საეკლესიო მწერლობის აპოკრიფული ჟანრი
12-16
ტერმინ “ეზოტერიზმის” მართლმადიდებლური და ერეტიკული გაგება
ამჯერად შევეხებით ერთ ჟანრს, რომლისადმი ცნობისმოყვარეობა, თუნდაც თანამედროვე, ამ ჟანრისადმი კვლავაც ცხოველია. ეს გახლავთ აპოკრიფული ჟანრი, აპოკრიფები, რომლებიც აუცილებელ შესწავლას და წვდომას საჭიროებენ. მათი რაობის გაგება სრულიად აუცილებელია, რამდენადაც ყველაზე უფრო მეტად, განსხვავებით სხვა ჟანრებისაგან, აპოკრიფებთან დაკავშირებით ჭირს გარკვეულობის შემუშავება, თუ რა გამოყენება შეიძლება მათ ქონდეთ, თუ რა ადგილი შეიძლება მათ მიეჩინოთ ეკლესიის ისტორიაში და ამა თუ იმ ქრისტიანის ცხოვრებაში. ჩვენ ამას ხაზს ვუსვამთ იმის გამო, რომ აპოკრიფები ერთსახოვანი არ გახლავთ და შესაბამისად ერთი შეფასება მათზე ვერ გავრცელდება და არც არასოდეს გამოთქმულა ეკლესიის მამათაგან ერთი ზოგადი დებულება აპოკრიფების შესახებ.
ისტორია ამ ჟანრისა, რასაც ამჯერადაც ჰაგიოგრაფიის ჟანრის განხილვის მსგავსად უაღრესად ზედაპირულად შევეხებით, ჩვენს წინაშე გამოკვეთს იმ აუცილებლობას, რომ ეკლესიის მიერ საუკუნეების წინ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება აპოკრიფებისადმი დღესაც უნდა შევინარჩუნოთ და დღესაც იმგვარივე მიმართება უნდა გვქონდეს ამ ხასიათის ძეგლებისადმი.
ბოლოს განახლდა (FRIDAY, 15 DECEMBER 2017 19:47)
საეკლესიო მწერლობის დოგმატური ჟანრი18ჩვენს წინა საუბრებში განვიხილეთ საეკლესიო ლიტერატურის ჟანრები – ჰაგიოგრაფია, აპოკრიფები, ეგზეგეტიკა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს იყო უაღრესად ზოგადი სახით. მაგრამ ასეთი საუბრების ჟამს სხვა წესით არ მოხერხდება და ვიმედოვნებთ ქრონოლოგიური განხილვის ჟამს თითოეული ჟანრის მხრივ უფრო სრულყოფილ ცნობებს მივაწვდით ჩვენს მსმენელს. ბოლოს განახლდა (THURSDAY, 14 DECEMBER 2017 12:53) საეკლესიო მწერლობის პოლემიკური ჟანრი19ჩვენ ამჯერად შევეხებით კიდევ ერთ ჟანრს საეკლესიო ლიტერატურისას, რა თქმა უნდა, კვლავაც უაღრესად ზოგადად, მხოლოდ ძირითად ხაზებში, ეს გახლავთ პოლემიკის ჟანრი, პოლემიკური ლიტერატურა. ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 13 DECEMBER 2017 22:12) საეკლესიო მწერლობის ფილოსოფიური ჟანრი21-25ქრისტიანობა და ფილოსოფია წინა საუბრებში ჩვენ შევეხეთ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ჟანრს საეკლესიო მწერლობისას. ჟანრების განხილვას განვაგრძობთ და ამჯერად შევეხებით ასევე უაღრესად საყურადღებო და ერთ-ერთ უარსებითეს ჟანრობრივ ნაწილს საეკლესიო ლიტერატურისას, რომელსაც ფილოსოფიური მწერლობა ეწოდება. ბოლოს განახლდა (FRIDAY, 08 DECEMBER 2017 16:56) საეკლესიო მწერლობის ლიტურგიკული ჟანრი26-32
ბოროტების წარმოშობის მიზეზები წინა რამდენიმე საუბარში ჩვენ შეძლებისდაგვარად შევეხეთ ქრისტიანული ფილოსოფიის ჟანრს. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ ამ კუთხით შეიძლებოდა თქმულიყო, მაგრამ რამდენადაც ჯერ კიდევ პატროლოგიის შესავალთან გვაქვს საქმე და ჟანრობრივ დახასიათებას წარმოვადგენთ ქრისტიანული ლიტერატურისას, ზემოთქმული, საკუთრივ ქრისტიანულ ფილოსოფიასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, საკმარისია. ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 22 NOVEMBER 2017 18:45) საეკლესიო ტერმინოლოგია როგორც ზნეობრივი მონაცემი57-58ბოლო საუბრისას ჩვენ განვიხილავდით საკითხს ენის ფენომენის შესახებ. ვეხებოდით თავდაპირველ მდგომარეობას ადამიანისას სამოთხეში. შემდგ, როდესაც ცოდვით დაეცა ადამიანი, ენობრივი კუთხითაც ეს დაცემა, რა თქმა უნდა, სახეზეა. თუ დავდაპირველი შინაგანი სიტყვა, გონებითი გაზრახება ნიშანდობლივი იყო ადამიანის სულიერი მეტყველებისთვის, მსგავსად ანგელოზური მეტყველებისა, ცოდვით დაცემამ მეტყველებასაც გარეგანი, მატერიალური შესამოსელი შესძინა და ისევე როგორც ადამიანი ტყავის სამოსელით დაიფარა და ეკლესიის მამათა განმარტებით ტყავის სამოსელი აქ სიმბოლო მატერიალურობისა, მოკვდავობისა, დაშლადობის მქონე ნივთიერებისა, ამგვარადვე ენამაც მატერიალური სამოსელი მიიღო და სიტყვა შინაგანი გახდა სიტყვა წარმოთქმული, ანუ სიტყვა ხმოვანი. კვლავ გავიხსენებთ პეტრიწის თარგმანს ამ შემთხვევაში ჩვენთვის ნიშანდობლივს: სიტყვა გარემოსილი, ანუ მატერიალური სამოსელით დაფარული. სულიერი აზრის ამგვარად დაფარვით მატერიალურმა სამოსელმა ენას შესაძლებლობა მისცა ამ დაცემულ მდგომარეობაში კაცობრიობის შემაკავშირებელი ყველაზე მნიშვნელოვანი საურთიერთობო საშუალება გამხდარიყო.მეხსიერების გენეტიკურობა. სამოთხის შესახებ მახსოვრობა ადამიანებში. მაცხოვრის განკაცების ჟამის შესახებ59-60ჩვენს ბოლო საუბარში, ვფიქრობთ, მსმენელთან ერთად მივედით იმ უეჭველ დასკვნამდე, რომ საეკლესიო ტერმინოლოგია, ანუ ის ერთი დედა ენა, რაც ჭეშმარიტი კაცობრიობის, ეკლესიაში ახალშობილი კაცობრიობის ერთმთლიანობას მარადიულად ინარჩუნებს, არის ზნეობრივი მონაცემი. ანუ საეკლესიო ენა უპირველეს ყოვლისა ზნეობრივია, სიწმინდის საკუთარ თავში გამოხმატველია და დამცველია, სადაც ჭეშმარიტი ერთმთლიანობაა, გამოხატულებაცაა და ერთ-ერთი განმაპირობებელიცაა ამ ერთ მთლიანობისა. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 15 OCTOBER 2017 17:35) |
- მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი - რა არის სიკვდილი
- მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი - ქორწინება, მონაზვნობა, ეკლესია
- მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი - დიალოგი ათეიზმის და განკითხვის დღის შესახე
- მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი - რწმენის შესახებ
- ედიშერ ჭელიძე - როგორი კაცობრივი სხეული მიიღო მაცხოვარმა - ადამის დაცემამდელი (ცოდვამდელი) თუ დაცემის (ცოდვის) შემდგომი?
- წმიდა ფოტი პატრიარქი (810-893) - ევლოგი ალექსანდრიელის ტომოსის შესახებ "აგნოიტების წინააღმდეგ"