საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1921 წლეებში
თავი I
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და 1917 წლის საეკლესიო კრება
საქართველოს ისტორიაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ მისიას ასრულებდა და ასრულებს. იგი ქართველთა ფარი იყო მრავალრიცხოვან დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომ ბუნებრივია, ვისაც სურდა ქართველთა ასიმილაცია, მოსპობა, ბრძოლას ქართული ეკლესიის წინააღმდეგ იწყებდა.
XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ ჯერ ქართლ-კახეთისა და დასავლეთ საქართველოს ანექსია მოახდინა, ხოლო შემდეგ ვითომც საქართველოს ეკლესიის რეოგრანიზაციის ინტერესებისათვის კათალიკოზ-პატრიარქი ანტონ II რუსეთში გაიწვია. 1811 წლის 30 ივლისს რუსეთის წმინდა სინოდის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის და მართვა-გამგეობის პროექტი მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალიის გაუქმებას ნიშნავდა. საქართველოს ეკლესიის ახალი მეთაური ეგზარქოსი - რუსეთის სინოდის წევრი და მისი ნების აღმსრულებელი გახდა.
ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:14)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1921-1932 წლეებშითავი I
1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული დამოუკიდებელი სახელმწიფო აღარ არსებობდა. საოკუპაციო ხელისუფლება ანუ საქართველოს რევკომში მართალია ქართველი ბოლშევიკები იყვნენ, მაგრამ ისინი ასრულებდნენ რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების სურვილებს. საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების გამომხატველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროება. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:15) |