი არა­ვი­თა­რი აგ­რე­სიუ­ლი ხა­სია­თის ზო­მე­ბი ს­იო­ნის ტაძ­რის მი­მართ"[14]. იმდ­რო­ინ­დე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით აშ­კა­რაა, თუ რო­გორ აბუ­ჩად იგ­დებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უბ­რა­ლო ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას, მის საჭეთმპყ­რო­ბელს, რო­მელ­თაც "კულ­ტის მსა­ხურთ" უწო­დებდ­ნენ. მა­თი პა­სუ­ხე­ბი იყო შე­უ­ვა­ლი და უ­კომპ­რო­მი­სო "ფინ­სახ­კომს არ შე­უძ­ლია თქვე­ნი შ­უამდ­გომ­ლო­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გე­ვა­ლე­ბათ მ­იი­ღოთ გა­დამჭ­რე­ლი ზო­მე­ბი, რა­თა სასწ­რა­ფოდ იქ­ნას და­ფა­რუ­ლი ს­იო­ნის ტა­ძარ­ზე რიც­ხუ­ლი სა­უ­რა­ვი"[15]. უწ­მი­დეს­მა კა­ლისტ­რა­ტემ ით­ხო­ვა შეხ­ვედ­რა უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს საქ­მე­თა მმართ­ველ მი­რია­ნაშ­ვილ­თან. უწ­მი­დეს კა­ლისტ­რა­ტეს უბის წიგ­ნაკ­ში ასე­თი ჩა­ნა­წე­რია "გა­მოვც­ხად­დი 2 სა­ათ­ზე. პი­რა­დად არ მი­მი­ღო და­ა­ბა­რა და­ვი­თაშ­ვილს თქვენს განც­ხა­დე­ბა­ზე თავმჯ­დო­მა­რემ - უა­რი ეთქ­ვა­სო"[16]. თბი­ლი­სის ქა­ლა­ქის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ ვრცელ გან­მარ­ტე­ბა­ში 1940 წლის 2 ივ­ლისს უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე ნა­თელს ჰფენ­და ს­იო­ნის ტაძ­რის გარ­შე­მო შექმ­ნილ ვი­თა­რე­ბას. "1932 წლამ­დე რო­დე­საც მე ამირ­ჩი­ეს სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქად ს­იო­ნის ეკ­ლე­სი­ას შე­ნო­ბი­სა და რენ­ტის გა­და­სა­ხა­დი არ გა­და­უხ­დია (არც მო­უთ­ხო­ვი­ათ), თუმ­ცა რო­გორც შემ­დეგ­ში აღ­მოჩნ­და, გა­და­სა­ხა­დი მათ შე­წე­რი­ლი ჰქო­ნია. 1933 წელს მო­მი­ვი­და უწ­ყე­ბა, რომ და­ვა­ლია­ნე­ბა იყო 10,325 მა­ნე­თი. ჩემს შ­უამდ­გომ­ლო­ბა­ზე ცა­კის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა კო­მი­ტეტ­მა იმა­ვე წლის 27 ნ­ოემბ­რის დად­გე­ნი­ლე­ბით სი­ონს მ­ოუხს­ნა სა­უ­რა­ვი და მო­ით­ხო­ვა ძი­რი­თა­დი გა­და­სა­ხა­დი. ეს ფუ­ლი მხო­ლოდ 1938 წელს გა­და­ვი­ხა­დეთ უ­სახს­რო­ბის გა­მო. ახ­ლა ვით­ხოვთ მ.კა­ლი­ნი­ნის და ლ.ბე­რი­ას პა­სუ­ხამ­დე შე­ა­ჩე­რეთ თქვე­ნი მოთ­ხოვ­ნე­ბი"[17], მაგ­რამ რო­გორც ჩანს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას განზ­რა­ხუ­ლი ჰქონ­და ს­იო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რის და­ხურ­ვა. 1940 წლის ბო­ლო­სა და 1941 წლის იან­ვარ­ში ს­იო­ნის ტა­ძარ­ში შეწყ­და ღვთისმ­სა­ხუ­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ გუ­ლისტ­კი­ვი­ლით წერ­და უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე საქ.კპ(ბ) ცენტ­რა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის მდი­ვანს კ.ჩარკ­ვი­ანს "ერ­თა­დერთ მოქ­მედ სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, ისიც სი­ონ­ში შეწყ­და მღვდელმ­თავ­რუ­ლი ღვთისმ­სა­ხუ­რე­ბა იმის გა­მო, რომ კა­თედ­რა იგი ღა­რი­ბია გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი და­ბეგვ­რის გა­მო თა­ვი ვერ გა­ი­ტა­ნა... თუ გა­და­სა­ხა­დე­ბი არ შემ­ცირ­და ღვთისმ­სა­ხურ­ნი და­ა­ნე­ბე­ბენ თავს სამ­სა­ხურს და სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატრიარქს მო­ეს­პო­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­სი პა­ტი­ვის შე­სა­ფე­რი­სად შე­ას­რუ­ლოს ღვთისმ­სა­ხუ­რე­ბა"[18]. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­და­სა­ხა­დე­ბი გა­უ­ორ­მა­გეს სიონში მოსამსახურე  სა­სუ­ლიე­რო პი­რებს: ფურ­ცე­ლა­ძეს, მო­ნა­სე­ლი­ძეს, გარ­სი­აშ­ვილს, მა­ხა­თა­ძეს, დი­ა­სა­მი­ძეს. ფინ­სახ­კო­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვ.კა­ჭა­რა­ვა უწ­მი­დეს­სა და უნე­ტა­რესს კა­ლისტ­რა­ტეს ცი­ნი­კუ­რი ტო­ნით ატ­ყო­ბი­ნებ­და - არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს მიმ­დი­ნა­რე გა­და­სა­ხა­დის ჩა­მო­წე­რას იმ შემთხ­ვე­ვა­ში თუ­კი რო­მე­ლი­მე მო­ქა­ლა­ქე შეწყ­ვეტს თა­ვის საქ­მია­ნო­ბას. (ე.ი. და­ნე­ბონ თა­ვი მღვდლო­ბა­სო ს.ვ.).

სა­შიშ­როე­ბის წი­ნა­შე დად­გა ქა­შუე­თის წმ.გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ სურ­და მთავ­რო­ბის ად­მი­ნისტ­რა­ციუ­ლი შე­ნო­ბე­ბის პირ­და­პირ ცენტ­რა­ლურ პროს­პექტ­ზე მოქ­მე­დი ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. 1934 წლის გა­ზაფ­ხულ­ზე ქა­ლა­ქის საბ­ჭომ მ­იი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ქა­შუე­თის ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში აბა­ნოს აშე­ნე­ბის შე­სა­ხებ. ახა­ლი "ჰი­გიე­ნის სახ­ლი" ისე უნ­და აშე­ნე­ბუ­ლი­ყო, რომ რუს­თა­ვე­ლის მხრი­დან სა­ერ­თოდ და­ე­ფა­რა წმ.გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის ფა­სა­დი. რო­გორც ჩანს მარ­ტო ამით არ დაკ­მა­ყო­ფილდ­ნენ, რად­გან  ქა­შუე­თის  წმ.გი­ორ­გის  ეკ­ლე­სია  აშენ­და 20-ე სა­უ­კუ­ნის და­საწ­ყის­ში ამი­ტომ მი­იჩ­ნი­ეს იგი ­არა­ის­ტო­რიუ­ლი მნიშვ­ნე­ლო­ბის ძეგ­ლად და მი­სი დანგ­რე­ვის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაც მ­იი­ღეს. უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კა­ლისტ­რა­ტემ 1938 წლის 31 აგ­ვის­ტოს სა­გან­გე­ბო თხოვ­ნით მი­მარ­თა სა­ქართ­ვე­ლოს კპ(ბ) ცენტ­რა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის მდი­ვანს ლ.ბე­რი­ას, სა­დაც აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ქა­შუე­თის წმ.გი­ორ­გის ეკ­ლე­სია სა­ქართ­ვე­ლოს სიძ­ვე­ლე­თა კო­მი­ტე­ტის მი­ერ აყ­ვა­ნი­ლია აღ­რიცხ­ვა­ზე, კად­ნიე­რად მი­ვაქ­ცევ რა თქვენ გა­ნათ­ლე­ბულ ყუ­რად­ღე­ბას ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ­ზედ, პა­ტი­ვის­ცე­მით გთხოვთ გან­კარ­გუ­ლე­ბას, ქა­შუე­თის სამ­რევ­ლოს სარ­გებ­ლო­ბა­ში და­ტო­ვე­ბი­სათ­ვის".[19] ლ.ბე­რი­ამ უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია ქა­შუე­თის ეკ­ლე­სი­ის და­ხურ­ვი­სა და დანგ­რე­ვის სა­შიშ­როე­ბის შე­სა­ხებ.

სიძ­ვე­ლე­თა კო­მი­ტე­ტის, ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენციის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მო­წა­დი­ნე­ბით დანგ­რე­ვას გა­და­ურ­ჩა მე­ტე­ხის ღვთისმ­შობ­ლის ეკ­ლე­სია, გე­ლა­თი, ალა­ვერ­დი, ნი­კორწ­მინ­და. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში 1937 წლი­დან გა­მოც­ხად­და სო­ცია­ლიზ­მის გა­მარჯ­ვე­ბა, მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნა ე.წ. სტა­ლი­ნუ­რი კონს­ტი­ტუ­ცია. საბ­ჭო­თა სის­ტე­მი­სათ­ვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბუ­ლი იყო რე­ლი­გია, ეკ­ლე­სია და სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი. რე­ლი­გი­ის წი­ნ­ააღმ­დეგ ბრძო­ლა 1921 წლი­დან 1924 წლამ­დე იყო მძაფ­რი, შე­უ­რი­გე­ბე­ლი 1924 წლი­დან თით­ქოს მდგო­მა­რეო­ბა შე­იც­ვა­ლა რო­დე­საც სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს ცენტ­რა­ლუ­რი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტეტ­მა მ­იი­ღო 1924 წლის 21 ნ­ოემბ­რის N124 დად­გე­ნი­ლე­ბა "ეკ­ლე­სიე­ბის გახს­ნი­სა და რე­ლი­გი­ურ სა­ზო­გა­დოე­ბა­თა რე­გისტ­რა­ცი­ის წე­სის შე­სა­ხებ" სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მორწ­მუ­ნე­თა ამ­დი­ნისტ­რა­ციუ­ლი წე­სით დევ­ნა შეწყ­და, მაგ­რამ ეს საქ­მის მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი მხა­რე იყო. ვერც ლო­ი­ა­ლო­ბი­სა და თა­ნამშ­რომ­ლო­ბი­სა ოფი­ცია­ლუ­რი კურ­სის მიმ­დევ­რებ­მა სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქის ქრის­ტე­ფო­რე III დროს მი­აღ­წი­ეს ეკ­ლე­სია­სა და სა­ხელმ­წი­ფოს ნორ­მა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას. დამკ­ვიდ­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის თით­ქოს სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დევ­ნის შეწყ­ვე­ტა მოხ­და 30-იან წლებ­ში სა­წი­ნ­ააღმ­დე­გოს მეტყ­ვე­ლებს უამ­რა­ვი ფაქ­ტო­ლო­გიუ­რი მა­სა­ლა, რო­მელ­შიც სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე მ­ი­მარ­თავ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და სთხოვ­და მათ დახ­მა­რე­ბას. ამ მხრივ ფრი­ად სა­ინ­ტე­რე­სოა მი­სი უწ­მი­დე­სო­ბის მი­ერ გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი სა­ქართ­ვე­ლოს სსრ კპ(ბ) ცენტ­რა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის მდივ­ნის კ.ჩარკ­ვია­ნის სა­ხელ­ზე 1940 წლის 19 მარტს. წე­რი­ლში უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე განმარტავდა. სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის რო­ლ­სა და მნიშვ­ნე­ლო­ბას სა­ქართ­ვე­ლოს ის­ტო­რია­ში - "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა და იმ გა­რე­მოე­ბი­სა, რომ ეკ­ლე­სი­ის არ­სე­ბო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია კონს­ტი­ტუ­ცი­ით ჩვენს ეკ­ლე­სი­ას კარს მისდ­გო­მია ისე­თი გან­საც­დე­ლი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სავ­სე­ბით მ­ოუ­ღოს მას ბო­ლო სულ მცი­რე ხან­ში (მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს და­ბეგვ­რის სის­ტე­მა)"[20]. რო­გორც წე­რი­ლი­დან ჩან­და სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­სუ­ლიე­რო პი­რებს იმ­დე­ნად დი­დი გა­და­სა­ხა­დე­ბი და­უ­წე­სეს, რომ იძუ­ლე­ბულ­ნი იყვ­ნენ უა­რი ეთქ­ვათ ღვთისმ­სა­ხუ­რე­ბა­ზე. ასე­თი ვი­თა­რე­ბა იყო სა­ქართ­ვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რია­ზე. ქუ­თა­ის­ში მღვ. ს.შუბ­ლა­ძე, რო­მელ­მაც ვერ გა­დაი­ხა­და გა­და­სა­ხა­დი გა­მოც­ხად­და ურჩ გა­დამხ­დე­ლად, სა­სა­მართ­ლოს წე­სით და­ხუ­რეს პეტ­რე-პავ­ლესს და მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკ­ლე­სიე­ბი ქუ­თა­ის­ში, თი­ა­ნეთ­ში დე­კა­ნოზ ირო­დი­ონ სი­სა­ურს ად­გი­ლობ­რივ­მა ინს­პექ­ტორ­მა და­ა­ვა­ლა 500 მა­ნე­თის, 80 კგ. ხორ­ცის, 310 კგ. კარ­ტო­ფი­ლის, 9 კგ. ერ­ბოს, 7 კგ. მატყ­ლის გა­დახ­და. თავ­ზარ­და­ცე­მულ­მა მღვდელ­მა ად­გი­ლობ­რივ ყა­ჩა­ღებს 400 მა­ნე­თი მის­ცა და­ნარ­ჩე­ნი "აპა­ტი­ეს" იმ პი­რო­ბით თუ მღვდლო­ბას თავს და­ა­ნე­ბებ­და. და­ჭე­რის ში­შით დე­კა­ნოზ­მა ი.სი­სა­ურ­მა უწ­მი­დეს­სა და უნე­ტა­რეს კა­ლისტ­რა­ტეს განც­ხა­დე­ბით მი­მარ­თა სამ­სა­ხუ­რი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ანა­ლო­გიუ­რი ვი­თა­რე­ბა იყო შექმ­ნი­ლი დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში, სა­დაც მღვდე­ლი გრი­გოლ ჩო­ხე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­სუ­ლიე­რო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­სუ­ლი­ყო. უკი­დუ­რე­სად შე­ვიწ­როე­ბულ იქ­ნენ თე­ლა­ვის, ზუგ­დი­დის, თეთ­რიწ­ყა­როს, სიღ­ნა­ღის, ჩხა­რის რა­ი­ო­ნე­ბის სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი. 1939 წელს ეკ­ლე­სია-მო­ნასტ­რე­ბის და სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბის და­ბეგვ­რის არ­სე­ბულ წეს­ში შე­ტა­ნი­ლი იქ­ნა ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც კი­დევ უფ­რო ამ­ძი­მებ­და მოქ­მე­დი ეკ­ლე­სიე­ბის მდგო­მა­რეო­ბას. უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე კ.ჩარკ­ვია­ნი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში პირ­და­პირ აც­ხა­დებ­და: "ფი­ნანს­თა სახ­კო­მის ინს­პექ­ტო­რის ასე­თი შე­უზ­ღუ­და­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ში მო­უ­ღებს ბო­ლოს ათა­სექვ­სასწლო­ვანს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას, მღვდ­ლე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან თა­ვი გა­ა­ნე­ბონ სამ­სა­ხურს... სა­ნამ საბ­ჭო­თა კონს­ტი­ტუ­ციი­დან არ არის ამოშ­ლი­ლი 124-ე მუხ­ლი ნუ იქ­ნე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად მიჩქ­მა­ლუ­ლი და ად­მი­ნისტ­რა­ციუ­ლი წე­სით გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია, მით აღგ­ვი­ლი პი­რის­გან ქვეყ­ნი­სა ქართ­ვე­ლი ერის უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის ცოც­ხა­ლი ნაშ­თი".[21] მარ­თა­ლია ის­ტო­რი­ამ არ შე­მოგ­ვი­ნა­ხა კ.ჩარკ­ვია­ნის პა­სუ­ხი უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტეს წე­რილ­ზე, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ არ ცვლი­და თა­ვის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ეკ­ლე­სი­ის მი­მართ ამის დას­ტუ­რია 1941 წლის 4 მა­ისს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არქ  კა­ლისტ­რა­ტეს  გან­მეო­რე­ბი­თი  წე­რი­ლი  საქ. კპ(ბ) ცენტ­რა­ლუ­რი, კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდივ­ნის კ.ჩარკ­ვია­ნი­სად­მი გა­და­სახ­დე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გა­მო და­ხუ­რუ­ლი ეკ­ლე­სია­თა შო­რის არის მცხე­თის სვე­ტიც­ხოვ­ლის ეკ­ლე­სია 1941 წლის 12 ივ­ლისს გა­მოი­ძა­ხეს სვე­ტიც­ხოვ­ლის წი­ნამ­ძღ­ვა­რი ეპის­კო­პო­სი ტა­რა­სი და უბრ­ძა­ნეს 48 ს­აა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ტაძ­რის დაც­ლა. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე მო­ით­ხოვ­და: "1. ჩა­ით­ვა­ლოს სვე­ტიც­ხოვ­ლის კრე­ბუ­ლის შრო­მა და ღვაწ­ლი ტაძ­რის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სათ­ვის მას­ზე შე­წი­რუ­ლი გა­და­სა­ხა­დის ან­გა­რიშ­ში; 2. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გახს­ნილ იქ­ნას სვე­ტიც­ხო­ვე­ლი; 3. ჩა­მოე­წე­როს ტაძ­რის წი­ნამ­ძღ­ვარს გა­და­სა­ხა­დე­ბი".[22]

საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ასე­თი სუ­ლის­შემ­ხუ­თა­ვი გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა და ან­ტი­რე­ლი­გიუ­რი მუ­შაო­ბის შე­დე­გად სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის არ­სე­ბო­ბის გა­რან­ტი მხო­ლოდ სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე და სა­კა­თა­ლი­კო­ზო სი­ნო­დის რამ­დე­ნი­მე მღვდელმ­თა­ვარ­ნი დარჩ­ნენ. სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ეპარ­ქიე­ბი თან­და­თან და­ცა­რი­ელ­და სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი­სა­გან, მოქ­მე­დი ეკ­ლე­სიე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კა­ტასტ­რო­ფუ­ლად შემ­ცირ­და. პირ­და­პირ შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სიე­ბი­სად­მი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ის შეცვ­ლის, გარკ­ვეუ­ლი დათ­მო­ბებ­ზე წასვ­ლის მი­ზე­ზი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ზე გერ­მა­ნუ­ლი ფა­შიზ­მის თავ­დასხ­მამ გა­მო­იწ­ვია. იმ დროს, რო­ცა საბ­ჭო­თა სის­ტე­მის ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის სა­კით­ხი წყდე­ბო­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კურ ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბა­ში მი­იჩ­ნი­ეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მთე­ლი მო­სახ­ლეო­ბის ფა­შიზ­მის წი­ნ­ააღმ­დეგ და­რაზმ­ვა და ამ საქ­მე­ში სა­ქართ­ვე­ლოს, რუ­სე­თის, სომ­ხე­თის ეკ­ლე­სიე­ბის რო­ლი დ მნიშვ­ნე­ლო­ბაც საგრძ­ნობ­ლად იზრ­დე­ბო­და. სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მე­თაუ­რი კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი კა­ლისტ­რა­ტე შე­სა­ნიშ­ნა­ვად ჩაწვ­და შექმ­ნილ ვი­თა­რე­ბას და ერ­თის მხრივ ოფი­ცია­ლურ განც­ხა­დე­ბა­ში ქართ­ვე­ლი მორწ­მუ­ნე ერი­სა და სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით საბჭოთა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა და თა­ნად­გო­მა ა­ღუთქ­ვა, მ­ეო­რეს მხრივ შე­ე­ცა­და სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რეო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რ­იარქ­მა უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კა­ლისტ­რა­ტემ ჯერ კი­დევ 1939 წლის დე­კემ­ბერ­ში ი.სტა­ლინს მი­უ­ლო­ცა და­ბა­დე­ბი­დან 60 წლის­თა­ვი. "თქვენ სი­ჭა­ბუ­კით­გან­ვე არა ცა­ნით ძი­ლი თვალ­თა, რუ­ლი ნამ­თა და განს­ვე­ნე­ბა ხორც­თა ტვირთმძ­იმე­თა და მაშვ­რალ­თა ცრემ­ლი­თა მო­სას­პო­ბად. ამი­სათ­ვის მად­ლი­ერ­მა ერ­მა დაგს­ვათ ძლი­ერ­თა თვის­თა შო­რის და შეგ­მო­სათ დ­აუჭკ­ნო­ბე­ლი დი­დე­ბით".[23] ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის საბ­ჭო­თა კავ­შირ­ზე თავ­დასხ­მის­თა­ნა­ვე სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ებ­ში უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტეს ლოც­ვა-კურთ­ხე­ვით ტარ­დე­ბო­და სამ­შობ­ლოს დამც­ველ­თა გა­სამხ­ნე­ვე­ბე­ლი პა­რაკ­ლი­სე­ბი, ომ­ში და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რებს სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, რო­გორც მა­ტე­რია­ლუ­რად, ასე­ვე სუ­ლიე­რად.

1941 წლის 24 ივ­ნისს სა­ქართ­ვე­ლოს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის (ბ) ცენტრალური კომიტეტის სამ­დივ­ნოს სა­ხელ­ზე გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში, რო­მელ­საც სა­ქართ­ვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სიი­სა და მორწ­მუ­ნე­თა სა­ხე­ლით იყო შედ­გე­ნი­ლი და ხელს აწერდ­ნენ უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი კა­ლისტ­რა­ტე, ნი­ნოწ­მი­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი იო­რე­თე­ოზ, წილკ­ნე­ლი ეპის­კო­პო­სი ტა­რა­სი. ნათქ­ვა­მი იყო: "გა­ორ­კე­ცე­ბუ­ლი ენერ­გი­ით გან­ვაგრ­ძობთ შრო­მას საყ­ვა­რე­ლი სამ­შობ­ლოს წარ­მა­ტე­ბე­ბი­სათ­ვის სა­მეც­ნიე­რო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სამ­რეწ­ვე­ლო და სა­მე­ურ­ნეო სარ­ბი­ელ­ზე".[24] სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბელ­მა ეკ­ლე­სი­ამ თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ფა­შიზ­მის წი­ნ­ააღმ­დეგ ბრძო­ლა­ში. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სამ­ხედ­რო ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბის სა­ხე­ლით ი.სტა­ლინ­მა მად­ლო­ბის დე­პე­შა გა­მოგ­ზავ­ნა სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქის კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძის სა­ხელ­ზე "გთხოვთ გა­დას­ცეთ სა­ქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­ზოს სამღვ­დე­ლოე­ბა­სა და მორწ­მუ­ნეთ, რო­მელ­თაც ორი ათა­სი მა­ნე­თი შე­აგ­რო­ვეს სა­ჩუქ­რად გმირ წი­თელ არ­მიე­ლე­ბი­სათ­ვის. ჩე­მი სა­ლა­მი და წი­თე­ლი არ­მი­ის მად­ლო­ბა".[25] ი.სტა­ლი­ნის მად­ლო­ბის წე­რილს დი­დი მნიშვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სიი­სათ­ვის, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნოე­ბი­სა­გან შე­ვიწ­როე­ბუ­ლი მოქ­მე­დი ეკ­ლე­სიე­ბის და­ხურ­ვის სა­კით­ხი დღის წეს­რი­გი­დან დროებით მ­ოიხს­ნა. სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბის დევ­ნა-შე­ვიწ­როე­ბაც შეწყ­და. უწ­მი­დე­სის და უნე­ტა­რე­სის კა­ლისტ­რა­ტეს პო­ზი­ცია გერ­მა­ნუ­ლი ფა­შიზ­მის შე­ფა­სე­ბა­ში ემთხ­ვეო­და მსოფ­ლი­ოს პროგ­რე­სუ­ლი სა­ზო­გა­დე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შე­ფა­სე­ბებს "რა მოჰყ­ვა ამ ვე­რა­გუ­ლი შე­მოჭ­რას;? - კით­ხუ­ლობ­და იგი - პირ­ველ ყოვ­ლი­სა ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის მიმ­დი­ნა­რეო­ბის შე­ფერ­ხე­ბა აუ­ა­რე­ბელ მო­ქა­ლა­ქე­თა სი­ცოცხ­ლის მოს­პო­ბა, თუ დაჭ­რა და­სა­ხიჩ­რე­ბა და წელ­თა გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი ნივ­თიე­რი სა­შუა­ლე­ბა­თა გა­ნია­ვე­ბა. ყო­ველ­ნი, რო­მელ­თა უბ­რა­ლო­თა და უდა­ნა­შაუ­ლო­თა წი­ნ­ააღმ­დეგ აღი­ღონ მახ­ვი­ლი, მახ­ვილ­თა წარწყმ­დე­ბიან".[26] უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე ს­იო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას ­არ­აერთ­ხელ შე­ხე­ბია ომი­სა და მშვი­დო­ბის თე­მას. 1943 წლის პირ­ველ იან­ვარს მი­მარ­თავ­და რა მრევლს აღ­ნიშ­ნავ­და "ახალ წელს აღ­ვავ­ლენთ მხურ­ვა­ლე ლოც­ვას, რა­თა მო­ა­ნი­ჭოს დი­ად­სა სამ­შობ­ლო­სა ჩვენ­სა გა­მარჯ­ვე­ბა ვე­რაგ მტერ­ზედ, დაგ­ვიბ­რუ­ნოს ჯანმრ­თე­ლად დღეს ფრონტ­ზედ მოღ­ვა­წე­ნი ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, ძმე­ბი და მე­უღ­ლე­ნი, აღივ­სოს ქვე­ყა­ნა ჩვე­ნი, სახლ­ნი ჩვენ­ნი და გულ­ნი ჩვენ­ნი სიყ­ვა­რუ­ლი­თა სი­ხა­რუ­ლი­თა და კე­თილმ­სა­ხუ­რე­ბი­თა",[27] საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ცენტ­რა­ლურ გა­ზე­თებ­ში ("პრავ­და", "იზ­ვეს­ტია" 1942 წ. N263, 266) იბეჭ­დე­ბო­და უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქის კა­ლისტ­რა­ტეს მი­ლოც­ვე­ბი ი.სტა­ლი­ნი­სად­მი საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იუ­ბი­ლე­ზე, წი­თე­ლი არ­მი­ის ფრონ­ტულ წარ­მა­ტე­ბებ­ზე. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის, სა­ქართ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბა კმა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთქ­ვამ­და სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ფრონ­ტი­სად­მი დახ­მა­რე­ბის გა­მო. ფრონტის დასახმარებლად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება იძენდა ობლიგაციებს, ლატარიის ბილეთებს, აგროვებდა პროდუქტს, თანხებს. 1944 წლის 16 მა­ისს ი.სტა­ლი­ნი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ დე­პე­შა­ში უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე ადას­ტუ­რებ­და სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის, მორწ­მუ­ნე მრევ­ლის სა­ხე­ლით წი­თე­ლი არ­მიი­სათ­ვის 150 ათა­სი მა­ნე­თის შეგ­რო­ვე­ბი­სა და გა­და­რიცხ­ვის ფაქტს".[28] საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ს­აე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მი­ერ სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ა­ღია­რე­ბას მოჰყ­ვა რუ­სე­თის მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მო­წეს­რი­გე­ბა. 1943 წელს რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ამ ოფი­ცია­ლუ­რად ა­ღია­რა სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­ერ 1917 წლის 12 (25) მარტს გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია­ლუ­რი ავ­ტო­კე­ფა­ლია, რა­საც დი­დი ის­ტო­რიუ­ლი მნიშვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და. იმა­ვე წელს უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ოფი­ცია­ლუ­რი ვი­ზი­ტით ეწ­ვია მოს­კოვ­ში რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს და დაესწ­რო პატ­რი­არქ ალექსი I აღ­საყდ­რე­ბას.

ფოლკ­ლო­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე თით­ქოს კრემლ­ში მიი­ღო იო­სებ სტა­ლინ­მა, რაც სი­ნამდ­ვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. შე­მო­ნა­ხუ­ლია უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტეს წე­რი­ლი, რო­მე­ლიც 1948 წლის 21 ივ­ლისს გა­უგ­ზავ­ნია ი.სტა­ლი­ნი­სათ­ვის "კაც­თა შო­რის რჩე­უ­ლო! ჩე­მი მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბის ოც­ნე­ბა იყო სა­კუ­თა­რი თვა­ლით მე­ნა­ხა ჩვე­ნი ხალ­ხის სი­ა­მა­ყე და მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი ადა­მია­ნი, მაგ­რამ ბედ­მა არ მარ­გუ­ნა ეს ბედ­ნიე­რე­ბა, ალ­ბათ ამი­სი ღირ­სი არა ვარ. მ­იი­ღეთ ძვირ­ფა­სო იო­სებ, სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის და მი­სი მე­თაუ­რის გულწრ­ფე­ლი მად­ლო­ბა მშო­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში არ­სე­ბულ სარწ­მუ­ნე­ობ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცია­თა ს­ია­ში შეყ­ვა­ნი­სათ­ვის, ხო­ლო ჩე­მი კად­ნიე­რი მა­მაშ­ვი­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მომ­ხატ­ვე­ლად მო­გართ­ვათ წი­ნა­პარ­თა მი­ერ შექმ­ნი­ლი და ნაან­დერ­ძე­ვი ქარ­თუ­ლი კუ­ლა წარ­წე­რით: იო­სებ ქართ­ველს, მსოფ­ლიო­ში უცალ­ღა­ლა­ტო ადა­მი­ანს, მაშვ­რალ­თა წი­ნაძღ­ვარს, მად­ლო­ბით გულ­სავ­სე სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბელ­თა მწყემ­სის კა­ლისტ­რა­ტე კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი­სა­გან".[29] უწ­მი­დეს­მა კა­ლისტ­რა­ტემ ი.სტა­ლინს გა­უგ­ზავ­ნა - 1948 წლის სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის კა­ლენ­და­რი.

ერ­თი შე­ხედ­ვით ისე­თი ვი­თა­რე­ბა შ­ეიქმ­ნა, რომ თით­ქოს­და ეკ­ლე­სია­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა წარ­სულს ჩა­ბარ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შეზ­ღუ­და მებრ­ძოლ უღ­მერ­თო­თა კავ­ში­რის საქ­მია­ნო­ბა, და­ხუ­რა ან­ტი­რე­ლი­გიუ­რი მუ­ზეუ­მი, მა­თი გა­მომ­ცემ­ლო­ბა, თუმცა იგი მაინც არ ენდობოდა მას რაც ადასტურებს 1942 წელს მისი საიდუმლო აგენტის მოხსენებითი ბარათი - ეკლესიაში მოსული ხალხი ტაძარში არ ეტეოდა. აქ თავი მოეყარა, როგორც მორწმუნეებს, ისე მერყევ ელემენტებსაც, მათ შორის მნიშვნელოვანი რაოდენობით იყვნენ ფრონტიდან დაბრუნებულებიც. ბევრი მათგანი სანთელს უნთებდა ხატს და ლოცულობდა, ერთი პიროვნება, რომელიც ჯარისკაცის ფორმაში იყო გამოწყობილი მთავარდიაკონთან ფუსფუსებდა.

საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში არ­სე­ბულ კონ­ფენ­სიე­ბის კონტ­რო­ლი­სათ­ვის 1943 წლის 8 ოქ­ტომბ­რის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით შ­ეიქმ­ნა ეკ­ლე­სი­ის საქ­მე­თა საბ­ჭო, მაგ­რამ ეს საბ­ჭო რუ­სულ ეკ­ლე­სი­ას­თან არ­სე­ბულ საბ­ჭოდ იწო­დე­ბო­და და ლა­ხავ­და სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­რი­ტეტს. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კუ­რი ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბა ომის პე­რი­ოდ­ში იმ დასკვ­ნამ­დე მი­ვი­და, რომ ან­ტი­რე­ლი­გი­ურ­მა პრო­პა­გან­დამ, მებრ­ძოლ უღ­მერ­თო­თა კავ­ში­რის წარ­მა­ტე­ბულ­მა საქ­მია­ნო­ბამ ქვეყ­ნის მო­სახ­ლეო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ­ათე­ის­ტუ­რი მსოფლმ­ხედ­ვე­ლო­ბის მიმ­დევ­რე­ბად აქ­ცია, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში სა­სუ­ლიე­რო სა­ზო­გა­დოე­ბის გუ­ლის­მო­გე­ბის მიზ­ნით 1944 წლის 1 დე­კემ­ბერს კავ­ში­რის სახ­კომ­საბ­ჭომ მ­იი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა "მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სიე­ბი­სა და სამ­ლოც­ვე­ლო სახ­ლე­ბის შე­სა­ხებ~. დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად აიკრ­ძა­ლა დად­გე­ნი­ლი წე­სით რე­გისტ­რი­რე­ბუ­ლი მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სიე­ბის და­ხურ­ვა რუ­სუ­ლი მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის საქ­მე­თა საბ­ჭოს ნე­ბა­დ­აურთ­ვე­ლად. რუ­სუ­ლი მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის რწმუ­ნე­ბულ­თა საბ­ჭო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იყო მორწ­მუ­ნის განც­ხა­დე­ბა-მოთ­ხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მ­იე­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და­ხუ­რუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ამოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ. აიკრ­ძა­ლა სა­ეკ­ლე­სიო შე­ნო­ბე­ბის გა­და­კე­თე­ბა სხვა მიზ­ნე­ბი­სათ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბულ შემთხ­ვე­ვა­ში მორწ­მუ­ნე­თა კრე­ბულს უფ­ლე­ბა ეძ­ლეო­და სა­კუ­თა­რი სახს­რე­ბით აე­შე­ნე­ბი­ნა ეკ­ლე­სია, სამ­ლოც­ვე­ლო სახ­ლე­ბი. ომის პე­რი­ოდ­ში სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი  მხარ­და­ჭე­რის  მი­უ­ხე­და­ვად  ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მა­ინც აგრ­ძე­ლებდ­ნენ ან­ტი­რე­ლი­გი­ურ მუ­შაო­ბას. ამის დას­ტუ­რი იყო 1944 წლის 27 სექ­ტემ­ბერს სკკპ ცენტ­რა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის დად­გე­ნი­ლე­ბა ~მეც­ნიე­რულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­პა­გან­დის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ~, რო­მელ­შიც შექმ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნებ­თი სა­უ­ბა­რი იყო რელ­იგიუ­რი რწმე­ნის წი­ნ­ააღმ­დეგ ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი­სა და ხერ­ხე­ბის დახ­ვე­წის აუ­ცი­ლე­ბე­ლო­ბა­ზე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ისე­თი მა­კონტ­რო­ლე­ბე­ლი, სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო ორ­გა­ნოს შექმ­ნა­ზე, რო­მე­ლიც კონტ­როლს გა­უ­წევ­და რე­ლი­გიუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ციე­ბის საქ­მია­ნო­ბას. სა­ქართ­ვე­ლოს საბ­ჭო­თა სო­ცია­ლის­ტურ რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ხალ­ხო კო­მი­სარ­თა საბ­ჭოს­თან შ­ეიქმ­ნა ეკ­ლე­სი­ის საქ­მე­თა რწმუ­ნე­ბუ­ლის აპა­რა­ტი, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა კ.ქა­და­გიშ­ვი­ლი. იგი ემორ­ჩი­ლე­ბო­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სახ­კომ­საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის რწმუ­ნე­ბულ­თა საბ­ჭოს. სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რ­იარქ­მა უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კა­ლისტ­რა­ტემ ­არა­ერ­თი საპ­რო­ტეს­ტო წე­რი­ლი გაგ­ზავ­ნა მოს­კოვ­ში, რომ­ლებ­შიც მი­უ­თი­თებ­და, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო რუ­სუ­ლი მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის რწმუ­ნე­ბულ­თა საბ­ჭოს სა­ხე­ლი შეცვ­ლო­და ან რუ­სე­თის და სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სიე­ბის რწმუ­ნე­ბულ­თა საბ­ჭოს სა­ხე­ლით ან მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის რწმუ­ნე­ბულ­თა საბ­ჭო­თი და მი­აღ­წია კი­დეც ამას. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მი­ნის­ტრ­თა საბ­ჭოს 1947 წლის 22 აგ­ვის­ტოს დად­გე­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად სა­ქართ­ვე­ლოს მი­ნის­ტრ­თა საბ­ჭოს #959 გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით შ­ეიქმ­ნა სა­ქართ­ვე­ლოს სსრ მი­ნის­ტრ­თა საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის რწმუ­ნე­ბუ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა."[30]

სა­ქართ­ვე­ლოს მი­ნის­ტრ­თა საბ­ჭოს 1947 წლის 30.IX. N1079 დად­გე­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად სა­ქართ­ვე­ლოს მი­ნის­ტრ­თა საბ­ჭოს რე­ლი­გი­ის საქ­მე­თა რწმუ­ნე­ბუ­ლის აპა­რატს ევა­ლე­ბო­და სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­სა და სა­ქართ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას შო­რის კავ­შირ ურ­თი­ერ­თო­ბი­ს კოორდინაცია. რწმუ­ნე­ბუ­ლი მი­ნის­ტრ­თა საბ­ჭოს წი­ნა­შე აყე­ნებ­და სა­კით­ხებს ახა­ლი ეკ­ლე­სიე­ბის გახს­ნის, სა­სუ­ლიე­რო პირ­თა აღ­რიცხ­ვის, ეკ­ლე­სიე­ბის რე­გისტ­რა­ციე­ბის შე­სა­ხებ. ამა­ვე დროს რწმუ­ნე­ბულ­თა აპა­რატს თვალ­ყუ­რი უნ­და ედევ­ნე­ბი­ნა სსრ კავ­ში­რი­სა და სა­ქართ­ვე­ლოს სსრ კა­ნონმ­დებ­ლო­ბა­თა შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას".[30ა] რწმუ­ნე­ბულ­თა საბ­ჭოს და­ე­ვა­ლა აღე­ნუს­ხა სა­ქართ­ვე­ლო­ში მოქ­მედ ეკ­ლე­სიე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სა­სუ­ლიე­რო პირ­თა ასა­კი, გა­ნათ­ლე­ბა, ეკ­ლე­სიე­ბი­სათ­ვის შე­წი­რუ­ლი გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და­ზე კონტ­რო­ლი. რო­გორც სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი­დან ირკ­ვე­ვა ან­ტი­რე­ლი­გი­ურ  ის­ტე­რი­ას,  ეკ­ლე­სია-მო­ნასტ­რე­ბის ად­მი­ნისტ­რა­ციუ­ლი წე­სით და­ხურ­ვის მავ­ნე პრაქ­ტი­კას ის შე­დე­გე­ბი გა­მო­უ­ღია, რომ 1500 მოქ­მე­დი ეკ­ლე­სია 1943 წლი­სათ­ვის 15-მდე შემ­ცი­რე­ბუ­ლია, რო­მელ­ნიც სუ­ლის­შემ­ხუთ­ვე­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბით იყვ­ნენ და­ბეგ­რილ­ნი. სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რ­იარქ­მა უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კა­ლისტ­რა­ტემ გა­დაწყ­ვი­ტა ახა­ლი სა­ეკ­ლე­სიო კა­ნონმ­დებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­ეწ­ყო ბრძო­ლა გა­უქ­მე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნასტ­რე­ბის აღდ­გე­ნი­სათ­ვის. გა­უქ­მე­ბუ­ლი ეკ­ლე­სიე­ბის ამოქ­მე­დე­ბას მო­ით­ხოვდ­ნენ ქუ­თაი­სის, ბა­თუ­მის, სო­ხუ­მის, ლა­გო­დე­ხის, გო­რის, გურ­ჯაა­ნის, თი­ა­ნე­თის, სიღ­ნა­ღის, აწ­ყუ­რის მორწ­მუ­ნე­თა სა­ზო­გა­დოე­ბა­ნი "1945 წლის მარტ­ში სა­ქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­სო­ში ამოქ­მედ­და 29 ეკ­ლე­სია, რო­მელ­შიც მოღ­ვა­წე­ობ­და 5 მღვდელმ­თა­ვა­რი, 41 შტა­ტია­ნი მღვდე­ლი, ორი პრო­ტო­დია­კო­ნი, 3 მე­და­ვით­ნე სულ სა­კა­თა­ლი­კო­ზო­ში ირიც­ხე­ბო­და 135 ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რი".[31] სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სიი­სათ­ვის დი­დი მნიშვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და 1945 წლის მა­ის­ში ი.სტა­ლი­ნის მად­ლო­ბის წე­რი­ლს კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძი­სად­მი 1946 წლის 31 აგ­ვის­ტოს უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კა­ლისტ­რა­ტემ მ­იი­ღო ს­აე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან ჯილ­დო სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც მან გას­წია 1941-1945 წლე­ბის ომის დროს, რო­გორც მორწ­მუ­ნე­თა გამხ­ნე­ვე­ბით, ასე­ვე საბ­ჭო­თა არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცე­ბი­სათ­ვის ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბით.

მ­ეო­რე მსოფ­ლიო ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მმართ­ვე­ლი წრე­ებ­ში წარ­მო­იშ­ვა აზ­რი თურ­ქე­თი­სათ­ვის "ჭკუ­ის სწავ­ლე­ბის" შე­სა­ხებ. რო­გორც ცნო­ბი­ლია თურ­ქე­თი მ­ეო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში ოფი­ცია­ლუ­რად ნე­იტ­რა­ლი­ტეტს იცავ­და, მაგ­რამ ელო­და შე­სა­ფე­რის მომენტს, რა­თა ­ამი­ერ­კავ­კა­სია­ში შე­მოჭ­რი­ლი­ყო ასეთ პი­რო­ბებ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სამ­ხედ­რო ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბა ­ამი­ერ­კავ­კა­სია­ში იძუ­ლე­ბუ­ლი იყო მუდ­მივ მზად­ყოფ­ნა­ში ჰყო­ლო­და ჯა­რე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საბ­ჭო­თა კავ­შირ-გერ­მა­ნი­ის ძი­რი­თად ფრონ­ტის ხაზ­ზე გა­ნიც­დი­და რო­გორც სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის, ასე­ვე ცოც­ხა­ლი ძა­ლის ნაკ­ლე­ბო­ბას. მ­ეო­რე მსოფ­ლიო ომის და­მამ­თავ­რე­ბელ ეტაპ­ზე 1945 წლის თე­ბერ­ვალ­ში უ.ჩერ­ჩი­ლის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მოთ­ხოვ­ნით თურ­ქე­თი ჩ­აე­ბა გერ­მა­ნი­ის წი­ნ­ააღმ­დეგ ომ­ში, მაგ­რამ ი.სტა­ლი­ნი­სათ­ვის ეს საკ­მა­რი­სი არ იყო. ­ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სამ­ხედ­რო ოლ­ქის ჯა­რე­ბის სარდ­ლად მარ­შა­ლ კ.რო­კო­სოვს­კის და­ნიშვ­ნაც ალ­ბათ შემთხ­ვე­ვი­თი არ იყო. 1946-47 წლებ­ში ქარ­თულ და სომ­ხურ პრე­სა­ში გაჩნ­და ცნო­ბე­ბი ტაო-კლარ­ჯე­თის და ანა­ტო­ლი­ის სომ­ხე­თის ის­ტო­რიუ­ლი კუთვ­ნი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ასეთ ფონ­ზე შემთხ­ვე­ვი­თი არ იყო სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქის უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძის წე­რი­ლი "სა­ქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­ზოს ზე­მო ქართ­ლის ეპარ­ქიე­ბი­სათ­ვის". წე­რი­ლი იმ­დე­ნად მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია მი­სი მთლია­ნად მოხ­მო­ბა. "დღეს დე­მოკ­რა­ტიუ­ლი მსოფ­ლი­ოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლია ძვე­ლი თუ ახალ მო­ძა­ლა­დე­თა მი­ერ ამა თუ იმ ერის გა­თი­შულ, ჩა­მო­შო­რე­ბულ, თუ დაქ­საქ­სულ ნა­წი­ლე­ბის შე­ერ­თე­ბი­სათ­ვის, რა­თა სისხ­ლი­თა და ხორ­ცით შე­კავ­ში­რე­ბულ­მა ადა­მია­ნებ­მა მო­ი­ყა­რონ თა­ვი მშობ­ლი­ურ მი­წა-წყალ­ზე და შე­ერ­თე­ბუ­ლი ძა­ლით ჩ­აე­ბან მშვი­დო­ბია­ნო­ბის და უშიშ­როე­ბის და­მამ­ყა­რე­ბელ ერ­თა კრე­ბუ­ლის ფერ­ხულ­ში.

ასე­თი შე­ერ­თე­ბის მო­ლო­დინ­შია ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­ზოს ეკ­ლე­სი­ის ეპარ­ქი­ებს შე­ად­გენს: ვალაშ­კე­ტის, ან­ჩის, ბა­ნას, და­და­შე­თის, ერუ­შე­თის, იშხ­ნის, ტბე­თის, წურწ­ყა­ბის, წყა­როსთა­ვის. ეს ის მხა­რეა, სა­დაც და­ირ­წა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის აკ­ვა­ნი. სა­დაც ყვე­ლა­ზე ად­რე შე­იგ­ნეს სა­ჭი­როე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად გა­ერ­თია­ნე­ბი­სა. ცალ-ცალ­კე სამ­თავ­როე­ბად და­ყო­ფი­ლი სა­ქართ­ვე­ლო­სი.

ამ­ჟა­მად ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი მხა­რე ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლია სა­ქართ­ვე­ლოს და თუ რ­აი­მე მოგ­ვა­გო­ნებს იმ ქართ­ვე­ლო­ბას, ეს დი­დე­ბულ ტა­ძარ­თა ნანგ­რე­ვე­ბია...

ოს­მა­ლე­თის პრე­სის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნელ­ნი ავრ­ცე­ლე­ბენ ხმას, ვი­თომც მუს­ლი­მან ქართ­ველ­თა გა­ერ­თია­ნე­ბა სა­ქართ­ვე­ლოს­თან გა­მო­იწ­ვევს საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან სარწ­მუ­ნოე­ბის დევ­ნას და შე­ვიწ­როე­ბას, ხო­ლო სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მხრივ გაქ­რის­ტია­ნე­ბის ცდა­სო. ჩვენ აღთქ­მას ვდებთ - აც­ხა­დებ­და უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე - გაბ­რიყ­ვე­ბით, მზაკვ­რო­ბით და ცდუ­ნე­ბით არ­ცერ­თი მუს­ლი­მა­ნი არ იქ­ნე­ბა გაქ­რის­ტია­ნე­ბუ­ლი, რაც შე­ე­ხე­ბა საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ის სარწ­მუ­ნოე­ბის სა­კითხ­ში არ ერე­ვა, ჩვე­ნი კონს­ტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია სინ­დი­სი­სა და რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა",[32] ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დოე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუა­ლუ­რი ნა­წი­ლი­სათ­ვის გა­სა­გე­ბი იყო თუ რა შე­იძ­ლე­ბო­და მოჰ­ყო­ლო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თე­მის წინ წა­მო­წე­ვას, მაგ­რამ მსოფ­ლიო­ში მიმ­დი­ნა­რე გლო­ბა­ლურ­მა პრო­ცე­სებ­მა თურ­ქე­თის მი­ერ მი­ტა­ცე­ბუ­ლი სა­ქართ­ვე­ლოს ის­ტო­რიუ­ლი ტე­რი­ტო­რიე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კით­ხი გ­აურკ­ვე­ვე­ლი დრო­ით გა­და­დო. 1947 წელს ა.შ.შ-ს პრე­ზი­დენ­ტის ჰა­რი ტრუ­მე­ნის დოქტ­რი­ნა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და  400  მი­ლიო­ნი­ან  დახ­მა­რე­ბას  თურ­ქე­თი­სათ­ვის  და სა­ბერძ­ნე­თი­სათ­ვის. და­სავ­ლე­თის სა­ხელმ­წი­ფო­ებ­მა ი.სტა­ლინს აგრძ­ნო­ბი­ნეს თურ­ქეთ­თან ომის შემთხ­ვე­ვა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია დიდ გარ­თუ­ლე­ბე­ბი.  სრუ­ლი­ად  სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქის უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტეს ზე­მოთ­მოყ­ვა­ნი­ლი წე­რი­ლი შექმ­ნი­ლი ის­ტო­რიუ­ლი რე­ა­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლ დო­კუ­მენ­ტად დარ­ჩა.

ომის პე­რი­ოდ­ში უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე ხში­რად ა­ვადმ­ყო­ფობ­და 75 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მწყემს­თა­ვა­რი ბევრს ფიქ­რობ­და საქართველოს ეკლესიის მო­მა­ვალ­ზე, დი­მიტ­რი ლა­ზა­რიშ­ვი­ლის ეპის­კო­პო­სად კურთ­ხე­ვი­სას. წარ­მოთქ­მულ სიტყ­ვა­ში (1943 წ. 23 მა­ისს) გუ­ლახ­დი­ლად ა­ღია­რა სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­ში შექმ­ნი­ლი მე­ტად სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რეო­ბა. გა­და­სახ­ლე­ბულ იყო ან­ტი­საბ­ჭო­თა საქ­მია­ნო­ბის ბრალ­დე­ბით ეპის­კო­პო­სი ეფ­რე­მი, გარ­და­იც­ვა­ლა მიტ­რო­პო­ლი­ტი იე­რო­თეო­ზი, "მარ­ტოდ დარ­ჩე­ნილს მძი­მე ა­ვადმ­ყო­ფო­ბა მეწ­ვია და ტფი­ლი­სის ეკ­ლე­სიე­ბი ხუ­თი თვის მან­ძილ­ზე მღვდელმ­თავ­რის წირ­ვა-ლოც­ვის გა­რე­შე და­ტო­ვა. ეს კი დი­დად აღო­ნებ­და მორწ­მუ­ნე­ებს და სა­რე­ცელ­ზე მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურ­საც".[33] მართ­ლაც და რა მძი­მე მდგო­მა­რეო­ბა­ში უნ­და ყო­ფი­ლი­ყო სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია პატ­რი­არ­ქის ა­ვადმ­ყო­ფო­ბის ჟამს ერ­თი მღვდელმ­თა­ვა­რიც კი არ მო­ი­ძებ­ნე­ბო­და, რო­მე­ლიც წირ­ვა-ლოც­ვას აღას­რუ­ლებ­და. უწ­მი­დეს­სა და უნე­ტა­რეს კა­ლისტ­რა­ტეს დი­მიტ­რი ლა­ზა­რიშ­ვი­ლი­სა და მიხ.მა­ხა­რა­ძი­სათ­ვის და­უ­ვა­ლე­ბია: "ჩე­მი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად მო­იყ­ვა­ნეთ წეს­რიგ­ში ჩე­მი სა­კუ­თა­რი წიგ­ნე­ბი და გა­დაე­ცით ვი­საც ვუ­ან­დერ­ძებ. ირო­დი­ონ სონ­ღუ­ლაშ­ვილს გა­დაე­ცი რკო­ნის ღვთისმ­შო­ბე­ლის ხატი, დი­დუ­ბის ღვთისმ­შობ­ლის ხატის პი­რი, ზედაზ­ნი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ღვთისმ­შობ­ლის ხა­ტი და ჩე­მი პორტ­რე­ტე­ბი".[34] მეც­ნიე­რე­ბა­თა აკა­დე­მიას სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა თა­ვი­სი ბიბ­ლიო­თე­კა. ჩქა­რობ­და, ეში­ნო­და სიკვ­დილს არ მ­ოესწ­რო და მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი საქ­მეე­ბი არ დარ­ჩე­ნო­და.

მან უკ­ვე 1943 წლის სექ­ტემ­ბერ­ში კა­თა­ლი­კოზ პატ­რი­არ­ქის მო­საყდ­რედ მიტ­რო­პო­ლი­ტი მელ­ქი­სე­დე­კი (ფხა­ლა­ძე) გა­მო­არ­ჩია. 27 სექ­ტემ­ბერს მი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავ­და: "გთხოვთ: ჩემს მი­ერ აღე­ბულ გეზ­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბას ნუ შეცვ­ლით ეს არ ივარ­გებს. ეკ­ლე­სიი­სა და პი­რა­დად თქვენთ­ვი­საც არ იქ­ნე­ბა სა­ზია­ნო. ჩე­მი და­მარხ­ვის შემ­დეგ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დ­აამტ­კი­ცეთ ქვაშ­ვე­თის წინამძღვ­რად ყოვ­ლად სამღვ­დე­ლო დი­მიტ­რი, იქო­ნი­ეთ მას­თან ძმუ­რი კავ­ში­რი და ყუ­რი ათ­ხო­ვეთ მის რჩე­ვებს, ფრთხი­ლი და ჭკვია­ნი კა­ცია. შე­მინდ­ვეთ თხოვ­ნი­სა და და­ვა­ლე­ბი­სათ­ვის ვე­ვედ­რე­ბი უფალს შე­გე­წი­ოს სამ­შობ­ლო­სა და ეკ­ლე­სი­ის სამ­სა­ხურ­ში".[34] გა­მო­ჯან­მრ­თე­ლე­ბის­თა­ნა­ვე მას­ში კვლავ გა­ი­მარჯ­ვა ოპ­ტი­მიზმ­მა, სი­ცოცხ­ლის, მო­მავ­ლის რწმე­ნამ.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ლო­ი­ლო­ბის გა­მომჟ­ღავ­ნე­ბის­თა­ნა­ვე და­იწ­ყო ბრძო­ლა რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი სამღვ­დე­ლოე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. სა­ქართ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ უშიშ­როე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან მ­იი­ღო სია იმ სა­სუ­ლიე­რო პი­რებ­ზე, რო­მელ­თაც მი­ე­სა­ჯათ სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზო­მა: "1. ვა­შა­ძე ბე­სა­რი­ონ, 2. ნა­ნე­იშ­ვი­ლი მი­ხე­ილ, 3. მირიანაშვილი იო­სებ, 4. ოქ­რო­პი­რი­ძე ილა­რი­ონ, 5. ეპი­ტაშ­ვი­ლი გი­ორ­გი, 6. ჩი­ტა­ძე ივა­ნე, 7. გო­გო­ლიშ­ვი­ლი ერ­მი­ლე, 8. ­ქაა­ძე ივა­ნე, 9. წიკ­ლაუ­რი მალა­ქია, 10. მძი­ნა­რიშ­ვი­ლი სამ­სო­ნი, 11. ბო­ბო­ხი­ძე იოა­ნე, 15. ჩი­გო­გი­ძე პრო­კო­ფი, 16. დარ­ჩია გი­ორ­გი, 17. ან­ჩა­ბა­ძე ელიზ­ბარ, 18. წულაია გი­ორ­გი, 19. ფანცულაია იოა­ნე, 20. აფ­ხაი­ძე აპო­ლო­ნი, 21. ბეშ­ქა­ნი­ძე ნი­კო­ლო­ზი.

გა­და­სახ­ლე­ბა­ში  გარ­და­იც­ვალ­ნენ:  გი­ორ­გი  მა­ჭა­ვა­რია­ნი,  ნი­კო­ლოზ ოქ­რომ­ჭედ­ლიშ­ვი­ლი, არ­სენ ჯა­ნე­ლი­ძე, ნეს­ტორ ჯა­ლა­ღო­ნია, ალექ­სანდ­რე ცქი­ფუ­რიშ­ვი­ლი, ექვ­თი­მე ნა­ნე­იშ­ვი­ლი".[35] უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტეს და­უ­ღა­ლა­ვი მე­ცა­დი­ნეო­ბით გა­და­სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუნდ­ნენ ეპის­კო­პო­სი ეფ­რე­მი, რომელსაც მიტროპოლიტობა უბოძა და ჩააბარა ქუთათელ-გაენათელის კათედრა, პრო­ტოპ­რეს­ვი­ტე­რი ივა­ნე ლო­ზო­ვი, პრო­ტო­დია­კო­ნი ამბ­რო­სი ახო­ბა­ძე და სხვა­ნი. უწმიდესი კალისტრატეს მოწადინებით 1951-1952 წლებში ეპისკოპოსებად აკურთხეს გაბრიელი (ჩაჩანიძე) და ანტონი (გიგინეიშვილი).

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­ლი­გი­ის საქ­მე­თა რწმუ­ნე­ბუ­ლის აპა­რა­ტის შექმ­ნის მი­ზა­ნი იყო სა­ქართ­ვე­ლოს ს­აე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკ­ლე­სი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რწმუ­ნე­ბუ­ლის მეშ­ვეო­ბით ჰქო­ნო­და უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე გრძნობ­და რა რწმუ­ნე­ბულ კ.ქა­და­გიშ­ვი­ლის მცი­რე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას პირ­და­პირ მი­მარ­თავ­და, რო­გორც სა­ქართ­ვე­ლოს სსრ ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბას, ასე­ვე მოს­კოვ­ში ცენტ­რა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ამ მხრივ სა­ინ­ტე­რე­სოა სა­ქართ­ვე­ლოს მი­ნის­ტრ­თა საბ­ჭოს რწმუ­ნე­ბუ­ლის წიგ­ნი, რო­მე­ლიც მოგ­ვითხ­რობს 1946-1951 წლებ­ში სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მე­თაუ­რის მცდე­ლო­ბა­ზე ახა­ლი ეკ­ლე­სიე­ბის გახს­ნას, სა­სუ­ლიე­რო ჟურ­ნა­ლის, წიგ­ნე­ბის, გა­მო­ცე­მის, ს­იო­ნის, ალა­ვერ­დის და­ზია­ნე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვის შე­კე­თე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­თა შე­სა­ხებ.

1946-1951 წლებ­ში გ­აიხს­ნა ალა­ვერ­დის, ხო­ნის წმ.გი­ორ­გის, სა­გა­რე­ჯოს, აწ­ყუ­რის, სო­ხუ­მის რ­ა­იო­ნის სოფ.კონს­ტან­ტი­ნოვ­კის, ორ­ბე­თის, სუ­ჯუ­ნის წმ.გი­ორ­გის, გუ­დაუ­თის რა­ი­ონ სოფ. ბო­მბო­რას, ქა­რე­ლის რა­ი­ონ სოფ. ატო­ცის ეკ­ლე­სიე­ბი.[36] სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბელ­მა ეკ­ლე­სი­ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა სა­კით­ხი ეკ­ლე­სია-მო­ნასტ­რე­ბი­დან გა­ტა­ნი­ლი და მუ­ზეუ­მებ­ში და­ცუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თე­ბის კვლავ ეკ­ლე­სიი­სათ­ვის დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ. (ბა­თუმ­ში, თე­ლავ­ში, ქუ­თა­ის­ში). სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­კა­თა­ლი­კო­ზო ს­აე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შე სვამ­და საკითხს მცი­რე შე­მო­სავ­ლია­ნი ეკ­ლე­სიე­ბი­სათ­ვის მი­წის ნაკ­ვე­თის მი­ცე­მის შე­სა­ხებ, რა­თა თა­ვი შე­ი­ნა­ხოს ტაძ­რის კრე­ბულ­მაც და ეკ­ლე­სიე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად იყვ­ნენ და­ცულ­ნი. უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 1947 წელს ოფი­ცია­ლუ­რად მოსთ­ხო­ვა ქუ­თაი­სის მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი არგ­ვე­თის ე­რისმ­თავ­რე­ბის წმ. და­ვი­თის და წმ. კონს­ტან­ტი­ნე მხე­ი­ძე­თა წმი­და ნა­წი­ლების მო­წა­მე­თა­ში დაბ­რუ­ნე­ბა მი­სი მოთ­ხოვ­ნე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი უფ­რო კა­ტე­გო­რიუ­ლი გახ­და. 1949 წლის 18.; 08. საქ.კპ(ბ) ცენტ­რა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის მდივ­ნის კ.ჩარკ­ვია­ნის სა­ხელ­ზე გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლებ­ში აღ­ნიშ­ნავ­და: "რამ­დენ­ჯერ­მე მივ­მარ­თე თხო­ვით რე­ლი­გი­ის საქ­მე­თა რწმუ­ნე­ბულს ლოც­ვა­ნის დას­ტამბ­ვის შე­სა­ხებ ნე­ბართ­ვი­სათ­ვის. პა­სუ­ხი არ მო­უ­ცია, გთხოვთ ბრძა­ნე­ბას სა­ყო­ველ­თაო ლოც­ვა­ნის დას­ტამბ­ვი­სათ­ვის".[37]

1949 წლის 18 აგ­ვის­ტოს სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რ­იარქ­მა უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კა­ლისტ­რა­ტემ სა­ქართ­ვე­ლოს ს­აე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შე კვლავ და­ა­ყე­ნა სა­კით­ხი ს­იო­ნის ეკ­ლე­სი­ას­თან ახ­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო რე­ზი­დენ­ცი­ის აშე­ნე­ბის ნე­ბართ­ვის შე­სა­ხებ და მი­აღ­წია კი­დეც და­დე­ბით პა­სუხს. 1950 წ. მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტეს მი­სა­ლო­ცი დე­პე­შა ი.სტა­ლი­ნი­სად­მი. ის არც სა­ქართ­ვე­ლოს ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ტო­ვებ­და უყუ­რად­ღე­ბოდ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ოქ­ტომბ­რის "რე­ვო­ლუ­ცი­ის" დღე­სას­წაუ­ლებ­ზე. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტეს ასე­თი ნა­ბი­ჯი შთა­მო­მავ­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა შე­ა­ფა­სოს რო­გორც კო­ნ­იუნქ­ტუ­რა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მი­სი თა­ნამშ­რომ­ლო­ბის მა­გა­ლი­თი, მაგ­რამ სხვა­ნაი­რად იმ დროს თითქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურს სხვა გზა არა ჰქონ­და, 20-ია­ნი წლე­ბის რეპ­რე­სი­ებ­მა, მორწ­მუ­ნე­თა დევ­ნა-შე­ვიწ­როე­ბის სა­ში­ნელ­მა ხა­ნამ აი­ძუ­ლა დიპ­ლო­მა­ტიი­სათ­ვის მი­ე­მარ­თა, მის­მა დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა მოქ­მე­დე­ბებ­მა სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას სა­შუა­ლე­ბა მის­ცა 1941-48 წლებ­ში და­ბეჭ­დი­ლი­ყო: “სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის კა­ლენ­და­რი, "სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მართ­ვა-გამ­გეო­ბის დე­ბუ­ლე­ბა­", "ს­იო­ნის ტაძ­რის მცი­რე  ცნო­ბა­რი", "ღვთისმ­სა­ხუ­რე­ბის დროს სა­ვედ­რე­ბე­ლი თხოვ­ნა­ნი". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ომის წლებ­ში სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბელ­მა ეკ­ლე­სი­ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უც­ხა­და და თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარგ­ლებ­ში ფრონ­ტის სა­ჭი­როე­ბი­სათ­ვის ფუ­ლა­დი თან­ხა გა­და­რიც­ხა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ას ბო­ლომ­დე არ ენ­დო­ბო­და, მას ყვე­ლა მოქ­მედ ეკ­ლე­სი­ებ­ში თა­ვი­სი აგენ­ტე­ბი ჰყავ­და, რო­მელ­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ებს ყო­ველკ­ვი­რე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს აწვ­დიდ­ნენ ღვთისმ­სა­ხუ­რე­ბის დროს რა ხდე­ბო­და, რო­გო­რი იყო მორწ­მუ­ნე­თა და სა­სუ­ლიე­რო პირ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი. ფა­რუ­ლი დევ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და იმ მორწ­მუ­ნეე­ბი­სა, რო­მელ­ნიც ოფი­ცია­ლუ­რად ით­ხოვდ­ნენ ეკ­ლე­სიე­ბის­ გახს­ნას. უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რი­ლებ­ში ­არ­აერთ­ხელ მი­უ­თი­თებ­და ამის შე­სა­ხებ.

1948 წელს უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე მო­ნა­წი­ლე­ობ­და რუ­სე­თის მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის 500 წლი­სად­მი მიძღვ­ნილ სა­ზეი­მო ღო­ნის­ძიე­ბებ­ში. 1949 წელს იგი მოს­კო­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მი­ის სა­მეც­ნიე­რო საბ­ჭომ აკა­დე­მი­ის სა­პა­ტიო წევ­რად აირ­ჩია. სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია აქ­ტიუ­რად ჩა­ერ­თო მსოფ­ლი­ოს რე­ლი­გი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცია­თა მი­ერ მოწ­ყო­ბილ სამშ­ვი­დო­ბო კონ­ფე­რენ­ციე­ბის საქ­მია­ნო­ბა­ში. 1950 წლის 29 დე­კემ­ბერს უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტეს სა­ხელ­ზე ინგ­ლი­სი­დან ასე­თი ში­ნა­არ­სის წე­რი­ლი მო­ვი­და ~მე ხში­რად წა­მი­კით­ხავს და გა­მი­გო­ნია, თუ რო­გორ მოღ­ვა­წეო­ბას ეწე­ვით თქვენ მშვი­დო­ბი­სათ­ვის. მე ძალ­ზე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ თქვე­ნი დ­ია­დი ერის სო­ცია­ლუ­რი პროგ­რე­სით და გთხოვთ დახ­მა­რე­ბა გა­მი­წი­ოთ შრო­მა­ში ინგ­ლის-საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მე­გობ­რო­ბის გან­სამტ­კი­ცებ­ლად".[38] წერ­და ­ული­ამ კინ­გი. მშვი­დო­ბის დაც­ვის ფო­რუმ­ში აქ­ტიუ­რი მო­ნა­წი­ლეო­ბი­სათ­ვის სა­ქართ­ვე­ლოს მარლთ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურს ასე­ვე მად­ლო­ბის სიტყ­ვე­ბით მი­მარ­თა რუ­მი­ნე­თის პატ­რ­იარქ­მა უწ­მი­დეს­მა იუს­ტი­ნემ.

1952 წლის 3 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი კა­ლისტ­რა­ტე (ცინ­ცა­ძე). ბრწყინ­ვა­ლე მწყემსმ­თავ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა იყო დი­დი და­ნაკ­ლი­სი სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სიი­სათ­ვის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მი იყო ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, რო­მელ­თაც უწ­მი­დეს კა­ლისტ­რა­ტეს­თან დი­დი ხნის მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­დათ უკანა­სკ­ნელ გზა­ზე გუ­ლისტ­კი­ვი­ლით გა­ა­ცი­ლეს გამოჩენილი მწყემსმთ­ვა­რი.

სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმი­და სი­ნო­დის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით შ­ეიქმ­ნა კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძის დამკრ­ძა­ლა­ვი კო­მი­სია შემ­დე­გი შე­მად­გენ­ლო­ბით: თავმჯ­დო­მა­რე მიტ­რო­პო­ლი­ტი ეფ­რე­მი (სი­და­მო­ნი­ძე), წევრები: ეპის­კო­პო­სი გაბ­რიე­ლი (ჩა­ჩა­ნი­ძე), არ­ქი­მანდ­რი­ტი ზი­ნო­ბი, დე­კა­ნო­ზი მი­ხე­ილ ხე­ლი­ძე, დე­კა­ნო­ზი ხა­რი­ტონ ახვ­ლე­დია­ნი. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტეს დაკრ­ძალ­ვას ესწ­რე­ბოდ­ნენ: პო­ლო­ნე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი მაქ­სი­მე, ლე­ნინგ­რა­დის მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გო­ლი, უკ­რაი­ნის ეგ­ზარ­ქო­სი იო­ა­კი­ნე, ან­ტიო­ქი­ის სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, არ­ქი­მანდ­რი­ტი ვა­სი­ლი, სომ­ხე­თის სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სი ს­აა­კი. უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტეს დაკრ­ძალ­ვა მოხ­და 10 თე­ბერ­ვალს ს­იო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში. ქართ­ვე­ლი სა­სუ­ლიე­რო და ს­აე­რო სა­ზო­გა­დოე­ბის გუ­ლის­ნა­დე­ბი კარ­გად გა­მო­ხა­ტა მიტ­რო­პო­ლიტ­მა ეფ­რემ­მა: "გუ­ლი მაქვს ლო­დი­ვით დამ­ძი­მე­ბუ­ლი სა­მა­რი­სე­ბუ­რი ღრმა დუ­მი­ლით, მწუ­ხა­რე­ბა­ში შთაფ­ლუ­ლი, ფიქრ­თა სქელ ბუ­რუს­ში გახ­ვეუ­ლი ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის ბედ­ზე მო­ტი­რალ­ნი... ჩვენ დავ­კარ­გეთ სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მიმრქ­მე­ლი და უძ­ლიე­რე­სი პატ­რო­ნი, დი­დი შე­ურ­ყე­ვე­ლი და­საყრ­დე­ნი ბურ­ჯი".[40] უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე იყო გა­მორ­ჩეუ­ლი სა­სუ­ლიე­რო მოღ­ვა­წე იმ დროს, რო­ცა ბოლ­შე­ვი­კუ­რი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია იდევ­ნე­ბო­და, რო­ცა ან­ტი­რე­ლი­გიუ­რი კამ­პა­ნი­ის, უღ­მერ­თო­თა კავ­ში­რის, ფინ­სა­კო­მის სა­გა­და­სა­ხა­დო პო­ლი­ტი­კის წყა­ლო­ბით მოქ­მე­დი ეკ­ლე­სიე­ბის, სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბის ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის სა­კით­ხი იდ­გა, უწ­მი­დეს­მა კა­ლისტ­რა­ტემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გო­ნივ­რუ­ლი კომპ­რო­მი­სე­ბის პო­ლი­ტი­კის წყა­ლო­ბით სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ად­ვი­ლია მსჯე­ლო­ბა, შე­ფა­სე­ბა­ნი, მაგ­რამ თუ ჩა­ვუღრ­მავ­დე­ბით ეპო­ქას, თა­ვი­სი რე­ა­ლო­ბე­ბით, რო­ცა იდ­გა დღის წეს­რიგ­ში სვე­ტიც­ხოვ­ლის, ს­იო­ნის, ალა­ვერ­დის სა­კა­თედ­რო ტაძ­რე­ბის ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის სა­კით­ხი, რო­ცა უწ­მი­დე­სი პატრიარქს ნე­ბა-სურ­ვი­ლის გა­რე­შე ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ებს შე­ეძ­ლოთ გა­მოე­ტა­ნათ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ნი მოქ­მე­დი ეკ­ლე­სიე­ბის და­ხურ­ვის შე­სა­ხებ ძნე­ლი იყო პატ­რი­არ­ქო­ბა. უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტეს დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო:

1. მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დის (კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არქ ქრის­ტე­ფო­რე III) დროს სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­კა­თა­ლი­კო­ზო სი­ნოდ­სა და მრევლს შო­რის წარ­მო­შო­ბი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის აღ­მოფ­ხვ­რა. (და­პი­რის­პი­რე­ბა­ნი გა­მოწ­ვეუ­ლი იყო ახა­ლი სტი­ლის, ეკ­ლე­სია­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის და სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბ­ჭოს საქ­მია­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის სა­კით­ხებ­ზე. ს.ვ.).

2. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტეს დროს შე­ნელ­და ეკ­ლე­სია-მო­ნასტ­რე­ბის ძარც­ვა-რბე­ვა, სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თე­ბის და­ტა­ცე­ბა. მან სა­ქართ­ვე­ლოს სიძ­ვე­ლე­თა დაც­ვის კო­მი­ტეტ­თან თა­ნამშ­რომ­ლო­ბით არა ერ­თი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტე­რი გა­და­არ­ჩი­ნა უფ­რო მე­ტიც იქ მყო­ფი სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა სუ­ლის­შემ­ხუთ­ვე­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა­გან და "მა­ტე­რია­ლუ­რი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბის" მცვე­ლე­ბათ გა­ა­ფორ­მა და ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუხ­ჭი­რის ჟამს მათ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი შ­ეუქმ­ნა სა­ხელმ­წი­ფოს­გან ხელ­ფა­სის სა­ხით.

3. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტეს დამ­სა­ხუ­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის ა­ღია­რე­ბის საქ­მე­ში. მი­სი შედ­გე­ნი­ლი იყო უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­თალი­კოზ-პატ­რი­არქ ლე­ო­ნი­დის პა­სუ­ხი რუ­სე­თის პატ­რი­არქ ტი­ხო­ნის ეპის­ტო­ლე­ზე, რო­მელ­შიც და­სა­ბუ­თე­ბე­ლი იყო ტი­ხო­ნის მოთ­ხოვ­ნა­თა უსა­ფუძვ­ლო­ბა და სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ტე­რი­ტო­რია­ლუ­რი ავტ­კე­ფა­ლი­ის კა­ნო­ნიე­რე­ბა. კა­ლისტ­რა­ტე აქ­ტიუ­რი მო­ნა­წი­ლე იყო ყვე­ლა იმ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა, რო­მელ­ნიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის ცნო­ბის სა­კით­ხებ­ზე, რაც 1943 წელს წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირგ­ვინ­და.

4. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტეს დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო სა­ქართ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი არა­ქართ­ვე­ლი მართლ­მა­დი­დებ­ლე­ბის (რუ­სე­ბი, ბერძ­ნე­ბი, აფ­ხა­ზე­ბის, ოსე­ბის ნა­წი­ლი) მი­ერ სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის იუ­რის­დიქ­ცია­ში შე­მოსვ­ლა.

5. უწ­მი­დეს­მა კა­ლისტ­რა­ტემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კონს­ტუქ­ციუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბით მო­ა­ხერ­ხა სა­სუ­ლიე­რო წიგ­ნე­ბის და­ბეჭდ­ვა. ომის დროს სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ფა­შიზ­მის წი­ნ­ააღმ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი მხარ­და­ჭე­რით და ფრონ­ტის მე­ომ­რე­ბი­სად­მი მა­ტე­რია­ლუ­რი დახ­მა­რე­ბით ი.სტა­ლი­ნის­გან მხარ­და­ჭე­რა და თანაგრძ­ნო­ბა მო­ი­პო­ვა, რა­მაც სა­შუა­ლე­ბა მის­ცა გა­ნემტ­კი­ცე­ბი­ნა სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­რი­ტე­ტი და სა­ერ­თა­შო­რი­სო აღია­რე­ბა. ვინც მას იც­ნობ­და ყვე­ლა­ნი ­აღი­ა­რებდ­ნენ მის პი­როვ­ნუ­ლი მომ­ხიბვ­ლე­ლო­ბას, სის­პე­ტა­კეს და დიდ ინ­ტე­ლექ­ტუა­ლო­ბას. სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­ში მომ­წიფ­და აზრი მი­სი წმინ­და­ნად შე­რაცხ­ვის შე­სა­ხებ. 1979 წლის 30 ნო­ემ­ბერს უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ი­ლია II ბრძა­ნე­ბით შ­ეიქმ­ნა უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წეო­ბის შემს­წავ­ლე­ლი კო­მი­სია, რო­მელ­მაც მრა­ვალ­რიც­ხო­ვა­ნი მა­სა­ლე­ბი მო­ი­ძია და შე­აგ­რო­ვა.

უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე, მი­სი პატ­რი­არ­ქო­ბის ხა­ნა უკ­ვე ის­ტო­რი­ის კუთვ­ნი­ლე­ბა, იმ ის­ტო­რიი­სა, რო­მე­ლიც სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის, ჩვე­­ნი ერის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. რთუ­ლი წი­ნ­ააღმ­დე­გობ­რი­ვი ის­ტო­რი­ის მო­კაშ­კა­შე ვარსკვ­ლა­ვი.

 

თავი II

საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის სა­გა­რეო ურთიერთობანი 1917-1952 წლებ­ში



საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნის შემდეგ, ქართ­ვე­ლი უმაღ­ლე­სი სა­სუ­ლიე­რო იე­რარ­ქე­ბი აქტიუ­რად შეუდგ­ნენ მუშაო­ბას, რა­თა ერ­თის მხრივ, მსოფლიოს მართლმა­დი­დე­ბელ ეკლესიებს და მეო­რეს მხრივ, არამართლ­მა­დი­დე­ბელ ქრისტია­ნულ კონფენსიებს ოფი­ცია­ლუ­რად ეც­ნოთ 1917 წლის 12(25) მარტის სვეტიცხოვ­ლის დამოუ­კი­დებ­ლო­ბის აქ­ტი. საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დროე­ბი­თი მმართვე­ლო­ბის კომი­ტეტ­მა, პირველ ყოვ­ლი­სა, სცა­და რუსე­თის მართლმა­დი­დე­ბელ ეკლესიას­თან ურთიერ­თო­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო საეკ­ლე­სიო ქონე­ბის გაყოფას­თან, ეკ­ლე­სია-მონატ­რე­ბის, საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის იურის­დიქ­ციის პრობლემებ­თან.

რუსე­თის დროე­ბი­თი მთავ­რო­ბა შექმ­ნი­ლი ვითა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­თანხ­მე­ბუ­ლი­ყო საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნას, მაგრამ რუსე­თის ეკლე­სიის სი­ნო­დი, რელი­გიის საქ­მე­თა სა­მი­ნისტ­რო, ობერპ­რო­კუ­რო­რი 25 მარტის ერთობლივ სხდო­მა­ზე ი­ღე­ბენ გადაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სცნონ საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ეროვ­ნუ­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლია, რაც ნიშნავ­და იმას, რომ სა­ქართ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი არა­ქარ­თუ­ლი მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სიე­ბი თა­ვი­სი მრევლით საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის იურის­დიქ­ციის მიღ­მა რჩე­ბო­და. რუსე­თის სინო­დის გადაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, 27 მარტი­დან საქართ­ვე­ლოს ეგზარ­ქოს­ყო­ფი­ლი პლა­ტო­ნი კავ­კა­სიი­სა და ტფილი­სის მიტრო­პო­ლი­ტად გამოც­ხად­და. ამის გამო საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დროე­ბი­თი მმართვე­ლო­ბის კომი­ტეტ­მა 29 მარტის კრე­ბა­ზე ოფი­ცია­ლუ­რი პროტეს­ტის ტექს­ტი შეი­მუ­შა­ვა დროე­ბი­თი მთავრო­ბის სა­ხელ­ზე.

რუსე­თის ეკლესიას­თან ურთიერ­თო­ბის მოგვა­რე­ბის მცდელო­ბას ად­გი­ლი ჰქონ­და პეტერბურ­გის უნივერ­სი­ტე­ტის პროფე­სო­რის ვლადი­მერ ბენე­შე­ვი­ჩის თბილის­ში ვიზი­ტი­სას 10 აპრი­ლი­დან 4 ივნი­სის ჩათვლით, მას მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჰქონ­და დეკა­ნოზ კ. კე­კე­ლი­ძე­სა და ნ. თალაკვა­ძეს­თან. ამ პრობლე­მის მოგვა­რე­ბას ცდილობდ­ნენ ეპის­კო­პო­სი ანტ. გიორ­გა­ძე, არ­ქი­მანდ­რი­ტი ამბ­რო­სი ხელაია და დე­კა­ნო­ზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე პე­ტერ­ბურგ­ში, რო­ცა ისი­ნი სპე­ცია­ლუ­რი მისიით საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დროე­ბი­თი მმართვე­ლო­ბის კომი­ტე­ტის სახე­ლით მოლა­პა­რა­კე­ბას აწარმოებდ­ნენ რუსეთის დროე­ბით მთავრობას­თან, რუსე­თის წმინ­და სინოდ­თან. 1917 წლის 1 აგვის­ტოს ეპის­კო­პოს­მა ან­ტონ­მა სიტყვით მი­მარ­თა რუსე­თის სი­ნოდს: "ივე­რიის ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სია აუწ­ყებს ამას ქრისტეს მიერ საყვა­რელ თა­ვის და სრულიად რუსე­თის მართლმა­დი­დე­ბელ კა­თო­ლი­კე ეკლე­სიას, თქვე­ნი უწმი­დე­სო­ბის სა­ხით, და უძღვნის მართლმადი­დებ­ლო­ბის ში­ნა მყოფ რუს მოძ­მე ხალხს ქრისტია­ნულ წრფელ­სა და მხურ­ვა­ლე ამ­ბორს. ქრისტეს მიერ ამ სიყვა­რუ­ლის ცხოველ გრძნობით ჯვა­რო­სა­ნი ეკ­ლე­სია ივე­რიი­სა ითვა­ლის­წი­ნებს განვლილ ჟამ­თა ში­ნა საუ­კუ­ნო­თა სტადიონ­ზე ორივ ეკ­ლე­სია­თა მიერ მართლმა­დი­დე­ბელ სარწმუ­ნოე­ბის წმი­და დოგ­მა­თა თანხმობ­ლივ დაცვას და გამოსთქ­ვამს მტკი­ცე რწმენას იმა­ში, რომ ამიე­რი­დან ორი­ვე მო­ნა­თე­სა­ვე სარწ­მუ­ნეო­ბი­თა­ცა და სულიერ მისწრა­ფე­ბით ეკ­ლე­სია­ნი იცხოვ­რე­ბენ კეთილ­თანხ­მო­ბით, მჭიდ­რო კავ­ში­რი­სა და ურთიერ­თი­სად­მი სიყვა­რუ­ლით, რა­თა ერ­თი გუ­ლი­თა, თუმ­ცა არა ერ­თი­თა ენი­თა, ადი­დებდ­ნენ ყოვლად პატიო­სან­სა და დი­დად შვენიერ­სა სა­ხელ­სა მა­მი­სა და ძი­სა და წმი­დი­სა სუ­ლი­სა. ქრის­ტე არს ჩვენ შო­რის".[1]

სინო­დის სხდო­მა­ზე მთავარე­პის­კო­პოს­მა სერგიმ გა­მოთქ­ვა იმე­დი, რომ ის ზოგიერ­თი გაუ­გებ­რო­ბა, თუ უთანხ­მოე­ბა, რომე­ლიც საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნის შემდეგ რუსე­თის ეკლესიას­თან წარმოიშ­ვა მოლა­პა­რა­კე­ბის გზით გადაიჭ­რე­ბა მო­მა­ვა­ლი საეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე.

1917 წლის 19 აგვის­ტოს გაიხს­ნა სრულიად რუსე­თის საეკ­ლე­სიო კრე­ბა. ამ დროს, რო­გორც ჩანს, სი­ნოდ­ში გაი­მარჯ­ვა იმ აზრ­მა, რომელ­ნიც საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნას უკა­ნო­ნოდ მიიჩ­ნევდ­ნენ, ამი­ტომ იქ მსოფლიოს მართლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­თა წარმომადგენ­ლებ­თან ერ­თად არ მიიწ­ვიეს საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის წარმომად­გენ­ლე­ბი. კრებამ სრულიად რუსე­თის პატრიარ­ქად აირ­ჩია ტი­ხონ ბე­ლა­ვი­ნი, რომელ­მაც 1917 წლის 29 დე­კემ­ბერს მრის­ხა­ნე წერი­ლით მი­მარ­თა სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოზ-პატრიარქ უწმი­დეს­სა და უნე­ტა­რესს კირიონ II - წე­რი­ლი გამოირ­ჩეო­და ფაქ­ტე­ბი­სა და მოვლე­ნე­ბის ტენდენ­ციუ­რი შეფა­სე­ბით. პატრიარ­ქი ტი­ხო­ნი თვლი­და, რომ სა­ქართ­ვე­ლო­ში ეკ­ლე­სიუ­რი გამგებ­ლო­ბა ეკუთვ­ნო­და რუსე­თის წმინ­და სინო­დის, რომ თითქოს ეგზარ­ქო­სო­ბის ხა­ნა­ში ქართვე­ლო­ბას არა­ვი­თა­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ გამოუთქ­ვამთ რუ­სუ­ლი მმართვე­ლო­ბის მი­მართ. პატრიარ­ქი ტი­ხო­ნი საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ხელმძღვა­ნე­ლო­ბას ულ­ტი­მა­ტუმს უყე­ნებ­და, რომ წარმდგა­რიყვ­ნენ რუსე­თის საეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე, რო­გორც დამ­ნა­შა­ვე­ნი და ეღია­რე­ბი­ნათ თავიან­თი შე­ცო­დე­ბა­ნი. წე­რი­ლი იმდე­ნად შეურაცხმ­ყო­ფე­ლი იყო, რომ სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარქ­მა, უწმი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კირიონ II საერ­თოდ არ უპა­სუ­ხა მას.

1919 წლის 5 აგვის­ტოს სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარქ­მა ლეო­ნიდ­მა წერი­ლო­ბით უპა­სუ­ხა რუსე­თის პატრიარქ ტი­ხონს. წერი­ლის დასაწ­ყის­ში­ვე კარგად სჩანდა, რომ საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის მეთაუ­რი უკან დახე­ვას არ აპი­რებ­და "მდა­ბა­ლი ლეო­ნი­დი, წყა­ლო­ბი­თა ღვთი­სა­თა კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქი სრულიად სა­ქართ­ვე­ლოი­სა, საყვა­რელ მეუ­ფე­სა და ქრისტეს მიერ უპატიოს­ნეს­სა ძმა­სა და თანამსახურ­სა, უწმი­დეს ტი­ხონს, მოს­კო­ვი­სა და სრულიად რუსე­თის პატრიარქს".[2] უწ­მი­დე­სი ლეო­ნი­დი მისთვის ჩვეუ­ლი ტაქტის, ის­ტო­რიუ­ლი საბუ­თე­ბის მოშვე­ლიე­ბით აბა­თი­ლებდა ტიხო­ნის ბრალდე­ბას. იგი დაწვრი­ლე­ბით გა­ნი­ხი­ლა­ვდა ეგზარ­ქო­სო­ბის ხა­ნა­ში ქართ­ვე­ლი სამღვდე­ლოე­ბის, მორწ­მუ­ნე მრევლის საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დამოუ­კი­დებ­ლო­ბის ბრძოლის ეტა­პებს, რომელ­საც რუ­სი ეგ­ზარ­ქო­სე­ბი ქართველ ავ­ტო­კე­ფა­ლისტ ინტელეგენ­ტე­ბის ფანტას­ტიურ ბოდვას"[3] უწო­დებდ­ნენ. უწ­მი­დე­სი ლეო­ნი­დი დასძენ­და: "ჩვენს საქ­მე­თა ში­ნა ცდო­მებს არ აქვს ად­გი­ლი, ხო­ლო უკე­თუ ასე­თე­ბი შეგვე­ნიშ­ნა, მა­თი აღკვეთი­სათ­ვის ყო­ველ ეკლე­სიას მოე­პო­ვე­ბა საშუა­ლე­ბა... პატრიარ­ქი ლეო­ნი­დი გამოთქ­ვამ­და რწმენას, "რა­კი აღვად­გი­ნეთ კა­ნო­ნი­კუ­რი წყო­ბი­ლე­ბა ქართულ­სა და რუ­სულ ეკლე­სია­შიც, მტკიცედ უნ­და ვუთვალ­ყუ­როთ, რა­თა შემდგომ­ში არა­ვი­თა­რი ესეგ­ვა­რი არ იქმნეს".[4] სამწუ­ხა­როდ, რუსე­თის ეკლე­სიამ ამ ეტაპ­ზე არ ისურ­ვა საქართ­ვე­ლოს ეკლესიას­თან ევქა­რის­ტუ­ლი კავში­რის აღდ­გე­ნა, მი­სი, რო­გორც დამოუ­კი­დე­ბე­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი ეკლე­სიის აღია­რე­ბა, უფ­რო მე­ტიც, რუსე­თის ეკლე­სიის წმინ­და სი­ნო­დი თვლი­და, რომ სოხუ­მის ეპარ­ქია და თბილი­სის რუს­თა სამრევ­ლო მათ გამგებ­ლო­ბა­ში უნდა დარჩე­ნილიყო. ისი­ნი ან­გა­რიშს არ უწევდ­ნენ იმას, რომ თბილის­ში სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქი, მცხე­თა-თბილი­სის მთავა­რე­პის­კო­პო­სი, ხო­ლო სოხუ­მის ოლქ­ში ცხუმ-ბედიე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი იჯდა.

1919 წელს აფ­ხაზ­თა სახე­ლით თა­ვად­მა ვ. შერვა­ში­ძემ მი­მარ­თა წერი­ლით სოხუ­მის რუს ეპის­კო­პოსს სერგის, წე­რილ­ში საუ­ბა­რი იყო იმის შესა­ხებ, რომ სოხუ­მის ეპარ­ქიის მმართვე­ლად სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს მიერ და­ნიშ­ნუ­ლია მიტ­რო­პო­ლი­ტი ამბ­რო­სი და აქ თქვე­ნი ად­გი­ლი აღარ არი­სო.[5] საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭომ 1926 წლის 12 ნოემბ­რის სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლა რუსე­თის წმინ­და სინო­დის მცდე­ლო­ბა ჩარეული­ყო საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის საქმეებ­ში და მკაც­რი პროტეს­ტი გაუგ­ზავ­ნა რუსე­თის მხარეს.[6] მიტ­რო­პო­ლი­ტი ქრის­ტე­ფო­რე აღნიშ­ნავ­და, რომ რუსე­თის ეკლე­სიის სი­ნო­დი ცდი­ლობს სა­კავ­ში­რო კპ/ბ/ მსგავსად განავრ­ცოს თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი საბ­ჭო­თა კავში­რის ტე­რი­ტო­რია­ზე არსე­ბულ რელი­გიურ ორგა­ნი­ზა­ციებ­ზე, რაც ჩვენთვის სრულიად მიუ­ღე­ბე­ლიაო. 1926 წლის დეკემ­ბერ­ში თბილის­ში ჩა­მო­ვი­და ბა­ქო­სა და კავკა­სიის მიტ­რო­პო­ლი­ტი პეტ­რე სერ­გეე­ვი, რომელ­საც და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და გა­ნე­გო საქართ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რია­ზე არ­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ეკლე­სიე­ბის საქ­მეე­ბი. იგი შეხვ­და საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს წევ­რებს და მი­ვი­და იმ დასკვნამ­დე, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო რუსე­თის ეკლე­სიის წმინ­და სი­ნოდს ეც­ნო საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ტე­რი­ტო­რია­ლუ­რი ავ­ტო­კე­ფა­ლია. საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის უფ­ლე­ბა­თა იგნო­რი­რე­ბას შეეცად­ნენ 1927 წლის თებერ­ვალ­ში, მოსკოვ­ში, საბ­ჭო­თა კავში­რის ტე­რი­ტო­რია­ზე არსე­ბულ მართლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­თა კრე­ბა­ზე, სა­დაც ლენინგ­რა­დის მიტრო­პო­ლიტ­მა ბენია­მინ­მა, მოსკო­ვის მიტრო­პო­ლიტ­მა სერა­ფი­მემ აღმოსავ­ლე­თის მართლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­თა წარმომად­გენ­ლებს ვა­სილ დიმო­პუ­ლოს, პა­ველ კა­ტა­პო­ტისს საქმის ვი­თა­რე­ბა ისე დაუ­ხა­ტეს, თითქოს საქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია "სქიზ­მა­ზე" (განხეთქილებაზე) მიდიო­და. ამ შეკ­რე­ბა­ზე საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დე­ლე­გა­ცია საერ­თოდ არ მიუწ­ვე­ვიათ. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული სამრევლოები კვლავ არ ემორჩილებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს.

1938 წლის 4 აგვის­ტოს სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოზ-პატრიარქ­მა კალისტ­რა­ტემ წერი­ლით მი­მარ­თა საქართ­ვე­ლოს სსრ რესპუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბჭოს პრეზიდიუმს - წარმო­გიდ­გენთ ტფილი­სის რუს­თა სა­მი სამრევ­ლოს ღვთისმსა­ხურ­თა სახე­ლით დეკა­ნოზ მე­თო­დე გირენ­კოს მიერ მორთმეულ მოხსე­ნე­ბას რუს­თა სამრევ­ლოე­ბის სა­ქართ­ვე­ლო­ში არსე­ბო­ბის დებუ­ლე­ბას. პატივის­ცე­მით მო­გახ­სე­ნებთ, რომ სა­კა­თა­ლი­კო­ზო მმართ­ვე­ლო­ბა ყო­ველ ღო­ნეს ხმარობ­და, რა­თა რუს­თა და ქართველ მორწ­მუ­ნე­თა შო­რის არ­სე­ბუ­ლი­ყო მშვი­დო­ბა და კე­თილ­განწ­ყო­ბი­ლე­ბა, და არა­ვის მის­ცე­მო­და საშუა­ლე­ბა ჩა­მო­ვარდ­ნი­ლი­ყო უთანხ­მოე­ბა რუ­სი­სა და ქართველ ერს შო­რის, განურჩევ­ლად რწმე­ნი­სა. მე დღესაც ამ აზ­რი­სა ვარ, საჭი­როდ მი­მაჩ­ნია მხოლოდ შეურყევ­ლად დარჩეს ძი­რი­თა­დი საეკ­ლე­სიო კა­ნო­ნი, ერთ ტერი­ტო­რია­ზედ არ იყოს ორი ეპის­კო­პო­სის მართ­ვა-გამ­გეო­ბა, რა­საც არა მხოლოდ ეკ­ლე­სიუ­რი მნიშვ­ნე­ლო­ბა აქვს"[7]. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე ამ საკითხს კი­დევ ერთხელ დაუბ­რუნ­და საქ. კპ/ბ/ ცენტ­რა­ლუ­რი კომი­ტე­ტის სამდივ­ნო­სად­მი გაგზავ­ნილ წე­რილ­ში, სა­დაც დაწვ­რი­ლე­ბი­თაა გაა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი, რა პირო­ბებ­ში წაართ­ვეს ავ­ტო­კე­ფა­ლია საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიას და რო­გორ დაიბ­რუ­ნა იგი, მაგრამ რუსე­თის ეკლე­სიის მეო­ხე­ბით რო­გორ მიი­ღო მან ნაციო­ნა­ლუ­რი ხასია­თი, რი­თაც სა­მო­ქა­ლა­ქო და საეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბა­ში დამკ­ვიდრ­და შავბ­ნე­ლი და საზია­ნო ფილი­ტე­რიზ­მი, რომ ამ თვალსაზრისს იცავდ­ნენ პატრიარ­ქი ტი­ხო­ნი და პატრიარ­ქის მო­საყდ­რე მიტ­რო­პო­ლი­ტი სერ­გი. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე გამოთქ­ვამ­და რწმენას, რომ საქართ­ვე­ლოს ხელი­სუფ­ლე­ბა დაი­ცავ­და საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის პოზი­ციას. რუსეთის ეკლესიასთან ასეთი გაურკვეველი ვითარება გაგრძელდა 1943 წლამდე.

1917 წლის სექტემ­ბერ­ში სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარქ­მა უწმი­დეს­მა კირიონ II ოფი­ცია­ლუ­რი წერი­ლით მი­მარ­თა მსოფ­ლიო პატრიარქს ბა­სილ III. წერი­ლის დასაწ­ყის­ში უწ­მი­დე­სი კირიონ II მოკლედ მიმოი­ხი­ლავ­და საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ისტო­რიას, მიუ­თი­თებ­და რუსე­თის იმპე­რა­ტო­რის 1811 წლის უკა­ნო­ნო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის გაუქ­მე­ბის შესა­ხებ, "ამა პირსათ­ვის ქა­ლაქ­სა თბი­ლისს შემოიკ­რი­ბა ღვთიგანბრ­ძო­ბი­ლი კრე­ბაი მორწ­მუ­ნი­სა ერი­სა და სამღვ­დე­ლოი­სა და­სი­სა, რომელ­მან ათჩვიდ­მეტ­სა სექტემ­ბერ­სა მიმ­დი­ნა­რე­სა წლი­სა­სა აღირ­ჩია უღირ­სო­ბაი ჩე­მი და სახელ­მედ­ვა მე "მთავა­რე­პის­კო­პო­სი მცხე­თი­სა და სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქი" ვი­თარ­ცა იყო წე­სი ჩვე­ნი ეკ­ლე­სიი­საი... გუ­ლისხ­მა ვყავ ბრძა­ნე­ბა­სა მო­ცი­ქუ­ლი­სა­სა თანახ­მად ერ­თო­ბი­სა მას სუ­ლი­სა­სა საკვირ­ვე­ლი­თა. მათ მშვი­დო­ბი­სა­თა და ვისწრაფ­ვით სიყვა­რუ­ლით მოგი­კით­ხო უნე­ტა­რე­სო მამაო და წრფე­ლი­თა გუ­ლი­თა გითხ­რა: - ქრის­ტე არს ჩვენ შო­რის". ღვაწ­ლი ჩემ­და იქმნე­ბის დაც­ვაი დოღმატ­თა მართლმა­დი­დებ­ლო­ბი­სა­თა, რო­მელ­თა არ­ცა გამცე­მელ ყო­ფილ არს ეკ­ლე­სიაი ჩვე­ნი, გზად ჩემ­და იქმნე­ბის ზრუნ­ვაი კეთილდგო­მი­სათ­ვის წმი­და­თა ღმერ­თი­სა ეკ­ლე­სია­თა და კე­თილ წარმატე­ბი­სათ­ვის ერი­სა ჩე­მი­სა ზღუდედ ჩემ­და იქმნე­ბის კა­ნონ­ნი".[8] კათო­ლი­კოზ-პატრიარ­ქი კირიონ II გამოთქ­ვამ­და რწმენას, რომ მსოფ­ლიო საპატ­რიარ­ქო სცნობ­და საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნას. სამწუ­ხა­როდ, მსოფ­ლიო საპატრიარ­ქომ ოფი­ცია­ლუ­რად არ დაა­ფიქ­სი­რა თა­ვი­სი პო­ზი­ცია სა­ქართ­ვე­ლოს ეკლესიას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამის მი­ზე­ზი შეიძ­ლე­ბა ისიც იყო, რომ ოქტომბ­რის გადატ­რია­ლე­ბის შემდეგ, რო­ცა რუ­სეთ­ში ბოლ­შე­ვი­კე­ბი მოვიდ­ნენ ხელისუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში, მათ ინ­ტენ­სიუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დაიწ­ყეს თურქეთ­თან, რომე­ლიც საბო­ლოოდ ქემა­ლის­ტუ­რი თურქე­თის მთავრობას­თან რუსე­თის შეთანხ­მე­ბით დასრულ­და. ასეთ პირო­ბებ­ში კონსტან­ტი­ნო­პო­ლის საპატ­რიარ­ქო, რომე­ლიც ფრიად შე­ვიწ­როე­ბუ­ლი  იყო თურქეთ­ში, მოე­რი­და ახა­ლი პრობლე­მის შექმნას.

უწ­მი­დე­სი კირიონ II და ლეო­ნი­დის მცდე­ლო­ბა გა­ნაგრ­ძო უწმი­დეს­მა ამბრო­სიმ, რომელ­მაც წერი­ლით მი­მარ­თა უწმი­დეს კონსტან­ტი­ნო­პო­ლის პატრიარქს ბა­სილ III, ანტიო­ქიი­სა და სრულიად აღმოსავ­ლე­თის პატრიარქს გრიგოლ III, იე­რუ­სა­ლი­მის პატრიარქს უწმი­დეს დამია­ნეს, ალექ­სანდ­რიი­სა და სრულიად ეგვიპ­ტის პატრიარქს ნი­კო­ლოზს. წე­რილ­ში უწ­მი­დე­სი ამბ­რო­სი აღნიშ­ნავ­და: 1921 წლის 7 სექტემ­ბერს სრულიად წმი­დი­სა ღვთივ განგრძობილ­მან კრება­მან მორწ­მუ­ნე ერი­სა და სამღვ­დე­ლო დასის­მან მთავარე­პის­კო­პო­სად მცხე­თი­სა  და  სრულიად  საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქად აღირ­ჩია უღირ­სე­ბა ჩე­მი. ვძრწი და ვშიშობ, რა­ჟამს გუ­ლისხ­მა ვჰყოფ მძი­მე­სა მის უღელ­სა, რო­მე­ლი განგე­ბა­მან ღმერთის­მან დამა­კის­რა მე, გარ­ნა ვითვა­ლის­წი­ნებთ რა ივე­რიის ეკ­ლე­სია საუ­კუ­ნე­თა განმავ­ლო­ბა­ში მუდმი­ვად ჰპოუ­ლობ­და ნუ­გეშ­სა და დახმა­რე­ბას ერთ­მორწ­მუ­ნე აღმოსავ­ლე­თის ეკლე­სიე­ბი­სა­გან, ვსასოებ. ასეთ შვე­ლა­სა და დახმა­რე­ბას დღესაც არ იქ­ნე­ბა მოკ­ლე­ბუ­ლი იგი და გულშე­მატ­კი­ვა­რი დე­და აღმოსავ­ლე­თის ეკ­ლე­სია. ზნეობ­რი­ვად ახ­ლაც გაუწვ­დის ხელს მას".[9] მი­სი უწ­მი­დე­სო­ბა ამბ­რო­სი ასე­თი­ვე წერი­ლე­ბით მიმარ­თავ­და რო­მის პაპს პიო X, კენტე­ბე­რიის მთავა­რე­პის­კო­პოსს და ინგ­ლისის პრიმასს. რაო­დენ დი­დი იყო ქართ­ვე­ლი იე­რარ­ქე­ბის გაკვირ­ვე­ბა 1926წ. 17 აპ­რილს კენტე­ბე­რიის მთავარე­პის­კო­პოს­მა რომ უპა­სუ­ხა საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარქს, შეიძ­ლე­ბა ეს იყო გენუის საერ­თა­შო­რი­სო კონფე­რენ­ცია­ზე კათა­ლი­კოზ-პატრიარქ ამბრო­სის მემორან­დუ­მის ერთგ­ვა­რი გა­მო­ძა­ხი­ლი. - მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი ვარ ყო­ვე­ლი ღო­ნე ვიხ­მა­რო, დაგეხ­მა­როთ თქვენ­ცა და სხვებსაც, ვი­საც გიპყრიათ სა­ჭე თქვე­ნი ეკლე­სიის სარწმუ­ნოე­ბის წი­ნა­შე ესო­დენ გა­ჭირ­ვე­ბი­სა და თვით საფრთხის პირობებ­შიც.

რო­გორც 1928 წლის 28 სექტემბ­რის სრულიად საქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­ზო სინო­დის ოქმი­დან ირკ­ვე­ვა, მსოფ­ლიო პატრიარქ ბა­სილ III საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის სინოდი­სათ­ვის მიუ­მარ­თავს შეკითხ­ვით, "თუ რო­გორ გადაწყ­დეს მომავალ 1929 წლისათ­ვის პეტ­რე-პავლო­ბის მარხვის სა­კით­ხი, რა სა­ხით შეიძ­ლე­ბა მოგვარ­დეს პასქა­ლიის სა­კით­ხი ახა­ლი კალენ­და­რის მიხედ­ვით და შეიძ­ლე­ბა თუ არა ამ საკით­ხე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა მსოფ­ლიო კრების მოუწვევ­ლად".[10]

რო­გორც ჩანს, კონსტან­ტი­ნო­პო­ლის მსოფ­ლიო საპატ­რიარ­ქო არაპირ­და­პირ აღია­რებ­და საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიას. წინააღმ­დეგ შემთხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია მსოფ­ლიო საპატრიარ­ქოს დაეგ­ზავ­ნა წე­რი­ლე­ბი ავტო­კე­ფა­ლურ მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიე­ბის საპატრიარ­ქოებ­ში, სა­დაც იგი უკა­ნო­ნოდ გამოაც­ხა­დებ­და საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის 1917 წლის 12(25) მარტის გადაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. თუმ­ცა მსოფ­ლიო საპატრიარ­ქომ რუსე­თის ეკლე­სიის რი­დით 1926 წელს საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის წარმომად­გენ­ლე­ბი არ მიიწ­ვია კონსტან­ტი­ნო­პოლ­ში მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიე­ბის წარმო­მად­გე­ნელ­თა შეხვედ­რა­ზე. ამის გამო საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭომ, უწმი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ამბრო­სიმ 1926 წლის 24 ივ­ლისს საპრო­ტეს­ტო წერი­ლით მიმარ­თეს მსოფ­ლიო პატრიარქს უწმი­დეს ბა­სილ III. საქარ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბ­ჭო შეახ­სე­ნებ­და მსოფ­ლიო პატრიარქს იმ დროს, რო­ცა სა­ქართ­ვე­ლო­ში ოფი­ცია­ლუ­რი ვიზი­ტით ჩამოდიოდ­ნენ, რო­გორც კონსტან­ტი­ნო­პო­ლი­დან, ასე­ვე ანტიო­ქიი­სა და იე­რუ­სა­ლი­მის პატრიარ­ქე­ბი, რომ რუსე­თის საე­რო ხელისუფ­ლე­ბის მიერ 1811 წელს უკა­ნო­ნოდ გაუქ­მე­ბუ­ლი საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნის შემდეგ ხში­რია მუ­ქა­რა, შან­ტა­ჟი რუსე­თის მხრიდან, "არ გვსურს ვიფიქ­როთ, რომ თქვენი ეს მდუ­მა­რე­ბა და უყუ­რად­ღე­ბო­ბა გა­მოწ­ვეუ­ლია იმით, რომ პა­ტა­რა ერის ეკ­ლე­სიუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი მსხვერპლად შეე­წი­როს დი­დი ერის ეკლე­სიურ მეგობ­რო­ბას და კეთილ­განწ­ყო­ბი­ლე­ბას".[11] საქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბ­ჭო გამოთქ­ვამ­და იმედს, რომ მსოფ­ლიო საპატ­რიარ­ქო ყვე­ლა­ფერს იღო­ნებ­და, რა­თა საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ ავტო­კე­ფა­ლურ ეკლესიას­თან აღდ­გე­ნი­ლი­ყო ევქა­რის­ტუ­ლი კავ­ში­რი, წინააღმ­დეგ შემთხ­ვე­ვა­ში - საქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია იძულებული იქ­ნე­ბა თა­ვის წიაღ­ში, დაიც­ვას ჭეშ­მა­რი­ტი მართლმა­დი­დებ­ლო­ბა და კა­ნო­ნი­კუ­რი ნორ­მე­ბი იმ წე­სით და იმ საშუა­ლე­ბით, რომელ­საც თვით დაი­ნა­ხავს საჭი­როდ და მიზან­შე­წო­ნი­ლად, მაგრამ ამა­ზე ზნეობ­რი­ვი პა­სუ­ხისმ­გე­ბე­ლი აღმოსავ­ლე­თის მართლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სიე­ბი იქნე­ბიან - წე­რილს ხელს აწერდ­ნენ სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოზ-პატრიარ­ქი ამბ­რო­სი, სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს წევ­რე­ბი ნინოწ­მინ­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლისტ­რა­ტე, ურბ­ნე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი იოა­ნე, დე­კა­ნო­ზე­ბი იო­სებ მირია­ნაშ­ვი­ლი, გიორ­გი გამ­რე­კე­ლი, სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს წევ­რე­ბი მოქ. ივა­ნე რა­ტიშ­ვი­ლი, გე­რა­სი­მე იმნაიშ­ვი­ლი.

საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია, სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბ­ჭო განსაკუთ­რე­ბულ მნიშვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და სომხურ გრი­გორიანული ეკლესიას­თან ურთიერ­თო­ბას. მარ­თა­ლია, დოგმა­ტიურ საკით­ხებ­ზე უთანხ­მოე­ბა, რომე­ლიც ჩვენს ეკლესიებს შო­რის VII საუ­კუ­ნი­დან არსე­ბობ­და, განხილ­ვის სა­გა­ნი აღარ იყო, მაგრამ გასათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი იყო ის ფაქ­ტი, რომ 1917 წელს სა­ქართ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი იყო 200-მდე სომხურ-გრი­გო­რიანული ეკ­ლე­სია, თბილის­ში იყო სომ­ხუ­რი ეპარ­ქიის საე­პის­კო­პო­სო, რომლის რეზი­დენ­ცია იყო ვანქის ეკ­ლე­სია. იმხანად ეჩმია­ძი­ნის კა­თა­ლი­კო­ზი იყო თბი­ლი­სე­ლი სო­მე­ხი გე­ვორქ V, მეტსა­ხე­ლად ტფი­ლე­ლი. საქართ­ვე­ლოს ახლა­დაღდ­გე­ნილ ავტო­კე­ფა­ლურ ეკლე­სიას ნორ­მა­ლუ­რი ურთიერ­თო­ბა უნ­და დაემ­ყა­რე­ბი­ნა ეჩმია­ძინ­თან.

უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კირიონ II წე­რი­ლი ყო­ველ­თა სო­მეხ­თა პატრიარქ-კათა­ლი­კოს გე­ვორქ V არის ერ­თის მხრივ მა­ღა­ლი დიპ­ლო­მა­ტიი­სა და მეო­რეს მხრივ მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი პატრიარ­ქის განსხ­ვა­ვე­ბუ­ლი კონფე­სიი­სად­მი დამო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ბრწყინ­ვა­ლე ნი­მუ­ში: "მიმო­ვი­ხი­ლავ გა­რე­მო­სა ჩემ­სა და თვალ­თა გო­ნე­ბი­სა ჩე­მი­სა შევა­ყე­ნებ ღვთივმო­შიშ­სა ერ­სა ზე­და ჰაი­კა­ნი­სა­სა ძმუ­რი ნათე­საო­ბით ქართ­ლო­სიან -ჰაო­სიან­თა... მოგიკით­ხავ უწ­მი­დე­სო მეუ­ფევ, რა­თა წრფი­თა და ღვაწ­ლი­თა ჩუენ­თა აღდგე­ნილ იქ­ნას ერ­თო­ბა, ჩუენ­და­მი რწმუნე­ბულ­თა ერ­თა. ერთო­ბას ვიტყ­ვი არა სარწმუნოებ­რივ-დოგმა­ტიურ­სა, არა­მედ მოქალა­ქეობ­რივ განმანათ­ლებ­ლო­ბი­სა, რა­თა დაემ­ყა­როს ჩუენ შო­რის ძმო­ბაი და ურიერთს გულისხმავ­ყოთ და რაი­თა სამშობ­ლო­სა ში­ნა ჩუე­ნი­სა დაამკვიდროს სა­სუ­ფე­ვე­ლი ღმრთი­საი".[12] თა­ვის მხრივ, არც სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სია დარ­ჩე­ნი­ლა გულგ­რი­ლი საქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია­ში მომხ­და­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა. მიუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სია რუსე­თის ხელისუფ­ლე­ბას­თან მჭიდროდ თანამშრომ­ლობ­და, რუ­სი ეგზარ­ქო­სე­ბის გულთ­ბი­ლი და სა­სურ­ვე­ლი მასპინ­ძე­ლი იყო /მაგ. XIX საუკუნეში ეგ­ზარ­ქო­სი პავლეს ჩანა­წე­რებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და გულთბი­ლად მიი­ღო იგი სო­მეხ­თა კათა­ლი­კოს­მა და ძვირ­ფა­სი საჩუქ­რე­ბიც მიართ­ვა ს.ვ./. 1917 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს თბილის­ში მო­ვი­და ასე­თი შინაარ­სის დე­პე­შა: "სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოზ-პატრიარქ კირიონ II. პირა­დად ჩე­მი და უძ­ვე­ლე­სი სომ­ხუ­რი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკლე­სიის სახე­ლით გი­ლო­ცავთ პატრიარ­ქად არჩე­ვას. უფლე­ბა­მო­სილ­ნი არიან ეპის­კო­პო­სე­ბი მხი­თა­რი და ხო­რე­ნი დაესწ­რონ თქვენს საზეი­მო ინტრო­ნი­ზა­ციას. გე­ვორქ V ყო­ველ­თა სო­მეხ­თა უმაღლესი პატრიარქ-კა­თა­ლი­კო­სი".[13]

1922 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე თბილის­ში ჩა­მო­ვი­და ყო­ველ­თა სო­მეხ­თა პატრიარქ-კა­თა­ლი­კო­სი გე­ვორქ V /სუ­რე­ნია­ნი/, რომელ­მაც სიო­ნის საპატ­რიარ­ქო ტა­ძარ­ში პა­ტი­ვი მია­გო უწ­მი­დე­სი კათა­ლი­კო­სე­ბის კირიონ II და ლეო­ნი­დის ხსოვნას. მიე­სალ­მა ქართველ საზო­გა­დოე­ბას. რო­გორც თანა­მედ­რო­ვე­ნი აღნიშ­ნა­ვენ, იგი ბრწყინვა­ლედ საუბ­რობ­და ქართუ­ლად (მას თავის დროზე უსწავლია თბილისის ნერსესის სემინარიაში) და სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქი ამბ­რო­სი სა­პა­სუ­ხო ვიზი­ტით მიიწ­ვია სომხეთ­ში.[14] სა­ქართ­ვე­ლო­სა და სომხურ ეკ­ლე­სია­თა შო­რის ნორ­მა­ლუ­რი ურთიერ­თო­ბა დამყარ­და.

საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია, სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბ­ჭო იმ დასკვნამ­დე მივიდ­ნენ, რომ სა­ქართ­ვე­ლო­ში შექმ­ნი­ლი სპე­ცი­ფი­კუ­რი ვითა­რე­ბის გა­მო აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო კონტაქ­ტე­ბი რო­მის კა­თო­ლი­კუ­რი ეკლე­სიის მეთაურ­თან. უწ­მი­დე­სი კირიონ II რო­მის პაპი­სად­მი გაგზავ­ნილ წე­რილ­ში აღნიშ­ნავ­და: "განგე­ბა­მან ღმრთისა­მან არა უც­ხო ქმნა ეკ­ლე­სიაი ჩუე­ნი ჰრომისათ­ვის დი­დი­სა. პეტ­რე და ანდ­რია პირველ­წო­დე­ბულ­თა მათ მოწა­ფე­თა ქრის­ტეი­სა­თა, რო­მელ­თა თეს­ლი უბი­წოდ განაბ­ნიეს მართალ­სა სარწ­მუ­ნეო­ბი­საი ორ­ნატ­თა ჰრომ­თა ქართველ­თა გუ­ლი­სა­თა, ძმო­ბი­თა თვი­სი­თა წინას­წარ მოას­წა­ვეს სიყ­ვა­რუ­ლი და თვი­სო­ბაი ორ­თა ამათ ეკ­ლე­სიი­სა­თაი"...[15] უწ­მი­დე­სი კირიო­ნი II მოა­გო­ნებ­და რო­მის პაპს, რომ სა­ქართ­ვე­ლო­ში მრავლად იყვნენ კა­თო­ლი­კე მისიო­ნე­რე­ბი, მცირედ­ნი ქართ­ვე­ლი კა­თო­ლი­კე­ნი, რომელ­ნიც არსო­დეს შე­ვიწ­როე­ბუ­ლი არ იქნე­ბიან. ამა­ვე დროს, წე­რილ­ში საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქი ერთგვა­რად ესარჩ­ლე­ბოდა ქართველ კა­თო­ლი­კებს, რომელ­თაც რუსე­თის იმ­პე­რია­ში XIX საუ­კუ­ნის 90-ია­ნი წლები­დან სასტი­კად დევნიდ­ნენ და აი­ძუ­ლებდ­ნენ გასომ­ხე­ბუ­ლიყვ­ნენ იმ მიზე­ზით, რომ თითქოს ბუ­ნე­ბა­ში ქართ­ვე­ლი კა­თო­ლი­კე­ნი არც არა­სო­დეს ყოფი­ლან, თუ ეს პრო­ცე­სი გაგრძელ­დე­ბო­და /ამის წინააღმ­დეგ აქტიუ­რად იბრძოდ­ნენ პეტ­რე ხარის­ჭი­რაშ­ვი­ლი, იოა­ნე გვა­რა­მა­ძე, მიხეილ თამა­რაშ­ვი­ლი/ მესხე­თის ქართვე­ლო­ბის ერ­თი ნაწი­ლის გადაგ­ვა­რე­ბას არა­ფე­რი წინ აღარ უდ­გა. ამი­ტომ იყო, რომ უწ­მი­დე­სი კირიონ II რო­მის პაპს მიმარ­თავ­და: "ვსასოებ, ვითარ­მედ უწ­მი­დე­სო­ბაი შე­ნი არა უგუ­ლე­ბელ­ყოფს ქართველ კა­თო­ლი­კე­თა სარწმუნოებ­რივ-ეროვ­ნულ ხასიათს."[16]

საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის სა­გა­რეო ურთიერ­თო­ბა­თა აქტიუ­რო­ბა შე­სუსტ­და საბ­ჭოუ­რი რეჟი­მის პირო­ბებ­ში. რო­ცა სასტი­კად დევნიდ­ნენ ქრისტია­ნულ სარწმუ­ნოე­ბას, ხურავდ­ნენ ეკ­ლე­სია-მო­ნასტ­რებს, რო­ცა მოუ­წო­დებდ­ნენ ყველას: "მე­ტი კლა­სიუ­რი გამჭ­რია­ხო­ბა გამოი­ჩი­ნეთ მტრებთან ბრძო­ლა­ში, ნი­ღა­ბი ახა­დეთ ეკლე­სიის მსა­ხურთ, რომელ­ნიც სოცია­ლის­ტურ მეურ­ნეო­ბას ძირს უთხრიან და დაუყოვ­ნებ­ლივ გადაე­ცით ისი­ნი ხელისუფ­ლე­ბის ორგანოებს."[17] მართლმა­დი­დე­ბელ ეკლესიებ­თან ევქრის­ტუ­ლი კავში­რის სა­კით­ხე­ბი კი არა, ქა­ლაქ­ში მოძ­რაო­ბა ეკრძა­ლე­ბო­დათ სა­სუ­ლიე­რო პი­რებს, მათ “ჩე­კას" წევ­რე­ბი უთვალთ­ვა­ლებდ­ნენ "სა­სუ­ლიე­რო პირს დღეს თავისუფ­ლად მოგ­ზაუ­რო­ბა არ შეუძ­ლიათ სა­ქართ­ვე­ლო­ში".[18] აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს მოხ­სე­ნე­ბა­ში.

მეო­რე მსოფ­ლიო ომის პერიოდ­ში საბ­ჭო­თა კავშირ­ში შეიც­ვა­ლა ეკლე­სიის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ამან საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიას საშუა­ლე­ბა მის­ცა გაეაქ­ტიუ­რე­ბი­ნა ერ­თის მხრივ ხელისუფ­ლე­ბი­სათ­ვის სულიე­რი და მა­ტე­რია­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა ფაშიზ­მის წინააღმ­დეგ ბრძო­ლა­ში და მეო­რეს მხრივ ეზ­რუ­ნა რუსე­თის ეკლესიას­თან ურთიერ­თო­ბის მოწესრი­გე­ბი­სათ­ვის.

1943 წლის 14 სექტემ­ბერს სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოზ-პატრიარქ­მა კალისტ­რა­ტემ ოფი­ცია­ლუ­რი წერი­ლით მიუ­ლო­ცა რუსე­თის პატრიარქ სერგის პატრიარ­ქად არ­ჩე­ვა და გა­მოთქ­ვა რწმე­ნა ამ ორ ეკ­ლე­სია­თა შო­რის ურთიერ­თო­ბის აღდ­გე­ნი­სა. სა­პა­სუ­ხო წე­რილ­ში რუსე­თის პატრიარ­ქი სერ­გი გამოთქ­ვამ­და მზადყოფ­ნას მოლა­პა­რა­კე­ბის გზით მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო ჩვე­ნი ორი მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ურთიერ­თო­ბა. 1943 წლის 28 ოქტომბ­რი­დან მოლა­პა­რა­კე­ბის მიზნით სა­ქართ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და სტავ­რო­პო­ლი­სა და პია­ტი­გორს­კის მთავა­რე­პის­კო­პო­სი ან­ტო­ნი. მო­ლა­პა­რა­კე­ბა­თა შედე­გად, რუსე­თის ეკლე­სიამ აღია­რა საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ტე­რი­ტო­რიუ­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლია. 31 ოქ­ტომ­ბერს სიო­ნის საკა­თედ­რო ტა­ძარ­ში მი­სი უწმი­დე­სო­ბის კალისტ­რა­ტეს თანამ­წირ­ვე­ლი იყო მთავა­რე­პის­კო­პო­სი ან­ტო­ნი, რაც იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იყო, რომ ამ ორ ეკლე­სიას შო­რის ევქა­რის­ტუ­ლი კავ­ში­რი აღსდ­გა. "პა­ტი­ვი და დი­დე­ბა თქვენ, რადგან პირ­ვე­ლი იყა­ვით სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მშვიდო­ბის ინი­ცია­ტორ ორ ეკლე­სიას შო­რის, რომ პირველ­მა მოისურ­ვეთ და შეი­ცა­ნით ორი წმინ­და ღვთიურ ეკლესიებს შო­რის ლოცვით და კანო­ნი­კურ ურთიერ­თო­ბა­თა აღდგე­ნის მნიშვ­ნე­ლო­ბა და აუ­ცი­ლებ­ლო­ბა".[19] მი­მარ­თა უწმი­დეს კალისტ­რა­ტეს მთავარე­პის­კო­პოს­მა ან­ტონ­მა. რუსე­თის პატრიარქ­მა წერი­ლე­ბით მი­მარ­თა მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის მეთაუ­რებს და აც­ნო­ბა, რომ ამიე­რი­დან რუსე­თის ეკ­ლე­სია ოფი­ცია­ლუ­რად აღია­რებს საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიას.

პატრიარქმა სერგიმ ასევე მიმართა საქართველოში მცხოვრებ რუსებს: “1943 წლის 31 ოქტომბერს დამთავრდა განხეთქილება ეკლესიური მშვიდობა და ეჭვი წარსულს ჩაბარდა. რუს მრევლს მცხოვრებთ საქართველოში უფლება ეძლეოდა ელოცა ქართულ ტაძრებში, მიეღოთ წმიდა საიდუმლეობანი. ვადიდოთ საქართველოს ღვთისათნოსმყოფელთა ნათელი კრებული: საქართველოს განმანათლებელი მოციქულთასწორი ნინო და ქართველი მოღვაწენი, რომელნიც რუსეთის წმიდა ნათლობამდე მრავალი წლის ადრე უკვე ანათებდნენ მსოფლიოში ქრისტეს მადლს. გვჯერა რომ ზეცაში განდიდებული საქართველოს ლოცვით, ყოვლაწმიდა ღვთისმშობელის შუამდგომლობის”.[20]

რუსეთის მართლმადიდებელიეკლესიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებამ ქართველ სასულიერო იერარქებს გზა გაუხსნა მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებელი ავტოკეფალიებისაკენ. თუმცა ამ აღიარებამ გარკვეული ურთიერთდაპირისპირება გამოიწვია საქართველოში მცხოვრებ რუსთა შორის. ამის გამო უკმაყოფილებას ვერ ფარავდნენ როგორც ე. წ. “ცოცხალი ეკლესიის” ასევე რუსული ემიგრანტული ეკლესიის წარმომადგენლები, რომელთაც სურდათ გარკვეული არეულობანი მოეწყოთ საქართველოში, მაგრამ უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატეს გონივრულმა, მოქნილმა პოლიტიკამ რუსული სამრევლოები უმტკივნეულოდ დაუქვემდებარა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას.

სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი კალისტრატე ესწრებოდა რუსეთის პატრიარქ ალექსი I აღსაყდრებას მოსკოვში. როგორც უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე აღნიშნავდა “მნიშვნელოვანი იყო 1945 წლის იანვარ-თებერვალში ჩვენი ეკლესიის მეთაურის “ფრიად საპატიო სტუმრად” მიწვევა მოსკოვსა და სრულიად რუსეთის პატრიარქის არჩევნებზე დასასწრებად. კრებაზე შეპატიჟებულნი იყვნენ ყველა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურნი, რომელთაგან ალექსანდრიისა და კონსტანტინეპოლიის, იერუსალიმისა, სერბეთისა და რუმინეთის წარმომადგენელთა სახით. კათალიკოზ-პატრიარქი ამალით, საქართველოს სსრ რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის კ. ქადაგიშვილის მეშვეობით, ხელშეწყობით გაემგზავრა თბილისიდან. ალექსი პატრიარქის და საბჭოთა კავშირის სახკომსაბჭოს არსებული საბჭოს თავმჯდომარის, გ. კარპოვის გულთბილმა და თავაზიანმა დახვედრამ და ყველა მართლმადიდებელი ეკლესიათა მეთაურთა პირადმა ურთიერთ შეხვედრამ, რასაც ადგილი არ ჰქონია 1787 წლის შემდეგ, განაცხოველა და განამტკიცა მათ შორის ძმური სიყვარული და კავშირი”.[21]

პატრიარქი ალექსი I 1946 წელს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ორი ერთმორწმუნე ეკლესია კვლავ ურთიერთთანხმობაში მოვიდნენ. თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სრულ ავტოკეფალიას საფრთხე შეუქმნა 1943 წლის 8 ოქტომბერს სსრ კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს გადაწყვეტილებამ სახკომსაბჭოსთან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭოს შექმნის შესახებ, რომელსაც დაექვემდებარებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც. უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ პროტესტის წერილით მიმართა საბჭოთა მთავრობას და მოსთხოვა დაშვებული უზუსტობის გასწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში რუსული სამრევლოების მოთხოვნები ეკლესიის გახსნის შესახებ რუსეთის რწმუნებულის საქმე ხდებოდა, რაც რუსეთის საერო ჩინოვნიკებს საშუალებას აძლევდა ჩარეულიყვნენ საქართველოს ეკლესიის საშინაო საქმეებში. უწმიდესი კალისტრატეს აზრით: “მთელი საუკუნის მანძილზე რუსეთის სინოდისგან მედგარი ბრძოლით მოპოვებული საქართველოს ეკლესიის ტერიტორიალური მთლიანობა ირღვეოდა. პატრიარქი ითხოვდა რუსული სამრევლოების გახსნის შუამდგომლობის განხილვა საქართველოში მისი კომპენტენცია უნდა ყოფილიყო. ეს მას საშუალებას მისცემდა დროულად დაეკმაყოფილებინა პირველ ეტაპზე აფხაზეთის მრევლის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ეს კუთხე ეკლესიურად რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მოექცეოდა, რაც საქართველოს ეკლესიის ტერიტორიალური მთლიანობის დარღვევას მოასწავებდა. აღნიშნული კი ეწინააღმდეგებოდა, როგორც მსოფლიო საეკლესიო კანონმდებლობას ისე საქართველოსა და რუსეთის ეკლესიათა შეთანხმების აქტს”.[22]

უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ მოახერხა საერო ხელისუფლების დარწმუნება თავისი არგუმენტების სისწორეში და 1947 წლიდან უკვე შეიქმნა საქართველოს მინისტრთა საბჭოსტან რელიგიის საქმეთა რწმუნებულთა საბჭო, რომელსაც კ. ქადაგიშვილი ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, როცა ხელისუფლება ცდილობდა ეკლესია გარკვეულ ჩარჩოებში მოექცია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გააქტიურა საერთაშორისო კონტაქტები, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო კონფერენციებში, რომელნიც ეძღვნებოდა მშვიდობის დაცვის პრობლემებს. 1949 წლის 25 აგვისტოს მოსკოვში გაიხსნა მშვიდობის დაცვის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც დაესწრო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ურბნელი მიტროპოლიტის მელქისედეკის ხელმძღვანელობით.

1950 წლის 8 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ რელიგიის საქმეთა რწმუნებულს ვ. ბუჯიაშვილს მიმართა თხოვნით დახმარებოდა პრესაში გამოქვეყნებულიყო საქართველოს და რუსეთის ეკლესიების ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც სრული მხარდაჭერა იყო გამოთქმული სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო სესიის გადაწყვეტილებისადმი.

1950 წლის 12 ოქტომბერს ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) მონაწილეობა მიიღო მეორე საკავშირო კონფერენციაში მშვიდობის დაცვის საკითხებზე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აქტიური მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში ამაღლებდა მის საერთაშორისო ავტორიტეტს, არღვევდა მრავალწლიან ჩაკეტილობის და სათანადო ადგილს უმკვიდრებდა მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიათა შორის.

 

თავი III

სა­ქართ­ვე­ლოს ავ­ტო­კე­ფა­ლია აღდ­გე­ნი­ლი ეკ­ლე­სი­ის კა­თა­ლი­კოზ-პატ­რ­იარქ­ნი და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა 1917-1952 წლებში



სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის კა­თა­ლი­კოზ-პატ­რ­იარქ­ნი უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რეს­ნი: კი­რიო­ნი, ლე­ონი­დი, ამბ­რო­სი, ქრის­ტე­ფო­რე და კალისტრატე არა მარ­ტო სა­სუ­ლიე­რო მოღ­ვა­წე­ნი, არა­მედ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, მეც­ნიე­რე­ბის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნელ­ნი იყვნენ. მა­თი სა­სუ­ლიე­რო და ს­აე­რო ცხოვ­რე­ბის ას­პა­რეზ­ზე გა­მოსვ­ლა დაემთხ­ვა XIX-XX სა­უ­კუ­ნე­თა მიჯ­ნა­ზე სა­ქართ­ვე­ლოს თავისუფლებისათვის ბრძო­ლის აქ­ტი­ურ ხა­ნას. პო­ლი­ტი­კურ პარ­ტია­თა შო­რის აზრ­თა სხვა­დას­ხ­ვაო­ბა იყო სა­ქართ­ვე­ლოს მო­მა­ვ­ლის საკითხში. სამაგიეროდ სა­სუ­ლიე­რო მოღ­ვა­წე­თა ერთსულოვანი მოთ­ხოვ­ნა იყო სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღდ­გე­ნა. ამ მოთ­ხოვ­ნის კა­ნო­ნიე­რე­ბის და­სა­სა­ბუ­თებ­ლად გა­მო­ჩე­ნილ­მა სა­ეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წე­ებ­მა კი­რი­ონ­მა, ლე­ო­ნიდ­მა, ამბ­რო­სიმ, ქრის­ტე­ფო­რემ და კა­ლისტ­რა­ტემ ქარ­თუ­ლი და რუ­სულ ენებ­ზე ­არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო წე­რი­ლი, მო­ნოგ­რა­ფია გა­მო­აქ­ვეყ­ნეს სა­ქართ­ვე­ლოს ის­ტო­რია­ზე, ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რია­ზე, წყა­როთმ­ცოდ­ნეო­ბის სა­კით­ხებ­ზე. სა­ზო­გა­დოე­ბის ერ­თი ნა­წი­ლი­სათ­ვის ქართ­ვე­ლი სა­სუ­ლიე­რო იე­რარ­ქე­ბი ცნო­ბი­ლია, რო­გორც სა­ეკ­ლე­სიო სფე­რო­ში ფრი­ად გათ­ვითც­ნო­ბიე­რე­ბუ­ლი ადა­მია­ნე­ბი, მაგ­რამ სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის, მა­თი ნაშ­რო­მე­ბის, სა­ჟურ­ნა­ლო და სა­გა­ზე­თო პუბ­ლი­კა­ციე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე ისი­ნი წარ­მო­ჩინ­დე­ბი­ან, რო­გორც მრა­ვალ­მხ­რივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ადა­მია­ნე­ბი, სამ­შობ­ლოს გულმ­ხურ­ვა­ლე პატ­რიო­ტე­ბი, ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კი­რი­ონ II (გი­ორ­გი სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი).

კირიონის რო­გორც ახალ­გაზრ­და ქართ­ვე­ლი მეც­ნიე­რის პირ­ვე­ლი ნათ­ლო­ბა მოხ­და გაზ.  "ივე­რი­ის " და  "დრო­ე­ბის " ფურც­ლებ­ზე, სა­დაც იგი "ნი­ქო­ზე­ლის, ივე­რიე­ლის, სა­ძაგე­ლო­ვის " ფსევ­დო­ნი­მე­ბით ბეჭ­დავ­და წე­რი­ლებს სა­ქართ­ვე­ლოს ის­ტო­რია­ზე, ქარ­თუ­ლ ხუ­როთ­მოძ­ღვ­რულ ძეგ­ლებ­ზე, ნუ­მიზმ­ტი­კა-არ­ქეო­ლო­გია­ზე, ქარ­თუ­ლი სიტყ­ვიე­რე­ბის ის­ტო­რია­ზე, ეთ­ნო­ლო­გია­ზე. იგი თა­ნამშ­რომ­ლობ­და მოს­კო­ვის არ­ქეო­ლო­გი­ურ სა­ზო­გა­დოე­ბას­თან და მა­თი თხოვ­ნით და­წე­რა ნაშ­რო­მი ლი­ახ­ვის ხე­ო­ბის ის­ტო­რიუ­ლი ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხებ. კი­რიო­ნის ღვაწ­ლი ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. ამ მხრივ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მი­სი ნაშ­რო­მე­ბი: “წმი­და მო­ცი­ქულ­თა სწო­რი ნი­ნო ქართ­ველ­თა გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლის შე­სა­ხებ". ნაშ­რომ­ში XIX სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის დო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ქარ­თუ­ლი და უც­ხოუ­რი წყა­როე­ბის სა­ფუძ­ლია­ნი შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბია. წმ. ნი­ნოს ცხოვ­რე­ბის გზა, მი­სი მი­სიო­ნე­რუ­ლი საქ­მია­ნო­ბა სა­ქართ­ვე­ლო­ში. პირ­ველ ქრის­ტი­ან მე­ფე მი­რი­ანს ეძღვ­ნე­ბა მი­სი ნაშ­რო­მი,[2] რო­მელ­შიც მო­ცე­მუ­ლია მი­რია­ნის რო­გორც პირ­ვე­ლი ქრი­ტია­ნი მე­ფის მოღ­ვა­წეო­ბის მთე­ლი ის­ტო­რია, ავტორი ცდილობს დად­გინოს მი­სი მე­ფო­ბის ქრონო­ლო­გია. კირიონის ნაშ­რო­მები: “მე­ფე და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი"[3] ქარ­თულ და რუ­სულ ენებ­ზე, “წმ. თა­მარ დი­დი და მი­სი სა­ხელ­წო­დე­ბა", “ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლი" და სხვა. ეხე­ბა რა სა­ქართ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის სა­კით­ხებს ~ქრის­ტეს ჯვრის მტერთ­გან გა­წე­წი­ლი და წა­მე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნას კარ­გად გრძნობს ქართ­ვე­ლი ერის დაკ­ნი­ნე­ბის მთა­ვარ მი­ზეზს, ფაქ­ტებ­ზე დაყრდ­ნო­ბით აანა­­ლი­ზებს მოვ­ლე­ნა­თა ავ­სა და კარგს. მი­სი აზ­რით რო­ცა ქვე­ყა­ნა დაპყ­რო­ბილ მდგო­მა­რეო­ბა­შია ასეთ პი­რო­ბებ­ში მას მუდ­მივ თა­ნამგ­ზავ­რად სდევს გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ან­თა მხრი­დან მკრე­ხე­ლო­ბა, შუ­რი, მექრ­თა­მეო­ბა, ერთ­მა­ნე­თის გა­უ­ტან­ლო­ბა, ღა­ლა­ტი და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველგ­ვა­რი უკა­ნო­ნო­ბა, ბი­წიე­რე­ბა, სა­ბო­ლოო ან­გა­რი­შით კი ქვეყ­ნის და­ცე­მა და დაკ­ნი­ნე­ბა"[4] ამი­ტომ იყო, რომ კი­რიო­ნის მო­ნოგ­რა­ფი­ებ­სა და სა­ჟურ­ნა­ლო სტა­ტი­ებ­ში წარ­მო­ჩე­ნი­ლი იყო სა­ქართ­ვე­ლოს დი­დი მე­ფე­ნი, რო­მელ­თა საქ­მია­ნო­ბა მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო დამონებულ მდგო­მა­რეო­ბა­ში მყო­ფი ერისთ­ვის.

კი­რიო­ნი დიდ მნიშვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ებს, სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლას  "არ­ქი­ვი - წერ­და იგი - არის მარ­თა­ლი მა­ტია­ნე მოღ­ვა­წე­ებ­ზედ და მათ მოქ­მე­დე­ბა­ზედ მი­სი პი­რით ღა­ღა­დებს თვით ჭეშ­მა­რი­ტე­ბა... არ­ქი­ვის თვა­ლით გვიც­ქე­რი­ან ჩვენ ჩვენ­ნი წი­ნა­პარ­ნი და მი­სი შემ­წეო­ბით შეგ­ვიძ­ლი­ან თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ ჩვენ მათ მოქ­მე­დე­ბას და ღვაწლს. "[5] კი­რიო­ნი კარ­გად იც­ნობ­და მოს­კო­ვის, პე­ტერ­ბურ­გის, თბი­ლი­სის კ­იე­ვის, ხერ­სო­ნის, ო­რიო­ლის, კოვ­ნოს არ­ქი­ვებს და იქ და­ცულ დო­კუ­მენ­ტებს. მან დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა “ქართ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავრ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დოე­ბის" სიძ­ვე­ლე­თა მუ­ზეუ­მის ის­ტო­რიუ­ლი სა­ბუ­თე­ბით გამ­დიდ­რე­ბის საქ­მე­ში. იგი მი­ტო­ვე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნასტ­რე­ბის ნეს­ტია­ნი სე­ნა­კე­ბი­დან, სა­ო­ჯა­ხო კო­ლექ­ციე­ბი­დან მო­პო­ვე­ბულ მა­სა­ლებს ყო­ველ­წ­ლიუ­რად უან­გა­როდ სწი­რავ­და “ქართ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავრ­ცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დოე­ბას".  "მარ­ტო 1891 წელს სა­ზო­გა­დოე­ბას გა­დას­ცა: მარხ­ვა­ნი, სა­ბა-სულ­ხან ორ­ბე­ლია­ნის ლექ­სი­კო­ნი, ცხოვ­რე­ბა და მო­ქა­ლა­ქეო­ბა ნე­ტა­რი­სა ანდ­რია სა­ლო­სი­სა, მსოფ­ლიო ის­ტო­რია, ხუ­ცუ­რი ა­სოე­ბით ნა­წე­რი სად­ღე­სას­წაუ­ლო ღვთისმშ­ვე­ნიე­რი თხრო­ბით სუ­ლი­სა ფრი­ად სა­სარ­გებ­ლო, რო­მელ­საც ეწო­დე­ბის  "გვირგ­ვი­ნი ", ძვე­ლი სა­ეკ­ლე­სიო წიგ­ნი ხუ­ცურ ეტ­რატ­ზე. ნა­წე­რი, აპოკ­რი­ფი ყოვ­ლად წმი­დი­სა მა­რია­მის სა­ხა­რე­ბი­სა და იო­სებ­ზე, XVIII სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წე­რი ლი­ტურ­გია ოქ­რო­პი­რი­სა, რუ­სუ­ლი ასა­მაღ­ლე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი ა­სოე­ბით, სხვა და სხვა ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნე­ბის ფურც­ლე­ბი. "[6] კი­რიო­ნი იყო ერთ-ერ­თი და­მა­არ­სე­ბე­ლი სა­ქართ­ვე­ლოს სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზეუ­მი­სა, რო­მელ­საც 68 ხელ­ნა­წე­რი გა­დას­ცა. გარ­და ამი­სა იგი სა­კუ­თა­რი სახს­რე­ბით იძენ­და ძველ ხელ­ნა­წე­რებს, მან ასე­თი საქ­მია­ნო­ბით და­ღუპ­ვას გა­და­არ­ჩი­ნა არა ერ­თი მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ის­ტო­რიო და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც რომ იმ­ხა­ნად სა­ქართ­ვე­ლო­ში ­არა­ერ­თი რუ­სი თუ უც­ხოე­ლი კო­ლექ­ციო­ნე­რი და­ე­ხე­ტე­ბო­და. ისი­ნი ჩა­ლის ფა­სად ყი­დუ­ლობდ­ნენ ქარ­თულ ხელ­ნა­წე­რებს, ნუ­მიზ­მა­ტი­კურ კო­ლექ­ცი­ებს რაც სა­მუ­და­მოდ და­კარ­გუ­ლი იყო სა­ქართ­ვე­ლო­სათ­ვის. კი­რი­ონ­მა ექვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილ­თან, თედო ჟორ­და­ნი­ას­თან, მოსე ჯა­ნაშ­ვილ­თან და ზაქარია ჭი­ჭი­ნა­ძეს­თან ერ­თად დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ქარ­თუ­ლ სიძ­ვე­ლე­თა გა­დარ­ჩე­ნის საქ­მე­ში. სა­სუ­ლიე­რო საქ­მია­ნო­ბას­თან ერ­თად კი­რიო­ნი სა­დაც არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო თავ­დაუ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობ­და წიგნ­სა­ცა­ვებ­ში, არ­ქი­ვებ­ში. იგი რუ­სე­თის სი­ნო­დი­სა­გან ით­ხოვ­და წმ. ათო­ნის მო­ნას­ტერ­ში გაშ­ვე­ბა­ზე ნე­ბართ­ვას, რა­თა დაწვ­რი­ლე­ბით შე­ეს­წავ­ლა იქ არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი.

კი­რი­ონ­მა დი­დი ღვაწ­ლი დას­დო სა­ქართ­ვე­ლოს სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დოე­ბას, იგი ატ­ყო­ბი­ნებ­და სა­ზო­გა­დოე­ბის თავმჯ­დო­მა­რეს ე.თა­ყა­იშ­ვილს, რომ მზად იყო სა­ზო­გა­დოე­ბას დახ­მა­რე­ბო­და რო­გორც ფი­ნან­სუ­რად, ასე­ვე მო­რა­ლუ­რად. ე.თა­ყა­იშ­ვი­ლი იგო­ნებ­და:  "ეპის­კო­პოს­მა კი­რი­ონ­მა ჯერ კი­დევ ექ­სო­რია­ში ყოფ­ნის დროს შე­მოს­წი­რა სა­ზო­გა­დოე­ბის თა­ვი­სი მდი­და­რი ბიბ­ლიო­თე­კა ხელ­ნა­წე­რე­ბი­სა და ნა­ბეჭ­დი წიგ­ნე­ბი­სა, მრა­ვა­ლი სა­არ­ქეო­ლო­გო ნივ­თი, ალ­ბო­მე­ბი, სუ­რა­თე­ბი და დი­დი ნუ­მიზ­მა­ტი­კუ­რი კო­ლექ­ცია. წე­ლი­წა­დი არ გა­ვი­დო­და ისე, რომ რ­აი­მე ნივ­თი, ხელ­ნა­წე­რი თუ ფუ­ლი არ გა­მო­ეგ­ზავ­ნა ახა­ლი სა­ზო­გა­დოე­ბი­სათ­ვის ".[7] სა­ის­ტო­რიო-სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დოე­ბის სა­ხე­ლით ე.თა­ყა­იშ­ვი­ლის რე­დაქ­ცი­ით და­ი­ბეჭ­და სა­მი წიგ­ნი  "ძვე­ლი სა­ქართ­ვე­ლო " ერთ-ერთ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ქარ­თუ­ლი სა­ლექ­სი­კო­ნო მა­სა­ლა, რო­მე­ლიც კი­რიო­ნის შედ­გე­ნი­ლი იყო. მან­ვე ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნის გა­მო­სა­ცე­მად გან­ყო­ფი­ლე­ბას გა­დას­ცა ასი მა­ნე­თი  "1913 წლის 2 ივ­ლი­სის წლი­უ­რი კრე­ბის N74 ოქ­მი გვა­უწ­ყებს - საბ­ჭოს წი­ნა­და­დე­ბის თა­ნახ­მად კრე­ბამ ერთხ­მად აირ­ჩია ყოვ­ლად­სამ­ღვ­დე­ლო ეპის­კო­პო­სი კი­რიო­ნი სა­ის­ტო­რიო სა­ზო­გა­დოე­ბის სა­პა­ტიო წევ­რად. მან სა­ის­ტო­რიო სა­ზო­გა­დოე­ბას შეს­წი­რა ვეფ­ხისტ­ყა­ოს­ნის უც­ნო­ბი ხელ­ნა­წე­რი, კო­რი­დე­თის ოთხ­თა­ვი, პავ­ლე­ნის ერ­თი ძვე­ლი რე­დაქ­ცია და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­ბუ­თე­ბი ".[8]

ეპის­კო­პოს კი­რიო­ნის ღვაწ­ლით ­არა­ერ­თი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტე­რის რეს­ტავ­რა­ცია ჩა­ტარ­და. ამ მხრივ გა­მორ­ჩეუ­ლი იყო ალა­ვერ­დის, შუ­ამ­თის, ქვა­თა­ხე­ვის, რ­უი­სის, სვე­ტიც­ხოვ­ლის ეკ­ლე­სიე­ბის შე­კე­თე­ბა  "ვინც სა­თა­ნა­დოდ ვერ შე­იგ­ნებს თა­ვის მშობ­ლი­ურ სიძ­ვე­ლე­ებს და სიყ­ვა­რუ­ლით არ მოუფრთ­ხილ­დე­ბა თა­ვის წი­ნაპ­რე­ბის კულ­ტუ­რულ მემკ­ვიდ­რეო­ბას, ის მა­თი არა ღირ­სეუ­ლი მემკ­ვიდ­რეა, შემთხ­ვე­ვი­თი რგო­ლია ცოც­ხალ არ­სე­ბა­თა ჯაჭვ­ში, ცუ­დი მეგ­ზუ­რია, მშობ­ლიუ­რი სიძ­ვე­ლის ცოდ­ნის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ჩასწვ­დე წარ­სულს, გ­აი­გო აწმ­ყო და შეგ­ნე­ბუ­ლად იმუ­შაო მო­მა­ვა­ლი დი­დი ნა­ციო­ნა­ლურ-კულ­ტუ­რუ­ლი საქ­მი­სათ­ვის ".[9]

კი­რიო­ნი აგ­რო­ვებ­და ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის ნი­მუ­შებს. ფშავ-ხევ­სუ­რუ­ლი პო­ე­ზი­ის სა­კით­ხებ­ზე კონ­სულ­ტა­ციე­ბი­სათ­ვის მი­მარ­თავ­და ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას,  ტა­რა­სი კან­დე­ლა­კი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში იტ­ყო­ბი­ნე­ბა: ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას­გან და­წე­რი­ლი კო­პა­ლა­ზე მა­შინ მი­ვი­ღე, რო­დე­საც კო­რექ­ტუ­რა გაგ­ზავ­ნი­ლი მქონ­დაო.

სა­ინ­ტე­რე­სოა კი­რიო­ნის აზ­რი ლა­შა­რის ჯვრის ეტი­მო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ.  "სა­ხელ­წო­დე­ბა ლა­შა­რის ჯვა­რი რომ მართ­ლაც იყოს წარ­მომდ­გა­რი ლა­შას­გან, მა­შინ ჩვე­ნი ენის კა­ნო­ნით ლა­შას ჯვა­რი იქ­ნე­ბო­და და არა ლა­შა­რის ჯვა­რი. ლა­შა­რის ჯვა­რი წარ­მო­ებს სიტყ­ვი­დან  "ლაშ­ქა­რი " აქე­დან ლა­შა­რის ანუ ლაშ­ქა­რის ჯვა­რი, რო­მე­ლიც ო­მია­ნო­ბის დროს ლაშ­ქა­რის წინ მიჰ­ქონ­დათ და მშვი­დო­ბია­ნო­ბის დროს კი იმ სა­ლო­ცავ­ში ეს­ვე­ნა, რო­მელ­საც ხალ­ხი უწო­დებს ლა­შა­რის ჯვარს ".[10] სა­ინ­ტე­რე­სო იყო კი­რიო­ნის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი  "ბრძნუ­ლი აზ­რე­ბი ", რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის თითქ­მის ყვე­ლა სფე­როს ეხე­ბო­და  "ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია, - წერ­და იგი. მა­ღა­ლია ვით კავ­კა­სიო­ნი და ან­კა­რა, რო­გორც მთის წყა­რო,  "ვეფ­ხის­ტ­ყაო­სა­ნი~ იალ­ბუ­ზია სხვა და­ბალ ქე­დებ­თან და მწვერ­ვა­ლებ­თან შე­და­რე­ბით ".[11]

კი­რიო­ნი ერთ­ხანს მუ­შა­ობ­და კავ­კა­სია­ში ქრის­ტია­ნო­ბის აღმდ­გე­ნე­ლი სა­ზო­გა­დოე­ბის სკო­ლე­ბის ინს­პექ­ტო­რად. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურ­და ქრის­ტია­ნო­ბის აღმდ­გე­ნე­ლი სა­ზო­გა­დოე­ბის სკო­ლე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი ისე შე­ედ­გი­ნა, რომ და­ცუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო იმ­პე­რი­ის ინ­ტე­რე­სე­ბი. ეს სკო­ლე­ბი უნ­და და­ე­პი­რის­პი­რე­ბი­ნათ ქართ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავრ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დოე­ბის ეგი­დით და­არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი­სათ­ვის, მაგ­რამ კი­რიო­ნის­თა­ნა მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო კა­ხის, ქვე­მო ნი­ქო­ზის, ვა­ნა­თის, აწე­ვის ხე­ვის და სხვა სკო­ლე­ბი­სათ­ვის ნორ­მა­ლუ­რი სას­წავ­ლო პი­რო­ბე­ბის შექმ­ნა, სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის მა­ტე­რია­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა. იგი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და ქარ­თუ­ლი ენის სრულ­ყო­ფილ ცოდ­ნას  "დე­და-ენა არის უფ­ლის კურთ­ხე­ვით ჩვენ წი­ნა­პარ­თა­გან აღ­შე­ნე­ბუ­ლი უწ­მი­დე­სი ტა­ძა­რი, რო­მელ­საც სვე­ტე­ბად უდ­გა­ნან სამ­შობ­ლო ქვეყ­ნის მოღ­ვა­წე­ნი, დანგ­რე­ვა მი­სი ად­ვი­ლია, ხო­ლო აღდ­გენა ფრი­ად ძნე­ლი...

მხო­ლოდ იმ ერს აქვს უფ­ლე­ბა ის­ტო­რი­ულ ას­პა­რეზ­ზედ ცხოვ­რე­ბი­სა და მოქ­მე­დე­ბი­სა, რო­მე­ლიც მუ­დამ იცავს თა­ვის ენას, ზნე­სა და ჩვე­ვას ".[12]

ცალ­კე აღ­ნიშვ­ნის ღირ­სია კი­რიო­ნის ღვაწ­ლი ში­და ქართლ­ში მცხოვ­რე­ბი ოსე­ბის კულ­ტუ­რის, ხალ­ხუ­რი სიტყ­ვიე­რე­ბის, ეთ­ნოგ­რა­ფი­ის შეს­წავ­ლის საქ­მე­ში. მან შეკ­რი­ბა და ჟურ­ნალ  "მწყემს­ში " გა­მო­აქ­ვეყ­ნა ოსუ­რი ლე­გენ­დე­ბი. მან­ვე დას­ვა სა­კით­ხი ოსურ ენა­ზე წირ­ვა-ლოც­ვის ­შე­მო­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

XIX სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში რუ­სე­თის იმ­პე­რია­ში პო­ლი­ტი­კუ­რი რე­აქ­ცი­ის გამ­ძაფ­რე­ბის ხა­ნა­ში კი­რი­ონ­მა გრი­გოლ ყიფ­ში­ძეს­თან ერ­თად შე­ად­გი­ნა  "ქარ­თუ­ლი სიტყ­ვიე­რე­ბის თე­ო­რია "  "ჩვე­ნი მუ­შაო­ბა - წერ­და კი­რიო­ნი - და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა და­რი და­უდ­გე­ბა სა­ზო­გა­დოდ ქარ­თულ ენას ჩვენს სა­შუა­ლო სკო­ლა­ში და კერ­ძოდ ამ სახელმძღ­ვა­ნე­ლოს. სა­ჭი­როა სკო­ლამ მტკი­ცე ეროვ­ნუ­ლი ხა­სია­თი მ­იი­ღოს და სწავ­ლა საგ­ნე­ბი­სა ქარ­თუ­ლად წარ­მო­ებ­დეს. ხო­ლო ეს მა­შინ მოხ­დე­ბა, რო­დე­საც მთლია­ნად სა­ქართ­ვე­ლოს ცხოვ­რე­ბა ეროვ­ნულ სა­ფუძ­ველ­ზე მო­ეწ­ყო­ბა და ქარ­თუ­ლი ენა უაღ­რე­სად სა­ჭი­რო შ­ეიქმ­ნე­ბა ყო­ველ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ამას კი ვინ იცის რო­დის მო­ვესწ­რე­ბით! და მო­ვესწ­რე­ბით კი რო­დეს­მე;?... "[13]

მოგ­ვია­ნე­ბით უწ­მი­დე­სი  და  უნე­ტა­რე­სი  სრუ­ლი­ად  სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქის კი­რი­ონ II ტრა­გი­კუ­ლად აღს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გრი­გოლ ყიფ­ში­ძე წერ­და - მო­ვეს­წა­რით ჩვე­ნი ნატვ­რის აღრ­სუ­ლე­ბას, მაგ­რამ ვაი, რომ ვერ მ­ოესწ­რო ის, ვინც პირ­ველ­მა ითა­ვა ამ სახელმძღ­ვა­ნე­ლოს შედ­გე­ნა.

ქარ­თუ­ლი სიტყ­ვიე­რე­ბის თე­ო­რი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა კმა­ყო­ფი­ლე­ბით აღიქ­ვა იმდ­რო­ინ­დელ­მა ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ამ. 1899 წელს აკა­კი წე­რე­თე­ლი წერ­და:  "ეს სახელმძღ­ვა­ნე­ლო წიგ­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მოვ­ლე­ნაა და ქარ­თულ ოჯა­ხებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გან­ძად შე­სა­ტა­ნი. ამის შემდ­გენ­ლებს არ ჰკლე­ბი­ათ არც ცოდ­ნა, არც ბე­ჯი­თო­ბა, არც სხვა რამ, რაც კი სა­ჭი­როა ამგ­ვა­რი სახელმძღ­ვა­ნე­ლოს შე­სა­ტა­ნად ".[14]

კი­რი­ონ­მა დი­დი ღვაწ­ლი დას­დო ქარ­თუ­ლი ნუ­მიზ­მა­ტი­კის საქ­მეს. გა­დაუ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას სა­ქართ­ვე­ლოს სა­ხელმ­წი­ფო მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი ნუ­მიზ­მა­ტი­კუ­რი კო­ლექ­ცი­ის დი­დი ნა­წი­ლი კი­რიო­ნის მი­ე­რაა შეგ­რო­ვი­ლი. კი­რი­ონ­მა ყუ­რად­ღე­ბა მი­აქ­ცია XIX სა­უ­კუ­ნის სა­ქართ­ვე­ლო­ში გავრ­ცე­ლე­ბულ ერთ სამ­წუ­ხა­რო ტენ­დენ­ცი­ას. 1811 წლის შემ­დეგ, რო­ცა რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ სა­ეკ­ლე­სიო სა­მართ­ლის უხე­ში დარღ­ვე­ვით სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია გა­ა­უქ­მა და რუ­სუ­ლი წირ­ვა-ლოც­ვა და­ა­წე­სა ხალ­ხი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ეკ­ლე­სი­ებს ტო­ვებ­და. ამით სარ­გებ­ლობდ­ნენ სომ­ხურ-გრი­გო­რია­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მეს­ვე­ურ­ნი და უკა­ნო­ნოდ იკა­ვებდ­ნენ ქარ­თულ მართლ­მა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ებს. მათ ხელ­ში ჩა­იგ­დეს ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სიე­ბი თბი­ლის­ში, გორ­ში, თე­ლავ­ში, დუ­შეთ­ში. ეპის­კო­პოს­მა კი­რი­ონ­მა ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცე­ლი მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თით მი­მარ­თა სა­ქართ­ვე­ლოს ეგ­ზარ­ქოსს და მო­ით­ხო­ვა სომ­ხების­გან უკა­ნო­ნოდ მი­ტა­ცე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სიე­ბის კა­ნო­ნიე­რი პატ­რო­ნი­სათ­ვის დაბ­რუ­ნე­ბა. იგი აქ­ტიუ­რად ჩ­აე­ბა სომ­ხებ­თან პო­ლე­მი­კა­ში ი.ჭავ­ჭა­ვა­ძეს­თან და დ.ბაქ­რა­ძეს­თან ერ­თად. სომ­ხურ­მა გა­ზეთ­მა  "ნორ­დარ­მა " გა­მო­აქ­ვეყ­ნა წე­რი­ლე­ბი, რო­მელ­შიც ქართ­ვე­ლე­ბი უსაქ­მურ, მკვე­ხა­რა ხალ­ხად მი­იჩ­ნია, რო­მე­ლიც მა­თი აზ­რით მხო­ლოდ სო­მეხ­თა მო­სამ­სა­ხუ­რეე­ბად გა­მოდ­გე­ბია­ნო. და სა­ბუ­თად ქარ­თუ­ლი წყა­როე­ბი მო­იშ­ვე­ლია. კი­რი­ონ­მა სომ­ხურ წყა­რო­ებ­ზე დაყრდ­ნო­ბით სომ­ხე­ბის ასე­თი სუ­რა­თი დაგ­ვი­ხა­ტა:  "ერი ზა­ვა­ვი, გა­უ­გო­ნა­რი, უსა­მართ­ლო­ნი, ტრა­ბა­ხა­ნი, ზარ­მაც­ნი, მძარც­ველ­ნი, მატ­ყუა­რა­ნი, ცრუ­მე­დი­დურ­ნი და კო­მენ­ტარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ის­ტო­რიო წყა­როე­ბი­სათ­ვის თვითგ­ვე­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და მას ადა­მია­ნუ­რი თვა­ლით უნ­და შევ­ხე­დოთ და არა ერის და­სამ­ცი­რებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნო­თო. "[14ა]

1910 წელს რუ­სულ ენა­ზე და­ი­ბეჭ­და ეპის­კო­პოს კი­რიო­ნის პო­ლე­მი­კუ­რი წიგ­ნი  "ივე­რი­ის კულ­ტუ­რუ­ლი რო­ლი რუ­სე­თის ის­ტო­რია­ში~ შე­იძ­ლე­ბა მეც­ნიე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დღე­ვან­დე­ლი დო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი­რიო­ნის მი­ერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი დე­ბუ­ლე­ბე­ბი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლად მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ იმ დროს თვით რუს სწავ­ლუ­ლებ­საც უკ­ვირ­დათ სად მიაკვ­ლია კი­რი­ონ­მა ამ­დენ დო­კუ­მენ­ტებს, სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებსო.

ცალ­კე აღ­ნიშვ­ნის ღირ­სია კი­რიო­ნის ღვაწ­ლი სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ის კვლე­ვის საქ­მე­ში. მი­სი პო­ლე­მი­კუ­რი წე­რი­ლე­ბი ეძღვ­ნე­ბო­და სა­ქართ­ვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ას, მი­სი ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღდ­გე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. სა­ქართ­ვე­ლოს სა­ეგ­ზარ­ქო­სოს ის­ტო­რი­ას. ამის გა­მო მან ოფი­ცია­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ­არა­ერ­თი დევ­ნა-შე­ვიწ­როე­ბა გა­ნი­ცა­და, მაგ­რამ სა­დაც არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მი­სი გუ­ლის­ყუ­რი, მა­ინც სა­ქართ­ვე­ლოს­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. მან კოვ­ნო­ში გა­დაი­ხა­და პა­ნაშ­ვი­დი ი­ლია ჭავ­ჭა­ვა­ძის სუ­ლის მო­სახ­სე­ნებ­ლად. ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და ახალ­გაზრ­და ქართ­ვე­ლი პუბ­ლი­ცის­ტის არჩ.ჯორ­ჯა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა  "გუ­შინ - წერ­და იგი - და­ვეს­წა­რი პა­ნაშ­ვიდს არ­ჩილ ჯორ­ჯა­ძის სუ­ლის მო­სახ­სე­ნებ­ლად ყა­ზა­ნის ტა­ძარ­ში. ქართ­ვე­ლი სტუ­დენ­ტო­ბა ბლო­მად იყო, მაგ­რამ ჩვე­ნი ა­ქაუ­რი დიდ­კა­ცო­ბა არ ჩან­და ".[15]

კი­რიო­ნი იყო ქართ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მფარ­ველ-მე­ცე­ნა­ტი. რუ­სე­თის სხ­ვა­დასხ­ვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში მყოფ ხელ­მოკ­ლე, ნი­ჭი­ერ სტუ­დენ­ტებს იგი სის­ტე­მა­ტუ­რად უგ­ზავ­ნი­და ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას. მი­სი მხარ­და­ჭე­რით 300-მდე სტუ­დენტ­მა მ­იი­ღო უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. აკა­დე­მი­კო­სი კ.კე­კე­ლი­ძე მად­ლიე­რე­ბით აღ­ნიშ­ნავ­და თბი­ლი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ რო­გორ გაგ­ზავ­ნა რე­კო­მენ­და­ციი­თა და მა­ტე­რია­ლუ­რი დახ­მა­რე­ბით ეპის­კო­პოს­მა კი­რი­ონ­მა კ­იე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში სწავ­ლის გა­საგრ­ძე­ლებ­ლად  "ძვე­ლად ებ­რაე­ლებს - წერ­და კ.კე­კე­ლი­ძე კი­რი­ონს 1905 წელს - ჩვე­უ­ლე­ბად ჰქონ­დათ, ყო­ველ­ნა­ირ ახალს ანუ პირ­ველ ნა­ყოფს მად­ლო­ბის ნიშ­ნად სწი­რავდ­ნენ ხოლ­მე ამ ნა­ყო­ფის მომ­ცე­მელ ღმერთს. ამის­და მი­ხედ­ვით, ნე­ბა მი­ბო­ძეთ, მეც უმორ­ჩი­ლე­სად გიძღვ­ნათ პირ­ვე­ლი ნი­მუ­ში იმ შრო­მი­სა, რო­მელ­საც მე ხე­ლი მივყ­ა­ვი თქვე­ნი შთა­გო­ნე­ბი­თა და რჩე­ვით."[16] დიდ მოღ­ვა­წეს სჯე­რო­და რომ სა­ქართ­ვე­ლოს მო­მა­ვალ გა­ნათ­ლე­ბულ სამ­შობ­ლოს პატ­რი­ოტ ახალ­გაზრ­დებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩე­მი კა­ლო გავ­ლე­წე ახ­ლა ახალ­გაზრ­დო­ბა­ზედ არის საქ­მე. ბევრ სა­ნუ­გუ­შოს ვხე­დავ ახალ­გაზრ­დო­ბა­ში - აღ­ნიშ­ნავ­და იგი.

კი­რიო­ნი თერგ­და­ლე­ულ­თა ტრა­დი­ცი­ებ­ზე აღზრ­დი­ლი თაო­ბის ღირ­სეუ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. მას­თან მე­გობ­რობდ­ნენ ი­ლია ჭავ­ჭა­ვა­ძე, აკა­კი წე­რე­თე­ლი, ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა, ნი­კო ლო­მოუ­რი. მი­სი მეც­ნიე­რულ საქ­მია­ნო­ბას დი­დად აფა­სებდ­ნენ: აკად. ნ.მა­რი, ალ.შახ­მა­ტო­ვი, ლ.დი­მიტ­რიე­ვი, ივ.სო­კო­ლო­ვი, გ.ბერგ­მა­ნი, ივ.ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ე.თა­ყა­იშ­ვი­ლი, მ.ჯა­ნაშ­ვი­ლი, მ.თა­მა­რაშ­ვი­ლი.

სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქად არ­ჩე­ვის შემ­დეგ მან დი­დი შრო­მა გას­წია ყო­ფი­ლი სა­ეგ­ზარ­ქო­სოს სკო­ლე­ბის ეროვ­ნულ ნი­ა­დაგ­ზე გარ­დაქმ­ნი­სათ­ვის. 1918 წლის 26 იან­ვარს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახს­ნის ცე­რე­მო­ნია­ლი და­იწ­ყო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბულ ეკ­ლე­სია­ში სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რიარ­ქის უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კი­რი­ონ II სა­ზეი­მო წირ­ვით. მან გულთ­ბი­ლი სიტყ­ვით მი­მარ­თა ქართ­ველ ხალხს, მი­უ­ლო­ცა უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახს­ნა და ისურ­ვა და­სავ­ლეთ ევ­რო­პის დი­დი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მსგავ­სად თე­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის შექმ­ნაც, რო­მე­ლიც დიდ როლს შე­ას­რუ­ლებ­და ახ­ლა­და­ღორ­ძი­ნე­ბუ­ლი სა­ქართ­ვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რია­ში.

უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დი­დი ქო­მა­გი და პატ­რო­ნი 1918 წლის 27 ივ­ნისს ტრა­გი­კუ­ლად აღეს­რუ­ლა მარტ­ყო­ფის მო­ნას­ტერ­ში, მაგ­რამ მი­სი საქ­მე­ნი, მი­სი ღვაწ­ლი სამ­შობ­ლო ქვეყ­ნის ის­ტო­რია­ში და­უ­ვიწ­ყა­რია დღეს ის კი­დევ უფ­რო გაბრწ­ყინ­და და მად­ლიე­რი შთა­მო­მავ­ლო­ბა პა­ტი­ვის­ცე­მას და სიყ­ვა­რულს მი­ა­გებს მგზნე­ბა­რე მა­მუ­ლიშ­ვილ­სა და სა­ეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წეს, რო­მე­ლიც იყო ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუა­ლუ­რი სამ­ყა­როს თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

უწ­მი­დე­სი და უნეტა­რე­სი სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი ლე­ო­ნი­დი (ოქ­რო­პი­რი­ძე) აღი­ზარ­და დი­დი ქართ­ვე­ლი სა­სუ­ლიე­რო მოღ­ვა­წის ეპის­კო­პოს ალექ­სანდ­რე ოქ­რო­პი­რი­ძის ოჯახ­ში. ეპის­კო­პო­სი ალექ­სანდ­რე XIX სა­უ­კუ­ნის იმ გა­მო­ჩე­ნილ მოღ­ვა­წე­თა წარ­მო­მად­გე­ნე­ლია,  რო­მელ­თაც  თა­ვი­სი საქ­მია­ნო­ბის მთა­ვარ მიზ­ნად სამ­შობ­ლო ქვეყ­ნის სამ­სა­ხუ­რი და­ი­სა­ხეს. ეპის­კო­პოს  ალექ­სანდ­რეს­თან იკ­რი­ბე­ბო­და XIX  სა­უ­კუ­ნის  ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი: ი­ლია ჭავ­ჭა­ვა­ძე, აკა­კი წე­რე­თე­ლი, ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა, ზაქარია ჭი­ჭი­ნა­ძე, ვა­ლე­რი­ან გუ­ნია და სხვე­ბი. ასეთ გა­რე­მოც­ვა­ში აღი­ზარ­და ლე­ო­ნი­დი, რო­მე­ლიც ბი­ძის, ეპის­კო­პოს ალექ­სანდ­რეს რჩე­ვით სწავ­ლის გა­საღრ­მა­ვებ­ლად გ­აემგ­ზავ­რა კ­იე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში. ი­ლია ჭავ­ჭა­ვა­ძემ იმ­თა­ვით­ვე იგრძ­ნო, რო­გო­რი სა­მა­გა­ლი­თო მოღ­ვა­წე გ­აიზრ­დე­ბო­და ალექ­სანდ­რე ეპის­კო­პო­სის ახალ­გაზრ­და ძმიშ­ვი­ლი, რო­ცა აღ­ნიშ­ნა:  "ალექ­სანდ­რე ეპის­კო­პო­ზის უპირ­ვე­ლე­სი ღვაწ­ლი იმა­შიც გა­მოი­ხა­ტე­ბა, რომ მან აღ­ზარ­და გან­ძი, რო­მელ­საც ჩვენ შევ­ხა­რით სა­სოე­ბი­თა და იმე­დით ". (იხ.  "სა­ქართ­ვე­ლო " 1919 წ. N42) აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ (1888 წ.) იგი დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში და მუ­შაო­ბა და­იწ­ყო  "კავ­კა­სი­ის ქრის­ტია­ნო­ბის აღმდ­გე­ნე­ლი სა­ზო­გა­დოე­ბის სკო­ლე­ბის ინს­პექ­ტო­რად და მი­სიო­ნე­რად ". ლე­ო­ნი­დის ინი­ცია­ტი­ვით გაიხს­ნა სკო­ლე­ბი ჯა­ვა­ხეთ­ში, მთი­უ­ლეთ­ში, სა­ინ­გი­ლო­ში.  "ჩემ­მა ხანგრძ­ლივ­მა სი­ცოცხ­ლემ - აღ­ნიშ­ნავ­და იგი - განვ­ლო ქარ­თუ­ლი ერის თვალ­თა წი­ნა­შე, სამ­სა­ხურ­ში შესვ­ლის პირ­ვე­ლი დღი­დან მო­კი­დე­ბუ­ლი აქამ­დე გა­ნუწყ­ვეტ­ლივ დავ­დი­ვარ სა­ქართ­ვე­ლოს მთა­სა და ბარ­ში სა­ხა­რე­ბის სიტყ­ვი­ს, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბი­ს და ეროვ­ნუ­ლი შეგ­ნე­ბის ხელ­გაშ­ლით სა­თე­სად.... ვცხოვ­რობ მხო­ლოდ იმი­სათ­ვის, რომ შევ­ძი­ნო და რა­მე შევ­მა­ტო სა­თაყ­ვა­ნო სამ­შობ­ლოს. ეს იყო და არის ჩე­მი სუნთქ­ვა, ჩე­მი გა­ნუ­შო­რე­ბე­ლი ზრახ­ვა, ჩე­მი ერ­თად ერ­თი ლხი­ნი და უაღ­რე­სი ბედ­ნიე­რე­ბა ".[17]

დი­დი ეროვ­ნუ­ლი მნიშვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და სა­ინ­გი­ლო­ში ლე­ო­ნი­დის საქ­მია­ნო­ბას. 1890 წელს მი­სი ინი­ცია­ტი­ვით სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა ქურ­მუ­ხის წმ. გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის აღდ­გე­ნას. იგი აღ­ნიშ­ნავ­და: ინ­გი­ლოე­ბი საკ­მა­ოდ და­ი­ტანჯ­ნენ მაჰ­მა­დი­ან­თა სა­სუ­ლიე­რო წო­დე­ბის სი­ვე­რა­გის გა­მო. ჩვენს დრო­ში ისი­ნი დგა­ნან უეჭ­ვე­ლის და­ღუპ­ვის უფსკ­რუ­ლის პი­რა­სა და ამის გა­მო ჩვე­ნი ზნე­ო­ბი­თი ვა­ლია, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სამს­ჯავ­რო­ს, სა­კუთ­რის სინ­დი­სი­სა და ბო­ლოს ამა­ვე ერის­ვე წმ. მო­წა­მე წი­ნა­პარ­თა წი­ნა­შე ვუშ­ვე­ლოთ მას, და­ვი­ფა­როთ იგი, ხე­ლი შე­ვუ­შა­ლოთ მაჰ­მა­დია­ნო­ბას იმის გა­ნად­გუ­რე­ბის საქ­მე­ში, დავ­კე­ტოთ მე­ჩე­თებ­თან არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი, ვი­თარ­ცა მთეს­ველ­ნი მაჰ­მა­დი­ნო­ბი­სა და შე­მო­ვი­ღოთ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სწავ­ლე­ბა მთავ­რო­ბის მი­ერ და­წე­სე­ბულს სკო­ლებ­ში"[18] ლე­ო­ნი­დის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო სა­ინ­გი­ლო­ში ქრის­ტია­ნო­ბის განმტ­კი­ცე­ბა და მო­სახ­ლეო­ბის ქარ­თულ ეროვ­ნულ ცნო­ბიე­რე­ბა­ზე მტკი­ცედ დგო­მა. მი­სი ღვაწ­ლით გა­ნახ­ლე­ბულ იქ­ნა სა­ინ­გი­ლო­ში თას­მა­ლოს ეკ­ლე­სია. ქართლ­ში - თიღ­ვის, მცხე­თის, სა­ფა­რის, სა­მე­ბის, ჯვრის ეკ­ლე­სიე­ბი. ლე­ო­ნი­დი იყო მცხე­თის სვე­ტიც­ხოვ­ლის ტაძ­რის გან­მა­ახ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის თავმჯ­დო­მა­რე. მი­სი მცდე­ლო­ბით ტაძ­რის გა­ნახ­ლე­ბი­სათ­ვის შე­იკ­რი­ბა 70 000 მა­ნე­თი. ლე­ო­ნიდ­მა დი­დი ამა­გი დას­დო სა­ქართ­ვე­ლოს სა­ეგ­ზარ­ქოსოს სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლის საქ­მეს. ლე­ო­ნი­დი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რად­ღე­ბას აქ­ცევ­და ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ცნო­ბიე­რე­ბის პრობ­ლე­მებს და მკაც­რად ი­ლაშქ­რებ­და ეროვ­ნუ­ლი ნი­ჰი­ლიზ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­თა წი­ნ­ააღმ­დეგ.  "სიყ­ვა­რუ­ლი პირ­ვე­ლად ქვეყ­ნიე­რე­ბი­სა და სამ­შობ­ლო­სი, შო­რეუ­ლი­სა და არა მახ­ლო­ბე­ლი­სა, გარ­ეშე­სი და არა ში­ნაუ­რი­სა ემს­გავ­სე­ბა წაღ­მა წარ­წე­რის უკუღ­მა კითხ­ვას, მუ­ხის დარგ­ვას კენ­წე­რო­თი და გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სით პამ­პუ­ლო­ბას, ღმერთ­მა დ­აიხს­ნას სა­ქართ­ვე­ლო ამ გვა­რის მან­კი­ერ შვილთ­გან და სამგ­ზის კურთ­ხე­ულ იყოს მშო­ბე­ლი ერი­სა და მა­მუ­ლი­სათ­ვის თავ­და­დე­ბით მო­სიყ­ვა­რუ­ლე ქართ­ვე­ლი".[19] იგი მე­გობ­რობ­და ქართ­ველ ხალ­ხო­სან  მწერ­ლებ­თან:  ნ.ლო­მო­ურ­თან, ს.მგა­ლობ­ლიშ­ვილ­თან, მწე­რალ დ.კლდი­აშ­ვილ­თან. ნ.ლო­მოუ­რი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავ­და:  "თქვე­ნი პი­როვ­ნე­ბა მუ­დამ გა­ცისკ­როვ­ნე­ბუ­ლი იყო ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში მად­ლია­ნი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მია­ნის შა­რა­ვან­დე­დით, მაგ­რამ ჩემ­და სა­ბედ­ნიე­როდ ამ უკა­ნასკ­ნელ დღე­ებ­ში ერთ­მა გა­რე­მოე­ბამ დი­დად გა­მიც­ხო­ვე­ლა ესე­თი ჩე­მი წარ­მოდ­გე­ნა. დ.კლდი­აშ­ვილ­მა მი­ამ­ბო, რომ ქარ­თუ­ლი ენა შე­მაყ­ვა­რა და ხელ­ში კა­ლა­მი ამა­ღე­ბი­ნა ნ.ლო­მო­ურ­მა. ისე­თი თა­ნაგ­რძ­ნო­ბით იხ­სე­ნებ­და თქვენს სა­ხელს, რომ მე­ტი სი­ა­მოვ­ნე­ბის­გან გუ­ლი ამი­ჩუყ­და".[20]

სოფ. მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის აზ­რით - ყოვ­ლად­სამ­ღვ­დე­ლო ლე­ო­ნიდ­მა 25 წე­ლი­წა­დი ეკ­ლია­ნი გზით ია­რა. მი­სი პირ­და­პი­რო­ბა, სი­მართ­ლის­მოყ­ვა­რეო­ბა, ტრფია­ლი სამ­შობ­ლო ეკ­ლე­სიი­სა არა­ვის ეპ­რია­ნე­ბო­და და ამი­ტომ მის სა­ვალ გზას ეკ­ლით უ­ფენდ­ნენ, მაგ­რამ იგი უდ­რე­კად მოს­დევს თა­ვის ვარსკვ­ლავს. ეპის­კო­პო­სი ლე­ო­ნი­დი იყო ბრწყინ­ვა­ლე მქა­და­გე­ბე­ლი. თა­ვის ქა­და­გე­ბებ­ში, რო­მელ­ნიც ქართ­ველ წმინ­დან­თა ცხოვ­რე­ბას ეხე­ბო­და ლე­ო­ნი­დი ამჟ­ღავ­ნებ­და სა­ქართ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის ღრმა ცოდ­ნას. მი­სი აზ­რით სარწ­მუ­ნოე­ბის ერთ­გუ­ლე­ბამ იხს­ნა სა­ქართ­ვე­ლოს მრა­ვალ­რიც­ხო­ვან მტერ­თა­გან.  "ის­ტო­რია­ში - წერ­და იგი - იშ­ვია­თი იმის­თა­ნა მა­გა­ლი­თე­ბი, რო­ცა კა­ცობ­რიო­ბის რო­მე­ლი­მე ნა­წილს თავს დას­ტე­ხო­დეს სარწ­მუ­ნოე­ბის გუ­ლი­სათ­ვის იმ­დე­ნი ძარც­ვა-რბე­ვა, იმ­დე­ნი დევ­ნა-ჟლე­ტა, რამ­დე­ნიც და­ით­მი­ნა სა­ქართ­ვე­ლომ და იგი კუთ­ხე არ გამხ­და­რი­ყოს უდაბ­ნოდ და გა­სულ მხეც­თა საც­ხოვ­რე­ბელ ალა­გად, იგი არ გამქ­რა­ლი­ყოს სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლო კი, რო­გორც ვხე­დავთ, დღე­საც მო­ჭე­დი­ლია ცის მსგავ­სი სა­ოც­ნე­ბო სვე­ტიც­ხოვ­ლით, ალა­ვერ­დით, გე­ლა­თით. "[21]

ლე­ო­ნი­დი გუ­ლისტ­კი­ვი­ლით შე­ნიშ­ნავ­და XX სა­უ­კუ­ნის და­საწ­ყის­ში ქარ­თუ­ლი პრე­სი­სი ფურც­ლებ­ზე სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის მავ­ნე პრო­პა­გან­დის მო­მა­ვალ მძი­მე შე­დე­გებ­ზე  "ურწ­მუ­ნო­ბა, უღვ­თოე­ბა, ­ათე­ის­ტო­ბა ყო­ველთ­ვის და ყო­ველ­გან გამხრწ­ნე­ლი, დამ­ცე­მი და დამ­ღუპ­ვე­ლი ყო­ფი­ლა სა­ზო­გა­დოე­ბი­სა "[22] - აღ­ნიშ­ნავ­და იგი. მისთ­ვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო სა­ზო­გა­დოე­ბის ერთ ნა­წილ­ში დამკ­ვიდ­რე­ბუ­ლი აზ­რი წარ­სუ­ლის ჩხრე­კა მო­მა­ვალს არა­ფერს შეს­ძენ­სო. იგი ცდი­ლობ­და წმ. მე­ფე და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის, წმ. მე­ფე თა­მა­რის ცხოვ­რე­ბის მა­გა­ლი­თებ­ზე დაყრდ­ნო­ბით გა­ნემტ­კი­ცე­ბი­ნა ქართ­ვე­ლო­ბა­ში ქრის­ტია­ნო­ბის რწმე­ნა და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი ~თუ თქვენთ­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი არ არის თქვე­ნი სამ­შობ­ლოს აღდ­გე­ნა-გაძ­ლიე­რე­ბა, თქვე­ნი მშო­ბე­ლი ერის გა­ნათ­ლე­ბა და ბედ­ნიე­რე­ბა, მოს­ვე­ნე­ბას არ უნ­და გაძ­ლევ­დეთ თა­მარ დე­დოფ­ლის აჩრ­დი­ლი. ასე მი­მარ­თავ­და იგი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს და გა­ნაგრ­ძობ­და - თქვე­ნი ლმო­ბიე­რი საქ­ციე­ლით უნ­და სპობ­დეთ ცხოვ­რე­ბა­ში ფესვგადგ­მულ ერ­თი მ­ეო­რის მტრო­ბას და სი­ძულ­ვილს, მედგ­რად უნ­და ებრ­ძო­დეთ ყვე­ლა­ფერს, რაც ხალხს აკა­ვებს სიბ­ნე­ლე­ში და უმეც­რე­ბა­ში, ერ­თი წა­მი­თაც არ უნ­და ურიგ­დე­ბო­დეთ თქვე­ნი სამ­შობ­ლოს ვის­გან­მე ჩაგვ­რას "[23] ლე­ო­ნი­დი ფრი­ად შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო XX სა­უ­კუ­ნის და­საწ­ყის­ში სა­ქართ­ვე­ლო­ში დამკ­ვიდ­რე­ბუ­ლი სამ­წუ­ხა­რო ტენ­დენ­ცი­ით, რაც კუთ­ხუ­რო­ბი­სა­კენ სწრაფ­ვა­ში გა­მოი­ხა­ტე­ბო­და, რო­ცა ხალხს არ ემჩ­ნეო­და - სუ­ლიე­რი მთლი­ა­ნო­ბა, ზნე­ობ­რი­ვი ერ­თო­ბა და გო­ნებ­რი­ვი გა­ნუ­ყო­ფე­ლო­ბა  "ნაღ­ვე­ლი მი­სივ­დე­ბა და გუ­ლი შ­უა­ზე მე­პო­ბა, რო­დე­საც ვუკ­ვირ­დე­ბი დღე­ვან­დელ ჩვენ ცხოვ­რე­ბას და მოქ­მე­დე­ბას " აღ­ნიშ­ნავ­და ლე­ო­ნი­დი. სწო­რედ  "იმ დღე­ვან­დე­ლო­ბას " მსხვერპ­ლი გახ­და ქართ­ვე­ლი ხალ­ხის სა­სი­ქა­დუ­ლო შვი­ლი ი­ლია ჭავ­ჭა­ვა­ძე, რომ­ლის დაკრ­ძალ­ვა­ზე ეპის­კო­პოს­მა ლე­ო­ნიდ­მა ამ სიტყ­ვე­ბით მი­მარ­თა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს:  "გლო­ვით შეპყ­რო­ბილ­ნო, საყ­ვა­რელ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო! კავ­კა­სიო­ნის ქე­დის მწვერ­ვალ­ზე მცხოვ­რებ ჩვენ ძმებს სვა­ნებს ჩვე­უ­ლე­ბად აქვთ: თუ ვის­მეს მათ­გან უცა­ბე­დად კა­ცი შე­მ­ოაკვ­და, ნიშ­ნად გუ­ლი­თა­დი სი­ნა­ნუ­ლი­სა გვერდ­ზე იკი­დებს მძი­მე ლოდს. ჩა­მო­ვი­კი­დოთ ჩვენც დღე­ი­დან მკერდ­ზე ლო­დი სი­ნა­ნაუ­ლი­სა ამ ბრწყინ­ვა­ლე ცხედ­რის წი­ნა­შე, ჩვე­ნი პი­რა­დი ნე­ბი­თი თუ უნებ­ლიე­თი და­ნა­შაუ­ლი­სა და მივ­ცეთ ჩვენს დი­დე­ბულ მიც­ვა­ლე­ბულს უტ­ყუა­რი აღთქ­მა, რომ არ ჩა­მო­ვიხს­ნით ამ ტვირთს, ვიდ­რე ჩვენც და ჩვე­ნი შვი­ლე­ბიც არ შე­ვით­ვი­სებთ სავ­სე­ბით მის­გან ან­დერ­ძად და­ტო­ვე­ბულ მოძღვ­რე­ბას ".[24]

ეპის­კო­პო­სი ლე­ო­ნი­დი იყო სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის  ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღმდ­გე­ნი­სათ­ვის მებრ­ძო­ლი პი­როვ­ნე­ბა, მან ეპის­კო­პოს კი­რი­ონ­თან ერ­თად დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა 1906 წლის პე­ტერ­ბურ­გის სი­ნო­დის ცნო­ბილ სხდო­მა­ზე, სა­დაც სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის სა­კით­ხი იხი­ლე­ბო­და. ლე­ო­ნი­დის გა­მოსვ­ლა იყო ფაქ­ტე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის ბრწყინ­ვა­ლე ანა­ლიზ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რა­მაც ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის მო­წი­ნ­ააღმ­დე­გე რუს მღვდელმ­თავ­რებ­ზეც კი იმოქ­მე­და. მან დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა 1917 წლის 12 (25) მარტს შემ­დეგ სა­ქართ­ვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის განმტ­კი­ცე­ბის საქ­მე­ში. იგი იყო პირ­ვე­ლი ქართ­ვე­ლი მღვდელმ­თა­ვა­რი, რო­მელ­მაც 14 მარტს სა­ქართ­ვე­ლოს ეგ­ზარქოს, პლა­ტონს წა­უ­კით­ხა სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის დრო­ე­ბი­თი მმართ­ვე­ლო­ბის გან­ჩი­ნე­ბა მი­სი ეგ­ზარ­ქო­სო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ. სა­ქართ­ვე­ლოს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ის წევ­რებ­თან, ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად დი­დი ბრძო­ლა გა­დაი­ტა­ნა ეგ­ზარ­ქო­სის ყო­ფი­ლი სა­სახ­ლის სა­ქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­ზო რე­ზი­დენ­ცი­ად გა­დაქ­ცე­ვისათვის. რუ­სი ჯა­რის­კა­ცე­ბით სავ­სე ქა­ლაქ­ში, სა­დაც თვით ­ამი­ერ­კავ­კა­სი­ის  გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი  კო­მი­ტე­ტის წი­ნ­ააღმ­დე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად და­ი­კა­ვა ეგ­ზარ­ქო­სის ყო­ფი­ლი რე­ზი­დენ­ცია. სა­ქართ­ვე­ლოს სა­ხელმ­წი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის აღდ­გე­ნა მისთ­ვის იყო დი­დი ოც­ნე­ბის აღს­რუ­ლე­ბა. მან სა­ქართ­ვე­ლო­სათ­ვის სა­ა­მა­ყო და ამა­ვე დროს უმ­ძი­მეს დროს სვე­ტიც­ხო­ველ­ში ამ სიტყ­ვე­ბით მი­მარ­თა ქართ­ვე­ლო­ბას:  "ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი შა­რა­ვან­დე­დის და სი­ა­მა­ყის სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ერეკ­ლეს კუ­ბოს წინ ფი­ცი დავ­დოთ, რად­გა­ნაც ჩვენ საყ­ვა­რელ სამ­შობ­ლოს გა­რე­შე მტრე­ბი მოსდ­გო­მი­ან კარ­ზე და აკ­ლე­ბა და­მო­ნე­ბით ემუქ­რე­ბი­ან ლუკ­მას პი­რი­დან გა­მო­ვიც­ლით უკა­ნასკ­ნელ პერანგს გავ­ყი­დით... ყვე­ლა­ფერს სამ­შობ­ლოს სამსხ­ვერპ­ლო­ზე დავ­დებთ ".[25] სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქად ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში (1918-1921 წლებ­ში) უწ­მი­დე­სი ლე­ო­ნი­დი განც­ვიფ­რე­ბუ­ლი იყო სა­ქართ­ვე­ლოს და­მოუ­კი­დე­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კის  ხე­ლი­სუფ­ლე­ბის  ზო­გი­ერ­თი  წარ­მო­მად­გენ­ლის  სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სიი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. იგი გუ­ლისტ­კი­ვი­ლით წერ­და:  "ეკ­ლე­სი­ას წ­აართ­ვეს მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა და შეძ­ლე­ბა სარწ­მუ­ნო­ებ­რივ-ზნე­ობ­რი­ვი ნუ­გე­ში ეცა მორწ­მუ­ნე­თათ­ვის ყვე­ლა იმ დღე­სას­წაუ­ლებ­ში, რო­მე­ლიც შე­ად­გენს წმი­დათწ­მი­დას და ის­ტო­რი­ულ ატ­რი­ბუტს მა­თი ქრის­ტია­ნუ­ლი რწმე­ნი­სას და იძუ­ლე­ბულს ხდი­ან მათ თა­ვი­სი დღე­სას­წაუ­ლე­ბი და ტი­პი­კო­ნი ამქ­ვეყ­ნი­ურ და ისიც სო­ცია­ლის­ტურ ან­გა­რი­შებს შე­უ­ფარ­დოს... სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ამ ძვე­ლად შექმ­ნა ის ეროვ­ნულ-კულ­ტუ­რუ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნიზ­მი, რო­მელ­საც სა­ქართ­ვე­ლოს სა­ხე­ლით ვიც­ნობთ ".[26] და რო­მე­ლიც არაფ­რად მ­იაჩნ­დათ სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებს.

სა­ქართ­ვე­ლო­ში ბოლშევიკური რუსეთის ჯა­რე­ბის შე­მოჭ­რა, ქვეყ­ნის ანექ­სია უწ­მი­დეს­მა ლე­ო­ნიდ­მა ძლი­ერ გა­ნი­ცა­და. იგი 1921 წლის 25 თე­ბერვ­ლი­დან 12 აპ­რი­ლამ­დე გა­ნე­რი­და დე­და­ქა­ლაქს და ქუ­თა­ის­ში იყო, რო­ცა უკან დაბ­რუნ­და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დეკ­რე­ტი დახვ­და, რო­მელ­თაც ეკ­ლე­სია, რო­გორც იუ­რი­დიუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია აღარ იქ­ნე­ბო­და, ე.ი. კა­ნონ­გა­რე­შე ცხად­დე­ბო­და. ლე­ო­ნი­დი ვე­რაფ­რით ვერ შე­ე­გუა ახალ სი­ნამდ­ვი­ლეს. იგი სულ მა­ლე გარ­და­იც­ვა­ლა (11 ივ­ლისს 1921 წ.).

უწ­მი­დე­სი  ლე­ო­ნი­დე  თა­ვი­სი  მოღ­ვა­წეო­ბის  მან­ძილ­ზე  ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის, მეც­ნიე­რე­ბის, სა­სუ­ლიე­რო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შუ­ა­გულ­ში იდ­გა. მე­გობ­რობ­და ე.თა­ყა­იშ­ვილ­თან, ნ.მარ­თან, მ.ჯა­ნაშ­ვილ­თან, კ.კე­კე­ლი­ძეს­თან, პ.ინ­გო­როყ­ვას­თან, ზ.ავა­ლიშ­ვილ­თან. სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღდ­გე­ნი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში თა­ნამშ­რომ­ლობ­და ეპის­კო­პოს კი­რი­ონ­თან, მაგ­რამ სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს პირ­ვე­ლი სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბის შემ­დეგ, რო­ცა სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქად არ­ჩე­ულ იქ­ნა კი­რიო­ნი მა­თი გზე­ბი გა­ი­ყა­რა, რი­თაც კარ­გად ისარ­გებ­ლეს უსინ­დი­სო მედ­რო­ვე­ებ­მა და მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა აშ­კა­რა კონფ­რო­ტა­ცია­ში გა­და­ზარ­დეს. უწ­მი­დეს ლე­ო­ნი­დეს ხმა უნ­და აე­მაღ­ლე­ბი­ნა იმ და­ნა­შაუ­ლებ­რი­ვი ჭო­რის წი­ნ­ააღმ­დეგ, რომ თით­ქოს მარტ­ყო­ფის მო­ნას­ტერ­ში უც­ნო­ბი მტარ­ვა­ლის მი­ერ ტყვი­ით განგ­მი­რუ­ლი კი­რი­ონ კა­თა­ლი­კოზ­მა თვითმკვ­ლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა თა­ვი­სი სი­ცოცხ­ლე. ის­ტო­რია­ში მა­თი ურ­თ­იერთ­და­პი­რის­პი­რე­ბა ფრი­ად სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ შთა­მო­მავ­ლო­ბამ სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვი არ მ­ია­გოს მის ღვაწლს სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სიი­სა და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის წი­ნა­შე.

სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ამბ­რო­სი (ხელაია) ჯერ კი­დევ ყა­ზა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში (1897-1901 წ.წ.) აქ­ტიუ­რად ჩ­აე­ბა სა­ქართ­ვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში. რო­გორც მი­სი თა­ნა­კურ­სე­ლი იპ.ვართ­გა­ვა იგო­ნებ­და - უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენტ­თა მცი­რერიც­ხო­ვა­ნი ჯგუ­ფის (ს.გორ­გა­ძე, ბ.ხელაია) იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და მს­ჯე­ლობდ­ნენ სა­ქართ­ვე­ლოს მო­მა­ვალ­ზე.[27] სა­ქართ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ 1892-1899 წლებ­ში სა­სუ­ლიე­რო მოღ­ვა­წეო­ბას ე­წეო­და აფ­ხა­ზეთ­ში, სა­დაც რუ­სე­თის სა­სუ­ლიე­რო და ს­აე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­აქ­ციუ­ლი პო­ლი­ტი­კის წყა­ლო­ბით მზა­დე­ბო­და ნი­ა­დაგ­ი სო­ხუ­მის ეპარ­ქი­ის სა­ქართ­ვე­ლო­დან ჩა­მო­შო­რე­ბი­სათ­ვის. ამბ­რო­სი ქარ­თუ­ლი და რუ­სულ პრე­სა­ში ამ­ხელ­და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვე­რა­გუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რის არსს. 1902 წლი­დან 1904 წლამ­დე რა­ჭა­ში ჭე­ლი­შის მო­ნასტ­რის წინამძღვ­რად ყოფ­ნის დროს მან აღ­მოა­ჩი­ნა  "ქართ­ლის მოქ­ცე­ვის" ჭე­ლი­შური ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც გა­მოკვ­ლე­ვი­თურთ შე­ვი­და "ძვე­ლი სა­ქართ­ვე­ლოს " პირ­ველ ტომ­ში, ხო­ლო ცალ­კე გა­მოი­ცა 1911 წელს. ამ აღ­მო­ჩე­ნით მნიშვ­ნე­ლოვ­ნად გამ­დიდრ­და ქარ­თუ­ლი წყა­როთმ­ცოდ­ნეო­ბა არ­ქი­მანდ­რიტ­მა ამბ­რო­სიმ 1907 წლის 28 დე­კემ­ბერს წა­ი­კით­ხა სპე­ცია­ლუ­რი გა­მოკვ­ლე­ვა  "ქართ­ლის მოქ­ცე­ვის "  ჭე­ლი­შუ­რი ვა­რი­ან­ტის შე­სა­ხებ. მი­სი აზ­რით  "ხელ­ნა­წე­რის პირ­ვე­ლი­ნა­წი­ლი უნ­და ე­კუთვ­ნო­დეს XIII-XIV სა­უ­კუ­ნეს. ჩვენ შე­საძ­ლებ­ლად ვთვლით გა­ნაგრ­ძობ­და იგი. ამ ხელ­ნა­წე­რის დედ­ნის გა­და­წე­რა დავს­დოთ არა უგ­ვია­ნეს XI სა­უ­კუ­ნი­სა და თუ ეს უკა­ნასკ­ნე­ლი აზ­რი მი­ვი­ღეთ, მა­შინ ­უთუ­ოდ იმა­შიც უნ­და დავრწ­მუნ­დეთ, რომ ჩვე­ნი ვა­რი­ან­ტი ქართ­ლის მოქ­ცე­ვი­სა უძ­ვე­ლე­სი დედ­ნი­დან უცვ­ლე­ლად არის გა­და­წე­რი­ლი "[28] არ­ქი­მანდ­რი­ტი ამბ­რო­სი კარ­გად ერკ­ვეო­და წმ. ნი­ნოს ცხოვ­რე­ბის სხ­ვა­დასხ­ვა ხელ­ნა­წერ ვა­რი­ან­ტებ­ში იგი ერთ­მა­ნეთს უდა­რებ­და ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ ტექსტ­სა და ცნო­ბილ ვა­რი­ან­ტებს და აზუს­ტებ­და მათ შო­რის განსხ­ვა­ვე­ბებს. ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ ტექსტ­ზე მუ­შაო­ბი­სას კარ­გად სჩან­და ავ­ტო­რის ღრმა განს­წავ­ლუ­ლო­ბა, სა­ქართ­ვე­ლოს ის­ტო­რია­სა და წყა­როთმ­ცოდ­ნეო­ბა­ში, მარ­თა­ლია იგი ქრის­ტია­ნუ­ლი თავმ­დაბ­ლო­ბით შე­ნიშ­ნავ­და  "ჩვენ რო­გორც არა სპეციალისტს ის­ტო­რი­ულ კითხ­ვებ­ში, არ შეგ­ვეძ­ლო უფ­რო სა­ბუ­თია­ნად შეგ­ვედ­გი­ნა ეს ჩვე­ნი მოხ­სე­ნე­ბა და ამი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა ვერ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეთ სა­ზო­გა­დოე­ბის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბაო "[29] მაგ­რამ მის ამ გა­მოკვ­ლე­ვას მა­ღალ შე­ფა­სე­ბას აძ­ლევდ­ნენ ივ.ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ე.თა­ყა­იშ­ვი­ლი, პ.ინ­გო­როყ­ვა და სხვები. არ­ქი­მანდ­რიტ­მა ამბ­რო­სიმ 1902-1903 წლებ­ში დაწვ­რი­ლე­ბით აღ­წე­რა რა­ჭა-ლეჩ­ხუ­მის სიძ­ვე­ლე­ნი და ამით დი­დი სამ­სა­ხუ­რი გა­უ­წია ქარ­თუ­ლი სა­ის­ტო­რიო მეც­ნიე­რე­ბას.

თა­ვი­სი მსოფლმ­ხედ­ვე­ლო­ბით ამბ­რო­სი იყო თერგ­და­ლე­ულ­თა დი­დი თ­აო­ბის სუ­ლისკ­ვე­თე­ბის გამგრ­ძე­ლე­ბე­ლი.  იგი  სა­ქართ­ვე­ლოს  ეკ­ლე­სიი­სა  და სა­ხელმ­წი­ფო­ებ­რი­ვი და­მოუ­კი­დებ­ლო­ბის პრო­პა­გან­დის­ტი იყო. ამი­ტო­მაც სას­ტი­კად იდევ­ნე­ბო­და. 1909 წლი­დან იგი ფაქ­ტიუ­რად გა­და­სახ­ლე­ბა­ში იყო, მაგ­რამ 1917 წლის 12 (25) მარტს სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის გა­მოც­ხა­დე­ბის შემ­დეგ აქ­ტიუ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის დე­ლე­გა­ცია­ში ეპის­კო­პოს ან­ტონ გი­ორ­გა­ძეს­თან და დე­კა­ნოზ კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძეს­თან ერ­თად პე­ტერ­ბურგ­ში რუ­სე­თის დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბი­სა და სი­ნო­დის წევ­რებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის ა­ღია­რე­ბის შე­სა­ხებ.

უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არქ ლე­ო­ნი­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მიტ­რო­პო­ლი­ტი ამბ­რო­სი კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქად ისე აირ­ჩი­ეს რომ მი­სი თანხ­მო­ბაც კი არ ჰქონ­დათ, მაგ­რამ სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მეს­ვე­ურთ სწამ­დათ, რომ შექმ­ნილ ურ­თუ­ლეს ვი­თა­რე­ბა­ში უწ­მი­დეს ამბ­რო­სის ქართ­ველ იე­რარქ­თა­გან ყვე­ლა­ზე უკეთ შე­ეძ­ლო სა­ქართ­ვე­ლოს ბოლშევიკური ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ეკ­ლე­სიი­სა და ქართ­ვე­ლი ერის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა. უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ამბ­რო­სიმ სრუ­ლ­ად იტ­ვირ­თა ეს მი­სია არა მარ­ტო გე­ნუ­ის კონ­ფე­რენ­ცია­ზე გაგ­ზავ­ნი­ლი მე­მო­რან­დუ­მით, არა­მედ სა­სა­მართ­ლო პრო­ცეს­ზე ბოლ­შე­ვი­კე­ბის ან­ტი­ხალ­ხუ­რი და ან­ტიე­როვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის მხი­ლე­ბით. მო­სა­მართ­ლე პრო­კო­ფი ოკუ­ჯა­ვას კითხ­ვა­ზე რა­ში გა­მოი­ხა­ტა სა­ქართ­ვე­ლოს და­მო­ნე­ბა რუ­სე­თის მხრივ;? უწ­მი­დეს­მა ამბ­რო­სიმ უპას­ხუ­ხა - ასო­ცი წლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის და და­მოუ­კი­დებ­ლო­ბის მა­ძე­ბარ ხალხს თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­ტერ­ვენ­ცი­ით წართ­მე­ვა­ში, ენის დევ­ნა­ში, ტე­რი­ტო­რი­ის სხვის ხელ­ში გა­და­ცე­მა­ში და იმა­ში, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქართ­ველ­თა ხელ­ში არ არის".[30]

უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ამბ­რო­სის ბოლ­შე­ვი­კე­ბის მი­ერ მოწ­ყო­ბილ სა­სა­მართ­ლო პრო­ცეს­ზე პი­როვ­ნუ­ლი ვაჟ­კა­ცო­ბის მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნა, რო­ცა საბ­ჭო­თა  "მო­სა­მართ­ლე­ებს " მო­ახ­სე­ნა, რომ გე­ნუ­ის კონ­ფე­რენ­ცია­ზე გაგ­ზავ­ნი­ლი მე­მო­რან­დუ­მის ავ­ტო­რი იყო თვი­თონ და სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბ­ჭოს წევ­რე­ბი უდა­ნა­შაუ­ლო­ნი იყვ­ნენ ამ საქ­მე­ში. ამით მას სურ­და სა­კუ­თა­რი თავ­გან­წირ­ვის ფა­სად რეპ­რე­სიე­ბის­გან ეხს­ნა სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია  "ვხე­დავ­დი ქართ­ვე­ლი ხალ­ხის ეროვ­ნუ­ლი მოს­პო­ბის სა­შიშ­როე­ბას - აღ­ნიშ­ნავ­და უწ­მი­დე­სი ამბ­რო­სი - სა­სა­მართ­ლო­ზე - მო­ვა­ლე ვი­ყა­ვი, ხმა ამო­მე­ღო, ხო­ლო ახ­ლა ამ მო­ვა­ლეო­ბის ას­რუ­ლე­ბი­სათ­ვის ვსდგე­ვარ სა­ქართ­ვე­ლოს უზე­ნაე­სი სა­სა­მართ­ლოს წი­ნა­შე, რო­მე­ლიც მა­სა­მართ­ლებს, რო­გორც  "დამ­ნა­შა­ვეს".[31] უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ამბ­რო­სი ვერ გა­ტე­ხა სა­სა­მართ­ლომ და ქართ­ვე­ლი სა­ზო­გა­დოე­ბის სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი, პა­ტი­ვის­ცე­მა და­იმ­სა­ხუ­რა. უწ­მი­დეს­მა ამბ­რო­სიმ მთე­ლი თა­ვი­სი წიგ­ნა­დი ფონ­დი სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტეტს. მი­სი თავ­გან­წირ­ვა ღირ­სეუ­ლად შე­ა­ფა­სა შთა­მო­მავ­ლო­ბამ იგი წმინ­და­ნის შა­რა­ვან­დე­დით შე­ი­მო­სა.

სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი ქრის­ტე­ფო­რე III მრა­ვალ­მხ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. თბი­ლი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რი­ის გარ­და მას უს­წავ­ლია თბი­ლი­სის პე­და­გო­გი­ურ ინს­ტი­ტუტ­ში. იგი ის­მენ­და ივ.ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის, კ.კე­კე­ლი­ძის, აკ.შა­ნი­ძის გ.ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის ლექ­ცი­ებს. ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვი­ლი დი­დი ხნის მან­ძილ­ზე ე­წეო­და პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წეო­ბას ქარ­თულ გიმ­ნა­ზია­ში, რო­გორც ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი სამ­შობ­ლოს პატ­რიო­ტი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო და ქრის­ტე­ფო­რეც სიტყ­ვით და საქ­მით ცდი­ლობ­და ქართ­ვე­ლი ახალ­გაზრ­დო­ბის სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის სუ­ლისკ­ვე­თე­ბით აღზრ­დას. მისთ­ვის სიტყ­ვით სამ­შობ­ლო­სად­მი მსა­ხუ­რე­ბა არა­ფერს ნიშ­ნავ­და ზო­გი­ერ­თი ქართ­ვე­ლი პატ­რიო­ტი, რო­მელ­ნიც რუ­სეთ­ში ყოფ­ნის დროს სამ­შობ­ლო­ზე წუ­წუ­ნებდ­ნენ, რო­ცა ბრუნ­დე­ბოდ­ნენ სა­ქართ­ვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს არად აგ­დებდ­ნენ. ქრის­ტე­ფო­რე ამ­ხელ­და თბი­ლი­სი­ს სე­მი­ნა­რია­ში მოღ­ვა­წე ან­ტი­ქარ­თუ­ლი ­ორი­ენ­ტა­ცი­ის მღვდელ ისი­დო­რეს, რო­მე­ლიც ქართ­ვე­ლებს  "ურწ­მუ­ნო ვე­ლუ­რებს " უწო­დებ­და. რო­ცა იგი გარ­და­იც­ვა­ლა მის დაკრ­ძალ­ვას 50-ზე მე­ტი კა­ცი არ დ­აესწ­რო.[32] აღ­ნიშ­ნავ­და იგი.

ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვილ­მა მკაც­რად გა­ი­ლაშქ­რა სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღდ­გე­ნამ­დე ქარ­თუ­ლი ლოც­ვი­სა და გა­ლო­ბის მო­წი­ნ­ააღმ­დე­გე­თა მი­მართ. იგი დამ­ფა­სე­ბე­ლი იყო ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა­კაზ­მუ­ლი მწერ­ლო­ბი­სა თვი­თო­ნაც წერ­და ლექ­სებს, სა­ნი­მუ­შოდ მო­ვი­ტანთ მი­სი ერ­თი ლექ­სი­დან ნაწყ­ვეტს:

ნე­ტა­ვი იმას, ვი­საც ა­რასდ­როს

ფიქ­რი და ნატვ­რა არა სჩვე­ვია,

ვის გულ­საც, მუ­დამ გა­ლა­ღე­ბულ­სა

ტანჯ­ვა არ­სად­როს არა სწვე­ვია

ნე­ტა­ვი იმას, ვის ტრფო­ბას ალი

გუ­ლის სიღრ­მე­ში არა ნთე­ბია

ვი­საც ღა­მე­ნი მო­უს­ვე­ნა­რი

გაშ­მა­გე­ბულ­სა არ უთე­ნე­ბია"[33]

ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვი­ლის აზ­რით პატ­რიო­ტიზ­მი ჯან­სა­ღი გრძნო­ბაა, რო­მე­ლიც ამშ­ვე­ნებს და ხელს უწ­ყობს ­ობი­ექ­ტუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის შექმ­ნას მას­ში. იგი განსხ­ვავ­დე­ბა ფსევ­დო-პატ­რიო­ტ­იზ­მის­გან, პატ­რიო­ტიზ­მი ჯერ კი­დევ ბავშ­ვო­ბის ასა­კი­დან ყა­ლიბ­დე­ბა და ამ­დე­ნად დი­დი მნიშვ­ნე­ლო­ბა აქვს მის აღზრ­დას - გა­რე­მოს რო­მე­ლიც სა­თა­ვეს იღებს მშობ­ლე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის, მე­გობ­რე­ბის, კუთ­ხის, სოფ­ლის, ქა­ლა­ქის სიყ­ვა­რუ­ლი­დან და შემ­დეგ მას­ში ნივ­თე­ბა სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი. მაგ­რამ იმი­სათ­ვის რომ ადა­მია­ნი ნამდ­ვი­ლი პატ­რიო­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სა­ჭი­როა ბავშ­ვო­ბი­დან­ვე მი­ეჩ­ვი­ოს კარ­გი­სა და ცუ­დის გარ­ჩე­ვას, რად­გან თავ­და­პირ­ვე­ლად ყვე­ლა­ფე­რი და­დე­ბი­თად ეჩ­ვე­ნე­ბა. პატ­რიო­ტულ აღზრ­და­ში დი­დი მნიშვ­ნე­ლო­ბა აქვს სხვა ერე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის ჩა­ნერგ­ვას ეს კი მა­თი ის­ტო­რი­ის, კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბით ხდე­ბა."[34]

ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვი­ლს სა­ინ­ტე­რე­სო დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი ჰქონ­და სა­ქართ­ვე­ლოს ცალ­კე­ულ კუთ­ხე­ებ­ზე, ის­ტო­რი­ულ-ხუ­როთ­მოძ­ღვ­რულ ძეგ­ლებ­ზე. ამ მხრივ აღსანიშნავია მი­სი წე­რი­ლე­ბი  "ხუ­ნე­ვის სა­ზო­გა­დოე­ბა (შო­რაპ­ნის მაზ­რა)  "დღე­ო­ბა­ნი და ხა­ტო­ბა­ნი ხეფ­ნის­ხევ­ში ", ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვილს ჩა­უ­წე­რია ხალ­ხუ­რი გად­მო­ცე­მა თა­მარ მე­ფის მი­ერ ტბეთს ეკ­ლე­სი­ის აშე­ნე­ბის შე­სა­ხებ. გად­მო­ცე­მით მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში ეკ­ლე­სია რამ­დენ­ჯერ­მე დანგ­რეუ­ლა სიზ­მა­რი უნა­ხავთ, რომ სა­ძირ­კვ­ლის ქვე­ბი ურ­მებ­ზე უნ­და გა­დაე­ტა­ნათ და იმ­დენ ხანს ეტა­რე­ბი­ნათ სა­ნამ მი­წა­ზე არ და­ე­ცე­მოდ­ნენ და ბო­ლოს ასე შე­ურ­ჩე­ვი­ათ ეს ად­გი­ლი, სა­დაც აუ­გი­ათ კი­დეც ეკ­ლე­სია.[35]

სა­ინ­ტე­რე­სოა ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვი­ლის მი­მო­ხილ­ვა სუ­რა­მის ახ­ლოს მდე­ბა­რე ხე­ფი­ნის­ხე­ვის ხ­ეო­ბის შე­სა­ხებ. იგი აღ­წერს ხ­ეო­ბის სოფ­ლებს მათ სა­ო­ჯა­ხო და სა­მე­ურ­ნეო საქ­მია­ნო­ბას, მო­სახ­ლეო­ბის ჩაც­მუ­ლო­ბას, მეტყ­ვე­ლე­ბის კი­ლოს თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს. ქრის­ტე­ფო­რეს დაკ­ვირ­ვე­ბით  "ოქო­ნო­ბის ",  "ხა­ლარ­ჯო­ბის ",  "ვარ­დო­ბის " დღე­სას­წაუ­ლე­ბი წი­ნაქ­რის­ტია­ნუ­ლი ხა­ნი­საა რად­გან ამ დღე­სას­წა­ულ­ზე უქ­მე დღედ ორ­შა­ბა­თი ცხად­დე­ბო­და. ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვი­ლი მკაც­რად აკ­რი­ტი­კებ­და სა­ქართ­ვე­ლოს სა­ეკ­ლე­სიო სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის დევ­ნა-შე­ვიწ­როე­ბის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცია­ლურ პო­ლი­ტი­კას. სა­ქართ­ვე­ლოს ეგ­ზარ­ქო­სე­ბის მთა­ვარ მი­ზანს შე­ად­გენ­და ისე­თი სა­სუ­ლიე­რო სკო­ლე­ბის შექმ­ნა, სა­დაც არა ღვ­თის­მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და სა­სუ­ლიე­რო გა­ნათ­ლე­ბას და­ე­უფ­ლე­ბოდ­ნენ ქართ­ვე­ლი მოს­წავ­ლეე­ბი, არა­მედ მოხ­დე­ბო­და მა­თი გა­რუ­სე­ბა. მი­სი აზ­რით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა თით­ქოს იმ მი­ზე­ზით გა­ნი­დევ­ნა სა­ეკ­ლე­სიო სკო­ლე­ბი­დან ქარ­თუ­ლი ენა  "თით­ქოს ქარ­თუ­ლი ენა აღარ წარ­მო­ად­გენ­და ქართ­ვე­ლი მო­სახ­ლეო­ბი­სათ­ვის სა­ერ­თოს, სხ­ვა­დასხ­ვა კუთ­ხის ქართ­ვე­ლე­ბი სხ­ვა­დასხ­ვა ენა­ზე (ქართ­ლე­ბად, კა­ხუ­რად, იმე­რუ­ლად, მეგ­რუ­ლად) სა­უბ­რობდ­ნენ და მათ ერთ­მა­ნე­თის არა­ფე­რი ეს­მო­დათ. არის სა­ხი­ფა­თო, ვე­რა­გუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავდა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დოე­ბის დაშ­ლას, ეროვ­ნუ­ლი შეგ­ნე­ბის და­ნა­წევ­რე­ბას, კუთ­ხუ­რო­ბის ზრდას ემ­სა­ხუ­რე­ბოდა ".  ქრის­ტე­ფო­რე  ციც­ქიშ­ვი­ლის  ასე­თი  პირ­და­პი­რო­ბა  მი­უ­ღე­ბე­ლი  იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის, მაგ­რამ იგი რი­გი­თი სა­სუ­ლიე­რო პი­რი იყო და მი­სი დას­ჯა დიდ რე­ზო­ნანს ვერ გა­მო­იწ­ვევ­და, სა­მა­გიე­როდ ღვაწლ­მო­სი­ლი ეპის­კო­პო­სი ალექ­სანდ­რე ოქ­რო­პი­რი­ძე 1903 წელს გა­დაა­ყე­ნეს გუ­რია-ოდი­შის მმართველის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და იქ მის ნაცვ­ლად რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის ერთ­გუ­ლი დამც­ვე­ლი ეპის­კო­პო­სი დი­მიტ­რი (აბა­ში­ძე) გა­და­იყ­ვა­ნეს. ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვილ­მა ­არ­აერთ­ხელ ამ­ხი­ლა ის რუ­სი ეგ­ზარ­ქოსე­ბი, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ  "დუ­ხოვ­ნი ვესტ­ნიკ­ში " ბეჭ­დავდ­ნენ ან­ტი­ქარ­თუ­ლი სუ­ლისკ­ვე­თე­ბის წე­რი­ლებს. მი­სი აზ­რით ასე­თი ვი­თა­რე­ბა გაგრ­ძელ­დე­ბო­და მა­ნამ, სა­ნამ სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია ავ­ტო­კე­ფა­ლი­ას არ აღიდ­გენ­და.

ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვი­ლი ცხუმ-აფ­ხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტად ყოფ­ნის დროს პი­რის­პირ დად­გა იმ სამ­წუ­ხა­რო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი ტენ­დენ­ცი­ის წი­ნა­შე, რაც აფ­ხა­ზურ მო­სახ­ლეო­ბა­ში მკვიდ­რად იკი­დებ­და ფეხს. ეს იყო და­უ­ფა­რა­ვი ან­ტი­ქარ­თუ­ლი განწ­ყო­ბი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ან­ტი­რე­ლი­გიუ­რი პრო­პა­გან­დის დრო­შით ინიღ­ბე­ბო­და. ჩა­ნა­წერ­ში  "აფ­ხა­ზე­თის სიძ­ვე­ლე­ნი " აღ­ნიშ­ნავ­და  "აფ­ხა­ზე­თი სა­ქართ­ვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, ეს კარგად ჩანს აქ შე­მორ­ჩე­ნი­ლი კულ­ტუ­რის ძეგ­ლებ­შიც. ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტერ­თა სიმ­რავ­ლე­ში, უმ­ჯო­ბე­სი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქართ­ველ­მა ის­ტო­რი­კო­სებ­მა არ­ქეო­ლო­გი­ურ­მა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ­მა სა­ზო­გა­დოე­ბებ­მა მე­ტი ყუ­რად­ღე­ბა და­უთ­მონ აფ­ხა­ზე­თის სიძ­ვე­ლე­თა შეს­წავ­ლი­სა რა­თა ბო­ლო ჟამს მომძ­ლავ­რე­ბუ­ლი ჩვენთ­ვის არა­სა­სურ­ვე­ლი პო­ზი­ციე­ბის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი უარ­ყო­ფა მო­ხერხ­დეს".[37]

ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვი­ლი შ­ეე­ხო ცნო­ბი­ლი რუ­სი რე­აქ­ციო­ნე­რი სა­სუ­ლიე­რო პი­რის ი.ვოს­ტორ­გო­ვის საქ­მია­ნო­ბას სა­ქართ­ვე­ლო­ში. მი­სი აზ­რით ვოს­ტორ­გო­ვის ან­ტი­ქარ­თუ­ლი ­ორი­ენ­ტა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დი­დი იყო მი­სი მას­წავ­ლებ­ლის ვ.ვე­ლიჩ­კოს რო­ლი. ვე­ლიჩ­კო ქართ­ვე­ლი სა­ზო­გა­დოე­ბის ერ­თი ნა­წი­ლის მი­ერ ჩვე­ნი ერის მე­გობ­რად იყო მიჩ­ნეუ­ლი, მაგ­რამ რა მე­გობ­რო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბო­და ლა­პა­რა­კი რო­ცა იგი წი­ნ­ააღმ­დე­გი იყო სა­ქართ­ვე­ლო­ში სა­ე­რო­ბო და სა­სა­მართ­ლო რე­ფორ­მის ჩა­ტა­რე­ბი­სა, ქა­და­გებ­და ქართ­ვე­ლი ერის უ­პერს­პექ­ტი­ვო­ბას. მი­სი გზა გა­ნაგრ­ძო ვოს­ტორ­გოვ­მა თუმ­ცა  "თავ­და­პირ­ვე­ლად იგი სიფრთ­ხი­ლეს იჩენ­და მაგ. 1901 წელს თვლი­და, რომ მშობ­ლიუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის ექვ­სი კვი­რეუ­ლი ს­აა­თი უნ­და დათ­მო­ბო­და. 1904 წელს კი შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვი­და და აკრ­ძა­ლა ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლა იმ მო­ტი­ვით რომ თით­ქოს ქარ­თუ­ლი ენა არ იძ­ლეო­და სა­შუა­ლე­ბას ღვ­თის­მეტყ­ვე­ლე­ბის შეს­წავ­ლი­სათ­ვის."[38] ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვილ­მა მკაც­რად გა­ი­ლაშქ­რა ვოს­ტორ­გო­ვის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი და სა­ეგ­ზარ­ქო­სოს დამტ­კი­ცე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის წი­ნ­ააღმ­დეგ, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო სა­ქართ­ვე­ლოს სხ­ვა­დასხ­ვა კუთ­ხის შვი­ლე­ბის არა­ქართ­ვე­ლე­ბად ჩათვ­ლა და მათთ­ვის ქარ­თულ ენა­ზე სწავ­ლე­ბის აღკ­ვე­თა. ეს იყო XIX სა­უ­კუ­ნის 80-ია­ნი წლე­ბის რუ­სუ­ლი იმ­პე­რიუ­ლი პო­ლი­ტი­კის გაგრ­ძე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ნათ­ლად ჩა­მოა­ყა­ლი­ბა იმდ­რო­ინ­დელ­მა გა­ნათ­ლე­ბის მზრუნ­ველ­მა კ.ია­ნოვს­კიმ. ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვი­ლის სა­მარ­თ­ლია­ნი შე­ნიშვ­ნით ვო­ს­ტორ­გო­ვის მოღ­ვა­წეო­ბა იყო უკი­დუ­რე­სად რე­აქ­ციუ­ლი და მი­მარ­თუ­ლი იყო ქართ­ვე­ლი ერის გა­დაგ­ვა­რე­ბის­კენ, რა­საც ზურგს უმაგ­რებ­და და აქე­ზებ­და სა­სუ­ლიე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და თვითმპყ­რო­ბე­ლო­ბა."[39]

ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვი­ლის, რო­გორც მო­აზ­როვ­ნის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავს მი­სი რე­ფე­რა­ტი  "სო­ცია­ლიზ­მი სა­ქართ­ვე­ლო­ში~, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს, რომ სო­ცია­ლიზ­მის ი­დეა იმ ქვეყ­ნი­სათ­ვის იყო გან­კუთვ­ნი­ლი, სა­დაც მრეწ­ვე­ლო­ბა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-სო­ცია­ლუ­რი ინფ­რასტ­რუქ­ტუ­რაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ასეთ ქვეყ­ნე­ბად მას მი­აჩ­ნია ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ხელმ­წი­ფოე­ბი, რაც შე­ე­ხე­ბო­და სა­ქართ­ვე­ლოს მი­სი აზ­რით ნაკ­ლე­ბი სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობ­და სო­ცია­ლიზ­მის გავრ­ცე­ლე­ბი­სათ­ვის. ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლად უყუ­რებ­და თერგ­და­ლეულ­თა თ­აო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს გი­ორ­გი წე­რე­თელს, მის ლი­ტე­რა­ტუ­რულ შე­მოქ­მე­დე­ბას, მი­სი აზ­რით ~გ.წე­რე­თელს პი­როვ­ნუ­ლი ამ­ბი­ცია ამოძ­რა­ვებ­და, რო­დე­საც უპი­რის­პირ­დე­ბო­და ი.ჭავ­ჭა­ვა­ძეს, ცდი­ლობ­და გა­უც­ნო­ბიე­რებ­ლად ახა­ლი მოძ­რაო­ბის (სო­ცია­ლის­ტუ­რის) სა­თა­ვე­ში მოქ­ცეო­და და მი­სი სა­ჭი­როე­ბის მი­უ­ხე­და­ვად პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევ­და სო­ცია­ლის­ტურ ­იდე­ებს".[40]

ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვი­ლის ამ მო­საზ­რე­ბის გ.წე­რე­თელ­ზე ნა­წი­ლობ­რივ უნ­და და­ვე­თანხ­მოთ. მი­სი აზ­რით სო­ცია­ლიზ­მი შე­საძ­ლოა მართ­ლაც წარ­მო­ად­გენ­დეს დიდ მოძღვ­რე­ბას, მაგ­რამ მი­სი სა­ქართ­ვე­ლო­ში გავრ­ცე­ლე­ბი­სათ­ვის არა­ვი­თა­რი პი­რო­ბე­ბი არ არ­სე­ბობ­და. სამ­წუ­ხა­როდ ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვი­ლი ბო­ლომ­დე ვერ დარ­ჩა თა­ვი­სი პრი­ცი­პე­ბის ერთ­გუ­ლი და საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ პრო­ლე­ტა­რია­ტის დიქ­ტა­ტუ­რის დამ­ყა­რე­ბი­სა და ქვე­ყა­ნა­ში  "სო­ცია­ლიზ­მის მშე­ნებ­ლო­ბის" პი­რო­ბებ­ში აქ­ტიუ­რად და­უ­ჭი­რა მხა­რი ბოლ­შე­ვი­კებს და ქართ­ვე­ლი სამღვ­დე­ლოე­ბის ის ნა­წი­ლი ვინც ბოლ­შე­ვი­კუ­რი ბოდ­ვი­თი ი­დეე­ბი არ გა­ი­ზია­რა ის­ტო­რიი­დან გა­რი­ყუ­ლად გა­მო­აც­ხა­და.

ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვი­ლი სა­ქართ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის სა­კით­ხებ­ზე მსჯე­ლობ­და თა­ვის უბის წიგ­ნა­კებ­ში, აკ­რი­ტი­კებ­და იმ მოღ­ვა­წე­ებს, რო­მელ­ნიც ქართ­ვე­ლი ერის ღირ­სე­ბის ნიშ­ნად მის ნა­ციო­ნა­ლიზ­მისაგან თა­ვი­სუფ­ლე­ბას თვლიდა, რაც არას­წო­რად მ­იაჩნ­და. ნა­ციო­ნა­ლიზ­მი ის გრძნო­ბაა, რო­მელ­მაც უნდა გა­და­არ­ჩი­ნოს ერი გა­დაგ­ვა­რე­ბი­სა­გან.

ქრის­ტე­ფო­რე ციც­ქიშ­ვი­ლი, რო­გორც მო­აზ­როვ­ნე და სა­სუ­ლიე­რო პი­რი წი­ნ­ააღმ­დე­გობ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა იყო. რო­გორც მო­აზ­როვ­ნე თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი იყო მოვ­ლე­ნე­ბის და ფაქ­ტე­ბის ­ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბაში, მაგ­რამ რო­გორც სა­სუ­ლიე­რო პი­რი ზოგ­ჯერ ­ობი­ექ­ტუ­რო­ბას კარ­გავ­და. მი­სი ტენ­დენ­ციუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ­არ­აერთ­ხელ გა­მომ­ჟ­ღავნ­და სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბის მი­მართ ჟურ­ნალ  "ახა­ლი სიტყ­ვის ფურც­ლებ­ზე~ რამ და­ა­წე­რი­ნა ასე­თი სიტყ­ვე­ბი უწ­მი­დე­სა და უნე­ტა­რეს კი­რი­ონ II  "რო­გო­რი ყალ­ბიც იყო მო­წა­მებ­რი­ვი შა­რა­ვან­დე­დი კი­რი­ონ II, ისე­თი­ვეა მი­სი მეც­ნიე­რუ­ლი შა­რა­ვან­დე­დი. სა­ზო­გა­დოე­ბა­ში გავრ­ცე­ლე­ბუ­ლია ყალ­ბი აზ­რი, რო­გორც მი­სი მო­წა­მებ­რიო­ბი­სა, ასე მეც­ნიე­რო­ბი­სა"[40ა] მაგ­რამ ეს სა­კით­ხის ერ­თი მხა­რეა, ისიც ხომ ფაქ­ტია იგი იყო გა­ნათ­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი გა­გე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ქარ­თულ კულ­ტუ­რას, ეროვ­ნულ ი­დეა­ლებს და სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას.

უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი კა­ლისტ­რა­ტე იყო მრა­ვალ­მხ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნიე­რუ­ლი ტა­ლან­ტის ნი­ჭით და­ჯილ­დოე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­თა და შე­მოქ­მე­დე­ბით მჭიდ­როდ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქარ­თულ კულ­ტუ­რას­თან ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას­თან. მი­სი რო­გორც მეც­ნიე­რის მოღ­ვა­წეო­ბა სა­ფუძ­ლია­ნად შე­ის­წავ­ლა  მკვლე­ვარ­მა ნუგ­ზარ პა­პუ­აშ­ვილ­მა[41] თბი­ლი­სის სა­სუ­ლიე­რო სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იგი, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტი 1888 წელს სა­ხელმ­წი­ფო ხარ­ჯით კ­იე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში, სა­დაც და­იწ­ყო კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძის რო­გორც მო­მა­ვა­ლი ღვ­თის­მეტყ­ვე­ლი­სა და მეც­ნიე­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. აკა­დე­მია­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში არ­ქეო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რის ნ.პეტ­რო­ვის და­ვა­ლე­ბით შე­ის­წავ­ლა ტოლო­ჩა­ნო­ვის და იევ­ლე­ვის ელ­ჩო­ბა იმე­რეთ­ში 1650-52 წლებ­ში. გა­მოკვ­ლე­ვა და­ი­ბეჭ­და გაზ.  "ნო­ვოე ობაზ­რე­ნიე­ში" (კ­იე­ვი 1890, 21.I0). ეს იყო ახალ­გაზრ­და კა­ლისტ­რა­ტეს პირ­ვე­ლი სე­რიო­ზუ­ლი ნაშ­რო­მი სა­ქართ­ვე­ლოს ის­ტო­რია­ში. 1970 წელს ამ სა­კითხ­ზე გა­მოი­ცა პროფ. ია­სე ცინ­ცა­ძის ნაშ­რო­მი (ტო­ლო­ჩა­ნო­ვის იმე­რეთ­ში ელ­ჩო­ბის მუხ­ლებ­რი­ვი აღ­წე­რი­ლო­ბა 1650-52 წწ.), რო­მელ­შიც ავ­ტო­რი დაწვ­რი­ლე­ბით არ­ჩევს წი­ნა­მორ­ბე­დი ის­ტო­რი­კო­სე­ბის მ.პო­ლ­იევქ­ტო­ვის, გრ.კო­ტო­ში­ხი­ნის, ს.ბე­ლოუ­კო­ვის ნაშ­რო­მებს, მსჯე­ლობს მათ ავ­კარ­გია­ნო­ბა­ზე, სამ­წუ­ხა­როდ იგი სა­ერ­თოდ არ ეხე­ბა კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძის ზე­მო­თა­სახ­ლე­ბულ გა­მოკვ­ლე­ვას.

1892 წლის 1 მა­ისს კ­იე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მი­ის სა­მეც­ნიე­რო საბ­ჭოს წი­ნა­შე ღვ­თის­მეტყ­ვე­ლე­ბის კან­დი­და­ტის სა­მეც­ნიე­რო ხა­რის­ხის მო­სა­პო­ვებ­ლად კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძემ წარ­მო­ად­გი­ნა ნაშ­რო­მი ~იბე­რი­ის ეკ­ლე­სია სა­სა­ნი­ან­თა პე­რი­ოდ­ში (265-570 წლებ­ში).[42] შე­სა­ვალ­ში ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავ­და მი­სი მი­ზა­ნი იყო  "შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა და შე­ე­ფა­სე­ბი­ნა ქარ­თუ­ლი მა­ტი­ა­ნეე­ბის ცნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბოდა სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ცხოვ­რე­ბი­სა ამა თუ იმ მოვ­ლე­ნას... ამ გზით მას სურს და­ეხ­მა­როს მათ, ვინც და­ა­პი­რებს ქართ­ვე­ლი მე­მა­ტი­ნე­თა უდა­ვოდ მდი­დარ­სა და ამა­ვე დო­ნის ნაკ­ლე­ბად შეს­წავ­ლი­ლი მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბას".[43] ამ ნაშ­რომ­ში წარ­მო­ჩინ­და ახალ­გაზრ­და მეცნიერის კვლე­ვის ინ­ტე­რეს­თა სფე­რო ქართ­ლის გაქ­რის­ტია­ნე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბულ წყა­რო­თა და სა­მეც­ნიე­რო ნაშ­რო­მე­ბის კრი­ტი­კუ­ლი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე მან სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბა­ნი წა­მოა­ყე­ნა. კით­ხუ­ლობ ნაშ­რომს და გა­ო­ცე­ბა გიპყ­რობს რო­გორ მო­ა­ხერ­ხა 26 წლის ჭა­ბუკ­მა ამ­დე­ნი წერილობითი წყა­როს კრი­ტი­კუ­ლი შეს­წავ­ლა. წყა­რო­თა ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე აღად­გი­ნა ქართ­ველ­თა გაქ­რის­ტია­ნე­ბის მთელ ის­ტო­რია, სა­ეკ­ლე­სიო მმართ­ვე­ლო­ბა­სა და იე­რარ­ქი­ა ქართლ­ში. ქართ­ლის ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლიი­სა და სხვა ეკ­ლე­სი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კით­ხები. ნაშ­რომ­ში კარ­გად სჩანს ქართ­ლის ეკ­ლე­სი­ის ბრძო­ლა ევ­ტი­ქი­სა და ნეს­ტო­რის მწვა­ლებ­ლო­ბას­თან, ქალ­კე­დო­ნია­ნო­ბის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვა. სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბე­ბი აქვს ავ­ტორს სა­მო­ნასტ­რო მშე­ნებ­ლო­ბის, ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძ­ღვ­რე­ბის, ბერ­მო­ნაზვ­ნუ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის ქართლ­ში დამკ­ვიდ­რე­ბის სა­კით­ხე­ბი­სად­მი. ნაშ­რო­მის რე­ცენ­ზენ­ტის პროფ. ი.მა­დი­შევს­კის დასკვ­ნით ~ავ­ტორს გულწრ­ფე­ლად უყ­ვარდა თა­ვი­სი სამ­შობ­ლო და გა­ტა­ცე­ბუ­ლია სურ­ვი­ლით შე­ის­წავ­ლოს მი­სი ის­ტო­რია, იმი­სათ­ვის ძვირ­ფა­სია მი­სი გარ­და­მო­ცე­ბა­ნი, მი­სი სიძ­ვე­ლე­ნი, მი­სი მართლ­მა­დი­დე­ბე­ლო­ბა... ავ­ტო­რი ვრცლად გაც­ნო­ბი­ლია ქარ­თულ ის­ტო­რი­ულ პირ­ველწ­ყა­რო­ებს, შეს­წავ­ლი­ლი აქვს რუ­სე­თის ან უც­ხო ქვეყ­ნელ­თა ის­ტო­რიუ­ლი მწერ­ლო­ბა... ავ­ტო­რის შრო­მა ქე­ბის ღირ­სია.[44]

კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ამ ნაშ­რო­მით გა­მო­ვი­და სა­მოღ­ვა­წეო ას­პა­რეზ­ზე  "იგი თერგ­და­ლე­ულ­თა მემკ­ვიდ­რე იყო. ამ თ­აო­ბის ნა­წი­ლის მი­ერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აზ­რი სა­ქართ­ვე­ლოს ხსნი­სა და გა­დარ­ჩე­ნის შე­სა­ხებ ახა­ლი როდი იყო XVII-XIX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ეროვ­ნუ­ლი გან­საც­დე­ლის ჟამს, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ნიც ეროვ­ნულ-ეკ­ლე­სი­ურ მო­ტი­ვებ­ზე ამახ­ვი­ლებდ­ნენ ყუ­რად­ღე­ბას".[45] კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე რო­გორც სა­ქართ­ვე­ლოს უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი დ­იდ­მ­ნიშვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მებს. იგი ეპის­კო­პოს კი­რიონ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და თბი­ლის­ში ქარ­თუ­ლი გიმ­ნა­ზი­ის სა­ძირკ­ვე­ლის ჩაყ­რის ცე­რე­მო­ნი­ალ­ში, ხო­ლო 1918 წლის 26 იან­ვარს სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არქ უწ­მი­დეს­სა და უნე­ტა­რეს კი­რი­ონ II ერ­თად აღას­რუ­ლებ­და სა­ზეი­მო წირ­ვას ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. თა­ვი­სი ხანგრძ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მას მჭიდ­რო მეც­ნიე­რუ­ლი თა­ნამშ­რომ­ლო­ბა აკავ­ში­რებ­და თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­თან, მის პრო­ფე­სუ­რას­თან, მის მეც­ნიე­რულ ნაშ­რო­მებს ან­გა­რიშს უ­წევდ­ნენ: ივ.ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, კ.კე­კე­ლი­ძე, ს.კა­კა­ბა­ძე, აკ.შა­ნი­ძე, გ.ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლი, შ.ნუ­ცუ­ბი­ძე, მ.გო­გო­ბე­რი­ძე და სხვე­ბი.

კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე რო­გორც მეც­ნიე­რი და წყა­როთმ­ცოდ­ნე კარ­გად წარ­მო­ჩინ­და სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლიი­სათ­ვის ბრძო­ლის პი­რო­ბებ­ში, რო­ცა მან ჯერ ჟურ­ნალ  "პას­ტორ­ში" (1894 წ. К.Цинцадзе Автокефалия церкви Грузинской (исторический очерк 1905 вв) თბ. 1905) გა­მო­აქ­ვეყ­ნა ნაშ­რო­მი, რო­მელ­შიც მეც­ნიე­რუ­ლად და­ა­სა­ბუ­თა სი­მართ­ლე სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც ნ.პა­პუ­აშ­ვი­ლი შე­ნიშ­ნავს ამ გა­მოკვ­ლე­ვებ­მა სპე­ცი­ა­ლისტ­თა სა­მარ­თ­ლია­ნი ყუ­რად­ღე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.[46] კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძის ეს ნაშ­რო­მე­ბი დი­დად წა­ად­გა სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლიი­სათ­ვის საქ­მეს XX სა­უ­კუ­ნის და­საწ­ყის­ში. სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ის ღრმა ცოდ­ნა ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღდ­გე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და აღდ­გე­ნის შემ­დეგ მი­სი დაც­ვა იყო კ.ცინ­ცა­ძის, რო­გორც მთა­ვა­რი მოქ­მე­დი სა­სუ­ლიე­რო პი­რის საქ­მია­ნო­ბა 1917-43 წლებ­ში სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რიუ­ლი უფ­ლე­ბის დაც­ვის დროს იგი იყო შე­უ­ვა­ლი, ფაქ­ტე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის ზედ­მი­წევ­ნით მცოდ­ნე, რა­საც თვით მი­სი მო­წი­ნ­ააღმ­დე­გე­ნიც ­აღი­ა­რებდ­ნენ  "კ.ცინ­ცა­ძემ ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია­ში პირ­ველ­მა და­ა­სა­ბუ­თა, რომ პი­როვ­ნე­ბა, ვინც ა­ზია­რა ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი იოა­ნე ჰუ­ტენ­ბერ­გის გა­მო­გო­ნე­ბას იყო იე­რუ­სა­ლი­მის ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტე­რის წი­ნამ­ძღ­ვა­რი­ ნი­კი­ფო­რე, რო­მე­ლიც შემდ­გომ ეპის­კო­პო­სის ხა­რის­ხით შე­ი­მო­სა".[47]

კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძის ნაშ­რო­მებს შო­რის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლია მი­სი ნაშ­რო­მი "ქვა­შე­თის წმი­დის გი­ორ­გის ეკ­ლე­სია ტფი­ლის­ში",[48] რო­მე­ლიც 1930 წლის მარტ­ში და­ას­რუ­ლა. ამ ეკ­ლე­სი­ას­თან იგი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო XX სა­უ­კუ­ნის და­საწ­ყი­სი­დან ახა­ლი ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა კ.ცინ­ცა­ძის ქვა­შეთ­ში წინამძღვ­რო­ბის დროს და­იწ­ყო და დას­რულ­და. ავ­ტო­რი შე­სა­ვალ­ში არ­სე­ბულ წყა­რო­თა და სა­მეც­ნიე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე აზუს­ტებს ეკ­ლე­სი­ის სა­ხელ­წო­დე­ბას, მის პირ­ვან­დელ მდგო­მა­რეო­ბას, პირ­ვე­ლი და მ­ეო­რე ტაძ­რის შე­სა­ხებ კ.ცინ­ცა­ძის ცნო­ბე­ბი უნი­კა­ლუ­რია ნაშ­რომ­ში მოხ­მო­ბილ წყა­რო­თა და სა­ბუთ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა დღეს და­კარ­გუ­ლია.

კ. ცინ­ცა­ძის ნაშ­რომ­ში დაწვ­რი­ლე­ბი­თაა გან­ხი­ლუ­ლი ქვა­შე­თის ეკ­ლე­სი­ის სიწ­მინ­დე­ნი, ქო­ნე­ბა-მა­მუ­ლე­ბი, ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში დაკრ­ძა­ლუ­ლი წინამძღვ­რე­ბის, სა­სუ­ლიე­რო თუ ს­აე­რო პირ­თა ბი­ოგ­რა­ფიე­ბი. ნაშ­რომს ახ­ლავს XIX სა­უ­კუ­ნის 20-ია­ნი წლე­ბი­დან XX სა­უ­კუ­ნის 30-იან წლე­ბამ­დე სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­სუ­ლიე­რო პირ­თა შე­სა­ხებ უნი­კა­ლუ­რი ცნო­ბე­ბი. წიგ­ნის ავ­ტო­რი თვალ­სა­ჩი­ნოს ხდის ­არა­ერთ ისეთ ფაქტს, რო­მელ­ნიც XIX სა­უ­კუ­ნე­ში მოხ­და აჩ­ვე­ნებს სა­ქართ­ვე­ლოს ეგ­ზარ­ქო­სე­ბის სა­ხეს. დაწვ­რი­ლე­ბით აღ­წე­რას XIX სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში თბი­ლი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია­ში ჩუ­დეც­კის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქართ­ვე­ლოს ეგ­ზარ­ქოს პავ­ლეს სკან­და­ლუ­რი განც­ხა­დე­ბის გა­მო სა­ზო­გა­დოე­ბა­ში წარ­მო­შო­ბილ ვნე­ბა­თა­ღელ­ვას. გავრ­ცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­წი­ნ­ააღმ­დე­გოდ თით­ქოს პავ­ლე ეგ­ზარ­ქოს­მა ქართ­ვე­ლი ერი ს­იო­ნის ტა­ძარ­ში დაწ­ყევ­ლა კ.ცინ­ცა­ძე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მან "ჩუ­დეც­კის და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე ალექ­სანდ­რე ნე­ვე­ლის სახ. ეკ­ლე­სია­ში წარ­მოთქ­ვა სიტყ­ვა".[49] კ.ცინ­ცა­ძის რო­გორც წყა­როთმ­ცოდ­ნის, ტექს­ტო­ლო­გი­სა და სა­ქართ­ვე­ლოს სა­ის­ტო­რიო-სა­ეკ­ლე­სიო სა­ბუ­თე­ბის ღრმა მცოდ­ნის დას­ტუ­რად წიგნ­ზე დარ­თუ­ლი მი­სი კო­მენ­ტა­რე­ბი გა­მოდ­გე­ბა. ასე­ვე  "სა­ინ­ტე­რე­სოა მი­სი შე­ნიშვ­ნე­ბი კა­ბე­ნის ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტერ­ზე, ვე­რის წმ. ნი­კო­ლო­ზის ეკ­ლე­სია­ზე, დი­დუ­ბის ეკ­ლე­სია­სა და სამ­რევ­ლო­ზე".[50]

კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძემ კ.კე­კე­ლი­ძეს­თან ერ­თად დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა  "სამღვ­დელმ­თავ­რო კონ­და­კის",  "კურთ­ხე­ვა­ნის" გა­მო­ცე­მის საქ­მე­ში. მას­ვე ეკუთვ­ნის გა­მოკვ­ლე­ვა "ქარ­თუ­ლი ოდი­კი­სათ­ვის"[51] ფრი­ად სა­ინ­ტე­რე­სოა კ.ეკაშ­ვი­ლის ფსევ­დო­ნი­მით  კ.ცინ­ცა­ძის  წე­რი­ლი  "ვეფ­ხისტ­ყა­ოს­ნის"  ავ­ტო­რის მსოფლმ­ხედ­ვე­ლო­ბი­სათ­ვის"[52] მკვლე­ვარ ნ.პა­პუ­აშ­ვი­ლის აზ­რით  "სა­კით­ხის დას­მის თვალ­საზ­რი­სით უმ­ნიშვ­ნე­ლო­ვა­ნეს მიგ­ნე­ბად უნ­და ჩა­ით­ვა­ლოს კ.ცინ­ცა­ძის  "შემთხ­ვე­ვი­თი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის" ერთ-ერ­თი და­ნარ­თი, ბ): "მე რუსთ­ვე­ლი ხე­ლო­ბი­თა ვიქმნ საქ­მე­სა, ალამ­და­რი" (მედ­რო­შე, მე­ბაი­რა­ღე) მი­სი აზ­რით მერ­ვე სტრო­ფის დამ­წერს მე­ტი სა­ბუ­თი ჰქონ­და  ჩა­ეთ­ვა­ლა  ვეფ­ხისტ­ყა­ოს­ნის  ავ­ტო­რი  რუსთ­ველ  ეპის­კო­პოს ალამ­და­რად. სა­სურ­ვე­ლია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვა-ძ­იე­ბა".[53]

კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე თა­ვი­სი მოღ­ვა­წეო­ბით ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენტრ­ში იდ­გა. არ არ­სე­ბობ­და XIX-XX სა­უ­კუ­ნეე­ბის მიჯ­ნა­ზე, მი­სი ხანგრძ­ლი­ვი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე სა­ქართ­ვე­ლო­ში მომხ­და­რი მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა, რო­მელ­საც იგი არ გა­მოხ­მაუ­რე­ბია. მან ერთ-ერთ­მა პირ­ველ­მა ზუს­ტად შე­ა­ფა­სა ი­ლია ჭავ­ჭა­ვა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბა ქართ­ვე­ლი ერის წი­ნა­შე "ი­ლია ჭავ­ჭა­ვა­ძე - აღ­ნიშ­ნავ­და იგი - მიგ­ვაჩნ­და არა მარ­ტო დი­დე­ბულ მწერ­ლად, ანუ ფას­დაუ­დე­ბელ მგოს­ნად, გა­ნა თუ გა­მო­ჩე­ნილ და სა­სი­ქა­დუ­ლო სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წედ, არა­მედ და უმ­თავ­რე­სად, გზის მაჩ­ვე­ნებ­ლად, ჭკუ­ის მას­წავ­ლებ­ლად, ანუ სიტყ­ვი­სა­ებრ საღმრ­თო წე­რი­ლი­სა, - წინამძღვ­რად, ჭეშ­მა­რი­ტად, ჭმუნ­ვა­სა და სი­ხა­რულ­ში. იგი იყო ჩვე­ნი ნუ­გე­შის შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი და შვე­ბის მომ­ცე­მი, ხო­ლო ფიქ­რის, საქ­მის, შრო­მის დრო­სა ხომ იმას ბა­და­ლიც არა ჰყავ­და: მი­სი რჩე­ვა და და­რი­გე­ბა უსა­სოდ­ქმ­ნილს იმედს ჩა­უ­ნერ­გავ­და გულ­ში და ბე­დის­გან გან­ლა­ღე­ბულს გან­საც­დელ­სა და საფრთ­ხის­გან დ­აიხს­ნი­და".[53ა] სა­ინ­ტე­რე­სო წე­რი­ლე­ბი მიუძღვ­ნა გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ანს, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილს, გი­ორ­გი ქართ­ვე­ლიშ­ვილს, ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვილს. მეც­ნიე­რუ­ლი პა­ექ­რო­ბა ჰქონ­და ლე­ონ მე­ლიქ­სეთ-ბეგ­თან, ს.კა­კა­ბა­ძეს­თან, ივ.ჯა­ვა­ხიშ­ვილ­თან, ს.ჯა­ნა­ში­ას­თან. დი­დი ქართ­ვე­ლი მხატ­ვა­რი ლ.გუ­დი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც 1947 წელს უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კა­ლისტ­რა­ტემ ქვაშ­ვე­თის წმ. გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის მო­ხატ­ვის წი­ნა­და­დე­ბა შესთავაზა და უამ­რა­ვი ხე­ლის­შემშ­ლე­ლი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მხატ­ვარს მუ­შაო­ბის სა­შუა­ლე­ბა შ­ეუქმ­ნა. ასე ახა­სია­თებ­და უწ­მი­დეს კა­ლისტ­რა­ტეს:  "იგი დი­დე­ბუ­ლი ადა­მია­ნი იყო. პატ­რიო­ტი, განთ­ლე­ბუ­ლი, ის­ტო­რი­ის, სა­ეკ­ლე­სიო მხატვ­რო­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მცოდ­ნე... უაღ­რე­სად კაცთ­მოყ­ვა­რე... მე იგი ისე მომ­წონ­და, რომ მი­სი სა­ხე ფრეს­კა­ში ერთ-ერთ მო­ცი­ქუ­ლად ჩავ­ხა­ტე... მას ეს ძა­ლი­ან ე­სია­მოვ­ნა".[54]

სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი კა­ლისტ­რა­ტე იყო დი­დი გაბ­რი­ელ ეპის­კო­პო­სის მად­ლით გაბრწ­ყი­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა რო­გორც უმაღ­ლეს­მა სა­სუ­ლიე­რო იე­რარქ­მა, ასე­ვე გა­მო­ჩე­ნილ­მა მეც­ნი­ერ­მა და პე­და­გოგ­მა. საბ­ჭოუ­რი სუ­ლის­შემ­ხუთ­ვე­ლი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­შიც კი მო­ა­ხერ­ხა თა­ვი­სი მეც­ნიე­რუ­ლი ი­დეე­ბის პრო­პა­გან­და, სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­რი­ტე­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. იმ დროს, რო­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქ­ტიუ­რად ცდი­ლობ­და ჯერ უღ­მერ­თო­თა კავ­ში­რის, ხო­ლო შემ­დეგ რე­ლი­გი­ის საქ­მე­თა რწმუ­ნე­ბუ­ლის აპა­რა­ტის მეშ­ვეო­ბით სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის იზო­ლა­ცი­ას უწ­მი­დეს­სა და უნე­ტა­რეს კა­ლისტ­რა­ტეს­თან იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კონს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე, შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე, აკა­კი შა­ნი­ძე, ნი­კო კეც­ხო­ვე­ლი, ლა­დო გუ­დი­აშ­ვი­ლი უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე საო­ცარ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენ­და რო­გორც მორწ­მუ­ნე­ებ­ზე ისე ­ათე­ის­ტებ­ზეც, ბიბ­ლიუ­რი სა­ხის მო­ხუ­ცი ღრმად განს­წავ­ლუ­ლი თე­ო­ლო­გია­სა და სა­ქართ­ვე­ლოს ის­ტო­რია­ში ვი­საც თუნ­დაც ერთ­ხელ უნა­ხავს ვე­რა­სო­დეს და­ი­ვიწ­ყებს მის ნა­თელ სა­ხეს იგი ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მშვე­ნე­ბა იყო.

დასკვ­ნის სა­ხით შე­იძ­ლე­ბა ავღ­ნიშ­ნოთ გან­სა­ხილ­ვე­ლი პე­რიო­დის (1917-1952 წ.წ.) სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რ­იარქ­ნი იყვ­ნენ არა მარ­ტო გა­მო­ჩე­ნი­ლი სა­სუ­ლიე­რო მოღ­ვა­წე­ნი, არა­მედ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, მეც­ნიე­რე­ბის მსა­ხურ­ნი და შე­მოქ­მედ­ნი. ეპო­ქა, რო­მელ­შიც მათ მო­უხ­დათ ცხოვ­რე­ბა იყო რთუ­ლი და წი­ნ­ააღმ­დე­გობ­რი­ვი ყვე­ლამ გა­მოს­ცა­და სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სიუ­რი და სა­ხელმ­წი­ფო­ებ­რი­ვი და­მოუ­კი­დებ­ლო­ბით მო­ნი­ჭე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლი და სა­ხელმ­წი­ფო­ებ­რი­ვი და­მოუ­კი­დებ­ლო­ბის და­კარგ­ვით გა­მოწ­ვეუ­ლი მწუ­ხა­რე­ბაც (კი­რი­ონ II გარ­და ს.ვ.), მაგ­რამ მათ სა­სა­ხე­ლოდ უნ­და ითქ­ვას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დევ­ნა-შე­ვიწ­როე­ბის, სა­მოქ­მე­დო ას­პა­რე­ზის შეზ­ღუდ­ვის მი­უ­ხე­და­ვად მო­ა­ხერ­ხეს სა­ქართ­ვე­ლოს მსა­ხუ­რე­ბა. ისი­ნი სა­ქართ­ვე­ლოს ის­ტო­რია­ში დარჩ­ნენ არა მარ­ტო იმი­ტომ, რომ იყვ­ნენ სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რ­იარქ­ნი, არა­მედ დი­დე­ბუ­ლი მა­მუ­ლიშ­ვილ­ნი და ქართული კულტურის ქომაგნი და პროპაგანდისტები.

 

თავი IV

XX საუკუნის 20-30-იან წლებში მოღვაწე ზოგიერთ სასულიერო პირთა პორტრეტი


დე­კა­ნო­ზი ნი­კი­ტა თა­ლაკ­ვა­ძე

 

საქართ­ვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგენი­სათ­ვის მებრძოლ სა­სუ­ლიე­რო მოღ­ვა­წე­თა შო­რის დეკა­ნოზ ნი­კი­ტა თალაკ­ვა­ძეს გა­მორ­ჩეუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს. სამწუ­ხა­როდ, დღევან­დელ­მა ქართვე­ლო­ბამ ცო­ტამ რამ იცის ნი­კი­ტა თალაკ­ვა­ძის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღვა­წეო­ბის შესა­ხებ.

ნი­კი­ტა თა­ლაკ­ვა­ძე დაი­ბა­და 1873 წელს. გურიის სოფ. ასკანაში პირველ­დაწ­ყე­ბი­თი სა­სუ­ლიე­რო განათ­ლე­ბის მიღე­ბის შემდეგ სწავლის გასაღრმა­ვებ­ლად გაე­შუ­რა კიევ­ში, სა­დაც 1895 წელს ჩაი­რიც­ხა სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში, რომე­ლიც დაამ­თავ­რა 1899 წელს. კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში სხვა­დასხ­ვა დროს უსწავ­ლიათ ია­კობ გოგე­ბაშ­ვილს, ნი­კო ლომოურს, ილია ფერა­ძეს, მელი­ტონ კელენ­ჯე­რი­ძეს. სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოს-პატრიარქებს კირიონ II (საძაგ­ლიშ­ვი­ლი), ლეო­ნი­დს ოქრო­პი­რი­ძეს, კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძეს. მიტ­რო­პო­ლი­ტებს და ე­პის­კო­პო­სებს: დი­მიტ­რი აბა­ში­ძეს, ნა­ზარ ლეჟა­ვას, გიორ­გი ალა­დაშ­ვილს, პი­როს ოქრო­პი­რი­ძეს. ამ აკა­დე­მია­ში სწავ­ლა მა­ღალ დო­ნე­ზე მიმდი­ნა­რეობ­და და რუსე­თის ცარიზ­მის რეაქ­ციუ­ლი საგანმა­ნათ­ლებ­ლო პოლი­ტი­კის მიუ­ხე­და­ვად, ცალ­კეუ­ლი საღვთის­მეტყ­ვე­ლო საგნის პე­და­გო­გე­ბი მაინც ახერ­ხებდ­ნენ სტუდენ­ტებ­ში შეენარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ ეროვ­ნუ­ლი სუ­ლისკ­ვე­თე­ბა. ამის დას­ტუ­რია დეკა­ნოზ ნი­კი­ტა თალაკ­ვა­ძის მოგო­ნე­ბი­დან ერ­თი საინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი: - "იმ დროს სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში ინსპექ­ტო­რად მუშაობ­და პლატონ როჟ­დესტ­ვენს­კი, რომელ­საც თავისუფ­ლად ვესაუბ­რე­ბო­დით სტუდენ­ტე­ბი. მე რო­გორც წინასწარ­მეტყ­ველ­მა ვუთ­ხა­რი, რომ ის აუცი­ლებ­ლად გახ­დე­ბო­და მღვდელმ­თა­ვა­რი".[1]

სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მიის დამთავ­რე­ბის შემდეგ, 1899 წელს დე­კა­ნო­ზი ნი­კი­ტა თა­ლაკ­ვა­ძე დაი­ნიშ­ნა ქუთაი­სის სა­სუ­ლიე­რო სასწავლებ­ლის მასწავლებ­ლად, სა­დაც მუშაობ­და 1902 წლის დეკემბ­რამ­დე.[2] 1902 წლის დეკემბ­რი­დან 1903 წლის ნოემბ­რის ბო­ლომ­დე მუშაობ­და ფო­თის კათედ­რის დეკა­ნო­ზად, მაგრამ უთანხ­მოე­ბა მოუ­ვი­და ეპის­კო­პოს დი­მიტ­რი აბაში­ძეს­თან, რომელ­მაც სთხო­ვა ეგზარ­ქოს ალექ­სი ოპოც­კის გადმოეყ­ვა­ნა მი­სი ეპარ­ქიი­დან. ეპის­კო­პო­სი დი­მიტ­რი აბა­ში­ძე იყო ცნო­ბი­ლი რე­ნე­გა­ტი, რომელ­მაც 1906 წელს რუსე­თის ეკლე­სიის სინო­დის სპეცია­ლურ სხდო­მა­ზე, სა­დაც ქარ­თუ­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნის სა­კით­ხი იხი­ლე­ბო­და, გა­ნაც­ხა­და - დაი­ჭი­რეთ ეპის­კო­პო­სე­ბი კირიო­ნი და ლეო­ნი­დი და ქარ­თუ­ლი ეკლე­სიის დამოუ­კი­დებ­ლო­ბა­ზე საუ­ბა­რიც შეწყ­დე­ბაო. დე­კა­ნო­ზი ნი­კი­ტა თა­ლაკ­ვა­ძე დი­მიტ­რი აბა­ში­ძის შესა­ხებ წერ­და: "იყო იგი დი­დი მოყ­ვა­რუ­ლი რუ­სე­ბი­სა, მას ქარ­თუ­ლი და ქართ­ვე­ლო­ბა არა სწამ­და, თვითონ გა­რუ­სე­ბუ­ლი იყო, არც კი ეხერ­ხე­ბო­და ლა­პა­რა­კი ქართუ­ლად. იგი იყო რუსე­თის ბატო­ნო­ბის ჭეშ­მა­რი­ტი იდეო­ლო­გი".[3] ასეთ ადა­მიან­თან ილია ჭავჭა­ვა­ძის იდეებ­ზე აღზრდილ ნი­კი­ტა თალაკ­ვა­ძეს მუშაო­ბა გაუ­ჭირ­დე­ბო­და.

1903-1912 წ.წ. ნი­კი­ტა თა­ლაკ­ვა­ძე დიდუ­ბის ეკლე­სიის წინამძღ­ვა­რი იყო. ამ დროს სა­ქართ­ვე­ლო­ში წირ­ვა-ლოც­ვა რუ­სულ ენა­ზე მიმდი­ნა­რეობ­და და რუ­სი ეგ­ზარ­ქო­სე­ბი ცდილობდ­ნენ ქართ­ვე­ლი მორწ­მუ­ნე მრევლის მეხსიე­რე­ბი­დან ამოე­შა­ლათ ქართველ წმინდან­თა მოხსე­ნიე­ბის დღეე­ბი. ნი­კი­ტა თალაკ­ვა­ძემ მიტ­რო­ფა­ნე ლაღი­ძის, სო­სი­კო მერკვი­ლა­ძის და სხვა­თა დახმა­რე­ბით აღად­გი­ნა წმ. მე­ფე თამა­რის ხსოვნის დღე და თამა­რო­ბის დღესას­წაუ­ლი. იგი რო­გორც ეპის­კო­პოს კირიო­ნის თანა­მოაზ­რე აქტიურ მონა­წი­ლეო­ბას იღებ­და 1905 წლის მაის­ში ქართ­ვე­ლი სამღვდე­ლოე­ბის კრების მუშაო­ბა­ში, რომელ­მაც დევ­ნა-შე­ვიწ­როე­ბი­სა და შერცხვე­ნის მიუ­ხე­და­ვად მაინც კატე­გო­რიუ­ლად მოით­ხო­ვა საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდ­გე­ნა, რა­მაც "აი­ძუ­ლა რუსე­თის იმ­პე­რა­ტო­რი ნიკო­ლოზ მეო­რე 1906 წლის 11 აგვის­ტოს სინო­დის ობერპ­რო­კუ­რო­რის მოხსე­ნიე­ბის საფუძ­ველ­ზე გაე­ცა განკარ­გუ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის საკით­ხის განხილ­ვა გადაე­ცა რუსე­თის უახ­ლოე­სი საეკ­ლე­სიო კრებისათ­ვის",[4] მაგრამ ამა­ვე დროს დაიწ­ყო სას­ტი­კი დევ­ნა შე­ვიწ­როე­ბა და ცი­ლის­წა­მე­ბა ავტო­კე­ფა­ლიის მომხ­რე­თა მი­მართ. გადაა­სახ­ლეს და ჟანდარ­მე­რიის მკაც­რი მეთვალ­ყუ­რეო­ბის ქვეშ მოაქ­ციეს ეპის­კო­პო­სე­ბი კირიო­ნი, ლეო­ნი­დი, არ­ქი­მანდ­რი­ტი ამბ­რო­სი. ნი­კი­ტა თალაკ­ვა­ძეს დი­დუ­ბე­ში არა ერთხელ მია­კით­ხა ჟანდარ­მე­რიამ, რო­გორც იგი გად­მოგვ­ცემს, პოლკოვ­ნი­კი პასტ­რიუ­ლი­ნი ეუბ­ნე­ბო­და "შენ ავტო­კე­ფა­ლის­ტი ხარ, დი­დუ­ბე­ში საყდარ­ში რუ­სე­ბი დადიან და რა სა­ჭი­როა იქ ქარ­თუ­ლი წირ­ვა-ლოც­ვა".[5]

სა­ქართ­ვე­ლო­ში რეაქ­ციის განსა­კუთ­რე­ბუ­ლი მძინვა­რე­ბის ხა­ნა­ში ადგი­ლობ­რი­ვი ნიჰილის­ტე­ბიც მონაწილეობდ­ნენ ანტიქარ­თულ კამ­პა­ნია­ში. პატ­რიო­ტუ­ლი ძალები­სათ­ვის დი­დი და­ნაკ­ლი­სი იყო 1907 წლის 30 აგვის­ტოს ილია ჭავჭა­ვა­ძის ვე­რა­გუ­ლი მკვლე­ლო­ბა. დე­კა­ნო­ზი ნი­კი­ტა თა­ლაკ­ვა­ძე 1907 წლის 7 სექტემ­ბერს დიდუ­ბის ეკლე­სიის მრევლთან ერ­თად შეე­გე­ბა წიწა­მუ­რი­დან თბილის­ში მომა­ვალ სამგ­ლო­ვია­რო პროცე­სიას, რომე­ლიც მოას­ვე­ნებ­და ილია ჭავჭა­ვა­ძის ნეშტს და მი­მარ­თა სიტყვით მას. "დი­დე­ბუ­ლო მგო­სა­ნო, ქართ­ვე­ლი ხალხის თავისუფ­ლე­ბის წინა­მორ­ბე­დი... ქართ­ვე­ლი სამღვ­დე­ლოე­ბა მუხლს იდ­რეკს შენს მოწამებ­რივ ნაშთ­თა წი­ნა­შე, შენს ზე­გარდ­მო - მადლით ცხებულ შუბლს მა­რად და მუ­დამ აღ­ბეჭ­დი­ლი ექ­ნე­ბა სამშობ­ლოს ტკი­ვი­ლე­ბი... ჩვე­ნი ვალია შევით­ვი­სოთ შე­ნი მისწ­რა­ფე­ბა­ნი, შე­ნი ან­დერ­ძი აღსავ­რუ­ლოთ და მით წამე­ბულ­მა სულმან შენმან გაი­ხა­როს".[6]

1912-1924 წ.წ. დე­კა­ნო­ზი ნი­კი­ტა თა­ლაკ­ვა­ძე მოღვა­წეობ­და ანჩის­ხა­ტის ეკ­ლე­სია­ში. 1916 წელს პატი­რი­მის ნაცვლად დანიშ­ნულ­მა საქართ­ვე­ლოს ეგზარ­ქოს­მა პლატონ როჟდესტ­ვენს­კიმ ეგზარ­ქო­სის სახლ­ში შეხვედ­რა მოუწ­ყო კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მიის კურსდამთავ­რე­ბულ ქართველ სა­სუ­ლიე­რო პი­რებს. ამ შეხვედ­რის მი­ზა­ნი იყო  გარკ­ვე­ვა სა­ქართ­ვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პროცე­სებ­ში ეგზარ­ქო­სის და იმა­შიც - ქართველ სა­სუ­ლიე­რო პირ­თა შო­რის თუ ვინ­მე იყო დარ­ჩე­ნი­ლი, ვინც ქარ­თუ­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნას ით­ხოვ­და. შეხვედ­რა ურთიერთ­მო­კითხ­ვი­თა და ქათი­ნაუ­რე­ბით ჩაივ­ლი­და, რომ არა დეკა­ნოზ ნ. თალაკ­ვა­ძის გა­ბე­დუ­ლი გა­მოსვ­ლა. მან სიტყვით მი­მარ­თა ეგზარ­ქოს პლა­ტონს და მოა­გო­ნა კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში ნათქ­ვა­მი, რომე­ლიც წინასწარ­მეტყ­ვე­ლუ­რად ახ­და და ახალ­გაზრ­და ინსპექ­ტო­რი პლა­ტო­ნი მღვდელმ­თა­ვა­რი გახ­და "ახ­ლა იქ­ნე­ბა ესეც ახ­დეს და შენს დროს ქართულ­მა ეკლე­სიამ ავ­ტო­კე­ფა­ლია მოი­პო­ვოს და შენ უკა­ნასკ­ნე­ლი ეგ­ზარ­ქო­სი იყო სა­ქართ­ვე­ლო­სი".[7] ეგ­ზარ­ქო­სი პლა­ტო­ნი ფრიად ნაწ­ყე­ნი დარ­ჩა ნი­კი­ტა თალაკ­ვა­ძის სიტყვით, მარ­თა­ლია ხმამაღ­ლა არა­ფე­რი უთქ­ვამს, მაგრამ იმა­ვე წლის 12 აგვის­ტოს თბილი­სის ჟანდარ­მე­რიის საგამომ­ძიებ­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გამოი­ძა­ხეს და მკაცრად გააფრთ­ხი­ლეს, თუ კვლავაც გააგრ­ძე­ლებ­და საქართველოს ეკლე­სიის ავტოკეფალიისთ­ვის ბრძოლას, ისიც კირიო­ნი­სა და მი­სი თანა­მებრ­ძო­ლე­ბის ბედს გაი­ზია­რებ­და. თუმ­ცა ამ დაკითხ­ვას უკვა­ლოდ მაინც არ ჩაუვ­ლია. დე­კა­ნო­ზი ნ. თა­ლაკ­ვა­ძე, რომე­ლიც პარა­ლე­ლუ­რად თბილი­სის ალექ­სანდ­რეს საოს­ტა­ტო სემი­ნა­რია­შიც მუშაობ­და პედა­გო­გად სამსა­ხუ­რი­დან დაით­ხო­ვეს, რო­გორც "გამოუს­წო­რე­ბე­ლი ნაციო­ნა­ლის­ტი". საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნისთ­ვის მებრ­ძოლთ უკე­თე­სი ვი­თა­რე­ბა შეექმ­ნათ 1917 წლის თებერვ­ლის რევო­ლუ­ციის შემდეგ და მა­თაც მიუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეპის­კო­პო­სი კირიო­ნი, არ­ქი­მანდ­რი­ტი ამბ­რო­სი და სხვე­ბი რუ­სეთ­ში გადასახ­ლე­ბი­დან ჯე­რაც არ დაბრუ­ნე­ბუ­ლიყვ­ნენ სამშობ­ლო­ში, დაიწ­ყეს ფარ­თო მუშაო­ბა საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგენი­სათ­ვის. დეკა­ნოზ ნ. თალაკ­ვა­ძის საინ­ტე­რე­სო მო­გო­ნე­ბა შემოუ­ნა­ხავს ამ საკითხებ­თან დაკავ­ში­რე­ბით "1917 წლის 8 მარტს ნ. თალაკ­ვა­ძის ბი­ნა­ზე შედ­გა საი­დუმ­ლო კრე­ბა, რომელ­საც ესწრებოდ­ნენ ნ. ჟორ­და­ნია, ალ. ლომ­თა­თი­ძე, სო­სი­კო მერკ­ვი­ლა­ძე, ეპის­კო­პო­სი ან­ტონ გიორ­გა­ძე. კრე­ბა­ზე რუ­სეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვლე­ნე­ბის ანა­ლი­ზი გაა­კე­თა ნ. ჟორდა­ნიამ, რომელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ სურ­ვი­ლი იყო დაეჩ­ქა­რე­ბი­ნათ საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდ­გე­ნა. შეთანხმდ­ნენ, რომ 12 მარტს მცხე­თა­ში, სვეტიც­ხო­ველ­ში გადაე­ხა­დათ მშვიდო­ბის პა­რაკ­ლი­სი, ხო­ლო შემდეგ წაეკით­ხათ ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნის აქ­ტი".

სამწუ­ხა­როდ, საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნის მოწინააღმ­დე­გე­თა შო­რის რუს რეაქციო­ნე­რებ­თან ერ­თად იყვნენ ე­პის­კო­პო­სი დი­მიტ­რი აბა­ში­ძე, ეპის­კო­პო­სი გიორ­გი ალა­დაშ­ვი­ლი. ფრთხილობდ­ნენ და შიშობდ­ნენ ეპის­კო­პო­სი ლეო­ნი­დი, პი­რო­სი, მაგრამ ეპის­კო­პო­სი ან­ტონ გიორ­გა­ძის შეუდ­რე­კე­ლო­ბამ და ვაჟკა­ცო­ბამ თა­ვი­სი გაი­ტა­ნა. 1917 წლის 12 მარტს მცხე­თა­ში გამოც­ხად­და ქარ­თუ­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდ­გე­ნა, შეიქმ­ნა საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დროე­ბი­თი მმართვე­ლო­ბის კო­მი­ტე­ტი, რომლის მუშაო­ბა­შიც აქტიუ­რად მონა­წი­ლეობ­და დე­კა­ნო­ზი ნი­კი­ტა თა­ლაკ­ვა­ძე.

დე­კა­ნო­ზი ნ. თა­ლაკ­ვა­ძე იყო ერთ-ერ­თი ინი­ცია­ტო­რი სამშობ­ლო­ში სასწრა­ფოდ დაებ­რუ­ნე­ბი­ნათ რუსე­თის სხვა­დასხ­ვა ეპარ­ქიებ­ში იძუ­ლე­ბით გადა­სახ­ლე­ბუ­ლი ქართ­ვე­ლი სა­სუ­ლიე­რო მოღ­ვა­წე­ნი, რომელ­ნიც დამოუ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი ეკლე­სიის სამსა­ხურ­ში უნ­და ჩამდგა­რიყვ­ნენ. მან შეუწ­ყო ხელ­ი ქრისტეფორე კაპა­ნა­ძეს, რომე­ლიც რუ­სეთ­ში შეხვ­და ეპის­კო­პოს კირიონს და ქართველ მორწ­მუ­ნე­თა სახე­ლით სამშობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზა. უზო­მოდ გა­ხა­რე­ბუ­ლი და კმა­ყო­ფი­ლი ეპის­კო­პო­სი კირიო­ნი სა­ქართ­ვე­ლო­ში დაბრუნ­და. საინ­ტე­რე­სო წე­რი­ლია და­ცუ­ლი ნ. თალაკ­ვა­ძის პი­რად ფონდ­ში: "დი­დად პა­ტივ­ცე­მუ­ლო ნი­კი­ტა მალა­ქიას ძე, დიდ მადლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ ყურად­ღე­ბისთ­ვის. მე ისე არ მიჭრის ენა და მო­საზ­რე­ბა რო­გორც შენ, რომ ღირსეუ­ლად გამოვთქ­ვა მად­ლო­ბა, ამი­ტომ გთხოვ მიი­ღო ეს უბრა­ლოდ გა­მოთქ­მუ­ლი მად­ლო­ბა. მე დი­დად მად­ლო­ბე­ლი ვარ იმა­თი, ვინც ასე დაჟი­ნე­ბით მეძა­ხის სამშობ­ლო­ში დაბრუ­ნე­ბას. მღვ. მიხეილ ფხა­ლა­ძე 1917 წლის 31 ივ­ნი­სი".[8] ამ წერი­ლის ავ­ტო­რი შემდგომ­ში სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის მელქი­სე­დეკ მე­სა­მე იყო.

დე­კა­ნო­ზი ნ. თა­ლაკ­ვა­ძე იყო სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოზ-პატრიარ­ქის არჩევ­ნე­ბის დროს ხმის დამთვ­ლე­ლი კომი­სიის თავმჯ­დო­მა­რე და პირველ­მა გამოაც­ხა­და ახ­ლად ავტოკეფალიააღდ­გე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი ეკლე­სიის კათო­ლი­კოზ-პატრიარ­ქი კირიონ მეო­რე. იგი, რო­გორც სამშობ­ლოს თავ­და­დე­ბუ­ლი მსა­ხუ­რი, გულისტ­კი­ვი­ლით აღიქ­ვამ­და იმ ინტ­რი­გებს, რომე­ლიც გაა­ჩა­ღეს დი­დი საეკ­ლე­სიო მოღვა­წის, უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კირიონ მეო­რის მი­მართ. დეკა­ნოზ ნ. თალაკ­ვა­ძის მოგო­ნე­ბებ­ში გახს­ნი­ლია ყვე­ლა ფსევ­დო­ნი­მი, რომელ­საც ამო­ფა­რე­ბუ­ლი იყვნენ ცილისმ­წა­მე­ბელ­ნი გაზეთ "ახა­ლი სიტყვი­დან". იგი აღ­ნიშ­ნავდა, რომ ცილისმ­წა­მე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა პი­რა­დი წყენით იყვნენ შურის­მა­ძიე­ბელ­ნი. მაგა­ლი­თად, "ახალ სიტყ­ვა­ში" და­ბეჭ­დი­ლი "კათა­ლი­კოზ კირიო­ნის წირ­ვა..." ავ­ტო­რი ჯაჭვა­ძის ფსევდო­ნი­მით იყო პეტ­რე-პავლეს ეკლე­სიის წინამძღ­ვა­რი ილია შუბ­ლა­ძე, რომე­ლიც იმა­ზე იყო ნაწ­ყე­ნი, რომ ალექ­სანდ­რე ნევე­ლის ეკლე­სიი­დან გადაიყ­ვა­ნეს პეტ­რე-პავლეს ეკ­ლე­სია­ში... დეკა­ნოზ ნ. თალაკ­ვა­ძის ინი­ცია­ტი­ვით, მარ­თა­ლია, ცო­ტა მოგვია­ნე­ბით, მაგრამ მაინც გამოი­ცა სა­თა­ნა­დო რე­ზო­ლუ­ცია "ახა­ლი სიტყვის" პუბლიკა­ციებ­თან დაკავ­ში­რე­ბით: "თბილი­სის სამღვდე­ლოე­ბის კრე­ბა ღრმა მწუხა­რე­ბით აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ეკლე­სიის ცხოვ­რე­ბა­ში ად­გი­ლი ჰქონ­და ისეთ გამო­ცე­მას, როგო­რიც იყო "ახა­ლი სიტყ­ვა". იგი გმობს მის მიმარ­თუ­ლე­ბას და გა­მოთქ­ვამს ღრმა რწმენას, რომ "სამღვ­დე­ლოე­ბა­ში ამჟა­მად არ მოი­პო­ვე­ბა ისე­თი გონიე­რი სასულიერო პი­რი, რომე­ლიც მხარს უჭერ­დეს მის მიმარ­თუ­ლე­ბას".[9]

დეკა­ნოზ­მა ნ. თალაკ­ვა­ძემ ძალიან გა­ნი­ცა­და 1918 წლის 26 ივ­ნისს მარტყო­ფის საპატ­რიარ­ქო რეზი­დენ­ცია­ში მტარვა­ლის ხე­ლით და­ღუ­პუ­ლი კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქის - კირიონ II ბე­დი და გა­მოთქ­ვა საინ­ტე­რე­სო ვერ­სიე­ბი შე­საძ­ლო მკვლელე­ბის შესა­ხებ. კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქი კირიონ II სამუ­შაოდ ავი­და მარტყო­ფის საპატ­რიარ­ქო რეზი­დენ­ცია­ში, მასთან ერ­თად უნ­და წა­სუ­ლი­ყო ჩი­ტო კა­პა­ნა­ძე და არ­ქი­მანდ­რი­ტი ტა­რა­სი კან­დე­ლა­კი, მაგრამ კათა­ლი­კოს-პატრიარ­ქი კირიონ II რამ­დე­ნი­მე სა­ჭი­რო წიგნის წა­ღე­ბა და­ვიწ­ყე­ბო­და, ამი­ტომ ჩი­ტო კა­პა­ნა­ძე უკან დაბრუნ­და წიგნე­ბის წასა­ღე­ბად. მარტყოფ­ში საპატ­რიარ­ქო რეზიდენ­ციის ერთ ოთახ­ში კირიონ მეო­რე ისვე­ნებ­და, მეო­რე­ში არ­ქი­მანდ­რი­ტი ტა­რა­სი. დი­ლით კირიონ II თა­ვის ოთახ­ში მკვდა­რი, ტყვიით შუბლ­განგ­მი­რუ­ლი ნა­ხეს... ხმა დაუ­ყა­რეს თა­ვი მოიკ­ლაო... ეს იყო აშ­კა­რა სიც­რუე და ცი­ლის­წა­მე­ბა ტან­ჯუ­ლი მამამთავ­რის ხსოვნის წი­ნა­შე... კირიო­ნის უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო ეგზარ­ქო­სის ყო­ფი­ლი მდი­ვა­ნი და­ვით და­ვი­დო­ვი - დავი­თაშ­ვი­ლი, რომელ­საც კირიონ II არ მის­ცა სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს მდივ­ნო­ბა. ეს დავი­დოვ-დავი­თაშ­ვი­ლი რევოლ­ვე­რით შეუ­ვარ­და კირიონ II რეზი­დენ­ცია­ში და თუ არა გერმოგენის ბე­რის საზ­რია­ნო­ბა და მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა შეიძ­ლე­ბა ტრა­გე­დია დატ­რია­ლე­ბუ­ლი­ყო...

სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატ­რია­ქი კირიონ II თა­ვი­სი ეროვ­ნუ­ლი მიმარ­თუ­ლე­ბის გა­მო მიუ­ღე­ბე­ლი იყო  რუსე­თის  საი­დუმ­ლო სამსა­ხუ­რე­ბისთ­ვი­საც... მოხ­და გა­რე­შე მტრე­ბი­სა და ში­ნა რენე­გა­ტე­ბის ინტე­რეს­თა თანხვედ­რა, რაც მარტყოფ­ში კირიონ II მკვლელო­ბით დასრულ­და. გამო­ძიე­ბაც არას­წო­რად წარი­მარ­თა, ნ. თალაკ­ვა­ძის აზ­რით ყუ­რად­ღე­ბა არა­ვინ არ მიაქ­ცია იმას, რომ კირიონ II კუთვ­ნი­ლი რევოლვერი და­კე­ტი­ლი იყო - რო­გორ, თა­ვი მოიკ­ლა და რევოლვერი და­კე­ტა? - ირო­ნიუ­ლად შენიშ­ნავ­და იგი.

სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ პატრიარქ კირიონ II პა­ნაშ­ვი­დე­ბი გადაუ­ხა­დეს ანჩის­ხა­ტის ეკ­ლე­სია­ში, ხო­ლო შემდეგ სიონ­ში ნ. თალაკ­ვა­ძემ ბრწყინ­ვა­ლე სიტყვით მი­მარ­თა განს­ვე­ნე­ბულს, დაა­ხა­სია­თა იგი, რო­გორც ღირ­სეუ­ლი პი­როვ­ნე­ბა და ბრწყინ­ვა­ლე მეცნიერ-მწყემსმ­თა­ვა­რი. მი­სი აზ­რით, კირიონ II ზნეობ­რი­ვი მკვლე­ლე­ბი იყვნენ ისი­ნი, ვინც სასტი­კად მტრობდნენ მას და მის მომხრეებს. სულ მა­ლე კირიონ II ხვედ­რი გაი­ზია­რა ზოგიერთ­მა მის­მა მომხრე­მაც. 1918 წლის 18 სექტემ­ბერს უეც­რად გარდაიც­ვა­ლა ქუთა­თელ-გაე­ნა­თე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­ტონ გიორ­გა­ძე, ერ­თი თვით ად­რე მასთან სტუმრად იმ­ყო­ფე­ბო­და ნ. თა­ლაკ­ვა­ძე, რომელ­საც მეუ­ფე ან­ტონ­მა უთხ­რა, "რომ მის სი­ძეს გვარად რე­დი­გერს უცნო­ბებ­მა 10000 მა­ნე­თი ოქ­რო­თი შეაძ­ლიეს თუ ან­ტონს მოწამ­ლავ­და. რო­ცა მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­ტონ გიორ­გა­ძე გარდაიც­ვა­ლა, სი­ძე სადღაც გადაი­კარ­გა, ხო­ლო გვამის პათა­ნა­ტო­მიურ­მა ანა­ლიზ­მა, რომე­ლიც თბილის­ში პროფ. ლომოურ­მა ჩაუ­ტა­რა მიტრო­პო­ლიტ ან­ტონ გიორ­გა­ძის ნაწ­ლა­ვებს, დაა­დას­ტუ­რა, რომ გარდაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი იყო ვერცხლისწყ­ლით მო­წამვ­ლა".[10]

1920 წლის ივ­ლის­ში სა­კუ­თარი სახლის წინ მოკლეს კათა­ლი­კოზ-პატრიარქ კირიონ II არჩევ­ნე­ბის წინ საა­გი­ტა­ციო ჯგუფის ხელმძღ­ვა­ნე­ლი პროვინ­ციებ­ში მღვდე­ლი ტი­მო­თე ბა­კუ­რა­ძე... გაურკ­ვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში დაი­ღუ­პა მირიან ბე­რიც... და­ვით დავი­დოვ-დავი­თაშ­ვი­ლი სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს მდი­ვა­ნი და კანცე­ლა­რიის გამ­გე შეიქმ­ნა... იო­სებ იმედაშ­ვი­ლის ცნობით, საბ­ჭოუ­რი რეპრე­სიე­ბის დროს ისიც დაი­ჭი­რეს და გადაა­სახ­ლეს ციმბირ­ში, სა­დაც ხე­ლი მოჰკვე­თეს, ვინ და რა­ტომ არ ვი­ცით, მაგრამ ძვე­ლი ცოდვე­ბის გა­მო მოე­კით­ხაო, ამბობდ­ნენ მი­სი თანამედროვენი...

1922 წლის 20 იანვ­რის ბრძანე­ბით, კათა­ლი­კოზ-პატრიარქ­მა ამბრო­სიმ დე­კა­ნო­ზი ნ. თა­ლაკ­ვა­ძე და­ნიშ­ნა სამოძღვ­რო კურსე­ბის პედა­გო­გად და მქადაგებ­ლად. ამის პარა­ლე­ლუ­რად იგი ას­წავ­ლი­და ქალ­თა მე­სა­მე გიმ­ნა­ზია­ში საქართ­ვე­ლოს ისტო­რიას.

1922 წლის 16 აპ­რილს აღდგო­მას ქადა­გე­ბი­სას ანჩის­ხა­ტის ეკ­ლე­სია­ში ამ­ხი­ლა ბოლ­შე­ვი­კე­ბი და მათ მიერ საქართ­ვე­ლოს ოკუ­პა­ცია. ბოლშე­ვი­კებ­მა იცოდ­ნენ, რომ 1 მაისს ხალ­ხი მათ ზეიმ­ზე არ მი­ვი­დო­და, ამი­ტომ ასეთ ხერხს მიმარ­თეს, შეად­გი­ნეს სიე­ბი და ერ­თი კვირის პუ­რის ტა­ლო­ნებს `ზეიმ­ზე~ მო­ნა­წი­ლე ხალხს დაუ­რი­გებდ­ნენ.

ნ. თალაკ­ვა­ძემ მო­ნა­წი­ლეო­ბა მიი­ღო და სიტყ­ვა წარ­მოთქ­ვა ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღვა­წის ზა­ქა­რია ჭიჭი­ნა­ძის საიუ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე. მან ზ. ჭიჭი­ნა­ძის შრო­მა შეა­და­რა იმ მუ­შა ფუტკრის საქმია­ნო­ბას, რომე­ლიც "ყვავი­ლო­ვან საქართ­ვე­ლოს თვალწარმ­ტაც კუთხეებ­ში ეზი­დე­ბო­და სურნე­ლო­ვან თაფლს შეგ­ნე­ბი­სა და კულტუ­რი­სას".[11]

გულისტ­კი­ვი­ლით აღ­წერ­და ნ. თა­ლაკ­ვა­ძე 1922 წლის 24-28 მაი­სის ამ­ბებს თბილის­ში. ხალ­ხი ჯერ კი­დევ დამოუ­კი­დე­ბე­ლი საქართ­ვე­ლოს სუ­ლით საზრდოობდა. 24 მაისს თბილი­სის უნივერ­სი­ტე­ტის სტუდენ­ტებ­მა ეროვ­ნუ­ლი დრო­შე­ბი ააფ­რია­ლეს. მთავრო­ბამ სტუდენ­ტებს რუ­სის ჯა­რი მიუ­სია, რომელ­მაც უნი­ვერ­სი­ტეტს ალ­ყა შემოარტ­ყა. ამ დროს უნივერ­სი­ტე­ტის ეზო­ში რექ­ტო­რი ივა­ნე ჯავა­ხიშ­ვი­ლი შე­მო­ვი­და, რომელ­მაც იკით­ხა: "რა ხდე­ბაო", "რუსუ­ლად ილა­პა­რა­კე", იყო რუ­სი ჯარის­კა­ცე­ბის პა­სუ­ხი... ივა­ნე ჯავა­ხიშ­ვი­ლი და ანდ­რია რაზ­მა­ძე დააპა­ტიმ­რეს, მაგრამ მა­ლე გამოუშ­ვეს.

1922 წლის აპ­რილ­ში გენუის კონფე­რენ­ცია­ზე სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარქ ამბრო­სის მიერ გაგზავ­ნილ­მა მემორან­დუმ­მა ბოლ­შე­ვი­კუ­რი ხელისუფ­ლე­ბის განრის­ხე­ბა გამოიწ­ვია. რო­გორც ნ. თა­ლაკ­ვა­ძე იგო­ნებს 13 ივ­ნისს კათა­ლი­კოზ-პატრიაქს რეზი­დენ­ცია­ში ეწვივ­ნენ უშიშ­როე­ბის თანამშ­რომ­ლე­ბი და წაიყ­ვა­ნეს და­კითხ­ვა­ზე კო­ტე ცინცაძეს­თან. მთე­ლი დღე ელოდ­ნენ სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი თავიანთ მა­მამ­თა­ვარს. ბო­ლოს სა­დი­ლი გაუგზავ­ნეს. კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქი ამბ­რო­სი მეო­რე დღეს დააბ­რუ­ნეს და უთხრეს, თქვენს მიერ წამმოყენებულ ბრალდე­ბებ­ზე დოკუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა წარმოად­გი­ნე­თო.

1922 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს დე­კა­ნო­ზი ნ. თა­ლაკ­ვა­ძე ქალ­თა სასწავლებ­ლის დირექ­ტორ­მა ევგ. ჭოღოშ­ვილ­მა დაით­ხო­ვა მასწავლებ­ლო­ბი­დან. 1922 წლის 18 ნოემ­ბერს, შა­ბათს 13 საათ­ზე კომკავ­შირ­ლე­ბი, ძირი­თა­დად არა­ქართ­ვე­ლე­ბი შეიჭრ­ნენ ამბრო­სის რეზი­დენ­ცია­ში და მოით­ხო­ვეს სახლის დაც­ლა. 1923 წლის 13 იან­ვარს კა­თა­ლი­კო­ზი კვლავ ჩე­კა­ში წაიყ­ვა­ნეს და­კითხ­ვა­ზე. მარ­თა­ლია მა­ლე­ვე დააბ­რუ­ნეს, მაგრამ შინპა­ტიმ­რო­ბა მიუ­სა­ჯეს. "19 იან­ვარს კათა­ლი­კოზ-პატრიარქ ამბრო­სის არ მისცეს წყალკურთ­ხე­ვის წირვის ჩატა­რე­ბის უფ­ლე­ბა. სიო­ნი­დან სამღვდე­ლოე­ბას წაუძღ­ვა ურბ­ნე­ლი ეპის­კო­პო­სი ქრის­ტე­ფო­რე. წყალ­კურთ­ხე­ვა სრულ­დე­ბო­და ვე­რის ხი­დის ზე­მოთ".[12]

არც წმ. ნი­ნოს დღესას­წაულ­ზე მისცეს ამბრო­სის წირვის ჩატა­რე­ბის უფ­ლე­ბა. საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიას უმ­ძი­მე­სი წლე­ბი დაუდ­გა... ნ. თალაკ­ვა­ძის მახვილ გონე­ბას არ გამო­პარ­ვია ბოლშე­ვი­კე­ბის ნამდ­ვი­ლი ზრახ­ვა­ნი "ყველაფ­რი­დან ჩანს, რომ კო­მუ­ნიზმ­მა რუ­სეთ­ში ჩაიც­ვა იმპე­რია­ლის­ტუ­რი ქურ­ქი,  მას  სურს სოცია­ლიზმ-კომუნიზ­მის მანტიის ქვეშ ძვე­ლი რუსე­თის საზღვ­რე­ბი აღად­გი­ნოს. ასე­თი სიცრუის და სიყალ­ბის ხა­ნა არა მგო­ნია, რომ კაცობ­რიო­ბას ახსოვ­დეს. დაიწ­ყო დი­დი ზნეობ­რი­ვი გა­თახ­სი­რე­ბა".[13]

1924 წელს დე­კა­ნო­ზი ნ. თა­ლაკ­ვა­ძე აი­ძუ­ლეს დაე­ტო­ვე­ბი­ნა ეკ­ლე­სია. იგი ჯერ საქართ­ვე­ლოს ფინსახ­კო­მის საბიუ­ჯე­ტო განყო­ფი­ლე­ბის უფრო­სად მუშაობ­და, შემდეგ კულტუ­რის სა­მი­ნისტ­რო­ში. გარდაიც­ვა­ლა 1933 წელს და დაკრ­ძა­ლუ­ლია ვე­რის სა­საფ­ლაო­ზე. საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ის­ტო­რია­ში თით­ზე ჩამო­სათვ­ლელ­ნი არიან დეკა­ნოზ ნ. თალაკ­ვა­ძის­ნაი­რი საეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წე­ნი. ჩვე­ნი საზო­გა­დოე­ბის გულგ­რი­ლო­ბი­სა თუ თა­ვის­გა­მა­მართ­ლე­ბე­ლი მოუც­ლე­ლო­ბის საბა­ბით ასეთ პი­როვ­ნე­ბა­თა საქ­მე­ნი სათა­ნა­დოდ წარ­მო­ჩე­ნი­ლი არ იყო.




ეპის­კო­პო­სი ტა­რა­სი კან­დე­ლა­კი


ეპის­კო­პო­სი ტა­რა­სი (ერის­კა­ცო­ბა­ში ია­კობ გიორ­გის ძე კან­დე­ლა­კი) იმ ქართველ სა­სუ­ლიე­რო მოღ­ვა­წე­თა პლეა­და­შია, რომელ­თაც საქ­მია­ნო­ბა დაიწ­ყეს XIX საუ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის მონო­ბის ხა­ნა­ში. 1871 წელს გო­რის მაზრის სოფ. კოხტის­ხევ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ახალ­გაზრ­და მშობლებ­მა თბილი­სის სათა­ვა­დაზ­ნაუ­რო პროგიმ­ნა­ზია­ში მია­ბა­რეს სწავლის გასაღრმა­ვებ­ლად. 1890 წელს დაას­რუ­ლა. ქვათა­ხე­ვის მონასტ­რის სკო­ლა. 1891 წლის 4 აგვის­ტო­დან იყო ამა­ვე მონასტ­რის მედა­ვით­ნე. ახალ­გაზრ­და ია­კო­ბის დაუდ­გო­მე­ლი ხასია­თი ერთ ადგი­ლს დიდ­ხანს ვერ ეგუე­ბო­და. იგი თა­ვი­სი თხოვნით 1899 წლის 6 აპრი­ლი­დან გადაყ­ვა­ნილ იქ­ნა ზაქა­თა­ლას ოლ­ქის სამრევ­ლო­ში სოფ. ქოთუ­ჭა­ლის ეკლე­სიის მედავით­ნედ, სა­დაც დი­დი რო­ლი შეას­რუ­ლა ინ­გი­ლო­თა ქრისტია­ნულ სარწ­მუ­ნოე­ბა­ზე მტკიცედ დგომის საქ­მე­ში.

1900 წლის თებერვ­ლი­დან იგი გადაყ­ვა­ნილ იქ­ნა ალავერ­დის მონას­ტერ­ში, სა­დაც ყოვლადუსამღვ­დე­ლოესი ალა­ვერ­დე­ლი ეპის­კო­პო­სის კირიო­ნის მიერ იმა­ვე წლის 4 მაისს აღკვე­ცილ იქ­ნა ბე­რად და ეწო­და სახე­ლად ტა­რა­სი. 1900 წლის 16 მაისს შუამ­თის მონას­ტერ­ში ეპის­კო­პოს­მა კირიონ­მა აკურთ­ხა იეროდიაკვ­ნად. ერ­თი დღის შემდეგ საქართ­ვე­ლოს ეგზარ­ქო­სის ფლაბია­ნეს რე­ზო­ლუ­ციის თანახ­მად ყოვლადუსამღვ­დე­ლოე­სი კირიო­ნის მიერ ნა­კურთ­ხი იქ­ნა მღვდლად და დაი­ნიშ­ნა იმა­ვე მონასტ­რის ხაზი­ნა­და­რად. 1902 წელს დაჯილ­დოე­ბულ იქ­ნა საგვერდულით.

1900 წლის 22 ივლი­სი­დან არ­ქი­მანდ­რი­ტი ტა­რა­სი დაი­ნიშ­ნა ალა­ვერ­დი­სა და თეთ­რი გიორ­გის ხაზი­ნა­და­რად. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მსახუ­რობ­და ეპის­კო­პოს დი­მიტ­რი ალავერ­დელ­თან და გო­რის ეპის­კო­პოს ბენია­მინ­თან. 1902 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს იგი გადაყ­ვა­ნილ იქ­ნა ხირსის მონას­ტერ­ში. 1903 წლის 4 სექტემბ­რი­დან არ­ქი­მანდ­რი­ტი ტა­რა­სი გადაყ­ვა­ნილ იქ­ნა ხერ­სო­ნი­სა და ოდე­სის ეპარ­ქია­ში, სა­დაც ასრუ­ლებ­და ხერსო­ნის სავიკარო სასახ­ლის ხაზი­ნა­და­რის მოვა­ლეო­ბას.

1904 წლის 10 ივნი­სი­დან იგი მოღვაწეობს ეპის­კო­პოს კირიონ საძაგლიშ­ვილ­თან ჯერ ორიო­ლის ეპარ­ქიის ხაზი­ნა­და­რად, ხო­ლო 24 ივლი­სი­დან ამა­ვე ეპარ­ქიის ეკო­ნო­მოსად.

1904 წლის 30 ივლი­სი­დან იგი შეთავ­სე­ბით მუშაობ­და საეკ­ლე­სიო არქეო­ლო­გიუ­რი მუზეუ­მის გამგედ.

არ­ქი­მანდ­რი­ტი ტა­რა­სი ეპის­კო­პოს კირიონ­თან ერ­თად მოღვა­წეობ­და სოხუ­მის ეპარ­ქია­ში. დიდ დახმა­რე­ბას უწევ­და უპო­ვარ და ქვრივ-ობ­ლებს. მას­ვე ება­რა სოხუ­მის ეპარ­ქიის სა­კურთ­ხე­ვე­ლი ქართველ მღვდელ­თა, დია­კონ­თა და მედა­ვით­ნე­თა გამომც­დე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა.

1908 წლის 10 ივ­ლისს საქართ­ვე­ლოს ეგზარქოს ინოკეტის მიერ დანიშ­ნულ იქ­ნა თბილი­სის ფერიც­ვა­ლე­ბის ეკ­ლე­სია­ში. როდე­საც მე­ფის რუსე­თის ხელისუფ­ლე­ბამ დაიწ­ყო რეპ­რე­სიე­ბი საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის მო­თა­ვე­თა მი­მართ, ეპისკოპოს კირიონს ყო­ველგ­ვა­რი სა­სუ­ლიე­რო ხა­რის­ხი ჩამოართ­ვეს და ჟანდარ­მე­რიის მკაც­რი მეთვალ­ყუ­რეო­ბის ქვეშ გადაა­სახ­ლეს სანაქ­სა­რის უდაბ­ნო­ში. მას თან გაჰყ­ვა არ­ქი­მანდ­რი­ტი ტა­რა­სი, რომე­ლიც ცდილობ­და კირიო­ნი­სათ­ვის შეემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა გა­ჭირ­ვე­ბა, რო­ცა კირიო­ნის მდგო­მა­რეო­ბა გაუმ­ჯო­ბეს­და. არ­ქი­მანდ­რი­ტი ტა­რა­სი თა­ვი­სი სურვი­ლით წა­ვი­და რუ­სეთ-ოსმა­ლე­თის ფრონტის ხაზ­ზე სამხედ­რო საა­ვადმ­ყო­ფოს მოძღვრად, სა­დაც ერთ­გუ­ლი სამსახუ­რი­სათ­ვის ნიკო­ლოზ II ბრძანე­ბით დაჯილ­დოვ­და ან­ნას III ხარის­ხის ორდე­ნით.

არ­ქი­მანდ­რი­ტი ტა­რა­სი აქტიურ მონა­წი­ლეო­ბას იღებ­და საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის I კრების მუშაო­ბა­ში 1917 წლის 9-17 სექტემ­ბერს. უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარქ კირიონ II მიერ აყ­ვა­ნი­ლი იქ­ნა არქი­მანდ­რი­ტის ხა­რისხ­ში და გაიგზავ­ნა იოა­ნე ნათლისმცემ­ლის უდაბ­ნოს წინამძღვ­რად. 1918 წლის 26 ივ­ნისს დი­ლის 5 საათ­ზე უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქი კირიონ II არქი­მანდ­რიტ ტა­რა­სი კანდელაკ­თან და ვა­სი­ლი კბილაშვილ­თან ერ­თად გაემგ­ზავ­რა მარტყო­ფის საპატ­რიარ­ქო რეზი­დენ­ცია­ში. ისი­ნი 11 საათ­ზე უკ­ვე მარტყოფ­ში იყვნენ. 26-27 ივ­ნისს გასა­ყარ­ზე დატრიალ­და მარტყო­ფის მონას­ტერ­ში ბურუ­სით მო­ცუ­ლი ტრა­გე­დია. უწმიდესი კა­თა­ლი­კო­ზი მტარვა­ლის ხე­ლით მოკ­ლუ­ლი იქ­ნა.

არ­ქი­მანდ­რი­ტი ტა­რა­სი დაუყოვ­ნებ­ლივ გამოემგ­ზავ­რა თბილის­ში და ყო­ვე­ლი­ვე შეატ­ყო­ბი­ნა სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს, რომე­ლიც სასწრა­ფოდ შეიკ­რი­ბა მიტრო­პო­ლიტ ლეო­ნი­დის, ურბ­ნე­ლი ეპის­კო­პოს დავი­თის, დეკ. კ. ცინცა­ძის, ნ. თალაკ­ვა­ძის, პ. ბარათაშ­ვი­ლის, რ. ივანიც­კის შემადგენ­ლო­ბით, სა­დაც მოის­მი­ნეს არქ. ტარა­სის ინ­ფორ­მა­ცია სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქის კირიონ II გარდაც­ვა­ლე­ბის შესა­ხებ და გა­ნა­ჩი­ნა: ეცნო­ბოს ეს სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი შინა­გან საქ­მე­თა და იუს­ტი­ციის მი­ნისტ­რებს სა­თა­ნა­დო განკარგუ­ლე­ბი­სათ­ვის და აგ­რეთ­ვე ყოვლადსამღვ­დე­ლო მღვდელმთავ­რებს".[14] უწ­მი­დე­სი კათა­ლი­კო­ზის კირიონ II მკვლელო­ბის მრა­ვა­ლი ვერ­სია­თა შო­რის ტა­რა­სი არქიმანდ­რიტ­ზეც იყო ჭო­რე­ბი, მაგრამ ძირი­თა­დად დაუ­სა­ბუ­თე­ბე­ლი... არქი­მანდ­რიტ­მა ტარა­სიმ უპატ­რო­ნა კათა­ლი­კოზ კირიონ II უმდიდ­რეს არ­ქივს და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გა­დას­ცა მუზეუ­მის ხელნა­წერ­თა განყო­ფი­ლე­ბას.

1925 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს იგი დაი­ნიშ­ნა იოა­ნე ბოდბე­ლის მიერ სოფ. საქო­ბიოს წმ. სტეფა­ნეს ეკლე­სიის წინამძღვ­რად და 2-ე ოლ­ქის მთავარ­ხუ­ცე­სად, მაგრამ ბოდბის ეპარ­ქიის დამოუ­კი­დე­ბელ ეპარ­ქიად აღდ­გე­ნი­სა და სტე­ფა­ნე (კარბელაშ­ვი­ლის) ბოდბელ ეპის­კო­პო­სად გამწე­სე­ბის შემდეგ ურთიერ­თო­ბა არქი­მანდ­რიტ ტა­რა­სი­სა და ეპის­კო­პოს სტეფა­ნეს შო­რის გართულ­და. არქი­მანდ­რიტ­მა ტარა­სიმ საკით­ხის განხილ­ვა მოით­ხო­ვა სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს წი­ნა­შე 1926 წელს. თა­ვის მხრივ სტე­ფა­ნე ბოდ­ბე­ლი 1927 წლის 14 თე­ბერ­ვალს საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დროე­ბი­თი მართ­ვა-გამგეო­ბის კომი­ტე­ტის თავმჯდო­მა­რის მიტრო­პო­ლიტ ქრისტეფორესადმი გაგზავ­ნილ მოხ­სე­ნე­ბა­ში მოით­ხოვ­და არქი­მანდ­რიტ ტარა­სის დასჯას, მის საწინააღმდეგოდ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გამოი­ტა­ნეს საე­პარ­ქიო სასა­მართ­ლო­ზეც. მაგრამ კათა­ლი­კოზ-პატრიარქ­მა ქრის­ტე­ფო­რე III ჯერ კუკიის წმ. ნი­ნოს ეკლე­სიის წინამძღვ­რად და­ნიშ­ნა, ხო­ლო 1931 წლის 29 ნოემ­ბერს იგი დაი­ნიშ­ნა ვლადიკავ­კა­ზის წმ. ნი­ნოს ეკლე­სიის წინამძღვ­რად. ვლადიკავ­კა­ზის ქართვე­ლო­ბას იქ თა­ვი­სი სკო­ლა და ეკ­ლე­სია ჰქონდათ, რომე­ლიც საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის იუ­რის­დიქ­ცია­ში იყო.

XX საუკუნის 30-ია­ნი წლები­დან ქართ­ვე­ლი მრევ­ლისა და ქარ­თუ­ლი ეკლე­სიის შე­ვიწ­როე­ბა დაიწ­ყო ვლადიკავკაზში. ჯერ კი­დევ 1930 წელს კათა­ლი­კოზ-პატრიარქ ქრისტე­ფო­რე­სად­მი გამოგზავ­ნილ წე­რილ­ში იქაუ­რი ქართ­ვე­ლი მოძღ­ვა­რი გიორ­გი ნა­თა­ძე წერ­და: "რუ­სი მღვდლე­ბი უკე­თეს მდგო­მა­რეო­ბა­ში არიან ჩვენ კი ყოველთ­ვიუ­რად გა­და­სა­ხა­დებს გვი­მა­ტე­ბე­ნო. იქ­ნებ ვინ­მე ყო­ჩა­ღი ბე­რი ნა­ხო და აქ გამოგ­ზავ­ნო თუ არა ოჯა­ხია­ნი მღვდე­ლი თავს ვერ შეი­ნა­ხავ­სო".[15] ტა­რა­სი არ­ქი­მანდ­რი­ტი ჩვეუ­ლი ენერ­გიით შეუდ­გა საქმია­ნო­ბას, მაგრამ წინააღმ­დე­გო­ბე­ბი კი­დევ უფ­რო გაძლიერ­და. 1933 წელს არქი­მანდ­რიტ­მა ტარა­სიმ წერი­ლით მი­მარ­თა კათა­ლი­კოზ-პატრიარქ კალისტ­რა­ტეს - გვავიწ­როე­ბენ, უნ­დათ ქალა­ქის გა­ნა­პი­რა ად­გილ­ზე გაგვ­ყა­რო­ნო. თა­ვის მხრივ უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ არაერთ­ხელ მი­მარ­თა წერი­ლით რუსეთის პატრიარქის მოსაყდრეს სერგის, მაგრამ იმხა­ნად სა­ქართ­ვე­ლო­სა და რუსე­თის ეკლესიებს შო­რის ევქა­რის­ტუ­ლი კავში­რის არარ­სე­ბო­ბის გა­მო საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის პირველიე­რარ­ქის თხოვ­ნა რჩე­ბო­და ხმად უდაბ­ნო­სა ში­ნა მღაღადებ­ლად. ვლადიკავ­კა­ზის ქართვე­ლო­ბამ 1933 წლის 25 ივ­ლისს წერი­ლით მი­მარ­თა სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარქს უწმი­დეს კალისტ­რა­ტეს. წერი­ლის ავ­ტო­რე­ბი აღწერდ­ნენ იმ ურთუ­ლეს ვითა­რე­ბას, რომელ­შიც ქართ­ვე­ლი მორწ­მუ­ნე მრევლს და მოძღ­ვარს უხდე­ბო­დათ ცხოვ­რე­ბა. რუსე­თის ეკლე­სიის წარმომად­გენ­ლებს სურდათ ქართვე­ლე­ბის შენო­ბი­დან გაყ­რა. "დაგვა­ნე­ბონ თა­ვი, თუ არა დავიფან­ტე­ბით აქაუ­რი ქართ­ვე­ლო­ბა უც­ხო მხა­რე­ში და მთლად რჯულზედ აგვა­ღე­ბი­ნე­ბენ ხელს ისე­დაც გულ­შე­წუ­ხე­ბუ­ლი და გა­დარ­ჯუ­ლე­ბულთ. თვით ჩვე­ნი მღვდე­ლი არქი­მანდ­რიტ ტარა­სიც აღარ დად­გე­ბა აქ და სხვა მღვდელს ვერ მო­ვით­ხოვთ და რომ მოვით­ხო­ვოთ კი­დეც სად წავიყ­ვა­ნოთ, თუ­კი ეკლ­ესია აღარ გვექ­ნე­ბა."[16] ვლადიკავ­კა­ზის ქართულ ეკ­ლე­სია­ში მიიყ­ვა­ნეს მოსანათ­ლად გიორ­გი სი­მო­ნი­ს ძე შიოლაშ­ვი­ლის პა­ტა­რა ვა­ჟი ირაკ­ლი, რომე­ლიც მო­ნათ­ლა არქი­მანდ­რიტ­მა ტარა­სიმ. სხვა ღვა­წ­ლი რომ არა­ფე­რი დაედო საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ის­ტო­რია­ში არ­ქი­მანდ­რი­ტი ტა­რა­სი ამით მაინც დარჩებოდა ცნობილი. მა­შინ ალ­ბათ ვერა­ვინ ვერ იფიქ­რებ­და, რომ პა­ტა­რა ირაკ­ლი, მომა­ვალ­ში უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოს-პატრიარ­ქი ილია II გახ­დე­ბო­და.

1938 წლის 24 თე­ბერ­ვალს გააუქ­მეს ვლადიკავ­კა­ზის წმ. ნი­ნოს ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია. არ­ქი­მანდ­რი­ტი ტა­რა­სი სა­ქართ­ვე­ლო­ში გამოემგ­ზავ­რა. თუმ­ცა დალ­ხი­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა არც აქ იყო. მი­სი ჩამოსვ­ლი­დან ორი დღის შემდეგ თბილი­სის ფინგა­ნის გამ­გე (გადა­სა­ხა­დე­ბის გამ­წე­რი ს.ვ.) კათა­ლი­კოს-პატრიარქ კალისტ­რა­ტე­სად­მი გაგზავ­ნილ წე­რილ­ში მოით­ხოვ­და თუ არ­ქი­მანდ­რი­ტი ტა­რა­სი მღვდელმსა­ხუ­რე­ბას ეწე­ვა სა­ჭი­როა მი­სი რე­გისტ­რა­ცია­ში გა­ტა­რე­ბა და და­ბეგვ­რაო.

1938 წლის 27 მარტს არ­ქი­მანდ­რი­ტი ტა­რა­სი უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს ლოც­ვა-კურთხე­ვით დაი­ნიშ­ნა სვეტიცხოვ­ლის მონასტ­რის წინამძღვ­რის მოად­გი­ლედ, 1939 წლის 19 მარტს აყვა­ნილ იქ­ნა წილკ­ნე­ლი ეპის­კო­პო­სის ხა­რისხ­ში. იგი წი­რავ­და სვეტიცხოვ­ლის საპატ­რიარ­ქო ტა­ძარ­ში. 40-ია­ნი წლები­დან მი­სი ჯანმრთე­ლო­ბის მდგო­მა­რეო­ბა საგრძნობ­ლად შეირ­ყა. იგი ხშირად ავადმ­ყო­ფობ­და. ერთ­ხანს წყალტუ­ბო­შიც მკურნა­ლობ­და. გარდაიც­ვა­ლა 1951 წელს 80 წლის ასაკ­ში და დაკრძა­ლეს სვეტიცხოვ­ლის ტაძრის გალა­ვან­ში. ტა­რა­სი კან­დე­ლა­კი იყო ფოლკ­ლო­რი­სა და ის­ტო­რიუ­ლი ჟანრის თქმუ­ლე­ბა­თა შემკ­რე­ბი. მას ჰქონ­და უიშ­ვია­თე­სი ხელ­წე­რა. მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ან­ბა­ნი გა­მორ­ჩეუ­ლია. ტა­რა­სი კანდე­ლა­კის გარდაც­ვა­ლე­ბით საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიას კი­დევ ერ­თი ცოც­ხა­ლი ის­ტო­რია და მატია­ნე მოაკლ­და.


მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­ტონ გიორ­გა­ძე

 

საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ის­ტო­რია­ში ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩეუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს ქუთა­თელ-გაე­ნა­თელ მიტრო­პო­ლიტ ან­ტონ გიორ­გა­ძეს. სამ­წუ­ხა­როა, რომ საზო­გა­დოე­ბის დი­დი ნაწილი­სათ­ვის სრულიად უც­ნო­ბია მიტრო­პო­ლიტ ანტო­ნის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღვა­წეო­ბის მრა­ვა­ლი საინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი.

იგი დაი­ბა­და 1866 წლის 17 მარტს ქუთაის­ში ხელმოკ­ლე ოჯახ­ში. მი­სი მშობ­ლე­ბი: დე­და, ნა­ტა­ლია, დია­სახ­ლი­სი იყო. მა­მა, ლუ­კა, ქუთაი­სის ერთ-ერ­თი ეკლე­სიის მედა­ვით­ნე იყო. ოჯა­ხი მართლმა­დი­დებ­ლუ­რი ცხოვრე­ბის წე­სით ცხოვრობ­და. ახალ­გაზრ­და ანტო­ნის აღზრ­და-გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუნავდ­ნენ მშობ­ლე­ბი, რომელ­თაც შვილის ქუთაი­სის სა­სუ­ლიე­რო სასწავ­ლე­ბელ­ში შეყ­ვა­ნა მოახერ­ხეს. ეს სასწავ­ლე­ბე­ლი იმე­რე­თის ეპის­კო­პოს გაბრიელ ქიქო­ძის მიერ იყო დაარ­სე­ბუ­ლი, რო­გორც დე­კა­ნო­ზი ილია ჭეიშ­ვი­ლი იგო­ნებ­და: "გაბრიელ ეპის­კო­პო­სი ყმაწ­ვი­ლებს ხელს უწ­ყობ­და, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს სწავლის ქი­რას უხ­დი­და, თა­ვის სახლ­ში­ვე ინა­ხავ­და. იგი ისე სიყ­ვა­რუ­ლი­თა და უბრა­ლოე­ბით ექცეო­და ამ ყმაწ­ვი­ლებს, რომ მათთან სადი­ლობ­და და ბაა­სობ­და იმ მიზნით, რომ მათ­ში გაეღ­ვი­ძე­ბი­ნა ყო­ვე­ლი­ვე კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი აზ­რი, დაე­ნერ­გა მათ ნორჩ გუ­ლებ­ში სიყ­ვა­რუ­ლი სიმადაბ­ლი­სად­მი, სამშობ­ლო­სად­მი".

ქუთაი­სის სა­სუ­ლიე­რო სასწავლებ­ლის წარჩი­ნე­ბით დამთავ­რე­ბის შემდეგ ან­ტონ გიორ­გა­ძე სწავლას აგრ­ძე­ლებს თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია­ში 1885 წელს, რომე­ლიც 1888 წელს დაამ­თავ­რა. ან­ტონ გიორ­გა­ძის თბილის­ში სწავლის პერიო­დი დაემთხ­ვა ველი­კო­დერ­ჟა­ვე­ლი რეაქ­ციის გაგრძე­ლე­ბე­ბის ხა­ნას. ამ დროს რუსე­თის იმპე­რიულ ინ­ტე­რე­სებს კავ­კა­სია­ში წარმარ­თავდ­ნენ მე­ფის ნაც­ვა­ლი დონდუ­კოვ-კო­სა­კო­ვი, კავკა­სიის განათ­ლე­ბის მზრუნ­ვე­ლი ია­ნოვს­კი და საქართ­ვე­ლოს ეგ­ზარ­ქო­სი პავ­ლე. სემი­ნა­რიის რექ­ტო­რი იყო თა­ვი­სი ანტირ­ქარ­თუ­ლი ორიენ­ტა­ციით ცნო­ბი­ლი ჩუ­დეც­კი. ქართ­ვე­ლი ხალხის ღირ­სეუ­ლი წარმომად­გენ­ლე­ბი ი. ჭავ­ჭა­ვა­ძე, აკ. წე­რე­თე­ლი, ი. გოგე­ბაშ­ვი­ლი, დ. ყიფია­ნი ამხელდ­ნენ "ტრიუმ­ვი­რა­ტის" ანტიქარ­თულ პოლი­ტი­კას. მღელ­ვა­რე­ბა იყო თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სემი­ნა­რია­შიც...

1887 წელს სემი­ნა­რიი­დან გარიც­ხულ­მა იო­სებ ლალიაშ­ვილ­მა ხანჯლით განგ­მი­რა რექ­ტო­რი ჩუ­დეც­კი. ხელისუფ­ლე­ბამ ამ რეაქ­ციო­ნე­რის და­საფ­ლა­ვე­ბა ანტი­ქარ­თუ­ლი ისტე­რიის გასაღრმა­ვებ­ლად გამოი­ყე­ნა, რო­ცა ეგზარ­ქოს­მა პავლემ ჩუდეც­კის სუ­ლის მოსახ­სე­ნიე­ბელ პანაშ­ვიდ­ზე საჯა­როდ დაწყევ­ლა ქართ­ვე­ლი ერი. აღშფო­თე­ბულ­მა ეგზარ­ქოს­მა იმპე­რა­ტო­რის სა­ხელ­ზე გაგზავ­ნილ წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ - თუ გვინ­და თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია­ში შფოთ­სა და არეუ­ლო­ბას ბო­ლო მოე­ღოს ყვე­ლა ქართ­ვე­ლი იქი­დან დაუყოვ­ნებ­ლივ უნ­და და­ვით­ხო­ვო­თო. ბუ­ნებ­რი­ვია ასე­თი დაპი­რის­პი­რე­ბა რომელ­საც ად­გი­ლი ჰქონ­და ქართ­ვე­ლი ხალხის საუ­კე­თე­სო წარმომად­გენ­ლო­ბა­სა და რეაქ­ციო­ნერ მასწავ­ლებ­ლებს შო­რის თა­ვის გავლე­ნას ახ­დენ­და ახალ­გაზრ­და ან­ტონ გიორ­გა­ძე­ზე, რომე­ლიც სემი­ნა­რიის დამთავ­რე­ბის­თა­ნა­ვე ეპის­კო­პოს გაბრიე­ლის მიერ ხელდას­მულ იქ­ნა ქუთაი­სის მთავარან­გე­ლო­ზის ეკლე­სიის მღვდლად.

1888 წელს ან­ტონ გიორ­გა­ძე დაო­ჯახ­და, 1889 წელს გაემგ­ზავ­რა კიევ­ში. კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია ნიჭიე­რი ქართ­ვე­ლი ახალგაზრ­დო­ბი­სათ­ვის, რომელ­თაც სა­სუ­ლიე­რო ცოდნის გაღრმა­ვე­ბის სურ­ვი­ლი ჰქონდათ მართლაც გა­მორ­ჩეუ­ლი იყო რუსე­თის იმ­პე­რია­ში. ამ აკა­დე­მია­ში მიი­ღეს სა­სუ­ლიე­რო გა­ნათ­ლე­ბა უწმინ­დეს­მა კირიონ II, ლეო­ნი­დიმ ყოვლადუსამღვ­დე­ლოეს­მა პი­როს­მა, დეკა­ნოზ­მა ნი­კი­ტა თალაკ­ვა­ძემ, პროტოპრეს­ვი­ტერ­მა კორ­ნე­ლი კეკე­ლი­ძემ, ისტო­რი­კოს­მა თე­დო ჟორდა­ნიამ.

ან­ტონ გიორ­გა­ძე კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მიი­დან გა­და­ვი­და პეტერბურ­გის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში. პარა­ლე­ლუ­რად სწავლობ­და არქეო­ლო­გიის ინსტი­ტუტ­ში, რომე­ლიც დაამ­თავ­რა 1907 წელს.

მეუღ­ლის გარდაც­ვა­ლე­ბამ მძიმედ იმოქ­მე­და ან­ტონ გიორ­გა­ძე­ზე. დარჩა 3 შვილი იგი აღიკ­ვე­ცა ბე­რად, ხო­ლო 1908 წელს საქართ­ვე­ლოს ეგზარ­ქო­სის მიერ აყვა­ნილ იქ­ნა ეპის­კო­პო­სის ხა­რისხ­ში და დაი­ნიშ­ნა გო­რის ეპარ­ქიის მმართვე­ლად. ეპის­კო­პო­სი ან­ტონ გიორ­გა­ძე გამოირ­ჩეო­და რო­გორც დამოუ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა. იყო შემთხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა იგი პირდა­პირ ეწინააღმ­დე­გე­ბო­და ეგ­ზარ­ქოსს პლატონ როჟდესტ­ვენს­კის. ამ ნია­დაგ­ზე მათ შო­რის არაერთ­ხელ მომხ­და­რა დაპი­რის­პი­რე­ბა, რო­გორც იმდროინ­დე­ლი პრე­სა იტ­ყო­ბი­ნე­ბო­და კონფლიქ­ტი იმდე­ნად გამწ­ვა­ვე­ბუ­ლა, რომ ეპის­კო­პოსს ან­ტონს მთავრო­ბის სა­ხელ­ზე თხოვნაც დაუ­წე­რია გადად­გო­მის შესა­ხებ...

რო­გორც მი­სი თანა­მედ­რო­ვე წერ­და: "ყოვლად სამღვ­დე­ლო ან­ტო­ნი რო­გორც ქართ­ვე­ლი მღვდელმ­თა­ვა­რი უმე­ტე­სად რჩე­ბა ქართ­ვე­ლი და სა­დაც რიგია, იგი იქ ქართუ­ლად ას­რუ­ლებს წირ­ვა-ლოცვას, ამის გარ­და მხურ­ვა­ლე თანა­მიმ­დე­ვა­რია ქართ­ვე­ლი ერის ცხოვრე­ბის, მის­მა მეუ­ფე­ბამ იცის მრევლის დახ­მა­რე­ბა. იგი არის ქარ­თუ­ლი მწიგნობ­რო­ბი­სა და საქართ­ვე­ლოს ისტო­რიის მცოდ­ნე და ქართულ მწერლო­ბა­საც გულმხურ­ვა­ლედ ადევ­ნებს თვალ­ყურს".[17ა]

ეპის­კო­პო­სი ან­ტონ გიორ­გა­ძე იყო საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგენი­სათ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლი მებრ­ძო­ლი. მი­სი უშუა­ლო ინი­ცია­ტი­ვით 1917 წლის 8 მარტს დეკა­ნოზ ნი­კი­ტა თალაკ­ვა­ძის ბი­ნა­ზე მოეწ­ყო კონფი­დენ­ცია­ლუ­რი შეხვედ­რა, რომელ­საც ესწრებოდ­ნენ: ნოე ჟორ­და­ნია, სო­სი­კო მერკ­ვი­ლა­ძე, ალექ­სანდ­რე ლომ­თა­თი­ძე, ნი­კი­ტა თა­ლაკ­ვა­ძე.

ამ შეხვედ­რა­ზე გა­დაწყ­და 12 მარტს სვეტიც­ხო­ველ­ში გამოეც­ხა­დე­ბი­ნა საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდ­გე­ნა.

ეპის­კო­პოს­მა ან­ტონ გიორ­გა­ძემ დი­დი რო­ლი შეას­რუ­ლა ავტო­კე­ფა­ლიის გამოც­ხა­დე­ბის შემდეგ საეკ­ლე­სიო მართ­ვა-გამგეო­ბის დებუ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. მი­სის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვნით დაბრუნ­და რუსე­თი­დან ეპის­კო­პო­სი კირიო­ნი და მო­ნა­წი­ლეო­ბა მიი­ღო სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოს-პატრიარ­ქის არჩევ­ნებ­ში, სა­დაც გაი­მარჯ­ვა კი­დეც.

ეპის­კო­პო­სი ან­ტონ გიორ­გა­ძე სრულიად საქართ­ვე­ლოს პირველ­მა საეკ­ლე­სიო კრებამ 1917 წლის 17 სექტემ­ბერს ქუთა­თელ მიტრო­პო­ლი­ტად გა­ნა­ჩი­ნა. მან ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შეც­ვა­ლა ეპის­კო­პო­სი გიორ­გი ალა­დაშ­ვი­ლი, რომე­ლიც ავტო­კე­ფა­ლის­ტებს ნაკლე­ბად თანაუგრძ­ნობ­და.

ქუთა­თელ-გაე­ნა­თე­ლად ყოფნის მცი­რე პერიოდ­შიც კი მან მოა­ხერ­ხა თა­ვი­სი კვა­ლი დაემჩ­ნია ეპარქიი­სათ­ვის. საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის წინსვ­ლა ჩვე­ნი ერი­სა და ეკლე­სიის მტრებს მოსვე­ნე­ბას უკარ­გავ­და. ჯერ იყო და 1918 წლის 27 ივ­ნისს მარტყო­ფის მონას­ტერ­ში მოკლეს სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოზ-პატრიარ­ქი კირიონ II.

1918 წლის 18 სექტემ­ბერს უეც­რად გარდაიც­ვა­ლა ქუთა­თელ-გაე­ნა­თე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­ტონ გიორ­გა­ძე, რო­გორც განსვე­ნე­ბუ­ლის პათა­ნა­ტო­მიურ­მა ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა (ექ. ლომოუ­რის დასკვნით) მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­ტონ გიორ­გა­ძე მო­წამ­ლუ­ლი იქ­ნა საჭმელ­ში ვერცხლისწყ­ლის შერე­ვით. ეს საქ­მე ჩაი­დი­ნა მის­მა სი­ძემ (რედი­გერ­მა), რომელ­მაც ბნე­ლი ძალე­ბის დაკვე­თით სიცოცხ­ლეს გამოა­სალ­მა დი­დე­ბუ­ლი მამუ­ლიშ­ვი­ლი და საეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წე.

მიტ­რო­პო­ლი­ტი ანტო­ნის დაკრძალ­ვას ქუთაი­სის საკა­თედ­რო ტა­ძარ­ში დიდ­ძა­ლი სა­ზო­გა­დოე­ბა დაესწ­რო. გამო­სათ­ხო­ვა­რი სიტყ­ვე­ბი წარმოთქ­ვეს სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოს-პატრიარ­ქის მოვა­ლეო­ბის შემსრუ­ლე­ბელ­მა ლეო­ნიდ­მა, დეკა­ნო­ზებ­მა კ. ცინცა­ძემ, ანტ. თოთი­ბა­ძემ, ნ. თალაკ­ვა­ძემ.

გა­ვი­და წლე­ბი საბ­ჭო­თა სისტე­მის სუს­ხი ქუთაი­სის საკა­თედ­რო ტაძარ­მაც იწვ­ნია... იგი დაანგ­რიეს და შთამომავ­ლო­ბი­სათ­ვის სამუ­და­მოდ დაი­კარ­გა მიტრო­პო­ლიტ ან­ტონ გიორ­გა­ძის საფლა­ვიც.



ეპის­კო­პო­სი პავ­ლე ჯა­ფა­რი­ძე


XX საუ­კუ­ნის I ნახევ­რის საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის იე­რარქ­თა შო­რის ეპის­კო­პო­სი პავ­ლე ჯა­ფა­რი­ძე ერთ-ერ­თი გა­მო­ჩე­ნი­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. იგი იმე­რე­თის სოფ. ხრეითში (დღევან­დე­ლი ჭია­თუ­რის ზო­ნა) დაი­ბა­და 1888 წლის 1 მაისს. ახალ­გაზრ­დო­ბი­დან­ვე ეზია­რა სა­სუ­ლიე­რო ცხოვრე­ბის მადლს და მსახუ­რობ­და საქართ­ვე­ლოს სხვა­დასხ­ვა მონასტ­რებ­ში მორჩი­ლად, წიგნის მკითხვე­ლად. 1907 წელს ბე­რად აღიკ­ვე­ცა ათო­ნის მონას­ტერ­ში. მის გზას ზეციუ­რი სასუფევ­ლი­დან ლოცავდ­ნენ იოა­ნე, ექვ­თი­მე, გიორ­გი მთაწმინ­დე­ლე­ბი. 1910 წელს გურია-სამეგ­რე­ლოს ეპის­კო­პოს ლეო­ნი­დის მიერ იგი შიომღ­ვი­მის მონას­ტერ­ში ხელსახ­მულ იქ­ნა მღვდელმო­ნა­ზო­ნად. ახალ­გაზრ­და მღვდელმო­ნა­ზონ­მა სიხა­რუ­ლით მია­შუ­რა თბილი­სის სა­ხელმ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს, სადაც 1919-20 წლებ­ში სიბრძნის­მეტყ­ვე­ლე­ბის ფაკულ­ტეტ­ზე ის­მენ­და ივ. ჯავახიშ­ვი­ლის, კ. კეკე­ლი­ძის, გრ. წერეთ­ლის, შ. ნუცუ­ბი­ძის. აკ. შანი­ძის, გ. ჩუბინაშ­ვი­ლის ლექციებს. საქართ­ვე­ლოს დამოუ­კი­დებ­ლო­ბის დაკარგ­ვამ ძლიერ იმოქ­მე­და პავ­ლე ჯა­ფა­რი­ძე­ზე, თითქოს მომავ­ლის ყო­ველგ­ვა­რი იმე­დი გაქ­რა, მან მია­ტო­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტი და თა­ვი­სი­ვე თავ­ში ჩაი­კე­ტა, მაგრამ იგი რო­გორც სვეტიცხოვ­ლის ეკლე­სიის წინამძღ­ვა­რი, ამხნე­ვებ­და მრევლს, ამა­ვე დროს გრძნობ­და რა სვეტიცხოვ­ლის სიწმინდეებს, თუ რა საფრთ­ხე ექმ­ნე­ბო­და ურწ­მუ­ნო ბოლეშვი­კე­ბის­გან უყოყ­მა­ნოდ დათანხმ­და სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქის წინა­და­დე­ბას აღმოსავ­ლეთ საქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია-მონასტ­რე­ბი­დან დროე­ბით დასავ­ლეთ სა­ქართ­ვე­ლო­ში გაჰ­ყო­ლო­და ეკ­ლე­სია-მონასტ­რე­ბის სიწმინდეებს. ქუთაის­ში მან ქუ­თა­თე­ლი მიტრო­პო­ლი­ტის ნაზა­რის საე­პარ­ქიო სახლ­ში სპეცია­ლუ­რად გათხრილ მი­წა­ში უსაფრთ­ხოდ შეი­ნა­ხა ისი­ნი. ამის შესა­ხებ იცოდ­ნენ მხოლოდ მან, ეპის­კო­პოს­მა და­ვით­მა (კაჭახიძე), მიტრო­პო­ლიტ­მა ნა­ზარ­მა (ლე­ჟა­ვა). საბ­ჭო­თა საქართ­ვე­ლოს სა­გან­გე­ბო კომი­სიამ ამის შესა­ხებ შეიტ­ყო პლატონ ცქიტიშვილის საშუალებით 1923 წელს და დი­დის ამ­ბით ამოი­ღეს საეკ­ლე­სიო გან­ძი, რო­მელ­თა დი­დი ნა­წი­ლი გა­დად­ნო­ბი­ლი იქ­ნა დამშეულ­თათ­ვის პუ­რის შესა­ძე­ნად. არ­ქი­მანდ­რი­ტი პავ­ლე ამის გა­მო სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს დაპატიმ­რე­ბულ წევრებ­თან ერ­თად 1924 წლის მარტ­ში გა­სა­მართ­ლე­ბუ­ლი იქ­ნა. საბ­ჭო­თა ხელისუფ­ლე­ბის სახე­ლით პრო­კუ­რო­რი არქი­მანდ­რიტ პავლეს ადა­ნა­შაუ­ლებ­და რა­ტომ ხელისუფ­ლე­ბის ორგანოებს არ აც­ნო­ბე განძეუ­ლის ადგილსამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხე­ბო. მიუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი საეკ­ლე­სიო განძის გადამალ­ვის ერთ-ერთ ორგა­ნი­ზა­ტო­რად მიიჩ­ნეო­და სასა­მართ­ლოს განა­ჩე­ნით მას პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი შეუფარ­დეს. "1924 წლის 18 აპ­რილს ჩვენ ქვე­მო­რე ამი­სა ძა­ლი­სა მომწერ­ნი საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის მღვდელმ­თა­ვა­რი შევიკ­რი­ბეთ ერ­თად და ვიქო­ნიეთ მსჯე­ლო­ბა სამღვდელმ­თავ­რო კანდი­და­ტე­ბის შესა­ხებ და ვსცანით მღვდელმთავ­რის ხარის­ხის მიღე­ბის ღირსად არ­ქი­მანდ­რი­ტი პავ­ლე, რომე­ლიც იყო ათონ­ზე და სხვა მოანსტრებ­შიც არის გა­მორ­ჩეუ­ლი სა­სუ­ლიე­რო პი­რი"[17] დადგე­ნი­ლე­ბას ხელს აწერდ­ნენ საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრია­ქის მოად­გი­ლე ურბ­ნე­ლი ეპის­კო­პო­სი ქრის­ტე­ფო­რე, ეპის­კო­პო­სი და­ვი­თი, მიტ­რო­პო­ლი­ტი ნა­ზა­რი. წერი­ლო­ბით თანხ­მო­ბა განაც­ხა­დეს ბა­თუმ-შემოქ­მე­დელ­მა ეპის­კო­პოს­მა ნესტორ­მა, ჭყონდი­დელ­მა ეპის­კო­პოს­მა სიმეონ­მა.

ეპის­კო­პო­სი პავ­ლე წილკნის ეპარ­ქიის მმართვე­ლად განა­წე­სეს. იგი მიუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქრის­ტე­ფო­რე ურბ­ნე­ლი­სა და და­ვით კაჭა­ხი­ძის რეკომენ­და­ციით იქ­ნა აყ­ვა­ნი­ლი ეპის­კო­პო­სის ხა­რისხ­ში, მაინც ერთ­გუ­ლი რჩე­ბო­და კათა­ლი­კოზ-პატრიაქ ამბ­რო­სი­სა და სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს დაპა­ტიმ­რე­ბუ­ლი წევრე­ბის პო­ზი­ციი­სა. ხელისუფ­ლე­ბი­სად­მი ლოია­ლო­ბის  კურსის  მიმდე­ვარ­თა  გასანეიტ­რა­ლებ­ლად კათა­ლი­კოზ-პატრიარქ ამბრო­სის გათავი­სუფ­ლე­ბამ­დე მი­სი მომხ­რეე­ბი ეპის­კო­პოს პავლეს ასა­ხე­ლებდ­ნენ საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქის და მცხე­თა-თბილი­სის მთავარე­პის­კო­პო­სის მოვა­ლეო­ბის შემსრულებ­ლად, მაგრამ პავ­ლე ჯაფა­რი­ძის ხში­რი ავადმ­ყო­ფო­ბის გა­მო ეს ვერ მო­ხერხ­და. 1926 წლის 11 ივ­ლისს ეპის­კო­პო­სი პავ­ლე ნინოწმინ­დელ მიტრო­პო­ლიტ კალისტ­რა­ტეს მიმარ­თავ­და: "უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ საა­ვადმ­ყო­ფო­დან განთავი­სუფ­ლე­ბამ­დე უპატ­რო­ნოთ წილკნის ეპარ­ქიას"[18]. მარ­თა­ლია, იგი საა­ვადმ­ყო­ფო­დან გამოსვ­ლის შემდეგ კვლავ ჩვეუ­ლი გულმოდ­გი­ნე­ბით შეუდ­გა საქმია­ნო­ბას, მაგრამ ავადმ­ყო­ფო­ბამ კვლავ იმძლავ­რა და 1927 წლის ივ­ნის­ში სა­კა­თა­ლი­კო­ზო სი­ნოდს კვლავ სთხო­ვა სა­მი თვით შვე­ბუ­ლე­ბა, რა­საც დაე­თანხ­მა კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქი ქრის­ტე­ფო­რე III.

1928 წლის 26 მარტს სა­კა­თა­ლი­კო­ზო სინო­დის გადაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ეპის­კო­პო­სი პავ­ლე გადაყ­ვა­ნილ იქ­ნა ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპარ­ქიის დროე­ბით მმართვე­ლად, ხო­ლო 24 აგვის­ტო­დან იგი ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპარ­ქიის მმართ­ვე­ლია. რო­გორც ჩანს, იქაურ­მა ჰა­ვამ უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და მის შერყეულ ჯანმრ­თე­ლო­ბა­ზე. ჯერ სა­კა­თა­ლი­კო­ზო სი­ნოდს სთხო­ვა ორთ­ვია­ნი შვე­ბუ­ლე­ბა, შემდეგ გააგრ­ძე­ლა კი­დევ ორი თვით, ხო­ლო 1928 წლის 24 სექტემ­ბერს იგი განცხა­დე­ბით მი­მარ­თავს კათა­ლი­კოზ-პატრიარქ ქრისტე­ფო­რეს, "რადგან იქაუ­რი ჰაე­რი ჩემს სხეულ­ში დაბუ­დე­ბულ მალა­რიას თანდა­თა­ნო­ბით პროგრესიულ ხასიათს აძ­ლევს, ასეთ მდგო­მა­რეო­ბა­ში ნა­თე­ლია, რომ მე ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპარ­ქია­ში ენერ­გიულ შრომას მოკ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი. ამას ვერ შეუ­რიგ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ეპარ­ქიის აწინ­დე­ლი ფრიად რთუ­ლი მდგო­მა­რეო­ბა. უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ წილკნე­ლად დაბრუ­ნე­ბას თუ ამა­ზე თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა სვეტიცხოვ­ლის ტაძრის წინამძღვ­რის მოად­გი­ლე, ეპის­კო­პო­სი ეფ­რე­მი."[19] საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის სა­კა­თა­ლი­კო­ზო სი­ნო­დი წა­ვი­და დათ­მო­ბა­ზე და ყვე­ლა­ფე­რი გაა­კე­თა ეპის­კო­პოს პავლეს თხოვნის შესასრუ­ლებ­ლად. ყვე­ლა გრძნობ­და, რომ მას დი­დი ხნის სი­ცოცხ­ლე აღარ დარ­ჩე­ნო­და. მიუ­ხე­და­ვად მძი­მე ავადმ­ყო­ფო­ბი­სა, ეპის­კო­პო­სი პავ­ლე ახერ­ხებ­და მრევლისათ­ვის გაე­წია სულიე­რი შემ­წეო­ბა. ამას ადას­ტუ­რებს ცხუმ-აფხა­ზეთ­ში მის გადაყვა­ნას­თან დაკავ­ში­რე­ბით სვეტიცხოვ­ლის მრევლის 1928 წლის 8 სექტემ­ბერს მი­მარ­თა საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ ეკლე­სიას სა­კა­თა­ლი­კო­ზო სინო­დი­სად­მი "ყოვლადსამღვ­დე­ლო პავ­ლე ტაძრის მნახველ­თა დარ­ბაი­სე­ლი მიმ­ღე­ბია და სიძ­ვე­ლე­თა საუც­ხოო ამხს­ნე­ლი, რი­თაც ძვირ­ფა­სი შთაბეჭ­დი­ლე­ბე­ბით ბრუნ­დე­ბა ხალ­ხი. იგი სამრევლო­სათ­ვის ჭეშ­მა­რი­ტი მოძღ­ვა­რია. მეუ­ფე პავ­ლე თა­ვი­სი წმი­და ცხოვ­რე­ბი­თა და მა­მაშ­ვი­ლუ­რი მოქცე­ვით ყველასათ­ვის თანას­წო­რად ნუგე­შის მომ­ცე­მია... ჩვენთვის წარმოუდ­გე­ნე­ლია სვეტიცხოვ­ლის ტა­ძა­რი იმის გა­რე­შე. უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, იგი უკან დააბ­რუ­ნოთ, რადგან ეს დი­დე­ბაა სვეტიც­ხოვ­ლი­სა, წინააღმ­დეგ შემთხ­ვე­ვა­ში, ჩვენ უკა­ნასკ­ნე­ლად ვეტყვით მეუ­ფე პავლეს, რომ იგი უკან­ვე დაუბრუნ­დეს მისგან დაობ­ლე­ბულ მცხეთას და იქ დაამთავ­როს დღე­ნი თვი­სი ცხოვ­რე­ბი­სა. თუ ამა­ზე უარს იტყვის, ჩვენ ყვე­ლა­ნი სასო­წარკ­ვე­თი­ლე­ბას ვეძლე­ვით".[20] კითხუ­ლობ ამ წე­რილს და ფიქრობ, რა დი­დი ძა­ლა აქვს ღვთის სამსა­ხურ­ში პირნა­თელ ცხოვრე­ბას, რომლის მად­ლი დამამშვი­დებ­ლად გა­ნე­ფი­ნე­ბოდა მრევლს, იმ მრევლს, რომე­ლიც უკ­ვე მსხვერპ­ლი იყო საბ­ჭოუ­რი ექსპე­რი­მენ­ტე­ბი­სა. ამ მრევლისათ­ვის სვეტიც­ხო­ვე­ლი, ეპის­კო­პო­სი პავ­ლე იყო იმე­დი­სა და სიმშვი­დის მომ­ნი­ჭე­ბე­ლი.

მარ­თა­ლია, ეპის­კო­პო­სი პავ­ლე დაბრუნ­და სვეტიც­ხო­ველ­ში, მაგრამ მი­სი ჯანმრთე­ლო­ბის მდგო­მა­რეო­ბა კი­დევ უფ­რო გაუა­რეს­და. 1929 წლის თებერ­ვალ­ში სა­კა­თა­ლი­კო­ზო სინო­დი­სა­გან კი­დევ ერთხელ მოით­ხო­ვა შვე­ბუ­ლე­ბა და სამკურ­ნა­ლოდ ალექ­სანდ­რეს საა­ვადმ­ყო­ფო­ში მოათავ­სეს, სა­დაც 1929 წლის 3 ნოემ­ბერს გარდაიც­ვა­ლა. მის­მა გარდაც­ვა­ლე­ბამ დი­დი მწუ­ხა­რე­ბა გამოიწ­ვია მორწ­მუ­ნე მრევლ­ში. 4 ნოემ­ბერს შეიკ­რი­ბა სა­კა­თა­ლი­კო­ზო სი­ნო­დი, რომელ­მაც მოის­მინა მი­სი უწმი­დე­სო­ბის სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქის ქრის­ტე­ფო­რე III ცნო­ბა ყოვლად სამღვ­დე­ლო ეპის­კო­პოს პავ­ლე წილკნე­ლის გარდაც­ვა­ლე­ბის შესა­ხებ და გა­ნა­ჩი­ნა: "1. ეცნო­ბოს ეპარქიებს ეპის­კო­პოს პავ­ლე წილკნე­ლის გარდაც­ვა­ლე­ბის შესა­ხებ, 2. ეთხო­ვოს მის უნე­ტა­რე­სო­ბას დამკრ­ძა­ლა­ვი კომი­სიის შედ­გე­ნა, 3. აღიძ­რას შუამდ­გომ­ლო­ბა ხელისუფ­ლე­ბის წი­ნა­შე განსვე­ნე­ბუ­ლის ანდერ­ძის თანახ­მად, სვეტიც­ხო­ველ­ში დაკრძალ­ვის შესა­ხებ, 4. წილკნის ეპარ­ქიის მართ­ვა დროე­ბით შეითავ­სოს მიტრო­პო­ლიტ­მა კალისტ­რა­ტემ". 1929 წლის 10 ნოემ­ბერს სიო­ნის საპატ­რიარ­ქო ტა­ძარ­ში კათა­ლი­კოზ-პატრიარქ­მა ქრისტე­ფო­რემ სა­კა­თა­ლი­კო­ზო სინო­დის წევრე­ბის თანდასწ­რე­ბით წე­სი აუ­გო განსვე­ნე­ბულ წილკნელ ეპის­კო­პოსს პავლეს, რომე­ლიც დაკრძა­ლეს სვეტიცხოვ­ლის ეზო­ში. მი­სი საფლა­ვის ქვა გაა­კე­თე­ბი­ნა და წესრიგ­ში მოიყ­ვა­ნა წილკნელ­მა ეპის­კო­პოს­მა ალექ­სიმ (გერ­სა­მია). საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლესიი­სათ­ვის ასე­თი ღირ­სეუ­ლი მღვდელმთავ­რის გარდაც­ვა­ლე­ბა დი­დი და­ნაკ­ლი­სი იყო. პავ­ლე ეპის­კო­პო­სის საფ­ლა­ვი დიდ­ხანს ყვავი­ლე­ბის თაი­გუ­ლე­ბით იყო შემ­კო­ბი­ლი, რო­ცა მი­სი მრევლის წევრე­ბიც მა­რა­დი­სო­ბა­ში გადავიდ­ნენ ღირ­სეუ­ლი მღვდელმ­თა­ვა­რი მიე­ცა დავიწ­ყე­ბასა ში­ნა.




მიტ­რო­პო­ლი­ტი იოა­ნე მარგიშ­ვი­ლი


მიტ­რო­პო­ლი­ტი იოა­ნე (ნიკო­ლოზ) მარგიშ­ვი­ლი დაი­ბა­და 1874 წელს ქ. გორ­ში. პირველ­დაწ­ყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა გო­რის სა­სუ­ლიე­რო სასწავ­ლე­ბელ­ში 1893-1899 წშებ­ში მუშაობ­და გო­რი­სა და კიზლა­რის ტაძრე­ბის სამრევ­ლო-საეკ­ლე­სიო სასწავლებ­ლებ­ში.

1900 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს აღიკ­ვე­ცა ბე­რად, 1901 წლის 28 იან­ვარს ხელდასხ­მულ იქ­ნა მღვდელმო­ნაზვ­ნად. 1904 წელს გადაიყ­ვა­ნეს ქუთაი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია­ში, ხო­ლო იქე­დან თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია­ში, რომე­ლიც დაამ­თავ­რა 1905 წელს. მიტ­რო­პო­ლი­ტი იოა­ნე ახალ­გაზრ­დო­ბი­დან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ეპის­კო­პოს დი­მიტ­რი აბაში­ძეს­თან, რომელ­საც დი­დი აგვ­ლე­გა მოუხ­დე­ნია ახალ­გაზრ­და იოა­ნე­ზე. სამწუ­ხა­როდ, დი­მიტ­რი აბა­ში­ძეს არა­ფე­რი ქარ­თუ­ლი არ სწამ­და, ქარ­თუ­ლი ენაც არ იცო­და გამარ­თუ­ლად. იგი სას­ტი­კი წინააღმ­დე­გი იყო ქარ­თუ­ლი ინტე­ლი­გენ­ციი­სა და სა­სუ­ლიე­რო წრის იმ ნა­წი­ლი­სა, რომე­ლიც დაბე­ჯი­თე­ბით მოით­ხოვ­და საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნას. მან ჯერ კი­დევ 1905 წელს პე­ტერ­ბურგ­ში გაგზავ­ნილ საი­დუმ­ლო წე­რილ­ში უმაღ­ლეს ხელისუფ­ლე­ბას "ურჩია" სკოლე­ბი­დან ქარ­თუ­ლი ენის საერ­თოდ განდევ­ნა, ქართ­ვე­ლი ავტოკე­ფა­ლის­ტე­ბის იზო­ლი­რე­ბა. მიუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 1907 წლიდან ეპის­კო­პო­სი დი­მიტ­რი რუ­სეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, იოა­ნეს არა­სო­დეს კავ­ში­რი არ გაუწყ­ვე­ტია მასთან და რუ­სეთ­ში ხშირად ნახუ­ლობ­და კი­დეც. 1910-1914 წლებ­ში სწავლობ­და მოსკო­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში. აკა­დე­მიის დამთა­ვა­რე­ბის შემდეგ მცი­რე ხნით მუშაობ­და ქუთაის­ში, ხო­ლო 1915 წლის 10 აგვის­ტო­დან გო­რის სასუ­ლიე­რო სასწავლებ­ლის ზედამხედ­ვე­ლად. იმა­ვე წლის 29 აგვის­ტო­დან იგი არ­ქი­მანდ­რი­ტია. 1917 წლის 21 სექტემბ­რი­დან კათა­ლი­კოზ-პატრიარქ კირიონ II ლოც­ვა-კურთხე­ვით დაი­ნიშ­ნა თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სასწავ­ლე­ბელ­ში პედა­გო­გად, 1920 წლის 1 სექტემბ­რი­დან ჯერ გურჯაა­ნის სასწავლებ­ლის ინსპექ­ტო­რია, ხო­ლო 1921 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს არ­ქი­მანდ­რი­ტი იოა­ნე აყვა­ნილ იქ­ნა ეპის­კო­პო­სის ხა­რისხ­ში და დაი­ნიშ­ნა ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპარ­ქიის მმართვე­ლად.

მას ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპარ­ქია­ში მუშაო­ბის დაწ­ყე­ბა მოუხ­და უაღ­რე­სად რთულ პერიოდ­ში, რო­ცა ეპარ­ქიის რუ­სი ეროვ­ნე­ბის მო­სახ­ლეო­ბა და სამღვ­დე­ლოე­ბა არ სცნობ­და საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიას. სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქის უზე­ნაე­სო­ბას. ეპის­კო­პოს­მა იოა­ნემ სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭო­სად­მი გაგზავ­ნილ წე­რილ­ში ჩამოა­ყა­ლი­ბა თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა­ნი ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპარ­ქია­ში ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სამუ­შაოე­ბის შესა­ხებ. მი­სი აზ­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ბედიე­ლის საეპის­კო­პოს აღდგე­ნაც და აფხა­ზეთ­ში ფრთხი­ლი პოლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა, მაგრამ ჯანმრთე­ლო­ბის მდგომა­რეო­ბის გაუა­რე­სე­ბის გა­მო იგი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თხოვნით მიე­მარ­თა სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოსათ­ვის ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპარ­ქიი­დან გადაეყ­ვა­ნათ სხვა ეპარ­ქია­ში.

საქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს 1925 წლის 7 აპრი­ლის ბრძანე­ბით იგი გან­თა­ვი­სუფლ­და ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპარ­ქიის მმართვე­ლის თანამ­დე­ბო­ბი­დან და დაი­ნიშ­ნა ალავერ­დის ეპარ­ქიის დროე­ბით მმართვე­ლად, მაგრამ შერ­ყეუ­ლი ჯანმრთე­ლო­ბის გა­მო უჭირ­და ეპარ­ქიის მართ­ვა, მას სჭირ­დე­ბო­და სერიო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. 1925 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს მიტრო­პო­ლიტ­მა იოა­ნემ განცხა­დე­ბით მი­მარ­თა სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარქს ამბრო­სის "ვინაი­დან რუ­სეთ­ში ჩე­მი გამგზავ­რე­ბა პი­რად გა­რე­მოე­ბა­თა გა­მო ჩემთვის ამჟა­მად წარმოად­გენს აუ­ცი­ლე­ბელ საჭი­როე­ბას, გთხოვთ ერ­თი თვით შვებუ­ლე­ბას".[21] სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭომ დააკ­მა­ყო­ფი­ლა მი­სი თხოვ­ნა. რუსე­თი­დან დაბრუ­ნე­ბის შემდეგ უკ­ვე ურბნი­სის ეპარ­ქიის მმართვე­ლად გადაიყ­ვა­ნეს, ამ დროს მძაფ­რი ან­ტი­რე­ლი­გიუ­რი კამ­პა­ნიი­სა და ხელისუფ­ლე­ბის მიერ ეკ­ლე­სია-მონასტ­რე­ბის მა­სობ­რი­ვი დახურ­ვის მიუ­ხე­და­ვად, ურბნი­სის ეპარ­ქია­ში მოქ­მე­დი იყო გო­რის ოქო­ნის, ბორჯო­მის იოა­ნე ნათლისმცემ­ლის, ერ­თის წმი­და გიორ­გის, მოხი­სის წმი­და გიორ­გის, ქარე­ლის, ალის წმ. თო­მა მოცი­ქუ­ლის, ხოვლეს იოა­ნე ნათლისმცემ­ლის, არ­ბოს წმ. გიორ­გის, ატო­ცის, საკი­რის, ქვიშხე­თის, სადგე­ნის, ბაკუ­რია­ნის, სასი­რე­თის, ხაშუ­რის, ურბნი­სის, იტრიის, სურა­მის, ვარძიის, ყვიბი­რის, ჭობის­ხე­ვის, დვირის ეკ­ლე­სიე­ბი. მარ­თა­ლია, ადგი­ლობ­რი­ვი საფი­ნან­სო ორ­გა­ნოე­ბი დიდ გა­და­სა­ხა­დებს უწე­სებდ­ნენ სამღვდე­ლოე­ბას, მაგრამ მოქ­მე­დი ეკ­ლე­სიე­ბი იმხა­ნად ახერ­ხებდ­ნენ ღვთისმსა­ხუ­რე­ბის შესრუ­ლე­ბას, თუმ­ცა მიტრო­პო­ლიტ იოა­ნეს ჯანმრ­თე­ლო­ბა ხელს უშ­ლი­და ეპარ­ქია­ში ეც­ხოვ­რა და წარე­მარ­თა სა­სუ­ლიე­რო ცხოვ­რე­ბა, მან სთხო­ვა სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს 1926 წლის 6 თე­ბერ­ვალს თბილის­ში და­ტო­ვე­ბა და აქე­დან ეპარ­ქიის მართვის უფ­ლე­ბა, რა­საც დაეთანხმ­ნენ.

1926 წლის 14 იან­ვარს მიტრო­პო­ლიტ­მა იოა­ნემ სრულიად საქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს წა­რუდ­გი­ნა განსახილ­ვე­ლად თა­ვი­სი სა­მა­გისტ­რო დი­სეტ­რა­ცია. კათა­ლი­კოზ-პატრიარქ უწმი­დეს ამბრო­სი­სად­მი წარდგე­ნილ მოხსე­ნე­ბით ბა­რათ­ში იგი წერ­და: "წარმოვად­გენ რა ამას­თა­ნა­ვე თქვენ უწმი­დე­სო­ბის წი­ნა­შე ჩემ სა­მა­გისტ­რო დისერ­ტა­ციას, ყო­ფი­ლი კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მიის 19 პროფე­სო­რის მიერ ხელმო­წე­რილ სა­ბუ­თებს, რომლი­თაც მე ცნო­ბი­ლი ვარ ღირსად მაგისტ­რის ხარის­ხის მი­ღე­ბი­სა, უმდაბ­ლე­სად გთხოვთ თქვენ უწმი­დე­სო­ბას, რა­თა ეს სა­ბუ­თე­ბი განხი­ლულ იქ­ნას სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს სხდო­მა­ზე და მომე­ნი­ჭოს ღვთისმეტყ­ვე­ლე­ბის ხა­რის­ხი".[22] მიტრო­პო­ლიტ იოა­ნეს რუსუ­ლად და­წე­რი­ლი თე­მა: "ბიზან­ტიის იმპე­რა­ტო­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მსოფ­ლიო საეკ­ლე­სიო კრებე­ბი­სად­მი" სარეცენ­ზიოდ გადაე­ცა სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს წევ­რებს დეკ. გ. გამრე­კელ­სა და ი. რა­ტიშ­ვილს, აგ­რეთ­ვე თბილი­სის სა­ხელმ­წი­ფო უნივერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რებს. სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭომ მოის­მი­ნა დეკ. გ. გამრე­კე­ლის დასკვ­ნა და "გა­ნა­ჩი­ნა: მიტრო­პო­ლიტ იოა­ნეს უა­რი ეთქვას ღვთისმეტყ­ვე­ლე­ბის მაგისტ­რის ხარის­ხის მი­ცე­მა­ზე".[23] ასე­თი გადაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიღე­ბამ მიტ­რო­პო­ლი­ტი იოა­ნე ფრიად გაა­ნაწ­ყე­ნა, რაც გამოი­ხა­ტა სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარქ უწმი­დეს ამბრო­სი­სად­მი გაგზავ­ნილ წე­რილ­ში, მი­სი აზ­რით, მა­შინ, რო­ცა "საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­ში 9 სა­სუ­ლიე­რო პირია უმაღ­ლე­სი განათ­ლე­ბით მათგან ვინმეს უნ­და წაე­კით­ხა დაკვირ­ვე­ბით თხზუ­ლე­ბა და თუ მშობ­ლიუ­რი ეკლე­სიის წინააღმ­დეგ რაი­მე ცდო­მი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბო­და, მი­ღე­ბუ­ლი ხა­რის­ხი უნ­და მოე­ცათ".[24] ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში მიტრო­პო­ლიტ­მა იოა­ნემ მოით­ხო­ვა წარდ­გე­ნი­ლი ნაშრო­მის უკან დაბ­რუ­ნე­ბა, ორთ­ვია­ნი შვე­ბუ­ლე­ბა, ხო­ლო თუ ეს არ მო­ხერხ­დე­ბო­და სა­სუ­ლიე­რო სამსა­ხუ­რი­დან მთლია­ნად გათა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამას დაერ­თო ეპარ­ქია­ში მისი გო­რის ოქო­ნის ეკლე­სიის მზრუნველ ივა­ნე მეკრავიშ­ვილ­თან და დეკა­ნოზ გიორ­გი ნასყიდაშ­ვილ­თან დაპი­რის­პი­რე­ბა, 1926 წლის 1 ივ­ნისს მან თხოვნით მი­მარ­თა სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს ეპარ­ქიის მმართვე­ლის თანამ­დე­ბო­ბი­დან განთავი­სუფ­ლე­ბის თაო­ბა­ზე. 20 ოქ­ტომ­ბერს მი­სი თხოვ­ნა დააკ­მა­ყო­ფი­ლეს, მაგრამ 3 ნოემ­ბერს დანიშ­ნეს ბა­თუმ-შემოქ­მე­დის ეპარ­ქიის მმართვე­ლად. მიტრო­პო­ლიტ იოა­ნეს ფრიად მტრულად შეხვ­და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მიუ­რი რესპუბ­ლი­კის საე­რო ხელი­სუფ­ლე­ბა, უფ­რო მე­ტიც, მას მოსთხო­ვეს ბათუ­მის და­ტო­ვე­ბა. 18 დე­კემ­ბერს სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს ავადმ­ყო­ფო­ბის მიზე­ზით მოსთ­ხო­ვა სამსა­ხუ­რი­დან განთა­ვი­სუფ­ლე­ბა, მაგრამ საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დროე­ბით­მა მმართვე­ლო­ბამ უა­რი გა­ნაც­ხა­და, თხოვნის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, თუმ­ცა 1927 წლის 20 თე­ბერ­ვალს დროე­ბით­მა მმართვე­ლო­ბამ გამოი­ტა­ნა შემ­დე­გი გან­ჩი­ნე­ბა: "ეთხო­ვოს მიტრო­პო­ლიტ იოა­ნეს დარჩეს თა­ვის ეპარ­ქია­ში და დაესწ­როს აგ­რეთ­ვე დროე­ბი­თი მმართვე­ლო­ბის მიერ დანიშ­ნულ სხდო­მებს".[25] მაგრამ ამ პირო­ბე­ბის შეუსრუ­ლებ­ლო­ბის გა­მო იგი 1927 წლის 3 მარტს გაათა­ვი­სუფ­ლეს თანამ­დე­ბო­ბი­დან. ამის შემდეგ მიტ­რო­პო­ლი­ტი იოა­ნე ორი თვით რუ­სეთ­ში გაემგ­ზავ­რა, მაგრამ რო­ცა დაბრუნ­და სა­ქართ­ვე­ლო­ში, უკი­დუ­რეს სი­ღა­ტა­კე­ში აღ­მოჩნ­და. 1927 წლის 2 აგვის­ტოს თხოვნით მი­მარ­თა სა­კა­თა­ლი­კო­ზო სი­ნოდს "უკა­ნასკ­ნე­ლი დროის ჩვე­ნი საეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბა მქუ­ხა­რე ზღვას დაემს­გავ­სა. ბედ­მა მო­მაქ­ცია ორ მებრძოლ ბა­ნაკს შო­რის, ხან ერ­თი მირტყამ­და თავ­ში, ხან მეო­რე, განვიც­დი ნივთიერ გაჭირ­ვე­ბას, ლა­მისაა და­მიტა ბა­ზარ­ზე გა­ვი­ტა­ნო გასას­ყი­დად".[26] სა­კა­თა­ლი­კო­ზო სი­ნოდ­მა 1927 წლის 5 აგვის­ტოს სხდო­მა­ზე დაად­გი­ნა უკი­დუ­რე­სი გაჭირ­ვე­ბის გა­მო დახ­მა­რე­ბა­ზე უა­რი ეთქვას მიტრო­პო­ლიტ იოა­ნეს. მას მისცეს წი­ნა­და­დე­ბა წა­სუ­ლი­ყო რო­მე­ლი­მე მონას­ტერ­ში. ამის პასუ­ხად მიტრო­პო­ლიტ­მა იოა­ნემ 27 ოქ­ტომ­ბერს სა­კა­თა­ლი­კო­ზო სინო­დი­სი­სად­მი მი­მართ­ვა­ში გა­მოთქ­ვა სურ­ვი­ლი აღმოსავ­ლეთ საქართ­ვე­ლოს რო­მე­ლი­მე ეპარ­ქიის მღვდელმთავ­რო­ბი­სა. სა­კა­თა­ლი­კო­ზო სინო­დის 1928 წლის 20 ოქტომბ­რის განჩი­ნე­ბით მიტ­რო­პო­ლი­ტი იოა­ნე დაი­ნიშ­ნა ბოდბის ეპარ­ქიის მმართვე­ლად. ამ დროს ეპარ­ქია­ში მოქ­მე­დი იყო 42 ეკ­ლე­სია, მაგრამ დი­დი გადა­სა­ხა­დე­ბის გა­მო ზოგიერ­თი ეკლე­სიის მოძღ­ვა­რი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო საერ­თოდ გაე­ნე­ბე­ბი­ნა თა­ვი მღვდელმსახუ­რე­ბი­სათ­ვის, თვითონ ეპარ­ქიის მმართვე­ლიც უჩიო­და უბინო­ბას, ამას დაერ­თო მძი­მე ავადმ­ყო­ფო­ბა. 1929 წლის 13 ნოემ­ბერს მიტ­რო­პო­ლი­ტი იოა­ნე გარდაიც­ვა­ლა. 14 ნოემ­ბერს სასწრა­ფოდ შეიკ­რი­ბა სა­კა­თა­ლი­კო­ზო სინო­დის სხდო­მა, რომელ­მაც მოის­მი­ნა ინ­ფორ­მა­ცია ბოდ­ბე­ლი მიტრო­პო­ლი­ტის იოა­ნეს გარდაც­ვა­ლე­ბის შესა­ხებ. სი­ნოდ­მა გა­ნა­ჩი­ნა: ა) ეცნო­ბოს ეპარ­ქიის მღვდელმთავ­რებს მიტრო­პო­ლიტ იოა­ნეს გარდაც­ვა­ლე­ბის შესა­ხებ, ბ) მი­სი ნეშ­ტი გადმოს­ვე­ნე­ბულ იქ­ნას სიონ­ში. 16 ნოემ­ბერს საქართ­ვე­ლოს სახკომსაბ­ჭოს თავმჯდო­მა­რეს მიმარ­თეს თხოვნით, ნე­ბა დაერ­თოთ განს­ვე­ნე­ბუ­ლი მიტრო­პო­ლი­ტის ნეშ­ტი დაეკრ­ძა­ლათ სიონ­ში. დამკრძა­ლავ კომი­სიას ხელმძღვა­ნე­ლობ­და დე­კა­ნო­ზი ნესტორ მაჭა­რაშ­ვი­ლი. 17 ნოემ­ბერს სიო­ნის საპატ­რიარ­ქო ტა­ძარ­ში განსვე­ნე­ბულ მიტ­რო­პო­ლიტს პა­ნაშ­ვი­დი გადაუ­ხა­დეს, რომელ­საც დაესწრ­ნენ სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქი უწ­მი­დე­სი ქრის­ტე­ფო­რე III, მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლისტ­რა­ტე, ეპის­კო­პო­სე­ბი იე­როთეოზი, მელქის­დე­კი, ეფ­რე­მი. მი­სი ნეშ­ტი დაკრძა­ლეს სიო­ნის საპატ­რიარ­ქო ტაძრის ეზო­ში.


მიტროპოლიტი ეფრემ სიდამონიძე


მიტროპოლიტი ეფრემი (ერისკაცობაში გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე) დაიბადა 1896 წელს გორის მაზრის სოფ. დოესში სოდლის მედავითნის ოჯახში. ყმაწვილი მამამ სასწავლებლად წაიყვანა გორის სასულიერო სასწავლებელში, სადაც მან თავი გამოიჩინა როგორც ბეჯითმა მოსწავლემ, ამიტომ სასწავლებლის დირექციამ სპეციალური რეკომენდაციით გაგზავნა თბილისის სასულიერო სემინარიაში 1912 წელს.

სემინარიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1919 წელს, გრიგოლ სიდამონიძემ სწავლის გასაღრმავებლად მიაშურა ახალგახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს, სადაც ისმენდა ივანე ჯავახიშვილის, გრიგოლ წერეთელის, კორნელი კეკელიძის, შალვა ნუცუბიძის, გიორგი ჩუბინაშვილის, აკაკი შანიძის ლექციებს.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვამ ახალგაზრდა გრიგოლის დიდი სულიერი განცდები გამოიწვია. უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტმა 1921 წლის 21 დეკემბერს თხოვნით მიმარტა სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ამბროსის: “თქვენო უწმიდესობავ ბავშვობიდანვე მაქვს მისწრაფება და მიდრეკილება ბერული ცხოვრებისა. ჩემი განზრახვა მრავალჯერ გამიზიარებია სასულიერო პირებისთვის. იგინი სიხარულით შემომგებებიან და სათნოდ მამობრივი სწავლა დარიგებით, რომ ჩემთვის ჯერ საჭიროა მოთმინება და ლოცვა კურთხევით დავუჯილდოვებივარ. აწ მომწიფებულ ასაკში მიღწეული, სრული ჭკუა გონებით და საღი შეგნებით აღჭურვილი კადნიერებით გთხოვთ აღმკვეცოთ ბერად და ღირსმყოთ მღვდემონაზვნის ხარისხზე ასაყვანად. მე მწამს, მიუხედავად ამ შავ-უკუღმართი დროისა და საეჭვო წუთისოფლისა თქვენი უწმიდესობა ნდობის თვალით და გულით შეხვდება ამ ჩემს მისწრაფებას და მომცემს საშუალებას სამღვდელმონაზვნო ხარისხში მყოფს შემეძლოს წინაშე წმ. ტრაპეზისა აღვავლინო ლოცვა-ვედრება ღმრთისადმი, სამშობლოსადმი და ჩვენი მრავალტანჯული ეკლესიის ბედნიერებისათვის”.[26]

ახალგაზრდა გრიგოლის მისწრაფებისათვის ხელისშეშლა სცადა სოფ. დოესის მღვდელმა მიხეილ ლუკაშვილმა, რომელმაც საკათალიკოზო საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში გრიგოლ სიდამონიძე “მეამბოხე და ეკლესიის მტრად” გამოაცხადა. სოფლის მოძღვრის ასეთმა ტენდენციურმა მოქმედებამ ძლიერ დააღონა ბერ-მონაზვნური ცხოვრების მოწადინე ახალგაზრდა, რომელმაც განცხადებით მიმართა ურბნისის ეპარქიის ახალქალაქის მთავარხუცესს დაედასტურებინა ან უარეყო დოესიის მღვდლის მ. ლუკაშვილის განცხადების შინაარსი. 1921 წლეს 23 დეკემბერს შეიკრიბა ოლქის სამღვდელოება. რომელთაც “დაადასტურეს: სიყრმიდამ აქამომდე კრება იცნობს გრიგოლ სიდამონიძეს, როგორც საუკეთესო ყმაწვილკაცს, ერთგულ შვილს საქართველოს ეკლესიისას, ხოლო მღვდელ ლუკაშვილის დასმენას, მიიჩნევს როგორც უსაფუძვლოს და პირადი ინტერესებით გამოწვეულს”.[27]

როგორც სვეტიცხოვლის წინამძღვრის არქიმანდრიტ პავლე ჯაფარიძის, უწმინდეს და უნეტარეს კათოლიკოზ-პატრიარქ ამბროსისადმი გაგზავნილი მოხსენებიდან ირკვევა 1922 წლის 17 იანვარს ღამისთევის ლოცვაზე იგი – გრიგოლ სიდამონიძე აღიკვეცა მონაზვნად და სახელად ეწოდა ეფრემი. 26 იანვარს დეკანოზმა მათე მონასელიძემ მიაღებინა “ფიცი კურთხევისათვის”: “მე, გრიგოლ სიდამონიძე აწ წოდებული სამღვდელო მსახურებისათვის, აღვთქვამ და ვფიცავ ყოვლად შემძლებელისა ღმრთისა წინაშე წმიდისა მამისა სახარებისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისა, რომ მსურს და ვეცდები განვლო ესე მსახურება თანახმად ღვთისა სიტყვისა, საეკლესიო კანონთა და მთავრობის ბრძანებათა: ღვთისმსახურებანი და საიდუმლონი შევასრულო კრძალვითა და მიხედვით ეკლესიის განჩინებისა, ჩემისა ნებით არაფერი არ შევცვალო: აღსარება სარწმუნოებისა ვიპყრო და სხვას გარდავცე მართლმადიდებელი ეკლესიისა და წმიდათა მამათა ხელმძღვანელობით”.[28]

როგორც უწმიდესი ამბროსის რეზოლუციიდან ჩანს, 14 იანვარს ბერმონაზობი ეფრემი ხელთ დასხმულ იქნა იეროდიაკვნად. “ჩვენება კურთხევისაში” ბერ-მონაზონმა ეფრემმა ვალდებულება აიღო რათა განამტკიცოს ქრისტიანობა, სარწმუნოება, ღვთისმსახურება სეასრულოს პატიოსნად და უღირსი ყოფაქცევით არასოდეს დააბრკოლოს მორწმუნენი.

1923 წლის 4 ივლისს მღვდელმონაზონი ეფრემი დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოზ პარტიარქის ამბროსის მოადგილედ შიომღვიმოს მონასტერში და დაჯილდოვებული იქნა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. ამ დროს ხელისუფლებამ ანტირელიგიური ისტერია გააძლიერა, რამაც წააქეზა სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტები, რომელნიც გაძარცვის მიზნით თავს ესხმოდნენ ეკლესია მონასტრებს, ხოცავდნენ სასულიერო პირებს. ასეთი თავდასხმები ხშირი იყო შიო მღვიმის მონასტერზეც, მაგრამ ღვდელ-მონაზონი ეფრემი ერთგულად ემსახურებოდა მონასტერს, მას არც უფიქრია იქაურობის დატოვება.

მღვდელმონაზონი ეფრემი, როგორც მოწმე, გამოძახებული იყო 1924 წლის მარტში საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს წევრების სასამართლოზე საქართველოს საგანგებო კომისიის (ჩეკას) მიერ. 1925 ელის 22 ოქტომბერს მღვდელმონაზონი ეფრემი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა დიდი გომარეთის მრევლის მღვდლად და ბორჩალოს მაზრის მთავარხუცესად. როგორც საკათალიკოზო საბჭოსადმი გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნავდა “1925 წლის 26 ოქტომბრიდან შევუდექი მოვალეობის შესრულებას სოფ. დიდ გომარეთში”.[29] ახალგაზრდა მოძღვარმა იქაურ მოსახლეობას თავი შეაყვარა როგორც უანგარო, კეთილსინდისიერმა ღვთისმსახურმა. იგი ერთნაირად ყურადღებიანი იყო როგორც ქართველების, ასევე ბორჩალოს მაზრის სამთავარხუცესოში მცხოვრები ბერძნების მიმართ, რასაც ადასტურებს არქიმანდრიტ ეფრემის თხოვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პარტიარქ უწმინდეს და უნეტარეს ამბროსისადმი (1926 წლის 27 მარტი) “ჩემდამი რწმუნებულ სოფ. დიდი გომარეთის სამრევლოს ამ უკანასკველი 5-6 წლის განმავლობაში არ ჰყოლია მღვდელი. მისი მოვლა პატრონობა თავს უდვიათ მეზობელი ბერძნის მღვდლებს ალექსი პარასკევოვს და მიხეილ მიხეილოვს. გთხოვთ გაწეული სამსახურისთვის გამოუცხადოთ მადლობა”.[30] უწმიდესმა ამბროსიმ დააკმაყოფილა არქიმანდრიტ ეფრემის თხოვნა, რითაც ეფრემმა სამთავარხუცესოში ბერძენი მოსახლეობის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

1927 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი ეფრემი გამწესებულ იქნა მცხეთა-თბილისის ეპარქიის ქორეპისკოპოსად. 26 მარტს საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველის მიტროპოლიტ ქრისტეფორეს მიერ აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში მანგლელად. კურთხევას ესწრებოდნენ მარგველი ეპისკოპოსი ვარლამი, ბოდბელი ეპისკოპოსი სტეფანე. კურთხევისას სიტყვა წარმოთქვა ეპისკოპოსმა ეფრემმა: “ყოვლად უსამღვდელოესნო მეუფეო, ყოვლადპატიოსანნო მამანო და ძმანო! მესმის ხმა უფლისა, მომწოდებელი ჩემისა უღირსებისა მშობლიური ეკლესიის სადარაჯოზედ გუშაგად დადგინებისა. მესმის და ვძრწი, წარმოუდგება რა ცხადად თვალთა გონებისა ჩემისათა მთელი სიდიდე მღვდელმთავრობისა, სიძნელე და დაბრკოლებანი, რაიცა მარად სდევს მას და უფრო ვძრწი, ვითვალისწინებ რა უძლურებასა ჩემსა.

მეშინის, ოდეს მოვიხსენებ მღვდელმთავრობასა ჩემსა. ჰოი სულო ჩემო, ამიერიდან სხვათა მიმცემელი მადლისა, მრავალთა უმაღლეს ეკლესირი ნდობა. დავალებათა დაჯილდოებულს ძალგიძს დაიცვა თავი შენი, რათა არა შთავარდე პატივსა და მთავარობისმოყვარეობასა.

ამ საპასუხისმგებლო დროს მადლობით მოვიხსენიებ ჩემს კეთილის მყოფელთ მასწავლებელთ, რომელთაც განმიმტკიცეს სიყრმიდან ჩანერგილი სიყვარული ეკლესიისა და საზოგადო საქმისა. მადლობით ვიხსენებ ჩვენს ახლადანთებულ ლამპარს თბილისის უნივერსიტეტის აღმაშენებელთ, რომელთა ხელმძღვანელობით მე ვივსებდი ცოდნას ოთხი წლის განმავლობაში. მადლობით ვიხსენებ სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის, რომელმაც მხურვალე სიყვარული და მამობრივი მზრუნველობა გამიწია, მაგრამ ამ ჩემთვის საშინელსა და სანეტარო ჟამს, სიმდაბლით შემივრდებით და გულმოდგინეთ გევედრებით: ოდეს დამსდებთ მადლის მიმნიჭებელთა წმიდათა ხელთა თქვენთა, თავსა მისსა უღირსებისასა, მხურვალედ აღვავლენთ ლოცვასა წინაშე მაცხოვრისა, რათა მომანიჭებდეს ნიჭსა ჩემსა ცოდვათა განცდისასა და შემარტყადეს ძალსა სულსა სიწმიდისა, სიმდაბლისა და მოთმინებისა.

დაე, მღვდელმთავრობა ჩემი მასწავებდეს ჩემსა უღირსებაზე, უძლურებაზე... დაე, მღვდელმთავრობა ჩემი მარად მოჰგრიდეს თვალთა ჩემთა სინანულსა ცრემლთა დენასა!

დღევანდელი ჩვენი ეკლესიის მწვავე მდგომარეობა დაბეჯითებით მოითხოვს მტკიცე და მაღალღირსებით მოსილ მღვდელმთავარსა, რათა მისი ხმა არ დარჩეს ვითარცა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, რომ შეძლოს დამშვიდება აღშფოთებულთა, დაანთოს მათ გულში ცეცხლი სიყვარულისა, შექმნას საამისო მდგომარეობა ხელსაწყოდ ნაყოფიერი მუშაობისა. ჰმართებს მღვდელმთავარს, რათა ზე იდგეს ამაო პატივმოყვარეობასა ზედა, ხოლო ცხოვრების დასაყრდნობათა მოიხმარებდეს მაცხოვრის დიად მოძღვრებას წმ. სახარებასა და ეგევე აქვნდეს ცხოვრების ეგზომ შესაფასებლადაც. ეპისკოპოსის მოვალეობაზე იქადაგოს ჭეშმარიტება, იყოს გონებით ბრძენი და ცხოვრებით უბრალო, იყოს მტკიცე, ბრწყინავდეს საქმენი მისნი, დაე, აღსრულდეს განგება ღვთისა. მორჩილ ვარ, მადლობით მივიღო და არა რას მცირესა წინააღმდეგობასა ვიტყვი”.[31]

1927 წლის 2 ოქტომბერს საკათალიკოზო სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ეპისკოპოზ ეფრემის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად დანიშვნისა და მისთვის მიტროპოლიტობის მინიჭების შესახებ. საკათალიკოზო სინოდისადმი გაგზავნილ წერილში ეპისკოპოსი ეფრემი წერედა: “მიტროპოლიტობა ეძლევა არა კატედრას, არამედ პიროვნებას ნიშნად მადლობისა და პატივისცემისა, მისი განსაკუთრებული ღვაწლისა და სამსახურის აღსანიშნავად. მე ახლა ვიწყებ საქმიანობას და პირდაპირ მმართველ მღვდელმთავრად დანიშვნა ისედაც ისეთ რთულ ეპარქიაში, როგორიც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაა, არასწორად მიმაჩნია”.[32]

მანამ ორი თვე ეპისკოპოსი ეფრემი იყო ჯერ მანგლელი, შემდეგ ნინოწმინდელი, ხოლო 1927 წლის 17 ოქტომბრიდან იგი დაინიშნა ალავერდის ეპარქიის მმართველად. 1928 წლის 26 მარტს ეპისკოპოსი ეფრემი განთავისუფლდა ალავერდის ეპარქიის მმართველის თანამდებობიდან. იგი 1929 წლის 5 იანვარს სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქ ქრისტეფორე მესამეს სთხოვს თბილისში გადმოყვანას, ვინაიდან ეპარქიაში ადგილობრივი პარტიული ხელისუფლების პოლიტიკის წყალობით გაუსაძლისი პირობები შეიქმნა, როგორც უწმიდესი ქრისტეფორე III საკათოლიკოზო სინოდისადმი 1929 წლის 23 იანვრის მოხსენებიდან ირკვევა მიმდინარე (1929) წლის 20 იანვარს “თბილისის წმ. ბარბარეს ეკლესიის რელიგიურ საზოგადოების კრებას თავის მოძღვრად აურჩევია ეპისკოპოსი ეფრემი. სინოდის დაუკითხავად მე ეპისკოპოსს მრევლის მღვდლად ვერ დავამწესებ და ამისათვის ვთხოვ სინოდს გადაწყვიტოს საკითხი, შეიძლება თუ არა ეპისკოპოს ეფრემს მიეცეს მრევლი, იყოს მხოლოდ მრევლის მღვდლად და მოძღვრად?”[33]

საკათალიკოზო სინოდმა შესაძლებლად მიიჩნია ეპისკოპოს ეფრემის მიმართ დაეშვათ ასეთი გამონაკლისი, ამიტომ უწმინდესი და უნეტარესი ქრისტეფორე მესამის გადაწყვეტილებით მას თანაშემწედ დაუნიშნეს ერთი მღვდელი. იმავე წლის 26 დეკემბრიდან მას შეუთავსეს ბოდბის ეპარქიის დროებითი მმართველობაც.

1930 წლის 24 ოქტომბერს ეპისკოპოსი ეფრემი დაინიშნა ურბნისის ეპარქიის დროებით მმართველად. თუმცა, იგი ფაქტიურად თბილისში იყო ჯერ მთაწმინდის ეკლესიის წინამძღვარი (20 ნოემბრიდან), ხოლო 1931 წლის დასაწყისიდან 4 აგვისტომდე ნავთლუღის ეკლესიის დროებითი წინამძღვარი.

1932 წლის 13 ოქტომბერს ეპისკოპოსმა ეფრემმა განცხადებით მიმართა საქართველოს საკათალიკოზო პლენუმს ურბნის-აწყურის ეპარქიის დროებითი მმართველის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. “დღესდღეობით ვერ ვახერხებ განვაგრძო ეს ჩემზე დაკისრებული მოვალეობა და ვფიქრობ, არც ეპარქიისათვის არის სასარგებლო დროებითი პატრონი”.[34] ამის პასუხად მიიღო: “სინოდის პლენუმის 13 ოქტომბრის დადგენილებით დამტკიცებულ იქნას ყოვლადსამღვდელო ეფრემი ურბნისის ეპარქიის მღვდელმთავრად და გორის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად მისადმი რწმუნებულ ეპარქიაში დაბინავებით არა უგვიანეს ერთი თვისა”. ასეთმა გადაწყვეტილებამ ეპისკოპოსი ეფრემი ძალიან გაანაწყენა “მადლობა სინოდს, - წერდა იგი - მაგრამ ჩემთვისაც ხომ უნდა ეკითხათ, შემეძლო თუ არა დღევანდელ პირობებში ამ ტვირთის აწევა. უმორჩილესად გთხოვთ ორი წლით შეაჩეროთ სინოდის დადგენილება. ვმუშაობ მუზეუმში და წიგნსაცავებში”.[35]

სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე თვლიდა, რომ ეპარქიები უმღვდელმთავროდ ასეთ რთულ დროში არ უნდა დარჩენილიყო, ამიტომ მან დაბეჯითებით მოსთხოვა ეპისკოპოს ეფრემს ეპარქიაში წასვლა.

1933 წლის 9 ნოემბერს ეპისკოპოსმა ეფრემმა წერილობითი განცხადებით მიმართა უწმიდეს კალისტრატეს და ავადმყოფობის გამო მოითხოვა ეპარქიალურ დავალებისაგან სრული განთავისუფლება. “სინოდმა ისეთ გარემოებაში ჩამაყენა - წერდა ეპისკოპოსი ეფრემი - რომ ჩემთვის შეუძლებელი ხდება მღვდელმთავრის მოვალეობის ტვირთვა და იძულებული ვხდები სამსახურზე ხელი ავიღო”.[36]

უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ, დეკანოზებს ი. მირიანაშვილსა და ი. ცქიტიშვილს დაავალა ეფრემის მონახულება და მისი უკმაყოფილების მიზეზის გარკვევა. როგორც ისინი თავიანთ მოხსენებით ბარათში წერდნენ “ვინახულეთ ეპისკოპოსი ეფრემი და მოვახსენეთ, რომ იგი ვალდებულია ემორჩილებოდეს თავის უზენაეს ხელისუფლებას და მით საერთო დისციპლინას იცავდეს და სხვას აძლევდეს მაგალითს, როგორც სარკე ეკლესიისა. მან გვიპასუხა, რომ იგი ემორჩილება საკათალიკოზო სინოდის გადაწყვეტილებას, მაგრამ ასეთ პირობებში არანაირი სამსახური არ მინდაო”.[37]

საკათალიკოზო სინოდმა უკან დაიხია და მისცა მას შესაძლებლობა თბილისიდან ემართა ეპარქია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეპისკოპოსმა ეფრემმა გადაწყვიტა ეპარქიის მღვდელმთავრობიდან განთავისუფლება და განმეორებით მიმართა საკათალიკოზო სინოდს, რომელმაც სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს 1933 წლის 8 მარტის რეზოლუციით დააკმაყოფილა ყოვლად უსამღვდელოესი ეფრემის თხოვნა, მაგრამ მას მისცა (შაბათ-კვირის გარდა) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვის ჩატარების უფლება.

1934 წლის 25 იანვარს ეპისკოპოსმა ეფრემმა თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს: “მსურდ დავათვალიერო ეჩმიაძინის სიძველენი და აგრეთვე პირადად გავეცნო ერევნის სახელმწიფო მუძეუმში დაცულ ქართულს ხელნაწერს, ცნობილ საიათნოვას დავთარს”.[38]

მისმა უწმიდესობამ მისცა სათანადო სიგელი ეჩმიაძინში წარსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ ეპისკოპოს ეფრემს ეპარქიის მღვდელმთავრობა აღარ ჰქონდა, საკათალიკოზო სინოდი უწმიდესი და უნეტარესი კათალიკოზ-პატრიარქი კალისტრატე ანგარიშს უწევდა მის ნიჭიერებას, ეკლესიისადმი თავდადებულ სამსახურს და მრევლთან ურთიერთობის ცოდნის ხელოვნებას. ამიტომ იყო, რომ 1936 წელს, როცა ქუთაის-გაენათის ეპარქიაში ვითარება კვლავ დაიძაბა სინოდის რეზოლუციით (N31 0.1936. 21. 03). იგი გაიგზავნა ქუთაისში, რათა მოეწესრიგებინა ეპარქიის საქმეები.

საბჭოთა უშიშროების სამსახურებისათვის ეპისკოპოსი ეფრემი არ მოიაზრებოდა არსებული რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილ სასულიერო პირად, ამიტომ 1937 წელს ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით იგი დააპატიმრეს და გადაასახლეს ციმბირში. გადასახლებაში გაატარა 8 წელი. საქართველოს კათალიკოზ-პარტიარქი კალისტრატე ცდილობდა როგორმე დაეხსნა ეპისკოპოსი ეფრემი საბჭოთა “მართლმასაჯულებისაგან”, მაგრამ ვერაფერს გახდა. პატრიარქი შესაძლებლობისამებრ დახმარების სახით უგზავნიდა გარკვეულ თანხას. 1944 წლის 2 ივლისს უწმიდესმა კალისტრატემ მიიღო ეფრემის წერილი ტაშკენტიდან. “თქვენო უწმინდესობავ! სიყვარულით მოგესალმებით და გისურვებთ ხანგრძლივ, ჯანმრთელ სიცოცხლეს.

ლაგერიდან მე განმათავისუფლეს 21 ივნისს. უკანასკნელი ადგილი ჩემი ციმბირი იყო. საქართველოში დაბრუნების უფლება ლაგერმა არ მომცა. მითხრეს საქართველოდან თუ გექნება გაწვევა, მაშინ წახვალო. ახლა თქვენზეა დამოკიდებული ჩემი სამშობლოში დაბრუნება... სად მოვეწყობი არ ვიცი, არც ტაშკენტში მაძლევენ ცხოვრების უფლებას, უსახსროდ ვარ”.[39]

კათალიკოზ-პარტიარქმა კალისტრატემ წერილობითი თხოვნით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს ავქსენტი რაფავას: “გთხოვთ ნებას გამოვიწვიო თბილისში მშობელი ეკლესიისათვის საჭირო ეფრემ ეპისკოპოსი”.[40]

ეპისკოპოსი ეფრემი 8 წლის განშორების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს ბრძანებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად, მწვანე ყვავილას ეკლესიის წინამძღვრად.

1945 წლის 12 ივლისს დაიწერა სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს ბრძანება: “ვიღებ რა მხედველობაში თქვენს თვრამეტი წლის მოღვაწეობას მღვდელმთავრის ხარისხში, მოგიბოძებთ მიტროპოლიტობას”.[41]

ქუთაისის ეპარქიაში ეფრემმა 1953 წლამდე იღვაწა. გავიდა წლები... შემდეგ იგი სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი გახდა.

ასეთი გამორჩეული სასულიერო პირები იყვნენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელთაც მრავალი დაბრკოლებების მიუხედავად შეძლეს ეკლესიისა და ერის წინაშე სამსახური.

 

ძირითადი დასკვნები


1917 წლის 12(25) მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მრავალრიცხოვანი საზოგადოების წინაშე გამოსვლისას გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გამოუცხადა.

პირველი საეკლესიო კრების მოწვევამდე, რომელიც დაამტკიცებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებას და აირჩევდა სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქს, შეიქმნა საქართველოს ეკლესიის მმართველობის დროებითი კომიტეტი ეპისკოპოს ლეონიდის თავმჯდომარეობით.

ეკლესიის მმართველობის დროებით კომიტეტში სასულიერო პირებთან ერთად საერო პირების მიწვევა იმაზე მიუთითებდა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა აქტუალური იყო სრულიად საქართველოსათვის. 116 წლობანი სასულიერო მონობისაგან თავის დახსნა საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების მოპოვების წინაპირობა იყო. რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება შეეცადა ხელი შეეშალა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტს ცხოვრებაში გატარებისათვის. 13 მარტს, როდესაც ეპისკოპოსები ლეონიდი და ანტონი ესტუმრნენ ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს (“ოზაკომს”) და მოახსენეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ, “ოზაკომის” წევრებმა ბ. ხატისოვმა ქართველ იერარქებს გულახდილად განუცხადა - ეს ძირს უთხრის ერთიანი, განუყოფელი რუსეთის სტაბილურობას კავკასიაში-ო

საქართველოს ეგზარქოსყოფილმა პლატონმა რუსეთის სინოდისაგან გამხნევებულმა უარი თქვა საქართველოს ეკლესიის საქმეების დროებითი მმართველობისათვის გადაბარებაზე. იგი დროის გაყვანის და პეტერბურგიდან ახალი ინსტრუქციის მიღებამდე აცხადებდა, რომ თბილისის რუსობა, რუსის ჯარი მას მხარს უჭერდა და არსად წასვლას არ აპირებდა.

პეტროგრადის დროებითმა მთავრობამ სარწმუნეობის მინისტრის მოადგილის კოტლიარსკის პირით საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დროებითი კომიტეტის წევრებისადმი გამოგზავნილ დეპეშაში დაადასტურა რუსეთის ხელისუფლების მზადყოფნა ეცნო საქართველოს ეკლესიის ეროვნულ-ტერიტორიული ავტოკეფალია, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოში მოქმედი არამართლმადიდებლური სამრევლოები და ეკლესიები ახლადშექმნილ ამიერკავკასიის საეგზარქოსოს უნდა დამორჩილებოდნენ. ყოველივე ეს გამოიწვევდა დაპირისპირებას და ანარქიას საქართველოში. იმნებოდა ამიერკავკასიის საეგზარქოსო, რომელიც ცხადდებოდა საქართველოს საეგზარქოსოს ქონებრივ მემკვიდრედ, ამიერკავკაზიის ეგზარქოსის რეზიდენცია უნდა ყოფილიყო თბილისში, ხოლო სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქისა რეზიდენცია მცხეთაში.

რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების ზემოთაღნიშნულ სულისკვეთებას გამოხატავდა პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ ბენეშევიჩი, რომელმაც ხელისუფლების დავალებით მოლაპარაკება გამართა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დროებითი კომიტეტის წევრებთან, დეკანოზებთან: კ. კეკელიძესა და ნ. თალაკვაძესთან, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია პეტროგრადს გაემგზავრა ეპისკოპოს ანტონის (გიორგაძე), არქიმანდრიტ ამბროსის (ხელაია), დეკანოზ კალისტრატეს (ცინცაძე) შემადგენლობით. დელეგაციას დაძაბული მოლაპარაკებები ჰქონდა. საქართველოს ეკლესიის ტერიტორიულ ავტიკეფალიის ცნობის საკითხებზე მთავრობის თავმჯდომარესთან კერენსკისთან, სარწმუნოების მინისტრთან ლვოვთან, მაგრამ რუსეთის საერო მთავრობა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის ეროვნულ-ტერიტორიულ ავტოკეფალიის ცნობაზე იყო თანახმა, ხოლო რუსეთის სინოდი თვლიდა, რომ არანაირ ავტოკეფალიაზე საუბარი არ შეიძლებოდა, საქართველო თითქოს და საერთოდ ქრისტიანობას განუდგა და მოითხოვდა ქართველებთან ყოველგვარი მოლაპარაკების შეწყვეტას.

თბილისში მყოფი ეგზარქოსყოფილი პლატონი არ თმობდა ეგზარქოსის სასახლეს, აქეზებდა რუსებს საქართველოს ეკლესიის დროებითი მართვა-გამგეობის წევრების წინააღმდეგ. რუსეთის სინოდის განჩინებით იგი თბილისის მიტროპოლიტად დაინიშნა. ამის საპასუხოდ ქართველმა ავტოკეფალისტებმა 13 აგვისტოს მიიღეს გადაწყვეტილება თბილელის კათედრის აღდგენის შესახებ და თბილელ მიტროპოლიტად ლეონიდი აირჩიეს.

როდესაც ეგზარქოსყოფილი პლატონი მოსკოვს გაემგზავრა რუსეთის საეკლესიო კრებამ მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დროებითი კომიტეტი თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდის ხელმძღვანელობით ყოფილი ეგზარქოსის სასახლეში გადავიდა.

საქართველოში გადასახლებიდან დაბრუნდა ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც აქტიურად ჩაება პირველი საეკლესიო კრების მოსამზადებელ სამუშაოებში. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დროებითი კომიტეტის წევრებთან აქტიურად თანამშრომლობდნენ: ივ. ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, პართენ გოთუა, სპირიდონ კედია, პავლე ინგოროყვა, იპოლიტე ვართგავა, სერგი გორგაძე, სოფრომ მგალობლიშვილი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველმა საეკლესიო კრებამ, რომელიც 1917 წლის 9-17 სექტემბერს მიმდინარეობდა დაამტკიცა ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, განსაზღვრა ეპარქიატა რაოდენობა, დაადგინა ეპარქიათა მღვდელმთავრები, აირჩია სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი. პირველი პატრიარქობის პატივი წილად ხვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელ მებრძოლს ცნობილ მეცნიერსა და სასულიერო მოღვაწეს კირიონ II.

საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია შეუდგა თავის მძიმე, მაგრამ საპატიო მისიის აღსრულებას, ეს იყო ზრუნვა ქართველი ერის სულიერ ამაღლებაზე, პოლიტიკურ პარტიებად გათითოკაცებულ ქვეყანაში ეროვნული და რელიგიური გრძნობების გაძლიერებაზე. უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II ქადაგებებსა და წერილებში თავის სამწყროს შეახსენებდა იმ დიდი საშიშროების შესახებ, რაც მოსალოდნელი იყო ბოლშევიკური რუსეთისაგან.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდი სიხარულით შეხვდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას “არღარ ვართ მონა, არამედ აზნაურ” _ აღნიშნავდა  უწმიდესი კირიონ II მაგრამ თავისუფლებით გამოწვეული სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა უწნიდესისა და უნეტარესის კირიონ II სათვის, რომელის 1918 წლის 27 ივნისს ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში.

უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II საქმე განაგრძო ახლადარჩეულმა კათალიკოზ-პატრიარქმა ლეონიდმა, რომელმაც მეორე საეკლესიო კრებაზე (1920 წ.) ცვლილებები შეიტანა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში, გააერთიანა მცხეთა-თბილისის ეპარქია, სცადა საერთო ენის გამონახვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან, რომელიც თავისი სულისკვეთებით ათეისტური იყო და ცდილობდა ისეთი საკანონმდებლო აქტების შემუშავებას, რომელიც არ გაითვალისწინებდა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს ეკლესიის როლს და მნიშვნელობას. დემოკრატიული საქართველოს მთავრობის მესვეურთათვის სასურველი იყო საქართველოს სამოციქული ეკლესია ქვეყანაში მოქმედი სხვა კონფენსიების თანაბარ მდგომარეობაში ჩაეყენებინა. მაღ სკოლა ეკლესიიდან გამოყვეს, გააუქმეს საღვთო სჯულის სავალდებულო სწავლება, მოახდინეს საეკლესიო ქონების ნაციონალიზაცია. ყოველივე ეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, საკათალიკოზო საბჭოსა და კათალიკოზ-პატრიარქ ლეონიდის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევდა, როგორც ირკვევა უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემებზე სასაუბროდ შეხვდა მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას, მიიღო კიდეც რაღაც დაპირებანი, მაგრამ რეალურად დემოკრატიული საქართველოს მთავრობის წევრთა დიდ ნაწილს არ ესმოდა საქართველოს ეკლესიის როლი და მნიშვნელობა და მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არაფერი არ გაუკეტებიათ. მიუხედავად ამისა საქარტველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურნი აქტიურ მინაწილეობას იღებდნენ მთავრობის მიერ მოწყობილ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულებში და იმედოვნებდნენ, რომ ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს შეცვლიდა საქართველოს ეკლესიის მიმართ თავის დამოკიდებულებას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უმძიმესი იყო 1921 წლის 19-25 თებერვლის დღეები, როცა თბილისს ბოლშევიკური საოკუპაციო ჯარები უახლოვდებოდნენ. საკათალიკოზო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საეკლესიო სიწმინდეების ქუთაისში ევაკუაციის შესახებ, 24 თებერვალს უწმიდესი ლეონიდიც ქუთაისში გაემგზავრა. საქართველოს საკათალიკოზო საბჭო, უწმიდესი ლეონიდი არ იყვნენ იმის მომხრენი, რომ საეკლესიო სიწმიდენი უცხოეთში გაეტანათ _ მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას რა ბედი ეწია 1922-1924 წლებში საქართველოს ეკლესია-მონასტრებში დაცულ სიწმიდეებს ოქროსა და ვერცხლის ხატებს. მაშინ იქნებ გამართლებულიც იყო ნოე ჟორდანიას მთავრობის არაპოპულარული გადაწყვეტილება საეკლესიო განძის საფრანგეთში გატანის შესახებ.

სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდი ამაყი, თავისუფალი, ბრძოლის ჟინით შეპყრობილი თბილისიდან წავიდა და 1921 წლის აპრილში საოკუპაციო ჯარებთ, გახარებული უცხოტომელების და გაუბედურებული ქართველებით სავსე ქალაქში დაბრუნდა.

ბოლშევიკურ ხელისუფლებას საქართველოს ეკლესია საერთოდ არ უნდოდათ. მათ 1921 წლის 15 აპრილს მიიღეს დადგენილება: “სახელმწიფოსგან ეკლესიისა და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის შესახებ”. ამ დადგენილებით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც ერთმეოდა იურიდიული პირის სტატუსი.

ანტირეროვნულ ბოლშევიკ-მარიონეტებს საქართველოს ეკლესია ხელს უშლიდა თავიანთი კოსმოპოლიტური სულისკვეთების ხალხში დანერგვაში, ამიტომ დაიწყო მისი გეგმაზომიერი შევიწროება. ცენტრისაგან წაქეზებული პროვინციელი ბოლშევიკები და კომკავშირელები ადმინისტრაციული წესით ხურავდნენ ეკლესია-მონასტრებს, შეურაცხყოფას აყენებდნენ სასულიერო პირებს, ხოლო ურჩებს საპყრობილეში ათავსებდნენ.

საქართველოს თავს დატრიალებული უბედურებანი, მამა-პაპური ტრადიციების აბუჩად აგდება, ქართველი პატრიოტების წამება, სინდისის თავისუფლების ლოზუნგით ქრისტიანული რელიგიის დევნის გამო სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქმა ამბროსიმ 1922 წელს გენუის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა და მოუწიდა ევროპის ქვეყნებს დახმარებოდნენ საქართველოს.

ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ განიზრახა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოზო საბჭოს, კათალიკოზ-პატრიარქ ამბროსის სასტიკად დასჯა. იმდროინდელ პრესაში იბეჭდებოდა უამრავი ცილისწამებანი, პამფლეტები, კარიკატურები სასულიერო პირებზე, რომელნიც თითქოს  ქართველი ხალხის მოღალატენი იყვნენ.

1924 წლის მარტში თბილისში ნაძალადევის კულტურის სახლში ჩატარდა სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პარტიარქის, საკათალიკოზო საბჭოს წევრების სასამართლო პროცესი. ბედის ირონია იყო ქართველი ხალხის ინტერესების ღალატში მათ ბრალს სდებდნენ ვინმა ოქოევი, ვარლამოვი და სხვები. ხელისუფლებას სურდა განსასჯელების სახით მტრის ხატის შექმნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსაჯულებმა სასულიერო პირებმა უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის მეთაურობით სასამართლო პროცესზე ამხილეს ბოლშევიკური ხელისუფლების ანტიეროვნული ანტიხალსური ხასიათი და ზნეობრივი გმირობის მაგალითი უჩვენეს.

ხელისუფლება მიხვდა, რომ მარტოოდენ რეპრესიებით ვერ მოსპობდა ხალხში ქრისტიანულ რწმენას და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიყვარულს. საჭირო იყო სასულიერო წოდებაში თავისი დასაყრდენის მოპოვება. ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ე. წ. “რეფორმებისა და განახლების” ჯგუფის მხარდაჭერა. ე. წ. “ცოცხალი ეკლესიის” მონათესავენი იყვნენ. ამ ჯგუფის წევრები თვლიდნენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ხმა არ უნდა აღემაღლებინა ბოლშევიკური მმართველების წინააღმდეგ, მცდარი იყო გენუის კონფერენციაზე კათალიკოზ-პატრიარქ ამბროსის მიერ მემორანდუმის გაგზავნა. მათი აზრით ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაპირისპირება მოისპობოდა თუ კათალიკოზ-პატრიარქი ამბროსი უარს იტყოდა მემორანდუმის შინაარსზე, გადადგებოდა თანამდებობიდან. ე. წ. “რეფორმატორები” თვლიდნენ, რომ აუცილებელი იყო ეპარქიათა შემცირება, კათალიკოზ-პატრიარქის თანამდებობის გაუქმება, საეკლესიო დოგმატიკის და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შეცვლა, ახალ სტილზე გადასვლა. მათ ისარგებლეს ხელისუფლების კეთილგანწყობით და 1926 წელს ქუთაისში უკანონოდ მოიწვიეს საეკლესიო კრება, დათხოვნილად გამოაცხადეს საკათალიკოზო საბჭო, შექმნეს დროებითი მმართველობა მიტროპოლიტ ქრისტეფორეს თავმჯდომარეობით. ე. წ. “რეფორმატორებმა” უწმიდეს ამბროსის ჩამოაშორეს ერთგული სასულიერო პირები, ჩამოართვეს საქმის წარმოება და დააჩქარეს მისი სიკვდილი.

1927 წლის მე-4 საეკლესიო კრებაზე, სადაც სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქად აირჩიეს მიტროპოლიტი ქრისტეფორე შეიმუშავეს ხელისუფლებასტან ლოიალობისა და თანამშრომლობის კურსი. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ამ ღონისძიებებით შეარბილებდნენ ხელისუფლების ანტიეკლესიურ პოლიტიკას, მაგრამ მწარედ მოტყუვდნენ. ერთის მხრივ ხელისუფლებამ მოიპოვა მორჩილი სამღვდელოება, მეორეს მხრივ გააძლიერა ანტირელიგიური ისტერია, გააგრძელა ეკლესია მონასტრების დახურვა, სასულიერო პირთა დიდი გადასახადებით დაბეგვრის პოლიტიკა. ასეთ ვითარებაში კათალიკოზ-პატრიარქ ქრისტეფორეს მიმართვები მთავრობისადმი, რომელშიც იგი მოაგონებდა ხელისუფლებას პატივი ეცა მათ მიერვე მიღებულ სინდისის თავისუფლების კანონისათვის ხელისუფლების მხრივ რეაგირების გარეშე რჩებოდა.

საქართველოს ეკლესიის მესვეურები ხელისუფლების ყურადრებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ საბჭოთა კავშირში არსად ეკლესია ესეთ შევიწროებულ მდგომარეობაში არ არის როგორც საქართველოშიო. საქართველოში მოქმედი ეკლესიები, სასულიერო პირები ვალდებულნი იყვნენ სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაეხადათ ყოველთვიური გადასახადი. ეს გადასახადები იმდენად დიდი იყო, რომ ბევრმა სასულიერო პირმა თავი დაანება საქმიანობას, გადასახადების გადაუხდელობის გამო დაიხურა სვეტიცხოვლის ეკლესია, იგივე საფრთხე დაემუქრა სიონს. ადვილი წარმოსადგენია რა ვითარება იქნებოდა საქართველოს სხვადასხვა პროვინციებშიც. ამას დაერთო იმხანად გახშირებული თავდასხმები ეკლესია-მონასტრებზე, სასულიერო პირთა მკვლელობანი. ყოველივე ამის შესახებ აღნიშნავდა უწმიდესი და უნეტარესი კათალიკოზ-პატრიარქი კალისტრატე. ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისადმი ასეთი სულისშემხუთველი პოლიტიკის მიუხედავად ფაშისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმისთანავე საქართველოს ეკლესიამ საბჭოთა მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ასეთ ვითარებაში ხელისუფლებამაც შეცვალა ეკლესიისადმი თავისი დამოკიდებულება, შეზღუდა “მებრძოლ უღმერთოთა კავშირის” საქმიანობა, შეამსუბუქა ეკლესიისადმი შეწერილი გადასახადები. თავის მხრივ საქართველოს ეკლესიამ ფრონტის საჭიროებისათვის დაიწყო ფინანსების შეგროვება. ასეთ ვითარებაში საქართველოს ეკლესიამ მოახერხა როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე საქართველოს ხელისუფლებასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება, მოიპოვა იურიდიული პირის სტატუსი.

სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქმა კალისტრატემ ი. სტალინისაგან არაერთი მადლობის წერილი მიიღო. ასეთ ვითარებაში საქართველოს ეკლესიამ მოახერხა რეპრესირებული სამღვდელოების გადარჩენილი ნაწილის რეაბილიტაცია და ეკლესიის სამსახურში ჩაყენება. საქართველოს მორწმუნე მრევლში პატივისცემისა და თანადგომის გრძნობის გაძლიერება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ერთსაუკუნოვანი ინტერვალის შემდეგ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიებთან ევქარისტული კავშირის აღდგენა. ჯერ კიდევ 1917 წლის სექტემბერში უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II წერილით მიმართა მსოფლიო პატრიარქ ბასილ III და მოუწოდა აღედგინა ისტორიული კავშირ ურთიერთობა ივერიის უძველეს ეკლესიასთან, მაგრამ რუსეთის ეკლესიის რიდით მსოფლიო საპატრიარქომ ისტორიულ სამართლიანობას იმხანად მხარი ვერ დაუჭირა, თუმცა არც უარყოფითი დამოკიდებულობა გამოუხატავს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიმართ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურთ არაერთხელ დაუფიქსირებიათ თავიანთი მზადყოფნა რუსეთის ეკლესიასთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენის შესახებ, მაგრამ რუსეთის ეკლესიის სინოდი XX საუკუნის 20-30-ან წლებში კვლავ რჩებოდა ერთგული საქართველოს ეკლესიის არცნობის პოლიტიკისა.

მდგომარეობა შეიცვალა XX საუკუნის 40-იან წლებში. 1943 წელს რუსეთის ეკლესიამ ოფიციალურად სცნო საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია და ამის შესახებ ოფიციალურად ამცნო აღმოსავლეთის პატრიარქებს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გზა გაეხსნა საერთაშორისო აღიარებისაკენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არსოდეს ჩაკეტილა საკუთარ ნაჭუჭში ამის დასტური იყო ურთიერთობის ნორმალიზაცია რომაულ-კათოლიკურ და ხომხურ-გრიგორიანულ ეკლესიებთან. ეს ურთიერთობანი ეფუძნებოდა იმ რეალობას, რაც XX საუკუნის 20-5-იან წლების საქართველოში იყო რელიგიურ-კონფენსიური მრავალფეროვნების თვალსაზრისით.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეკლესიის მართვა-გამგეობასა და ეპარქიების საკითხებს. 1917 წელს პირველ საეკლესიო კრებაზე მიღებული მართვა-გამგეობის დებულებით საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ორგანო იყო საეკლესიო კრება, კრებებს შორის პერიოდში საქართველოს ეკლესიის საკათალიკოზო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიოდა 11 კაცი და თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი ან მოსაყდრენი.

საკათალიკოზო საბჭოს სხდომებზე, რომელნიც კვირაში ერთხელ იმართებოდა იხილებოდა საქრთველოს ეკლესიის უმნოშვნელოვანესი პრობლემები. საკათალიკოზო საბჭოსთან არსებობდა საკათალიკოზო სასამართლო.

ეპარქიაში იყო საეპარქიო საბჭოები, რომელიც აკონტროლებდა ეპარქიის მღვდელმთავრის საქმიანობას, საეპარქიო სასამართლოები, სადაც იხილებოდა ეპარქიაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი საქმეები. მმართველობის ეს სისტემა იყო უაღრესად დემოკრატიული და გამორიცხავდა პიროვნულ-სუბიექტურ გადაწყვეტილებათა მიღებას საქართველოს ეკლესიაში, თუმცა მე-2, საეკლესიო კრებაზე (1920 წ.) თანდათან შეიზღუდა საკათალიკოზო საბჭოს, როგორც კოლექტიური მართვის ორგანოს ფუნქციები, გაუქმდა საკათალიკოზო სასამართლო, გაიზარდა ეპარქიათა მღვდელმთავრების უფლებები, გაუქმდა საეპარქიო საბჭოები, ხოლო მე-4 საეკლესიო კრებაზე საკათალიკოზო საბჭოს ნაცვლად დაარსდა კათალიკოზის “.. სინოდი”, რომელიც კათალიკოზ-პატრიარქის ნების აღმსრულებელი ორგანოდ იქცა და საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დემოკრატიული გზა წარსულს ჩაბარდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დებულების თანახმად 13 ეპარქიად დაიყო, რომელთაც სათავეში ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები ჩაუდგნენ. სამიტროპოლიტო კათედრები იყო: ქუთაისის  ცხუმ-აფხაზეთის, ჭყონდიდის.

ეპარქიებიდან ყველაზე მძიმე ვითარება იყო ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, სადაც ერთმანეთს ეჯახებდნენ რუსეთისა და საქართველოს ეკლესიის ინტერესები. ადგილობრივი აფხაზი ბოლშევიკები ანტირელიგიური ბრძოლის საბაბით ავიწროებდნენ ქართველ მღვდელმთავრებს, ანტირელიგიური ისტერიის მსახვრალი ხელი ყველაზე მეტად ეპარქიებს დაეტყოთ, სადაც ეკლესია-მონასტრების უმრავლესობა ადმინისტრაციული წესით დაიხურა. ეპარქიათა მღვდელმთავრებს სახელწოდებანი, სინამდვიდეში ისინი თბილისის მოქმედი ეკლესიების წინამძღვრები იყვნენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურნი დიდ ყურადღებას უთმობდნენ სასულიერო ჟურნალ-გაზეთების გამოცემას. 1917 წელს გამოვიდა საქართველოს საკათალიკოზოს ჟურნალი “სვეტიცხოველი” პავლე ინგოროყვას რედაქციით. ჟურნალი დაწვრილებით აშუქებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე არსებულ პრობლემებს. მის ფურცლებზე დაიბეჭდა” პირველი საეკლესიო კრების, უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II წერილები მართლმადიდებლური და არამართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიების მათაურებისადმი.

1918 წელს თბილისში გამოდიოდა სასულიერო გაზეთი “ახალი სიტყვა”, რომლის გამომცემელნი და კორესპოდენტები ოპოზიციურად იყვნენ განმსჭვალულნი სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პარტიარქ კირიონ II სადმი. გაზეთი “ახალი სიტყვა” მისი კორესპოდენტები ნათლად გვიჩვენებს იმ რთულ, წინააღმდეგობებით აღსავსე ატმოსფეროს, რომელშიც ცხოვრობდა 1917-1918 წლებში საქართველოს ეკლესია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელნი უწმიდესი და უნეტარესი” კირიონი, ლეონიდი, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე არა მარტო ცნობილი სასულიერო პირები იყვნენ არამედ ქართული კულტურის, მეცნიერების მსახურნი და მოამაგენი.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1917-1952 წლებში რთული, წინააღმდეგობრივი ცხოვრების გზა განვლო. მიუხედავად დიდი წნეხისა შეინარჩუნა თავისი სახე და ერის სულიერი წინამძღოლის ფუნქცია.

------------------------------------------------------------------------------------------

 

შენიშვნები

თავი I

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1932-1952 წლებში


1. სუიცსა ფონდი 284, ან 1. საქმე 2199 ფურც. 1

2. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N102 გვ. 129

3. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N102

4. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N26

5. საღვთისმეტყველო კრებული საქართველოს საპატრიარქო ჟურნალი 1987 N3 გვ. 168

6. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N23

7. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N35

8. საღვთისმეტყველო კრებული საქართველოს საპატრიარქო ჟურნალი 1987 N3 გვ. 16

9. სრულიად საქართველოს საპატრიარქო არქივი. ეპისკოპოს დავით კაჭახიძე, საქმე N1866 გვ. 43

10. ჟურნალი რელიგიის წინააღმდეგ 1932 წ. N8. გვ. 3

11. მ. ხუციშვილი საქართველოს ეკლესიის სოციალურ-პოლიტიკური პოზიცია; XIX-XX ს.ს. თბ. 1984 გვ. 202

12. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N70

13. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N70 გვ. 31

14. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N70 გვ.3

15. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N70 გვ. 27

16. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N70 გვ. 31

17. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N70 გვ. 2

18. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N70 გვ. 34-41

19. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N70 გვ. 91

20. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N70 გვ.130-133

21. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N70 გვ. 130-133

22. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N70 გვ. 134

23. სრულიად საქართველოს საპატრიარქო არქივი ფონდი N3998

24. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N73

25. სრულიად საქართველოს საპატრიარქო არქივი ფონდი N3998

26. სრულიად საქართველოს საპატრიარქო არქივი ფონდი N3998

27. სრულიად საქართველოს საპატრიარქო არქივი ფონდი N3998 გვ. 8

28. სრულიად საქართველოს საპატრიარქო არქივი ფონდი N3998 გვ. 10

29. სრულიად საქართველოს საპატრიარქო არქივი ფონდი N3998

30. საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი (სსცსა) ფონდი N1879 ან 1. საქმე 11. ფურც. 1

30. სსცსა ფონდი N1879 ან 1. საქმე 12. ფურც. 1-2

31. მ. ბენდელიანი საქართველოს ეკლესია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში (1941-1945 წ.წ.) საკ. დისერტაცია. ხელნაწერი გვ. 87

32. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N125

33. ჟურნალი “საღვთისმეტყველო კრებული” N3. 1987 გვ. 189

34. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N155

35. სსცსა ფონდი N1879 ან 1. საქმე 5

36. სსცსა ფონდი N1879 ან 1. საქმე 8

37. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N82

38. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე N164

39. საქართველოს საპატრიარქო არქივი ფონდი N2613

40. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდი, “სხვადასხვა” N324


თავი II

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობა


1. ჟურნალი “ჯვარი ვაზისა” 1990 წ. N3. გვ. 73

2. ჟურნალი “ჯვარი ვაზისა” 1990 წ. N3. გვ. 74

3. ჟურნალი “ჯვარი ვაზისა” 1990 წ. N3. გვ. 70

4. ჟურნალი “ჯვარი ვაზისა” 1990 წ. N3. გვ. 73-74

5. საქართველოს საპატრიარქო არქივი საქმე N1053

6. საქართველოს საპატრიარქო არქივი საქმე N3811

7. საქართველოს საპატრიარქო არქივი საქმე N6465

8. გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი ფონდი N2766330

9. საქართველოს საპატრიარქო არქივი საქმე N539

10. საქართველოს ეკლესიის კალენდარი თბ. 1928 წ. გვ. 33

11. საქართველოს საპატრიარქო არქივი, საქმე N6581

12. გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი ფონდი N2783013

13. გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი ფონდი N2783

14. ნ. თალაკვაძე მემუარები იხ. გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი ფონდი N025995. რვ. III

15. გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი ფონდი N026908

16. გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი ფონდი N026908

17. ჟურნალი “მებრძოლი უღმერთო” თბ. 1932 წ. N8-9. გვ 1

18. საქართველოს საპატრიარქო არქივი, საქმე N539

19. ჟურნალი “მოსკოვსკი პატრიარხი” 1944. N3. გვ. 15-17

20. მ. ბენდელიანი საქართველოს ეკლესია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. საკანდიდატო დისერტაცია. 1999 თბ. გვ. 146 (ინახება ისტორიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში)

21. სუიცსა. ფ. 1879 წ. აღწ. 1. ს. 3. ფურც. 2


თავი III

საქართველოს ავტოკეფალია აღდგენილი ეკლესიის კათალიკოზ-პატრიარქი და ქართული კულტურა 1917-1952 წლებში


1. ჟურნალი “პასტორი” 1888 წ. N16, 18, 1889 N1, 4, 5, 6

2. ჟურნალი “პასტორი” 1889 წ. N23, 24, 1890 N1, 2

3.  ეპისკოპოსი კირიონი “წმ. დავით III აღმაშენებელი” თბ. 1899 წ.

4. ვ. გურგენიძე კირიონ II იხ. ჟურნალი “საღვთისმეტყველო კრებული" 1981 წ. N5. გვ. 88

5. სსცსა არქივი, ფონდი 1458, საქმე 19. გვ 1

6. გაზეთი “ივერია” 1891 წ. N1987

7. ი. მეგრელიძე ექვთიმე თაყაიშვილი თბ. “მეცნიერება” 1989 წ. გვ. 89

8. რ. მეტრეველი საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება. თბ. 1982 გვ. 94

9. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი ფონდი 1535, საქმე N47

10. ს. ვარდოსანიძე “ღვაწლი კეთილი” გაზეთი ლიტ. საქართველო 1988 წ. N7. გვ. 13

11. ვ. გურგენიძე “კირიონ II” ჟურნალი “საღვთისმეტყველო კრებული” 1981 N5 გვ. 97

12. გაზეთი “ივერია” 1904 N35

13. ს. ვარდოსანიძე “ღვაწლი კეთილი” გაზეთი ლიტ. საქართველო 1988 წ. N7. გვ. 13

14. ს. ვარდოსანიძე “ღვაწლი კეთილი” გაზეთი ლიტ. საქართველო 1988 წ. N7. გვ. 13

15. ს. ვარდოსანიძე “ღვაწლი კეთილი” გაზეთი ლიტ. საქართველო 1988 წ. N7. გვ. 13

16. ს. ვარდოსანიძე კირიონ II სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი 1994 წ. გვ 16

17. სრულიად საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფონდი N6443

18. ყოვლადსამღვდელო ლეონიდი თბ. 1911 წ. გვ. 10

19. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, ფონდი N256..

20. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, ფონდი N332..

21. საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1990 წ. გვ. 139

22. საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1990 წ. გვ. 158

23. საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1990 წ. გვ. 193

24. ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება თბ. 1907 წ. გვ 172

25. გაზეთი “საქართველო” 1918 წ. 28 მარტი

26. სსცსა ფონდი N1451 ან 1, საქმე 41

27. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, ფონდი N2677

28. არქიმანდრიტი ამბროსი “ჭელიძის ვარიანტი ქართლის მოქცევისა” თბ. 1911 გვ. 3

29. არქიმანდრიტი ამბროსი “ჭელიძის ვარიანტი ქართლის მოქცევისა” თბ. 1911 გვ. 29

30. სუიცსა ფონდი N516 ან 2, საქმე 1. ფურც. 20

31. ვ. თორაძე, ნ. თორაძე “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მე-19 და მე-20 საუკუნეებში” თბ. 1945 წ. გვ. 159

32. სსცსა ფონდი N2100 ან 1, საქმე 14

33. სსცსა ფონდი N2100 ან 1, საქმე 35

34. სსცსა ფონდი N2100 ან 1, საქმე 35

35. სსცსა ფონდი N2100 ან 1, საქმე 59

36. სსცსა ფონდი N2100 ან 1, საქმე 61

37. სსცსა ფონდი N2100 ან 1, საქმე 62

38. სსცსა ფონდი N2100 ან 1, საქმე 71

39. სსცსა ფონდი N2100 ან 1, საქმე 71

40. სსცსა ფონდი N2100 ან 1, საქმე 65

40ა. სსცსა ფონდი N2100 ან 1, საქმე 70

41. ნ. პაპუაშვილი “კ. მ. ცინცაძის ცხოვრება და მეცნიერული მემკვიდრეობა” იხ. მრავალთავი XIII 1987 წ. გვ. 96-112

42. ჟურნალი “საღვთისმეტყველო კრებული” თბ. 1987 წ. N3. გვ. 63-131

43. ჟურნალი “საღვთისმეტყველო კრებული” თბ. 1987 წ. N3. გვ. 68

44. ჟურნალი “მწყემსი” #3. 1892 წ

45. ნ. პაპუაშვილი “კ. მ. ცინცაძის ცხოვრება და მეცნიერული მემკვიდრეობა”  “მრავალთავი” NXIII 1987 წ. გვ. 99

46. ნ. პაპუაშვილი “კ. მ. ცინცაძის ცხოვრება და მეცნიერული მემკვიდრეობა”  “მრავალთავი” NXIII 1987 წ. გვ. 98

47. ნ. პაპუაშვილი “კ. მ. ცინცაძის ცხოვრება და მეცნიერული მემკვიდრეობა”  “მრავალთავი” NXIII 1987 წ. გვ. 107

48. კ. ცინცაძე “ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია ტფილისში” “კანდელი” თბ. 1994 წ.

49. კალისტრატე ცინცაძე “ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია ტფილისში” “კანდელი” თბ. 1994 წ. გვ. 207

50. ნ. პაპუაშვილი “კ. მ. ცინცაძის ცხოვრება და მეცნიერული მემკვიდრეობა”  “მრავალთავი” XIII 1987 წ. გვ. 108

51. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი N119

52. შოთა რუსთაველი “ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი” თბ. 1966 წ. გვ. 227-274

53. ნ. პაპუაშვილი “კ. მ. ცინცაძის ცხოვრება და მეცნიერული მემკვიდრეობა”  “მრავალთავი” N XIII 1987 წ. გვ. 112

53ა. . ნ. პაპუაშვილი “კ. მ. ცინცაძის ცხოვრება და მეცნიერული მემკვიდრეობა”  “მრავალთავი” N XIII 1987 წ. გვ. 173-174

54. ლადო გუდიაშვილი მოგონებები “ნაკადული” თბ. 1979 წ. გვ. 87


თავი IV
XX საუკუნის 20-30-იან წლებში მოღვაწე ზოგიერთი სასულიერო პირთა პორტრეტი



1. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ფონდი N025995

2. კალისტრატე ცინცაძე, ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესია თბილისში, თბ. 1993წ. გამომც. “კანდელი” გვ.243

3. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ფონდი N025995

4. ქეთევან პავლიაშვილი “საქართველოს საგზარქოსო” 1900-1917 წ.წ. თბ. 1995 წ. გვ. 12

5. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ფონდი N025995

6. “ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება” თბ. 1907 წ. გვ 163

7. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ფონდი N025995

8. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ფონდი N025995

9. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ფონდი N025995

10. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ფონდი N025995

11. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ფონდი N025995

12. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ფონდი N025995

13. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ფონდი N025995

14. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფონდი N6491

15. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფონდი N1954ა

16. გაზეთი “თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია” 2000 წ. 15 ივნისი

17. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფონდი, საქმე N1549

18. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფონდი, საქმე N1549

19. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფონდი, საქმე N1549

20. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფონდი, საქმე N1549

21. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფონდი, საქმე N308

22. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფონდი, საქმე N308

23. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფონდი, საქმე N308

24. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფონდი, საქმე N308

25. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფონდი, საქმე N308

26. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ეფრემის ფონდი, საქმე N1379

27. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ეფრემის ფონდი, საქმე N1379

28. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ეფრემის ფონდი, საქმე N1379

29. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ეფრემის ფონდი, საქმე N1664

30. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ეფრემის ფონდი, საქმე N1379

31. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ეფრემის ფონდი, საქმე N617

32. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ეფრემის ფონდი, საქმე N1664

33. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ეფრემის ფონდი, საქმე N1664

34. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ეფრემის ფონდი, საქმე N1664

35. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ეფრემის ფონდი, საქმე N1664

36. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ეფრემის ფონდი, საქმე N1664

37. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ეფრემის ფონდი, საქმე N1664

38. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ეფრემის ფონდი, საქმე N1664

 


სერგო ვარდოსანიძე
"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1952 წლებში
თბილისი, 2001 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 19:16)