library
ქართული საგალობლის სამუსიკო ნიშნებით ჩაწერის XX საუკუნის ტრადიცია
გასული საუკუნის მეორე ნახევრამდე ქართული საეკლესიო საგალობლების სამუსიკო ნიშნებით ჩაწერის ტრადიცია ჯერ კიდევ განაგრძობდა არსებობას. სხვა მგალობელთა შორის ამ ტრადიციის მცოდნენი იყვნენ XX საუკუნის უკანასკნელი სამგალობლო ოჯახების წარმომადგენლები არტემ და ანანია ერქომაიშვილები, დიმიტრი პატარავა.
1949 წლის ზაფხულში, ქალაქ ოზურგეთში (მაშინდელ მახარაძეს) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან ეწვია ხუთკაციანი საექსპედიციო ჯგუფი ვლადიმერ ახობაძის ხელმძღვანელობით, რომლის მიზანი მივიწყებული ქართული (გურული) საეკელსიო საგალობლების მოძიება და ჩაწერა იყო. ამ ხანისათვის არა თუ გურიაში, არამედ მთელ საქართველოში მხოლოდ სამი პიროვნება იყო დარჩენილი, ვისაც საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდა ამ მივიწყებული საგნისა. ესენი იყვნენ შემოქმედის სკოლის სამგალობლო ტრადიციებზე აღზრდილი დიდოსტატი მგალობელ-მომღერლები: არტემ ერქომაიშვილი, დიმიტრი პატარავა და ვარლამ სიმონიშვილი. ეს უკანასკნელი გალობის საუნჯეს უშუალოდ სახელგანთქმული მგალობლის, ანტონ დუმბაძისაგან დაეუფლა, ხოლო არტემსა და დიმიტრის გალობა ანტონ დუმბაძის მოწაფის მელქისედეკ ნაკაშიძისაგან ჰქონდათ ნასწავლი.

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 23 FEBRUARY 2012 22:25)
More Articles...
- წმინდა პოლიკარპე სმირნელის მარტვილობა
- დანიელ წინასწარმეტყველისთვის გაცხადებული სამოცდაათი შვიდეული (დან. 9. 21-27)
- ედიშერ ჭელიძე - ქართველ ათონელთა ღვაწლი
- ედიშერ ჭელიძე - იოანე პეტრიწის ცხოვრება და მოღვაწეობა
- წმიდა გრიგოლ ნოსელი - ადამიანის შექმნის შესახებ
- ედიშერ ჭელიძე - აპოკრიფულ წიგნთა ექვთიმე ათონელისეული ინდექსი
- უცნობი ავტორი - ლექსი უფლის ვნების შესახებ
- ჟამისწირვაჲ წმიდისა იაკობ მოციქულისაჲ